ჯარისქალი 3
-კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიაროთ? სად მოუსავლეთში მიგვაქანებთ?-ვწუწუნებდი გაუჩერებლად და ადგილზე ვერ ვისვენებდი. რომ მდოდნოდა სად მოვდიოდი, სახლში დავრჩებოდი. გზა! გზა! გზა! დასასრული კი არ უჩანს... თითქოს გემზე ვიყავი და ხმელეთის გამოჩენას მოუთმენლად ველოდი. -მომშივდაა...-ამოვიკვნესე ისევ და ლელკამაც დაღლილმა გადმომხედა. -მოითმინე ნინე! რა დაგემართა? ახლა უხსენი ამას რა დამემართა... როგორც ჩანს მიჩვეულია, ერთ გამოკეტილ სივრცეში ჯდომას. მე კი მთელი დღე აშვებული ცხენივით დავრბივარ ხოლმე და როგორ უნდა გამეძლო ოთხი საათი ჩახუთულ ავტობუსში. სკამებიც რომ მოუხერხებელია. -ნინე!-ჩემი სახელი უკვე კარგად ჰქონდა ჩაბეჭდილი თავში ახალგაზრდა ზედამხედველს, ლაშას.-იქ ყველაფერი შენს დაკრულზე კი არ იქნება, ბევრი რამე არ მოგეწონება, მაგრამ უნდა აიტანო! გადაცემა ''ამტანი'' გახსოვს? თუ ის შენგან ისე შორსაა, რომ არც გიყურებია? -იცი, ტელევიზორში მხოლოდ სერიალებს ვუყურებ!-ცოტა არ იყოს შემრცხვა ამის, მაგრამ ნინე რის ნინეა, რამის აღიარება რომ ვერ გაბედოს. ხო, მართალია ტყუილებში ბადალი არ მყავს, მაგრამ უნდა შემოვინახო... -ალბათ ძალიან დაგაკლდება ეგ შენი სერიალები...-დამცინავად მითხრა მან და ერთ-ერთ სავარძელს ხელით დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. -ეგ როგორ? იქ ტელევიზორი არ იქნება?-გაოცებულმა ვკითხე მე. არა! რა განუვითარებლობაა! რომელ საუკუნეში არიან ჩარჩენილები... -კი, აბა! ცხელი შხაპიც არ მოგაკლდება!-ცინიკურად მომიგო და შემდეგ წინადადება სხვა კუთხით შეატრიალა.-რა თქმა უნდა არა! წარმოიდგინე, რომ მდინარეში ბანაობ და მამაკაცების ცხრა წყვილი თვალი გიყურებს. წარმოვიდგინე... ვაი, დედაჩემო! ეს რომ შენც წარმოიდგინო, კარგი დღე არ დაგადგება! ...მაგრამ არა მგონია გერმანიაში გესმოდეს ჩვენი საუბარი. სიმართლე გითხრათ, ამ ბოლო დროს მისი სახელის ხსენებაც კი არ მინდა. რატომ? ისე დამტოვა უპატრონოდ საქართველოში, რომ არც კი დაფიქრებულა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მუშაობა დავიწყე, მათე გავიცანი და მშობლების გარეშე ცხოვრებასაც შევაჩვიე. ახლა კი მათემაც რომ მიმატოვა, უკვე ყველას რწმენა დავკარგე. მართალია ოპტიმიზმით ვარ აღჭურვილი, თუმცა ყველას გვაქვს ჩვენი სუსტი წერტილი და მეც ამიტომ დავთმე თღბილისური ცხოვრება და წამოვედი ამ პირველყოფილებში. მათე! ერთი მათესაც დაეწყო ასე ფანტაზიორობა.... ეჰ, წარმოდგენა მაშინ დაიწყებოდა! ნუ, თუ ისევ ვუყვარვარ... თვალები დამიწვრილდა და ფანჯარაში გავიხედე, ცრემლები რომ დამემალა. -რა ლამაზი ადგილია!-ტირილი ვეღარ შევიკავე და ლელკამაც მაშინვე თავისკენ შემატრიალა. -ნინე! რა გჭირს?-შეშფოთებულმა წამოიძახა და ყველა მე მომაშტერდა. -არაფერი... უბრალოდ ლამაზია და...-ამოვისლუკუნე და მიამიტი იერით მოვავლე თვალი ცნობისმოყვარეებს. -ნახეთ, რა ემოციურია! -რა საყვარელია... ყველას ტბილი ღიმილი გამოესახა სახეზე. ათიანი არტისტობაში ნინე! ისევ დავნაღვლიანდი და ფიქრებში ჩავიძირე. ვითომ სხვა შეუყვარდა? კი, მაგრამ ასე, ერთ დღეში, თუ მანამდეც სხვისკენ გაურბოდა თვალები და მე გამომეპარა... არა! რა აზრი აქვს რატომ და როგორ მოხდა! მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და ახალი ურთიერთობებისთვის უნდა ვიყო მზად! შევძლებ კი სხვის გვერდით ყოფნას? მე ხომ ძლიერი გრძნობა მაკავშირებს მათესთან... უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი და შემცბარმა გავხედე ლაშას. -რამე გინდოდა? -ჩამოვედით! -ურაა! ტრამ, ტარაამ... დამ, დამ, დამ! ლა, ალა, ლა, დელიააა!-დავიწყე რაღაც უაზრობის ღიღინი, თუნდაც ძალიან გაინტერესებდეთ, მაინც ვერ გეტყვით უცხოურია თუ ქართული. შერეული ნაყინი ხომ გიყვართ? მე ძალიან! ხოდა მსგავსი რამაა... პირველი მე ჩავედი ავტობუსიდან და ცეკვა დავიწყე. -ძინ, ძინ, ძინ! ძინ, ძინ, ძინ! რა ლამაზი დღეა...-ვტრიალებდი წრეზე და თავბრუ რომ დამეხვა, მხოლოდ მაშინ ვიკადრე გაჩერება. რაღაც ძალიან ამტკივდა თავი და წარბები ისე შევჭმუხნე, ერთმანეთს მივაბჯინე. მგონი ზედმეტი მომივიდა... -ნინე, კარგად ხარ? ნინე...-ისევ უკან მომდევდა ზედამხედველი, თუმცა მე ადგილზე ვიყავი გაშეშებული და განცვიფრებისგან პირი დამეღო. -კარგად ვარ... კი...-ჩავილუღლუღე მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩუმებულიყო და ვინატრე, ხელში ჩემი ფოტოაპარატი მჭეროდა. ახლა ისე გამომადგებოდა, როგორც არასდროს! ნამდვილი ზღაპარი იყო... რომ ამბობდნენ საქართველო არ გინახავს, თუ ხევსურეთში არ ყოფილხარო, მეგონა აზვიადებდნენ და ამით იწონებდნენ თავს, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მთებს ცისფერი ფერი დაჰკრავდა და თითქოს ერთმანეთზე გადაბმულიყო. მზე გორას მოფარებოდა და ოდნავ მბჟუტავდა. ჩემ წინ გადაშლილი სამოთხე მდინარეში ბუნდოვნად ირეკლებოდა და თითქოს ორ განზომილებაში ვხედავდი სამყაროს. სასიამოვნოდ გრილოდა, მე კი კბილს კბილზე ვაცემინებდი, ალბათ აღტაცებისაგან... -შეიძლება?-სიცილით მკითხა ლელკამ და თან დაამატა.-არასდროს ყოფილხარ ამ უმშვენიერეს მხარეში? -არა!-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მკლავებზე ხელები ჩამოვისვი.-შენ? -ერთხელ! ... და რომ იცოდე აქ ისეთ ბიჭებს შეხვდები, რომ... ბიჭები რა შუაში იყო, მაგრამ მაინც ვკითხე: -სად? -ჯარში. ჩემი და იყო შარშან და შეყვარებული ჩამოგვივიდა.-დათქმულივით ჩაიჩურჩულა და ეშმაკურად ჩაიხითხითა. -ეგ ჩემგან შორსაა ლელა... რომ იცოდე, ჯერ მხოლოდ ერთი თვის წინ დავშორდი საყვარელ ადამიანს.-ვცადე მხიარულად მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა. რაღაც ძალიან ცუდი პირი უჩანს ჩემ განცდებს, ნუთუ სულ ასე უნდა ვიტანჯო... -რა? მით უმეტეს ჩემო კარგო... ახლაა დრო თორემ... არაფერი მითქვამს. მაინც ვერ გამიგებდა. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ნათქვამია... როგორც ჩანს გამონაკლისებიც არსებობს. -ამიტომ ტიროდი დღეს ხომ?-მაშინვე მიხვდა და თავი მხრებში ჩააგდო. ვითომ თანაგრძნობა გამომიცხადა. მიღებულია! მიღებულია, მეგობარო! ნეტავ, კიდევ რამდენ ცრემლს დავღვრი იმ უნამუსოს გამო... ......................................................... აბა, როგორ ხართ? ველი თქვენ შეფასებებს, როგორც ყოველთვის! ხომ იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ''მწერლისთვის'' ამას... სიყვარულით სოფიკო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.