შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (9) დასასრული


25-10-2015, 01:59
ავტორი ერკე
ნანახია 3 423

ბავშვებო ეს დასასარულია. უკვე დასრულებულ-მორჩენილ-ყველაფერგანადგურებული და ბოლოს თქვენ გაერკვიეთ. ვნერვიულობ, იმიტომ რომ არ ვიცი ასეთ დასასრულს რამდენად მიიღებთ, კიდევ იმიტომ რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და არც ის ვიცი, როგორი შედეგი ექნება, მოგეწონებათ არ მოგეწონებათ. ვნერვიულობ, თუმცა გულს ის მიმაგრებს რომ როცა წაიკითხავთ გამიზიარებთ შთაბეჭდილებებს და უმეტესობა მაინც "კარგი" იქნება, არ ვარ დარწმუნებული ამაში და ამიტომ მხოლოდ იმედი მაქვს. აბა, ყველაზე მეტად საოცრებო და ულამაზესო ჯადოსნურო ფერიებო, თუ პრინცესებო, ასევე პრინცებო, რაღას უცდით დაიწყეთ კითხვა!
............................

ჩიტების ნარნარმა ჟრიამულმა, ყვავილთა სურნელმა და მზის პაწაწინა სხივებმა, რომლებიც თვალში უჭყიტინებდნენ, ამ სასიამოვნო გარემოში, სიმშვიდეში ნინო ბედნიერებით სავსე გააღვიძეს და ფაქიზ გრძნობების შემოტევისგან სიყვარულის ხასიათზე დამდგარიყო. უხაროდა მომავალი, ჯერარდამდგარი მომავალი, რადგან სწამდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჯერარდაწყებულ ბრძოლაში გამარჯვების უფლება ჰქონდათ. სჯეროდა, რომ სიცოცხლეს იმსახურებდნენ ისიც და მისი დაც, პირველად ჰქონდა შეგრძნება, რომ სრულიად სიმშვიდის საუფლოში იყო და ღმერთი მათთან ივანებდა, გრძნობდა რომ სამოთხეში შეაბიჯა და ბოლომდე განივრცო და მის ხელებში ჩაეტია პატარა სამყარო. დარწმუნებული იყო სიკეთე ყოველთვის იმარჯვებდა და კიდეც გაიმარჯვებდა ყოველთვის. საკუთარ თავში ჩაიხედა და ბედნიერების მეტი ვერაფერი დაინახა, არც ის ახსოვდა ასე მშვიდად როდის ეძინა.
ატმოსფერო, მზის სხივებით დახუნძლული მდელო, გამოცოცხლებული მშვენიერება ყველანაირ საფუძველს უქმნიდა იმისას, რომ მშვიდად ყოფილიყო და არაფერზე ენერვიულა. ბავშვიც კარგად იყო.. ამას გრძნობდა. შეიძლება ჯერ არც იყო ბავშვი, მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო, რომელიც შემდეგ პატარა სასწაულ არსებად უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ის გრძნობდა... გრძნობდა, რომ მასავით უხაროდა სიცოცხლე და სწამდა დასასრული იქნებოდა ისეთი, როგორსაც ისინი იმსახურებდნენ... ერთად.
-გრძნობ გამარჯვებას? - ჰკითხა ნინომ თავის დას.
-ისინი მარტივად კი დავითანხმე, მაგრამ არ ვიცი. რატომაც დავითანხმე ცხადია იცი. უფრო სწორედ, როგორ დავითანხმე.
-შენი ნიჭით არა?...
-ჩვენით. - შეუსწორა.
-ხო... - გაუბედავად წამოიწყო. - მაგრამ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ ორს. გეგმა გვჭირდება.
-გარეთ დამელოდე და ყველა შეკრიბე. - ნინო უხმოდ გავიდა შესასრულებლად. ყველას უხმო და ერთად მოაგროვა, ისინი წრიულად დაეწყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ლიზი გამოვიდა კარავიდან, წრეში შევიდა, ნახაზებიანი ფურცელი გაშალა და თვალი მოავლო იქმყოფთ.
-ეს რა არის? - სადღაც თორმეტი წლისა იქნებოდა, ვინც იკითხა. ლიზიმ გაუღიმა.
-ეს შენთვის არ არის. შენ აქ დარჩები პატარავ.
-რა? მეც მინდა ვიბრძოლო. - ხელები გადაიჯვარედინა და ჯიუტად დადგა. - მეც შემიძლია სროლა...
-ძალიან საშიშია.
-ეგრე ბავშვები დაამშვიდე რა... მე არ მჭირდება. მან მშობლები დამიხოცა და ამისთვის პასუხსაც აგებს! - ისეთი თვალები ჰქონდა ლიზიმ ჩათვალა გადათქმევინება არ ღირსო, არც საკუთარი ძალით ზემოქმედება მასზე და თბილი ღიმილი აჩუქა. ისეთი, როგორსაც დედები ჩუქნიან თავიანთ ბიჭებს ბრძოლის ველზე გაშვების წინ. ბიჭმაც იგრძნო, რაღაც ნაცნობი, უკვე დავიწყებული და მონატრებული განცდა, როცა მისი მზრუნველობა დაინახა და მისი თბილი თვალები, მაგრამ გამოხედვა კვლავ ჯიუტი, შეუდრეკელი და ბრძოლას მოწყურებული ჰქონდა.
-რა გქვია? - ჰკითხა გოგონამ.
-ლადო.
-კარგი ლადო... ცალკე ერთი-ორ სიტყვას გეტყვი სანამ დავიძრებით, შემდეგ კი გადაწყვეტ აქ დარჩები სხვა ბავშვებთან ერთად, თუ წამოხვალ.
თავი დაუქნია, მაგრამ დამპყრობელი მზერა არ შეცვლია. თითქოს მასში იყო მებრძოლის ინსტიქტი და შურისმაძიებელი მკვლელის მზერაც. არ უნდოდა ლიზის ბავშვის გაუბედურება იმით, რასაც ნახავდა.
-ჭიშკართან ყოველთვის ორი მცველი დგას. - დაიწყო, როცა პატარა ლადო კვლავ წრეში შევიდა. - კარგად შეიარაღებულნი არიან, ასე რომ იქიდან არ შევალთ. გალავანზე გადავალთ, მხოლოდ საჭირო ნივთები წამოიღეთ, იარაღი, ტროსი, ფანრები. აუცილებლად დაგვჭირდება ასაფეთქებელი ნივთიერებებიც. მის ციხესიმაგრეს მთელს აღარ დავტოვებთ, უკვე აღარ. - ბალახზე დადებულ თეთრ ქაღალდს დააცქერდა და საჭირო ადგილას გაიშვირა თითი. - აქ, ამ კოშკზე, მზვერავი დგას, მაგრამ ათიდან თორმეტამდე არავინ დგას, ამ დროს იცვლებიან ყოველთვის. ზოგი იძინებს, ზოგიც კი წაიხემსებს და ამ დროს უნდა შევიპაროთ ზუსტად. უკანა მხარე ყველაზე დაუცველია, რადგან მივარდნილ კლდეზეა, ამიტომ იქიდან შევალთ მე და ნინო, თქვენ წინიდან დაარტყამთ. ყურადღებას გადაატანინებთ და გამოიტყუებთ. იცოდეთ, ფრთხილად უნდა იყოთ, გამარჯვება მსხვერპლის გარეშე არ ხდება, მაგრამ მსხვერპლი მინიმალური უნდა იყოს.. გასაგებია? - თავები დასტურის ნიშნად დააქნიეს. - ჩვენ შევაღწევთ შიგნით და „დონ კორლეონეს“ მოვკლავთ. - აღარ უთქვამს სრული სიმართლე, რისთვისაც შედიოდნენ.
დანარჩენი კიდევ გზაშიც ბევრი ილაპარაკა, რამდენიმეჯერაც გაიმეორა თავიანთი გეგმა კარგად რომ დახსომებოდათ. ისინი წინიდან უტევდნენ, წინიდან შედიოდნენ და ყველაფერს თუ სწორად გააკეთებდნენ ბევრიც გადარჩებოდა, რადგან უმრავლესობა, ყოველთვის სჯობდა უმცირესობას. ლიზის კი საკუთარი გეგმა ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ნინოსთან მარტო ყოფნისას გაამხელდა და რითიც უკნიდან შეღწევას აპირებდნენ, ამიტომაც ნინის ნერვიულობას უყურებდა, მაგრამ მაინც არაფერს მოქმედებდა. მათთან ამის თქმა, არ შეიძლებოდა.
ნინო ღელავდა. სწრაფად სუნთქავდა და ზოგჯერ გულიც ჩერდებოდა შიშისგან.
ლიზი იცდიდა, სანამ ადგილზე არ იქნებოდნენ.
***
-მზად ხარ? - როცა ჰკითხა საკუთარ დას ლიზიმ, თვალებში კარგად ჩახედა. უნდოდა დაენახა მასში სიმამაცე, ისიც რომ ნამდვილად მზად იყო და მხოლოდ ბედ-იღბალზე არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი. - როგორც გითხარი. ეცადე წარმოიდგინო შენს წინ სიცარიელე და ეს მათი თვალით უნდა დაინახო. შეძლებ? - კიდევ ჩაეკითხა, როცა უკვე კლდის პირზე იყვნენ და გალავნის უკანა ჭიშკართან ორ შავებში ჩაცმულ მამაკაცს აკვირდებოდნენ.
-კი. ყველაფერი რიგზეა.
-მაშინ დავიწყეთ... ერთდროულად. - თქვა თუ არა კარიბჭისკენ დაიძრა. მცველები გაუნძრევლად იდგნენ, თითქოს ვერც ხედავდნენ, თუმცა თითქოს არა, ნამდვილად ვერ ხედავდნენ და მათ მიღმა დაუბრკოლებლად გაიარეს. ციხესიმაგრეში, უკანა შესასვლელიდან შევიდნენ და ისინი დიდ დარბაზში აღმოჩნდნენ, სადაც ყველაფერი ბრწყინავდა. ოქროს ჯამ-ჭურჭელი დაეხვავებინათ გროვებად და მათი მთები თითქმის ყველგან იყო. გოგოები გაოცებულები შეჰყურებდნენ ამ დიდებულ ნადავლს, ომის შემდეგ რომ წარმატებულ გამარჯვებად ჩაითვლებოდა მტრისადმი განძის წართმევა და ერთი რამ უკვირდათ. რატომ იყო უსარგებლოდ დაყრილი და არავინ იყენებდა მათ?
-მიდასის ნამუშევარია. - დაასკვნა ნინომ, ლიზიმ ერთი შეხედა მხოლოდ და თვალი კვლავ აარიდა. გზა მეორე კარისკენ გაიკვლიეს, რომლის მიღმაც დიდი თავსატეხი ელოდათ.
-ეს რა არის? - თავი გადააქნია ლიზიმ.
-იმ დერეფნებს ჰგავს, საიდანაც გამოვიქეცით მე და გუგა, მაგრამ კვლავ დაგვიჭირეს. იქ კიდევ ერთი დარბაზი იყო... ქანდაკებებით სავსე, უზარმაზარი თაღოვანი დარბაზი.
-დარბაზი? - დაზუსტების მიზნით გაიმეორა და კითხვაზე გადავიდა კვლავ გოგონა, რომელსაც თავისი დის ბედი აღელვებდა, მისი მდგომარეობა. ახლაც კი ცრემლები სცვიოდა ნინოს და მაინც რა გამბედავად მიიწევდა წინ.
შორიდან ხმაური შემოესმათ. ეს ყვირილი ამ დერეფნებს იქით, სადღაც დიდი ოთახიდან უნდა წამოსულიყო და უეცრად ერთს თავში იდეა მოუვიდა, რომელიც მეორესაც გადასცა ფიქრებით. ეს ლაბირინთი იყო, რომლის ბოლო იმ დარბაზამდე გადიოდა, რაც ნინომ ნახა... ლაბირინთი, საიდანაც შესასვლელი იყო საპატიმროში და მარტივად თავის დახსნა ტყვეებისთვის. ვინ დათვლიდა რამდენი იყვნენ და რაში სჭირდებოდა დონ კორლეონეს ისინი.
„ღმერთო, ჩემო, იმედია ჯერ კიდევ ცოცხალია.“ - გაიფიქრა ნინომ და ლიზიმაც ფიქრებშივე უპასუხა. „ცოცხალია! ამას ვგრძნობ.“
„სხვა გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.“ - უთხრა ლიზიმ თავის დას ფიქრებით.
„მაინც?“
„ამ ლაბირინთიდან ისე ვერ გავაღწევთ. არც იხმაურო, ეს ძალა რაც გვაქვს სწორად გამოიყენე და ყველაფერი კარგად იქნება.“
„რას აპირებ?“ - ნინო იყო.
„ერთ-ერთი მცველის თავში შევძვრები, გავარკვევ რა იცის. მათ გზა უთუოდ ეცოდინებათ, ამიტომაც ამ ლაბირინთს უპრობლემოდ გავივლით.“ - ერთმანეთს გაბრწყინებული თვალებით შეხედეს და გრძელ, ლითონის კედლებისგან გაკეთებულ დერეფანს, რომელსაც ფანჯრებიც კი არ ჰქონდა, ჩუმი ნაბიჯებით გაუყვნენ.
„მარჯვნივ“ - გაიფიქრა ლიზიმ. – „ახლა მარცხნივ“. „მარცხნივ“ - და ყოველ შესახვევზე ყველაფერი იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ზეპირად თუ არ იცოდი ისე ნამდვილად დაიკარგებოდი ლაბირინთის წიაღში, სადაც ყოველგვარად ძლიერი ადამიანიც შეიძლება იქცეს სუსტად, სადაც სიცოცხლე არ ითვლება სიცოცხლედ.
მათ ისე მიაღწიეს საკნებამდე, რომ დაფეთებულ მცველებს არ შეხვედრიან. ნინო გიჟს ჰგავდა. ყოველ კარებში იყურებოდა, ყოველ საკანს კარგად ათვალიერებდა, რომ მისი რჩეული და გადამრჩენელი ეპოვა. სიყვარულს წინ რა ედგა? სიყვარული იყო მისთვის მფარველი ანგელოზიც, მომაჯადოებელი ელექც და სიკვდილის დამმარცხებელიც. იცოდა რომ ის სადღაც აქ იყო, აუცილებლად უნდა გადაერჩინა და ამას ნებისმიერ ფასად გააკეთებდა, როგორც ეს მან ჩაიდინა.
-გუგა! - იყვირა და ექომაც კედლებს ზანზარი დააწყებინა.
რაღაცის ხმა გაისმა, მოძრაობის თითქოს. შემდეგ კი მისი სანატრელი, მოსიყვარულე და თბილი ხმა. - ნინო? ნინო, შენ ხარ? რატომ დაბრუნდი? სანამ დროა გაიქეცი! ნინო! მასაც ეს უნდა სწორედ, უნდოდა რომ ჩემს წასაყვანად მოსულიყავი.. არააა.. - ხმის მიმართულებით გაიქცნენ და საკანში მისავათებული და მიგდებული იპოვეს, ჯაჭვებზე მიბმული, უამრავი ჭრილობით „დამშვენებული“ და განადგურებული. რაც პირველად მოუვიდა თავში ნინოს ის იყო, რომ მისთვის სიცოცხლესაც გასწირავდა და გუგას დანახვაზე გული შეუწუხდა, მკვეთრად მოიხარა წელში და მუცელზე ხელი დაიდო. ტკივილი იგრძნო, უფრო ძლიერი, როგორც არასდროს და ამან ყვირილიც დააწყებინა. გუგა ადგებოდა, მაგრამ ის საკანში სანდოდ იყო დაბმული. ფეხები ერთი კედლის მხარეს მიმაგრებული ჯაჭვით იყო შეკრული, ხელები კი მის მოპირდაპირე კედელთან, გუგა კი ჰაერში ლივლივებდა და მის სხეულს ჯაჭვები წელავდნენ. საშინელი სანახავი იყო, სრულიად შიშველი, დასისხლიანებული და უმწეოდ მყოფი, რომელსაც შველა სჭირდებოდა, ნინოს კი უფრო და უფრო უძლიერდებოდა ტკივილები მუცელში.
-რა ხდება ნინო? რა გჭირს?
„ბავშვი“. - გაიფიქრა მან და ლიზისთვის ყველაფერი გასაგები იყო.
„აქამდე რატომ არ მითხარი.“ - იმედგაცრუებულის ტონით უთხრა ლიზიმ.
„შენც გიყვარდა ის და ამიტომ.“ - იგრძნო როგორ დაეძაბა სხეული, როგორ ინანა აქ რომ მოიყვანა მისი და, რადგან ორსულისთვის ამდენი ნერვიულობა ნამდვილად არ შეიძლებოდა. არ უნდა დაეშვა ეს ყველაფერი, მაგრამ არ იცოდა... მან არ იცოდა... აი, ეს რომ თავიდანვე სცოდნოდა მაშინ სხვაგვარად მოიქცეოდა.
-კარგი დროა გამოვიყვანოთ.
-წადით! - გაისმა ხმა შიგნიდან.
-არა, ჩვენ არ მიგატოვებთ. - დაუყვირა ნინომ, მაგრამ უფრო მეტად ჩაიკეცა. ახლა ჩაჯდა და მუცელზე ხელი დაიდო. - რამე მოიფიქრე?
-კი, მაგრამ სიგიჟეა.
-და ჩვენ ნორმალურები ვართ? - გაიღიმა. - გააკეთე.
ლიზიმ უცნაური სახე მიიღო, უნდობლობის ნიშნად თუ შიშისგან ეს ვერ გაიგო, მაგრამ მაინც ეუცხოვა მისი გამოხედვა, მზერა რომელიც რაღაცასთან იყო კავშირში, რაღაც მის შიგნით ბატონობდა და ამის დამალვას კი კარგად ახერხებდა, მაგრამ მაინც ვერ მალავდა ბოლომდე. თვალებში ჩანდა მისი სულის მდგომარეობა და ეტყობოდა თავადაც განიცდიდა. თვალები დახუჭა და ხელები შეაერთა, ზუსტად ისე როგორც ამას ლოცვისას, ან მედიტაციისას აკეთებენ.
წამში ლიზი გაქრა, მაგრამ მალევე იმ ადგილას გაჩნდა, სადაც წამის წინ იდგა, თუმცა მარტო არ იყო, მის წინ ბიჭი იწვა, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა.
-გუგა! - თბილად წარმოთქვა ნინომ და ტყუპისცალს მადლიერების თვალებით შეხედა. მან ყველაფერი ისე გაიგო როგორც საჭირო იყო, მიტრიალდა და წყვილისთვის ცრემლები არ დაუნახებია. მან დათმო ის, საკუთარი დის გამო დათმო, რადგან ის უყვარდა, ზუსტად იცოდა ეს სიყვარული, ეს კავშირი რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ არასდროს გაქრებოდა, იმ ბიჭს კი რომელთანაც ორივე გრძნობდა ერთიდაიგივეს ის არ უყვარდა, ნინოს სილამაზეზე იყო გაგიჟებული და ახლა ერთმანეთის ალერსით ტკბებოდნენ.
-არ უნდა მოსულიყავით. მაგრამ მაინც როგორ ძალიან მომენატრე, ჩემო სიცოცხლე. ჩემო სიყვარულო... - გაჩერდა. თავი უკან მიატრიალა, ყველაფერი სტკიოდა მაგრამ უძლებდა, კაცი იყო და ამის მოთმენა შეეძლო. ლიზისკენ გააპარა თვალი და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იხსნა, მაინც გასაჭირში, რომ არ დატოვა.
ლიზიმ იცოდა, რომ გუგა მაინც ვერ მიხვდებოდა როგორ გადაარჩინეს ის. მას მხოლოდ თავის სიცოცხლის მანძილზე რამდენიმე წუთის გამოტოვება და დავიწყება მოუწევდა, რაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, ყოველ შემთხვევაში ის ასე ფიქრობდა. ადამიანს ნებისმიერი რამ შეიძლება გააკეთებინო თუ ფლობ ორ, სამყაროსგან ნაბოძებ დიდ საჩუქრისგან ერთ-ერთს მაინც, ყველაზე დიდ მაგიას, სიყვარულს, ან ტელეპათიის უნარს, რითიც პირდაპირ შეგიძლია ადამიანის გონებაზე იმოქმედო და რაც არანაირად არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს.
-წასვლის დროა, ერთმანეთის მოფერებას მერეც მოასწრებთ. - მკაცრად უთხრა ლიზიმ შეყვარებულებს. თვალებიდან ცრემლი მოიწმინდა და პირქუში მზერით შემოტრიალდა.
-ვფიქრობ, ვერსად ვერ წახვალთ. - კაცის ხმა გაისმა მათ უკნიდან. დონ კორლეონე იყო, უკან სამი მცველი ედგა, რომელთაც იარაღი სროლისთვის მზადყოფნაში ჰქონდათ და მათ თვალებში ემოცია არ იკითხებოდა. ისინი ბრძანებისთანავე გაისროდნენ, ისე არც დაფიქრდებოდნენ და არც ნერვები უმტყუნებდათ. დონის მკვლელები ყველაზე ცივსისხლიანები იყვნენ, ქვეწარმავლებზე მეტადაც კი.
-შენი... - ამოიგმინა გუგამ. უძლურად იწვა მიწაზე და თითქოს სულს ღაფავდა ისე სუნთქავდა, აჩქარებულად. როგორ მოუსპო სიყვარული ერთმა საზიზღარმა, არაადამიანმა, ურჩხულმა, ორ მშვენიერ გედს, რომელთათვისაც ყველაფერი მხოლოდ სიყვარული იყო. მათ შორის დიდი და შავი ფარდა ჩამოეფარა, რკინის ფარდა, რაც ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს უხერგავდა, ეს გზა კი საიდუმლოებით მოცული და ბევრი ტკივილით სავსე იყო. როგორ სტკიოდა გული, რომ არ ეუბნებოდა სიმართლეს ნინოს, როგორ უნდოდა ყველაფერი ეთქვა და მაშინვე მიწა გასკდომოდა, მაგრამ იმასაც დააყოლებდა, თუ რა ძლიერ უყვარდა, როგორ გიჟდებოდა მის ტუჩებზე, როგორ სურდა ახლაც მისი მოფერება და ბავშვი... მის ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რაც იყო ეს ნინო და მისი მომავალი ბავშვი იყო, რომელიც დაიბადებოდა, სულ სულ მალე გავიდოდა საჭირო დრო და გაჩნდებოდა. მთელი ცხოვრება ისე უაზროდ განვლო, ისე უმნიშვნელოდ, რომ უხაროდა ასევე რომ არ დაასრულა იგი... მზად იყო საკუთარი თავიც კი შეეწირა, ებრძოლა მათი ბედნიერებისთვის, ვის გამოც ის იყო ბედნიერი და ეს ორმაგი გრძნობა მას ძალას აძლევდა. დონ კორლეონეს გამოხედვა კი იმდენად აღიზიანებდა, ლამის იყო გული აერია.
ნინო უკან-უკან ხოხდებოდა და მუცელზე ხელს ისვამდა. ლიზი კი ერთ ადგილას იყო გაშეშებული და დაძვრას ვერ ბედავდა.
-ნახეთ ვინ მოსულა ჩვენთაან. - სიხარულითა და აღტყინებით, ბავშვური გამოხედვით ლამის იყვირა კიდეც კორლეონემ, თვითმარქვია კორლეონემ, მამუკა დვალის შვილმა, რომლის ნამდვილი სახელიც არავინ იცოდა, არც მისმა შვილმა. - საკუთარი ფეხით. ლიზიიი. - გააგრძელა, თითქოს აკორდებს ჰყვებოდა და საოცარ სიმღერას გულში ჩამწვდომად მღეროდაო. - როგორ მეშინოდა, რომ ვეღარ გნახავდი, როგორ შემეშინდა ავარიის შესახებ რომ გავიგე შენ ვერ წარმოიდგენ. ძალიან ვწუხდი, საშინლად განვიცდიდი და აი ახლა, როცა გიყურებ და ჩემ წინ ცოცხალი დგახარ, ძალიან მინდა მოვიდე შენთან და გადაგეხვიო. - ირონიულად გაიღიმა და მისი ირონიულად წარმოთქმული და გაჟღერებული სიტყვები, ჟღარუნს რომ გამოსცემდა მათი ბგერების გამეორებისას კედლებიც, იმდენად შეიძულა ლიზიმ რომ მისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლიც კი არ დაენანებოდა, თვითონაც კი სიამოვნებით წაჰყვებოდა, რომ საკუთარი თვალით ენახა როგორ იწვებოდა ის... ის ახვარი, როგორ სურდა, რომ ყველაფრისთვის შური ეძია, რაც მან გააკეთა.
-არ მომეკარო. - უკან გახტა ლიზი, მაგრამ სახეზე შიში არ ეტყობოდა. მხოლოდ ძალიან ძლიერი ზიზრით უყურებდა, რაც ადამიანის თვალებსაც კი გააციებდა უეცრად რომ შეგეხედათ. იმ მედუზას ჰგავდა, რომლის თვალებში ჩახედვაც ადამიანს აქვავებდა, გულს უქვავებდა და შემდეგ სხეულს, მთლიანად ანადგურებდა, ცოცხლად სპობდა. ასეთი ზიზღით უყურებდა ნინოც, სხვა ადამიანს შერცხვებოდა, ადგილს ვერ მოძებნიდა სად დამალულიყო და უთუოდ მიწაში სირაქლემასავით ჩაძვრომის სურვილი გაუჩნდებოდა, მაგრამ ეს დონ კორლეონეს, მოდგმით აყროლებულს, უკიდეგანოდ და უსაშველოდ გამხეცებულს და საშინლად დაბნელებული გონების პატრონს, რომელსაც სხვა არაფერი გააჩნდა გარდა ცივი გულისა და ეს ცივი გულიც იმდენად გაყინული იყო, მისი გალღვობაც კი წარმოუდგენელი იყო, არათუ მისთვის სიყვარულის სწავლება, რაც უცხო ხილი იყო. დონ კორლეონეს გული არ აჩუყებია, არც მათ მზერას დაუფრთხია, გუგას ფეხები ზედ შეალაგა, გადაუარა და ლიზისკენ დაიძრა ისე, რომ თვალსაც კი არ აშორებდა, არც გუგას კვნესა სტანჯავდა და აწუხებდა. ლიზიმ დას ხელი ჩაავლო, უნდა გავქრეთო უთხრა, მაგრამ ნინომ მტკიცე უარი განაცხადა. გუგას გარეშე აქედან ფეხს არ მოვიცვლიო გონებაში უპასუხა და მისმა ფიქრებმა შიში დააძლევინეს. გუგა.. სიყვარული.. ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მისთვის გუგა თავად სიყვარული იყო, ვინც საოცრად აგიჟებდა, არ აინტერესებდა რა ჰქონდა ჩადენილი, რის გამო ეძებდა ლიზის და მასაც, მაშინ სულ სხვა ადამიანი იყო, მაგრამ ის მხოლოდ კარგს ხედავდა მასში, იმ საოცრად თბილ გულს, რომლის გულისცემასაც იმ ღამეს გრძნობდა და არ ნანობდა, საერთოდ არაფერს არ ნანობდა, რაც მოხდა.
-მოდი გადაგეხვიო საყვარელო... - კიდევ სარკასტულად უთხრა ლიზის, რატომღაც ნინოსკენ სულ არ იყურებოდა, მხოლოდ ერთხელ გააპარა თვალი ზიზღით და მერე ლიზის შეუბრუნდა ისევ.
-გაეთრიე ურჩხულო! - იღრიალა.
-ურჩხულო? ნუთუ ურჩხული ვარ იმის მერე, რაც შენთვის გავაკეთე და რასაც გიკეთებდი?
-კი... ურჩხული ხარ.
-რაზე საუბრობს ლიზი? - ჰკითხა ნინომ და დანაღვლიანებულმა, მაგრამ ინტერესით სავსე თვალებით გადახედა.
-არაფერზე.
-ვაა, ლიზი. შენ არაფერი გითქვამს შენი დისთვის არა?
-შე ღორო... არაფერი მქონდა სათქმელი. შენი საზიზღარი სიფათის მოშორება მინდა სახიდან... შენ მოკვლაზეც სიამოვნებით წავალ, რომ ვიცოდე მეტჯერ ვეღარ გნახავ. - უეცრად სრული გაოცებით შეხედა დონ კორლეონეს ნინომ, როცა მის სახეზე მწუხარება წაიკითხა, დანაღვლიანება, რაც გამორიცხული იყო იმ ადამიანისთვის, ვისაც გული საერთოდ არ ჰქონდა, სადღაც კაბინეტში, სეიფში ჰქონდა ჩაკეტილი, სადაც ვერავინ ვერ მისწვდებოდა. თითქოს იმის ეშინოდა, რომ ყველაფერი არ დაეკარგა სიყვარულის წყალობით, ან მკვლელს გულში დაემიზნებინა, ტყვია პირდაპირ გასულიყო, მაგრამ გულს არ შეხებოდა.
წუთიერი უმოძრაობის შემდეგ, რაც ძირს იწვა გუგა, ახლა გამხეცებული წამოვარდა, ღრიალით ეცა ვიწრო დერეფანში მცველებს და სამივე წააქცია, თითქოს დაგროვილ ბოღმას, სიძულვილს ამდენი ხნის განმავლობაში ინახავდა და ახლა ანთხევდა ბოლომდე. ერთ-ერთს იარაღი წაართვა თავისი ოსტატურობით, დანარჩენს იქვე გაუგორდათ დაბნეულობისგან. წამში ყველას შუბლში ჩააჭედა ლურსმანივით სამი ტყვია და მრისხანე, საოცრად გამაგიჟებელი სიბრაზით შემოიხედა, პირადად დონ კორლეონეს შეხედა გამეტებით, არ უნდოდა ასეთი ნინოს ენახა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მისთვის მთავარი მათი უსაფრთხოება იყო, ვისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში თავს სწირავდა და ამას დონ კორლეონეს ზურგს უკან აკეთებდა. მან არაფერი იცოდა, ან იცოდა და თვალს ადევნებდა ბოლომდე, შემდეგ კი რაიმე მიზეზს, ბრალდებას ეძებდა რომ საკანში გამოემწყვდია და იმ დღეს, როცა გვანცას მოტაცებას აპირებდა, ეს დროც დადგა. როცა მან ყველაფერი აღიარა, რომ დონისთვის მუშაობას აღარ აგრძელებდა, ის ამ მომენტს ელოდებოდა ალბათ. არც დაფიქრებულა ისე უნდა ესროლა შემოტრიალებისას, მაგრამ მას ლიზი აეყვანა მძევლად. გოგონას ამოფარებულიყო და იარაღი მისთვის მიედო.
-არ ისროლო. - ბრძანებასავით ჟღერდა. - არ ისროლო. - გაიმეორა, მაგრამ უკვე თხოვნა შერეოდა მის ხმას.
-ხელი გაუშვი... - დაუნდობელი მზერით, ისევ უგულოდ დაიბღვირა. - არ გაცოცხლებ. სინანული უკვე გვიანია. ვეღარაფერი გიშველის.
-ასე გგონია? - სრულიად დამშვიდებული ტონით თქვა დონმა. სიცილისგანაც თავი ძლივს შეიკავა, როცა ნინომ დაიყვირა.
-გუგა უკან... - გუგა მაშინვე მიტრიალდა. თავში რაღაც მოხვდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. მას ნინოს ყვირილი ჩაესმოდა კიდევ, მისი ტანჯული ხმა, რომელიც მის გამო ჰქონდა, მხოლოდ ამას ნანობდა ის და სხვას არაფერს, სიყვარულს არ ნანობდა. უკან კიდევ მოგროვილიყვნენ. რამდენი იყვნენ ვერ დათვალა, დაუფიქრებლად დაიწყო ტყვიების სროლა, ტყვიას ტყვიაში აჯენდა, მოწყვეტით ეცემოდნენ რიგ-რიგობით, გუგას კი პრივილეგია ჰქონდა, რადგან დერეფანი იმდენად ვიწრო იყო მხოლოდ სამი კაცი თუ ეტეოდა ერთ რიგზე. უკანა ფლანგიდან კი სროლა არ შეეძლოთ. წამებში ყველა ძირს ეყარა, მაგრამ როცა კვლავ მიტრიალდა, დონ კორლეონე უკვე გამქრალიყო, აღარ იყო ასევე ნინოც, მისი საყვარელი ნინო, რომელიც სიცოცხლის აზრს აძლევდა, რომელიც მნიშვნელობას სძენდა მის არსებობას. არ იყო და ლიზი კი გათიშული ძირს ეგდო, საფეთქელთან კი სისხლი მოსდიოდა.
მაშინვე ლიზის მივარდა. ასე მაინც ვერ დატოვებდა, მიუხედავად იმისა რომ ლიზი არ უყვარდა და დონმა კი მისი საყვარელი ადამიანი წაიყვანა, ლიზი მაინც ნინოს და იყო, ის იყო, ვისაც დაეხმარა გამქრალიყო და ყველას მკვდრად ჩაეთვალა, ერთად დაგეგმეს ნინოს დაცვაც, რადგან ეს მან სთხოვა, ლიზიმ ვისთვისაც მაინც ყველაფერს გააკეთებდა, რაც საჭირო იყო. ლიზი იყო ადამიანი, ვისიც ესმოდა, ვისი ტკივილიც ნაცნობი იყო მისთვის, ტკივილი არ უყვარდე მამას და არ არსებობდეს შენი ადგილი ამ სამყაროში. ყველაზე კარგად ესმოდა რას გრძნობდა, მაგრამ მაშინ როცა ლიზის დაეხმარა ერთი მიზანი ამოძრავებდა მხოლოდ, წასულიყო დონ კორლეონეს წინააღმდეგ და ერთხელ, ერთხელ მაინც ენახა წარუმატებლობით განცდილი მარცხისგან განადგურებული, საშინლად გაღიზიანებული. ლიზი შემდეგ გახდა ძალიან ძვირფასი მისთვის, როცა კი მთელი არსებით შეუყვარდა ნინო და მისთვის ხელის სათხოვნელადაც მზად იყო, ქორწილისთვისაც და ყველაფრის მიტოვების სურვილიც ისევე კლავდა, ოღონდ ნინოსთან ყოფილიყო.
თვალები გაახილა ლიზიმ. - რა..რა? - როცა გაიგო რაც მოხდა, მაშინვე წამოხტა ფეხზე. სცადა გონებაში დალაპარაკებოდა მას, მაგრამ თავი საშინლად ასტკივდა. იგრძნო რომ რაღაც ბლოკავდა მის ძალას, რაღაც არ უშვებდა ნინომდე მის აზრებს და თავსაც ატკივებდა ადამიანი-ურჩხულის დარტყმული, რომელიც ახლა ნინოსთან ერთად გაიქცა.
-შორს ვერ წავიდოდა. ნინო ორსულადაა, უნდა გავიქცეთ. ვიცი სადაც მიდის. - თქვა და გაქცევა დააპირა. ლიზი გაუნძრევლად იდგა, შეყოვნდა გუგაც, მისკენ მიტრიალდა და თვალით ანიშნა წაჰყოლოდა.
-ორსულადაა? - როგორც იქნა ამოღერღა და მასთან ერთად გაუყვა ლაბირინთივით საშიშ დერეფანს.
-კი... ორსულადაა, მას ჩემგან შვილი ეყოლება. - ისეთი გრძნობა ჰქონდა ლიზის, თითქოს ფეხები და ხელები შეუკრეს, დიდი ლოდი მოაბეს ფეხებთან და ისე უშვებდნენ წყალში, რომ ჩაძირულიყო. გამოსავლის უქონლობა მისთვის არ არსებობდა, მაგრამ პირველად იგრძნო თავი ასე დაუცველად და უმწეოდ. გუგასთან ყოფნისას ახსოვდა როგორ აგიჟებდა მისი სიახლოვე, მაგრამ ახლა ... იმდენად აღარ იზიდავდა, არ სურდა დისთვის სიყვარულის დანგრევა, უკვე ოჯახის დანგრევა, რომელიც აუცილებლად შეიქმნებოდა, მისი პატარა შვილი, დიშვილი, რომლის გამოც გახარებული იყო, და როგორც იქნა რომ დაც დაიბრუნა, მაგრამ უგულომ კიდევ ერთხელ მოსტაცა. ამას უკვე ვეღარ მოითმენდა და იქვე ჩააძაღლებდა, სადაც ნახავდა. თავისთვის დაიფიცა და სირბილი არ შეუწყვეტია.
-ეს ლაბირინთი ზეპირად როგორ იცი. - რამდენიმე წუთიანი უტყვი სირბილის შემდეგ ჰკითხა გუგას.
-აქ გავიზარდე... - აქოშინებულმა ძლივს წარმოთქვა. - ეს იყო ჩემი მეორე სახლი, სადაც ვმუშაობდი და მის დავალებებს ვასრულებდი. - სირბილი შეწყვიტა, რადგანაც დერეფნის ბოლოს ის და ნინო დაინახა. - მოვედით. - შემდეგღა თქვა ჩურჩულით და სცადა სუნთქვის ნორმაში მოყვანა.
-გამარჯობა! - თვალი ჩაუკრა გუგას და ის იმდენად ახლოს იყო მასთან, რომ ორ ნაბიჯში მისწვდებოდა კიდეც, მაგრამ ეშინოდა მისთვის რამე არ დაეშავებინა და გაშეშდა.
-ჰმ... ხომ ვთქვი შორს ვერ წავიდოდა-მეთქი. - იარაღი მიუშვირა. - გაუშვი. - მკაცრი მზერა, სასტიკად მბრძანებლური ტონით წარმოთქმული სიტყვები. - იცოდე არ ავაცილებ.
-ასე შენს ანგელოზსაც დააზარალებ და მის ბავშვსაც. - ჩაიხითხითა და როცა ლიზის მცდელობებს და სახის მოძრაობებს დააკვირდა: - შენს ოინებს აქ ვერ გამოიყენებ ძვირფასო. განგაშის სიგნალიც ჩაირთო, როგორც ხედავთ, აქედან ვერავინ გახვალთ.
-ცდები. - თქვა გუგამ და თან იმდენი ღვარძლი დაატანა ამ სიტყვებს, რომ ნინოც შეშინდა, ამდენი ხნის მანძილზე ხმას შიშისგან ვერ იღებდა, მაგრამ მასაც ჰქონდა სათქმელი. დონი კი ყელში უჭერდა მკლავს და ნელ-ნელა უკან მიათრევდა.
-გუგა არ გინდა...- ნინოს ხმა იყო, მის გასაცოდავებულ და შიშით გამძღარ ხმაში მზრუნველობის ნაპერწკალიც ერია. - არ მინდა შენ დაზარალდე... გთხოვ.
-მთავარი შენ ხარ, ძვირფასო. აქედან კი შენს გარეშე არ გავალ.
-მაშინ ყველანი აქ დავიხოცებით. - დანანებით თავი ჩაღუნა გოგონამ.
-არა... - თქვა ლიზიმ. - დონ კორლეონისკენ რისკის ფასად გაქანდა, რომ ხელი შეეშალა მისთვის, რომ ნინოს ადგილი დაეკავებინა და ასე გუგასთვისაც არ იქნებოდა ძნელი გადაწყვეტილების მიღება, რომ მიეტოვებინათ იგი. ღრიალებდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, უკვე უნდა მისწვდენოდა მას, რომ დონმა იარაღი მისკენ გასწია და გაისროლა. ნინომ ყველაფერი იგრძნო, თითქოს თავად მოხვდა ტყვია, თითქოს მთელი მსოფლიო ჩამოიშალა მის თვალწინ და თვითონაც ნანგრევებში მოჰყვა. წამიერად, მანამდე სანამ ლიზი ჩაიკეცებოდა გუგამაც არ დაკარგა დრო. მაშინვე დაავლო ხელი პისტოლეტს, პირდაპირ გაუქანა დონს და თავში გაარტყა. იარაღი იქვე გაგორდა დონი კი შეცბუნებულიყო და თავზე ხელი დაიდო. მას იარაღის ტარი მოხვდა პირდაპირ შუბლში სწორედ მაშინ, როცა ყურადღება მოადუნა და ნინო გვერდზე გაიწია. ნინოს პირველ რიგში მისი ეს საქციელი გაუკვირდა, მცველები ყველა ჩახოცა, თუმცა დონისთვის ტყვიის სროლა ვერ გაიმეტა და წაქცეულზე მივარდა. ზედ შემოაჯდა და ღრიალით ურტყამდა მუშტებს სახეში. მისთვის ყველაფერი სულერთი იყო და გოგოებს უთხრა გაიქეცითო, მაგრამ როცა მიტრიალდა ხმაზე დაინახა წამოწოლილ ლიზის, როგორ ეჯდა ნინო გვერდით, თავქვეშ ხელები ამოედო და ტიროდა. არ უნდოდა იმის დაჯერება, რაც ნახა, ვერ იჯერებდა ლიზი რომ ცოცხალი აღარ იყო. ამან უარესად გააგიჟა. უფრო გამეტებით ურტყამდა მუშტებს, შემდეგ შეჩერდა და უღიმღამო თვალებში ჩააჩერდა. სისხლიანი ჰქონდა მუშტი, მაგრამ არ ანაღვლებდა, ცხვირი გატეხვოდა დონ კორლეონეს, არც ეს ადარდებდა, თვალები ლამის ბუდიდან ამოუცვივდა და კბილებიც ბეწვზე ეკიდა.
-მომკალი! - დაუღრიალა დაბლა მწოლიარე კაცმა. - მომკალი და დაისვენებ. ხომ იცი ისე, არასდროს მოგასვენებ. მომკალი! - ნინო ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა ამ სცენას, თან ლიზისკენ მიაბრუნებდა თავს და თმებზე ეფერებოდა. ჭრილობაზე ხელს აჭერდა, რომლიდანაც სისხლი მოსდიოდა.
-არ მოგკლავ. - მოულოდნელად თქვა, უკვე წამომდგარმა. სახე განაწამები და გატანჯული ჰქონდა, ადამიანს აღარ ჰგავდა ის, ისეთი საშინელი შესახედაობის იყო, სისხლით დასვრილი, ცხოვრებაწართმეული და ძალიან გამწარებული. - შენნაირი არასდროს გავხდები. ცივსისხლიანი მკვლელი, არაადამიანი, არასდოს გავხდები არასდროს.
-მ...მ.. ო...კალი... - ხმა ლიზის ეკუთვნოდა. გაჭირვებით გაახილა თვალი და ისევ მილულა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.
-არ გაითიშო ლიზი... არ მიმატოვო. გთხოვ.. უნდა გაუძლო... - ცრემლები მოსდიოდა ისევ და ისევ.
-ის... - დაიწყო გუგამ. - მზად არის ყოველთვის გასწიროს საყვარელი ადამიანიც კი, მაგრამ მე მკვლელს აღარ დავემსგავსები, აღარასდროს... გამაჩნია გრძნობები, რომელსაც გულში ვეღარ ვტევ, ჩემს შიგნით აღმოვაჩინე გული, რომელიც თურმე მქონია, ვერ წარმოიდგენთ რა რთულია იცხოვრო სიცარიელით, იცხოვრო არაფრისთვის, კატასტროფაა იყო ისეთი, როგორიც ეს. - და თითი მისკენ გაიშვირა.
-უთხარი ყველაფერი... უთხარი ვინც ხარ... - მიეშველა დონი.
-მოკეტე, მამა! - ზიზღით წარმოთქვა სიტყვა „მამა“ და თავი ნინოსკენ შეატრიალა. დაბნეულიყო, ვერ გაეგო რომელ სიზმარში დაიკარგა ან სად იყო, მცველებიც არ ჩანდნენ, მარტონი იყვნენ და სასწრაფოდ უნდა გაეყვანათ ლიზი აქედან. ასეც მოიქცა გუგა, ნინოსთან დაიხარა, ლიზი უნდა აეწია, როცა ნინომ ხელი იარაღისკენ წაიღო და დონის მიმართულებით ისროლა. გუგა შედრკა. ყველაფერი ყირაზე დაუდგა. დაინახა როგორ ეჭირა დონს იარაღი, რომელიც უნდა ესროლა, მაგრამ ნინომ ის კიდევ ერთხელ გადაარჩინა. უკვე მეორედ აგრძნობინა თუ როგორ უყვარდა და როგორ ბრწყინავდა მათი გულები ერთმანეთის დანახვისას. უსიტყვოდ შეხედა ჯერ კიდევ ცოცხალ მამას, შემდეგ ნინოს მადლიერებით შეხედა და ლიზი ხელში აიყვანა.
-სასწრაფოდ უნდა გავიყვანოთ, თუ მისი გადარჩენა გინდა. - მკაცრი ბრძანება, ხმაში არანაირი ბზარი, თუმცა როცა დონის უსიცოცხლო სხეულს შეავლო თვალი, მაშინღა ჩამოუვარდა ობლად ცრემლი, ნინოს არ გამორჩენია, მაგრამ არაფერი უთხრა. ისე დაიძრნენ გასასვლელისკენ.
მოკლე გზებით მშვიდობიანად გაიყვანა გუგამ გარეთ ისინი. მიწისქვეშ არსებული გვირაბებიდან თავი ამოყვეს და ნინომ დაინახა უკვე გალავნის გარეთ იყვნენ. სიხარული მოეძალა, უზადო ბედნიერება იგრძნო და გუგას ტუჩებში ეძგერა. გუგამ ტკივილი იგრძნო. სიამოვნებაც თანდართული, მაგრამ იგრძნო, როგორ აღარ ემორჩილებოდა ფეხები. ისინი სამშვიდობოს იყვნენ, ჭიშკარი უკვე შორს იყო და მოჩანდა, როგორ იბრძოდნენ კიდევ და არაფრით არ ნებდებოდნენ, ისმოდა მათი აზრები, ნინოს ესმოდა როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ გაბედეს და ეს გადაწყვეტილება მათთვის გმირობის ტოლფასი იყო. არცერთს არ დაუღვრია ტყუილად სისხლი. დონ კორლეონე ცოცხალი აღარ იყო და ქალიშვილს გამარჯვება ძალიან ახარებდა.
სისუსტე იგრძნო გუგამ ტკივილისგან. გული აეწვა, სიყვარულივით მტკივნეული იყო მისი ჭრილობებიც, მაგრამ უყვარდა. ყოველი გადასერილი და გადატყავებული ადგილი უყვარდა, ყოველი დარტყმა, რაც მიაყენეს, ყოველი ფიქრი ნინოზე, და ბედნიერება, რომელიც არა და არ ილეოდა იმ საკანშიც კი. ჩაიკეცა. ლიზი მოხერხებულად დააწვინა მინდორზე, მალევე თვითონაც გაითიშა.
თავისუფალს ჰაერი თბილი და საოცრად ტკბილი ეჩვენა. ბავშვი, რომელიც იზრდებოდა და გულში საამოდ ჩხვლეტდა ეს ბავშვისადმი და იმ მამაკაცისადმი განკუთვნილი სიყვარულის წყალობით იყო, რომელმაც ასე დააჯილდოვა მისი ცხოვრება. პირველ რიგში კი ღმერთს უმადლოდა, რომ სიყვარული აპოვნინა, ბედნიერი გახადა და ცარიელი გულიც კი უდიდესი სიყვარულით შეუვსო. ერთადერთი რაც აწუხებდა ეს ლიზის მდგომარეობა იყო. იცოდა უნდა გადაერჩინათ, უნდა წაეყვანათ ამ საშინელი ჭაობიდან და საავადმყოფოში უნდა დაეწვინათ, მაგრამ ის ისევე შორს იყო აქედან, როგორც მზე დედამიწიდან. ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი, წარმოიდგინა საავამდყოფო, სადაც თვითონ იყო, როცა დედას ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს, ორივეს ხელი მოხვია, კარგად მოიქცია კლავებში და მათთან ერთად გაქრა.
საოცარი რამ იგრძნო. თითქოს უსასრულობაში მიიწევდა, სადღაც კოსმოსში, სიშავეში, მაგრამ ბედნიერი იყო. იგრძნო ჰაერი, რომელიც ასე სჭირდებოდა, სახეზე რომ ელამუნებოდა და ეფერებოდა...
როცა გააცნობიერა, რომ ის ადგილიდან ადგილზე მოგზაურობდა, თვალები უკვე ერთ-ერთ ჩვეულებრივ და ცარიელ დერეფანში გაახილა, ლიზი და გუგა კი ისევ ისე იწვნენ, როგორც იქ... მინდორში...
***
-სწრაფად ექიმო, უნდა გადაარჩინოთ... - დაუყვირა უკნიდან, როცა პალატის კარებში გაუჩინარდნენ საწოლები, სადაც მისთვის ორი საყვარელი ადამიანი იწვა. რას გრძნობდა? მიუხედავად იმისა, რომ შვებას გრძნობდა გამარჯვებისთვის, მაინც დიდ ტკივილს და სიმძიმეს გულზე. მხოლოდ იმედიღა დარჩენოდა, რომ მისი და და გუგა გადარჩებოდნენ.
„თორნიკე!!“ - შეუძახა თავის თავს. – „მას თორნიკე ჰქვია.“ - ბედნიერი დასასრული უნდოდა, ძალიან უნდოდა რომ ორივე გვერდით ჰყოლოდა, რომლებიც მის გულს მთლიანად სიყვარულით ავსებდნენ და ახარებდნენ. მათი თითოეული სიტყვა და მზად იყო ყველაფერი დაევიწყებინა, მათი ბედნიერი ღიმილი და ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მთელ გალაქტიკაში, მაგრამ ახლა ის, სიცივეს გრძნობდა შიგნით, შიშს და სიკვდილს. კვლავ მარტო დარჩენის ეშინოდა.
პალატიდან ექიმები წამდაუწუმ შედიოდნენ და გადიოდნენ, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა. გარეთ კარს ატუზული, შიგნით ცდილობდა ენახა რა ხდებოდა ლიზის ოპერაციისას, მაგრამ არც გუგა დავიწყებია. მის პალატასთან მივიდა, დიდ ფანჯარაში შეიჭყიტა, სადაც ის მაგიდაზე იწვა, გარს ექიმები ეხვივნენ და მჭრელ დანებს იყენებდნენ. აპარატებით სავსე პალატაში და გარშემო ექთნების თუ ექიმების ფუსფუსში ძლივს დაინახა თავისი სათაყვანებელი კაცი, რომელმაც ისინი სიკვდილს გადაარჩინა.
სუნთქავდა...
შვება იგრძნო...
გაუხარდა. მისი პატარა გული ხტუნავდა ახლა. მუცელზე ხელი დაიდო, დაბლა დაიხედა და პატარას მიმართა: - ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლევ. შენ ყველაზე ძლიერი მამიკო გყავს და ის ყველაფერს გაუძლებს. - ამით კი უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა, ვიდრე ბავშვს მიმართავდა... თუმცა მან რეაგირება იგრძნო, რაღაც მოხდა მის მუცელში, მოძრაობას გრძნობდა.
ექიმთან მივიდა, გუგაზე უნდა ეკითხა, მაგრამ უეცრად ვერც კი მიხვდა თეთრ ხალათში გამოწყობილი გოგონა ვიზე ესაუბრებოდა, სანამ საოპერაციოსკენ არ გაახედა და არ მიანიშნა, რომ იმ კაცზე ელაპარაკებოდა, ვინც მისთვის მნიშვნელოვანი იყო და ოპერაციას უტარებდნენ.
-აა, ლაშა დვალი? - გაიღიმა თეთრხალათიანმა გოგონამ. - მალე კარგად იქნება, ძალიან სუსტად არის. ახლა დასვენება სჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება.
მისთვის ეს უფრო მეტად გასაოცარი იყო, თითქოს კიდევ ერთხელ ჩააზილეს წიხლი სახეში და კვლავ...
არც თორნიკე, არც გუგა, არამედ ლაშა?
-ლაშა. - ჩუმად ჩაილაპარაკა და საკუთარ თავში ფიქრებისგან განთავისუფლებული გონება ხელში ეჭირა. „კარგი სახელია“ - გაიფიქრა და მანაც გაიღიმა. თუმცა ისე იმოქმედა ამ ახალმა ინფორმაციამ, ნინოც შეუძლოდ გახდა, ექიმი რომ არა წაიქცეოდა, ის საიმედო ხელში მოხვდა, ბატონ კახა ჯელიას ხელებში, რომელიც ძალიან სიმპათიური და თავისი საქმის სპეციალისტი იყო.
***
-უკვე მესამე კვირაში ხართ. გილოცავთ. - სამყაროს ახლიდან დანახვისას ვერ მიხვდა სად იყო, მაგრამ ცოტა აზრზე რომ მოვიდა ყველაფერი გაახსენდა. გაახსენდა, როგორ ესროლა დონ კორლეონეს და მისი ტყვიით, რომ მოკვდა, ამან უეცრად საშინელი სინდისის ქენჯნა აგრძნობინა, ტკივილი... მიუხედავად იმისა, რომ გუგას... არა, უკვე ლაშას, მამა მოუკლა მაინც ფიქრობდა და თავს ირწმუნებდა, რომ ეს ისევ ლაშასთვის გააკეთა და ასეც იყო. დაინახა, მშვენივრად დაინახა როგორ ეჭირა იარაღი ხელში და სროლას აპირებდა უკვე. მისი ქმედება, რომ არა ახლა საყვარელი ადამიანი აღარ ეყოლებოდა და ამას ერჩივნა თვითონ მომკვდარიყო.
-ბავშვი კარგად არის ექიმო? - უკვე იმდენად ნერვიულობდა ყველაფერზე. იმდენი რამ გადაიტანა, დარწმუნებული იყო ეს ბავშვზეც აისახებოდა და პირველ რიგში მისი მდგომარეობა იკითხა.
-თქვენი ბავშვი სრულიად ჯანმრთელია... ასეთი არაფერი მინახავს. თუ გავითვალისწინებთ, როგორ მდგომარეობაში იყავით, როცა ჩემთან მოგიყვანეს, სრულიად ბინძური ტანსაცმლით, დასიებული ხელებით და სილურჯეებით. ბავშვს კი არაფერი დამართნია. - გულში სიხარულის ნაპერწკალმა გაიფრინა. უნდოდა ყვირილი, ეკივლა და სიხარული გადმოეფრქვია, მაგრამ თვს იკავებდა. - რა დაგემართათ ქალბატონო? რატომ იყავით ასე თქვენ და თქვენი მეგობრებიც?
-კარგად არიან? - უარესი პასუხის მოლოდინში იყო, როცა კითხვა დასვა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მისთვის ჯერ არ იყო ბედნიერი დასასრული დამდგარი, ის მაშინ დადგებოდა როცა გაიგებდა სანატრელ პასუხს.
-ბიჭი კარგად არის, ახლა პალატაში წევს, სძინავს. ძალების აღდგენა სჭირდება და მეტი არაფერი... იცით? ნაწამებს ჰგავდა, თითქოს ძველი დროიდან გადმოსროლილს, სადაც წამება ჯერ კიდევ მოდაში იყო. - თვალები ჩააპაჭუნა კაცმა და თბილი მზერით გადახედა. - მისი ნახვა, როცა გაიღვიძებს მაშინვე შეგეძლებათ, მაგრამ ...
-მაგრამ რა ექიმო? - უკვე პანიკას მოეცვა, როცა ჯერ ბიჭით დაიწყო, დარწმუნებული იყო ლიზის რაღაც დაემართა, რაღაც საშინელება, რასაც თავს ვერ აპატიებდა, ვერასდროს აპატიებდა. იმდენად დიდი ტკივილი იყო, რომ სიფაქიზეც კი დავიწყნია და ქალური სინაზე, ბოლოს ისე აყვირდა. - ხმა ამოიღეთ ექიმო!
-გოგონა ცოტა მძიმე მდგომარეობაშია. მათაც პირადად ვმეთვალყურეობდი. საოპერაციოში არის ჯერ კიდევ, ოპერაცია კი რთულია. გარეთ პოლიციიდან არიან მოსულები, საეჭვოა მართლაც, მისი სხეულიდან ტყვია ამოიღეს, ასევე გოგონას სახელიც კი არ იციან, მონაცემთა ბაზაში არ იძებნება.
-რა?
-სწორედაც. რა ჰქვია თქვენს მეგობარს? - ნინომ ახლა შეამჩნია, როგორი სიმპათიური იყო, როგორი ნაზი ხმა ჰქონდა მამაკაცის კვალობაზე და სასიამოვნო. გუგას პირველად დანახვის შთაბეჭდილება გაახსენდა, ოცნებებში გადავარდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა რეალობაში.
-ლიზი... - ხმა გაუწყდა. რატომ არ იძებნებაო? ჰკითხა საკუთარ თავს, რადგან ვერ იჯერებდა. შემდეგ კი ჩაეღიმა, როცა გაახსენდა რომ ის მკვდრად ითვლებოდა, ცოცხლებში აღარ ეწერა. დამარხეს. მაგრამ ის ცოცხალი იყო, ახლა აქ იყო, ამ საავადმყოფოში და ნამდვილად ებრძოდა სიკვდილს... შიში, რომელიც მას გაუკრთა ისევ გულში იმ დღესთან იყო დაკავშირებული, ავარია რომ გაახსენდა გული მოეწურა, საშინლად უნდოდა ამ დღის დავიწყება, მაგრამ ვერ შეძლო. თითქოს ახლა იყო ის დღე, ახლა ცდილობდნენ გადარჩენას, თითქოს თავის ბედს მაინც ვერ გაექცა ლიზი. - ლიზი ნაკაშიძე. - უპასუხა შემდეგ. - ჩემი დაა და სხვა რა გვარის იქნება? - შეუბრუნა კითხვა ექიმს და გაღიზიანებულმა თავი სხვა მხარეს გაატრიალა. არავინ არ იცოდა რა გახარებული იყო ახლა ნინო, მის გულში ისეთი სიხარული ტრიალებდა, რომ ვერაფრით ვერ შეძლო ბოლოს ამის დამალვა და იყვირა, ამოუშვა მთელი დაგროვილი ემოცია, რაც შიგნიდან აწვებოდა და გარეთ გამოსვლას ლამობდა.
-მინდა ვნახო... - წამოდგა. წაბარბაცდა და თავის შეკავება ძლივს შეძლო.
-სუსტად ხართ. ჯობია ჯერ იწვეთ. - უთხრა ექიმმა და ხელი შეუდგა საყრდენად გოგონას.
-არა, ლაშას ნახვა მინდა. - მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე, ისე კი რომ დარწმუნებულიყო ლიზი საბოლოოდ გამოჯანმრთელდებოდა და არაფერი ემუქრებოდა მის ამ გაცნობიერებულ სიხარულს და ბედნიერებას, ექიმს ჰკითხა. - ლიზი ხომ კარგად იქნება?
-კი კარგად იქნება. რამდენიმე საათში ალბათ დასრულდება ოპერაცია, ოფიცრები ახლა ტყუილად დგანან აქ, რადგანაც არავინ მისცემს ჯერ შესვლის უფლებას, ხვალ კი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე დღეს. და ხვალ შეგეძლებათ ნახოთ, ახლა უნდა დაიცადოთ. წამოდით ლაშას პალატას გაჩვენებთ.
***
ყველაფერი თეთრი, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ნინომ შესვლისთანავე განსაკუთრებული ადამიანისთვის თვალის შევლებისას ის ოთახი სხვადასხვა ფერად გადაფერადდა. საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში. აგიჟებდა, ო, როგორ აგიჟებდა მის სუნთქვას რომ ისმენდა და როგორ უნდოდა კიდევ მის მკლავებში, უსასრულოდ ჩავარდნა, მის თვალებში, მის ბედნიერებაში ჩაძირვა, რომელიც ერთ მთლიანობას ქმნიდა, ნინო და გუგა, ერთმანეთისთვის გაჩენილი სიგიჟით მთვრალი წყვილი, რომლებსაც ერთმანეთის გარდა სხვა არაფერი ახარებდათ. მათ სამყაროში ვერავინ შეაბიჯებდა დაუკითხავად, მაგრამ ლიზი სხვა იყო. მასაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის გულში, მის უდიდეს გულში, რომელიც აღარ იყო პატარა.
-ლაშა? - მორიდებით შევიდა.
-ყველაფერი გითხრეს არა? - თავი გააქნია.
-მხოლოდ ის, რომ ლაშა გერქვა, მე კი ვერ ვხვდები ეს აქამდე რატომ არ მითხარი. რატომ მიმალავდი? - ნინო მაგრად ჩაეხუტა, უნდოდა ისევ მისი სითბოს შეგრძნება და ამდენი ტანჯვის შემდეგ კიდევ იგრძნო საყვარელი ადამიანის ტუჩები. კიდევ განიცადა აღმაფრენა, ამჯერად კი აღარ დაცემულა.
-ოიჰ. - ამოიგმინა ლაშამ.
-ბოდიში, გატკინე.
-არაფერია საყვარელო. ეს ტკივილიც კი არაფერია, შენი ჩახუტების შემდეგ. ჩემი მალამო ხარ, ჩემი ანგელოზი.
-მინდა ყველაფერი ვიცოდე. - კიდევ დაუბრუნდა იგივე თემას და არ შეაცვლევინა მას.
-კარგი. გეფიცები.. მისი შვილი ვარ, მაგრამ საერთოდ არ მიმაჩნია თავი მის შვილად. მას არ გავუზრდივარ, მან მხოლოდ მასწავლა როგორ უნდა მომეკლა ადამიანი, მასწავლა რა წერტილებში უნდა დამერტყა, რომ გამეთიშა, ან მისი პარალიზება გამომეწვია, ყველაფერი მან მასწავლა, რასაც ძალიან ვნანობ, აქამდე კი უგრძნობი ვიყავი, აქამდე მხოლოდ მის დავალებებზე ვფიქრობდი და ერთი დავალებიდან მეორემდე ვითვლიდი დღეებს, მაგრამ ახლა იმ წუთებს ვითვლი უკვე, ჩვენი განშორებიდან კვლავ შეხვედრამდე... - მართლა როგორ საოცრად უყვარდა ლაშა. როგორ აგიჟებდა მისი თითოეული სიტყვა, თითოეული ამონასუნთქი. - ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ შენ გიპოვე. მერე ჩემ თავს, ყოველთვის ვუსვამდი იმ კითხვას, ნუთუ მართლა შემიყვარდა? ნუთუ მის მიმართ მართლა ასე ძლიერ ვგრძნობ სიყვარულს? რა მემართება? შემდეგ ფიქრებიც შემეცვალა, როცა პირველად დავტკბი შენთან სიყვარულით, როცა უფრო მეტად შემიყვარდი. საკუთარ თავს ვუმეორებდი, როგორ ვცხოვრობდი სიყვარულის გარეშე ამდენი წელი-მეთქი. პასუხს ვერ ვცემდი, რადგან ის გრძნობები, რითიც წარსულში ვცხოვრობდი, სიამოვნება მხოლოდ ადამიანის მოკვლით, წარსულს ჩაბარდა და სრულებით დამავიწყე. შენს გვერდით თავს ვერ ვაკონტროლებდი, ვერაფერს ვუხერხებდი და შენ.... ხო, შენ ჩემო საყვარელო, შენ შემცვალე და გამხადე ასეთი. შენ ხარ ჩემი მზე, რომელიც არასდროს არ დამტოვებს და მუდამ ჩემს გულში ენთება, იმისთვის რომ არასდროს აღარ გამეყინოს იგი. - სულ გაწითლდა, შეახურა და უკვირდა, ადრე უგრძნობს, უემოციო მკვლელს ასე პოეტურად საუბარი როგორ შეეძლო. სიყვარული ალაპარაკებს ახლაო? - შეეკითხა საკუთარ თავს ნინო და თბილი მზერა კვლავ გუგას მიაპყრო.
-გადამრიე, სულ გამარეკინე და შენი არსებობით ჩემს ცხოვრებაში ერთხელაც კი არ ვნანობ. შენც ყველაფერი სწორად გააკეთე, არ იფიქრო იმაზე... შენ მე გადამარჩინე, მას კი მაინც ვერ გადაარჩენდი, ის უკვე მკვდარი იყო, ცოცხლად მკვდარი. - თვალები მილულა, მაინც სუსტად იყო ჯერ, მაგრამ მალევე გაახილა. არ სურდა უპასუხებოდ დაეტოვებინა, ყველაფერი უნდა ეთქვა. - აქამდე იმიტომ მოვედი და იმიტომ ვცხოვრობდი თურმე, რომ შენ შეგხვედროდი, შენზე მეზრუნა და შენთვის ბედნიერება, აი ეს შვილი მეჩუქებინა. - ხელი მუცელზე დაადო. - ვცხოვრობდი უაზროდ, მაგრამ შენ აზრი შესძინე ჩემ ცხოვრებას, იმხელა მნიშვნელობა მიანიჭე, რომ მამაჩემისთვისაც კი არ ვიყავი ასეთი მნიშვნელოვანი, მხოლოდ როგორც მორიგ მის ხელქვეითს ისე მექცეოდა, არ ვუყვარდი. ყოველთვის ამბობდა სიყვარული სისუსტეაო, ის ადამიანებს აგიჟებს, ასუსტებსო, მაგრამ სანამ თვითონ არ გამოვცადე ვერ მივხვდი... ის არასწორი იყო. სიყვარული იმდენად გაძლიერებს, რომ სიკვდილსაც ეშინია უკვე შენ მოგეკაროს. რომ არ მყვარებოდი ასე გაგიჟებით შენს გადარჩენას არც შევეცდებოდი, ვერც შევძლებდი უბრალოდ რომ მეცადა, რადგან უგულოდ გავაკეთებდი ამას, მაგრამ მიყვარდი რამაც ყველაფერი შეცვალა. ვერ წარმოიდგენ, როგორ მაგიჟებდა, როცა ის დამპალი გეხებოდა და იარაღი შენზე ჰქონდა მობჯენილი, თან მეშინოდა, იქვე მოვუგრეხდი კისერს... შენი და რომ არა, ალბათ ვერ გადაგარჩენდი, მან ეს გააკეთა, მან გადაგარჩინა და არა მე. მე მხოლოდ ჩემი როლი შევასრულე და ის მოგაშორე... თუმცა არა... ყველაზე დიდი წვლილი შენ მიგიძღვის. ყველაზე მამაცი შენ იყავი საყვარელო, შენ რომ არა უკან არც დაბრუნდებოდით, შენ რომ არა ვერც გავაღწევდით და შენ რომ არა არც მე მოვხვდებოდი იმ საკანში, ერთი მიზნით რომ შენ გადამერჩინე და შენ რომ არა, ვინ იცის ისე მოვმკვდარიყავი რომ არანაირი კვალი არ დამეტოვებინა ამ ცხოვრებაში. - ნინოს უკვე ცრემლები მოსდიოდა ამდენი თბილი ემოციებისთვის. ლაშას კი ერთადერთი რაც ახსოვდა ის იყო, რომ ნინო უყვარდა, ნინოზე ფიქრობდა მუდამ და არც ეს უნდა დაეტოვებინა უთქმელი. ის, რაც აქამდე არ უთქვამს. - მიყვარხარ, იმიტომ რომ შენთან ყოფნა ჩემთვის ის სასწაულია, რაც სამოთხესთან ასოცირდება მაშინვე. შენ კი ჩემი მფარველი ხარ, რომელიც იმის გამო მომევლინა თვალი რომ აეხილა ჩემთვის და გამოვეყვანე წყვდიადიდან. ჩემი ბრწყინავი ანგელოზი. ჩემი დედოფალი, რომლის სიტყვაც კანონია, ყველაზე მეტად მიყვარხარ პატარავ. უბრალოდ უკარგესი და უსაყვარლესი გოგო, რომელზეც მუდამ ვფიქრობდი. ყოველი დილა შენზე ფიქრით იწყებოდა და დღე ასევე მთავრდებოდა, არ გავიდოდა წამი შენზე არ მეფიქრა, მაგრამ დონ კორლეონეს, რომ არ შეემჩნია ვცდილობდი ეს კარგად დამეფარა. იცოდე შენი არსებობით ვარსებობ მეც და ზუსტად მიმაჩნია, შენ რომ ცხოვრობდი, სადღაც აქ, დედამიწაზე, არსებობდი და სუნთქავდი, ეს მაძლევდა იმის ძალას, რომ მეც მეარსება, მესუნთქა და ცხოვრება გამეგრძელებინა. მაძლევდა ძალას, რადგანაც ვიცოდი ერთ დღეს უნდა შეგხვედროდი, თუნდაც ქვეცნობიერად და ამას არ ვუტყდებოდი მაშინ თავს, მაგრამ ვიცოდი რომ მოხდებოდა, მხოლოდ ის იყო მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. ამიტომაც გაგიცანი თუ არა მივხვდი რომ შენ შენ იყავი, რომლის გარეშეც ამდენი ხანი უაზროდ ვცხოვრობდი, რაღაცით ნაკლულს გრძნობდა ჩემი გული, რომ ბედნიერება აკლდა, რაღაც აკლდა... და ახლაც, შენი ჩახუტება აკლია... ძლიერ. - გაიღიმა და დაასრულა თითქოს. ნინო მას გადაეხვია, სიგიჟე იყო ეს ყველაფერი, ასეთი გრძნობა, გულში საოცარ სითბოს გრძნობდა და დარწმუნებული იყო არასდროს გაუცივდებოდა სიყვარულით გული, რადგან მაშინაც, პირველად რომ ჰქონდათ სექსი, მაშინაც კი გრძნობდა რომ გუგა... ლაშა ის ადამიანი იყო, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე ეყვარებოდა, ბევრ ბარიერს გადალახავდნენ ერთად და მათი სიყვარული მაინც გაიმარჯვებდა. იცოდა ვინც იყო ის მისთვის, იცოდა არასდროს მიატოვებდა უმიზეზოდ და მისი სიკარგისაც ყოველთვის სჯეროდა. მას თითქოს ფარული ნიჭიც ჰქონდა, ადამიანი შიგნიდან დაენახა როგორი იყო, რაც ყოველთვის ამართლებდა, ახლა კი იცოდა ეს რის გამოც იყო... მისი ნიჭის წყალობით, რომელიც დაბადებიდან მოჰყვებოდა. მისი ბედნიერება აღსრულდა, მისი გულიც ცხოვრებაში პირველად იყო მთლიანად სავსე, იმდენად სავსე რომ სხვა აღარაფერი სჭირდებოდა სრული ბედნიერებისთვის. ლიზი და მისი მომავალი ქმარი, რომელიც ყველაფერი იყო და გულის სისავსით გამდნარი თოვლის სიცივეს და აღაჟღაჟებული ლოყების სიმხურვალეს გრძნობდა. როცა მთლიანად ჩაწვები თოვლში, მაგრამ იმდენად მხურვალე ხარ, ვერც კი გყინავს.
გოგონა მოშორდა და მაგიდასთან მივიდა, სადაც ექთანმა მისთვის წამალი შემოიტანა და დადგა. მან მორჩილად, ძალიან ფრთხილად აიღო ერთი აბი, წყლით სავსე ჭიქა მეორე ხელში დაიჭირა და მასთან მივიდა. გუგა მის მოძრაობებს აკვირდებოდა, მის საოცარ მიხვრა-მოხვრას, მის უკანალს მისჩერებოდა და გულში ფიქრობდა, როგორ გამიმართლა ჩემს ცხოვრებაში მისი გამოჩენაო, მისთვის ღვთისგან მოვლენილი საჩუქარი, რომელიც გამოსაფხიზლებლად იყო, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა და მთელი ცხოვრება არ ეყოფა მასთან გატარებული წამები.
-რომ ვიცოდი, დარწმუნებული რომ ვიყავი იქ, იმ საკანში მოვკვდებოდი, ვერ წარმოიდგენ რამხელა ტკივილი ვიგრძენი, რომ მეტჯერ ვეღარ გნახავდი. ვიცოდი ვერ გნახავდი, ვიცოდი არ მქონდა იმის უფლება შენ შეგყვარებოდი, მაგრამ თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი, მირტყამდნენ, მაწამებდნენ, მე კი უაზროდ მეღიმებოდა, შენზე ვფიქრობდი და მაინც კარგ ხასიათზე ვიყავი, ტკივილს მავიწყებდი, მაგრამ შენი დაკარგვით გამოწვეულს ვერაფრით, ეს იმიტომ რომ მაშინ გული მტკიოდა, გული რომელიც შენთან მინდოდა სულ ყოფილიყო, მაგრამ უნებურად, მაინც ჩემში დარჩა, იმ დილით, როცა უნივერსიტეტში წახვედი. მაშინ კი... როცა იმ ახვარმა, მამაჩემს ვერ ვეძახი, მითხრა რომ უკვე აქ ყავდი, ერთ-ერთ საკანში და ჩემთვის შოკი, სიკვდილი, კატასტრობა, რაღაც საშინელი ამბავი იყო, თითქოს უნდა გამხარებოდა ახლოს იყავი და ალბათ შემეძლებოდა კიდევ მენახე, მაგრამ არ გამიხარდა. მთელი არსებით შემზიზღდა ის დამპალი არსება ჩემი გამწარების გამო და ასევე იმიტომ, რომ შენც დაგინგრია, ხო სწორედ მან დაგინგრია ცხოვრება, მაგრამ ჩემი ხელით, რასაც ვერ ვპატიობ დღემდე ჩემს თავს.
-გეყოფა... - საყვარელი თვალებით შეხედა. აბი პირში ჩაუგდო, შემდეგ წყალი საკუთარი ხელით დაალევინა და ცარიელი ჭიქა გვერდით თეთრ ტუმბოზე დადგა. - თავს ნუ იდანაშაულებ. ყველაფერი გაპატიე, შენ ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი ხარ. მეც ბევრი რამ შემაცვლევინა შენმა გამოჩენამ და ბევრი რამ ვისწავლე. ეს გავლილი ცხოვრება ჩვენი მასწავლებელი უნდა იყოს, გვასწავლის იმ შეცდომებზე რაც დავუშვით. მხოლოდ მაშინ იქნება ღირებული ის თითოეული განვლილი წამი, როდესაც ჩათვლი, რომ იმ ადამიანზე უკეთესი გახდი, ვინც იყავი მაშინ.
-შენ ჩემი ერთადერთი სიცოცხლე ხარ. - წარმოთქვა მორიდებულად და ჩაწითლდა პატარა ბავშვივით, რომელსაც დანაშაულზე დაიჭერენ. - შენ ჩემთვის ყველაზე მთავარი ხარ და ეს არ დაგავიწყდეს გესმის? არასდროს დაგტოვებ მარტო, არასდროს მენდომება შენს გარეშე გატარებული წუთი. მირჩევნია იქვე მოვკვდე, ვიდრე შენ გარეშე ერთი წამი ვიცოცხლო. - ნინომ თმა გადაუწია და რომ გაეჩუმებინა უბრალოდ ტუჩებზე დააცხრა მტაცებელივით.
-აი ეს კოცნა და ეს ტუჩები კი მხოლოდ ჩემია. - თქვა ნინომ. თვალები უბრწყინავდა. გონებაში ლიზის ხმა გაიგონა, მიხვდა რომ გაიღვიძა, მაგრამ ექიმმა კი უთხრა რომ ხვალამდე ვერ გაიღვიძებსო, ალბათ შეცდა. თავისთვის ჩაფიქრდა, ჩვენ განსაკუთრებულები ვართო, გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა არასდროს არ უთქვამს მსგავსი. თავს არ მიიჩნევდა განსაკუთრებულად, ეს იყო უბრალოდ რაღაც ძალა, რომელიც მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა უმიზეზოდ არაფერი ხდება. - განსაკუთრებულებს, ჩვენ ადამიანებს, სიყვარული გვხდის.
კარები გაიღო და ექიმი შემოვიდა. ის ექიმი, რომელმაც ბავშვის ჯანმრთელობაზე ახარა. პირველად იყო, როცა გრძნობდა საკუთარი ოჯახი ჰყავდა და მან საკუთარი ადგილი იპოვა ცისქვეშეთში, საიდანაც გაქცევას ლამობდა.
-ახლა ჯობს დაისვენოს... - განაცხადა, ამას კი ვერავინ შეცვლიდა. თითქოს მთელი ნახევარი სიცოცხლე დააკლდა მზერაშიო, როცა გაიგო ბიჭმა, მასთან განშორება მოუწევდა. ნინო ადგა. არ უნდოდა, რაღაც საოცარი ძალა, გული მისკენ ექაჩებოდა, მაგრამ მაინც ადგა მისივე სასიკეთოდ.
-ხვალ კიდევ გინახულებ. - მოსწყდა მის ბაგეს, ის იყო უნდა ეკოცნა, რომ ლაშამ შეაჩერა.
-ერთ რამეს მივხვდი. ნამდვილად მივხვდი სიყვარულის საიდუმლოს. - ჩაილაპარაკა ჩუმად, კარებში ექიმს, რომ არ გაეგო. - შენს გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს, არაფერს არ აქვს აზრი, შენ თუ არ მეყოლები. - ტუჩები ერთმანეთს მიატყუპა, ხელებით კი ჯერ არ უშვებდა, ბოლომდე არ ეთქვა სათქმელი, უნდოდა ბოლო სიტყვებიც ეთქვა, რაც შეიძლებოდა. დღეიდან ყველაფერი კარგად იქნებოდა, ამაში დარწმუნებული იყო, ისე როგორც არასდროს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მისთვის ბავშვი იმდენად საოცარი რამ იყო, თვითონ გრძნობდა, რომ მამა უნდა გამხდარიყო და მისი ბავშვი ყველაზე ბედნიერი გაიზრდებოდა, ყველაფერს გააკეთებდა მისთვის, ნინოსთვის, მთელი ოჯახისთვის, რომელიც მამას დაკარგვისთანავე უმალ შეიძინა, ის რაც მისთვის უცხო გრძნობა იყო, ვინმეს ჰყვარებოდა, მაგრამ უყვარდათ. - სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს, - დაიწყო ისევ. - შენს გარეშე ის არ არსებობს! - ერთხელ კიდევ მისწია, ვნებიანად აკოცა და გაუშვა, თუმცა არა სამუდამოდ. ლაშამ ახლა მაინც იცოდა რას აკეთებდა, პირველად იცოდა და ისიც უკვე იცოდა, რომ ნინო მისი ცოლი უნდა გამხდარიყო.

_____________
ესეც სამ კვირაში დასრულებული რომანი....

ახლა რა ხდება. ამ საიტმა დამაწყებინა ამ ისტორიის წერა (ჩემთვის რომანის), ამ საიტმა და შენ, ხო სწორედ შენ დამასრულებინე და შენ, რომ არა დარწმუნებული იყავი რომ ეს რომანი არ დასრულდებოდა. იმის შიშით ვერ ვდებდი, ვფიქრობდი არ წაიკითხავენ, არ შემიფასებენ, ან წაიკითხავენ, არ მოეწონებათ და არც დააკომენტარებენ ისე დატოვებენ ჩემს სამყაროს-მეთქი. თუმცა ძალიან მიხარია ასე, რომ არ მოხდა და თითოეული კომენტარისთვის მართლა ძალიან მადლობელი ვარ. თქვენზე ვგიჟდები, სტიმულს მაძლევდით მთელი დრო და მინდა ეს ისტორია თქვენ მოგიძღვნათ, მკითხველებო...
ახლაც მახსოვს პირველად რომ კეკემ დამიკომენტარა, ახლაც მახსოვს თინის კომენტარები და კიდევ და კიდევ რომლებსაც წავიკითხავ, მახსოვს ყველაფერი, თითოეული სიტყვა ჩემთვის გამეტებული და ამ ყველაფერს ისე ვაფასებ, რომ ვერ წარმოიდგენთ... ვკითხულობდი და სიხარულით დავფრინავდი, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ვაგრძელებდი იმიტომ, რომ ეს თქვენ გინდოდათ.
იმედი მაქვს არავის ეწყინება ამ ისტორიას თუ თინი ნიკოლს მივუძღვნი, რომელიც კითხულობდა და ბოლომდე ელოდა დასასრულს, მას ვინც მომდევდა სულ და მართლა ერთგულად მომყვებოდა მთელი ისტორიის მანძილზე.
კიდევ ვუძღვნი ა'ნინეს, თეთრ ანგელოზს (ჩემსას თუ ვისას ეგ ვაჩემ გადაწყვიტოს) ამ ისტორიამ, ორი უსაყვარლესი ადამიანი შემაძენინა თქვენი სახით, ორი განსაკუთრებული ადამიანი, ვისთანაც საუბარი მართლა არასდროს არ მომბეზრდება და სწორედ თქვენ გამო, ამ მკითხველების თუ მნახველების რაოდენობის გამო და კიდევ სხვა კომენტარების წყალობით დასრულდა ეს. ვინ იცის რამდენი გადავდე გვერდით და რამდენი მივატოვე, ეს კი არა!
აი ყველას დიდი მადლობა, მაგრამ მაინც გამოვარჩევდი ერთ საყვარელ არსებას, რომელსაც არასდროს დაუკომენტარებია, თუმცა სულ გვერდით მედგა, აი მართლა, რომ ჩემს თეთრ ანგელოზს, ვისაც დიდი სიყვარულით, ვუძღვნი და მართლა დიდი წვლილი მიუძღვის ამ "რომანის" დასრულებისთვის. ჩემს საყვარელ ანგელოზს, დედოფალს, თეას...
და როგორც შემპირდი პატარავ, ბოლოს უნდა გამიზიარო შთაბეჭდილებები და ეს უკვე ბოლოოა...
გიძღვნი ჩემო დედოფალო <3
პ.ს. პირველად მოხდა, რომ გადაკითხვა და გასწორება დამეზარა, ახლა მოვრჩი წერას და ეგრევე ვდებ, ხოდა შეცდომებისთვის მომიტევეთ.. შეფასებაც იმედია არ დაგავიწყდებათ, მკითხველებოოო.
აქ რომ ფეხი შემოვდგი
მოდი შენც აქ შემო - ვთქვი...

მიყვარხართ ყველა და მიხარია თქვენი გაცნობა.



№1  offline მოდერი nicol

ერკე... რა გითხრა ისიც არ ვიცი... love
ძალიან დიდი მადლობა, გული გამითბე... ამ ისტორიის ბოლოს ჩემი სახელის დანახვას არ ველოდი love ძალიან დიდი მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის და მეც ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის, იმიტომ რომ იმსახურებ, იმიტომ რომ ასეთი გულღია და კარგი ადამიანი ხარ, იმდენ სითბოს უნაწილებ გარშემომყოფებს, რომ შეუძლებელია თითოეული შენი სიტყვა, თითოეული შენი ფრაზა გურწფელ ღიმილს არ იწვევდეს. ღიმილს იმისას რომ ამდენი სითბო მიიღე და დადებითი ენერგიით დაიმუხტე.
მადლობა ამ ისტორიისთვის და სასიამოვნოდ გატარებული წუთებისთვის.
მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ისტორიებსაც კითხულობდი და არც იქ იშურებდი სითბოს.
მადლობა ამ ყველაფრისთვის love
ძალიან გაუმართლა იმ შენს ერთადერთს. იმ უდიდესი სითბოს მარაგს რომ ინახავ მისთვის.
საოცარი ადამიანი ხარ და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ. love
და ბოლოს, როგორც იქნა გაგვიმხილე: „სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს, ის შენს გარეშე არ არსებობს“

დიდი სიყვარულით თინა ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
ერკე... რა გითხრა ისიც არ ვიცი... love
ძალიან დიდი მადლობა, გული გამითბე... ამ ისტორიის ბოლოს ჩემი სახელის დანახვას არ ველოდი love ძალიან დიდი მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის და მეც ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის, იმიტომ რომ იმსახურებ, იმიტომ რომ ასეთი გულღია და კარგი ადამიანი ხარ, იმდენ სითბოს უნაწილებ გარშემომყოფებს, რომ შეუძლებელია თითოეული შენი სიტყვა, თითოეული შენი ფრაზა გურწფელ ღიმილს არ იწვევდეს. ღიმილს იმისას რომ ამდენი სითბო მიიღე და დადებითი ენერგიით დაიმუხტე.
მადლობა ამ ისტორიისთვის და სასიამოვნოდ გატარებული წუთებისთვის.
მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ისტორიებსაც კითხულობდი და არც იქ იშურებდი სითბოს.
მადლობა ამ ყველაფრისთვის love
ძალიან გაუმართლა იმ შენს ერთადერთს. იმ უდიდესი სითბოს მარაგს რომ ინახავ მისთვის.
საოცარი ადამიანი ხარ და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ. love
და ბოლოს, როგორც იქნა გაგვიმხილე: „სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს, ის შენს გარეშე არ არსებობს“

დიდი სიყვარულით თინა ნიკოლი love

სწორედ ასეთი სრულყოფილების მჯერა, ასეთი სიყვარულის რომ სრულყოფილად მაშინ გრძნობ თავს, როცა ის ერთადერთი გყავს გვერდით, მის გარეშე კი სრულყოფილება არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერასდროს. ყოველთვის, როცა გიყვარს უფრთებოდ ფრენა შეგიძლია, სრულიად ბრმა ხარ და თავი ყველაზე ბედნიერად მიგაჩნია, რადგან ის, მეორე ნახევარი გყავს ვინც გივსებს გულს და სიცარიელის ადგილს იკავებს, მთავარი ბედნიერება კი წვრილმანებშია, იმ პატარა წვრილმანებში, რაც უნდა შევამჩნიოთ, დავინახოთ და ძალიან კარგადაც გამოვიყენოთ ისინი. შეიძლება რაიმემ გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს, უბრალო სიტყვამ, ერთმა თბილმა კოცნამ, ჩახუტებამ, ან თბილი ნახატის ყურებამ მოგვანიჭოს ის ბედნიერება, ვისთვი როგორ.
მაგრამ სიყვარულია ჩემთვის ის ერთადერთი რამ, რის გამოც შენ სრულიად იცვლები, მთლიანად გარდაიქმნები, იცვლი აზრებს, შენს ფილოსოფიას, იცვლი მსოფლმხედველობას და თითქმის ყველანაირად ცდილობ უკეთესი გახდე, რომ ის სიყვარული დაიმსახურო უფრო და უფრო, რაც უკვე მიიღე...
სიყვარული - სასწაულია, რაც დედამიწაზე არსებობს, ყველაზე დიდი სასწაული, რასაც ვერ ახსნი, რასაც ვერ დაინახავ, მაგრამ იგრძნობ, როცა ტანში ჟრუანტელი დაგივლის.
რატომ არ შეიძლება ყველამ სიყვარულით ვიცხოვროთ
ან რატომ არ განვდევნით გულიდან ბოროტებას?
მომხრე ვარ იმისა, და ყოველთვის ვიქნები რომ ამ სამყაროში არანაირი სიბოროტე არ იყოს...
იყოს მხოლოდ სიყვარული,
რომელიც შეცვლის მსოფლიოს...
დიდი მადლობა თინა love
ძალიან ძალიან შემიყვარდი ამ მცირე დროში, რაც გაგიცანი სიმართლე გითხრა, ხოდა ვამაყობ შენ რომ გიცნობ, მართლა ვამაყობ და ვიტრაბახებ კიდეც ყველგან.
საოცარი ხარ love
მადლობა თუ მოგეწონა... და დიახ, ბოლოს მაინც გაგიმხილეთ ის საიდუმლო, რის გამოც იწერებოდა ეს ისტორია. <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline მოდერი Kira

მოდი თავიდან დავიწყებ ყველაფერი მინდა რო ვთქვა. პირველად რო ავინახე ისტორია არ ვაპირებდი წაკითხვას რადგან რატომღაც არ დამაინტრიგა სათაურმა. ნუ კი დამაინტრიგა მაგრამ რაღაც არ მეგონა თუ გაამართლებდი იმედებს. ზუსტად მეორე თავი რომ დაიდო მაშინ ვიფიქრე მოდი მოვსინჯავ დასაწყისს იქნებ იყოს რამე განსხვავებული ისეთ რასაც ვეძებთქო თუმცა ამის დიდი იმედი არ მქონია მაგრამ აი პირველი აბზაცი რო დავიწყე ეგრევე ვინანე რომ მაშინვე არ წავიკითხე როგორც კი დაიდო, რაღაცნაირად განსხვავებული , ახალი და თბილი მომეჩვენა, პირველი ორი თავი მაშინვე წავიკითხე და კიდევ მივუბრუნდი. მერე უკვე დროის არქონობის გამო ვერ ვახერხებდი და ბოლოს გამოვიჩინე მოთმინება რომელიც თითქმის არმაქ ა დაველოდე დასასრულს და როგორც გითხარი გუშინ ღამე დავიწყე ისევ თავიდან. გუშინ მომწერე ცოტა ფანტაზია გავურიეო მაგრამ ასე ნამდვილად არ მეგონა. ეს რარაც სხვა იყო. არვიცი ვერ ვხსნი იმდენად მომეწონა. საოცრება იყო, შენც შესანიშნავი ხარ რომ ასე კარგად წერ. მადლობა ასეთი შესანიშნავი ისტორიისთვის. ამის წაკითხვის მერე მიჩნდება კითხვა ამის დამწერი ჩემ ნაჯღაპნს როგორ კითხულობს? ნამდვილად საოცრება ხარ და დასასრული აი არვიცი ძალიან მაგარი იყო მჯეროდა რომ ბოლო თბილი და საყვარელი იქნებოდა ...
love love love love love
წარმატებები იმედია ახალ ისტორიას მალე ვიხილავ love აი იქ უკვე ვეღარ მოვითმენ და თუ დააგვიანებ იცოდე აგაწიოკებ am
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

Kira
მოდი თავიდან დავიწყებ ყველაფერი მინდა რო ვთქვა. პირველად რო ავინახე ისტორია არ ვაპირებდი წაკითხვას რადგან რატომღაც არ დამაინტრიგა სათაურმა. ნუ კი დამაინტრიგა მაგრამ რაღაც არ მეგონა თუ გაამართლებდი იმედებს. ზუსტად მეორე თავი რომ დაიდო მაშინ ვიფიქრე მოდი მოვსინჯავ დასაწყისს იქნებ იყოს რამე განსხვავებული ისეთ რასაც ვეძებთქო თუმცა ამის დიდი იმედი არ მქონია მაგრამ აი პირველი აბზაცი რო დავიწყე ეგრევე ვინანე რომ მაშინვე არ წავიკითხე როგორც კი დაიდო, რაღაცნაირად განსხვავებული , ახალი და თბილი მომეჩვენა, პირველი ორი თავი მაშინვე წავიკითხე და კიდევ მივუბრუნდი. მერე უკვე დროის არქონობის გამო ვერ ვახერხებდი და ბოლოს გამოვიჩინე მოთმინება რომელიც თითქმის არმაქ ა დაველოდე დასასრულს და როგორც გითხარი გუშინ ღამე დავიწყე ისევ თავიდან. გუშინ მომწერე ცოტა ფანტაზია გავურიეო მაგრამ ასე ნამდვილად არ მეგონა. ეს რარაც სხვა იყო. არვიცი ვერ ვხსნი იმდენად მომეწონა. საოცრება იყო, შენც შესანიშნავი ხარ რომ ასე კარგად წერ. მადლობა ასეთი შესანიშნავი ისტორიისთვის. ამის წაკითხვის მერე მიჩნდება კითხვა ამის დამწერი ჩემ ნაჯღაპნს როგორ კითხულობს? ნამდვილად საოცრება ხარ და დასასრული აი არვიცი ძალიან მაგარი იყო მჯეროდა რომ ბოლო თბილი და საყვარელი იქნებოდა ...
love love love love love
წარმატებები იმედია ახალ ისტორიას მალე ვიხილავ love აი იქ უკვე ვეღარ მოვითმენ და თუ დააგვიანებ იცოდე აგაწიოკებ am

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, რომ შენი აზრი გამოთქვი. ეს ჩემთვის საოცრად მნიშვნელოვანი ფაქტია და ბევრს ნიშნავს, შენი კომენტარი უკვე მესამედ გადავიკითხე, გამაგიჟა და ფრენა მასწავლა თითქოს. აი ნამდვილად ოცნებებში ფრენა დამაწყებინე ისე საოცრად გამაჟრიალა ასევე შენმა კომენტარმა და ძალიან მასიამოვნა.
დიდი მადლობა.
არ დაგივიწყებ იმას, რომ წაიკითხე და შემდეგიც აუცილებლად იქნებაა <3
არ გალოდინებთ როცა დადებას დავიწყებ მერე...
ვაპირებ ჯერ დავასრულო და მერე დავდო ყოველდღე love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი Ignifex

ვაი!
არც კი ვიცი რა ვთქვა,ყოველთვის მიჭირს ხოლმე კომენტარების დაწერა,თუმცა ბოლოს მაინც ვახერხებ რაღაცას. მგონი wink
ხოდა,პირველ რიგში მინდა ვთქვა,რომ თავიდან ფეხებამდე შემიყვარდა ეს ისტორია,იმდენად გემრიელად,პოეტურად,ლამაზად გიწერია. შემიყვარდი შენ,როგორც მწერალი და როგორც კარგი მოსაუბრე,ძალიან. თითოეულ თავს ისე ველოდი...თავიდან ვვარაუდობდი ხოლმე,ესა და ეს მოხდება მეთქი,მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩებოდი,სრულიად მოულოდნელ რაღაცებს რომ წავაწყდებოდი ხოლმე. მიხაროდა და მიხარია ეს სიტორია თავისი განსხვავებულობით,პერსონაჟებით,სილამაზით. love ბატონი გუგუნა როგორი პოეტური აღმოჩნდა,ამასაც არ მოველოდი wink მოკლედ,ეს იყო ჩემი(და არამარტო) სასიამოვნო მოლოდინში გატარებული სამი კვირა შენი წყალობით,და ძალიან დიდი მადლობა რომ ასე მასიამოვნე ლაშას გუგუნით და ჩემი ტვინიც და გულიც ლაშაზე,ნინოზე,ლიზიზე ფიქრებით ააგუგუნე wink ძალიან მომეწონა დასასრული,სათაური,ყველაფერი love გემრიელი იყო! wink

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

Ignifex
ვაი!
არც კი ვიცი რა ვთქვა,ყოველთვის მიჭირს ხოლმე კომენტარების დაწერა,თუმცა ბოლოს მაინც ვახერხებ რაღაცას. მგონი wink
ხოდა,პირველ რიგში მინდა ვთქვა,რომ თავიდან ფეხებამდე შემიყვარდა ეს ისტორია,იმდენად გემრიელად,პოეტურად,ლამაზად გიწერია. შემიყვარდი შენ,როგორც მწერალი და როგორც კარგი მოსაუბრე,ძალიან. თითოეულ თავს ისე ველოდი...თავიდან ვვარაუდობდი ხოლმე,ესა და ეს მოხდება მეთქი,მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩებოდი,სრულიად მოულოდნელ რაღაცებს რომ წავაწყდებოდი ხოლმე. მიხაროდა და მიხარია ეს სიტორია თავისი განსხვავებულობით,პერსონაჟებით,სილამაზით. love ბატონი გუგუნა როგორი პოეტური აღმოჩნდა,ამასაც არ მოველოდი wink მოკლედ,ეს იყო ჩემი(და არამარტო) სასიამოვნო მოლოდინში გატარებული სამი კვირა შენი წყალობით,და ძალიან დიდი მადლობა რომ ასე მასიამოვნე ლაშას გუგუნით და ჩემი ტვინიც და გულიც ლაშაზე,ნინოზე,ლიზიზე ფიქრებით ააგუგუნე wink ძალიან მომეწონა დასასრული,სათაური,ყველაფერი love გემრიელი იყო! wink

ვაი... არც მე ვიცი რა ვთქვა ახლა, ისე მრცხვენია ამ კომენტარის შემდეგ და ალბათ სახეზე ალმური ამდის... love ნამდვილად არ გაგჭირვებია ჩემი აზრით უკვე მერამდენედ წავიკითხე ვინ იცის და ვცდილობდი მეც რამე დამეწერა და პასუხი მომეცა, მაგრამ იმდენად კარგი და ამაფორიაქებელი კომენტარი იყო, რომ პასუხს ვერაფერს ვფიქრობდი...
love love love
აი, ახლაც კი აბდაუბდდ ვწერ, როგორ მიხარია არ იცით რომ ასე მოგწონთ და მაგიჟებთ ამასობაში ^_^ ჯერ კიდევ როგორ მახსოვს მომენტი, როცა ჯერ დადებული არ მქონდა და იმასაც კი ვვარაუდობდი გაგრძელების დაწერა არ მომიხდება, არავის მოეწონება-მეთქი... თუმცააა <3
აი აგერ, თქვენ გამოო დავწერე ეს ყოველივე, თქვენთვის დავწერე და თქვენზე ყურებამდე შეყვარებულმა მეც გავრეკე ამდენი თბილი კომენტარების კითხვით ^^
გუგუნა აგუგუნებულა, საგუგუნეში ჩაგუგუნებულა აბა თქვი? belay wink wink
ქეთი უღრმესი მადლობა მართლა... შენ როგორი თბილი ადამიანიც ხარ, ასეთი იყოს ყველა მსოფლიოს შეცვლისთვის ბრძოლა აღარ მომიხდებოდა, თუმცა ბრძოლას აქვს მუღამი და კიდევ კარგი არ არიან შენნაირები :დდ
არა, შენ ერთი ხარ ამქვეყანაზე! რაღაც საოცრება და ძალიან თბილ კომენტარებს რომ მიწერ ვგიჟდები <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი Ignifex

როგორ არ უნდა მოგვწონებოდა :დ გუგუნა როგორ არ უნდა მომწონებოდა. :დ ^^ სამადლობელი არაფერია wink love love მე პირიქით მეუბნებიან,თბილი არ ხარო :დდდ გამიკვირდა:დ საწყალი დედამიწა,ყველა ჩემნაირი რომ იყოს :დდდ ვაი,მადლობა,მადლობა love love
გუგუნა აგუგუნებულა,საგუგუნეში ჩაგუგუნებულა. აჰა,ვთქვი fellow wink

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

Ignifex
როგორ არ უნდა მოგვწონებოდა :დ გუგუნა როგორ არ უნდა მომწონებოდა. :დ ^^ სამადლობელი არაფერია wink love love მე პირიქით მეუბნებიან,თბილი არ ხარო :დდდ გამიკვირდა:დ საწყალი დედამიწა,ყველა ჩემნაირი რომ იყოს :დდდ ვაი,მადლობა,მადლობა love love
გუგუნა აგუგუნებულა,საგუგუნეში ჩაგუგუნებულა. აჰა,ვთქვი fellow wink

წერა მარტივია wink თქვი მეთქი თქვი :დ ოღონდ ისე, რომ მეც გავიგონო ;დდდ
თბილი და სიცოცხლე ხარ აბა რა ხარ უმეეე love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი nucikela

ძაან კაია აი ძალიაან თბილი ემოციური და ბრწყინვალე winked ბრაოოო ბელისიმოოოო love

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

nucikela
ძაან კაია აი ძალიაან თბილი ემოციური და ბრწყინვალე winked ბრაოოო ბელისიმოოოო love

დიდიიიიიიიიიიი მადლობააა, უმადლობელეესებოოოოოოო love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11 სტუმარი Guest Eko

Da shenshi hpove nichi ..Yochag dzaan momewona warmatebebiii

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

Guest Eko
Da shenshi hpove nichi ..Yochag dzaan momewona warmatebebiii

მადლობ უცნობად წოდებულო ნაცნობო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13 სტუმარი Guest Eko

Meki piradad me shemiyvardi mgoni ase saocrad ro o makargvineb dzilis unars yoveltvis, vkitxulob ukve dasrulebuls rogor Shemiliaa vinmem gamawyvetinos dzalian mitrev da es momwons. .vudzleb udzilobass da samaaxurshi dagvianebas da ufrosi buuzguns tumca ar vici rodemde shedzleb mis atanas. .ase da amgvarad mitrev romanebshi. .tu samsaxurs davkargav ar iqneba sheni brali. ..albad ufro imisi rom ver vitan ertferovnul cxovrebas da am romanebshi vidzineb I mtlianad ...

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

Guest Eko
Meki piradad me shemiyvardi mgoni ase saocrad ro o makargvineb dzilis unars yoveltvis, vkitxulob ukve dasrulebuls rogor Shemiliaa vinmem gamawyvetinos dzalian mitrev da es momwons. .vudzleb udzilobass da samaaxurshi dagvianebas da ufrosi buuzguns tumca ar vici rodemde shedzleb mis atanas. .ase da amgvarad mitrev romanebshi. .tu samsaxurs davkargav ar iqneba sheni brali. ..albad ufro imisi rom ver vitan ertferovnul cxovrebas da am romanebshi vidzineb I mtlianad ...

აჰაჰა, არ ვიცი რა ვთქვა. დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა, რომ კითხულობ! ზოგადად პრეტენზია არ მაქ რომ ეს რომანები თუ მოთხრობები რასაც ახლა ვწერ რამედ ღირს, მაგრამ საერთოდ ძალიან მინდა რომ ხმა მთელ მსოფლიოს მივაწვდინო და ამაზე ვმუშაობ. სამსახურს ნუ დაკარგავ ! <3 ჩემს სინდისზე იქნება მაინც და არ გინდა. ან თუ დაკარგავ აქ მე მომწერე და მე ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას, მეც უფროსი ვარ :დდ
მადლობა დიდი და დაიძინე ხოლმე, მეორე დილით კი განაგრძე heart_eyes ასე თავს იკლავ :დ

ყველაზე მეტად მიხარია მკითხველისგან ასეთი განცდა, რომ ითრევს და ვერ წყდება... იმედი მაქ ყველაფერი კარგად გექნება უფროსთან, ბოლოსდაბოლოს მასაც წააკითხე და გაგიგებს რატომ აგვიანებ, აჰაჰა.
დიდი მადლობა საყვარელო... ვერ აღვწერ ახლა როგორ გამითბო და გამახარა გული შენმა კომენტარმა.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15 სტუმარი ავტორს

დასასრული აკლია,"ჭირი იქა,ლხინი აქა", დიდი ბავშვების საკითხავი ზღაპარი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent