შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 4


23-10-2015, 21:18
ავტორი sopiko
ნანახია 2 736

არ ღირდა! ვიცოდი, განა არა, მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო, რომ ეს ოხერი გონება სულ მასზე ფიქრობდა. არა! მე კი არ ვფიქრობდი! მეფიქრებოდა.. დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაში სრულიად უძლური ვიყავი. ჩემმა თავდაჯერებულობამ და სიამაყემ უარი მაინც ვერ თქვა მოგონებებზე და მეც თვალწინ მედგა, როგორ ვსეირნობდით მე და არველაძე ზღვის სანაპიროზე შუაღამისას, როგორ ვყვებოდით ათას ერთი ღამის ზღაპრებს ბუხართან პლედში გახვეულები. რა ბედნიერები ვიყავით მაშინ და რა მალე შეიცვალა ყველაფერი, თითქოს არც არასდროს დაწყებულა.
თურმე ტყუილად მეგონა, რომ ჩვენი მეთაური ძალიან გამგები და დიდსულოვანი იქნებოდა, ისევე როგორც მე! შევცდი! მწარედ შევცდი! პირველივე დღეს მწკრივში ჩაგვაყენა გოგონები და გრძელი წკეპლით ჩამოგვიარა.
-თავი ასწიე!-ნიკაპზე ხელი უხეშად ჩამავლო მამაკაცმა და ჩემ დაბღვერილ თვალებს წააწყდა.
-შენი დახმარება არ მჭირდება! დამბლადაცემული არ ვარ!-ავეფოფრე მე.
-ადგილზე დაბრუნდი არევაძე!-წარბი არ შეუხრია ისე მიპასუხა და მომშორდა.
-ნინე, ბატონო!-ირონიულად ჩავიცინე და ცხვირი გაბრაზებულმა შევჭმუხნე. ლელკამ გამაფრთხილებელი მზერა მტყორცნა. მოიცა, ამ ველურის უნდა მეშინოდეს? აქეთ მიფრთხილდეს ,თორემ ყურით თუ მივაბრძანე ერთ ადგილას, მერე რამდენიც უნდა იქნიოს ის წკეპლა.
როგორც იქნა ბოლომდე გავიდა და რაც შეეძლო ხმამაღლა შესძახა:
-მარჯვნისაკენ!
ეგრე არა გენაცვალე, ჯობს ხმას უკეთესად მოუარო და სიგარას თავი ანებო. ყველა შეტრიალდა, მხოლოდ მე დავრჩი წითელი კოჭივით, აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა და სად ვიყავი. ვცდილობდი ენის წვერზე მდგარი დამცინავი რეპლიკები შემეჩერებინა და სწორედ ამ დროს წამადგა თავზე ის გაფოფრილი ფარშევანგი.
-არევაძე! მგონი ჩემი სიტყვები კარგად ვერ გაიგე...
ღირსი არ არის ახლა ყველას წინაშე გემრიელად გავლანძღო? მე მასზე ვდარდობ, ის კი მადლობასაც არ მიხდის. უმადური!
-მგონი...-ყოყმანით მივუგე დ აკისკისებულ ჯარისქალებს ვითომ და განცვიფრებული სახით გადავხედე.
-ხმა!-იღრიალა მეთაურმა და წკეპლა ჩემი მიმართულებით გამოისროლა. ასეთი მოხერხებული რომ არ ვყოფილიყავი, ზედ ცხვირზე დამერჭობოდა ლამაზად, საბედნიეროდ გადავრჩი!
-მარცხნისაკენ!-ჩემ რეაქციას ყურადღება არ მიაქცია და პერანგი შეისწორა. ნამდვილად ვიღაცას ეპრანჭებოდა. ირიბად გადავხედე ყველას, მაგრამ დიდად გასაგიჟებელი ვერავინ ვნახე. მე! აი, ვისკენ გაურბის ვაჟბატონს თვალები. ნეტავ იქამდე იცოცხლო, სანამ შენ შემოგხედავ!
-სწორდით!
წელში გავემართე და ხელები წელიდან ჩამოვუშვი. ჩემ ცხოვრებაში არასდროს მივარჯიშია და ასე შევინარჩუნე ფორმა. ამ დამღლელმა მოძრაობებმა უკვე თავი მომაბეზრა და მეც აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება. ჩემთვის არავის არ ეცალა. მე კი უგემურად ვიქნევდი ხელებს და ჩემ გვერდით მდგომებს ფეხს ვუწყობდი. ეჰ, მათე ბიჭო! რომ არა შენი დაუფიქრებელი საქციელი, ეს გაუთლელი ვირი არჩევანს ჩემზე ხომ არ გააკეთებდა.
-დღეისთვის საკმარისია! ლაშას გაყევით, ის ოთახებში დაგაბინავებთ!-მბრძანებლის ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობდა და მეტი რა უნდოდა... ჩვენც მოჟღამული სახეებით ავედევნეთ უკან ზედამხედველს. როგორც ჩანს ყველა ნანობდა მიღებულ გადაწყვეტილებას, ლელკას გარდა.
-აუ, რა მაგარია! ხვალ ალბათ უფრო დატვირთული დღე იქნება. ერთი სული მაქვს როდის გათენდება...-აღტაცებული მელაქლაქებოდა და ამ საუბარში კინაღამ სხვა მხარეს გაუხვია. სასწრაფოდ ჩემკენ შემოვატრიალე. ერთადერთი ესღა დამრჩა და სხვა რა გზა მქონდა.
-რა უცნაურია... მე საერთოდ არ ვარ კმაყოფილი...-ესღა ვთქვი და თვალები გადავატრიალე.
-იმიტომ რომ არც დაფიქრებულხარ ისე დაჰკარი ფეხი და წამოხვედი. ცოტა ჭკუა უნდა დაატანო ყველაფერს, ნინე!-ოთხმოცი წლის ქალივით დამიწყო დარიგება და მეც ვინანე საერთოდ ხმა რომ ამოვიღე.
-ბევრი რომ მეფიქრა დეპრესიაში ვიქნებოდი და არა ხევსურეთში, ჩემო ლელა!-ნიშნისმოგებით მივუგე.
-გოგონებო! იქნებ მოიცალოთ ჩემთვის...-მოგვესმა ლაშას ცინიკური შენიშვნა. მის ინტონაციაზე სიცილი ვერ შევიკავე და ჩუმად ჩავიფხუკუნე.
-მადმაზელ!-ხელები გაშალა მან და გზა დამითმო. მომწონს ეს ბიჭი!
...არა! არა! სხვანაირად ნუ გაიგებთ... მათესავით კი არ მომწონს! კონსტექტში სხვა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას. სად არველაძე და სად ეს საფრანგეთიდან ჩამოთრეული ბიჭუნა, რომელიც იმ ინდაურის ხელქვეითია. არ გეგონოთ რომ ფულის გამო ვიყავი არველაძესთან. ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია. უბრალოდ მგონი ლაშას სტატუსი მეტად დამამცირებელია.
-რა?-ეს უკვე პიკი იყო! მეგონა გული წამივიდოდა, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ამ მტვრიან იატაკზე აღმოვჩნდებოდი გაშოტილი და თავი შევიმაგრე. სამი საწოლი, აბლაბუდები ჭერზე, ათასი ადამიანის ნახმარი თეთრეული, ამას იმით მივხვდი, რომ ყველაფერი დაბლა ყრია და უკვე იმაზე ვდარდობდი, თუ სად დამეძინა. ორი წუთის წინ თვალები მეხუჭებოდა, ახლა კი ამ სანახაობამ მშვენივრად გამომაფხიზლა.-ეს პირობები პირდაპირ გულისამრევია!
-ბოდიში, მაგრამ შენ სამხედრო საქმიანობა უნდა შეისწავლო და არა სამოდელო კურსები.-ისევ მწარედ წამკბინა ლაშამ და ისე ძლიერ მოვმუჭე ხელები, რომ ფრჩხილები თითებზე ჩავირჭე.
-ოოო, ნინე! ეს არის ხიბლი! მე მაგალითად მიხარია, რომ ყველაფრის მოწესრიგება მომიწევს, თუნდაც ამ საწოლში დავწვე, არაფერი მომივა. ხო, ვიცი რომ სახლში არაფერი არ გაკლდა, მაგრამ ეს სულ სხვაა... კარგი რა... ასე ნუ მიყურებ!-ისე მშვიდად დამიწყო ახსნა, რომ მაშინვე მივხვდი, ლაშას ეპრანჭება. არადა ხომ მე დავასწარი!
-მართლა? ჯერჯერობით ეს ხიბლი ვერ დავინახე.-ნაძალადევად გავიღიმე და თვალებზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიწიე.-არ ვიცი, არ ვიცი... ალბათ შევეჩვევი...
დავნებდი! აღარც მანქანა მაქვს და აღარც მათე მყავს. გამოდის თბილიში დანიშნულ დროზე ადრე ვერ ჩავალ. აქ კი ჩემი ჯიუტი ხასიათი ნამდვილად არ ჭრის. ზიზღით დავხედე ქვეშაგებს და ოდნავ მოვკიდე ხელი საბანს.
-რატომ ვერ ვიხიბლებიი...-ამოვისლუკუნე და ლაშას ვანიშნე ოთახიდან გასულიყო. იმედია ლელკა არ გაჯავრდება.
ზედამხედველმა თავი დამიქნია და გარეთ გავიდა. ვერ გავიგე ამით თანხმობა გამოხატა, თუ ესეც სამხედრო ჟესტი იყო. ამ ამბავს აღარ ჩავძიებივარ. საწოლზე მივწექი და ჩემ თბილ ჟააკეტში გავეხვიე. ლელკა მომიახლოვდა და თავზე ხელი გადამისვა.
-ხვალ უკეთესად იქნები...-იმედით ჩაიჩურჩულა და შუქი ჩააქრო. ჩემმა ოპტიმიზმმაც იჩინა თავი. სევდიანად გავიღიმე და გულზე ჩამოკიდებულ, მათეს ნაჩუქარ მედალიონს ხელით მოვეფერე.

.........................................................
ვერ მოვითმინე და დავდე!
ველოდები თქვენ თბილ შეფასებებს და თუ იმედებს არ გამიცრუებთ, არც მე დავიხევ უკან.
შემდეგ თავში იქნება, რაც იქნება!
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი tamari123

male dadee axaliii momwons :-)gamsxvavebulia, magram dzalian gtxov ra "patara qalbatoni " gaagrdzeleee

 


№2  offline მოდერი sopiko

tamari123
male dadee axaliii momwons :-)gamsxvavebulia, magram dzalian gtxov ra "patara qalbatoni " gaagrdzeleee

დიდი მადლობა ♥ მაგრამ პატარა ქალბატონს მე არ ვწერდი, სხვა ავტორში გეშლები...

 


№3 სტუმარი nino

dzalian momwons male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent