საშიში გრძნობა ''სიყვარული'' (დასასრული)
-ესეიგი დედაშენიც იმ ექიმთან დადის ვისთანაც მე? -ჰო , კარგა ხანია. მეგობრობენ თან და ... -იმ დღეს შეგატყვე ,რომ არ გაქვს მასთან ახლო ურთიერთობა. სულ რამდენიმე წინადადება წარმოთქვი და ყოველი მათგანი უარყოფისკკენ იყო მოწოდებული -საერთოდ არ მაქვს არავისთან ახლო ურთიერთობა მით უფრო დედაჩემთან. თითქოს სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. ის არ ერევა ჩემს ცხოვრებაში ისევე ,როგორც მე მისაში. -ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი დედაჩემია. მას ყველაზე მეტად ესმის ჩემი ,მაგრამ სამწუხაროდ ახლა შორსაა... ნუ არც ისე შორს მაგრამ ასე სჯობს. -რატომ ცხოვრობს აგარაკზე? -დაინტერესდი ? -ჰო ,ჩვენ ხომ დღეს გულახდილობის საღამო გვაქვს. გპირდები არ გავიკვირვებ და არც განგსჯი. შენ ხომ არ განმსჯი იმის გამო ,რომ ასეთი აუტანელი ვარ -იქნებ შენ გგონია ,რომ აუტანელი ხარ_ სასმელი მოსვა ბიჭმა და თვალი გაუსწორა. -და მაინც რატომ ? -უსიამოვნო რაღაც შემემთხვა დედაჩემთან. -და მაგას მიმალავდი? ყოველ ჯერზე ,როცა სასწაული ხდება და დედაჩემს ვხედავ უსიამოვნება კი არა კატასტროფა ხდება ჩვენს შორის... კატასტროფა იმაში მდგომარეობს ,რომ ჩვენ უბრალოდ არ ვსაუბრობთ. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა როგორიც დედა-შვილს უნდა ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთს ვაიგნორებთ ... -მე მას გავარტყი ... -რაა? _ თვალები დაქაჩა ქრისტინემ... -გავარტყი აფექტის ნიადაგზე ... არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ,მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის ... მე გავუშვი აქედან. სიმართლე გითხრა მაშინ ჩემი მდგომარეობა გაცილებით უკონტროლო იყო. ახლა ბევრად უკეთ ვარ ,მაგრამ ასე მირჩევნია. -ჰოო, რთული ამბავია ... სიმართლე გითხრა მე არ გამირტყამს დედაჩემისთვის თუმცა ... მაინც ვგავართ ერთმანეთს -დიდი ხანია არ ვსტუმრებივარ. რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა ,მაგრამ უარი ვუთხარი. არც ვიცი რატომ ... -უნდა წახვიდე და ნახო. -წავალ ,როგორც კი მოვიცლი. დაგიჯერებ რადგან ასეთი კარგი მოსაუბრე ხარ . -ახლავე წადი. -ვერ წავალ. -რატომ ? -იმიტომ ,რომ სტუმარი მყავს. -ჯანდაბა, ეს იმას ნიშნავს ,რომ ჩემი წასვლის დროა. ისედაც გამიგრძელდა სტუმრობა. _ ფეხზე წამობანცალდა ქრისტინე და ქურთუკი მხარზე გადაიკიდა. აშკარად მოკიდებოდა სასმელი. -კარგი რა. შემიძლია ხვალ წავიდე, ზეგ წავიდე. -გადადებული საქმე არ გაკეთებული საქმეა. დაუჯერე ექსპერტს. -დღეს ვერ წავალ. მასთან შესახვედრად მზად არ ვარ. -ყოველთვის ხარ. უბრალოდ გგონია, რომ რაღაცაში დამნაშავე ხარ. იქნებ მეც ვარ დამნაშავე ჩემსა და დედაჩემის ურთიერთობაში. არ მომბაძო რადგან ყოველმხრივ ცუდი მაგალითი ვარ -კარგი წავალ , ოღონდ ერთი პირობით... -აააა უკვე პირობებსაც მიყენებ? კარგი მითხარი ... -შენც წამოდი. -გაგიჟდი? დედაჩემს რა ვუთხრა? -სიმართლე, რომ მეგობარს მიჰყვები აგარაკზე. -არ ჰგავს ჩემს საქციელს. არც ისე ბევრი მეგობარი მყავს -არ მგონია ტყუილის თქმა გაგიჭირდეს. -მატყუარა არ ვარ , ცოტათი ვარ ... გამოუალ მდგომარეობაში -ახლაც გამოუალ მდგომარეობაში ხარ. უშენოდ არ წავალ. -ისევ მაშანტაჟებ ... -სულაც არა უბრალოდ აქ ერთადერთი ხარ ვისაც ვიცნობ და ვისთანაც ვმეგობრობ...თუ ჯერ მხამაღალი ნათქვამია? -არ არის ხმამაღალი ნათქვამი. მგონი უკვე მეგობრები ვართ. ამდენი რამ იმათთვისაც არ მომიყოლია ვისაც წლებია ვიცნობ. ახლა დედაჩემს მივწერ და თუ არ დარეკა გაგიჟებულმა ესეიგი მოვდივარ. ქრისტინემ ტექსტური შეტყობინება წამებში დაწერა და გაგზავნა. -ახლა დაველოდოთ თუ ხუთ წუთში არ მომწერა ან დამირეკა ეს იმას ნიშნავს ,რომ მშვიდად მიიღო. -ხუთი წუთი _ საათზე დაიხედა კახამ -ვაიმე შენ ,რომ დალიე? რომ გაგაჩერონ ? -წესებს არ დავარღვევ, ღვედს გადავიკრავ და ... და მუსიკას არ ჩავრთავ ... და თუ მაინც გამაჩერებენ ჯარიმას გადავიხდი და ეგაა. -იცოდე სიჩქარის მეშინია ... -ლედი მოდი აქ ... _დაუყვირა კახამ ძაღლს და კისერზე შებმულ მსხვილ ვერცხლისფერ ჯაჭვზე რემენი შეაბა. -ლედიც მოგყავს? -ჰო აბა აქ მარტო ხომ არ დავტოვებ? სხვათაშორის ხუთი წუთი უკვე გავიდა. ქრისტინემ ქურთუკი ,რომელიც მხარზე ჰქონდა გადაკიდებული სწრაფად მოიცვა და კაშნე გგაიკეთა. კახა ძაღლს ვეღარ აკავებდა. აშკარად არ სიამოვნებდა დაბმული მდგომარეობა. გოგონამ კიბეები ჩაირბინა და ორივეს უკან მიჰყვა. კახამ თავის შავ მანქანას ჩაუარა. -სად მიდიხარ? _ გაუკვირდა -დღეს ყვითლით წავალთ -ჰო ,მაგრამ შენ ხომ მას არასდროს ატარებდი აქამდე? -შენ ხომ გინდა ,რომ გავატარო? ჰოდა რადგან მომყვები მეც მინდა რაღაც გავაკეთო შენთვის. დაჯექი წინ. ლედი უკან სავარძელზეც თანახმა იქნება ქრისტინე გაიქცა და უკან სავარძელზე ჩახტა. კახამ მანქანა დაძრა და სწრაფად გადაიყვანა ქუჩაში. ციოდა ,მაგრამ გამათბობელი ჩართეს და მალე სუსხი საერთოდ აღარ იგრძნობოდა. -შორსაა? -არც ისე ერთი საათიც არ მოვუნდებით. თან გვიანია უკვე და გზები თავისუფალია. -კარგია. აი დედამ მომწერა -რაო? -კარგი მაგრამ ხვალ არ დააგვიანო ჩამოსვლაო. სამსახურში რაღაც კორპორაციული მაქვს და უნდა წამომყვეო. ჯანდაბა ვერ ვიტან ამ იდიოტურ კორპორაციულებს. რას დამათრევს ეს ქალი კაი ექსპონატივით? -არ გიყვარს წვეულებები? -ისეთები არა დედაჩემი ,რომ დადის. იცი მაგენი წვეულებას რას ეძახიან? ერთი ჭიკა შამპანიურით ,რომ დაგათენდება და რაღაც უაზრობებს ასჯერ ,რომ განიხილავენ -აღარც მახსოვს ბოლოს წვეულებაზე როდის ვიყავი -ჩემი მეგობრები რომ გამართავენ წაგიყვან. დამპირდი ,რომ წამყვები... -გპირდები. -ისე იმ დღეს ტელეფონი ,რომ არ დამვარდნოდა ჩემთან როდესმე მოხვიდოდი და გამიცნობდი? -არა, არც შენ და არც არავის... -ესეიგი კარგია ,რომ დავკარგე. ცუდშიცაა რაღაც დადებითი ... -შენ ჩემი გაცნობა დადებითი გგონია? -რატომაც არა. ახლა მეგობარი მყავს ,რომელთანაც მისვლა შემიძლია. -ნეტა ისეთი იდეალური ვიყო ,რომ მაგის თქმა უშიშრად შეგეძლოს -იდეალური ადამიანები არ არსებობენ. არც მე ვარ იდეალური. არც არავინ დედამიწაზე... არც შენ ხარ ვალდებული იდეალური იყო. -სად ვიპოვეთ ერთმანეთი ასე ერთნაირებმა. -ნამდვილად არსებობს რაღაც ხო? -გადაიხარხარა ქრისტინემ და კახაც აჰყვა. ასე საუბარში დრო სწრაფად გავიდა. ისე ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე არც კი გაუგიათ. კახამ ჭიშკართან მიასიგნალა და ცოტახანში ვიღაც კაცმა გაუღო. ბიჭმა თავი დაუქნია რაც მისალმებას ნიშნავდა. კახამ მანქანის კარი გაუღო ქრისტინეს და გადმოსვლაში დაეხმარა. წინ ფანჯრებთან შუქი აინთო და ვიღაც ქალმა კარი გამოაღო. ქრისტინემ ,რომ დაინახა რაღაცით დედამის ჰგავდა. კარგად მოვლილი და შენახული. დახვეწილი გარეგნობის ქალი იყო. ტანმორჩილი და კოხტა. ქერა თმები მოკლედ შეეჭრა. -კახა შენ ხარ თუ მელანდება საყვარელო?_ ხელები პირზე აიფარა და ბიჭისკენ გამოქანდა - გამარჯობა დედა_სახე გაუნათდა მასაც და ქალი ლამის ხელში აიყვანა. -მოდი შემოდი შვილო. ისე ცივა გარეთ. თაან ვხედავ სტუმარი გვყავს. -დედა ეს ქრისტინეა ჩემი მეგობარი_ გააცნო სახლში შესვლისთანავე და თან ქურთუკები იქვე კარებთან ჩამოკიდა. -სასიამოვნოოა. მიხარია თქვენი ნახვა. კახა არასდროს მინახავს მეგობართან ერთად. სასწაულია _ გაუღიმა ქალმა და ქრისტინეს ხელი მოხვია. აშკარად სასტუმრო ოთახისკენ უბიძგებდა._ვახშმობას ვაპირებდი, ვთხოვ ორი თეფში კიდევ დაამატონ_ თან მსახურს გასძახა . ორივე აქეთ-იქედან მოუსხდა მაგიდას. გემრიელად გამოიყურებოდა ახლადშემწვარი ხორცი და კიდევ რამდენიმენაირი კერძი. -დედა მომიყევი როგორ ხარ? -აქ კარგად ვარ შვილო. ხომ იცი მიყვარს ეს ადგილი. შენ როგორ მოიფიქრე აქ ჩამოსვლა? თუმცა ალბათ ცუდი კითხვაა ... _შეეშინდა ქალს , ალბათ გაიფიქრა არ გაბრაზდესო და სწრაფად გადააკეთა სათქმელი. მის და გასაკვირად შვილმა ყველაფერი ჩვეულებრივად მიიღო. -ყველაფერი რიგზეა დედა. აქ ჩამოსვლაზე ქრისტინემ დამითანხმა. არ მოვდიოდი ,მაგრამ თავადაც წამომყვა და ხათრი ვერ გავუტეხე. -გმადლობთ _ ხელი ხელზე დაადო ქალმა გოგონას -მასაც უნდოდა, მე უბრალოდ დავეხმარე დროის გადაწყვეტაში. -ეს ძალიან ბევრს ნიშნავს_ დასძინა ქალმა -ისეთი არაფერი გამიკეთებია ქალბატონო ... -ნესტანი დამიძახეთ , თქვენ იმაზე მეტი გააკეთეთ ვიდრე წარმოგიდგენიათ. -დედა იცი? ქრისტინეს დედა მართაც იმ ფსიქოლოგთან დადის სადაც მე -დედათქვენსაც პრობლემები აქვს? _შეშფოთდა ქალი -არა, თავისი ახირებაა ... ასე ჰგონია ცხოვრებას იმარტივებს. სინამდვილეში არაფერი სჭირს...ფეხის ხმასაა აყოლილი ... -კარგია ,რომ ჯანმრთელია ... -მოდით სხვა თემაზე ვისაუბროთ _თქვა ქრისტინემ -შესანიშნავი იდეაა_დაამატა კახამ. -თქვენ აქ იყავით მე წავალ და თქვენთვის ოთახებს მოვამზადებ. ისაუბრეთ და აივანზე გადით ... აქაურობა ძალიან ლამაზია ღამით _ გაიღიმა ნესტანიმ და მაგიდიდან ადგა. -არ დავათვალიეროთ შენი ეზო ? -წამოდი აივანზე გავიდეთ. ოღონდ ქურთუკი მოიცვი თორემ აქ ძალიან ცივა. ქრისტინემ მაგრად შეიკრა ზედა და აბუზული გავიდა აივანზე. -რა ლამაზია ეზოს ლამპიონები. -მამაჩემის გაკეთებულია ყველაფერი რასაც აქ ხედავ. ეს სახლის მამას პროექტია -არქიტექტორი იყო? -ჰო, თანაც ძალიან კარგი -მამაჩემიც , ერთ -ერთი მშენებლობის დროს დაიღუპა. ხარაჩო ჩამოინგრა და ... -ვწუხვარ _ხელი მოხვია კახამ -ჰო ,მაშინ ცხრის ვიყავი. წესიერად არც მახსოვს. -ქრისტინე.... -ჰო ... -გჯერა ,რომ ბედისწერა ახვედრებს ერთმანეთს ადამიანებს? -არც კი ვიცი , არ ვიცი მჯერა თუ არა ბედისწერის. -მე მჯერა. მჯერა რომ ადამიანები ტყუილ უბრალლოდ არ ხვდებიან ერთმანეთს. -არ გითქვამს ,რომ ცრუმორწმუნე ხარ. -მე მჯერა ,რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაცის გამო შევხვდით. -რის გამო? -იმის გამო ,რომ ერთმანეთისთვის ხელი ჩაგვეკიდა. -მითხარი ,რომ ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნები კახა? -ყოველთვის ,მაგრამ თუ როდესმე რამეს დაგიშავებ და ჩემგან წახვალ... -არ დამიშავებ. შენ მონსტრი არ ხარ. შენ კარგი ადამიანი ხარ. მთავარია ეს ირწმუნო. თუ ბედისწერის გჯერა ირწმუნე ,რომ ის რაც წლების წინ მოხდა ისიც შენი ბედისწერა იყო. თავი დამნაშავედ აღარ იგრძნო და ყველაფერი კარგად იქნება -არ გინდა ჩემი ფსიქოლოგი დღეიდან შენ იყო? _ გაიცინა კახამ დათმაზე აკოცა -უკეთ გამომდის? -ბევრად. -მართლა? -დაგიმტკიცო? -როგორ უნდა დამიმტკიცო? -ხვალ თბილისში ,რომ დავბრუნდები დედასაც თან წავიყვან. მარტო არ უნდა ცხოვრობდეს. უსამართლობაა... უსამართლობაა ის ,როგორც მე ვიქცევი ... -ამას მართლა გააკეთებ? -კი, შენ მიმახვედრე ,რომ ასე უნდა მოვიქცე. დღეს დედაჩემს ,რომ შევხედე ისეთი მარტოსული ჩანდა. ისეთი მიტოვებული. სწორედ ამის დანახვის მეშინოდა მის თვალებში და ამიტომაც არ მოვდიოდი ...ვერ მოვდიოდი ... შენ მომიყვანე და დამანახე ...სიმართლე დამანახე. შენ დმანახე ის რაც წლების მანძილზე ვერავინ დამანახა. დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მის გარდა არავინ მყავს...ის კი სულ მარტოა. -გული ისე ამიჩუყდა მზად ვარ დედაჩემზეც იგივე ვთქვა. აქ რომ მყავდეს მეც იგივეს ვეტყოდი ... -ეტყვი ,როდესაც დავბრუნდებით უკან და მერე ხომ გამაცნობ ? -ვნახოთ. -შენი ხათრით რამდენი რამ გავაკეთე უმადურო. შენ კი დედაშენის გაცნობაზე მეუბნები უარს? -კარგი გპირდები ,როგორც კი სახლში გამოვიჭერ გაგაცნობ -ჩემი შენდამი გრძნობები მაშინებს , საერთოდ ყველა გრძნობა მაშინებს რაც ვინმესთან მაკავშირებს ,მაგრამ ძალიან მიყვარხარ. თუნდაც ძალიან საშიში იყოს ეს ყოველივე მე მაინც ძალიან შემყვარდი ამ რამდენიმე დღის მანძილზე. მიყვარხარ როგორც მეგობარი, საყვარელი ადამიანი და მეშინია იმის ,რომ რამეს დაგიშავებ. ჯერ ისევ მეშინია ,მაგრამ მინდა ჩემს გვერდით იყო ...როგორც ჩემი და ... გპირდები სანამ ცოცხალი ვიქნები შენ ჩემი და იქნები. ვერასდროს გადაგიხდი იმ სიკეთეს რაც ჩემთვის გააკეთე. -მიყვარს საშიში, სახიფათო გრძნობები ...სიმარტივე არ მხიბლავს. თანახმა ვარ ... თუმცა მე არ გირჩევდი ჩემნაირ დაზე შენი ნებით გეთქა თანხმობა. აუტანელი ვარ ... -არც მე ვარ ასატანი . წამოდი სახლში შევიდეთ თორემ აქ გაცივდები_ ხელზე მოქაჩა კახამ. -მანამდე ჩაგეხუტები. _კისერზე მოეხვია ქრისტინე და ლოყაზე აკოცა. VVV ნესტანიმ საწოლი ზედა სართულზე გაუშალა ქრისტინეს. გოგონა ბუხრის კიაფმა ისე გააბრუა წამებში ჩაეძინა. საწოლი ისე თბილი იყო ნებივრობდა შიგნით. ალბათ მტელი ცხოვრება არ გამეღვიძებაო ასე ფიქრობდა სანამ სიფხიზლე გააჩნდა. შუაღამის სამი საათი იქნებოდა კახამ ფრთხილად ,რომ შემოაღო კარი. ტუმბოზე სანათი ენთო. გოგონას დახედა და ჩუმად დაუძახა, მაგრამ არ გამოეპასუხა. -ჩემი და ხარ._ თმაზე ხელი გადაუსვა და ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. _არადა გაცილებით მეტი ხარ ვიდრე ჩემი და მაგრამ ამას ვერასდროს გეტყვი ,რადგან ისევე წახვალ ჩემგან როგორც კოტიკოსგან წახვედი. როგორ ამბობ? სექსი აფუჭებს ყველაფერრსო. სექსი ანადგურებს ურთიერთობებსო ... ვიცი ,რომ წახვალ თუ გაიგებ ...უბრალოდ ვიცი _ისევ გადაუსვა თმაზე ხელი. გოგონა შეიშმუშნა ,მაგრამ არ გაღვიძებია. მხოლოდ გვერდი იცვალა_ დღეს ამის სათქმელად მოვედი ,მაგრამ გძინავს. ერთხელ მოვიკრიბე გამბედაობა და იმ ბედისწერამ ,რომლისაც ასე მჯერა დაძინებული დამახვედრა შენი თავი. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. ვიცი ,რომ ამის თქმას ვეღარასდროს გავბედავ. კახამ ლოყაზე აკოცა და კარი ფრთხილად გამოიხურა. ოთახში ყველაფერი ისე დარჩა თითქოს იქ არავის გაევლო. _________ მიყვარხართ ყველანი მგონი ბევრს არც მოგეწონათ, მაგრამ მე მიყვარს ჩემი ეს მოთხრობა. იმედია მოგეწონებათ და სწორად გაიგებთ დასასრულს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.