შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახე ბაბნიკებისთვის 1


22-10-2015, 19:59
ავტორი ml99
ნანახია 5 817

მე ანიტა ჯაყელი ვარ, 17 წლის, მაღალი, გრძელი შავი თმით და ცისფერი თვალებით. მე კი მარიამ ჯაყელი ვარ, 17 წლის, მაღალი, გრძელი შავი თმით და ცისფერი თვალებით. არ ცდებით ჩვენ ტყუპები ვართ.ეს ისტორია კი ჩვენი კიდევ ერთი გიჟური დღით დაიწყო. როგორც ყოველთვის პირველმა მარიამმა გაიღვიძა.
-ტასო ადექი სწრაფად გვაგვიანდება სკოლაში.
-აუ რა მარიამ შემეშვი....
-ტასო ადექი თორემ შენ ხერხს გამოვიყენებ.
-კარგი კარგი ვდგები.
სკოლაში ერთად შევაბიჯეთ, მაშინვე თიკა და სალო მოვიდნენ ჩემთან.
-ტას წამოდი, მაგარი შუტკა გავჩითეთ, გაიგუდები სიცილით. მარიამს მომაშორეს, მას კი არც მიესალმნენ.
----
მარიამი
სკოლაში შესვლისთანავე ორი ალქაჯი გამოჩნდა. მაშინვე ტასოსთან მოვიდნენ და წაიყვანეს.არც კი მესმის საერთოდ, რატომ მეგობრობს ტასო მათთან. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად იდენტური გარეგნობა გვაქვს. ხასიათით ძალიან განვსხვავდებით. ორივე მხიარული ვართ, მაგრამ ტასო გადაჭარბებული მხიარულების მოყვარულია. ყოველთვის ადვილად მითანხმებს და სულ თავის ჭკუაზე მატარებს.
კლასში შევედი და მერხზე კომფორტულად მოვთავსდი, წიგნები ამოვაწყვე და გადამეორება დავიწყე. ხომ გაგიგიათ ,,მესხი სწავლითა ქებული" მეც არ ვღალატობ მესხურ სისხლს. ტასოც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ დიდ დროს გართობას უთმობს.
გაკვეთილები დასრულდა მე და ჩემი ტყუპი კი სიცილით გავუდექით გზას.
სახლში მე ანი და დედა ვცხოვრობთ. მამა საზღვარგარეთაა და იშვიათად ვხედავთ. მაგრამ მასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. დედა სამსახურიდან დღეს ადრე აპირებდა დაბრუნებას, გადავწყვიტეთ ნამცხვარი მოგვემზადებინა.
-ტას კვერცხი მომაწოდე რა. გოგო კრემს მიხედე გადააგდე ეგ ტელეფონი. ტას კრემი!!!! გაბრაზებულმა გამოვტაცე ხელიდან ტელეფონი და სიცილი ამიტყდა ესემესის წაკითხვის შემდეგ.
-მარიამ ტელეფონი დამიბრუნე თორემ ინანებ! მარიამ!!!
-ჰაჰაჰაჰა აუ მუცელი მტკივა, ჰაჰაჰა
-მარიამ მეთქი! ამჯერად ტასო საშინლად გაბრაზდა.
სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი რომ ჩემი შავი მაისური თეთრად შეიღება.
არც მე არ დავაკელი დამპალ ტყუპისცალს და მთელი სახე თეთრად შევუღებე.
-ტაიმაუტ! ტაიმაუტ! კრემი გაფუჭდება მოიცადე. მმმმ უგემრიელესია, ვანილიც მომაწოდე.
-აუ გამასინჯე რა
კრემი სახეზე მოვუსვი და სამზარეულოს მაგიდის მეორე მხარეს გავიქეცი.
-ჰაჰაჰაჰა... ტასო გამომეკიდა მთელი სამზარეულო ფქვილში ამოგანგლა.
წკკკკ დაიჩხაკუნა ელექტრო ღუმელმა.
-ნამცხვრის ფირფიტაც მზადარის.
ცოტახანში ნამცხვარი ლამაზად გავაფორმეთ და ზედ ქოქოსის ფანტელიც მოვაყარეთ.
-უჰჰჰ მოვრჩით...
-აუ რა დღეშია აქაურობა რა დაალაგებს ამას. მიდი ცოცხი და აქანდაზი მოიტანე და აქაურობა დაალაგე!
- ეეეეე... მე რატო!
-იმიტომ რომ შენ დაიწყე და სწორედ შენ გამოა სამზარეულო ამ მდგომარეობაში.
-შენ დაალაგებ!!!!
-შენ!
-ტასოოო!
-მარიამ!
კამათი ტაფებით შეიარაღებულ ომში გადავიდა.
მთავარი კარი გაიღო და მისაღებში ნანა (დედა) შემოვიდა.
-ტასო მარიამ აქ რა ხდება ? თვალებგაფართოებული გვიყურებდა დედა.
-უპპპსსსს
-აი სად დაგვერხა
მე და ტასომ ერთმანეთს გადავხედეთ და ნანასკენ გავიქეცით.
-დეეეე როგორ მომენატრეეეე.....
-მეც ორივე მაგრამ ახლავე....
-ჩუ... მოდი დედა დაღლილი იქნები.... მარიამ ჩანთა!
-ტასო ჟაკეტი...
-ბალიშები....
ორ წუთში ნანა კომფორტულად იყო მოკალათებული მდივანზე. ჩვენს საფირმო ნამცხვარს და ყავას მიირთმევდა....
--------
გუშინ ნანას სასჯელს გადავურჩით მაგრამ ორივეს ერთად მოგვიწია სამზარეულოს დალაგება. პროკურორი ქალი სამსახურში გავაცილეთ და ფილმის საყურებლად მოვკალათდით მისაღებში.
ფილმი უკვე მთავრდებოდა როდესაც კარზე ზარი გაისმა.
-აუ მიდი რა მარ გაააღე მუდარით გადავხედე ტყუპისცალს.
-ნი რა გჭირს? შემოდი.
-აუ გოგოებო ძაალ ცუდად ვარ.. ანდრიაზე ხომ მოგიყევით?
-კი თუ როგორი სიმპატიურია, და როგორ გეკეტება მასზე ჭკუა, მიუხედავად იმისა რომ ბამდვილი ბაბნიკია. და ასე შემდეგ, ბლა ბლა ბლა. დავამთავრე სიტყვით გამოსვლა მობეზრებულმა.
-მართალი იყავი ტასო. ნამდვილი ნაგავია, ყოველდღე მინიმუმ 5 გოგოსთან აქვს ურთიერთობა. როგორ მინდა ყველაფრისთვის ვაზღვევინო. როგორ მინდა იგრძნოს ისეთივე დამცირება, როგორსაც არა მარტო მე ვგრძნობ მისი წყალობით.
-კარგი ნი ნუ ნერვიულობ გთხოვ. მიმართა შეწუხებულმა მარიამმა.
-ახლა ნერვიულობის კი არა სამაგიეროს გადახდის დროა!
-რა სისულელეებს ამბობ ტასო?! როგორ უნდა გადაუხადოს სამაგიერო.
-ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩვენ ლამაზ გოგოს ვინმემ გული ატკინოს.
ტასო ნინის ჩაეხუტა, ცრემლები მოწმინდა.
-მოვიფიქრე! წამოიძახა ნინიმ და ორივეს გამოგვხედა.
ოღონდ თქვენი დახმარება მჭირდება.
-ჩვენ შენთან ვართ, თქვი სწრაფად. (ტასო)
-ესეიგი ანდრიას ცხოვრებაში გამოჩნდება გოგო რომელიც მას სულ დააიგნორებს დაამცირებს, დაუპირისპირდება. მას სულ უფრო და უფრო მოუნდება მისი გულის მონადირება და როცა ეგონება რომ მიზანს მიაღწია მაშინ მივაყენებთ დარტყმას და მის თავმოყვარეობას ფეხქვეშ გავთელავთ! მაგრამ პრობლემა მისი საუკეთესო მეგობარი დემეტრე მაჩაბელია.
ძაან ჭკვიანი და დაკვირვებული ტიპია, მასავით ბაბნიკი. არ უნდა გაიგოს, რომ ორნი ხართ. აბა მითხარით ვინ ითამაშებს ამ როლს?
-რათქმაუნდა მე! თან ჩემზე ლამაზ არსებას სად იპოვი? ჩემ მახინჯ დას კი არ ვგავარ. წარმოვთქვი სიცილით და გაბუსხულ მარიამს ენა გამოვუყავი.
----
მე ანდრეა ბურდული ვარ 19 წლის. მამაჩემი პოლიტიკოსია. ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს, არც გოგოების ყურადღება მაკლია. უკვე იმდენი არიან მათ სახელების დამახსოვრებასაც ვერ ვახერხებ, ამიტომ მათ ,,ლამაზოთი" და ,,პატართი" მივმართავ.
მყავს საუკეთესო ძმა დემეტრე მაჩაბელი. როგორც ყოველთვის სადარბაზოსთან ვაბირჟავებდით ჩვენი სასტავი.
(დემეტრე ამჟამად თბილისში არ არის).
ქუჩა ორმა გოგონამ გადმოკვეთა თუ არა მაშინვე გავიგონე ერთერთის კისკისი.
მმმმ ცუდი არ არის მოიცა ვისთანერთადაა? რა ჰქვია? ნონა, ნანა თუ... ნინი გამახსენდა. მოგვიახლოვდნენ თუ არა ნინის შორიდან მივესალმე. უცნობმა კი გადმომხედა და ნაგლურად გაიღიმა, შემდეგ ისევ ნინისთან განაგრძო საუბარი.
ეს ვინაა, როგორ ბედავს ასეთი სახით ჩემს შეთვალიერებას, ეტყობა არ იცის ვინ ვარ ჰა ჰა ჰა უფრო უკეთესი მალე გაიგებს. გამეღიმა ჩემი ბოროტი გეგმის გაფიქრებისას.
------
-ესეც ასე უკვე შეგამჩნია!
-აჰამ...
-ხვალ გამომიარე და მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ. ყველაფერს აგიხსნი და მოგიყვები მასზე. მითხრა ნინიმ და გზის მეორე მხარეს გადავიდა.
ეს თამაში მომწონდა, ნაგლი გოგოს როლის იმიჯი კი ჩემთვის უცხო არ იყო. ვანახებ მაგ ვიღაც ანდრეას, როგორია გოგონების გულისტკენა! სახლში მალევე დავბრუნდი...
---
ნინის სადარბაზო დავტოვე და ქუჩას გავუყევი. უკვე საკმაოდ ბნელოდა. კმაყოფილი ღიმილი დამთამაშებდა ხვალინდელი გეგმის გახსენებისას, რომლის მთავარი სამიზნე რათქმაუნდა ბურდული იყო.
-გამარჯობა ლამაზო! ვიღაც წამომეწია და გვერდით დამიდგა.
გაკვირვებული გავხედე და როდესაც ბურდულის სახე ამოვიცანი ოდნავ დავიბენი (ახლა როგორ მოვიქცე?!) მაგრამ არ შევიმჩნიე, დამცინავი ღიმილი ვაჩუქე და აგდებულად ვუპასუხე.
-გაგიმარჯოს!
-რა გქვია?
-ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს შენთვის?
-რომ გეკითხები ესეგი აქვს მიპასუხე! (როგორც ჩანს ასეთ პასუხს არ მოელოდა და ოდნავ გაღიზიანდა)
-ზაირა!
-ღადაობ? მართლა ზაირა გქვია?
-კარგად!
-გამირბიხარ ლამაზო?
-ჰაჰ შენ საერთოდ ვინხარ რომ შენგან გასაქცევად მქონდეს საქმე?! ნაგლურად გავუღიმე და გზა გავაგრძელე. ამჯერად უკან აღარ გამომყვა. გზაში ბევრი ვიცინე, ცოტა სოფლელივით კი გამომივიდა მაგრამ ასე სჯობს ნერვებს მოვუშლი. ასეთივე მაგარ ხასიათზე დავბრუნდი შინ. მარიამი რათქმაუნდა ისე მეცადინეობდა.
-აუ გოგო შენ კიდევ წიგნებს ჩაკირკიტებ, როგორი ჩემი ტყუპსცალი ხარ? გავიცინე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-ვიღაც მაგარ ხასიათზეა, მოყევი ახლა რა მოხდა! ყველაფერი მოვუყევი დაიკოს და ერთად ბევრიც ვიცინეთ.
-----
-ანდრუშკები მოხვედი საყვარელო? ქალის ხმით წარმოთქვა აწ შეზარხოშებულმა გიგამ და დემეტრესთან ერთად გულიანად გადაიხარხარა.
-შემეშვი შე პიდა.... !
-ამას რა სჭირს ტო? წარმოთქვა გაოცებულმა გიგიმ.
-რა გჭირს ?
-დამისხი მეც! სასმელზე მიუთითა ბურდულმა დემეტრეს და საუბარი დაიწყო.
-მაგრად მიშლის ეგ გოგო ნერვებს, მენაგლება მაგას ვანახებ ვინ არის ანდრეა ბურდული!
-მერე ეგეთ მახინჯებს უნდა შეეშვა !
-მეღადავები ბიჭო იცი რა ლამაზია, ჩვენ შპაკლიან ნაშებს კი არ ჰგავს!
-მაშინ ძმაო ჯერ მისი მორჯულება მოგიწევს, და მერე.... გაიცინა გიგიამ და ბურდულს მხარი გაკრა.
----
სასაფლაოს კარი დავხურეთ და საბოლოოდ გავხედეთ რატის მომღიმარ სახეს, ხელმეორედ გაიკვლიეს ცრემლებმა გზა ჩემს ღაწვებზე. დის თბილმა ჩახუტებამ უფრო ამიჩუყა გული.
-კარგი რა მარიამ, ნუ ტირი ხომ იცი როგორ ვერ იტანდა რატი ჩვენს თავხედ ცრემლებს. გახსოვს რას ამბობდა? მოაშორე ეგ არსებები თვალებიდან თორემ სათითაოთ გავსრესოო. გაგვეღიმა მის უკბილო ხუმრობის გახსენებისას და ბილიკს გავუყევით. რატი ჯაყელი ჩვენი ბიძაშვილი და ერთადერთი ძმა იყო. რომელიც მე და ტასოს ყველაზე მეტად გვიყვარდა. 2 წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დღეს მის 19 დაბადების დღეს ავღნიშნავდით. ისევ ძველებურად, ჩვენებურად, მაგრამ ის დღეს ჩვენთა აღარაააა... მისგან მხოლოდ სამაჯური დაგვრჩა. რომელსაც არცერთი ჩვენგანი არასდროს იხსნის....
-მარ მე გავისეირნებ კარგი!
კარგი თქო ვანიშნე ტყუპისცალს და თავი პლედში ჩავმალე. ვიცოდი როგორ სჭირდებოდა ახლა მარტო დარჩენა. ჩემგან განსხვავებით ტასო ტკივილს გულში იკლავს, ჩემზე ძლიერია მაგრამ ეს ტკივილი ორივეს ერთად გვანადგურებს განსაკუთრებით კი დღეს...
----
-ფიქრს, ტკივილს, მოგონებებს, მონატრებას გზა მივეცი და თვალები ცრემლით ამევსო. საავდრო ღრუბლებმა ცა დაფარეს და ირგვლივ ჩამობნელდა.
-მახინჯი იხვის ჭუკი სასეირნოდ გამოსულა! გავიგონე ნაცნობი ხმა. ანდრეა ვიღაც საფრთხობელასთან ერთად, ლამბორჯინიდან მიყურებდა და სიცილით იგუდებოდა.
-რა სამწუხაროა, რომ ამისნაირი, შავ გედსაც კი ვერ იპოვის ცხოვრებაში! ტუჩები დაბუსა შპაკლიანმა, ბაბლუანს უფრო აეკრა, და ამაზრზენად გიცინა მასთან ერთად.
არაფერი მიპასუხია ბაბლუანს თვალებში ჩავხედე, უცებ შეცბა, როდესაც ჩემი ჩასისხლიანებული და ცრემლიანი თვალები, დაინახა. რამდენიმე წამი ერთმანეთისთვის თვალი არ მოგვიშორებია. ლოყაზე წვიმის წვეთი დამეცა, მაღლა ავიხედე მას კი მილიონობით მათგანი მოჰყვა თავზე კაპიშონი წამოვიფარე, ფეხს ავუჩქრე.
ლამბორჯინი მომშორდა, სიჩქარეს მოუმატა და თვალს მოეფარა.
სახლში დაბრუნება არ მინდოდა, ნელა გავაგრძელე გზა. არ მანაღვლებდა, რომ ვსველდებოდი, ეს მსიამოვნებდა კიდეც.
-ჩაჯექი გაგიყვან! ანდრეამ ავტომობილი გააჩერა (ამჯერად საფრთხობელა მასთან ერთად არ იყო)
-არ მინდა მადლობ! ირონიულად გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
-ჩაჯექი არ შეგჭამ უბრალოდ სახლამდე მიგაცილებ.
-არ მინდა ხელი შეგიშალოთ შენ და შენს ნაშას.წადი რა... შემეშვი...
-ვერ შემიშლი, მასთან უკვე მოვრჩი.
-მე გადადსაგდები ნივთი არ ვარ, და არ მჭირდება შენი დახმარება. ჩემითაც წავალ.
-კარგი რა ზოია გაცივდები! ისე მზრუნველად და სასაცილოდ თქვა, რომ მეც მასთან ერთად გამეცინა.
კარი გავაღე და მგზარვრის ადგილი დავიკავე. გზაში ხმა არ ამომიღია, ფანჯრიდან გავცქეროდი ცარიელ ქუჩებს.
-აქ გააჩერე! მადლობ!
-ეი მოიცადე! მითხარი რა გქვია ?
-ხომ გითხარი, ზოია
-არა მართლა
-ჰმ კარგი, ტასო
-მე ანდრეა ბაბლუანი ვარ! გეცნობა არა !
-არა და უნდა მეცნობოდეს?!
ჰმმ გაიღიმა ბაბლუანმა, - სასიამოვნოა შენი გაცნობა ანასტასია!
-ჰმმმ ალბათ ჩემთვისაც, ისევ ნაგლურად გავუღიმე და ავტომობილის კარი დავხურე.
წინ კიდევ მქონდა გზა, ჩემს მისამართ ბაბლუანს ნამდვილად არ მივცემდი.
---------
გუშინდელ შეხვედრის შესახებ არავისთვის მიამბია. მარი დილიდან ისევ მოწყენილია. ნინი ცდილობს გაამხიარულოს მაგრამ უშედეგოდ, ცხელ ყავას მიირთმევს და გაუჩერებლად საუბრობს.
-აუ გოგოებო ხომ იცით ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა! დიდ ფართის ვაწყობ და შეიძლება ბაბლუანიც მოვიდეს. ამ დღისთვის ულამაზესი უნდა იყო ტას, ხომ იცი როგორ მძულს ბაბლუანი. ეს კი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად საუკეთესო შანსია. მაგარი გეგმა მაქვს.... კმაყოფილმა გაიღიმა ნინიმ.
--------
ერთი კვირა სწრაფად გავიდა, ტანზე შავი, მოკლე, კაბა მოვირგე. თმები გავიშალე და დავიხვიე. 6 სააათისთვის უკვე მზად ვიყავი. საჩუქარი ავიღე და მარიამს გავძახე.
-მარ წავედი მე.... დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა წამოსვლა ?
- არა! ...კარგი აბა ჭკვიანად.... ვაუუუუ ტასო რა ლამაზი ხარ!
-ოჰო ამ სიტყვებს თუ სიტყვაძუნწი ტყუპისცალი მეტყვის, ალბათ ეს მართლაც ასეა გავუღიმე დაიკოს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
-------
-გილოცავ დაბადების დღეს ნი!
ჩავეხუტე უიბილარს და საჩუქარი გადავეცი.
-მადლობა! კარგად გამოიყურები ამას პლიუს შენი ცეცხლოვანი ცეკვაც და ბაბლუანს გადარევ.
-აუ არა გთხოვ, ხომ იცი რომ აღარ ვცეკვავ.
-ვნახოთ, ვნახოთ, ნაგავი მოვიდა გაიღიმე და გეგმას მიყევი.
-არის სერ! ვუთხარი ღიმილით და კარისკენ შევტრიალდი.
ოთახში კი უსიმპატიურესი ბაბლუანი შემოვიდა. stop... stop... ახლა მე მას სიმპატიური ვუწოდე ტასო გადაირიე. ის ბაბნიკია შენ კი მას ჭკუა უნდა ასწავლო.... შემომიძახა მეორე მემ.
ანდრეა ნინისთან მივიდა, მიულოცა მერე კი ხალხში გაერია და ისე ჩამიარა ვითომ ვერ შემამჩნია.
ბართან მივედი და სასნელი შევუკვეთე.
-ტასო?! ჰაჰა მახინჯი იხვის ჭუკი გედად გადაქცეულა...
-ჰმმმ საწყალო ბაყაყო ჯერ კიდევ ელოდები, პრინცესას კოცნას?! რა სამწუხაროა რომ მხოლოდ საფრთხობელები დაგტრიალებენ თავს!
არანაკლები ფანტაზია და ირონია ჩავქსოვე ჩემს სიტყვებში.
-ხო და შენ თუ საფრთხობელა არ ხარ იქნებ შენმა კოცნამ ამხსნას ჯადო?! გინდა ვცადოთ?!
-არა მაგას სიკვდილი მირჩევნია!
-ჰაჰაჰა ჩემს ერთ კოცნის სანაცვლოდ ყველაფერს თმობენ, ამას დაგიმტკიცებ ჰეი ლამაზო..
ბაბლუანი მომშორდა და ერთ შპაკლიანს გაეკიდა რამდენიმე წუთში დავინახე როგორ ვნებიანად კოცნიდა მას . საშინლად მომეშალა ნერვები, სასმელი ერთი ამოსუნთქვით დავლიე და საპირისპირო მხარეს გავიხედე.
-ძალიან ლამაზი ხარ როცა ბრაზდები, განსაკუთრებით კი დღეს! გავიგონე ბაბლუანის სასიამოვნო ბარიტონი და თვალებში ჩავხედე.
-კომპლიმენტისთვის მადლობა გადაგიხადო თუ ლოყები ავიწითლო ?! ირონიულად ვუპასუხე და სასმელი მოვსვი.
-გგონია.... საუბარი ტანგოს მელოდიის ჰანგებმა გააწყვეტინა, რომელმაც მთელი დარბაზი აავსო.
-ვიცეკვოთ?!
-არა, შენთან ცეკვას არ ვაპირებ!
-ცეკვა არ იცი არა! გეშინია ჩემს ფონზე არ დაიჩრდილო!
-ჰაჰ .... სიტყვა შემაწყვეტინეს
-ვიცეკოთ?
-დიდი სიამოვნებით. გავუღიმე მომღიმარ, სიმპატიურ ტიპს და დარბაზის შუაგულში დავდექით.
ცეკვა დავიწყე, თავიდან ცოტათი ავღელდი მე ხომ 2 წელია არ მიცეკვია. დავტრიალდი და ნაცნობ სხეულს ავეკარი, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. თავდავიწყებას მივეცი და მთელი გრძნობით ვიცეკვე. ვხედავდი ბაბლუანის გაოცებულ სახეს და მეღიმებოდა.
ანდრეა ბაბლუანო შენ კიდევ არ იცნობ ანასტასია ჯაყელს.
ცეკვა დავამთავრეთ ბავშვების ოვაციები და ტაში არ წყდებოდა. ბურდულთან ძალიან ახლოს მივედი და ყურში ჩავჩურჩულე
-ნეტავ ვინ მოექცა ჩემს ჩრდილ ქვეშ!
საღამომ კარგად ჩაიარა, ბევრი ვიცეკვე ამჯერად ბურდულის გარეშე. მსიამოვნებდა მისი მზერა როდესაც სხვასთან იყო და მაინც ჩემსკენ აპარებდა თვალს.
----------
მარიამი
დაღლილი ვბრუნდებოდი შინ, ხელში წიგნები მეჭირა. სამაჯურს დავხედე და სევდიანად გამეღიმა. თავჩახრილი გადავდიოდი გზაზე. ვიგრძენი, რომ რაღაც მიახლოვდებოდა. ძირს დავეცი და თავი დავარტყი. მოტოციკლეტმა ჩამიქროლა და მკვეთრად დაამუხრუჭა.
-ეიიი, ეიიიიი კარგად ხარ? ვიღაც მომიახლოვდა და წამომაყენა.
-მემგონი კი, წინ არ იყურები, სად მიდიხარ? ? იმდენად შეშინდბული და გაბრაზებული ვიყავი ვერ გავაკონტროლე რა ვთქვი.
-მეე? ეს შენ არ იყურები წინ! გაბრაზდა უცნობი და ხელი გამიშვა. მე ოდნავ თავბრუ დამეხვა და იძულებული გავხდი ისევ მას დავყრდნობოდი.
-ფრთხილად! მოდი აქ ჩამოჯექი? კარგად ხარ?
რამდენიმე წუთში გამოვფხიზლდი.
-აგერ შენი წიგნები.
-მადლობ! აუუუ სად არის ჩემი სამაჯური, ღმერთო არა გთხოვ, ცრემლებმა ამივსო თვალები.
-რა მოხდა?
-რატის ნაჩუქარი სამაჯური დავკარგე....
-უჰჰჰჰ მერე რა უთხარი და ახალს გიყიდის.
-ის ჩემს გვერდით აღარააა.... მოვტრიალდი და თვალებში ჩავხედე უცნობს. ის შეცბა როდესაც ჩემ ცრემლიან თვალებს წააწყდა.
-კარგი დაწყნარდი ერთად მოვძებნოთ მითხარი როგორია?!...
15 წუთის განმავლობაში ვეძებდით მაგრამ ვერ ვიპოვნეთ.
ძალაგამოცლილი ჩამოვჯექი ტროტუარზე და მწარედ ავტირდი. გამახსენდა ის დღე როცა რატიმ ეს სამაჯური გვაჩუქა მაშინ ათი წლის ვიყავი და ჩემთვის ის ყველაზე ლამაზი სამკაული იყო დედამიწაზე, იმიტომ, რომ ის ჩემი ძმის საჩუქარი იყო.
-კარგი დაწყნარდი ნუ ტირი დაიხარა უცნობი ჩემს წინ. შეხედე ვიპოვე!
სიხარულისგან გაუაზრებლა ჩავეხუტე სრულიად უცნობ ბიჭს და ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე.
-მადლობა მადლობა მადლობა... ხელი გავუწოდე, რომ გამომერთვა მისთვის, მაგრამ მაღლა აწია და ფეხზე წამოდგა.
-რამდენად ძვირფასია ის შენთვის.
-ის მთელი ჩემი ცხოვრებაა...
-მაშინ თუ გინდა, რომ დაგიბრუნო, მსხვერპლი უნდა გაიღო.
-რას გულისხმობ?
-ერთი დღის ჩემთან ერთად გატარება მოგიწევს.
-რას ბოდავ ხვდები რას მეუბნები.
-ეი ეი გოგო ნუ ოცნებობ ბევრს, უბრალოდ ერთ დღეს გავატარებთ ერთად და უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს. თანახმა ხარ?
-კი ახლა კი დამიბრუნე.
-ნწ ნუ ჩქარობ, შენს სამაჯურს ხვალ დაიბრუნებ! ხვალამდე პატარავ !
უცნობი ბაიკზე მოკალათდა გამიღიმა ჩაფხუტი დაიფარა და წამში მოწყდა ადგილს.
ჩანთა და წიგნები ხელში დავიკავე. გაღიზიანებული გავაგრძელე გზა.
რა უფლება ჰქონდა ასე მომქცეოდა. იქნებ მანიაკია არ ვაპირებ მასთან შეხვედრას. მაგრამ სამაჯური, მხოლოდ ის დამრჩა რატისგან. არა არა არ დავუშვებ, რატის რაღაც ნაწილი კიდევ დავკარგო. ცრემლები მოვიშორე და სახლში შევედი.
-რა გჭირს?
-არაფერი რა უნდა მჭირდეს?!
-ჰმმ რავიცი აბა, ვინმე სიმპატიურს ხომ არ შეხვდი ?! სულელი შეყვარებულივით დადიხარ!
ჰაჰაჰჰა კარგი გოგო, როგორი მიყურებ ვიხუმრე!
-არა შენ ნამდვილად არ ხარ კარგად! გაღიზიანებულმა ვუპასუხე და ოთახი დავტოვე. ჩემმა ამ საქციელმა ტყუპისცალი უფუ გააოცა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი არავინ მაინტერესებდა.
----
-მზად ხარ ?
-კი წავედით.
სკოლის კარი გავაღეთ და რათქმაუნდა დავიშალეთ. ტასო თავის მეგობრებ შეუერთდა მე კი ჩემს მერხს მივესალმე.
გაკვეთილს ვიმეორებდი, როდესაც ჩემი ტელეფონი ამღერდა. უცნაურია ასეთ დროს დედას რა საქმე უნდა ჰქონდეს?
-დიახ გაკვირვებულმა ვუპასუხე უცხო ნომერს.
-პირობა ხომ გახსოვს მარიამ?
-ვინ ხარ?
-გელოდებით მე და შენი სამაჯური.
-არ ვაპირებ შენთან შეხვედრას!
-მაშინ სამაჯურს დაემშვიდობე.
-გთხოვ დამიბრუნე, კარგი რა შენ რაში გჭირდება!
-გელოდები.
ღმერთო რა იდიოტია, სკოლა დავტოვე და იქ წავედი სადაც გუშინ შევხვდი. გზაში უამრავი კომპლიმენტიტ შევამკე საზიზღარი არსება. კი მაგრამ ჩემი სახელი საიდან გაიგო ? ვფიქრობდი და გაღიზიანებული ვუახლოვდებოდი მისტერ იდიოტს.
-გამარჯობა მტირალა!
-გაგიმარჯოს მანიაკო! არ აპირებ დამიბრუნო სამაჯური?
-ჯერ პირობის შესრულება მოგიწევს.
-რატომ უნდა გენდო? იქნებ მანიაკი ხარ და ჩემი მოკვლა გინდა!
-ჰა ჰა გვიანია ლამაზო, უკვე სხვა გზა არ გაქვს! ჩემთან ერთად მოგიწევს წამოსვლა თუ გინდა, რომ ეს დაგიბრუნო.
-მომეცი! ხელი მაღლა აწია მე კი ვერ მივწვდი და ტუჩებდაბუსული ჩავხედე თვალებში.
-წავედით! ჩაფხუტი გამომიწოდა!
-რა! ამაით მივდივართ?
-არ მითხრა რომ გეშინია!
-სულაც არა! გაგულისებულმაა გამოვართვი ჩაფხუტი და მის უკან მოვთავსდი.
-მომეჭიდე არ შეგჭამ!
-არ მინდა ასეც კომფორტულად ვარ.
ბაიკი დაძრა, იმდენად შემეშინდა მის ქურთუკს მოვეჭიდე და თვალები დავხუჭე. თანდათან სიჩქარეს უმატებდა, ხელები სწრაფად შემოვხვიე, მთელი ძალით.
-ცოტა ნაზად მარიამ თორემ ცოტახანში გავიგუდები.
მისმა სიტყბებმა გამომაფხიზლა და მოვშორდი.
-მოეშვი, ნუ გეშინია. მითხრა მზრუნველი ხმით და ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა.
ნახევარი საათი ასე დავხეტიალობდით ქუჩებში. ბაიკი სტადიონთან გააჩერა და მეც გადმოვედი.
-აქ რა გვინდა?
-კალათბურთის თამაში უნდა გასწავლო
გაოცებული თვალები მივაპყარი.
-წამოდი წამოდი...
-და იქნებ არ მინდა თამაში?! გაბრაზებულმა ვუპასუხე.
-ამ მაშინ ეს მოძველებული სამაჯური ჩემს რომელიმე გოგოს ხელს დაამშვენებს! წარმოთქვა კმაყოფილი ღიმილით და ბურთი ხელში შეათამაშა.
საშინლად მომიშალა ნერვები მისმა სიტყვებმა. ბურთი ხელიდან გამოვტაცე და სტადიონზე შევედი.
-სწრაფად ჩავაგდე სამ ქულიანი და უცნობისკენ შევტრიალდი.
-გაგიმართლა! დაეჭვებით შემომხედა მან.
-ალბათ მხრები ავიჩეჩე და ბურთი ვესროლე.
სწრაფად დაიჭირა და თამაში დაიწყო.
-15 : 9 გამოაცხადა ამაყად და შემომხედა. ხომ იცი თამაში სურვილზეა. თუ გავიმარჯვებ ჩემი ნებისმიერი სურვილის შესრულება მოგიწევს.
-ეს როდის მოიფიქრე? კარგი და მე თუ გავიმარჯვებ მაშინვე დამიბრუნებ სამაჯურს!
-კარგი მტირალავ!
-შევთანხმდით მანიაკო!
-33:32 გავუღიმე კმაყოფილმა და ბურთის კალათში ჩაგდებას ვაპირებდი, 2 ქულაც და სამაჯურს დავიბრუნებდი.
ბურთი ხელიდა უხეშად გამომტაცა და სამქულიანი ჩააგდო. მე კი ძირს დავეცი.
-აჰამ ვინ არის ახლა გამარჯვებული! შემოტრიალდა მანიაკი და ღიმილი სახეზე შეეყინა.
-რა გჭირს მარიამ?
-არაფერი ერთერთმა ხეპრემ ძირს დამაგდო! გაბრაზებულმა შევხედე და წამოდგომა ვცადე. ფეხი საშინლად მტკიოდა მაგრამ არ შევიმჩნიე და მანიაკს ზურგი შევაქციე. კოჭლობით დავდიოდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-ეი სად მიდიხარ? მოდი აქ ჩამოჯექი.
-არ მინდა... აუ..
მანიაკმა ძირს დამაჯინა და ფეხი შეამოწმა.
-არაფერია უბრალოდ გადაგიბრუნდა, ცოტახანში აღარ გეტკინება. ასე თამაში სად ისწავლე?
-მე-4 კლასში სპორტის გაკვეთილზე. მას შემდეგ არასდროს მითამაშია.
-მაგრამ მაინც მშვენიერ ფორმაში ხარ!
-რათქმაუნდა, გავიმარჯვებდი კიდეც, ერთი ხეპრე, რომ არ ყოფილიყო.
-მაპატიე! მაგრამ ვერ დავუშვებდი ვინმეს ჩემთვის პირველობა წაერთვა.
-ოხხ ეს თქვენი პრინციპები.
-კარგი რა მაპატიე, ძალით მართლა არ მინდოდა. კარგად ხარ ?
-მგონი კი
-სიარულს შეძლებ?
-კი ალბათ.
ბაიკი კაფის წინ გააჩერა. ხელში ამიტაცა და მოტოციკლეტიდან გადმომსვა.
-ორი ყავა გაუღიმა ოფიციანტს. გოგონა კი თითქმის დადნა.
-ეს ალბათ შენი ერთერთი თაყვანისმცემლის საჩუქარია არა?
-არა მე თაყვანისმცემლები არ მყავს.
-აბა მითხარი რატომაა შენთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანი.
-ეს რატის საჩუქარია ჩემი ძმის, ის 2 წლის წინ დაიღუპა, მხოლოდ სამაჯური დამრჩა მისგან.... მას არასდროს ვიხსნი... თითქმის 6 წელია თან ვატარებ..... მე თვითონაც არ ვიცი რატო ვუამბე სრულიად უცნობ ადამიანს ჩემი გულისტკივილი.
-მაპატიე მარიამ თავიდანვე, რომ მცოდნოდა, რა მნიშვნელოვანი იყო ეს შენთვის ასე არ მოვიქცეოდი. მთელი სინანულით წარმოთქვა სიტყვები, ცრემლიან თვალებში ჩამხედა, ჩემი ხელი აიღო და სამაჯური გამიკეთა.
-ჩემი სახელი ან ნომერი საიდაგ გაიგე?
-შენს ნივთებს, რომ ვალაგებდი ბარათი ვიპოვე... ხო მართლა მე დემეტრე მაჩაბელი ვარ! ერთადერთი ვაჟიშვილი მაჩაბელების ოჯახში. ჩიტივით თავისუფალი, მიყვარს სიჩქარე ,ადრენალინი, და გართობა.
-მე უბრალო მარიამი, მიყვარს კითხვა, და ვოცნებობ იდიალურ კარიერაზე. გავუღიმე დემეტრეს და ყავა მოვსვი.
რამდენიმე წუთი არცერთს ამოგვიღია ხმა.
-კარგი ჩემი წასვლის დროა!
-გაგიყვან
-არ მინდა, მადლობ, მშვიდობით მაჩაბელო!
-დროებით მარიამ ჩვენ კიდევ შევხვდებით!
-არამგონია!
-ამასაც ვნახავთ თავისი იდიალური ღიმილით დამაჯილდოვა მე კი ზურგი შევაქციე და წამოვედი....
სახლში მალევე დავბრუნდი მაგრამ მაინც შემაგვიადა.
მისაღებში ტასო და ნინი დამხვდნენ, მათ შემხედვარე ღიმილი ვერ შევიკავე. ტასო თავიდან ფეხაბამდე მათვალიერებდა და ფეხს აბაკუნებდა.
-სად იყავი ქალბატონო?
-არსად ცოტა გავისეირნე!
-ცოტა?! სახლში 5 საათის წინ უნდა ყოფილიყავი!
-არაუშავს რაც მთავარია აქ ვარ
-ხო მრავლისმეტყველად წარმოთქვა ტასომ და ნინისთან ერთად მდივანზე მოთავსდა.
თავი მოვიწესრიგე და მისაღებში დავბრუნდი.
-რას აკეთებთ?
-ჩემი დაბადების დღის ფოტოებს ვათვალიერებთ.
მათ გვერდით მოვკალათდი და ფოტოების დათვალიერება დავიწყე.
-მოიცადეთ, ყველაზე მაგარს განახებთ მექოშვილი მაგიდაზე, რომ ავიდა და ჩემი სადღეგრძელო ლარნაკიდან, რომ დალია. სიცილით წამოიძახა ნინიმ და ლეპტოპში ძებნა დაიწყო.
-ჰა ჰა ჰა აუ მაგას რა მაგლად აკლია.
-აუ მეც მანახეთ რა. ნაცნობი სახის დანახვისას გავფითრდი.
დემეტრე მაჩაბელის სახე უკანა პლანზე....
სწრაფად გადავათვალიერე სურათები და ამჯერად მისი სახე გარკვევით დავინახე.
-მარიამ დამიბრუნე რა
ნინის წიკვინა ხმამ მომიყვანა გონს
-რა გჭირს მარ? დაეჭვებულმა შემომხედა ტყუპისცალმა.
-არაფერი...
-ჰმმმ ნინიმ უკვე 4 ჯერ გთხოვა ლეპტოპი დამიბრუნეო.(ტასო)
-ნინი ეს ბიჭი ვინ არის?(მარიამი)
-ეს დემეტრე მაჩაბელია, ხომ მოგიყევით მასზე, ბურდულის საუკეთესო მეგობარია.(ნინი)
-კი მახსოვს, მაგრამ მე არ მინახავს შენთან(ტასო)
-ეს იმიტომ, რომ შენ ადრე წამოხვედი.(ნინი)
-აააამმმმ (ტასო)
-აუ ყავა მინდა!!! წამოიძახა ტასომ აბა ვინ მოამზადებს?!
-მე მოვამზადებ ავტომატურად ვუპასუხე.
-ამმმ არა რა ნი გთხოვ შენ მოამზადე.
-კარგი.
ნინი სამზარეულოში შევიდა.
-მარიამ არ მეტყვი რა ხდება?
-არაფერი ტასო რამდენჯერ გიპასუხო ?
-თქვი ახლა ხომ იცი ვერაფერს გამომაპარებ, რას ნიშნავს ეს შენი ჩაფიქრებული გამოხედვა?
-დღეს მე მაჩაბელთან ერთად ვიყავი... ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი ტყუპისცალს, რომ დავასრულე ნინი უკვე ფინჯანით ხელში იდგა მისაღებში.
-არარსებობს მაჩაბელი პატიებას არავის სთხოვს! მითუმეტეს გოგოს ასე არ მოექცევა. აშკარად ვინმეში აგერია.
უდარდელად წარმოთქვა ნინიმ და მდივანზე დაეშვა.
-არ არვიში არ მეშლება.
-მაშინ გირჩევ მაგ ტიპს მოშორდე, აღარ შეხვდე.
-არც ვაპირებ მასთან შეხვედრას, მარგრამ რატომ ?
-იმიტომ, რომ იგი გოგოს მხოლოს სათამაშოდ აღიქვამს,გამოიყენებს და მერე მიატოვებს! მთელი ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები ნინიმ.
-მეც არანაკლებ შემეცვალა შეხედულებები მაჩაბელზე, ვიცოდი, რომ ნამდვილი იდიოტი იყო, მაგრამ იმედს ვიტოვებდი, რომ გულის სიღრმეში ის ისეთი არ იყო როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.
ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში წყლის დასალევად შევედი. ფიქრი მჭირდებოდა, უნდა გადამეხარშა ამ 2 დღის განმავლობაში რა მოხდა ჩემს თავს.
-----
გაოცებული ვუსმენდი ჩემ დას, გოგონა რომელსაც 2 წელია ნორმალურად არ გაუღიმია, თავის თავგადასავალს მიყვებოდა, როგორ მხიარულად გაატარა დღე. ვიცოდი ნამდვილად ვიცოდი რომ დემეტრე მაჩაბელი ნამდვილი ბაბნიკი იყო, შეეძლო ჩემი დისთვის გული ეტკინა, მაგრამ მადლობელი ვიყავი, მან ჩემ დას ასეთი სასიამოვნო დღე აჩუქა.
ტკნნნნ... მარიამს ტელეფონზე ესემესი მოუვიდა.
მხიარულად დასწვდა ნინი ტელეფონს და შეტყობინება გახსნა.
-როგორ ხარ მარ?
-ვინ ხარ? უპასუხა შეტყობინებას ნინიმ და ღიმილით გადმომხედა.
-დემეტრე ვარ პასუხმაც არ დააყოვნა. გაკვირვებულმა ნინიმ უცნაური მზერა მომაპყრო და ტელეფონი მომაწოდა.
-მარიამ დემეტრე გწერს! დავუძახე ტყუპისცალს და მობილური მივაწოდე.
---------
დემეტრე
ბაიკით დავქროდი, არაფერი მაინტერესებდა. გზიდან მკვეთრად გადავუხვიე, ვიღაცას ოდნავ დავეჯახე, მოტოციკლეტი მკვეთრად დავამუხრუჭე და სწრაფად გავიქეცი დავარდნილ გოგონასკენ.
-ფუ შენი ესღა მაკლდა, კინაღამ შემომაკვდა. ვფიქრობდი და ანერვიულებული ვუახლოვდებოდი.
როგორც ჩანს კარგად ვერ გრძნობდა თავს, მაგრამ კამათის თავი ნამდვილად ჰქონდა. გავბრაზდი და მოვშორდი, თავბრუ დაეხვა და იძულებული გახდა ისევ დამყრდნობოდა, ტროტუარზე ჩამოვაჯინე. მალე მოეგო გონს, რაღაც სამაჯურზე საუბრობდა გაურკვევლად, გამეცინა მაგრამ როდესაც შემობრუნდა დავინახე ცისფერი თვალები ჩასისხლიანებოდა ტირილისგან. გულში რაღაცამ გამკრა მოძებნაში დავეხმარე, მალევე ვიპოვე მაგრამ გადავწყვიტე მისთვის დამემალა კარგათაც ვმხიარულობდი მის ქცევაზე. ბოლოს ძალაგამოცლილი ჩამოჯდა და მწარედ ატირდა. არ ვიცი, რატომ იყო ეს ნივთი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებლად გავარკვევდი.
ჩემმა ზარმა დააბნია, გადავწყვიტე გამებრაზებინა რათქმაუნდა კარგად ვიცოდი რომ სიჩქარის ეშინოდა. მთანდათან ვუმატებდი სიჩქარეს ის მთელი ძალით მეხუტებოდა. კალათბურთის თამაში მომინდა. გადავწყვიტე იქ წამეყვანა სადაც პირველად ვისწავლე თამაში, ამ სტადიონზე ალბათ 10 წლია არ ვყოფილვარ.
მეგონა სხვა გოგონებივით მხოლოდ ბურთის ხელში დაჭერა შეეძლო, მაგრამ შევცდი კარგი მოთამაშე და თამაშის წესებში გარკვეული აღმოჩნდა. ვთამაშობდი მასთან ერთად და თანდათან მომწონდა ეს გოგო. ცისფერი თვალები სწორი გრძელი თმა, მომაჯადოვებელი ღიმილი და მისი კმაყოფილი მზერა ჭკუიდან მშლიდა. გადავწყვიტე ნიძლავზე გვეთამაშა სიამოვნებით გავატარებდი მასთან კიდევ ერთ დღეს. ის განსხვავებული იყო. ბევრთან მქონია ურთიერთობა მაგრამ ეს რაღაც იდუმალი, რთული წასაკითხი და ამავდროულად ძალიან გულჩვილი იყო.
პირველად ვინანე, პირველად ვიგრძენი დანაშაულის გრძნობა, როდესაც მის აწყლიანებულ თვალებს შევხედე. მე გავერთე მას კი ტკივილი მივანიჭე. არ მინდოდა წასულიყო, მინდოდა კიდევ გამეტარებინა მასთან დრო. მე მისგან მხოლოდ სიახლოვე მჭირდება და არა ის რის გამოც სხვაათან ვარ. აუ ჩემი მემგონი ჭკუიდან ვიშლები ეს გოგო მართლა გამაგიჟებს.
-ეი რა გჭირს გამოფხიზლდი ხელი მკრა კოკამ და მასზე ფიქრს მომწყვიტა.
-რა იყო ბიჭო?
-სად დაფრინავ?
-რეებს ბოდიალობ, შემეშვი რა.
-რა ჭირს ამას ტო მიუბრუნდა ანდრეას გაკვირვებული კოკა.
-ბურდული! ეი ანდრო! ბიჭო!
-ჰა რა... ძლივს გამოერკვა ბურდული
-რა გჭირთ თქვენ? რა მოწიეთ ასეთი ? რა გათიშულები ხართ! რაზე ფიქრობთ?
-ეუ შეგვეშვი რა თუ ძმა ხარ! მომაწოდე ლუდი. გაღიზიანებულმა უპასუხა ბურდულმა.
-აქ რაღაც ვერ არის ჩუმად წარმოთქვა კოკამ და ლუდი მოსვა.
-საით?
-გავისეირნებ....
ბაიკი მთაწმინდაზე გააჩერა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და კონტაქტში მტირალა მოძებნა.
-როგორ ხარ მარ?
-ვინ ხარ?
-დემეტრე ვარ. პასუხმა დააგვიანა....
-მაინტერესებდა როგორ ხარ? ფეხი როგორ გაქვს?
-კარგად აღარ მტკივა.
-ხვალ გელოდები ჩემი სურვილია. თამაში მე მოვიგე.
-არ ვაპირებ შენთან შეხვედრას! კარგად!
-ხვალ გნახავ მტირალავ !
თავდაჯერებული იდიოტი გაბრაზებულმა შევამკე კომპლიმენტებით და მისაღებში დავბრუნდი.
-რა ხდება რა გაცინებთ?!
- ჩემ დაბადების დღეზე, როდესაც ტასო და ბურდული ცეკვავდნენ დრო ვიხელთე. ბურდულს მანქანაში უფერული ტუჩსაცხი, ხელის კრემი, და რამდენიმე ქალის ჟურნალი ჩავუტოვე. ახლა კი გაუბაზრეს და ბურდული ყველას ცისფერი ჰგონია. ფეისბუქი გადაჭედილია კომენტარებით. აუ ცუდად ვარ. შეხედე ეს ვიღაც რას წერს. ჰაჰაჰჰაჰაჰა სიცილით იგუდებოდა ნინია ტასო კი ჩუმად იჯდა და მოჩვენებით იღიმოდა.
-გოგო გაგიჟდი რატო გააკეთე ეს? გაკვირვებულმა ვუსაყვედურე ნინის. მან სიცილი შეწყვიტა და გაოცებულმა შემომხედა.
-რა რატო მარიამ, მან უნდა იგრძნოს როგორია როცა ყველა მასზე ღადაობს. უნდა იგრძნოს როგორია დამცირება.
აღარ შევეპასუხე, ვიცი აზრი არ ჰქონდა. ნინის ბურდული მთელი გულით სძულდა.
ცოტახანში ნინიმ ლეპტოპი გათიშა და მომმართა.
-რა უნდოდა მაჩაბელს?
-არაფერი, შემხვდიო
-რა, მართლა და მერე რა უპასუხე?
-არ ვაპირებ შენთან შეხვედრას მეთქი რა უნდა მეთქვა?
-გააფრინე გოგო დემეტრე მაჩაბელს შეხვედრაზე უარი უთხარი.
-კი ნინი შენ არ მითხარი, ის მხოლოდ იყენებს გოგოებს და მერე მიატოვებსო.
-კი მაგრამ ვერ ხვდები მარიამ?
-რას? ტასომ და მე გაკვირვებული შევხედეთ
-ის ბურდულის მეგობარია!
-მერე რა?
-ჩვენ უკვე გავანადგურეთ ბურდული სახელი. ახლა დროა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მეგობარი წავართვათ. შენ დემეტრეს შევხვდები, ტასო კი ბურდულს.
-გაგიჟდი, რას ამბობ არ ვაპირებ ამ თქვენ სულელურ შურიაძიებაში მონაწილეობა მივიღო! დემეტრე უდანაშაულოა, ის მხოლოდ ბურდულის მეგობარია. მეც არ ვიცოდი ასე გამეტებით რატომ ვიცავდი მაჩაბელს.
-შენ რა მაგათ იცავ ? და სამართლიანად მიგაჩნია რა დამცირებასაც ისინი აყენებენ გოგოებს!
-არა ამას არ ვამბობ! ისინი....
-საკმარისია შენ მეგობარზე წინ მათ აყენებ, რა ხდება მარიამ დემეტრე ხომ არ მოგწონს?
-რას ამბობ ნინი, გაგიჟდი გოგო რა მოწონებაზე საუბარი მძულს!
-მაშინ დაამტკიცე, დაამტკიცე რომ საუკეთესო მეგობარი შენთვის მასზე ძვირფასია. გაანადგურე დემეტრე მაჩაბელის თავმოყვარეობა. დაამტკიცე!
-ნინი შეუძლებელს მთხოვ, ამას ვერ გავაკეთებ!
-გასაგებია მარიამ გაბრაზებულმა აიღო ჟაკეტი ნინიმ და სახლი დატოვა.
-რას აკეთებ მარიამ გაბრაზებულმა მომმართა ტასომ და ნინის გაჰყვა.
-ნინი, ნინი მოიცადე, შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, მზად ვარ დაგეხმაროთ. გთხოვ ნუ გამიბრაზდები.მაპატიე რა!
-კარი მარ მეც მაპატიე ასე არ უნდა მეყვირა შენთვის.
-------
-ამის დედას ....აზრზე ხარ რა გამიჩალიჩეს ტო, პიდარასტობას მაბრალებენ. ვინც ეს გააკეთა არ ვაცოცხლებ.
-დაწყნარდი რას პანიკიორობ ტო, გავიგებთ ვინ გაგიჩალიჩა. სად დაგვემალება.
გაგიჟებული ბურდული ადგულს ვერ პოულობდა.
------
ყველაფერი მალე ჩაწყნარდა. ანდრეამ დაამტკიცა რომ ნამდვილი მამაკაცი იყო. გოგოებიც ისევ ბუზებივით ეხვეოდნენ. შუქნიშანთან გააჩერა და დაელოდა. გზაზე ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი. ტასომ (სინამდვილეში მარიამმა) გზაზე გადაირბინა და ერთერთ საცხოვრებელ ბინაში შევიდა. ნახევარი საათი ელოდა ბურდული გოგონას გამოჩენას და აი (ნამდვილი) ანასტასიაც გამოჩნდა. ბურდული ანასტასიას სუპერმარკეტში შეუმჩნევლად შეჰყვა. გოგონამ პური, ძეხვი და კვერცხი შეიძინა. ტკბილეულის სექციასთან შეჩერდა, ხელში ,,კორონას" შოკოლადის ფილა აიღო, ორჭოფულად გადახედა და ისევ უკან დააბრუნა. შენაძენის საფასური გადაიხადა, სწრაფად გადაირბინა ქუჩა და ბინაში ავიდა.
ჰმმმ ,,კორონა" უცნაურია. ძირითადად გოგონებს ალპენგოლდი მოსწონთ გაიფიქრა და მთელი შეკვრა შოკოლადი იყიდა. პატარა კალათაში ლამაზად დააწყო, ეზოში მოთამაშე ბუჭუნას დაუძახა, სთხოვა იმ ბინაში მიეტანა და ანასტასიასათვის გადაეცა.
-----
-აუ მარ მშიაააა....
-რა დამთხვევააა მეც....
-აუ მოამზადე რა რამე....
-ჩაცუნცულდი მაღაზიაში ამოიტანე რამე გემრიელი და რა პრობლემაა.
-აუ შენ ჩადი რა....
-არ შემიძლია ხომ იცი ახლა მოვედი და დაღლილი ვარ სასაცილოდ მიიდო ხელი შუბლზე მარიამმა და მდივანზე გაეცერთხა.
-აუ ეს ვინ გავზარდე.... რა ტრაგიკოსია. გაიცინა ჯაყელმა და ოთახიდან გავიდა.
.......
-კვეერცხი, პური, ძეხვი... მმმმმ .... ,,კორონა" ჰმ ფული არ მყოფნის. არაუჭირს მერე ვიყიდი. უკან დავაბრუნე შოკოლადის ფილა და მაღაზია დავტოვე.
......
-მარ გააღე რაა!
-ტასო საჭმელს ვამზადებ! გაისმა მარიამის უკმაყოფილო ხმა.
-აუ რა დასვენებას არ გაცფიან!
-შენ ტასო ქალ ?
-ხო საყვარელო მე ვარ! სიყვარულით აღსავაე ხმით მივმართე მწვანწთვალება ბიჭუნას და დავიხალე.
-ეს სენ!
-მადლობა! მაგრამ ვისგან?
-ალ გეტკვი! ენა გამომიყო ცელქმა არსებამ და სანამ გაიქცეოდა მისი ჩახუტება და მოფერება მაინც მოვასწარი.
-ვინ იყო ტასო?
-სამზარეულოდან გამოვიდა მარიამი.
-აუ მარ კორონა შეხედე რამდენია აუ რა მაგარია როგორ მიყვარს! მაშინვე გახსნა ფილა და დააგემოვნა.
-რომ მიირთმევ არხეინად, ვინ გამოგიგზავნა იცი?
-არა!
პირგამოტენილმა უპასუხა ანასტასიამ ტყუპისცალს.
-მოვძებნოთ რაიმე ბარათი არა არის? აი ვიპოვე...
,, შენნაირ ენამწარეს მხოლოდ , კორონა" თუ ეყვარება. 9 ზე გელოდები სკვერთან...
-ვინ უნდა იყოს?
-ვინც უნდა იყოს იდიოტი და ამავდროულად ძალიან კეთილია. რა მაგარია მარ, როგორ მიყვარს კორონა....
-,,კორონა სურვილის გემო" ნეტა რა სურს შენ იდიოტს, ენა გამოუყო მარიამმა ტყუპისცალს და სამზარეულოში დაბრუნდა.
17 :57
-შენ რა შეხვედრაზე არ მიდიხარ?
-ნწწწწწ
-ტასო როგორ იქცევი, მადლობა მაინც გადაუხადე ვინც უნდა იყოს. და თუ თავი მოგაბეზრა მალევე წამოდი.
-აუუუ მარიამმ....
-ადექი სწრაფად მაინტერეს ვინ გამოგიგზავნა!
მალევე მოვწესრიგდი და ორი ქუჩით მოშორებულ. სკვერისკენ გავემართე.
ხიდ ქვეშ დავდექი და გარემო მოვათვალიერე.
-პუნქტუალურიც ყოფილხარ!
მოვტრიალდი, წინ ანდრეა ბურდული მედგა და ირონიით მიმზერდა.
-ააამ ეს შენ ხარ! მე უფრო სიმპატიურ ტიპს ველოდი! თვალი თვალში გავუყარე და არანაკლები ირონია ვაჩუქე.
-მაგალითად ვის? ანდრეა თანდათან მიახლოვდებოდა...
-დათას, ნიკას, ვაკოს... ბიჭის სახელებს ვთვლიდი თავიდან შემართებით შემდეგ კი ჩურჩულით. თვალებში მომნუსხველად მიყურებდა და ჭკუას მაკარგვინებდა დაჰიპნოზებული ვსაუბრობდი. ბოლოს ხეს დავეჯახე. ჩემთან ძალიან ახლოს იყო. სანდროს, ალექსანდრე გაგნიძეს. გამახსენდა გოგონების გულთამყრობელი. ჩემმა ბოლო სიტყვებმა ძალიან გააღიზიანა,
-ვის? კბილებში გამოსცრა ბურდულმა, ხეს მუშტი დაარტყა და მომშორდა. შენ მას საიდან იცნობ? სწრაფად გამოვფხიზლდი, ჰმმმ ბურდულო როგორც ჩანს გაგნიძე გეზიზღება. დასკვნამდე მივედი და ახალი გეგმა დავისახე.
-ალექსანდრეს ვინ არ იცნობს! ის ისეთი სიმპატიურია! გამოშტერებული, შეყვარებული გოგოს ხმით ვთქვი და ტუჩზე ვიკბინე.
-ვერავინ მოგიახლივდება, ვერავინ გაბედავს საჩუქარი გაჩუქოს, ვერავინ გესმის ამის უფლებას არავის მივცემ!
-და შენ ვინხარ! ირონიით ვუპასუხე..
-ვინ ვარ?! გაეცინა, ანდრეა ბურდული! რაც ჩემია იმას ვერვინ მიუახლოვდება. ამიტომ საყვარელო ოცნებას მორჩი...
-ჰმ ბურდულო ძალიან ცდები თუ გგონია რომ ჩემზე რაიმე უფლება გაქვს! არ მჭირდება შენგან არანაირი საჩუქარი მითხარი რამდენი დაგიჯდა შოკოლადი? ირონიით შევხედე
-დაგაგვიანდა არა, შენ უკვე მიიღე ჩემი საჩუქარი. სიცილით გადმომხედა.
-მართალი ხარ! მეც გამეცინა. ცდუნებას ვერ გავუძელი, ძალიან მიყვარს შოკოლადი.
-წამოდი გავისეირნოთ!
-შენთან ერთად? წარბ აწეული შევხედე. სწრაფად მიმიხვდა რა თამაშს ვთამაშობდი. ხელი ჩამავლო და წინ მიბიძგა. ორივეს სიცილი აგვიტყდა. არ ვიცი რა დამემართა იმ საღამოს, იმის მაგივრად, რომ გეგმას მივყოლოდი და ბურდული გამემწარებინა. მასთან ერთად დავხეტიალობდი ქუჩებში და ცრემლებამდე ვიცინოდი.
-ენამწარევ, ხვალ რვის ნახევრისთვის გელოდები!
-ეს რა პაემანია? წარბაწეული შევხედე.
-ასეა!
-არ მცალია, ბევრად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
-არაუშავს პატარავ მოგიწევს ჩემთვის დროის გამონახვა!
არაფერი მითქვამს. ცოტახანს ორივე ჩუმად ვიყავით. ის ჩემსკენ აპარებდა მზერას.
-ჩემი წასვლის დროა!
-გაგაცილებ
-არ მინდა, აქვე ვცხოვრობ!
-ხვალამდე ენამწარევ!
-კარგად ბაყაყო!
ანდრეა ავტომობილში ჩაჯდა და წამში მოწყდა ადგილს.
შინ რომ დავბრუნდი, მარიამს უკვე ეძინა. ამ ბოლო დროს სულ ჩაფიქრებული და მოწყენილია.
ნინის ყველაფერი ვუამბე, გაუკვირდა შოკოლადების ამბავი.
გადავწყვიტეთ ხვალ ბარში წავსულიყავით.



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№2 სტუმარი sofi zangaladze

Dzaan momwons dade dges ra

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

სასწაული wink ძვლივს წავიკითხე ერთი დიდი თავი და არ ვწერ გაზარდეთქო მაგრამ იმედია მეორეც ასეთივე ზომის იქნება. ძალიან მომეწონა და მალე დადე რააა feel ეს ნინი ნერვებს მიშლის იმედია ძააან არ გააწამებ ეხლა ამათ და ვენესუელური სერიალივით არ წავა მოქმედებები wink love

 


№4  offline წევრი stranger9

ძალიან, ძალიან მომეწონა. საინტერესო სიუჟეტია და იმედი მაქვს ბანალურ მოთხრობას არ დაემსგავსება და ისეთივე საინტერესო იქნება როგორიც პირველი თავია ❤ ველოდები შემდეგ თავს და გამიხარდება თუ მალე ვნახავ

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

აუ ძაან მაგარი და საინტერესოა ყოჩააღ♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6  offline წევრი ml99

მადლობა ყველას იმედი მქონდა გადაწურული. მეგონა არ ექნებოდა ასეთი გამოხმაურება. ვეცდები მალე დავდო. <3

 


№7  offline წევრი sayvareloooo

ახალი მალე დადე რა მაგარია ეს ისტორია

 


№8 სტუმარი maria

auu dzaan magrad wer ! imedia male dadeb axal tavs :-*

 


№9 სტუმარი tako

იკნებ ცოტა მალე დადო რა სანამ დამავიცკდა რა ცავიკიტხე wink

 


№10 სტუმარი ნოზააა

აუ მალე დადე რაა :*

 


№11 სტუმარი gogoamsterdamidan

მალე დადე რა ახალი ძაან კარგია <3

 


№12  offline წევრი Svito

gadavirie dzaan magaria❤️ au male dade ra gtxov

 


№13  offline წევრი ely and baby

მომეწონა,აგარ აპირებ დადებას?

 


№14  offline წევრი dadeshqeliani

კაია ძააან,ოღონდ ნნინი არ მომწონს ძალიან,ის თუ ქარაფშუტაა რაღა ბიჩ აბრალებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent