შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაცნობის საიტი -7-


22-10-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 279

უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა.ეს საღამო შესანიშნავი იყო.არ დავიწყებ დეტალურად აღწერას სად და როგორ ვიყავით,მაგრამ პეპლები მუცელში ისე დაფრინავდნენ.ვუყურებდი მის საოცარ თვალებს და მეღიმებოდა.დარწმუენბული ვარ,რომ სანდრო ყოველივე ამას ამჩნევდა,ამჩნევდა,რომ ჩემი ბედნიერების მიზეზი მხოლოდ ისაა.არ ვიცი ასე რა მახარებს,იქნებ ეს უბრალოდ მეგობრული შეხვედრა იყო,მაგრამ თითოეულ დეტალში რომანტიკას ვხედავ.შემიძლია იმ დღეს ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლიც კი სასიყვარულო წვრილმანად მოვნათლო.
შემდეგი რამდენიმე დღე ის აღარ გამოჩენილა.თავს საშინლად ვგრძნობდი.იქნებ გაიქცა,იქნებ რამეს მიხვდა-მეთქი.შაბათ-კვირა ღამეებს ვათენებდი და რას ვაკეთებდი.დრამების ყურებით ვსკდებოდი და თან როგორი დრამების? უაღრესად სენტიმენტალურების.განსაკუთრებით,“ჟანგმა და ძვალმა“ იმოქმედა ჩემზე.ფილმის მსვლელობისას მთელი სხეულით ვთრთოდი.ისეთი დაძაბული ვიყავი,რომ სიტყვებითაც ვერ ავხსნი.მეგონა სამყარო თავზე მექცეოდა.ასჯერ მაინც წარმოვიდგინე სეფასტიანის ადგილას და აჯერვე ჩამეგლიჯა გული.“ბანაკს“ ორი დღე ვუყურებდი,უფრო სწორედ,ორ ღამეს მიყოლებით ვნახე.იმ პატიმრის ადგილას სანდროს ვხედავდი და კიდევ უფრო ვხელდებოდი.ვერ ვსნიდი ასეთი ემოციურობის მიზეზს.მთელი დღე დავდიოდი გიჟვით,წინ არ ვიხედებოდი და თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.როგორ მოვახერხე მეცადინეობა ისიც არ მესმის.
ყოველივე ამას ისიც დაემატა,რომ მთელი შაბათ-კვირა ღრძილატკივებული დავდიოდი.ვიფიქრე-სიბრძნის კბილი ამომსდის-მეთქი,მაგრამ რა ვიცი,რა ვიცი.12 წლიდან ამოდის და ბოლომდე ვერ მოაღწია.სიმართლე რომ ვთქვა,პირველად შემაწუხა კბილმა ამდენი ხნის მანძილზე.
ორი დღის განმავლობაში საათითაც კი არ მომიხუჭავს თვალი.ამას ვერაფრით ვხსნიდი,მაგრამ,როცა ის მახსენდებოდა,მონატრება პირდაპირ მაწვებოდა და მთლიანად მაქცევდა.ამდენი ფილმის მერე თვალებიდან ძლივს ვიხედებოდი.სანდრო არ მეხმიანებოდა,არც კი მირეკავდა.ეს საბოლოოდ მაგიჟებდა.წარმოდგენაც კი არ მქონდ როგორ უნდა წავსულიყავი სკოლაში.
დილას ტექნიკისგან გავინთავისუფლე თავი და საწოლიდან წამოვდექი.გარეთ გავიხედე,ოდნავ წვიმდა,წვიმის შხეფები თითქმის უხმოდ ეხეთქებოდა ასფალტზე,მაგრამ ეს მაინც მესმოდა.დილის რვის ნახევარი იყო და არც არასად გაგვიანდებოდა.ცხრამდე დიდი დროა-მეთქი გავიფიქრე და რაფაზე მოვკალათდი.
შემოდგომის წვიმა და რომანტიკა არა ისა მეთქი-გავიფიქრე და გამეღიმა.ვერაფერს ვხედავდი ფანჯრიდან ისეთს,რასაც ჩემთვის ღიმილის მოგგვრა შეეძლო.ბოლომდე ჩამითრია ამ მორევში-მეთქი-გავიფიქრე,რაფიდან ჩამოვედი და ისევ ბალიშზე დავდე თავი.ჩემი გული გამალებით სცემდა.
მაგრამ გულს ვერასდროს ვიმიზეზებთ..კი ვიმიზეზებთ,მაგრამ ის ვერასდროს გვიხსნის ხოლმე გასაჭირისგან,ამიტომ თავი მოვიწესრიგე და სასაუზმოდ გავედი.ჩემი პატარა და უკვე უზარმაზარ ჩანთა მოკიდებული იჯდა დივანზე და თამუნას ელოდებოდა.მე რომ დამინახა თვალი ჩამიკრა და კუნტრუშით დატოვა ოთახი,თუმცა მის ხასიათზე ნადმვილად არ ვიყავი და ყურადღება არ მიმიქცევია.
მართალია,სანდროსთან შესანიშნავი დრო გავატარე,მაგრამ ეს იმედისმომცემი ნამდვილად არ იყო და მე ეს ვიცოდი.სახლიდან რომ გავედი,ცხრას შვიდი წუთი აკლდა.ჩემ წინ უამრავი მოსწავლე მიდიოდა,ზოგი ღიღინებდა,ზოგი საუბრობდა უაზრო თემებზე,ზოგიც კი უბრალოდ მიიზლოზნებოდა.მე უბრალოდ მივიწევდი წინ და ვერაფერს ვხედავდი,მანქანებში მჯდომთ შორის სანდროს ვეძებდი.
კლასში ავედი თუ არა,მაშინვე დავიკავე ჩემი ადგილი და ტელეფონში ჩავრგი თავი.ჩემ გარდა არავინ მოსულიყო.
-როგორ ხარ?-ჩემი ამხანაგიც გამოჩნდა.
-სად დაიკარგე? გამიკვრიდა,რომ გნახე-გავუღიმე,წამოვიწიე და ლოყა მივაგებე-შენი დაქალი არ მოდის?_ვკითხე ინტერესით და ისიც შემოვიდა.
-ქართულის საკონტროლო აღსადგენი გვაქვს და..-სანამ ვკითხავდი მანამდე მითხრა და ლოყა მომიშვირა.
-ნაწერები არ გაასწორა?-მომესმა ქერას ხმა.
-არა,როდის ასწორებდა ასე მალე-გამეღიმა და მათემატიკის წიგნი გადავშალე.აი,მასწავლებელიც გამოჩნდა.სწრაფი ნაბიჯით დაიკავა ადგილი.
-აბა,დღეს რისთვის მოვედი?-იკითხა ჩვეულად.

არ მჯერა,რომ ის არ მირეკავს.არ ვიცი დავურეკო თუ არა,მაგრამ...არ ვიცი..-ვფიქრობდი გამწარებული და გონებით საათის ისრებს ვასდებოდი.ვინ მოიგონა ეს საათები და დღეები-მეთქი-ლამის იყო სახე ამელეწა.
-რა გჭირს?-დაღლილი დავეხეთქე საღამოს ანას დინანზე.
-არაფერი,უბრალოდ დავიღალე-ვუპასუხე ჩემ დაქალს,რომელსაც არაფერი ეპარებოდა.
-არა,ეს დღეებია თავს არ გავხარ.თვალებზეც გეტყობა,რომ არ გძინებია.
-ჰო,ცოტა ჩამითრია ფილმებმა..ამ კვირას იყო ყველა სერიალის პრემიერა და-შევეცადე მეცრუა,მაგრამ ანა ისევ აბრიალებდა თვალებს.
-მეღადავები? ფლეში და ვამპირის დღიურები..მეტი?-თვალები დაჭყიტა ანამ.
-ჰო,კიდევ კარგი ფილმები იყო.ერთდროულად დაიწყო შემოტევა..-გავუღიმე და თავი მხარზე მივადე.კიდევ ცდილობდა რამე ეთქმევინებინა ჩემთვის.ისიც კი მკითხა,შეყვარებული ხომ არ ხარო,მაგრამ მაინც ვერაფერი დამაცდინა.
იმ დღეს მალე დავტოვე ანა.კიდევ კარგი ინგლისურში ბევრი მქონდა დასაწერი,თორემ მის კითხვებს ვერ დავაღწევდი თავს.ვიღაც ფილმის პოპულარულ რეჟისორზე ვისწავლე ტექსტი და შემდეგ სავარჯიშოებსაც მივუდექი.ვცდილობდი,არ მეფიქრა სანდროზე,მაგრამ გულს მაინც ვერ ვიმორჩილებდა.
ეს ყველაფერი იმ საიტის ბრალი იყო..სანდროს მონატრება გაასმაგა და გრძნობა მოქმედი გახადა და ვინ? გაცნობის საიტმა..

-დეა..-სახლისკენ მივდიოდი,როცა სანდროს ხმა მომესმა,თავიდან გამიკვირდა და უკან დარეტიანებულმა მივიხედე.ნახევარი წუთი დამსჭირდა იმის გასააზრებლად,რომ ეს სანდროს ხმა იყო.იღიმოდა და ისეთი თვალებით მიყურებდა,გეგონებოდა,რამე ახალს ეძებსო.
-გამარჯობა-ცივად ვუპასუხე დაგვერდზე გავიხედე.ის ისევ იდგა და რაღაცაზე ფიქრობდა.იმ მომენტში თითქოს მთლიანად განვიძარვე გრძNობებისგან,მეგონა რაღაც საოცარ რამეს ვგრძნობდი,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.
-ლამაზი ტუჩები გაქვს-მის კომპლემენტზე გამეცინა.რას გადაეკიდნენ ამ ტუჩებს-მეთქი.
-მრავალჯერ გამიგონია-სასხვათაშორისოდ ვუპასუხე-მეჩქარება-მალევე გადავდგი წინ რამდენიე ნაბიჯი,მაგრამ გრძნობით მასთან ვიყავი.ვიცოდი,რომ მიყურებდა,მისი მზერა ხომ მწვავდა.

სახლში მისულმა შვევეცადე დავალებები დამესრულებინა,პარასკევი დღე იყო და წინ ორი თავისუფალი დღე მქონდა.სკოლაში მაინც არ ვიყავი წასასვლელი.მხოლოდ მაშინ დავანებე თავი წიგნებს,როცა თვალებმა გაორება დამიწყეს.ტესქტის რედაქტირება ბოლომდე მივიყვანე და პლანშეტი ჩავრთე.მინდოდა რამე დრამა მენახა,სრულადზე შევედი და დრამათა კატეგორიაში დავუწყე სასურველ ფილმს ძებნა.ბოლოს წიგნის ქურდი ავარჩიე.დავიწყე თუ არა ყურება,მაშინვე გავიფიქრე აქამდე რატომ არ მინახავს-მეთქი.პირველი საათი იქნებოდა,როცა დავწექი.გამახსენდა,რომ ჩემმა სკოლის ამხანაგმა მითხრა,უძლიერეს დრამას გამოგიგზავნიო,მაშინვე მივწერე „ჩათში“,მაგრამ შემოსული არ იყო.გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე.
მეორე დღეს წვიმის ხმამ გამაღვიძა.თვალები მოვიფშვნიტე და ფანჯრისკენ გავსწიე ყური,ის ხომ ჩემი საწოლის უკანაა.გამახსენდა,რომ სიზმარში სანდრო ვნახე,მაგრამ შევეცადე ამაზე არ მოემხდინა კონცენტრაცია.
უბრალოდ ვიწექი და წვიმის შხეფებს ვიგდებდი ყურს,ვგრძნოდი,რომ სანდრო შორს იყო და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა.ძლიერი ნოსტალგიის შემოტევა ვიგრძენი,მაგრამ შევეცადე მომეშორებინა.ცოტა ხანს სოციალურ ქსელში ვიკითხე რაღაც-რაღაცები,შემდეგ კი ავდექი.წვიმამ იკლო-მეთქი-გავიფიქრე და სპორტულები ჩავიცვი.
სკვერში არავინ იყო.წვიმის წვეთები მიმიპობდნენ გზას,თმაზე სასიამოვნოდ მხვდებოდნენ.ისე ნელა მოდიოდნენ და ისე რიტმულად,ვიფიქრე,თოვლი ხომ არ არის-მეთქი.ერთ წამს ისიც კი გავიფიქრე,რუსეთს დავეწიეთ თოვლიანობაში-მეთქი.
სახლში მოსულმა შევნიშნე,რომ თმა დამხვეოდა,წვიმა სულ ასე მიშვრება ხოლმე,შხაპი მივიღე და ჩემ დასთან გავედი.ის ჩამოხლულიყო და კატას რაღაცას ეთამაშებოდა.ჩვენ კატას მიკო ჰქვია,მეგობარმა აჩუქა ნინის დაბადების დღეზე,მე მაინც და მაინც არ მიყვარს,მაგრამ მაინც ვეგუები იმ სუნს,რომელსაც სააბაზანოშ აყენებს ხოლმე.ჩემი პატარა ნინიკო ხომ ვერ აგმოუხვლის და მიწევს ჩემ თავზე ავიღო ეს საქმე.
-რა სუნი დაუყენებია-თვალები დავუბრიალე ნინის-აი,ესეც საჩუქარი.
-უი,მისი დღე რომაა არ დაგვიწყებია-სახე გაუნათდა ჩემ დას.
-რა დამავიწყებდა,მთელი დღე ამას არ იძახდი,წავალ გამოვუცვდი...-ფეხზე ავდექი და ზანტად გავსწიე კატის სმაფლობელოსკენ,ცოტა ხანში სავსე საკარაქე გამოვიტანე,რომელიც პირამდე თათარით ამევსო და შიგნით სულ ნიგვზით გამეტენა.
-სად არის სანთელი? ნატურალური ტორი მაქვს შენი კატისთვის-გავუღიმე ჩემ დას და კულულებზე ვაკოცე.
-უი,შენ არ გაქრი.დღეს მეგობრებს ვპატიჟობ და ვუხდი-ისევ გაიმეორა თავისი სურვილი,რაზეც გამეცინა-ახლავე მოვიტან-გაიქცა გვერდითა ოთახში.

-უნდა წავიდე,უკვე წავიდონენ ნინის მეგობრები-გადავკოცნე ანა და კარების ზღურბლს გავცდი.
-რა გჭირს?-თვალები დამიბრიალა დაქალმს,ის ხომ ყველაფერს ყოველთვის ხვდება,მაგრამ ახლა..
-არაფერი,უბრალოდ დაღლილი ვარ-დაღლილობას ვაბრალებდი ამ ყველაფერს.
-კარგი-თვალი ჩამიკრა ანამ და კარები მიკეტა,იმედია,ვერ ხვდება,რომ რაღაცას ვუმალავ.ან რას ვუმალავ,კარგი ერთი.რა მოხდა თუ შენს ფიქრებს შენთვისვე შეინახავ-გავიფიქრე და კარები გავაღე.
-წასულან-ჩავილაპარაკე და ჩემ ოთახში შევედი.ნინის სამყოფელიდან უცნაური ხმები გამოდიოდა და გადავწყვიტე,გამეძახა.
-ნინი,რა ხდება მანდ?
-კატას ვეთამაშები-არ დააყოვნა პასუხი ნინიკო.გამეღიმა და მათემატიკის წიგნი გადავშალლე.ორშაბათს საკონტროლო მქონდა და მომზადება აუცილებელი იყო.რა მითხრა იმ ქალმა განა არ მახსოვს.თორმეწლიანი შრომა წყალში არ ჩაყაროოასეც იქნება.ვიცი,რომ ყველაფერი გამომივდა.მჯერა საკუთარი თავის,მაგრამ სანდრო? ეს ფიქრები თავს არ მანებებს.რა სისულელეა-მეთქი,ბიჭი არა კვატო-გავიფიქრე და წიგნში თავი ჩავრგე.

-როგორ ხარ?-ქართულიდან ვბრუნდებოდი,როცა სანდროს ხმა მომესმა.რას მეთამაშება-მეთქი ეს ბიჭი-გავიფიქრე და ნაბიჯს ავუჩქარე,მაგრამ შემდეგ ისევ შევბრუნდი.
-კარგად,შენ?-თვალები ცდილობდნენ გაეცათ ჩემი გრძნობები.საშინლად შეშინებული ვიყავი.თან გაცლა მინდოდა,მაგრამ თან..მინდოდა მაგრად ჩავკვროდი გულში სანდროს და მისი ძლიერი სხეული მეგრძო.როგორ მინდოდა...რა არ მინდოდა..აუ,რა არ მინდოდა..ის სიხმარი-გაშტერებული ვიდექი.გამახსენდა ის გაკვეთილი,როცა ჟურნალი დამიტოვა მასწავლებელმა,მეორე მასწავლებელი კი ეძებდა,იმდენ ხანს ამბობდა,ჟურნალიო,მე კი ძლივს გავიგე..ისიც როდის? ისევ ჩამესმა მისი სიტყვები,გონებით სხვაგან იყყავიო.
-არამიშავს..მისმინე,საღამოს გცალია?-გულმა ხტუნვა დამიწყო.მკარნახობდა,მაშინვე დასთანხმდიო,მაგრამ არ შემეძლო..როგორ-მეთქი..
-მე არ მცალია-გავუღიმე და თვალი ძლივს მოვაშორე.არ მინდოდა მისი მზერა მეგრძნო,რადგან ეს ხომ გამანადგურებდა,მე ხომ მაშინვე დავკარგავდი თავს და მერე რა იქნებოდა,მაშინვე კისერზე ჩამოვეკიდებოდი,წავიდეთო.ასეთი ვნება ჯერ არ მეგრძნო.მისი სუნთქვა მძაფრად ჩამესმოდა ყურში.
-დღეს კვრაა?
-მასწავლებელი მყავს-უემოციოდ ვუპასუხე-მეჩქარება.
-მოდი,ცოტა ხანს მაინც გავისეირნოთ,პასუხად თავი დავუქნიე და გვერდზე გავყევი.
-შენი და როგორაა?-ბოლოს სიჩუმე დავურღიე.

-ორსულადაა-აღტაცება დავინახე მის ხმაში.
-ანუ ბავშვები შნეც გიყვარს?-სიმორცხვე ურნაში გადავაგდე.
-ჰო,ალბათ-უხერხულად გაიღიმა.
-ჩემმა დამ კატას გადაუხადა გუშინ დაბადების დღე-ღიმილით დავიწყე.
-უი,ერთი კვირა აშორებს ჩემ დაბადების დღემდე.
-მართლა?
-კი,მართლა..ისე შენს კატუნიას სიამოვნებით გავიცნობდი.
-აუ,კატები გიყვარს?
-ძალიან.
-რატომ ცდილობ დამიახლოვდე?-ეუცრად ამოვხეთქე.მეც ხომ ეს მინდოდა და რატომ ვკითხე.საკუთარ თავს მაშინვე ვუსაყვედურე,მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი.
____
ველი შეფასებებს,ჩემო საყვარლებო.



№1 სტუმარი maria

au dzaan magaria :D yochagi xar ! :-*

 


№2 სტუმარი likk

dzaaan magaria maledade

 


№3 სტუმარი nikanikanikanikanika

sainteresi saixle iyo

 


№4  offline წევრი maridb

კარგია კარგია ძალიან ველი შემდეგ თავს <3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Dzalian magaria da sainteresoo tan ra momentze gacherda :-D

 


№6 სტუმარი Nita nitaa

Xalxno rame normaluri gacnobis saiti damiweret raa

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო..
Nita nitaa
Xalxno rame normaluri gacnobis saiti damiweret raa

ქართული რაცაა ყველა ბანძია,უცხოურებიდან topface-ს გირჩევდი.ყველაზე მასშტაბურია.

მადლობთ,ბავშვებო..
Nita nitaa
Xalxno rame normaluri gacnobis saiti damiweret raa

ქართული რაცაა ყველა ბანძია,უცხოურებიდან topface-ს გირჩევდი.ყველაზე მასშტაბურია.

 


აუფფ რა დაიძაბა მალე დადე რა ნეტა რა მოხდება ))

 


№9 სტუმარი Luka

Aq aris vinme

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent