შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადეშქელიანი


24-10-2015, 20:45
ავტორი Mariam Apciauri
ნანახია 3 363

4სექტემბერს,დილის 8 საათზე ჩემს სიმბასთან ერთად მთაწმინდის ქუჩების „დასალაშქრად“ გავედი...ღმერთო როგორ მეცოდება ჩემი ძაღლი,მგონი ერთ კვირაზე მეტია სახლში ზის,ზის რა-წევს და მზერით ყოველ წამს მეუბნება „გამასეირნე ნია,რამე დაგიშავეო?!“ ახლა კი ვუსრულებ სურვილს და ცარიელ ქუჩებში დავბოდიალობთ. სიმბა უფრო დიდხანს გაინავარდება ჩემი ფეხის გადაბრუნება და გაყინულ ასფალტზე ზღართანის მოდენა რომ არა პირდაპირ შუა ტრასაზე...პირველი მცდელობა იმის,რომ წამოვდგე უშედეგოდ მთავრდება და ფეხის ტკივილი-მიასმაგდება,მეორე ცდა ის იყო რომ უბრალოდ წამოვმჯდარიყავი და შუა ტრასიდან გადავფორთხიალებულიყავი თორე ვიღაც აუცილებლად გამაბრტყელებდა-პიცის ცომივით და მერე ვეღარასდროს გაისეირნებდა ჩემი სიმბა! სიმწრის ცრემლებს ვიშორებდ~ და ვცდილობ ტელეფონი მოვძებნო-სახლში დამრჩა,ჯანდაბა! ყელში ბუთი გამეჩხირა,ერთდროულად მომაწვა ტკივილი და გაბრაზება...ვიძახი და არავის ჯერა,რომ მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ვარ...ამმ...ანდაც შეიძლება ითქვას ხანდახან იღბალი ჩემსკენაც იხედება ხოლმე და აი,უცებ...-ხომ არ დაგეხმაროთ? ბოხი,დაბალი ხმა მეუბნება და წამში თვალს-თვალში ვუყრი,ჯანდაბა,კოკა დადეშქელიანი?ოღონდ ეს არა,ცუდად მახსოვს მისი ხმა,მისი ღიმილი,მისი თვალები,მისი შეხება და საერთოდ ყველაფერი. სულ დამცინოდა როდესაც მეექვსე კლასში ვიყავი და მხოლოდ იმიტო ვეზიზღებოდი „ბოჩკას გავხარო“ რომეუბნებოდა,ყოველთვის მამცირებდა,სშინელებებს მიკეთებდა და მოკლედ რომ ვთქვათ ბავშობა ჩამაშხამა. რო ვხედავ მოგონებები იღვიზებენ ჩემში და სულ ვკანკალებ,მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი,ალბათ ტკივილსგან ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს.მოკლედ რომ ვთქვა-საშინელი ბავშობა მქონდა,მაგას ისიც დაემატა რომ იმ უნივერსიტეტში ჩავირიცხე,სადაც კოკა სწავლობდა მაგრამ მაშინ ის უკვე მესამე კურსელი „ბლატნოი“ ბიჭი იყო,მე და ჩემი სიბოჩკე ვიღას ახსოვდა,მაგრამ,მას მერე ისეთ ტანზე დავდექი-ალბათ ვერც მიცობს:) ხელი გამომიწოდა და ჩემი წამოყენება რომ დააპირა ოდნავ წამოვიწიე,ვეცადე დავყრდნობოდი და ნატკენი ფეხიც მიმეშველებინა მეორეს (წონასწორობის კონტროლი მიჭირს ბავშობიდან) მაგრამ მოუხერხებლობა და სიჩქარე რომ ცუდია ეგ ჩემზე კარგად იცით,მესამეჯერ დავეტყეპებოდი ასფალტზე და იქ დავტოვებდი ჩემს სიცოცხლესაც მაგრამ,წამიერი წელზე ხელის შეცურება და ჩემი ჩახუტება იყო კოკასგან „ხსნა“ მძულს ზედმეტი შეხება,მაკანკალებს,ცუდადვხდები ზიზღს აღძრავს ჩემში,ამიტომ ცოტა გავიბრძოლე,გაუცნობიერებლად,მინდოდა ხელი გაეშვა და თავისუფლად ვყოფილიყავი.
-გაჩერდი,თუ გინდა რო დაგეხმარო,მაგრამ თუ მეტყვი რო დაგტოვო და წავიდე,არ გამიჭირდება. აგდებულად მითხრა და ისეშემომხედა თითქოს ვიღაც ბომჟი ვყოფილიყავი,რომელიც მასში ზიზღს იწვევდა. არაფერი არმითქვამს,ვცდილობდი ცრემლების შეკავებას და იმის დამალვას რო საოცრად მტკიოდა ყველაფერი.
სიმბა გამახსენდა,აქეთ იქით თვალების ცეცება დავიწყე და დავინახე როგორ იწვა შუა ასფალტზე,ზუსტად იქ,სადაც დაკრული ვიყავი ასფალტს 20 წუთი.წკმუტუნებდა,არაფერი არ უთქვამს,მანქანის კარი გახსნა და უკანა სიდენიაზე დამსვა,კარი მომიჯახუნა და სიმბასკენ გაიქცა,ვიცი რომ არ გამოყვება,არავის უჯერებს ჩემს გარდა,ჯიუტია-როგორც მე! და უცებ,კოკა და სიმბა ჩემსკენ მოდიან,ჩემსკენ რა,მანქანისკენ,ხოარ ღადაობ...ეს რა ღმერთია თუ კინოლოგი,გამეცინა ჩემ შავ იუმორზე და სიდენიას მივადე თავი. საბარგულის კარს აღებს და ძაღლს სვამს,მერე უხმოდ ხურავს და საჭესთან ადგილს იკავებს,სარკეს ასწორებს და მიყურებს,მაკვირდება,რა უნდა? ალბათ ვეცნობი და ჩემს გახსენებას ცდილობს? ვცდილობ თვალი ავარიდო,რა უცნაურია...მეც ბუყურებ და უცებ მანქანას ძრავს,მთელი სისწრაფით მიდის,სიგარეტს უკიდებს და ფანჯარას ბოლომდე წევს,არ მინდოდა მანქანის ტარების დროს რაიმე მეთქვა,იმიტომ,რომ ყოველწამს მეგონა რომ ჩემი ბოლო წუთები იყო და ნებისმიერ სტოლბას ან მანქანას კაპოტით ავეკრობოდით...
წითელზე გააჩერა და სარკეში კიდევ გამომხედა
-სად მიგყავარ? შეშინებული ჩავაშტერდი
-საავადმყოფოში ნია.იღიმის და კიდევ უკიდებს შავ სობრანიეს,ანუ მიცნო,უცნაურია!
-არ არის საჭირო,აღარ მტკივა. ვეცადე დამერწმუნებინა მაგრამ ისეთი მზერა მომაპყრო-ღმერთო,დამიფარე თქო და ფანჯარაში გავიხედე.
****
მას მერე,რაც დადეშქელიანმა საავადმყოფოში მიმიყვანა და იქიდან თაბაშირ აკიდებული სახლში დამაბრუნა სამი დღე გავიდა. არცერთი ზარი,თუმცა ნომერი არ იცის,მაგრამ სადაც ვცხოვრობ კარგად იცის,შეეძლო მოსულიყო და მოვეკითხე მაინც მაგრამ,რატო ვფიქრობ რომ ვალდებულია მომიკითხოს,მადლობა უნდა ვთქვა რო საერთოდ საავადმყოფოში წამიყვანა!
უ მ ა დ უ რ ი-მე!
დღე იწყება და მთავრდება-ვისკით
უჭმელობა- რაც საერთოდ არ მაწუხებს
სიჩუმე და მოწყენილობა
7 სექტემბერს,ღამის 11 საათზე კარზე ბრახუნი ატყდა,ჩამოიღეს კარები!
-რომელი ხარ?
-გააღე ნია! ჩახლეჩილი ხმა მომესმა,დაუფიქრებლად გამოვაღე კარები და ნეტა სულ არ მენახა ასეთ დადეშქელიანი,ნეტა სულ არ გამეღო მისთვის კარი!
მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა,ცხვირიდან გაუჩერებლად მოსდიოდა სისხლი და ჩემი კარების წინ წკაპა-წკუპით ეცემოდა,ხელები სულ გადატყავებული ჰქონდა და კანკალებდა,ალბათ სციოდა,ან ემოციების გამო,არ ვიცი...გარეთ წვიმდა,გადაუღებლად.
-შემოდი.უფრო ფართოდ გავუღე კარი,სახლში შემოდგა თუ არა ფეხი და სინათლეზე შევათვარიელე კანკალმა ამიტანა. ნელი ნაბიჯებით გზა მისაღები ოთახისკენ გავიკვლიე და დივანზე მივუთითე
-დაჯექი და მოვალ,ორ წუთში. ნელა მოიხარა,მუცელზე ხელი დაიდო და ჩამოჯდა.
-სულ კანკალებ. ჩაიცინა და თავი გადააგდო უკან,დაახველა და მუცელზე ხელი უფრო მიიჭირა,შევამჩნიე მაიკაზე ლაქა და მივხვდი რო დაჭრილი იყო.
ყველაფერი,რაც კი გამაჩნდა სახლში პირველადი დახმარების ნივთები მივიტანე და კოკას ფეხებთან დავყარე,თან ისევკანკალებდი,გამაყუჩებლის სახელს ვერ ვკითხულობდი,თან ღაპა ღუპით მომდიოდა ცრემლები, ბამბაზე სპირტი დავასხი და სახეზე ჭრილობების დამუშავება დაავუწყე,რის ნებასაც თავიდან არ მაძლევდა,წარბებ შეკრული მაკვირდებოდა და ხმას არ ვიღებდით არცერთი!
ისევ სიჩუმე,დაძაბულობა,უამრავი კითხვები თავში და გაასმაგებული გულისცემა.
_გტკივა?
-არა
-არ მკითხავ რა დამემართა?
-არა
-რატო?
-ჩემი საქმე არ არის და იმიტო
-ჭკვიანი გოგო,ჩაიცინა და ღრმად ჩაისუნთქა.სახის და ხელის ჭრილობების დამუშავებას მოვრჩი,მერე მუცელზე მიჭერილ მის ხელს შევხედე,არვიცოდი მქონდა თუ არა უფლება შევხებოდი,დაბნეული ვიყავი,მუხლებზე ხელები დავილაგე და მის წინ დავჯექი.
-მომეცი უფლება ჭრილობას შევხედო.
-ნაკაწრია უბრალო,არ უნდა არაფერი
-შემახედე ჭრილობას! ხმა ისეთი ცივი და მკაცრი მქონდა ჩემი თავის მეთვითონ გამიკვირდა,ზედმეტად ვიყავი ანერვიულებული,სრული პანიკა მქონდა. უთქმელად აიწია მაიკა და რაც არუნდა გასაკვირი იყოს პირველი მის მუქ კანზე ლამაზი მოყვანილობის ტატუებს მივაშტერდი,როცა გავიაზრე,ჭრილობას შევხედე და სრულმა პანიკამ მომიცვა,ეს არ იყო „ნაკაწრი“ ჩეულებრივი სტანდარტული ჭრილობა,სისხლდენით. მაგრამ არა საშიში. პრთხილად გავუსუფთავე და გადავუხვიე ჭრილობა.ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნე და სამზარეულოში გავედი,დადეშქელიანი დივანზე დავტოვე,მაგიდას დავეყრდენი ხელის გულებით,არაფერზე არ ვფიქრობდი,თვალი გამიშტერდა და სიჩუმეს ვუსმენდი
-რა გჭირს? ისევ ის ბოხი ხმა რომელმაც მოწყენილობა და სიჩუმე გაარღვია და ჩემს სხეულს აფორიაქების მიზეზი მისცა.
-არ შეიძლება შენთვის სიარული. ვცდილობდი კითხვისთვის თავი ამერიდებინა
-რა გჭირს-მეთქი? დამიიგნორა ნათქვამი.
-რატომ მოხვედი აქ? საწყალი თვალებით ავხედე და სკამზე ჩამოვჯექი,იქვე მდგარი ვისკი გამჭვირვალე ჭიქაში ჩამოვასხი და ისევ ავხედე
-წავიდე? ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები ოდნავ გაარხია და სახე უფრო დაასერიოზულა
-მე ეგ არ მითქვამს
-წავიდე მეთქი?
-იყავი დაუფიქრებლად ვუთხარი და ვისკი მოვსვი. მაგრამ,ცხოვრებაში პირველად,ჩემი დაუფიქრებლობა არ მინანია... ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი გაუკრთა.
ჩემს წინ მდგარ სკამზე ცამოჯდა და ჩემ ვისკიან ჭიქას გადმოწვდა-ჩაცალა და ხმაურიანად დადგა მარმაგილოს მაგიდაზე
-კაი რა,საერთოდ აღარ მაქ ვისკი. საცოდავი სახე მივიღე
-ხოდა ვიყიდოთ ოდნავ ჩაიცინა მე კი წამებში ტელეფონს დავხედე - პირველის სამი წუთია და სად ვიყიდოთ გავიცინე
-შენ წამოდი და მე ვიცი სადაც ვიყიდით.
შეხვეული ფეხით გავიარე მოკლე დერეფანი და ჩემ ოთახში შევედი,კარი მივხურე და კარადაში ჯინსის ძებნა დავიწყე,ძლივს ვიპოვე საყვარელი ჯინსი და ათი ზომით დიდი საროჩკა,საწოლზე დავყარე და პიჟამოების გახდა დავიწყე,იატაკზე მივყარე და როცა მოვბრუნდი რო ტანსაცმელი ჩამეცვა კარებთან ატუზული სილუეტი დავინახე და ვიკივლე შიშისგან
-გადი გთხოვ საროჩკა ავიფარე
-ჩემი გრცხვენია? შუქი აანთო ოთახში და სიცილი დაიწყო
-რათქმაუნდა! ვუპასუხე და გაბრაზებულმა შევხედე
-კაი,თვალებს დავხუჭავ. გამიღიმა და თვალებზე ხელი აიფარა პატარა ბავშვიით,ღიმილს არ წყვეტდა,ღმერთო ჩემო!რა ლამაზი ღიმილი აქ ეხლა მოვკვდები! უცებ ამოვიცვი შარვალი და საროჩკა შევიკარი მეც მეღიმებოდა სულელი ბავშვივით და დაშტერებული ვუყურებდი.
-შეგიძლია გამოიხედო ვუთხარი და გვერდი ავუარე
-მიბრაზდები? გაიცინა
-უბრალოდ ასე აღარ მოიქცე.ჩემი კასტილებით ძლივს მივაღწიე სახლის კარებამდე,წკმუტუნი რო გავიგე,მივხვდი,მავიწყდებოდა სიმბა რო თავის ოთახში ჩავკეტე კოკა რო მოვიდა და გამოშვება დამავიწყდა
-წამოსვლა უნდა.კოკამ მომაძახა სანამ ოთახის კარს გავუღებდი სიმბას
-ეხლა ვერა,ჩემს თავს ძლივს დავათრევ
-მე წამოვიყვან
-შენ-მე უნდა წამიყვანო. ურცხვად დავუყვირე და კედელს მივწეყრდენი.
***
აჭორავდა თბილისი. ყველა ნაცნობი თუ უცნობი და გრძელი ენები იტყაპუნეს ზურგზე. -გაიგეთ დადეშქელიანზე და ბაბლუანზე? -ნეტა რა მოწონს მაგ გოგოში? -ფუ მახინჯი...
-საწყალი დადეშქელიანი აჰაჰჰაა. -ვაიმეე დაჟე სახლშიც აკითხავს.. -ძაღლს ასეირნებენ ხოლმე და გოგო ჭკუაზე არაა ნუუ..
მხოლოდ მე და დადეშქელიანმა კოკამ ვიცოდით რომ სინამდვილეში არაფერი ხდებოდა ჩვენს შორის და გულიანად ვიცინოდით ბრბოზე რომელიც დაბოღმილი იხეოდა ტრაკზე და ბოლო სიტყვებით გვლანძღავდა.
***
საღამოს რვა საათზე ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
-ჰოუუ ვუპასუხე ბედნიერი ხმით
-ნიი,ამო რა ჩემთაან?! გაიწელა ანა
-წვიმს „გავბრაზდი“
-კაი რა ტაქსით გამოო
-ბავშვი უნდა დამიტოვო? გავიცინე
-აუ ჰოო საწყალი ხმით ჩაილაპარაკა
-კაი მოვალ
..
-ნუცუბიძეზე.
ტაქსში ვიჯექი
ვეწეოდი
ვფიქრობდი დადეშქელიანზე -რა უნდოდა ჩემგან? რას ვგრძნობდი მის მიმართ? რა იქნებოდა მერე? ან რა ხდება ახლა...
-შემიჩერეთ. ვუთხარი ტაქსისტს,ფული გადავუხადე და გადმოვედი,სანამ კორპუსამდე მივ აღწიე სულ გავიწუწე და ტუშიც ჩამომედღაბნა.
-ვაიმეე ნიი მაინც ლამაზი ხარ დამცინა საბამ და ხმადაიწვრილა,თვალები გადავატრიალე და ნიცა ხელში ავიყვანე
-ჩემი ქერა ბუშტი ყელში ვაკოცე ნიცას, რაზეც გადაიხარხარა და ორი კბილი გამოუჩნდა ვაიმე ვგიჟდები ამ ბავშვზე რა!
-ნიი,ეხლა უნდა დავაძინო უკვე და გავალთ ცოტახნით რა
-მე დავაძინებ
-მაშინ წავალთ აუ მადლობა რა ნიი
-წადით ეხლა სანამ გადავიფიქრე
-კაი კაი,არ მოიწყინო
-ანა დამელოდე. კარებში გასვლისას გავაჩერ
-მოხდა რამე? დაფრთხა ანა და საწყლად შემომხედა.
-აჰა ჩემი სახლის გასაღები და დღეს მე დავრჩები აქ,გაერთეთ. ლოყაზე ვაკოცე და გამოვბრუნდი.
***

ძალიან მალე ჩაეძინა ნიცას.უსაქმურად დავიწყე ბოდიალი,ღერს ღერზე ვეწეოდი და თან აჯაფსანდალივით არეულ სახლს ვალაგებდი უცებ ვიბრაციის ხმა გავიგონე და გავვარდი ტელეფონის მოსაძებნათ,ბოლოს ჩანთაში ვიპოვე,რო დავხედე 7 გამოტოვებული ზარი მქონდა.. ვისგან?! დ ა დ ე შ ქ ე ლ ი ა ნ ი ს გ ა ნ!!! და... და... და.... ვაიმე! გადავურეკე ზარი არიყო გასული რო მიპასუხა და ხმის ამოღებაც არ მაცადა
-შენ ხო არ გაგიჟდი გოგო? სახლში მოვედი კარს არ მიღებ,გირეკავ,არ მპასუხობ,ვაფშე სად ხარ...
-ანასთან და საბასთან ვარ ბავშვი დავიტოვე და არ მესმოდა ხმა,რატო ჩხუბობ?
-მარტო ხარ?
-ხო,ბავშვი დავაძინე ეხლა,ამოხვალ? გამითიშა,ვერაა ეს ხო? ორი კვირაა არ გამოჩენილა და აქეთ ჩხუბობს...
ცოტახანში კარებზე კაკუნი ატყდა,დაფეთებული გავვარდი და ეგრევე გავაღე. კოკა საბას ბავშობის ძმაკაცი იყო,როგორც ჩემთვის ანა.
-იქნებ გკლავს ვინმე
-ვიცოდი რო შენ იყავი
-ბრავო ნია!
-ვანგა ვარ გავიცინე მაგრამ რო მივხვდი რო არიყო სასაცილო და იუმორი არ გამაჩნდა მოვკეტე. დასჯილი ბავშვივით თავი ჩავხარე,რაზეც კოკამ ხარხარი ატეხა და „თითით დამცინა“
-ჩშშ ბავშვს ძინავს,თითის წვერებძე დავდივარ სახლში და შენ როხროხებ! პირზე ხელი არაფარე
სამზარეულოში შევათრიე და კარი მივხურე
-რას შვები აბა. გამაგიჟებს ეს ბიჭი,ერთ წუთს მეჩხუბება მეორე წუთს ვითომ არაფერი,ისე იქცევა...
-რავი უნივერსიტეტში დავდივარ და სახლში ვარ ძირითადად,შენ? მეც ჩვეულებრივად გავუგრძელე ლაპარაკი,არ მიყვარს ზედმეტი რაღაცეების თქმა და გამოხატვა.
-რავი,საქმეები მქონდა და დავიღალე ალეწილი.სახე ქონდა და თვალები სულ ჩასისხლიანებული,შემეცოდა!
-ორი კვირა რა საქმე გქონდა ისეთი რო ორი წუთი ვერ მოიცალე,დაგერეკა მაინც. გავიბუტე
-გაგიტყდა?
-არა,მეწყინა.
-ერთი ჩორტია ნია,რაზე იბუტები?
-არ ვიბუტები
-მაშინ ბრაზდები
-უბრალოდ მეწყინა ერთხელაც არ გაგახსენდი
-მე შენ სულ მახსოვხარ
-სისულელეა
-ძალიან გინდოდა რო გამხსენებოდი? ესე გენატრები ხოლმე?
-ნუ ცანცარებ. ორაზროვნად ჩავიცინე -გეძინება?
-ორი ღამე არ მძინებია
წამოვდექი და ვუთხარი გამომყოლოდა,ნიცას ოთახში შევიყვანე,ჯერ ბავშვს დახედა და გაეღიმა,მერე საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა.
-დაიძინე და თუ რამეა გაგაღვიძებ.
-ჩემი ტელეფონი წაიღე,გათიშე და შენ გქონდეს რა. დაბალი ხმით მთხოვა,ტელეფონი და საფულე უკანა ჯიბიდან ამოაძვრინა და გამომიწოდა,გამოვართვი -ბარემ საფულეც. ამიხსნა. აღარაფერი მითქვამს,ეგრევე გამოვიხურე კარები და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი. კოკას თხოვნა შევასრულე და გამორტული ტელეფონი საფულესთან ერთად ჩემს ჩანთაში შევინახე.
***
ღამის 2საათი იყო,იატაკზე ტყაპანი რო გავადინე და მივხვდი,ერთ ოთახიანი სახლის მინუსს. ფრთხილად შევაღე საძინებლის კარი პატარა ლამფა ავანთე და ბავშვს დავხედე,წყნარად ეძინა,შემდეგ კოკას შევხედე,წარბები ქონდა შეკრული და ტუცები გამოწეული,გამეღიმა,მაგრამ შევამჩნიე რო ჟაკეტით და ფესხაცმელებით ეძინა,შემეცოდა,ჯერ კეტები გავხადე და როცა ჟაკეტის გახდას ვამთავრებდი,დაგუდული ხმა მომესმა
-ნია?
-აქ ვარ.
-რას აკეთებ?
-გხდი. სსიცილი შემეპარა ხმაში
-რატო მხდი?
-უნდა გაგაუპატიურო.
-მიდი! გაიცინა
-კოკა დაიძინე
-შენ? თვალები გაახილა. სიბნელეში,ოდნავ მბჟუტავი სანათის ქვეშაც კი ბრწყინავდა მისი ცისფერი თვალები.
კოკა დადეშქელიანის ნაირი თვალები-არ აქვს არავის.
ადგილზე გაგაქვავებთ
გაგყინავთ
გაგანადგურებთ
მიყურებდა და მეგონა თვალები მყიდიდნენ,ისინი ეუბნებოდნენ ყველაფერს,ჩემს მაგივრად, არა ეს არ იყო სიყვარული,არ ეუბნებოდნენ „მიყვარხარს“ ჩემი თვალები მას ეუბნებოდნენ „შეგეჩვიე“ „მენატრები“.... გამთქვეს,ჩემმა თვალებმა გამთქვეს და კოკას გულამდე ჩააღწიეს. წამის მეასედებში...
-მეც აქ ვიძინებ,წეღან დივნიდან გადმოვარდი,საშინელებაა იქ ძილი. უხერხულად დავიხედე იატაკზე და ორაზროვნად ჩამეცინა,ძალიან ჩუმად,მეთვითონაც ძლივს გავიგე. დავიბენი,საოცრად დავიბენი და ვიგრძენი როგორი კმაყოფილი სახით მიყურებდა დადეშქელიანი,მოწონდა ჩემი დაბნეულობა მან რომ გამოიწვია...
***
დილის ექვს საათზე ბავშვის ტირილის ხმა გავიგე და წამოვხტი,ხელში ავიყვანე და გულზე მივიხუტე,მგონი შია,რა ვქნა? რძე! ანას უეჭველად ექნება და გავუცხელებ,გენიოსი ვარ რა!
ვაჭამე და ისევ დავწექი,მუცელზე დავიწვინე და ზურგზე ვეფერებოდი,ჩაეძინა.
***
-ესენი ნახე რაა დაიღრიალა ვიღაცამ და მეც დაფეთებული წამოვხტი
-საქონელო რა გაღრიალებს,ძინავთ.
-თქვენ რა..
-ვაიმე დიდი სახლი რო გექნება მერე მომთხოვე პასუხი მსგავს რაღაცაზე
ანამ ჩაიფხუკუნა და კარი გაიხურა...
-აბა რა ქენით თქვენ? სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე
-რავი კაი იყო ძაან,მადლობა რა,არვიცი ბოლოს ესე კარგათ როდის გავერთე. კოკამ რაო?
-რა რაო,ჩაეძინა და ამ დამპალ დივანზე რო ვერ მოვისვენე დავწექი იქ,მეგობრები ვართ,მოსულა. საბა სადაა? გავიცინე
-დივანზე ძინავს,კიდე მთვრალია
-მართალი ხარ ნია. გავიგე კოკას ნამძინარევი ხმა და დაფეთებულმა გავხედე
-ბავშვმა გაიღვიძა?
-არა,კრუტუნებ. გაეცინა
-ჩემ შვილზე რა თქვი? ანამ შეკივლა
-კრუტუნებსთქო რაიყო!
-შენმა შვილმა იკრუტუნოს თუ კაია!
-შენმა შვილმა იკრუტუნოს თუ კაია. გააჯავრა კოკამ და დაიჭყანა
-კაი გეყოთ,კოკა მიმიყვანე რა სახლში
-შენი მანქანა სადაა?
-კაი არმინდა ტაქსით წავალ
-კაი რაიყო ისე გკითე
-დავამტვრიე
***
2 ოქტომბერს,შუადღის 4 საათზე,საბა აბულაძემ,ანა გელაშვილის ქმარმა დამირეკა.
-ნი,რას შვები საღამოს?
-რავი,არაფერს,სახლში ვარ
-მცხეთაში მივდივართ,სასტავი რაა,მაგრად გავერთობით, პახოდუ კოკაც იქ იქნება რაა. გადაიხარხარა საბამ
-და რატო მიკონკრეტებ მაგას?
-კაი ტო,რა გჭირს ეე
-არაფერი საბა.
-წამო რა
-ხო რავი ვიფიქრებ,მეზარებასავით
-მიდი მიდი,რა გეზარებასავით ე
-კაი რომლისთვის მოვიდე?
-შენ კოკა გამოგივლის რა,გაემზადე. გათიშა.
..
-შენ მაინც მითხარი რა ხდება
-საბას ძმაკაცი ჩამოვიდა ამერიკიდან და უნდა რო გაგვაცნოს რაა. აშკარად უხასიეთოდ იყო მაგრამ აღარაფერი მითქვამს,არმინდოდა გამეღიზიანებინა
..
-თქვენ გელოდებოდით. წამოხტა ანა და გადაგვკოცნა მე და კოკა
-გაიცანი ნია,ეს ალექსანდრე ყიფიანია,გუშინ ჩამოვიდა ამერიკიდან. ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ზემოდან დამხედა. ყურებამდე გახეული ღიმილი უფრო მხიარულს ხდიდა და მეღიმებოდა მასზე.
-სასიამოვნოა გამოწვდილ ხელზე ხელი მოვკიდე და გავუღიმე.
ნელნელა იკრიბებოდა „სასტავი“ და იმატებდა მხიარულება,მუსიკა...
ალექსანდრე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა,მაცინებდა,კითხვებს მისვამდა...ვერ ვიტყვი რო ცუდი ბიჭია,უბრალოდ ზედმეტად შეამწუხებელი და ჩემთან შეუთავსებელი. იმასაც ვერ ვიტყვი რომ გული დამწყდა მასეზე:)
-გინდა წვენი მოგიტანო?
-არა,იყოს. გავუღიმე და ვისკი მოვსვი
-ამდენს ნუ სვამ,მაინც ცუდია ჯანმრთელობისთვის,გამიღიმა და პირიდან შუშის ჭიქა გამომაგლიჯა,უხერულად გავუღიმე და ანასკენ გავიხედე „მიშველე“ მეთქი თვალებით ვანიშნე მაგრამ ისეთი მთვრალი იყო,სულ ვეკიდე,თავისთის აჯაზებდა.
-ალექს,წამო გარეთ,ცოტახანი ვილაპარაკოთ,ხმაურია აქ. კოკამ გაუღიმა
..
-რა ხდება აბა ახალი შენსკენ
-რავი ვსწავლობდი და ვსწავლობდი რა! ახლა კი ვცდილობ ბოლომდე გავერთო,მეგობრებთან. ჩაიცინა
-აჰაა და რაზე სწავლობდი?
-ბიზნეს მართვა
-მშვენიერია
-თან პარალელურად კარგად ვერთობოდი გაიცინა ალექსანდრემ
-მერე ერთი გოგო ვერ ნახე ამერიკაში ნიას რო არ ეჩალიჩო? ნაპასი დაარტყა და სერიოზული სახით გახედა დადეშქელიანმა.
-ვერ მიგიხვდი ნათქვამს. დაიბნა ყიფიანი
-მიგახვედრო?
-მომწონს და შენ რა გინდა კოკა?
-მაგ გოგოს არშეხედო,არ დაელაპრაკო, არ გაუცინო არაფერი საერთოდ! თორე გ ა გ ა ქ რ ო ბ!
-მემუქრები?
-გაფრთხილებ
..
-წავედით! ჩემი ჩანთით ხელში კოკა დამადგა თავზე და დამაშტერდა
-უკვე? გავოგნდი
-უკვე! ყველა ჩვენ გვიყურებდა,უხერხული სიჩუმე ჩამოწვა,წამოვდექი, ყველას დავემშვიდობე და კოკაზე ადრე გავედი გარეთ,მანქანას მივეყრდენი და დაველოდე სანამ მოვიდოდა.
-როგორ იქცევი?
-მე კი არა,შენ როგორ იქცევი დაიყვირა კოკამ
-ჩემგან რა გინდა? რა დავაშავე,სულ გაბრაზებული ხარ! სულ რაღაც უცნაურს აკეთებ,ვერ ვხვდები,რატო,მეგობრები ვართ,შეყვარებულები ხო არა!
-პირდაპირ მითხარი თუ დარჩენა გინდა და დარჩი! წადი,გაიქეცი შენ ალექსანდრესთან! დედასშევეცი მე ამის! ყველა კაცის დედა მოვტყან მე ვინც ეგრე იქცევა ქალთან გაიგე? ხმას არ ვიღებდი -გაიგე მეთქი? მიღრიალა
-გავიგე!
-პროსტა მაგრად დამიკიდე,ყურადჭებასაც არ მაქცევდი ტო,ესეთი რა იპოვე ყიფიანში რაც მე არ მაქვს?
-მთვრალი ხარ,წავიდეთ. ცრემლები წამსკდა და მანქანაში ჩავჯექი
-გადმოდი მანქანიდან.
-კოკა გთხოვ. ვიცოდი რო მისი ამ დონემდე მიყვანა ძალიან ცუდის ნიშანი იყო
-ნია გადმოდი ჩემი მანქანიდან! გავაღე კარი და გადმოვედი,ჩემი ჩანთა კიდე ხელში ქონდა ჩაბღაუჯებული და გამწარებული მიყურებდა,მის ჩასისხლიანებულ თვალებს და გაწითლებულ ტუჩებს სიბნელეშიც კი ვხედავდი,მივუახლოვდი,ჩვენს შორის დისტანცია ნულამდე დავიყვანე,თითისწვერებზე ავიწიე და ხელები კისერზე შემოვხვიე.
-გთხოვ რა...კოკა ხმას არ იღებდა
-რითი ნია? რითი მჯობია ეგ პიდარასტი მე? სახეს გაგაძრობთ ორივეს ნია,არაკაცი ვიყო არ გაცოცხლებთ,სახეს გაგაძრობთ ნია!
-უბრალოდ ჩამეხუტე და დამშვიდდი. დამიჯერა,ჩანთა ხელიდან გაუვარდა და ცხოვრებაში პირველად ჩამეხუტა,წელზე ხელები მჭიდროდ მომხვია და კისერში თავი ჩარგო.
-გვიყურებენ...გავიღიმე,არ მოვშორებივარ.
-გვიყურონ,ერთი მაგათი დედაცმოვტყან! ხელები უფრო მომხვია
***
1 თვის შემდეგ.
-გაიგე რამე?
-ვერა
-გალოთდები ნია,ვისკის გამჭირვალე ჭიქის წართმევა ცადა ნუცამ.
-გავლოთდე. ბოლომდე გადავკარი და ცრემლიანი თვალებით ავხედე
-და ვის გამო პროსტა? კოკა დადეშქელიანის?
-კი ნუცა,ზუსტადაც კოკა დაადეშქელიანის!
-გაგაგიჟებს ეგ ბიჭი შენ. სიგარეტს გაუკიდა
-უკვე გამაგიჟა.
***
5 ნოემბერს,ნუცა ბიბილაშვილის და დათუნა თევზაძის ქორწილში ულამაზესი ვიყავი.
მხოლოდ ახალგაზრდები ვიყავით,დათუნას და ნუცას სამეგობრო,მე ორივეში შევდიოდი და შეიძლება ითქვას უმეტეს ნაწილს ვიცნობდი,სამწუხაროდ,სუფრაზე არ გამიმართლა და ისეთ ხალხში მოვხვდი,ვინც ოდიდგანვე ჩემი გაჭორვით და შურით იყო დაკავებული
-ვაიმე,საყვარელო,როგორ ხარ? მომნატრებიხარ! როგორ გალამაზდი...გაიწელა ლილი ბექაური და ტუჩები ამაწება ლოყაზე
-კარგად ლილი,შენ როგორ ხარ?
-რავი სამი დღეა რუსეთიდან ჩამოვედი და მონატრებულ ხალხს ვნახულობ. გადაიკისკისა გამომწვევად
-გამიხარდა შენი ნახვა ლილი. გავუღიმე და წამოვდექი,ფეხსაცმლის კაკუნით გავარღვიე ხალხის მასა და გარეთ გავედი,პატარა ჩანთიდან კენტი ამოვიღე და გავუკიდე,მციოდა,მაგრამ ეგ ნაკლებად...
-გაცივდბი... სულ დამბურძგლა ის ნაცნობი ხმა რომ გავიგონე,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა
-შენ არ უნდა გაწუხებდეს. ნაპასი დავარტყი და მოსიარულე მანქანებს გავხედე
-მე გადავწყვეტ მაგას.
-სად იყავი?
-საქმეზე
-ვერ ხვდები რო უკვე სასაცილოა?
-რა არის სასაცილო. გაოგნდა
-ის,რომ სულ იკარგები მერე მოულოდნელად მოდიხარ და „საქმეზე ვიყავიო“ იძახი
-ესე ძალიან გინდა ჩემთან ერთად ყოფნა? ჩაიცინა. დავიბენი,ყველაფერი ამერია და ვნატრობდი,მიწა გამსკდომოდა,მიხვდა? რა სულელი ვარ ღმერთო!
-გამეცი პასუხი,ოდნავ მომიახლოვდა
-არაფერ შუაში არ არის
-არის,გენატრები,ხო მართალი ვარ? თითქმის ნულს გაუტოლა ჩვენს შორის ადგილი
-სისულელეა.
-ჩემთაან გინდა და ვერ ამბობ
სიგარეტი გადავაგდე,ბოლო ნაპასი დავარტყი,სახეში შევაბოლე და სწრაფი ნაბიჯებით შევვარდი დარბაზში,ჩემი ადგილი დავიკავე. პატარა შუშის ჭიქა,რომელიც ჩემ თეფშთან იყო ლილიმ გამივსო არყით. 1...2...და 3! ძალიან მწარეა!
-მიაყოლე! მიაყოლე! აცანცარდა სანდრო თევზაძე (სიძის ძმა) და პური შუბლში გამარტყა
-იდიოტი ხარ სანდრო! სიმღერა ჩაირთო
-იდიოტს ეცეკვები ქალბატონო? გადაიხარხარა თევზაძემ,გავუღიმე და წამოვდექი.
მე და თევზაძეს ორი წამის დაწყებული გვექნებოდა ცეკვა დარბაზის კარი რო გაიხსნა და კოკა დადეშქელიანი შემოვიდა,სულ შავებში იყო გამოწყობილი,მაგრამ არა ქორწილის შესაფერისად,სიმართლე რომ გითხრათ დაპატიჟებული არც ყოფილა.სიძის მოთხოვნილებით სიმღერა გაჩერდა,სიჩუმემ დაისადგურა და ყველამ დადეშქელიანს დაუწყო ყურება,დათუნა თევზაძისკენ გავიხედე,ვიცოდი,კოკას აქ მოსვლას ასე უყურადღებოდ რომ არ დატოვებდა, „სიძის“ ადგილი დატოვა და ჩემსკენ წამოსულ კოკას აედევნა.
-აქ ვინ დაგპატიჟა. ხალხი წამოიშალა,ყველა ელოდებოდა,როდის დადგებოდა მათი გაშველების დრო
-ხელი გაწიე,დათო! დაბალი ხმით უბრძანა კოკამ,ავნერვიულდი,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,სანდრო მიუახლოვდა დათუნას და რაღაც ჩაჩურჩულა.
-რისთვის მოხვედი? წადი აქედან,დღეს არ ვარ ჩხუბის ხასიეთე!
-შენი ს საქმე არ არის მე რისთვის მოვედი დაუღრიალა კოკამ და ისე გამეტებით დაარტყა დათუნა თევზაძემ წამებში იატაკზე გაადინა ზღართანი.
-შენი დედაც მოვტყან!ჩემ ძმას როგორ შეეხე! სანდრომ მუშტი მოუქნია და წავიდა ჩოჩქოლი,ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და ვცდილობდი როგორმე მიმეღწია დადეშქელიანამდე. გამეტებით ურტყავდა სანდროს,სულ გადაეკეტა,ვეღარ აკონტროლებდა თავს თორე ამ დონემდე მიიყვანდა 18 წლის ბავშვს? ესე როგორ გაიმეტებდა? მთვრალი იყო! არ იყო ეს ნამდვილი კოკა!
-კოკა,გთოვ,ძალიან გთხოვ,ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ,გამომყევი,წავიდეთ გთხოვ,ნია ვარ,შენი ნია,ნია ბაბლუანი! მისი სახე დავიჭირე და შევხედე,თვალებში ვუყურებდი და ველაპრაკებოდი. კანკალებდა სიმწრისგან და თვალები უმუქდებოდა,წამის მეასედდებში მეგონა,ვერ მიცნო მეთქი მაგრა გაჩერდა!გაჩერდა,წამოდგა და ძალიან სწრაფად გავიდა გარეთ,უკან გავყევი,ზურგით იდგა,არაფერი არ მითქვამს,აღარ მინდოდა მისი გაღიზიანება. მივუახლოვდი და უკნიდან ჩავეხუტე,ვიგრძენი როგორ კანკალებდა და სუნთქავდა. მოულოდნელად გამობრუნდა და ჩემ წინ აისვეტა,გახეთქილი წარბიც კი უხდებოდა და დამსკდარი ტუჩები,წამის მეასედებში ჩემს ტუჩებს შეეხო მისი ცხელი და სისხლიანი ტუჩები,ავყევი კოცნაში,ძალიან მეკიდა ჩემს უკან გამჭირვალე კარები და იქიდან წყვილ წყვილად მომზირალი თვალები,ვკოცნიდი და კისერზე ვუჭერდი ხელებს, გაჩერდა,ხელი ჩამკიდა და მის მანქანასთან მიმიყვანა.ჩავჯექით და ჩემი სახლისკენ ავიღეთ გეზი,ძალიან მშვიდად იყო,არაფერს არ ვამბობდით არცერთი,მხოლოდ ბედნიერება იგრძნობოდა და სისწრაფისგან გამოწვეული ადრენალინი.
-წავიდეთ.დაიჩურჩულა და სიჩქარეს მოუმატა
-სად წავიდეთ
-წავკისში ავიდეთ.ჩვენი სასტავი. დაამატა და გამომხედა. გავბრაზდი,მეგონა უნდოდა მარტო მე და ის ვყოფილიყავით,არა,სისულელეა,არც მოვწონვარ ალბათ. უბრალოდ მაკოცა,გამწარებული იყო და ვერ მოზომა,არვიცი,არვიცი...
-ნია,გამეცი პასუხი
-ხო
-რა ხო
-წავიდეთ
-რა გჭირს
-სახლში მინდა
-ხო იცი ხვეწნას არ დაგიწყებ
-რაზე? გაოგნებულმა გავხედე
-გეკითხები რა გჭირს თქო და არ მპასუხობ.
-უბრალოდ სახლში მინდა. შეიძლება ითქვას რომ წამებში ჩემს კორპუსთან ვიყავით,არაფერი მითქვამს,გადასვლას ვაპირებდი რომ გამაჩერა
-არ დამემშვიდობები? ჩაეღიმა. დაუფიქრებლად მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე,ისე ვაკოცე რომ მისი სუნი ვიგრძენი და რამის იქვე ჩავიკეცე,მაგრამ წამებში ჩამოვედი მანქანიდან და კარი მივხურე.ხმაურიანად დატოვა ჩემი ქუჩა. სწრაფად ავირბინე კიბეები და კარებთან რომ მივედი მაშინ გამახსენდა რომ ჩემი ჩანთა მის მანქანაში დამრჩა,არც ტელეფონი,არც ფული,საერთოდ არაფერი. ეხლა რა ვქნა? ყინავს გარეთ! კარებს ზურგით მივეყრდენი და ჩავიკეცე,სიცილი ამიტყდა,პადიეზდში,სიბნელში და სიცივეში,თხელი შავი კაბით ვიჯექი კარებთან და ვიცინოდი,არვიცი,ესეთ მდგომარეობაში რო ვიღაცას დავენახე ფსიქიატრიული არ ამცდებოდა.
-რა გაცინებს? ბოხმა ხმამ ისე შემაშინა კანკალი ამივარდა მაგრამ წამებში ვიცანი.
-შენს მანქანაში დამრჩა
-მაგისთვის დავბრუნდი. სასმელი მეკიდებოდა,მთვრალი ვიყავი
-მხოლოდ მაგისთვის?
-მთვრალი ხარ ნია. ხელი გამომიწოდა და ოდნავ დაიხარა
-არაუშავს,შენც! გავუცინე,აი ისე,ბავშვები რო იცინიან ხოლმე,ძალიან რო უხარიათ რაღაც და სახეს რო მანჭავენ ბედნიერებისგან...
-ჩემთან ერთად დაჯექი. ოდნავ ჩავიწიე და ჩემს გვერძე ხელი დავარტყი,აქ დაჯექითქო. თვითონაც ჩაეცინა თავი გააქნია და წამებში ჩემს გერძე გაჩნდა. თავი დავადე მხარზე,საოცრად მეძინებოდა.
-კოკა?
-გისმენ ნია
-არაფერი.
ჩაიცინა და თავზე მაკოცა...
..
გაბმულმა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა,პადიეზდში,დადეშქელიანის მხარზე ჩამოძინებულს,კოკას ეძინა,გამეღიმა,მაგრამ როცა მივხვდი რომ სრულიად ჩამოყალიბებული ავადმყოფებივით პადიეზდში გვეძინა და ამავდროულად სიცივე ძვალრბილში ატანდა,სწრაფად წამოვდექი და წონასწორობაც დავკარგე,ხმაურზე კოკას გამოეღვიძა და დაფეთებული მომვარდა
-სულ გაგიჟდი გოგო შეენ?
-გააღე რა კარი,მგონი გავცივდი,რადროს ეგაა.

***
-სულელები ხართ! კისკისებდა თეო არაბული და თავის ძაღლებიანი ჩუსტებით დაბოდიალობდა აქეთ-იქით.
-გეფიცბი,ბოლო ოთხ თვეზე სასწაული ისტორია დაიწერება!
-გიყვარს ხო. დასერიოზულდა,მეღადავება ხო?
-მეე? კოკა? ჰაჰაა კაი რაა...
-სწერვობა არ გამოგდის,გველო! ს თამაშით შევარდა ოთახში,იქიდან კი მიბღავლა „მოემზადე,თოკა უნდა ვნახოთო“
***
იმ საღამოს,ყველა ჩემთან იყო,მთელი „სასტავი“ ანა და საბა,თოკა და თეო, ნიკუშა თოდუა,ლილე და ზუკა,მხოლოდ კოკა გვაკლდა და როგორც ყოველთვის „საქმეზე“ იყო,თან ისეთზე,არავის რო არაფერი გვსმენია. ჯერ კიდე არ ვიყავით ჩამოყალიბებულები,წავკისში მივდიოდით,მანქანით იყო ყველა,დაჭამეს ერთმანეთი, არა ჩემი მანქანით წავიდეთ არა,ჩემითო. ბოლოს,არცერთმა რო არ დათმო და თან ამ აჟიოტაჟს კოკაც რომ შემოუერთდა გადაწყდა. დილის სამ საათზე ყველა თავისი მანქანით მიდიოდა წავკისისკენ,ისე მიყვებოდა ხუთი მანქანა ერთმანეთს უკან,გეგონებოდათ ქოწილიაო. პატარა ქორწილი.
..
ჩ ა ვ ა ღ წ ი ე თ!
დილის ხუთისთვის უკვე ყველა თავის ოთახში იყო და ეძინა,მხოლოდ მე ვიჯექი გაყინულ „კაჩალკაზე“მეოთხე სართულის აივანზე,თხელი ხალათით და ყავას ვსვამდი,თან კენტს ვაბოლებდი,აი რა მდომებია,ამდენი ხნის განმავლობაში,ეს იყო „იმენა“ დასვენება.
კაჩალკაზე ფეხებ აკეცილი ვიჯექი და თითქმის არც ვჩანდი,ალბათ მაგიტომ ვერ შემამჩნია კოკამ,წელს ზევით შიშველი,შავ,მუხლს ზემოთ ტრუსებში იდგა აივნის მოაჯირთან და ცდილობდდა მისი დაფეხვილი „ზაჟიგალკით“ მოეკიდებინა სიგარეტისთვის,ცოდვით ვიწვებოდი მისი ყურებისგან,თან მეცინებოდა. ‘დედამოვტყან“ ჩაილაპარაკა და სახლის ეზოში მოისროლა,მოაჯირს ხელებით დაეყრდნო და თავი ჩახარა,სიგარეტი ისევ პირში ქონდა,არც აპირებდა მის გვერძე გადადებას და დანებებას,იქნებ სადმე ეპოვნა „ზაჟიგალკა“ და დაეხეთქა ფილტვები! (მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ?) ჩუმად გამეცინა და პირზე ხელი ავიფარე,კაჩალკა გამოძრავდა და ჭრიალი დაიწყო,არა რა,მამას სულ ვეუბნებოდი,ახალი ვიყიდოთ თქო,აი სად გამიცრუა იმედები! ჩემსკენ გამოიხედა,უკუნითი სიბნელე იყო,“მე ვარ,ნია“ სიცილით ვუთხარი „აუ ტოო,გამისკდა გული,მეთქი ვინაა თქო“ არეული ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ,ტელეფონით მივანათე და მალევე მომაგნო,გვერძე დამიჯდა და შემომხედა
-აუ ნი მომიკიდე რა,დავიტანჯე. უთქმელად მმოვუკიდე და აისრულა ბოლოს და ბოლოს სურვილი,ხო მომკლა ამდენი ხვანცალით რა!
-რატო გღვიძავს? ისე გამომივიდა,აი,დედა რო ბავშვს დატუქსავს და ცდილობს რაღაცაში გამოტეხოს.
-არ მეძინება და იმიტო! შენ? გაიცინა
-რავი აბა. ეხლა მეძინება.
-მიდი შედი,დაიძინე.
-არა აქ მინდა ყოფნა.წავიჩურჩულე
-ჩემთან გინდა ყოფნა. გაიცინა,დავაიგნორე
-გახსოვს პადიეზდში რო გვეძინა? ავკისკისდი
-ჩშშ,ბავშვი ძლივს დააძინა ანამ,შეიძლება აქედან გისროლოს რო გააღვიძო. პირზე ამაფარა ხელი და თვითონაც სიცილი დაიწყო. მეც ხელი ავაფარე. მართლა გავიგუდეთ!
..
ჩემს კალთაში ედო თავი და მელაპარაკებოდა,თითქმის არ მახსოვს რას ლაპარაკობდა,ნახევრად მეძინა,თან თავზე ვეფერებოდ,სასწაული შუაღამე იყო!
-არ გცივა?
-აუ კი,გაასწორებდა პლედი და ყავა.
-წამო და ისევ ამოვიდეთ,დღეს აქ ვიძინებ.
-რა დამთხვევაა და მეც:)
...
ორი დღე იყო იმისმერე გასული რაც წავკისში ვიყავით და უკვე ყველა წავიდა თითქმის,მხოლოდ მე და კოკა. ანა და საბა,ბავშვით.
ღამის ორი საათი იყო,დივანზე,ტელევიზორის წინ ვიჯექი და „გეცბის“ ვუყურებდი თვალებ დაჭყეტილი,კარის მოჯახუნება და ხმაური რო გავიგონე,ვიცოდი საბა და კოკა გარეთ იყვნენ,მაგრამ მაინც შემეშინდა.
-ნი აქ ხარ? გავიგე საბას ხმა
-ჩჩჩ,აუ საბა,ვერ გავიგე რა თქვა! ავბუზღუნდი და პლედში უფრო გავეხვიე
-კაი ჰო ნუ მეჩხუბები! წავედი მე დავიძინე.
-კაი მიდი,კოკა სად არის?
-სამზარეულოში,შენს უკან. უცებ გავიხედე და ბართან ჩამომჯდარი კოკა დავინახე,მე მიყურებდა. ხმა არ გამიცია ისევ ფილმის ყურება გავაგრძელე. ვერ გავძელი და კოკასთან მივედი,სკამიდან წამოდგა და ბარის მაგიდას მიეყრდნო.
-ესე გვიან რატო გღვიძავს?
-არ მეძინება.
-რა არ გაძინებს?
-მარტოობა და სიბნელე.
-ვიცი რომ სიბნელის შიში გაქ,მაგრამ მარტოობაზე არ მსმენია შენგან.
-ჰო,სიბნელეში მარტო ყოფნა ყველანაირად მბოჭავს. სკამზე ჩამოვჯექი
-დავრჩე? მომიახლოვდა,ჩემს გვერდით ბარის მაგიდას მარჯვენა ხელით მიეყრდნო,თვალებში ყურებას არ წყვეტდა.
-როგორც შენ გინდა. მიტკლის ფერი დამედო და სუნთქვა გაუცნობიერებლად შემეკრა.
ჩაეცინა და წამიერად ამიხსნა მისი სიცილის მიზეზი რომ მე ვიყავი.
-ფერი არ გადევს,კანკალებ,სუნთქვა გეკვრება,ესაც სიბნელის ბრალია? გამომწვევად გაეღიმა
ხმა არ ამომიღია,თითქოს ენა ჩავყლაპე,ვერაფერს ვაკეთებდი
-ნია,პასუხი გამეცი. იცოდა,პასუხი არ სჭირდებოდა,სახეზე ხელი ჩამომისვა და წელზე დამადო,თხელ მაიკაში მისი ხელის გაყინული ტემპერატურა კანამდე აღწევდა და ტაო მაყრიდა მთელს სხეულზე. გაუცნობიერებლად ვაკოცე,მასაც ეს უნდოდა. იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა რომ პირველი მე ვაკოცე.


-საუკეთესო ხარ. ყურზე თმა გადამიწია და ჩამჩურჩულა. ვერაფერი ვუთხარი. გავჩერდი და ყურება დავუწყე.მრცხვენოდა,ისე,როგორც არასდროს,ჩემი საქციელის მრცხვენოდა.
...
მართლა დიდიხანი ვიცნობდი,ბავშობიდან,მაგრამ არაფერი ყოფილა! საიდან დაიწყო? თვალები! როცა შემომხედა,მაშინ სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი,მაგრამ ეხლა გამომხედა ისე,როგორც მიყურებს ხოლმე,ვიგრძენი,ყველაზე საუკეთესო და განსაკუთრებული! მაბედნიერებს,მე ნია ბაბლუანს,კოკა დადეშქელიანი ჭკუიდან მშლის!
...
მე-კენტი რვა ნომერი
ის-შავი სობრანიე.
სიცივე.
აივანი.
გვერდიგვერდ ვიჯექით.
სიჩუმე.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
წამებში ახსნილი სიყვარული.
მარტო მე და ის ვიყავით.
წავკისში ყოფნიდან მეხუთე დღეს მითხრა,ნოემბრის მიწურულს.აივანზე,ჭრაჭუნა „კაჩალკაში“ რომელიც რაც არუნდა გასაკვირი იყოს,მაშინ ჩუმად იყო და ჩვენს სიწყნარეს არ არღვევდა,იცოდა მისი ხმაურისთვის არავის ეცალა.არშემიხედავს მისთვის,არც თვითონ შემოუხედავს. არ იყო საჭირო,მეც ვხვდებოდი და ისიც ხვდებოდა,ერთდროულად,ერთნაირად ვფიქრობდით და არაფერი არ იყო საჭირო.ზედმეტი სიტყვებისა და ცრემლების გარეშე.უბრალოდ გვიყვარდა-ერთმანეთი.
***
კოკას დაურეკეთ! კოკას დაურეკეთ! ღრიალებდა საბა აბულაძე და ხელებს ჰაერში იქნევდა.
ანამ დარეკა.
ვაჟაზე,რესპუბლიკურიში,ნია ავარიაში მოყვა.
ტელეფონი გამოირთო.
...
-აპარატზე ყავთ შეერთებული. ანამ ცრემლიანი თვალებით ახედა,მარცხენა ხელით ბავშვი ეჭირა და გულში იხუტებდა.
-გადარჩება?გაბზარული ხმით,ძლივს გასაგონად თქვა. ცალი ხელით შუბლს ისრესდა,მეორე ხელში კი მანქანის გასაღები ქონდა ჩაბღაუჯებული. ანა ხმას არ იღებდა,თითქოს თვალებით ეუბნებოდა რომ ამ ყველაფრისთვის უნდა გაეძლო,ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა და კანკალი გაუდიოდა მის სხეულს.
-ვინ იჯდა საჭესთან. ისევ წყნარი ხმა ჰქონდა კოკას.
-ყიფიანი. ზედმეტი ემოციებისგან სისულელე წამოროშა. იცოდა,ეს არ უნდა ეთქვა,მაგრამ აზრი აღარ ქონდა,ანას დაუფიქრებელ ნაბიჯს.
მთელი სახე და სხეული ეწვოდა. გიჟს გავდა.წამიერად განიცადა ცვალებადობა მისმა გამომეტყველებამ. არაადამიანურად გამწარებული იყო,ისეთი გამწარებული,ყიფიანი რო დაენახა შეიძლება შიშველი ხელებით გამოეღადრა მისთვის ყელი.მაგრამ,რადგან ყიფიანი არ მოვიდა დადეშქელიანთან,დადეშქელიანი მივიდოდა ყიფიანთან. იცოდა,არაფერი ჭირდა ყიფიანს,იცოდა სადაც იყო,იცოდა ბარგს რომ ალაგებდა და საქართველოდან გაქცევას რომ აპირებდა,კოკასგან დამალვას,მაგრამ დადეშქელიანი რის დადეშქელიანია,თუ სამაგიერო არ გადაუხადა. ვერ დაემალებოდა,სადაც არ უნდა წასულიყო. მოკლავდა,ნიას რამე თუ მოუვიდოდა,მის საფლავზე დააკლავდა ყიფიანს. არაადამიანურ თვისებებს გამოავლენდა და წამითაც არ შეეცოდებოდა.
-სად მიდიხარ გაეკიდა საბა
-უნდა მოვკლა
-კაი ტო,რადროს ეგ არის,დაწყნარდი,ცოტა აზრზე მოდი და ერთდ მოვკლათ ტო,ოღონდ ეხლა არა,ნიას ჭირდები ბიჭო,დაფიქრდი ცოტა ე.
-ნიას არავინ ჭირდება.
-რა გჭირს ბიჭო,აზზე მოდი რას ამბობ.
-ნიას რო ვჭირდებოდე მაგ სირს არ ჩაუჯდებოდა მანქანაში.
-რიცი რო თავის ნებით ჩაუჯდა. გაუმკაცრდა ხმა საბას.
წამიერი დუმილი...
ეს უკვე პიკი იყო.
აღარ შეუჩერებია არავის,პირდაპირ ყიფიანის სახლისკენ წავიდა.
იარაღი ხელში ეჭირა.
სახლის კარებზე დააკაკუნა,წამებში გაიხსნა კარი და ყიფიანი,შეშლილი სახით,წარბ გახეთქილი უყურებდა კოკას. არაფერს ამბობდნენ. იცოდა,ყიფიანმაც და დადეშქელიანმაც რა მოხდებოდა. აზრი არ ქონდა აღარაფერს.
-ნია არ გაპატიებს. წამოიყვირა ყიფიანმა. კოკამ ნელა შეაბიჯა სახლში,მისაღებ ოთახში გავიდა,ერთერთი სკამი გამოწია და დაჯდა. ჯიბიდან შავი სობრანიე ამიღო,გაუკიდა,იარაღი მის გვერდით მდგარ მაგიდაზე დადო და ყიფიანს ახედა.
-შენ გაპატიებს? დამცინავად გაწელა ეს ორი სიტყვა.
-მე რა უნდა მაპატიოს? შეშინებული,დაპანიკებული ხმის ტემბრი უთამაშებდა
-ჩემი სიკვდილი.
-არ მოგკლავ. მოლბა ყიფიანი.
-ვერ მომკლავ. სიცილი დაიწყო.
-თუ მოვინდომე,ამ წამსვე დაგბრიდავ.
-მხოლოდ მაშინ მოხდება ეგ,თუ მაგის უფლებას მე მოგცემ.
-არ მჭირდება შენი უფლება,იმისთვის რო ტვინი გაგასხმევინო. მაგიდაზე ხელი დაარტყა ყიფიანმა და მისგან რამოდენიმე ნაბიჯით შორს დადგა.
-შენც იცი,ჩვენს შორის,ეხლა,რომელიმე უნდა მოკვდეს...ბოლო ნაპასი დაარტყა,წამოდგა სკამიდან,თან იარაღიც აიღო ხელში,მიუახლოვდა ატუზულ ყიფიანს,სიგარეტი კედელზე ჩააწვა და გაუღიმა. მკვლელის,შეშლილი მკვლელის სახე ქონდა,ცრემლიანი და ჩასისხლიანებული თვალები კი უფრო საშინელს და საშიშს ხდიდა. -გაძლევ უფლებას მომკლა. დაასრულა დაწყებული წინადადება დუმილის შემდეგ.კოკმ იარაღი გაუწოდა,ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ყიფიანს თვალებში ჩახედა.
-გელოდები,მესროლე. იღიმოდა. ყიფიანი დაბნეული იარაღს უყურებდა,მერე კოკას ახედა.
-მესროლე,ნია გაპატიებს. მეორეჯერ გაუმეორა. ბოლო ხმაზე უყვირა და სახე სულ დაემანჭა. ყიფიანმა იარაღი დაუმიზნა და თვალები დახუჭა.
-ფრთხილად გაისროლე,არ ჩაისვარო,ყიფიანო. კოკას თვალები დაეხუჭა და ტყვიის მოლოდინში,ბედნიერი სახით იცდიდა.მაინც არ კარგავდა ძველ იერ სახეს,მაინც,როცა ყველაფერი უიმედო და უფერული იყო მისთვის.
უეცრად.
წამებში.
გამაყრუებელი სროლის ხმა გაისმა.
სამჯერ ზედიზედ.
გულის არეში,სამი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა.
კოკა დადეშქელიანის უსულო სხეული კი იატაკზე ეგდო.
მოკლა-ალექსანდრე ყიფიანმა-კოკა დადეშქელიანი მოკლა.
***
მთაწმინდაზე წამიყვანა. ასე მითხრა,მზის ამოსვლას უნდა ვუყუროთო. ჩემი ოცნებების ახდენას აგრძელებდა და იმასაც დამპირდა,ბოლო ამოსუნთქვამდე ერთად ვიქნებით,მაგრამ შენ რო რამე მოგივიდეს მეც არ დავრჩები ცოცხალიო.ეს რომ მითხრა მახსოვს როგორ არარეალურად და ზედმეტად დრამატულად მეჩვენებოდა,კოკა დადეშქელიანს ანა ბაბლუანისთვის თავის განწირვა რო შეეძლო.
თურმე შეეძლო.
გაწირა.
მაგრამ ამით იმხელა ტკივილი მომაყენა,ვერ აგიხსნით,რადგან ეს ენით აღუწერელი ტანჯვა. თუ არ განიცადეთ ისეთივე სიყვარული და მერე იმ სასწაული სიყვარულის წამებში დაკარგვა ვერ მიხვდებით რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
ან შეიძლება მაშინაც ვერ მიხვდეთ.
არვიცი.
ვერაფერს გეტყვით.
კოკა რომ მყავდა-ყველაფერი მქონდა. მაგრამ ამავდროულად,კოკას გარდა არაფერი გამაჩნდა.
იყო დასაბამიდან,დასასრულამდე.
არ ვიყავით რომეო და ჯულიეტა.
უბრალოდ,კოკა დადეშქელიანი და ნია ბაბლუანი.
და მაინც,ჩვენი ერთად ყოფნა,დაწერილი იყო.
და მაინც...ჩვენ,ერთად ვიქნებით.
ცოტაც მაცადე და ისევ ერთად ვიქნებით.



№1 სტუმარი нита

რა პონტში მოკალე ეეე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent