შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 3)


21-10-2015, 00:31
ავტორი llella
ნანახია 3 549

შენობიდან გამოსულმა, ჯერ კობასთან დარეკვა დავაპირე, მაგრამ მალევე გაქრა ეს აზრი თავიდან, მივხვდი ახლა ის გიჟი, ნინოს კაი ხანს რომ არ მიიყვანდა სახლში და რომ აბოდიალებდა, ამიტომ გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა, გადარეული არწივისთვის, რომელიც ოჯახის შექმნას ცდილობდა, ამიტომ მე როგორც გვარის გაგრძელების მსურველს ტაქსი გავაჩერე და ისე მივედი სახლში.
ავეთრიე მესამე სართულზე, კარები გავაღე, მიმოვიხედე, სახლში არავინ იყო, ამიტომ პირდაპირ ოთახში შევედი, რა სად მივყარე არ მახსოვს, ახლა მთავარი იყო განვტვირთულიყავი, ამაში კი ცხელი შხაპი დამეხმარებოდა, არც თუ ისე დატვირთული დღე იყო, მაგრამ აი სულიერად ვიყავი გამოფიტული, იქედან გამოსულმა, მიკი მაუსის საყვარელი პიჟამოები ჩავიცვი, ფუმფულა ჩუსტებში გავუყარე ფეხები და ფილმის საყურებლად მივუჯექი ტელევიზორს, პოპკორნი და წვენიც მოვიმარჯვე და „წავიდა ფილმის ყურებააა“
მაგარ ემოციებში ვიყავი კარებზე ზარის ხმა რომ გავიგე.
-სანდრო ღიაა, შემოეთრიე სახლში-სიცილით გავძახე, რადგან საბა მეგონა.
არც კარის გაღების ხმა ყოფილა და არც ვინმეს დაძახების, ავდექი გაბრაზებულმა, მეგონა ისევ ნერვებს მიშლიდა და ვიცოდი ახლა რაღაც სასწაულს რომ დავმართებდი.
-ღიაა თქო ბიჭო არ გეს....-მისნდოდა დამემთავრებინა, მაგრამ ვერ დავამთავრე, ან რაღას დავამთავრებდი, კარებში მდგომი ბოროტი უფროსი რომ შემრჩა.
ვიგრძენი როგორ იმატა სხეულში ტემპერატურამ და ვინატრე მიწა გამსკდომოდა, ვიდრე ასეთ მდგომარეობაში ვენახე ამ დემონს.
-გამარჯობა-დავიჩურჩულესავით, ისე ჩემი ხმა მე ძლივს რომ გავიგე.
-გაგიმარჯოს მარიამ!-მიპასუხა მკაცრად მაგრამ მაინც ღიმილით.
აი ტვიმა მისი ეს ღიმილი კი კარგ გულიან გადახარხარებად მიიღო, „აბა ამის გაღიმებული არ უნახავს ცოცხალ ადამიანს და...“ ამ უსიკვდილესუსაშინლეს მდგომარეობაშიც რომ ხუმრობდა ჩემი ტვინი მევე გამკვირვებოდა.
-აამ... კობასთან მოხვედით ალბათ...-ვეცადე მისი „უნამუსო“ მზერა, რომელიც ჩემი მიკი მაუსებიანი პიჟამოსკენ იყო მიმართული დამეიგნორებინა.
-სულაც არა!-ისე მესაუბრებოდა, წარბიც არ შეუხრია, ერთხელაც.
-აბა?-გაკვირვება დამეტყო.
-შენთან მოვედი!
-ჩემთან?-ცალი წარბი ავწიე და ცოტა მეკლო, რომ გულიანად არ გადამეხარხარა.
-ხო, მოსაცმელი მოგიტანე, რომელიც დღეს ჩემს კაბინეტში დაგრჩა-განმიმარტა თუ არა, მის ხელში მოთავსებულ ჩემს მოსაცმელს ვკიდე თვალი.
-უი... მადლობა, რატომ შეწუხით ბატონო გაბრიელ...-მართლა დავიბენი და რა ჯანდაბა მეთქვა და გამეკეთებინა არ ვიცოდი.
-არაფრის და ხო, ბატონი გაბრიელი სამსახურში ვარ მე-გამიღიმა და მოსაცმელი გამომიწოდა.
-კარგით, მადლობა გაბრიელ-გამეცინა და ხელები გავუხაუნე ერთმანეთს, როცა სიცივემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია-შემობრძანდით, კობაც მალე მოვა.
-მერე იყოს, ახლა შედი გაცივდები!-ისევ მისი ეს მკაცრი ტონი-ძილინებისა მარიამ!
წასვლას აპირებდა, სულ რაღაც 2 ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული უკან რომ მობრუნდა და ღიმილით მითხრა.
-ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა-მკაცრად დაიწყო.
-დიახ...-კარების სახელურს დავეყრდენი.
-გიხდება ეგ პიჟამა-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
სახლში შევბრუნდი, კარები საგულდაგულოდ დავკეტე, გეგონებოდა ვიღაც მივარდებოდა, მაგრამ ისევ ჩემს „გამოდებილებულ“ ტვინს დავაბრალე და მისაღებში გავედი, დავიხედე პიჟამოებზე და მეც გამეცინა ჩემი თავის წარმოდგენაზე.
-გიხდება ეგ პიჟამა-გაბრაზებულმა სიცილით გამოვაჯავრე და ისევ ფილმს მივუბრუნდი-ან ეს „მარიამ!“ რა უბედურებაა უუფ-დავიწყე ისევ ბუზღუნი-ჩემი სახელი მე მაშინებს უკვე, ამის სიცილი დამანახა მეტი რაფერი არ მინდა, რაარი ეს „ვიღიმი მარა არ ვიღიმი“ გადაირევი პირდაპირ.
-ეუფ, გისმენდეს ახლა მერე ნახე შენ-გადაიხარხარა კობამ, რომელიც სულ ახლახანს შემოსულიყო სახლში ისე, რომ მე ვერც გამეგო.
-რომ არ ესმის იმიტო ვიჭიმები თორე-მეც ავყევი სიცილში.
-დედა რა გეშველება, ან იმ კაბინეტში რა ილაპარაკეთ იმდენი საბუზღუნოთ რომ გაქ საქმე ჰა?-გაიცინა, გევრდით ჩამომიჯდა და პოპკორნს დასწვდა.
-აქ იყო...
-როდის?-მკითხა და გამომხედა.
-ასე 15 წუთის წინ, მოსაცმელი დამრჩა მასთან კაბიეტში და მომიტანა-გამეცინა.
-აი ხომ ხედავ თითქმის ისეთი ანგელოზია, შენ რომ დაახასიათე.
-ანგელოზი კიარა მუტანტია!-გამოვუცხადე დარწმუნებულმა.
-რატო გოგო?-გადაიხარხარა.
-დედა შვილო, ეგ ადამიანი საერთოდ იცინის?! ისეთი ხმით და სახით მეუბნება „მარიამს!“ გული მისკდება, გეგონება ვინმე მოვუკალი და ვერ მიტანს-გამოვაჯავრე და გავიცინე.
-ტეტაა, აი დემონი ძმაკაცი მყოლია და არ ვიცოდი-ისევ სიცილს აგრძელებდა.
-ხო კაი შევეშვათ მაგ დემონს-წვენი მოვსვი-რანაერად შემოხვედი შენ?
-გასაღები მქონდა, კაი წავედი მე დავეგდო დავიძინო თორე ცუდად ვარ უკვე.
-არ გშია?-დავაწიე უკან კითხვა.
-არა ვჭამეთ უკვე-რაღაცნაერად გაიცინა და ოთახში მიიმალა.
-და ეგ „თ“ რა იყო ახლა?-ცალი წარბი მაღლა ავწიე და გამეღიმა.
ჩემი ვარაუდები დავხატე თავში და ტელეფონს დავსწვდი.
-ხო მარუ-თბილად მიპასუხა უფროსმა ძამიკომ.
-არ მოდიხარ?
-კიბეებზე ამოვდივარ უკვე.
-ააა კაი მაშინ-გავუთიშე და სამზარეულოში შევვარდი.
დავიწყე საჭმლის გაცხელება, კარებზეც ზარი იყო და მეც წავედი გასაღებად.
-როგორ ხარ?-მკითხა მაგიდასთან შემომჯდარმა.
-არაჩვეულებრივად, სამუშაოს ვიწყებ ხვალიდან-სიხარულით ვუპასუხე.
-ხო ვიცი, კობამ მითხრა, გამიხარდა სანდო ადამიანთან რომ დაიწყე მუშაობა.
-ხო... მეც-ჩუმად ჩავიჩურჩულე.
საბამ დაამთავრა თუ არა ჭამა, ყველაფერი მივალაგე და დასაძინებლად წავედი, არ მინდოდა დამგვიანებოდა, თან ის „დაგვიანებას არ ვპატიობო“ მაშინებდა და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეგვიანებინა.
დილით შვიდზე გამეღვიძა, სასწრაფოდ წამოვფრინდი საწოლიდან, შევვარდი აბაზანაში, მალევე გამოვედი და ჩაcმა დავიწყე. შავი მუხლს ცოტათი აცდენილი კაბა, თეთრი მაისური და მოსაცმელი ჩავიცვი, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ჩავყავი ფეხები, თმები მაღლა ავიწიე და სამსახურისაკენ წავედი.
რვას ათი წუთი აკლდა შენობაში რომ შევედი, კაბინეტს ვუახლოვდებოდი როცა ნაცნობი ხმა გავიგონე.
-გამარჯობა მარიამ!-ჩემმა ტვინმა კი მისი ხმის გაგონებისას წამოიძახა „ღმერთოოოოოოოო, როგორ მინდა ქვა ვურტყა თავში ამ მარიამის გამო, ამ ტონის გამო და საერთოდ იმის გამო რომ ასეთია და გულს მიხეთქავს ყოველ ჯერზე“
-გამარჯობა ბატონო გაბრიელ-ჩემი „საინეტერესო“ ფიქრები გავაქრე და მივესალმე ბოროტ უფროსს.
-კარგია რომ არ დააგვიანე-გამიღიმასავით, მე კიდევ ისე ვიყავი დაძაბული, რომ სულ არსად არ მეკვროდა მისი ეგ ღიმილი-3 ჭიქა ყავა შემომიტანე, 1 უშაქრო და 2 ჩვეულებრივი.
-ახლავე-სწრაფად ვუპასუხე და კაბინეტში რასაცქვია შევვარდი.
„ეს თუ გულის შეტევას არ მიმაღებინებს არაფერი არ მომკლავს მაშინ“ გამოაცხადა ტვინმა, სწრაფად მოვამზადე ყავა და შევუტანე ბოროტ უფროსს.
ჩემთვის უკვე კარგად ცნობილ კარებს მივუახლოვდი და ფრთხილად დავაკაკუნე.
-შემოდით!-გავიგე ბოროტი უფროსის, ჩემთვის ასევე ბოროტი ხმის ტემბრი და ფრთხილად შევაღე ეს უზარმაზარი კარები.
-ბატონო გაბრიელ შეიძლება?-ვკითხე და ოთახში მყოფ, ჩემთვის უცნობ 2 მამაკაცს მოვავლე თვალი.
ერთი ქერა და ცისფერთვალება იყო, მეორე შავგვრემანი ყავისფერი თვალებით, ორივეს კლასიკურად ეცვათ. ერთი შევათვალიერე ორიევ და ისევ ბოროტ უფროსს გავხედე.
-კი!-ყავა იქვე დავაწყვე და გამოსვლას ვაპირებდი როცა გამაჩერა-მარიამ მოიცადე!
-დიახ ბატონო გაბრიელ.
-დღეს მე და შენ მივდივართ შეხვედრაზე და მზად იყავი.
-კი მაგრამ... მე უნდა წამოგყვეთ?-ნერვიულობა დამეტყო ხმაში.
-შენ ხარ ჩემი...-ტუჩის კუთხეში ჩატეხა, წამით გაჩერდა და ისევ გააგრძელა-მდივანი! ასე რომ ზედმეტი კითხვების გარეშე, 8 საათისთვის მზად იყავი.
-გასაგებია-ჩავიბურტყუნე და გამოვედი კაბინეტიდან.
-გამოგივლი და წავალთ!-მეც მხოლოთ თავი დავუქნიე და დავტოვე იქაურობა.

გაბრიელის ნაამბობი:

მარიამი გავიდა თუ არა კაბინეტიდან ბიჭებმა როგორც ყოველთვის თავი ვერ შეიკავეს და „სიბრძნეების ფერთხება“ დაიწყეს.
-რა ლამაზია ტო!-ღიმილით გამომხედა გიორგიმ.
-აი პირველად ამ კრეტინმა რაღან ნორმალური თქვა!-გადაიხარხარა ანრიმ-მართლა მაგარი გოგოა!
-ვიცი!-ამაყად გამოვაცხადე.
-ეუფ, ისე ამბობ გეგონება უკვე შენი ცოლია, 3 შვილი გყავთ და უფროსი ვაჟის ქორწილი გაქ მალე-წარბაწეულმა გამომხედა გიორგიმ „აჰა ხომ ვთქვი დააფერთხა სიბრძნე“
-დებილია-ხელი ჩაიქნია ანრიმ „ამას არაფერი არ ეშველებას“ ინსცენირებად.
-ბიჭო ამას რატო ვუმალავთ დეგენერატი როა?-სიცილით გავხედე ანრის, მანაც მრები აიჩეჩა და მე მომიბრუნდა.
-რამხელაა?
-19.
-არა რაა, მართლა რო მოხდეს ის სუსი-მუსები მაგარი იქნება.
-ენას ამოგაძრობ ბაჯელიძე!-დავუღრინე.
-ოოოჰ, რას მაშინებ ახლა ვიცოდე-გაიცინა-ანუ სიყვარულს რო აუხსნი, საჩუქრებიო, გულების დანთებაო, ყვავილებიო, სადარბაზოსთან გათენებული ღამეებიო და ა.შ.-დაიწყო თითებე ჩამოთვლა-ეს ვიგულისხმე შენ კრეტინო.
-აგი-გამოიშვირა გიორგიმ თითი ჩემსკენ-ამას არასდროს არ იზამს!-გამოაცხადა დარწმუნებულმა.
-ვნახოთ!-მანაც დარწმუებულმა გასცა პასუხი.
-ბიჭო გეუბნები ეს ვირი მაგას არ იზამს თქო-დაიწყო საკუთარი პოზიციეის დაცვა გიორგიმ, მე კიდე მოვლენების განვითარებას ველოდებოდი მომღიმარი.
-ბიჭო გყვარებია?! ეს ბოროტი არსება სულ მალე ფრთაშესხმულ ანგელოზად გადაიქცევა, აი ნახავ თუ არა.
-გამორიცხულია თქო!-ისევ მისას აწვებოდა გიორგი.
-დავნიზლავდეთ!-წამოიძახა ანრიმ.
-მოდი!-არც გიორგი ჩამორჩა.
-აი ეგ მომწონს-გადავიხარხარე და მაგიდას დავეყრდენი.
-რაზე?-ცალი წარბი მაღლა აწია გიორგიმ.
-1 სურვილი.
-თუ 1 თვის განმავლობაში მან ერთ-ერთი რამ მაინც გააკეთა ხო, შენ მისრულებ 1 სურვილს.
-და თუ არა მაშინ შენ!
-მოსულა-გაეცინა ორივეს და ზავის დასამტკიცებლად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
-ისადა, თქვენ გაკლიათ ხო?-სიცილით გავხედე რიგრიგობით ძმაკაცებს.
-გაბო, შვილო-საუბარი დაიწყო ანრიმ-მე და დედაშენმა-მანიშნა გიორგიზე- გადავწყვიტეთ დაგვედო ერთი სიტყვით ზავი, ხოდა ძალიან გთხოვ მამას დაუჭირე მხარი.
-დედა არ დაგავიწყდეს შვილო-გადაიხარხარა გიორგიმაც და ძმაკაცს ვაშლი ესროლა.
მეც გამეცინა მათი „სიბრძნეების ფერთხებაზე“ მაგრამ რათქმაუნდა... ისევ მარიზე ვფიქრობდი...! სხვანაერად წარმოუდგენელია...!

- - - - - - -
გამარჯობათ ♥
რა გამივიდ მეც არ ვიცი... :/ ძალიან გთხოვთ დამიტოვეთ კომენტარები, რომ ვიცოდე ღურს თუ არა გაგრძელება ^_^
ასე რომ ველოდები შეფასებას და კომენტარებს ^_^
შეცდომები მომიტევეთ ♥



№1 სტუმარი lizazu

მე ძალიან მომწონს გააგრძელე

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვიმხიარულე ძაან ძმაკაცების სიბრძნეებზე

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა საყვარელი ძმაკაცები ყავს და ეს ასე უჟმყრადვრატომ არის მარისთან ვერ ვხვდები "შიში შეიქმს სიყვარულსო" ეს ამბავია ვითომ?

 


№4 სტუმარი ნინუცი

მაგარია მალე დადე

 


№5 სტუმარი Nana

Gaagrdzele male da shewyveta ar gabedo<3

 


№6  offline წევრი dadeshqeliani

ძალიან ძალიან გემრიელობაა wink love

 


№7  offline წევრი malikuna

მმმმ ძააან მომწონს ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent