გაცნობის საიტი -9-
ის წავიდა,მაკოცა ბოლოჯერ და წავიდა.დახვედრაზე უარი ვუთხარი,არ მიყვარს მსგავსი რამეები-მეთქი,მერე აღარც შემხმიანებია.ვფიქორბდი,არ სცალია-მეთქი,მაგრამ ამაზეისტერულად მეცინებოდა.ვიცოდი,რომ ჩემზე გაბრაზებული იყო. და რატომ?-ველითხებოდი საკუთარ თავს და მისი მომღიმარი ბაგეები მახსენდებოდა.ისევ მინდოდა შემხებოდა,ეკოცნა..მინდოდა მისი ძლიერი ჩახუტება მეგრძნო.მისი მხურვალე ბაგეები მახსენდებოდა და სანთელივით ვიღვენთებოდი. მეორე დღეს პირში ლუკმაც ვერ ჩავიდე,უხასითოდ ვიყავი და თავი მისკდებოდა,სკოლის მერე მთელი დღე ვიჯექი შტერივით და ხან რას მოვიმიზეზებდი და ხან რას.საღამოს რაღაც ფილმი ჩავრთე და მაგასაც უაზროდ ვუყურე,ნახევარზე ჩამეძინა კიდეც და,როცა გავიღვიძე უკვე კულმინაციას უახლოვდებოდა სიუჟეტი.ასე მჩევევია -მეთქი-გამახსენდა სხვა შემთხვევებით. შაბათს ძლივს წამოვდექი საწოლიდან,თავი მისკდებოდა,უხასიათოდ გავედი სააბაზანოში და შემდეგ გამოვიცვალე.ყველანი იწვნენ,ალბათ,ძალებს ინაზღაურებდნენ,თუმცამე არავის თავი მქონდა.სამზარეულოს მაგიდიდან ვაშლი ავიღე და დივანზე დავეხეთქე.სანდროზე ფიქრი არ მინდოდა,ცოტა ხანში წიგნი გამოვიტანე და კითხვა დავიწყე,დროს დავზოგადვ-მეთქი. ნახევარ საათში ვისაუზმე და ჩემ დას რაღაც-რაღაცები დავაბრალე.რას არ ვიგონებდი ვინ იცის.ცოტა დავტუქსე და ჩემ ოთახში გავედი.ვხვდებოდი,რომ მოსიარულე ბომბა ვიყავი,ვინმეს ავაფეთქებდი ვიცოდი და ამის გაკეთება არ მინდოდა. ყველაზე უბედური ვარ ამქვეყნად-მეთქი-ვფიქრობდი და ცრემლებს ვიკავებდი.არაფერი მახსოვდა,არაფრისკენ მიმიწევდა გული,როცა ტელეფონი აწრიალდა.ჩემ რაღაც ნაწილს ეს სანდროს ზარი ეგონა,მაგრამ იმედები არ გამართლდა.მასწავლებელმა დამირეკა,ადრე მოდიო. სწრაფად დავასრულე დავალება და მომზადება დავიწყე. -მე მეგონა,გეცალა-ანა შემოვიდა ოთახში-დედაშენმა შემომიშვა-თითქოს ფიქრებს მიმივდა. -ჰო,გადამიტანეს გაკვეთილი,მაგვიანდება-მასთანაც ცივად დავიწყე საუბარი. -კარგი,მაშინ მერე შმეოგივლი-კარები მიიკეტა და ოთახიდან გავიდა. -დღეს დეა ვერაა ხასიათზე-მომესმა ჩემი დის ხმა. ერთი კვირა გავიდა,რაც სანდრო არ მინახავს.თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი.მეგონა,თავზე ქვეყანა მექცეოდა. კვირა დილა იყო.ადრე ავდექი და სპორტულები გადავიცვი,ოღონდ თხელი მაისური საკმაოდ სქელი ზედით შევცვალე.გარეთ ტემპერატურა ექვს გრადუს უჩვენებდა.ესე ჩემი ბედი-მეთქი-გავიფიქრე და ყურსასმენები ავიღე.კარები გავაღე.გზაში სანდროს და შემეფეთა,სადარბაზოდან გამოდიოდა და რაღაც ცელოფანი მიჰქონდა. -გამარჯობა,დეა-გამიღიმა ქალმა. -გამარჯობა-ნაბიჯს ავუჩქარე,მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა. -სანდროს არ დაურეკავს? -არა-უემოციოდ ვუპასუხე,არადა,მისი სახელი გაგონებაზე მთელ სხეულში დენი მივლიდა,ვერ ვხსნიდი რა იყო ეს. სააბაზანოდან გამოვდიოდი,როცა ანა შემეფეთა.გამიკვრიდა რამ მოიყვანა ასე ადრე-მეთქი და კისკისით შევხვდი. -მიკვირს,რომ იღიმი-ირონიულად ჩამოჯდა სკამზე გოგონა. -კარგი რა-ისევ გადავიკისკისე და ხალათის ჯიბეებში ხელები ჩავყავი. -მგონი,შეყვარებული ხარ-ამდენ ხანს ვუმალავდი და ახლა,მგონი,სიმართლის თქმის დრო იყო. -ჰო,არ გეუბნებოდი-კარები მივხურე,რომ ჩემებს არ გაეგოთ. -რა?!-ლამის იყო ეყვირა ანას. -ჩუმად და მერე მოგიყვები,უბრალოდ ყველაფერი ისეა რომ..-გარდერობიდან სახლის ტანსაცმელი გამოვიტანე. -როდის მერე?-სულსწრაფად შემომხედა და თვალი ჩამიკრა. -ხვალ-შევპირდი იმედის მომცემად და მაისური გადავიცვი. -ხვალ რაღაც კონფერენციაა და თეთრი პერანგი უნდა ჩავიცვა-სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი და მეც კმაყოფილად ვიგრძენი თავი-შენი ხორცისფერი ბიუსჰარტერი უნდა მათხოვო. -ოჰ,თუ ჩაგეტევა-თვალი ჩავუკარი და ვანიშნე გადმოიღე-მეთქი. -არა,შენ,სხვის ნივთებში არ ვყოფ ხელს. -თითქოს სულ ასე არ ხარ-ლეპტოპში ჩავრგე თავი-მწერ რაღაცას-ამოვიხვნეშე,მაგრამ ჩემმა დაქალმა მაინც არ დამანება. -მიდი,მალე-ძლივს წამოვდექი ფეხზე და უჯრიდან სასურველი ნივთი გამოვუტანე.შემდეგ ისევ შევძვერი ლეპტოპში და შევეცადე თავი დამესრულებინა.ესეც ასე-თავი ზემოთ ავსწიე და ანას შევხედე,რომელიც ჩემ ქვედაბოლოს იზომებდა. -ოჰ,ანა-უემოციოდ ვუთხარი და ოთახიდან გავედი-მოდი,ყავა დალიე-გამოსძახე ცოტა ხნის შემდეგ. ორშაბათ სკოლის მერე გავუარე ანას და ყველაფერი მოვუყევი,კიდევ კარგი თმით არ მითრია და სახლალამათი გამოვძვერი ამ სიტუაციიდან. სახლში მისულს თავი მისკდებოდა,არ ვიცოდი რა მჭირდა,მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა,ვგრძნობდი,რომ მთელი სხეულით ვხურდი,ოფლი მასხამდა და სუნთქვაც კი მიჭირდა.კიდევ კარგი ჩემები სახლში არ იყვნენ,თორემ,ალბათ,გაგიჟდებოდნენ.თერმომეტრი ჩავიდე,მაგრამ 36 და 5-მდეც ვერ ავიდა,მდგომარეობა ვერ ავხსენი და დივანზე დავეშვი.საათის ისრები წინ მიიწევდნენ,მაგრამ ჩემი მდგოარეობა ერთ ადგილას გაყინულიყო. ინსტაგრამზე შევედი და სანდროს ფოტო გადმომიხტა,ვიღაც ქერა ლამაზ გოგოსთან ერთად პოზიორობდა ბიჭი.ამის დანახვაზე ტირილი ამივარდა,ტელეფონი მოვისროლე და თავი ბალიშში ჩავრგე,მხოლოდ ჩემმა დის ხმამ გამომაფხიზლა. -დედა მაქანაშია,პროდუქტები ამოაქვს-კარზე მომიკაკუნა და თავის ოთახში გავარდა.სულ არ მაინტერესებდა სად იყო თამუნა,რას აკეთებდა ნინი..მე მხოლოდ ის გოგო მედგა თვალწინ.წარმოვიდგინე რომ სანდრო მასთან იყო და ერთიანად გავითიშე. საღამოს ცურვა მქონდა.ის საკმაოდ კარგად ვისწავლე,ამიტომ დახრჩობის შიში სულ არ მქონდა,ამიტომ არც კი ვიფიქრებდი,რომ შუა გზაში რამე დამემართებოდა.დაახლოებით სამ მეტრზე ვიყავი,როცა სუნთქვა შემეკრა და ვფართხალდი.გრძნობდი,რომ გაგრძელება აღარ შემეძლო,ხმის ამოღების თავიც არ მქონდა,მხოლოდ ვფართხალბედი და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი.მგონი,მასწავლებელიც გასული იყო.იმ მომენტშ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ ასეთ გაურკვევლობაში დავასრულებდი ცხოვრებას,ვერ ვნახავდი სანდროს და ვერ გავიგებდი სიმართლეს.ეს უფრო მადარდებდა,ვიდრე ის,რომ,შესალოძლებელი იყო,იმ დროს ჩემი ცხოვრება დასრულებულიყო. -ვიღაცას უჭირს-მომესმა ხმა,რომელმაც დამაიმედა.ამის გაგონება და გულის წასვლა ერთი იყო,თითქოს ყველაფერი შეწყდა. როცა თვალი გავახილე,თეთრ კედლებში ვიწექი,გარშემო ვიჩუმე იყო.მგონი,ბზუილის ხმებიც კი მესმოდა.შეშინებულმა შევათვალიერე გარემო და თვალები ნერვიულად დავჭყიტე. -სად ვარ?-მიკნავებული ხმით დავიძახე. -თქვენ იხრჩობოდით-თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა ოთახში.მგონი,ექთანი იყო. -მარტო ვარ?-ოდნავ წამოვიწიე და ტელეფონი მოვითხოვე. -დიახ,არ ვიცოდით ვის დავკავშრებოდით-ქალმა დანანებით თქვა და ნერვიულად წავიდა კარებისკენ. -ანას დაურეკეთ-დაქალის ნომერი სხაპასხუპით ვუთხარი ქალს და თვალები დავხუჭე.ვცდილობდი გამეხსენებინა რა მოხდა,მაგრამ ეს ძალიან მიჭირდა.სანდროზე ფიქრიც აღარ მინდოდა,ვიცოდი,რომ ეს მისი ბრალი იყო..არა,ჩემი ბრალი იყო.ის მე შევიყვარე,უბრალოდ და უანგაროდ შემიყვარდა,მიყვარდა წლები და მხოლოდ ამდენი ხნის მერე გამოჩნდა და თავგზა ამიბნია.მისი ვნებიანი ტუჩები წარმომიდგა თვალწინ და თვალები ისევ გავახილე. -მალე მოვა,დამშვიდდით-ქალმა იმედიანად მითხრა და გვერდით ჩამომიჯდა-ვერ ახსნეს რატომ დაგემართა-ცნობისმოყვარედ თქვა,მისი მზერიდან იგრძნობოდა,რომ პასუხს ეძებდა. -არ ვიცი-თვალებში ცნობისმოყვარეობამ გამიელვა,ვიცოდი,რომ ვერ ვხედავდი მათ.არ ვიდექი სარკის წინ,მაგრამ ამაში დარწმუნებული ვიყავი. -დეა,როგორ მანერვიულე-პალატაში შემოვიდა ანა,რომელსაც სახე აწითლებოდა და ნერვიულად ირხეოდა. -არ მესმის რა დამემართა,უეცრად სუნთქვა შემეკრა. -შეყვარებულობის ბრალია-დიაგნოზი სწრაფად დამისვა და სკამზე ჩამოჯდა-ფერი არ გადევს,ხილი მოგიტანე-ისე თქვა,თითქოს ეს უკანასკნელი ყველა პრობლემას გადაჭრიდა. -ანა,ანა,მოდი-გადავეხვიე დაქალს.იმ მომენტში უფრო მძაფრად ვგრძნობდი ნოსტალგიას,მაგრამ არ მეტირებოდა. -საღამოს გამოგწერთ,მას შემდეგ,რაც გამოკვლევებს ჩაგიტარებთ-ისევ იგივე ექთანი შემოვიდა. -ხომ არაფერია საგანგაშო?-ანა ფეხზე ამოდგა და ქალისკენ გაიწია. -არა,არაფერია.ეტყობა ნერვიულობის ნიადაგზე მოხდა-დასკვნა გამოიტანა ქალმა და კარები მიიხურა. ერთ საათში თამუნა და ნინიკო დამადგნენ თავზე.დედაჩემი ისე შემეცოდა,რომ გული დამეწვა.ისეთი აღელვებული იყო,რომ მთელი სხეულით თრთოდა. -დამშვიდდი-ხელი ხელზე მოვუჭირე დედაჩემს და პატარა ნინის შევხედე,მის პატარა თვალებშიც იკითხებოდა სევდა. -კარგად ვარ-გაბადრული სახით შევათვალიერე მოსულნი და საწოლზე წამოვიწიე. -მალე გამოგწერენ,აქ ვიქნებით-დედაჩემი შეეცადა აღელვება დაემალა. მეორე დღეს მთელი დღე სახლში ვიყავი,დედაჩემმა,ფეხი არ გადგაო,ექიმებმაც ამიკრძალეს,ამიტომ მოწყენილობას კედლების ყურებით თუ ვანეიტრალებდი.ანასაც არ ეცალა იმ დღეს,ამიტომ მარტო დარჩენილმა ლეპტოპი შევაერთე ტელეფვიზორს და ფილმი ძებნა დავიწყე.მინდოდა რამე მელოდრამა მენახა,ბოლოს „სასტიკ ჯორჯიაზე“ შევაჩერე არჩევანი.დრამებიც კი მიყვარს,მაგრამ ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მინდოდა მსგავსი არმის ყურება.საკუჭნაოში გავედი და თხილის ტომრიდან,რომელსაც უკვე ნახვრეტის მაგივრად იმხელა რგოლი ჰქონდა,რომ მუჭსაც ჩაატევდი,ცოტა თხილი ამოვიღე და ჩაის ჭიქაში ჩავყარე.მართალია,ბევრი ჭიანი და უვარგისი იყო,მაგრამ არარაობას სჯობდა.თხილის სამტვრევით გავედი მისაღებში და ფილმი გავუშვი. ბევრი სასაცილო მომენტიც იყო,მაგრამ არ მეცინებოდა.არა,ასე არ შეიძება-მეთქი-ვუსაყვედრუე საკუთარ თავს და ძალით დავიწყე კისკისი.დავასრულე თუ არა ფილმი,მაშინვე კარებზე ზარის ხმა მომესმა.ზანტად წამოვიწიე და კარი გავაღე.ხელში გვანცა შემრჩა,სანდროს და. -როგორ ხარ?-თბილად მომიკითხა და ოთახში შემოვიდა.ალბათ,ვერ გრძნობდა,რომ მის ხასიათზე არ ვიყავი. -არამიშავს. -გავიგე რა დაგემართა-საიდან გაიგო-მეთქი-გამიკვირდა და თავი დავუქნიე. -დაჯექი,თუ გინდა თხილს შემოგთავაზებ-გავუღიმე და დივანზე ვანიშნე. -ფილმს უყურებდი? -კი,უკვე დავასრულე-ვხვდებოდი,რომ ჩვენზე იცოდა. -სანდროს ვერაფერს ვაცდევინებდი შენზე,მაგრამ რა მიხვედრა უნდა..-თხილი პირისკენ წაიღო და დივანზე კომფორტულად მოკალათდა. -ცოტა დაგეტყო ორსულობა-ვეცადე სხვა თემაზე აგდამეტანა საუბარი,ოცდაექვსი წლის ქალი კი მისთვის ღლაპ გოგოს,დიდი ამბებით მესაუბრებოდა,მეჭორავებოდა და სახლის ამბებსაც კი მიყვებოდა.ისე გამიხარდა,რომ მარტო არ მომიწია ყოფნა.ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ და ვერც კი გავიგეთ როგორ მოსაღამოვდა. -ყავას გაგიკეთებ-ფეხზე ავდექი და მერე გამახსენა,რომ ორსულებისთვის მავნეა კოფეინი-მაშინ ჩაის-სწრაფადვე შევცალე გადაწყვეტილება. -სანდროს არ სცალი ხოლმე,მეც ხუთ წუთზე მეტ ხანს არ მესაუბრა-დაიწყო გვანცამ.მინდოდა მეკითხა,ჩემზე ხომ არ გკიტხა-მეთქი რამე,მაგრამ გადავიფიქრე,არ მინდოდა კიდევ უფრო მძაფრად მეგრძნო უხერხულობა. „დეა,როგორ ხარ?“-ტელეფონი აციმციმდა,ეს სანდრო იყო.ალბათ,დის ზარმა გაახსენა ჩემი არსებობა-მეთქი-გავიფიქრე და ტელეფონს ხმა გამოვურთე,მისი თავი ნამდვილად არ მქონდა. ___ ველი შეფასებებს. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.