ვაკანსია სიყვარულით (9)
თოვდა და თოვდა,არემარე სულ გადათეთრებულიყო,ყველა ჟრიამულობდა და მხიარულობდა,ხვალ შობა თენდებოდა. მე მაღაზიიდან ვბრუნდებოდი,თოვლში ჩემს ნაკვალევს ვტოვებდი და უამრავ პროდუქტს მოვათრევდი. ხელის თითები მეყინებოდა და ვცდილობდი პალტოში უფრო და უფრო დამეფარა ისინი,ცოტა გამეთბო. დიდი წითელი ქუდი მეხურა, მუხლამდე ჩექმითა და დიდი შავი პალტოთი.. მოვარღვევდი და ვთელავდი თოვლის ნაკადს.. ახლა უკვე მეც ვახერხებდი მხედვლების დაძაბვით დამენახა ჩემი გაწითლებული გაყინული ცხვირის წვეტი. ცივ ზამთარში, შობა ყოველთვის მითბობდა გაყინულ გულს. კვლავ ასეთი შეგრძნება მეუფლებოდა. ჩემს მოსახვევში შევედი. ბავშვების ჟივილ-ხივილი, ციგები და წაქცეული თოვლის კაცი. ცოტა იდიოტურად ჩამეცინა და გზა განვაგრძე. ახლა მივხვდი რომ თითები საკმაოდ მტკენოდა, მძიმე პროდუქტისგან. აი ჩემი კორპუსიც გამოჩნდა იქვე ახლოს ხუთიოდე ავტომობილი და ორიოდე მეზობელს მივესალმე. სადარბაზოში შევაბიჯე და უცებ წელზე ვიღაცის ძლიერი მხრები მომელამუნა. ძალიან გავვოცდი და უნებურად ვიკივლე. -ერეკლე ვარ, აეეე . როცა თავი მოვაბრუნე, მისი თვალები ისევ შეხვდნენ ჩემს თვალებს... უბრალოდ გავოგნდი და ჩავეკარიი. მისი თვალები თოვლის ფონზე უფრო ღია მეჩვენა. მთელი ძალითა და გრძნობით ვეკვროდი, მთელი სხეულით ვგრძნობდი მის სითბოს, მთელი ძალით,მთელი სიყვარულით, კანკალამდე ვეკვროდი. როცა დაახლოებით 10წუთი გავიდა, ხელები მხრებზე დამადო და თვალებში ჩამხედა,თვალებს აქეთ-იქით ვაპარებდი.ნელ-ნელა ამიცრემლიანდა, ვცადე ცრემლები შეუმჩნეველი ყოფილიყო და წამწამების სწრაფი ხამხამი დავიწყე. -ტირი პატარაავ ? მითხრა სერიოზული ტონით და მოიღუშა. -არა,არაა. მითხარი როგორ ხარ ? -მონატრებულად, დიდი ხანი მეძინაა ? მის სახეს რამოდენიმე უმნიშვნელო შრამი აჩნდა, თუმცა მის ლამაზ ნაკვთებს ვერაფერი დაამახინჯებდა, ვერასდროს. -კი,ძალიან. ვუთხარი ღიმილით და კვლავ ჩემომცვივდა ცრემლები. თუმცა კარგად ვგრძნობდი გულის ცემას,მუცელში უცნაურ შეგრძნებებს,პეპლების ფრენას და დიდ სიხარულს.. -მელოდებოდი ? რა ხდება შენს ცხოვრებაში ? მკითხა კვლავ სიცილით. -ვთხოვდები. ახლა თვალი-თვალში ვეღარ გავუსწორე და კვლავ ავარიდე მზერა. -აბა რატო ჩამეხუტე? 5თვე არდამელოდეე ტოოო ? ძარღვები დაძაბა და ხმამაღლა მკვეთრად წარმოსთქვა. -მაპატიე. -რა უნდა გაპატიო ტოოო ? შენ სულ გადაირიე ? ვინაა საიდან გაჩითე ? დაგაძალეს ხო ? მისმინე იტოკში არ გათხოვდები. გაიგე შეენ ? იმიტომ რომ იძულებით, უსიყვარულოდ მხოლოდ სუსტი გოგონები დგავენ არასწორ ნაბიჯებს,შენ ზედმეტად დამოუკიდებელი ხარ და შენი აზრი გაგაჩნია, ჰო გახსოვს რა ძლიერი გოგო ხარ.ვაფშე მე გამომყევი რაა,სადმე გავიპაროთ. თქვა და კვლავ ჩაეღიმა. -ხვალ ნიშნობა მაქვს. ვუთხარი სევდანარევი ხმით. ახლა ხელები უფრო მჭიდროდ ჩამავლო. -არ გამიკეთებ მაგას! თვალები დამიბრიალა და ხელი გამიშვა. -მეტი რაგზაა, ყოველთვის მემახსოვრები. ვთქვი უიმედოდ და თავი დავხარე. -აუ ჩემი, ნუ მიყვები ზგაპრებს გთხოოვ ტოო. რა გემახსოვრები. ბევრი გზაა, მთავარი მონდომებაა. მე მართლა სერიოზულად ვფიქრობ შენზე, თუ გათხოვება და ქორწილია, ჩვენი იყოს. -არ გამოვა, იმედი მივეცი და თანხმობა. -აუ ვინაა ტოო ეგ არაკაციი?!! დაიბღვირა და დაიღრიალა -შემეშვი რა წავედი!! მანქანაში ჩაჯდა და უკან მოუხედავად გავარდა. დიდხანს ვიდექი იმ ადგილას გაოცებული ვუმზერდი თოვლის ნაკადს და ერეკლეს სიტყვებს ვიაზრებდი, ბოლოს სიცივემ თავისი გაიტანა და სახლში ავედი.. ძალიან შემცივდა, თავს ახლა ბევრად უფრო ცუდად ვგრძნობდი ვიდრე მის გამოჩენამდე,სულ მაკანკალებდა. შევვარდი და ავქვითინდი, მერე მივხვდი რომ ყველაფერი უაზრო იყო,ყველაფერი რაც უსიყვარულოდ ხდებოდა. ნიშნობის სამზადისი ჩვენთანაც დიდი იყო, ერთ ამბავში იყვნენ მშობელ-ნათესავები. ნამტირალევი სახე სარკისკენ მივაბრუნე და ჩავფიქრდი. ოთახში ლუკა შემოვარდა. -მარია, წამოდი კანფეტი გაჭამო. ხმა არ ამომიღია, იძულებით გავუღიმე და მზერა ავარიდე. -ნიშნობა რა არის ? მკითხა ინტერესით. -ლუკ, ეს ორი ადამიანის თანაცხოვრების და ბედნიერების პერსპექტივაა. ვუთხარი და მწარედ ჩამეცინა. -მაგიტო ტირი ? არ გინდა სხვასთან იცხოვრო ? ჩემთან გინდა ქოო ? -არა სიხარულოო არ ვტირიი. უცებ ოთახში ჩემი ლოთი მამა შემობარბაცდა,ახლა მივხვდი როგორ მირევდა გულს ეს ყველაფერი. ნასვამმა მზერა მომაბყრო და ძლივს ამოღერღა: -რაარის გოგოო ტირიხარ ? -არა ვთქვი მკაცრად. უცბად ლუკაჩომ დაიჭექა: -ჩემთან უნდა, შენ კიდე აგდებ, ვერ გააგდებ გაიგეე ? -შენ დაეტიე ლაწირაკო სადაც ხარ!! -არ დავეტევი. არ გააგდო გაიგეე ? უცებ ლუკას ტირილი მომესმა, გავიგე სილის მხვეთრი ხმა, თვალი მოვავლე ძირს დაგდებულ ლუკას და მიივვარდი. დედა შემოვარდა და უცნაურად შემოგვხედა.მე ლუკას ჩავეხუტე და მოვეფერეე. მალე დედაც გავიდა და მე და ლუკა მარტოები დავრჩით.. -ლუკკ გეტკინაა ? -არაა მითხრა გაჯიუტებულმა და წარბები შემიკრა. -ლუკ თუ არ გავთხოვდი წამოხვალ ჩემთან ერთაად კარგ ბიძიასთაან ? ვუთხარი დიდიი ინტერესით. -მცეემს ? -არაა ძვირფასო. - მაშინ წამოვალლ . მითხრა და კიდევ დიდხანს მეხუტებოდა.... ----------------------------- შეაფასეთ ძალიან გთხოვთ !! ♥ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.