შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 12


24-10-2015, 19:22
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 745

მანქანიდან გადმომათრიეს, ერთი წამით კიდევ დავუბრუნდი აქაურობას და კვალავ ბნელში გადავეშვი, რამდენი ხანი ვიყავი ასე არ ვიცი მაგრამ სრული სიშავე იყო, დროის შეგრძნებაც დამეკარგა, მხოლოდ ერთი სახე მედგა თვალწინ ჩემი მანქანიდან გადმომყვანის, მანგრამ ისიც ბუნდოვნად მახსოვდა.

ბოლოს დავბრუნდი აქაურობას, პალატაში ვიყავი, კისერი გამაგრებული მქონდა და თავი უკან გადაწეული, წამოდგომა ვცადე მაგრამ ვერ დავეყრდენი, ხელიც მომიტეხავს, ისევ გავსწორდი და დაველოდე თუ ვინმე შემოვიდოდა, მაგრამ ვინ უნდა შემოსულიყო, ვინ მყავდა? ვცდილობდი გახსენებას მაგრამ ვერ ვიხსენებდი, გახსენებაში სუნთქვაც კი შევწყვიტე, სასოწარკვეტილი თავს ვერ ვატრიალებდი მხოლოდ თვალებს ვაცეებდი შეშლილივით, ვინ ვიყავი ისიც დამავიწყდა, ყვირილი მინდოდა მაგრამ ნერვიულობისგან სრულიად პარალიზებული ვიყავი, ცოტახანში ფეხის ხმა გავიგე, მაგრამ ვერ დავინახე ვინ იყო, ბოლოს წვეთოვანს მიუახლოვდა და აჰ აი ისიც, ექთანი. შეშინებულმა გამომხედა თითქოს არ ელოდე რომ თვალებს ვახელდი, ჩემთან მოვიდა და ზემოდგან დამაშტერდა
-თქვენ, გაიღვიძეთ? მოიცადე, ამდენი ხნის მერე, ახლავე ექიმს მოვიყვან.- მის ნათქვამზე სიმწრით გამეცინა "მოიცადეო" ისე მითხრა გეგონება გავრბივარ სადმე, ხუთ წუთში ექიმთან ერთდ დაბრუნდა,ისიც მომიახლოვდა ჯიბიდან პატარა სანათი ამოირო ორივე თვალზე ქუთუთუ ამიწია და დამანათა, კმაყოფილდ დააქნია თავი და მხრებში გასწორდა
-მიხარია მონიკა, ამდენი ხნის მერე ისევ დაგვიბრუნდი.- ღიმილით მითხრა და დაამატა
-რამე ხომ არ გაწუხებს?- მაგრამ ახლა მაგ კითხვაზე სულ არ ვფიქრობდი, მონიკა მერქვა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი, ცემდა გასაკვირად კიდე გამახსენდა რაღაც არა არაღაც არა ვიღაც, მაგრამ ბუნდოვნად კაცი იყო თითქოს სადღაც მყავდა ნანახი, მაგრამ ვინ? ვინ ჯანდაბა იყო? ან ის ან მე? ჰო მე მონიკა, მაგრამ მარტო მონიკა? ამ ფიქრებში ექიმმა კიტხვა გამიმეორა და მეც შესინებულმა ძლივს წარმოვთქვი სიტყვები
-არაფერი, უბრალოდ ვინ ვარ? რა მოხდა?- ერთადერთი იმედი საიდანაც ყველაფერს გავიგებდი, მაშინვე წარბები შეკრა
-მონიკა არაფერი არ გახსოვს? რა მოხდა შენს ცხოვრებასი ბოლოს?
-ამ პალატაში გავიღვიძე, მხოლოდ ეს მახსოვს.- ვთქვი თუ არა ცრემლები გადმომიგორდა თვალებიდან
-ცუდადაა ჩვენი საქმე, ყველაფერი კარგად მიდიოდა.- ჭაღარა ექიმი წინ ჩამომიჯდა და ზემოდან გადმომხედა
-მოკლედ, 6 თვის წინ აქ მოგიყვანა, ლადო ბერიძემ, იცნობ ლადო ბერიძეს?.- ისევ კითხვა მაგრამ თავი უარყოფის ნიშნად გავუქნიე
- ავარიასი მოყევი, კისრის მძიმე დაზიანება გქონდა და ხელი მოტეხილი, როგორც ხედავ კისერი კარგ მდგომარეობაში გაქვს, ხელი ძალიან გქონდა დაზიანებული და ისიც ნორმაშია ახლა, მხოლოდ ის იყო ცუდი რომ 6 თვე ველოდებოდით შენს გაღვიძებას, ახლა კიდევ ამნეზია გაქვს და როგორც ჩანს მსუბუქი ფორმით არა, ახლა შენს ოჯახის წევრებს შემოვუშვებ იქნებ გაგახსენდეს რამე.- წამოდგა და უკვე კართან იქნებოდა რომ დავუძახე
-ექიმო, ლადო შემოვიდეს მარტო თუ აქ არის.- რატომ არ ვიცი, მაგრამ ახლა მისი ნახვა მინდოდა მარტო.
ათი წუთი ველოდე ვინმეს გამოჩენას ჩემს პალატაში და კარის ხმაც მალევე გავიგე, მომიახლოვდა თუ არა მაშინვე ყველაფერი დავინახე, ის იყო ბუნდოვნად ვნახე მაგრამ ის იყო, ის იყო ლადო, მან გადამარჩინა, სიხარულით რამის წამოვხტი მაგრამ მაინც შევიკავე თავი
-გამარჯობა, ჩემი ნახვა გინდოდა?- სკამი ჩემ თავთან ახლოს მოაჩოჩა და საწოლს იდაყვებით დაეყრდნო
-შენ ხარ ლადო?- მხოლოდ თვალები ქონდა მისკენ მიტრიალებული
-როგორც ხედავ.- ღიმილით მითხრა
-დიდი მადლობა, ექიმმა მითხრა რომ
-არაფერია, ყველა ასე მოიქცეოდა
-მაინც დიდი მადლობა, იცი რა მაინტერესებს?
-გისმენ?
-მე მონიკა ვარ? ოჯახი მყავს?- აშკარად არ მოელოდა ამ შეკითხვას მხრებში გასწორდა და მოჭუტული თვალებით გამომხედა
-კი მონიკა ხარ და ოჯახიც გყავს, ორი და და მამა, დედა მგონი გარდაცვლილია
-შენ რა იცი?
-სიმართლე გითხრა ამ 6 თვეში შენზე ბევრი რამე გავიგე.- გაეღიმა და თავი ჩაქინდრა, მერე ისევ გამომხედა.
-ცუდია რომ არ გახსოვს, შესანიშნავი ოჯახი გყავს და ყველა გარეთ გელოდება.
-არ მინდა მათი ნახვა.- არ ვიცოდი მაგამ იმ ხალხის მეშინოდა, ან იყო ჩემი ოჯახი
-რატო?
-არ ვენდობი, მეშინია.- ისევ თვალების ცეცება დავიწყე
-გთხოვ, ლადო არავინ შემოუშვა შენ გარდა არავის ვენდობი, არ მინდა მათი ნახვა
-კი მაგრამ ის შენი ოჯახია მე ვერ დავუშლი
-არა არა გთხოვ, რომც იყვნენ არ მინდა ასე მნახონ გთხოვ.- არ ვიცი რა დამემართა რა მომივიდა, მთელი სხეული ამიცახცახდა, ვერ ვისვენებდი ერთ ადგილას მომბეზრდა კიდეც უკვე ერთ წერთილს მიშტერება, მერე ისევ ტირილი დავიწყე, რა მჭიდა ნეტა სულ არ გამეღვიძა, ასეთ წამებას, ყველაფერი დავიწყებული მქონდა იმ ხალხის მეშინოდა ვინც ჩემი იყვნენ, პალატაში ექიმი სემოვიდა და დამაწყნარებელი გამიკეთა...

რამდენიმე საათში ისევ გამომეღვიძა ისევ ამ დგმოარეობაში, ისევ ეს სუნი და ისევ ყველაფერი დავიწყებული...



-ახალი თავი, ოხ ჩვენს მონიკას ახლა ისეთები გადახდება თავის...
-ველოდები თქვენს კომენტარებს...



№1 სტუმარი Trillion

Malee male male dade raa dzaan mainteresebs shemdegi tavi rogori uqnebaa dzaaan mimwons es istoria

 


№2 სტუმარი tatiel

Daade maleee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent