შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმები. თავი 1


23-10-2015, 11:53
ავტორი Peke--
ნანახია 2 392

ამ საღამოსაც,როგორც გუშინ ან გუშინწინ, ან თუნდაც იმის წინ ისევ წვიმს...
„რა შეცვალა დღევანდელმა დღემ? არაფერი. კიდევ ერთხელ ჩავიცვით და გავიხადეთ ტანსაცმელი, ტკივილები კი ზედ გვახმება, ვერ შევიხსენით მაჯებზე,ყელზე... დავდივარ ქუჩაში და ვფიქრობ: გუშინ წვიმდა... დღესაც წვიმს და ხვალაც იწვიმებს... და გზა თავისით მიდის სახლამდე. -წარმოვთქვი წესისამებრ ჩემი სახლში მიმავალი,ყოველი საღამოსეული წინადადება და სახლში შევედი.
მას შემდეგ რაც სკოლა დავამთავრე და სრული გრანტით უფასოზე მოვხვდი სოფელში მამიდის სახლი დავტოვე და თბილისში გადმოვედი მშობლების სახლში, მუშაობა დაქალის დედის რესტორანში მიმტანად დავიწყე ,1კვირაა რაც აქეთ ვარ და ვფიქრობ უნდა შემიყვარდეს ან უნდა მივეჩვიო აქაურობას, თუმცა როდესაც დედა და მამა დაიღუპა ავარიის შედეგად და მამიდამ თავისთან წამიყვანა ამდენი წელი მაინც ვერ შევეგუე იქაურობას,მაგრამ იმედი მაქვს ვიპოვი ჩემს ადგილს ამ ცხოვრებაში.
სწავლა რადგან ჯერ არ დაწყებულა ყოველდღე ვმუშაობ, დილით,8ზე რესტორანში ვიყავი სახლში კი 10ზე ვბრუნდებოდი.
-რა კარგია ჩემო გოგო რომ მოხვედი (ლიაკო/რესტორნის მეპატრონე)
-გამორჯობა ლიაკო, როგორ ხარ?(მე)
-კარგად ჩემო ლამაზო, შენ? შენი მსუნაგი დაქალი უკვე აქაა და სამზარეულოშია შემძვრალი(ლიაკო) ორივეს გულიანად გაგვეცინა, თაკოს ძალიან უყვარს ეს რესტორანი და განსაკუთრებით მისი სამზარეულო, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ჩხირია
-არამიშავს ლიაკო (მე) ლიაკოს გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავედი
-ვაიმეეეე პრინცესა მობრძანდებააა, გამოატარეთ მისის უდიდებულესობაა (თაკო) გამოტენილი პირით გამოიქცა და ჩამეხუტა
-კაი თაკო გეყოფა კლიენტებს რაღა მივუტანო, გაიყვანეთ დაცვა ეს თორე გააკოტრა რესტორანი (მე) ორივეს გაგვეცინა და თაკომ უცებ სერიოზული სახე მიიღო
-გოგო ისე შენ არგინდა მანქანა რომ იყიდო?(თაკო)
-აჰაჰააა, რა მანქანა გოგო რა დროს ეგაა ეხლა დავიწყე მუშაობა თან სახლამდე სულ რაღაც 1 კილომეტრია(მე) სახით ამოუცნობი ჯესტი გავაკეთე და დავიკრიჭე
-ჰაჰ! სულ რაღაც... (თაკო)
-აბა გოგონებო მორჩით ჭორაობას, ვიკა მიდი შეკვეთები აიგე (ჭორაობაში ჩვენი რესტორნის საყვარელი ბუთხუზა პოვარი აჩიკო ჩაერთო)
-ეხლავე აჩიკო, კაი თაკო მიდი გადი თორე გაგიტან (მე) თაკოს უკანალზე ხელი მოვარტყი და სიცილ სიცილით გავედი რესტორნის დარბაზში.
დრო უცებ გავიდა... 10 საათი ხდებოდა, მეც მოვწესრიგდი,ყველას დავემშვიდობე და დავიძარი სახლისკენ.
ამ საღამოსაც,როგორც გუშინ ან გუშინწინ, ან თუნდაც იმის წინ ისე წვიმს...
„რა შეცვალა დღევანდელმა დღემ? არაფერი. კიდევ ერთხელ ჩავიცვით და გავიხადეთ ტანსაცმელი, ტკივილები კი ზედ გვახმება, ვერ შევიხსენით მაჯებზე,ყელზე... დავდივარ ქუჩაში და ვფიქრობ: გუშინ წვიმდა... დღესაც წვიმს და ხვალაც იწვიმებს... და გზა თავისით მიდის სახლამდე. ჩემს ფიქრებში გართული ვიყავი როდესაც გვერდით მანქანა შევამჩნიე რომელიც შეჩერდა და ნელნელა მომყვებოდა, უცებ შავი მინა ჩამოიწია და ხმაც შემომესმა
-გადარეული ხარ თუ? (...)
-უკაცრავად? (მე) არც შევჩერებულვარ ისე ვსაუბრობდი მშვიდად, თავი შევატრიალე მაგრამ მძღოლი არ ჩანდა, მხოლოდ მის მხრებს ვხედავდი
-ქოლგა მაინც არ გაქვს ? ესე გიჟივით რომ დადიხარ?! (...)
-არ მაქვს!(მე) მოკლედ მოვუჭერი პასუხი და სვლას ავუჩქარე
-დაბრძანდი მისის გაჭირვებულო მიგიყვან (...) ამ სიტყვებზე ცოტაარიყოს გავბრაზდი
-მადლობთ კომპლიმენტისთვის მისტერ ჯელტმენო, არ მინდა.(მე) არადა წვიმა იმატებდა მეკი ჯერ ნახევარი კილომეტრიც კიარ მქონდა გავლილი
-ჩაჯექი თორე ძალით ჩაგსვავ, რომ გაიყინო და მოკვდე ჩემს ნამუსზე იქნება ამიტომ ჩაჯექი(...)
-შენს ნამუსს უნამუსობაც ეყოფა და არ დავუმატებ ჩემს სიკვდილს,კარგი.(მე) მანქანის კარი გავაღე და ჩავჯექი,მძღოლისკენ მივიხედე და გავუღიმე
-ახლა კი გამარჯობა(მე)
-დემე, ჩემი სახელია დემე(დემე)
-მე არ მიკითხავს თქვენი სახელი მისტერ ჯელტმენო(მე)
-ვაა რასმელაპარაკები მართლა? მე კი მეგონა გაინტერესებდა (დემე) თვალი ჩამიკრა და და მანქანა დაქოქა
-გამიჩერე მანქანა!(მე) ბრძანების ტონი გავაჟღერე და გაქანებულ მანქანაზე კარი გავაღე, უცებ გაჩერდა და გადავედი, კარი მთელი ძალით მივუჟახუნე,ლამის მინები ჩამოილეწა და ჩემი გზა გავაგრძელე,უკნიდან მანქანის კარის ხმა გავიგე და მალევე ჩემს წინ ჩემზე ერთი თავით მაღალი მამაკაცი აისვეტა
-რა გეწყინა? რას დაფრთხი?(დემე)
-დავფრთხი? მე დავფრთხი? გაიწიეთ რა თუშეიძლება! (მე) და თითით ვანიშნე გაწეულიყო
-არ შეიძლება! (დემე)
-შენ... შენ იცი ვინ ხარ?(მე) ძაან დავიბენი როცა ნელნელა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა ეს სიმპათიური პიროვნება და წვიმაც საკმაოდ რომანტიულ გარემოს გვიქმნიდა
-ვიცი, დემე დადიანი, მაგრამ მე ის არ ვიცი შენ ვინ ხარ, მხოლოდ ის ვიცი რომ ქოლგა არ გაქვს (დემე) ჩაიცინა და თავი გააქნია -შენ რა ჯიუტი ხარ ტო წამო ჩაჯექი სულ დასველდი და მართლა არ მოკვდე (დემე)
-არასერიოზული იდიოტი(მე) ჩავილაპარაკე და ქოთქოთით შევბრუნდი მანქანისკენ და ჩავჯექი
-მიხარია რომ მორჯულების გზას ადგეხარ (დემე) წამებში დემეც გვერდით მომიჯდა
-ან გაჩუმდები და მშვიდად მიმიყვან სახლში,ან გადავალ და აღარ გამომყვები!!!
-კარგი ხო კარგი ჩუმად ვარ წვიმის გოგონავ (დემე) ფრაზა წარმოტქვა, გამომხედა და ვიგრძენი როგორ ჩამათვალიერა თავიდან ბოლომდე, ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ რატომღაც უფრო მესიამოვნა.
-წვიმის გოგონა?(მე) უცებ დაბნეულმა ვკითხე
-ხო წვიმის გოგონა, რადგან მე შენი სახელი არ ვიცი ამას დაგიძხებ (დემე) წინადადებას წარბების თამაში მოაყოლა
-სულაც არ მადარდებს ვიღაც ვინც სახლამდე მისვლაში დამეხმარა 5წუთის მანძილზე წვიმის გოგონას დამიძახებს თუ აკვარიუმის თევზს (მე)
-5წუთის მანძილზე? ჰაჰ... და რატო ამბობ მაგას ესე დანამდვილებით?(დემე) სერიოზული და ოდნავ ირონიული სახე მომანათა
-სახლში წამიყვანეთ რა(მე)
-კარგი კარგი მაგრამ რაც წეღან თქვით იმაში დარწმუნებული ნუ იქნებით. (დემე) გაიღიმა და მანქანა დაძრა. ერთმანეთისთვის მეტი არაფერი გვითქვამს სანამ ჩემს ქუჩას არ მივუახლოვდით, ის კი ჩაფიქრებული იჯდა და საჭეს მართავდა და დროდადრო ეღიმებოდა
-გააჩერე(მე) მანქანა გააჩერა არაფერი არც უკითხავს და არც გამოუხედავს -მადლობთ (მე) მან თავისთვის გაიღიმა გამოუხედავად მე მანქანიდან გადმოვედი და მანქანა ეგრევე მოწყდა ადგილს, ცოტა არიყოს გამიკვირდა მისი ესეთი საქციელი და ათასნაირ ფიქრებში გართული შევედი სახლში.



გამარჯობა winked ვეცადე კარგი გამოსულიყო, თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ love love



№1 სტუმარი ბუსა

კაია მომეწონა ცოტა გული დამწყდა კომები რომ ვერ დავინახე მაგრამ არაუშავს იმედი მაქვს წაიკითავენ სხვებიც და მოეწონებათ რაც შეეხება ისტორიას კარგია მომეწონა შენც ძაან მაგარიგოგო ხარ :*:*)))

 


№2  offline წევრი Peke--

ბუსა
კაია მომეწონა ცოტა გული დამწყდა კომები რომ ვერ დავინახე მაგრამ არაუშავს იმედი მაქვს წაიკითავენ სხვებიც და მოეწონებათ რაც შეეხება ისტორიას კარგია მომეწონა შენც ძაან მაგარიგოგო ხარ :*:*)))

ძალიან დიდი მადლობა საყვარელოო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent