შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

city that loves you 1


24-10-2015, 22:12
ავტორი anano:)
ნანახია 1 790

სახელი: ნიცა

გვარი:მახარაძე

ასაკი:19 წლის
პროფესია:მომავალი ჟურნალისტი
მამა: პოლიტიკოსი
დედა: ექიმი
ძმა:სტუდენტი

10 აპრილი იყო კვირა,საბა ბაქრაძის დაბადების დღე, საბა ჩემი ძმის გუგას ბავშვობის ძმაკაცია რაც თავი მახსოვს სულ ჩვენთან ერთად იყო. შეყვარებული ყავდა, უკვე ერთი წელი იყვნენ ერთად, სერიოზულად იყო შეყვარებული,და შენც უნდა გაგაცნო, შენ თუ არ მოგეწონება მე ისეთი ცოლი რად მინდაო, მოკლედ უფრო გასერიოზულება უნდოდა რა, წინა დღით მითხრა ხვალ 8 საათზე გელოდები ფუნიკულიორის რესტორანშიო,საშინლად არ მიყვარს რაღაცისთვის სპეციალურად მომზადება, თმების დაყენება, მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი მთელი სანაცნობო იქ იქნებოდა, ამიტომ ერთხელ ეს ყველაფერი უნდა ამეტანა.ლურჯი მოკლე კაბა მეცვა,სადა მაგრამ ლამაზ ტანს მიჩენდა,დედას მანქანით ავედი მთაწმინდაზე, მანქანა არ მყავდა მაგრამ მაიმედებდნენ მალე გიყიდითო. იქიდან გამომდინარე რომ წვეთ სასმელს არ ვსვავ არც დედაჩემს უნერვიულია ჩემი მანქანით გაშვებაზე. ცხრის ხუთ წუთზე უკვე იქ ვიყავი, მანქანის გასაჩერებელი ძლივს ვიპოვე, დარბაზში შესვლის თანავე მოვკარი თვალი ნაცნობ სახეებს და მათკენ გავემართე,საბას უკნიდან მივეპარე და ჩავეხუტე, შეშინებული შემობრუნდა და რომ დამინახა როგორც იცის ხოლმე ხმაურიანად შემომეგება,შემდეგ მისი შეყვარებულიც გამოჩნდა, თიკა, ერთმანეთი გაგვაცნო, და ერთი ორი ხუმრობაც მოაყოლა, მთელი ჩემი ძმის საძმაკაცო იქ იყო, გუგას გარდა... ლონდონში გაუშვა მამაჩემმა, “სასწავლებლად” მაგრამ რა დროს ესაა, ისევ უკან დავბრუნდეთ, ბიჭებს წრე გაეკეთებინათ და ლაპარაკობდნენ, მეც მათთან მივედი, მაშინვე დაიწყო ხუმრობების კორიანტელი!
-ვაა ნიცუშ რა მაგრაად გამოიყურები. (მიშკა ჩარკვიანი)
-ეხა რო იცი ხოლმე შენ სადღეგრძელოები არ დაიწყო ჩემ თავს გაფიცებ. (ტყუპი1)
-კაი რას ეუბნები, არ იცნობდე მაინც? დააწვენს მთელ სუფრას. (ტყუპი2) [...]
რას ვაკეთებდი ამ დროს მე? ბოლო ხმაზე ვიცინოდი, არანაირი რეაქცია არ მქონდა ხოლმე მათ ხუმრობებზე, პირიქით. ხანდახან მეგონა ბიჭი ვიყავი, მათი ლექსიკონი,ჩვევები ყველაფერი ერთი გვქონდა. შემდეგ ელენე და ლუკა მოვიდნენ, ჩემი უახლოესი მეგობრები და შეყვარებულები, ლუკა საბას ძმაა,ელენე ჩემი უახლოესი მეგობარი, ერთ ბაღში და სკოლაში დავდიოდით, მოკლედ სულ ერთად ვართ. მაგიდას მივუსხედით ბიჭები ჩემგან მოშორებით დასხდნენ, მე და ელენე ერთად ვისხედით,მოგვიანებით გვერდით უცხო ბიჭი მომიჯდა, აქამდე არ მყავდა ნანახი,დიდად არც მას გამოუეჩენია ყურადღება და არც მე, მე და ელენე კი ვლაპარაკობდით, ვერ ვერთობოდი, გუგას ვუგზავნიდი ვიდეოებს და სურათებს, რომ თავი ჩვენთან ერთად ეგრძნო. შემდეგ ყველამ ცეკვა დაიწყო, ჩარკვიანი მოვიდა და ზე გენტლმენურად მთხოვა ვიცეკვოთო, რაზეც მე სიცილი მოვაყოლე და დავთანხმდი შემდეგ ტყპებიც შემოგვიერთდნენ და ერთად ვცეკვავდით ყველანი ძალიან დიდი ხანი. შემდეგ ცოტა ხნით მათთან დავჯექი,საბა ბიჭებთან ერთად გარეთ გავიდა, ამიტომ მე თიკასთან გადავჯექი, თავი მარტო რომ არ ეგრძნო.
-რატო არ ცეკვავ?
-საბა გარეთ გავიდა და თან რაღაც მოვიწყინე არ ვარ ხასიათზე
-მმ, რას ქვია მოიწყინე, ეხლა უნდა გავერთოთ ჩვენ ყველაზე მაგრად თორე სხვების გართობა რათ გვინდა.
-აუ ძაან საყვარელი ხარ.
მეც შევიფერე და წარბები ავათამაშე. სიმღერა შეიცვალა.
-როგორ მიყვარს ეს სიმღერა!! წამოიძახა თიკამ გახარებულმა.
-წავედით ვცეკვავთ! საბა რათ გვინდა რო გავერთოთ.
თავიდან რცხვენოდა შემდეგ ამყვა, საერთოდ არ ვარ ხოლმე ესე, მაგრამ ჩემი ბიჭებთან
ერთად რომ ვარ ყოველთვის უფრო ვიხსნები,და ყველანაირი კომპლექსი მეხსნება,შემდეგ
ერთად რომ ვარ ყოველთვის უფრო ვიხსნები,და ყველანაირი კომპლექსი მეხსნება,შემდეგ ისევ ჩაწყნარდასავით სიტუაცია. მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი, ელენე და ლუკა მათ ნაცნობებს ესაუბრებოდნენ,ცოტა ხანი ტელეფონში უაზრო რაღაცეებს ვათვალიერებდი, შემდეგ მარცხენა მხრიდან მზერა ვიგრძენი,და ნელა გავაპარე თვალი, გავუღიმე და ისევ ტელეფონში ჩავიხედე.
-ტელეფონში საინტერესოს ვერაფერს ვერ იპოვი, მე უფრო კარგ რამეს შემოგთავაზებ, ცოტა ხანი გადადე გვერდით და ვილაპარაკოთ რა.
ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, იმდენად დავიბენი რომ ტელეფონი ეგრევე გავთიშე და გვერდით გადავდე, და მზერა გავუსწორე უცნობს.
-გისმენთ.
-პირველ რიგში თ არა, მეორე ვისაუბროთ რა, მე ჩემზე გეტყვი შენ შენზე მოყევი. -კარგი,ჯერ შენ მოყევი.
გაეღიმა... -ნიკუშა ვარ გაბრიჩიძე, 20 წლის, უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესზე, ვცხოვრობ მთაწმინდაზე,უნივერსიტეტს რომ მოვრჩები მინდა რაც შეიძლება მეტი ბიზნესი წამოვიწყო საქართველოში, უზრუნველყოფილი ცხოვრება რომ გვქონდეს ქართველებს. (გულში ვფიქრობდი, ეს თუ 20 წლისაა მე 40ის ვართქო, ისეთი ოცნების კოშკები ააგო ვიფიქრე გონებაში პრობლემები აქვსთქო)
-ეხლა შენ.
-ნიცა მახარაძე, 19 წლის, მომავალი ჟურნალისტი,ოღონდ ისეთი არა სტუდიაში რომ სხედან, ცხელ წერტილში ვაპირებ მუშაობას, ვერაზე ვცხოვრობ,და ვგიჟდები ცხოველებზე, და კიდევ ცეკვაზე.
-ხოო შეგამჩნიე როგო ცეკვავდი. (თავი ჩახარა და ვიგრძენი როგორ გაეცინა,გამეღიმა მაგრამ არ შევიმჩნიე)
-ჩემი ყურების გარდა რამე სხვაც გეკეთებინ! სამაგიეროდ შენ ავსებდი ჩემს ადგილს, მთელი საღამოაა ზიხარ
-თურმე შენც არ აკლებდი, ნახევარი თბილისი აქ არის და ამათ დასანახად ვერ ვილაზღანდარავებ.
-აი რა შუაშია, ადამიანს ცეკვა მოუნდა, კაცს ხო არ კლავ, ცეკვავ დაბადების დღეზე. დიდი ამბავი.
გამიღიმა და თვალი თვალში გამისწორა, ცოტა ხანი ვუყურე,თავი არაკომფორტულად ვიგრძენი და მეორე მხარეს გავიხედე, მას კი გამარჯვებული სახე ამშვენებდა,ამ დროს lana del rey- shades of cool ჩაირთო. lana del rey ჩემი საყვარელზე საყვარელი მომღერალია, ყველაფრით მიყვარს, ყველა სიმღერა ვიცი საერთოდ, ეტყობა ქცევებზე შემეტყო რომ ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე,
-წამო ვიცეკვოთ.
ალბათ სხვა დროს უარით გავისრუმრებდი, მაგრამ ამ სიმღერაზე ცეკვისთვის უარის თქმა არ შემეძლო, ერთი ცეკვა არაფერს ნიშნავდა,იმდენად მწვდებოდა ეს სიმღერა გულში სულში, რომ შემეძლო მარტოც მეცეკვა, რესტორნის ცენტრში გავედით, შუქი ჩამქვრალი იყო, არავინ გვაქცევდა ყურადღებას,უდიდესი სიამოვნება მივიღე, თვალები დახუჭული მქონდა, სულ სხვა პლანეტაზე ვიყავი. აზზე რომ მოვედი სიმღერა უკვე მთავრდებოდა, ნიკუშას კი გულზე ვყავდი მიკრული, მაშინვე მოვშორდი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
მეორედ კაფეში მოხდა ჩვენი შეხვედრა, შემთხვევით! მე ჩემს კურსელებთან ერთად ვიჯექი, ის კი ვიღაც გოგოებთან და ბიჭებთან ერთად. მე კი შევამჩნიე მაგრამ არ ვიცნობდი ისე რომ მასთან მივსულიყავი და მივსალმებოდი.მალე თვითონ გამოჩნდა ჩვენს მაგიდასთან, მხარზე ხელი გადამისვა დიდი ხნის ნაცნობივით, მეც უკან შევბრუნდი ვითომ არ ველოდებოდი, და გადავკოცნე ამ დროს ყურში ჩამჩურჩულა.
-“ნივიჟუ”
არა გთხოვ.
-ბატონო?
-თუ ვერ მიხვდი, ამ დღეებში სადმე დავჯეთ ვისაუბროთ საჭირბოროტო თემებზე. ხმაური იყო ამიტომ ჩემს კურსელებს არ ესმოდათ, და ალბათ ბედავდა ამდენს.
-არ მცალია.
-არ მცალია.

-როდის ?

-ამ დღეებში.
მიხვდა რასაც ვცდილობდი.
-აბა როდის გეცლება?
-არ ვიცი.
-
კაი მომე შენი ნომერი და დაგირეკავ, არ შეგაწუხებ გპირდები
 დამცხა საშინლად, ნომრის მიცემა არ მინდოდა მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ შემდეგ სადმე გადამეყრებოდა, ან საბას კითხავდა ჩემ ნომერს.
მეც მივეცი, მაგრამ არ ვუპასუხებდი, რამდენჯერ უნდა დაერეკა
.
-კაი წავედი მე რა და ამ დღეებში შეგეხმიანები.

-კარგად.
ეს იყო და ეს, მე და ნიკუშა გაბრიჩიძის დიალოგი

20 ივნისი იყო ბათუმში ყველანი ერთად რომ წავედით, გუგაც ჩამოსული იყო, ჩარკვიანს ქონდა საღამოს საბამ ყველა გაგვაფრთხილა თიკას სიურპრიზს ვუკეთებ და მანამდე ყურადღება გადააატანინეთო.

10 ხდებობდა საბა რო არ ჩანდა, გავბრაზდი ძალიან, თიკაც კითხულობდა ჩვენც ტყუილს ტყუილზე ვეუბნებოდით...
11 ის წუთებზე საბაც მოვიდა ეზოში ვისხედით და ჩვენკენ გამოემართა დიდი ვარდების თაიგულით ხელში და თიკას მიაწოდა, შემდეგ ნელნელა უკან დაიწია და მუხლებზე დადგა და ჯიბიდან პატარა წითელი ყუთი ამოაცურა თიკას ფერი გადაუვიდა, მე კი მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე ვიდეოს გადასაღებად, თან სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა, ყუთი გახსნა და ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი იდო შიგნით, თიკას გაუკეთა თითზე, და ყველამ დავიწყეთ ყვირილი (თიკამ ტირილი) და გუგამ ფეირვერკები გაუშვა მაშინვე ...


10 სექტემბერს საბას და თიკას ქორწილი იყო, თიკას მეჯვარე მე ვიყავი, საბასი კი ჩარკვიანი ბოლო ერთი თვე გიჟური იყო, 200 კაციანი ქორწილი სახუმაროა? საბას მამა წარმატებული ბიზნესმენი იყო და ის აკეთებდა ამ გრანდიოზულ ქორწილს. თიკას თეთრი გრძელი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა. თეთრი ბარდების თაიგული ამშვენებდა. ეკლესიაში ორისკენ ავედით, ჯვარი დაიწერეს შემდეგ ფოტოების გადასაღებად წავედით, შემდეგ კი რესტორანში მივედით. თანამედროვედ იყო გაკეთებული ...
80 პროცენტი ახალგაზრდობა იყო, და მაგრად გავერთეთ...
ქორწილი არც ისე დიდი ხნის დაწყებული იყო ნიკუშამ რომ შემოაღო რესტორნის კარი და ჩვენი მაგიდისკენ გამოემართა, თავი ჩავხარე
არ მინდოდა შევემჩნიე, მაგრამ რამოდენიმე წუთში საბამ დამიძახა, მეც იძულებული ვიყავი მისკენ მივბრუნებულიყავი. მოდი ჩემი ბიძაშვილი უნდა გაგაცნო,მეც ღიმილი ავიკარი სახეზე
- ნიკუშ გაიცანი ეს ნიცაა, ნიცა ეს ნიკუშაა ჩემი ბიძაშვილი
- ვიცნობთ ჩვენ უკვე ერთმანეთს (ნიკუშა)
- ხოო? საიდან?
- შენი დაბადების დღიდან. გავეცი პასუხი მე
- ნიცა არის ჩემი დასავით, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, გუგას დაა.
- ხო? არ ვიცოდი.
თვალს არ მაშორებდა, ნელნელა ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი. ბოდიში მოვიხადე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი, არაფერს არ აკეთებდა ეს ბიჭი მაგრამ ნერვებს მაინც მიშლიდა, არადა წესიერადაც კი არ ვიცნობდი...

თიკას და საბას ქორწილში ისე დავთვერი და იმდენი ვიცეკვე რომ არც მახსოვს სახლში როგორ “მიმიტანეს” არ ვაბუქებ, მართლა არ მახსოვს.

გამარჯობათ ბავშვებო იმედია მოგეწონათ, ჩემი ძველი გვერდი წამეშალა და ახლიდან ვიწყებ ყველაფერს, ახალი ისტორია და ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ :) <3 მოგეწონათ? გავაგრძელო?



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№2 სტუმარი Kristin

Male dade shemdgegi ta

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent