ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 13
-ლაშა ეს რა არის?-ვკითხე ათთრთოლებული ხმით და ზურგს უკან დამალული შპრიცის დანახვაზე გული გამიჩერდა,ლაშა დანაშაულზე წასწრებულივით თავჩაღუნული იდგა,გული ამომიჯდა.რა ხდება?ნუთუ ლაშა...არა წარმოდგენაც მზარავდა,გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილზე და ლაშასგან პასუხს ველოდი.-არაფერი ემი-მომიგო მშვიდად და შპრიცი მაგიდაზე დადო,ჩემსკენ წამოვიდა და ხელები მომხვია. -გამიშვი-გავიბრძოლე მაგრამ ხელი ვერ გავითავისუფლე.-პასუხი გამეცი ლაშა! -ახლა მაგის დრო არაა ემილი,გთხოვ... მთავარია ჩემთან ხარ,მოხვედი.-განაგრძობდა სუნთქვა აჩქარებული და სახეს მიკოცნიდა.-გამიშვი-მეთქი,არ გესმის?თორემ ისე წავალ,როგორც მოვედი!-კატეგორიული ხმით ვუთხარი და მანაც ხელი გამიშვა,განზე გადგა და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო.თვალები ამღვრეული და ჩაწითლებული ჰქონდა,შემეშინდა არ ვიცი,რატომ მაგრამ შემეშინდა.ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში,გული მომეწურა,რა გამოდის, რად უნდოდა ლაშას შპრიცი,რატომ არ იღებს ხმას?ნარკომანია,წამალს იკეთებს?არა არ მჯერა,ამას ვერ დავიჯერებ,ლაშა ასეთი არ არის?წარმოუდგენელია!ვითომ რატომ ემილი,რა იცი რომ ასეთი არაა?განა რა იცი ლაშაზე?საერთოდ თუ იცნობ?მის ცხოვრებაზე,მის წარსულზე რა იცი ემი!?არც არაფერი!გული მომივიდა,გავბრაზდი ლაშაზე მაგრამ უფრო მეტად ჩემს თავზე. სულელო!მეტის ღირსი ხარ!როგორ შეიყვარე ადამიანი რომელსაც საერთოდ არ იცნობ?რაო ლაშამ რა მითხრა?ვიცავდიო?ადამიანის დაჭრისთვის ასამართლებდნენოოო?გონებაში მცხეთა და იქ ჩემი ძმის ნათქვამი სიტყვები წამომიტივტივდა.ემილი სულელი ხარ,გავბრაზდი და ცრემლებს ვიწმენდდი გულმოსული.ლაშას შევხედე,ორივე ხელით მაგიდას დაყრდნობოდა,მძიმედ სუნთქავდა,გაფითრებული იყო,სახეზე ცივი ოფლი ასხავდა.შებარბაცდა-ლაშა,კარგად ხარ?ლაშა..ძლივს შევაშველე ხელი და დივანთან მივიყვანე. -წყალი ემი -ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა,მე სამზარეულოში გავიქეცი,სადაა ჭიქა?როგორც იქნა ვიპოვე,წყლით ავავსე და მივუტანე,უცებ გამოცალა,თვალებით მანიშნა კიდევო,მეც მეორე მივურბეინე,ისიც დალია, მერე ბარბაცით აბაზანისკენ წავიდა,მეც უკან მივყევი-წადი. -არა შემოგყვები,ცუდად ხარ. -ემილი წადი.-ამოიოხრა და ადგილიდან რომ არ დავიძარი,შემომყვირა-წადი-მეთქი,წადი.-გული ყელში მომებჯინა,უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა ყელში და მეგონა დამახრჩობდა,ნელ-ნელა მოვბრუნდი და წამოვედი.გაბრუებული ვიყავი და ინერციით მივდიოდი,ასე გადავჭერი ქუჩა და სახლში შევედი.საწოლზე მივეგდე,ოთხად მოვიკეცე და ავღრიალდი.მთელი სხეულით ვცახცახებდი,მტკიოდა,ვერ წარმომედგინა,რომ ლაშა ასე მომექცა.აი უკვე მეორე იმედგაცრუება მამაკაცისგან,კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი.დავიღალე ტირილისგან,ხმაც აღარ მქონდა,თითქოს დავცარიელდი,გამოვიფიტე,ვიწექი და ერთ ადგილს მივშტერებოდი.მთელი ღამე არ მძინებია,უკვე დილით ჩამეძინა და რამდენ ხანს მეძინა არც ვიცი.ძილიდან ზარის ხმამ გამომიყვანა,თვალი გავახილე,უკვე ბნელოდა.ადგილიდან არ დავძრულვარ,ისევერთ წერტილს მივშტერებოდი.ოთახში ბნელოდა,მაგრამ სინათლის ანთება არც მიცდია.დიდხანს რეკავდნენ ზარს,მერე ბრახუნი ატყდა,არც ამჯერად ავმდგარვარ,მერე ტელეფონმა დარეკა,არ მიპასუხია,მერე კიდევ დარეკა,მე ისევ ისე ვიწექი.ბოლოს სრული სიჩუმე გამეფდა.. ტანი ძლივს ავწიე,აბაზანაში შევედი,იქიდან პირდაპირ სამზარეულოში გავლასლასდი,არ მშიოდა,უბრალოდ ყავა მომინდა,სინათლე არ ამინთია,ისე ჩავრთე მადუღარა,სიბნელეში ძლივს მოვძებნე ფინჯანი და შიგ ერთი კოვზი ჩავყარე,მერე წყალი დავასხი და ჩემს ოთახში გავედი,კიდევ კარგი ფანჯარაზე ფარდა იყო გაფარებული.ისევ სიბნელეში ვიჯექი საწოლზე,არ ვტიროდი უბრალოდ გათიშული ვიყავი,როდის როდის გამახსენდა ყავა.მოვსვი და ისევ მივესვენე ბალიშზე,ტელეფონმა დარეკა,ნელა გადავბრუნდი და დავხედე,დედაჩემი.გამახსენდა,რომ ელენემ არ იცოდა,რომ ჩამოვედი,კარგია.გავუთიშე და მივწერე,რომ კარგად ვარ.არ მქონდა არავის თავი,მით უფრო დედაჩემის. ლეპტოპი ავიღე და პირველად გამახსენდა ლაშას მოძებნა სოციალურ ქსელში.მაშინვე ამომიგდო,გამახსენდა სადღაც წაკითხული ფრაზა,ადამიანის ცხოვრებაზე და შინაგან სამყროზე,შეიძლება მისი პირადი გვერდით იმსჯელოო...თვალიერებას შევუდექი.უმეტეს სურათებში მეგობრებთან ერთად იყო,კარგია ბევრი მეგობარი ჰყოლია,თითქმის ყველგან სერიოზული სევდიანი სახით იყო,მხოლოდ ორი სურათი ვნახე სადაც იღიმოდა და ორივეგან ვიღაც გოგოსთან ერთად იყო,სურათი ორი წლის წინ იყო გადაღებული,მაგრამ გული მაინც ჩამეწვა.ლამაზი გოგო იყო.ვუყურებდი სურათს და გამახსენდა რომ ლაშა იშვიათად იღიმებოდა,ერთხელ სოფელში ვნახე მისი ღიმილი და მეორედ როცა პირველად მაკოცა.ზუსტად ასეთი ღიმილი,ამ სურათებში რომ აქვს,სუნთქვა შემეკვარა,ვინაა ეს გოგო ნეტა?მონიშნული არ იყო,რომ გამეგო ვინ იყო.სასწრაფოდ გამოვედი ქსელიდან და ტელეფონს დავწვდი,ლაშას ნარეკები ვნახე,მაგდას, კატოს და თემოსაც კი დაურეკიათ,აქედან დასკვნა,ყველამ გაიგო რაც მოხდა.მესიჯები გავხსენი.კატო მწერდა,სად ხარ მიპასუხე,ვნერვიულობო,მაგდასაც იგივე რამ ჰქონდა მოწერილი,ნათიას მესიჯი,რომ ვნახე გამიკვირდა,გავხსენი.ნიკა ამ საღამოს ისევ ლონდონში ბრუნდება და თუ კიდევ გიყვარს გთხოვ არ გაუშვაო.ჯანდაბა ნათია,როგორ შეგიძლია,რომ ასეთი რამ მთხოვო,ნერვები მომეშალა. ლაშაზე ფიქრები ვერაფრით მოვიშორე,მეტი აღარ შემეძლო,ვიფიქრე ფილმს ჩავრთავ და გულს გადავაყოლებთქო.მთელი ღამე გავათენე მელოდრამების ყურებაში,თან ისეთი ფილმები იყო,ვტიროდი,უფრო ჩემს თავზე,ვიდრე ფილმზე. ასე ტირილში გავატარე კიდევ ორი დღე, საჭმელს თითქმის არ ვეკარებოდი,ვიწექი და უაზროდ ჭერს მივშტერებოდი,ან ბალიშში თავჩაგრული ვსლუკუნებდი.ტელეფონიც უკვე ორი დღე იყო გამორთული მქონდა,ფეისბუქზეც არ შევდიოდი,ვტიროდი და ფილმებს ვუყურებდი.მთლიანად გამოვიფიტე,ტირილისგან თვალები ჩაწითლებული მქონდა,სიბნელეში ვიწექი,ან აბაზანაში ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი.ძალიან დავსუსტდი,ვგრძნობდი,რომ მალე გონებას დავკარგავდი,სიგარეტი მომინდა,სადღაც უნდა მქონდეს ემი,მიდი იპოვე,მიდი.ნიკას გამო დეპრესია,რომ მქონდა სიგარეტის მოწევა დავიწყე,მაგრამ მერე დავანებე,ვეძებდი კარადში ვიპოვე,ჩემს დღიურთან ერთად,გადავშალე და სიგარეტს მოვუკიდე ღრმა ნაფაზი დავარტყი და კბამლთან ერთად ტკივილის კვნესა გამოვუშვი.ვეწეოდი და ვწერდი,ვწერდი და ვეწეოდი. უკვე ერთი კვირაა არ გავსულვარ გარეთ.მთელი ოთახი სიგარეტის კვამლით იყო სავსე,უკვე სუნთქვა მიჭირდა,ფანჯრებს კი ჯიუტად არ ვაღებდი,იჭმელობამ და მოწევამ სულ გამომფიტა.უკვე ბოლო ღერი ამოვიღე,მოვუკიდე და პირში ჩადებისთანავე გული ამერია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.