შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობაში დაკარგულები...


23-10-2015, 20:17
ავტორი manu
ნანახია 1 572

თებერვლის თვიდან მოყოლებული სრულ გაურკვევლობაში ვცხოვრობდი, ამბავი რომელმაც ძალიან გამახარა და ბედნიერ "და"–დ მმაქცია ამავე დროს ძალიან დამასევდიანა...
აგვისტოს მიწურული იყო და ჯერ კიდევ ვერ გამეგო საკუთარი თავის... ყველასთან ვმხიარულობდი და მარტო დავრჩებოდი თუ არა სიცარიელე მიპყრობდა, მეგონა მთლიანად მშთანთქავდა, შემოდგომას ისედაც ვერ ვიტანდი და ეხლა კიდევ აფორიაქებულ სულს უფრო მეტად მიშფოთებდა .. გაუაზრებლად ბევრს ვლაპარაკობდი და ცოტას ვჭამდი...
მთელ სახლში საშინელი ქაოსი იდგა... ჩემი და ბარგს ალაგებდა, დედა ტანსაცმელს ულაგებდა თან ხაჭაპურს უცხობდა, მამა ყველას თბილად გვიყურებდა, ნერვიულობას კარგად ფარავდა და მანქანას ამოწმებდა აეროპორტში წასასვლელად.
მხოლოდ მე დავხტუნავდი სახლში არაფრის მაქნისი სახით და ყველას ფეხებში ვებლანდებოდი... მე პრინცესა მარია, :) განებივრებული და კარგად აღზრდილი უკვე სამსახურში ჩამდგარი ფსიქოლოგი...
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა, მამამ მე გავაღებო, კარისკენ გაეშურა და მაღალ არც თუ ისე სიმპათიურ, მაგრამ ძალიან მშვიდი სახის ყმაწვილს შემოუძღვა სახლში. მამა ბიზნესმენია და როგორც აღმოჩნდა ჩემი ბიჭი კონსულტაციაზე მოვიდა, ისიც ბიზნეს იწყებდა...სწორედ ამ დროს მომინდა წყალი და რადგანაც ჭიქის პოვნა მხოლოდ სამზარეულოში შეიძლებოდა უდარდელად გავეშურე ასაღებად.
–გამარჯობა, ვთქვი როცა მათ გვერდით ჩავიარე და თვალში მომხვდა მისი "სხვანაირი" გარეგნობა,თუმცა ჩემმა ხანგრძლივმა მეხსიერებამ არ ინდომა ამ სახის შენახვა და დაკონსერვება. არც ის გამომპარვია როგორ გამაყოლა თვალი... (პრინციპში მხედველობიდან არასდროს მრჩება ჩემთვის საინტერესო მოვლენები), სანამ ის ჩვენთან იყო მე კიდევ ათჯერ მომიწია იგივე გზაზე გავლა, ხან რას მთხოვდნენ სტუმრები, რომლებიც მას მოყვნენ და ხან რას.
ცოტა ხანში სახლი დაცარიელდა... მალე ყველას მიეძინა , ფრენა ღამის 3 საათზე იყო დანიშნული, მე 1სთ–ზე დის და მშობლების გამოფხიზლება დამევალა. ცნობიერების შენარჩუნების და დროის გაყვანის მიზნით FAСEBOOK– მივუჯექი.
პირველს აკლდა 5 წუთი რომ გამახსენდა ოჯახის წევრები, კივილით წამოვყარე საწოლებიდან და ფაცხაფუცხით ჩავსხედით მანქანაში.
გაცილება წესისამებრ ცრემლიანი აღმოჩნდა... მიუხედავად იმისა რომ არასოდეს ვტირი, მეც ვეღარ შევიკავე თავი და დედაჩემს მივბაძე... ეს იყო ჩემი და ქრისტინა, რომელიც საფრანგეთის საელჩოს რჩეულ 7 ადამიანში პირველ ადგილას მოხვდა , მოიპოვა დაფინანსება და დოქტორანტურაში სასწავლებლად გაემგზავრა...
სახლში დაბრუნებულებს ღრმად ჩაგვეძინა, მეორე დილა საშინლად უღიმღამო აღმოჩნდა, მარტოსული ვიყავი, ძალიან მარტოსული... ისევ ჩემს პროფესიაში ვპოვე გამოსავალი და მესამე დღეს უკვე დამშვიდებული გახლდით...
ხოდა ამ მესამე დღის საღამოს ძველმა სტუმარმა გაგვიხსენა, მამას მოაკითხა სასაუბროდ და ტკბილეულობაც მოგვართვა... მხოლოდ ფანჯრიდან ვხედავდი მისი სახის ნაწილს და თბილად მეღიმებოდა, ვატყობდი თვითონაც ინტერესდებოდა ჩემით, არ გამომპარვია მისი მზერა... ეს იყო და ეს... ახალ სახლში გადავედი მარტო საცხოვრებლად და აღარც მინახავს, მხოლოდ მაშინ მესმოდა მის შესახებ როდესაც მშობლებთან მივდიოდი სტუმრად, რომლებიც ძალიან თბილად იხსენიებდნენ უკვე ოჯახის მეგობრად ქცეულ ამ ადამიანს... 6–8 თვის შემდეგ რამდენიმეჯერ შევხვდი ამ ადამიანს ისევ ჩემს მშობლებთან და მხოლოდ გამარჯობით თუ შემოვიფარგლებოდით... ხანაც საერთოდ მეზარებოდა მისთვის ხმის გაცემა.. არც ის იკლავდა დიდად თავს ჩემი შემოხვედით, მთლიანად საქმეზე იყო გადართული ვიცოდი და ალბაათ საცოლეც ეყოლებოდა.. ამ თვეების განმავლობაში იშვიათად მახსენდებოდა და უმალვე მავიწყდებოდა, სამსახურში იმდენი საქმე იყო და კლიენტებიც იმდენი მყავდა დრო ცოტა მრჩებოდა საფიქრელად, ასე მეგონა ეს ყველაფერი იქამდე, სანამ მას ერთი წლის თავზე ისევ ჩემი მშობლების სახლში არ შევხვდი.
მოკლედ, როგორც დასაწყისში გაგეცანით მე ვარ მარია, 25 წლის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი,შეყვარებულის არ ყოლით და არც ყოლის სურვილით და ერთი ორი უჟმური თაყვანისმცემლით, და რათქმა უნდა დიდი თვალებით და არც ისე პატარა ცხვირით. :) ხო მთავარი მახასიათებლით, ძალიან გრძელი შავი თმით...



№1  offline წევრი manu

აბა ვი გამომყვება ამ ისტორიის მხარდამხარ რომ გავაგრძელო :)

 


№2  offline წევრი manu

eremar
ჰმ, winked საინტერესო ჩანს, ვნახოთ ერთი გაგრძელება როგორი ექნება :))) winked

:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent