ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 15 )
არასოდეს ვყოფილვარ თამამი,გაბედული და ენაკვიმატი ან ვიყავი და აქამდე ამის გამოვლენის საშუალებას არ მაძლევდნენ? არ ვიცი,ფაქტი კი ერთია,შეყვარებული ქალი სულ სხვა ადამიანია მთელი თავისი არსებით,ამის ნათელი მაგალითი კი მე ვიყავი. უკვე საშინლად მაღიზიანებდა ნანას_ ეტყობა უკვე კარგად აპრობირებული მამაკაცის შებმის მეთოდები,არადა არ იყო ცუდი გოგო. აშკარად ნაწყენი იყო, ისე ვიგზავრეთ, შევედით სახლში,შევიტანეთ ბარგი ხმა არ ამოუღია,წარბშეკრული დაკაკუნებდა ქუსლიანებით. უჩამ თვალით მანიშნა ,რომ გვერდით ოთახში გავყოლოდი. _მაიკო ერთი პრობლემა გვაქვს_ ყურთან ახლოს მიჩურჩულა _ რა ხდება?_ მეც ახლოს მივიწიე და დაბალ ხმაზე ვკითხე _ არ მინდა ნანამ გაიგოს,რომ ჩვენ ჯერ კიდევ ….. ანუ ის რომ ცალცალკე ვიძინებთ_ უხერხულად შეიშმუშნა და წვერზე ხელი ჩამოისვა. წარმოვიდგინე რა ბედნიერი იქნება ამას,რომ გაიგებს.გულში გამეღიმა,მაგრამ უცებ გონებამ განგაში ატეხა და რას მთავაზობს? _ და რა მოიფიქრე? _ სანამ აქაა ჩემს ოთახში უნდა დაიძინო_ თქვა და დაბნეულმა შემომხედა _ სხვა ვარიანტი?_ ხავს მოვეჭიდე _ მხოლოდ ეს ვარიანტია_ იმედი გადამიწურა _ ასე მარტივად?_ გაუკვირდა _ აბა რას ელოდი?_ მისმა რეაქციამ მღელვარება მომიხსნა და გამეღიმა _ ტაფას ან ქვაბს _ საძინებლის კარზე მაქვს მიყუდებული შიგნიდან_ თვალი ჩავუკარი და მისაღებში ნანასთან დავბრუნდი. დივანზე მოკალათებულიყო,ძალიან ეძინებოდა. _ მაპატიე ნანა გალოდინე,წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ,მოისვენე.ნაძალადევი ღიმილით დამიკრა თავი და კიბეებს აუყვა. ნანაც დავაბინავე და გულის ფანცქალით შევაღე უჩას საძინებლის კარი,აქამდე იმ ოთახში არასოდეს შევსულვარ,ამიტომ მხოლოდ ერთი საწოლის დანახვა არ მესიამოვნა,არც სკამი,არც სავარძელი,მხოლოდ საწოლი,კარადა და ტუმბო.ოთახს ინტერესით მოვავლე თვალი და მეტრეველს მივუბრუნდი,რომელიც ფანჯარასთან ჯიბეში ხელჩაწყობილი იდგა. _ როგორ ვნაწილდებით?_ ვეცადე მაქსიმალურად,რომ ხმაზე მღელვარება არ შემტყობოდა. _ მე საწოლში, შენ კი იატაკზე_ მშვიდი სერიოზული ტონით მიპასუხა.ასეთი უგულობა მისი მხრიდან ჩემთვის აღმოჩენა იყო,ჯერ რაღაცის თქმა დავაპირე მაგრამ თავი შევიკავე და მხოლოდ გავუღიმე თანხმობის ნიშნად. საწოლიდან ჩენი წილი ბალიში და პლედი ავიღე და იატაკზე დავჯექი,მთელი ეს დრო უჩა თვალს არ მაშორებდა და თან ეღიმებოდა.ძირს ფეხმორთხმული რომ დამინახა თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა. _ რა გაცინებს,რას ხედავ სასაცილოს?_ ვერ დავმალე წყენა _შენ_ სულს ვერ ითქვამდა _ მე?_ ვერ მივხვდი _ მოდი აქ მოდი_ სიცილს უკლო და მარჯვენა გამომიწოდა. _ არა_ გავჯიუტდი და თავი გვერდზე მივატრიალე _ ჩემი ბუტია,როგორ დამიჯერე ჰა? როგორ იფიქრე,რომ იატაკზე დაგაწვენდი ?_ ჩაიმუხლა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია_ ჩემი გულუბრყვილო გოგო,ჩემი სიცოცხლე_ ნაზად შემახო მისი ტუჩები.აი ამ ცდუნებას კი ვერ გავუძელი და ჩემი ვითომ გაბუტვა შორს მოვისროლე,კისერზე შემოვხვიე ხელები და რითმულად ავყევი,უცებ ხელში ამიზიდა და საწოლზე დამსვა. _ შენ აქ დაიძინე ჩემო ბუტია და მე იატაკზე დავწვები_ ხელის ფრთხილი მოძრაობით გადამიწია ყურებზე თმა. _ მოდი ასე მოვიქცეთ,ნახევარი საწოლი შენ და ნახევარი მე_ შემებრალა ხმელი იატაკისათვის _ დარწმუნებული ხარ? _ სრულიად _ მაშინ კარგი,იცოდე მძინარე დრაკონს ეთამაშები_ ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა. იქვე აბანოს დიდი პირსახოცი იდო,რულონივით დავახვიე დს საწოლის შუაგულში ვერტიკალურად ჩავდე და უჩას მივუბრუნდი _ ახლა გადი,მე უნდა დავწვე,დაგიძახებ და მერე შემოდი,ეს კი იცოდე საზღვარია ჩვენს შორის…..მძინარე დრაკონო_ ბოლო სიტყვებზე გამეღიმა _ მიყვარხარ მაიკო_ თბილად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა,მინდოდა იგივე პასუხის დაბრუნება მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვბედავდი.გავიდა თუ არა მაშინვე ფაცხაფუცხით გავიხადე და საბანში გავეხვიე,მხოლოდ თვალები მიჩანდა,ისიც დახუჭული,ვითომ მეძინა,ამდენ ვითომ ვითომში უჩას გამოჩენის მოლოდინით დაძაბულს და ღამე ნათევს მართლა ჩამეძინა და არც კი გამიგია,როდის შემოვიდა. დილით ტკბილ ძილს თვალების ფშვნეტით ვართმევ ხოლმე თავს,ამ დილასაც ასე დავაპირე მაგრამ მხოლოდ მარცხენა ხელის გამოძრავება შევძელი,უცებ ვჭყიტე თვალები და სხეულით მაღლა წამოვიწიე მაგრამ ესეც არ გამომივიდა,ნელი მოაძრაობით დავხარე თავი დს მკერდზე დავიხედე,უჩა ჩემსკენ გადმობრუნებულიყო,მისი მკლავი,მარჯვენა ფეხი და თითქმის ნახევარი სხეული ჩემს სხეულზე ჰქონდა შემოწყობილი და არხეინად ძინავდა.თავი ისე ედო ჩემს მხარზე,რომ მისგან წამოსული თბილი სუნთქვა სასიამოვნოდ მეფინებოდა ყელზე,წამიერად სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,თვალები მივლულე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი,თუმცა უცებ დავბრუნდი რეალობაში და მთელი ძალით შევანჯღრიე _ ეი,მძინარე დრაკონო ჰმ_ თვალებგაუხელლად ამოიკრუსუნა _ შენ იცი რა ემართებათ ადამიანებს ვინც სხვის ტერიტორიაზე იჭრება? _ აბა სადაა სხვისი ტერიტორია?_ უკვე გამოფხიზლებულიყო და თვალს არ მაშორებდა,არც თავს,არც ხელს და საერთოდ არ მშორდებოდა. _ აი _ თავისუფალი ხელით ჩემი სხეული გადავზომე _ ჰოო? მე რატომღაც მახსოვს,რომ 15 აპრილს ეს ტერიტორია პირად საკუთრებად გავიფორმე და მას შემდეგ მისი კანონიერი მფლობელი ვარ,თუ სიტყვაზე არ მენდობით შემიძლია ამის იურიდიული მტკიცებულება წარმოგიდგინოთ_ როგორ მაშაყირებს _ უჩა,ხომ შემპირდი,მეც გამიგე,_ ლამის ტირილი დავიწყე,მიყვარდა უზომოდ მიყვარდა მაგრამ ჯერ ამისთვის არ ვიყავი მზად,,მითუმეტეს ასე რომ მეხებოდა ჭკუიდან მაყენებდა _ გეხუმრე ტკბილო გეხუმრე_ სიცილით მითხრა და ყელზე ხმაურით მაკოცა_ უბრალოდ ძილში უნებურად მოხდა და არა გამიზნულად _ მაპატიე_ თვალები ამიცრემლიანდა _ შენ მაპატიე რომ შემძლებოდა ამ წუთას საკუთარ თავს სილას გავაწნავდი იმისათვის რომ ვერ ვბედავდი ვყოფილიყავი მისი და მთელი არსებით მეგრძნო მისი სხეული და სითბო ……… _ სალამი ბატონო მერაბ_ მის ხმაში ირონია იგრძნობოდა მაღალი დოზით _ სალამი,სალამი,აღარ ველოდი თქვენს ზარს,ვიფიქრე ჩემი იდეა არ მოეწონათ და გადაიფიქრესთქო_ ისიც არანეკლები _ არა,არა რას ამბობთ,უბრალოდ მე და ჩემმა შვილებმა ვიფიქრეთ თქვენს შემოთავაზებაზე და გადავწყვიტეთ,რომ არაა ურიგო იდეა _ ძალიან კარგი და საიდან ვიწყებთ?_ ხმაში მოუთმენლობა დაეტყო _ სანდო წყაროდან გავიგეთ სად სწავლობს და ასევე მისი ტელეფონის ნომერი,ჯერ ტელეფონზე დავურეკავ და თუ ამან არ გაჭრა მერე პირადად ვნახავ,რაც შეეხება ჩვენს შეთანხმებას 50/50 სხვანაირად არ გამოვა _ მთავარია გამოვიდეს ბატონო ჯაბა და არც ეგეთი მეწვრილმანე ვარ _ კარგი შევთანხმდით,იმედია,როცა მეორედ დამირეკავთ კარგი ამბები გექნებათ ჩემთვის _ მეც ამის იმედი მაქვს ……. დილით ისე ვისაუზმეთ , ნანას ხმა არ ამოუღია აუცილებლის გარდა,არ მომწონდა ეს სიტუაცია,თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე,ვაწყენინე,ასე უკმეხათ არ უნდა მეპასუხა. ნელიმ 5 დღით შვებულება გვთხოვა მისი შვილი და შვილიშვილი დასასვენებლად მიდიოდნენ სურამში და მასაც მათთან უნდოდა ყოფნა,თუმცა სურდა ტყუპებიც წაეყვანა,უჩს თავიდან უარზე იყო მაგრამ პატარებს ისე უნდოდათ სულ მუჭისხელა ცრემლები ყარეს სანამ მამამისი არ დაითანხმეს,ასე რომ დილითვე გავაცილე ნელი ბავშვებით სურამში,უჩა სამსახურში,ხოლო ნანა თავისი ბიზნესის საქმეებზე.მე კი სასწავლებლისათვის დავიწყე მზადება.უკვე კარში გავდიოდი მობილურმა ,რომ დამირეკა. დავხედე ნომერი არ მეცნო,ტუჩები გაკვირვების ნიშნად დავბრიცე და მწვანე ნიშანს დავაჭირე თითი _ გისმენთ _ გამარჯობა _ გაგიმარჯოს,ვინ ბრძანდებით? _ რა იყო საკუთარ მამას ვერ სცნობ ?_ ამ სიტყვებზე ლამის გავიგუდე,ნერვიულობისაგან სუნთქვა შემეკრა,ხელები ამიცახცახდა,თვალები უაზროდ მოვატარე ოთახს მშველელის იმედად მაგრამ საუბედუროდ მარტო ვიყავი,ღრმად ჩავისუნქე და მიკნავებული ხმით ძლივს ამოვღერღე ორი სიტყვა _რა გინდა? _ აი ყველაზე სწორი და საინტერესო კითხვა,შენ როგორ ფიქრობ რა მენდომება? გავიგე ჩემი ქალიშვილი პატივდებულ და შეძლებულ მამაკაცზე დაქორწინებულა,ყოჩაღ,არც ისეთი შტერი და გომბიო ყოფილხარ როგორიც მეგონე,და თან ხეიბარიც,გამიკვირდა როგორ მოგიყვანა? თუმცა ეს სულ ფეხზე ,ხო რა მკითხე? რა მინდა არა? ოოოოო რა მინდა……. აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი გააჩნია შენ ქმარს და ამას შენ მომიტან_ ისე მშვიდად და ზიზღით ლაპარაკობდა მინდოდა ყელში ვწვდომოდი და დამეხრჩო _ გაგიჟდი?_ ლამის ვიღრიალე _ მე არა მაგრამ აი შენ კი გაგიჟდები თუ ამას არ გააკეთებ_ _ რატომ?_ უკვე თავს ვეღარ ვერეოდი და ვტიროდი _ იმიტომ,რომ შენს საყვარელ მეუღლეს ცხელი ტყვიით შუბლზე დიდი ნახვრეტი გაუჩნდება ……… P.s. ესეც ასე ჩემო კარგებო,ნუ მეტყვით რომ მოვლენები ნელა ვითარდება,მე მინდა მათი თითოეული გრძნობა და განცდა გადნოვცე და დაგანახოთ,ამას კი მიფუჩეჩებული გადარბენილი დღეებით ვერ გავაკეთებ. გაკოცეთ. მომდევნო თავი ხვალ ამ დროს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.