შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ-ქარწაღებული(სრულად)


25-10-2015, 17:36
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 376

გული ბედნიერების მაგიერ შახმით შევსებულიყო,მოყვითალო სითხეს ჩაეტია სამუდამო სევდა,წუხილი,დარდი,მონატრება და კიდევ მონატრება.
ცხოვრებაში ყველაზე ძნელი იმედგაცრუებაა,იმედგაცრუება,რასაც სასოწარკვეთა მოსდევს.ყველაზე ძნელია დაკარგო ცხოვრების არსი-ამას ვერავინ უძლებს.უსაგნოდ ცხოვრება ისეთი აუტანელია,რომ ადამიანის გონება მას ვერ ჩასწვდება.
მაგრამ არსებობს ის რაც ამაზე აუტანელია.და რა არის ის?-გაცნობიერება იმისა,რომ ყევლაფერი,რაც ცხოვრების მიანს გაძლევდა,უბრალოდ ტყუილი ილუზია იყო.ძნელია იმის გაცნობიერება,რომ მთელი სიცოცხლე ტყუილით ცხოვრობდი და ამაზე უფრო ძნელი კიდევ იმის გააზრებაა,რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ შენ ხარ და მეტი არავინ.
სკარლეტ ო’ჰარამ მთელი ცხოვრება ილუზიურ მამაკაცს მიუძღვნა.მისთვის ძალის მომცემი მისი სახე იყო,მისი ქერა თმა,რომელსაც თეთრ ცხენზე ჯდომისას ჰაერი ელამუნებოდა.ვკითხულობდი მის უკანასკნელ განაჩენს და გული საშინლად მეწვოდა.“ნუთუ,ასე გაიმეტა განგებამ?“-ვფიქრობდი და წიგნის ყდისთვის შეხედვაც კი არ მინდოდა,მაგრამ რა ვიცოდი წინ რა მელოდა...

ვიყავი უბრალო გოგო უბრალოდ გრძნობებით.კონკრეტულად რა მინდოდა არ ვიცოდი,მაგრამ ვიცოდი,რომ ბედნიერება მწადდა.მთელი ცხოვრება ვეძებდი მას,ვიპოვიდი გავალამაზებდი და ჩემთვის გულში შევინახავდი.მეგონა,რომ,თუ ვინმე ამის შესახებ გაიგებდა,ის გაუფერულდებოდა და თავის სიმშვენიერეს დაკარგავდა,ამიტომ ვიყავი ჩემთვის და მას ჩუმად ვინახავდი.
ბევრი რამ მინდოდა,მაგრამ თანაც არ მინდოდა,ვაითუ,მიღწეულმა თავისი სიწმინდე დაკარგოს-მეთქი.ბევრჯერ ვიჭერდი საკუთარ თავს იმაში,რომ დაპყრობილი მწვერვალი ნაკლებად და ზოგჯერ საერთოდ აღარ მხიბლავდა.მიყვარდა აკრძალული ხილის დაგემოვნება და მომწონდა ის,რაც მე არ მეკუთვნოდა.
***
ვინ ვიუავი მე? ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად გამიჭირდებოდა.მე ერთი გულჩაკეტილი გოგონა ვიყავი,არც ლამაზი,მაგრამ არც ულამაზო.რაღაც ზღვარი მქონდა შექმნილი და საკუთარ გრძნობებს გასაქანს არ ვაძლევდი.არასდროს გამოხატავდი ზედმეტ ემოციას,შთაბეჭდილებას.ვერ ვიტანდი,როცა ვინმე მეხებოდა.მგონი,ეს ჩემი სინდრომი იყო.ლოყის ლოყაზე გახახუნებაზე ალერგია მქონდა.გოგონები დიდად არ მაინტერესებდა,ისინი ჩემთვის საინტერესონი არ იყვნენ.ვერ ვხვდებოდი რატომ,მაგრამ არასდროს მქონდა მათთან საუბრის სურვილი,არასდროს მინდოდა ვინმესთვის გრძნობა გამეზიარებინა.
მიზანსწრაფული ვიყავი.მინდოდა,რომ თითოეულ რამეში პირველი ვყოფილიყავი,მაგრამ რისთვის ვერ ვხვდებოდი.მუდამ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ვიყავი და თან ემოციურად არამყარი.აფექტის მდგომარეობაში შემეძლო ნებისმიერი რამ გამეკეთებინა.მინდოდა საკუთარი თავი გამეკონტროლებინა,მაგრამ მიჭირდა,ზოგჯერ კი ეს საერთოდ არ შემეძლი.
იყო შემთხვევები,როცა მარიამი აღარ იყო,როცა მარიამი მიდიოდა და მასში ვიღაც მონსტრი სახლდებოდა და ბოლომდე ისაკუთრებდა მას.სამწუხაროდ,ზოგჯერ ეს ყველაფერი ზღვარს სცდებოდა.
-ეს ჩემი ერთადერთი მიზანია,ჩემი ერთადერთი სიხარულია...ნუთუ,შეგიძლია ჩემ გრძნობებს ასე გადააბიჯო?-სახეაწითლებული ვუყვიროდი დედაჩემს,რომელსაც უსახსრობის გამო ჩემი ლეპტოპი გაეყიდა-ახლა როგორ ვწერო?-თვალებს ვაბრიალებდი და ხელის გულით ცრემლებს ვიწმენდდი.კიდევ კარგი ჩემი ნაშრომები „ფლეშკაზე“ მქონდა გადატანილი,თორემ გავგიჟდებოდი.
-შენ არ გესმის..შენ ხომ საკუთარი თავის გარდა არავინ გადარდებს-და იმ დღეს სახლიდან წამოვედი.

***
არავინ მყავდა,მხოლოდ საკუთარი თავი და „ფლეშკა“ მქონდა.მხოლოდ მუზა შემრჩენოდა და,ალბათ,მალე მასსაც დავკარგავდი.საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ჭურჭლის რეცხვით ვარსებობდი.ძლივს ლეპტოპი ვიყიდე და ცხოვრებას დავუბრუნდი.ჩემ ილუზიურ ცხოვრებას,რომლის გარეშეც ძალიან მიჭირდა.
გამახსენდა ოცნებები,ისევ დამიბრუნდა ის მოფარფატე ანგელოზი,რომელიც მუდამ რაღაც სასიამოვნოს მჩურჩულებდა.
და ისევ გამახსენდა,რომ წერა ჩემთვის ცხოვრება იყო,არა,ცხოვრებაზე მეტი.ვიცოდი,რომ არც დიდი მწერალი ვიყავი და არც არაფერი,მაგრამ მაინც მახარებდა ის,რომ ეს შემეძლო-მე ხომ ამის გამო დედა მივატოვე.
საწყალი მარტო დავტოვე და სულ არ მიფიქრია იმაზე რა დაემართებოდა,სულ არ შემწუხებია გული,რომ ის ჩემზე წუხდა.
გრძნობებს ისევ არ ვუშვებდი გარეთ,მას ილუზიური სამყაროს საზღვრებს არ ვაცილებდი.
ერთადერთი მიზანი მქონდა-ეს მწერლობა იყო!
***
ხუთი წელი გავიდა,მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა,ბევრი რამ წავიდა და ბევრიც მოვიდა.
მახსოვს მაშინ წვიმდა და მთელი სხეულიც ვცახცახებდი.მოკლე და თხელი ქურთული საერთოდ არ ათბობდა.მციოდა,მაგრამ მაინც მივიწევდი რედაქციისკენ,სადაც ჩემი რომანი უნდა დაებეჭდათ.
-არ გცივა?-ბოხი ხმა მომესმა და შეშინებულმა ძლივს მივატრიალე მაღალი სილუეტისკენ თავი.შუა ხნის მამაკაცი გრძელ პალტოში გახვეულიყო და,ალბათ,ვერაფერს ამჩნევდა.ალბათ,ვერ ამჩნევდა,რომ წვიმის წყალში ვიწურებოდით მე და ჩემი სხეული.
მაშინ მანქანით წაყვანაზე დავთანხმდი.არ აინტერესებდა რა მოხდებოდა მერე,მაგრამ მახსოვს,რომ უკმაყოფილება არც მაშინ გამომითქვამს,როცა კაცმა თავის სახლში წაყვანა შემომთავაზა,მას მხოლოდ თავი დავუქნიე და ძლიერად მივეყრდენი საზურგეს.
ხელები მთლად გამთოშოდა,სახლში შესვლისას ისინი ერთმანეთს გავუხახუნე და ცრემლები ძლივს შევიკავე.ბოლოს მაინც მოსწყდა ჩემ თვალებს მარილიანი სითხე და ეს მასაც არ გამოჰპარვია.
-რა შენ ტირი?-უემოციოდ მკითხა და პალტო გაიძრო-გაიხადე,სველი ხარ.
-მცივა-ჩავილაპარაკე საკუთარი თავით უკმაყოფილომ.მიკვირდა რატომ ვტიროდი.მის სახლში რომ სიმხურვალის მეტი არაფერი იყო,არც წვიმა და არც ღრუბლები.
-სააბაზანო დერეფნის ბოლოშია-თვალი მოავლო სახლს და კმაყოფილად ჩაიღიმა,მერე ფეხს აუჩქარა და სადღაც გაქრა.
იმ საღამოს მისი გავხდი,ერთ საწოლში გვეძინა,ერთმანეთს ვეხებოდით..ეს საზიზღრობა იყო,მაგრამ მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი,რომ მითხრა,ცნობილ რედაქციაში ვმუშაობო.არა,ვმუშაობო არ უთქვამს,მითხრა,რომ მისი მფლობელი იყო.ამის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი ის,რასაც ქალი გრძნობს,როცა პირველად უყვარდება.მე იმ დღეს მის ვერაგულ სხეულზე ჯვარი დავიწერე და ამავე დროს ბედნიერებაზე.
ერთდროულად ვიყავი გარყვნილი ქალი და თანაც ფრთხებშესხმული არსება,რომელსაც ანგელოზი ისევ დაფარფატებდა და თავისკენ უხმობდა.დიახ,მე მუზები ისევ მიხმობდნენ,უნდოდათ ჩემი თავი მისთვის წაერთმიათ.
***
დიახ,მან შემისრულა პირობა და ბედნიერიც გავხდი.იცი,სულ არ მინანია ის,რაც მაშინ გავაკეთე? სულ არ მადარდებდა,რომ ვიღაც საშინლად მძიმე და არასასიამოვნო არსება მეხებოდა,მლოშნიდა..არ მანაღვლებდა,რადგან ამ ყველაფრისგან სულ სხვა რამეს ველოდი.
***
დრო გადიოდა და კიდევ მეტი მინდებოდა.ვხვდებოდი,რომ ეს არ იყო ჩემი ჭერი,ხელს ზემოთ ვწევდი და მინდოდა უფრო მაღლა ავსულიყავი.არ მყოფნიდა ეს ყველაფერი,მუზები მოდიოდნენ და თან არ მოდიოდნენ.მათ სახე შეეცვალათ.
ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ეს,რას ნიშნავდა სხეულით მოტანილი პოპულარობა,მაგრამ მაინც ვცდილობდი კმაყოფილი ვყოფილიყავი.სხა რედაქციებით იტერესდებოდნენ ჩემით,მაგრამ მე უკვე სულიერად მიჭირდა.მიჭირდა,რადგან რაღაც უცნობ ძალას შევეპყრე,სუნთქვაც კი მიჭირდა.ფილტვების დაჭიმვა არ შემეძლო,მე ხომ გული მამოძრავებდა.ის კი საშინლად ხურდა და ქუხდა.
ნეტავ,რას ნიშნავდა ეს ქუხილი?
***
ლეპტოპი გვერდზე გადავდე და მაგიდას ერვიულად მივარტყი ფეხი.ფანჯრიდან გავიხედე და ისევ წვიმდა,განწყობა უარესობისკენ შემეცვალა და თვალები ნერვიულად დავხუჭე.ისევ წვიმდა და არ მინდოდა იმის აღიარება,რომ ეს უკანასკნელი იმ საბედისწერო და საშინელ ღამეს მაგონებდა,რომლის სიშმაგეც ამ ბოლო დროს მქეჯნიდა.
არაფრისკენ მიწევდა გული,არავინ მინდოდა! არაფერი მაინტერესებდა და მხოლოდ ეს ყველაფერი მიპყრობდა.ვგრძნობდი,რომ ის წავიდა,ვგრძნობდი,რომ ჩემ გულთან მოფარფატე ანგელოზი წავიდა..
ის ღამე ამად დამიჯდა,ის საბოლოოდ დავკარგე,ჩემი ერთადერთი სიმდიდრე,ჩემი ერთადერთი მიზაი წავიდა...
მე სულ მარტო დავრჩი.დედაჩემიც გამახსენა შექმნილმა ვითარებამ.გულმა ისევ გამოუშვა შხამი და ცრემლები წამსკდა..ისევ ვგრძნობდი ძლიერი ტალღების დატაკებას.მგონი,ჩემ გადადგურებას ცდილობდნენ.
„რისთვის? რა დავაშავე ასეთი?“-ვცდილბდი საკუთარი თავი გამემართლებინა,მაგრამ არ გამომდიოდა.ისე მახსენდებოდა ის ორი დღე,როცა დედა დავტოვე და,როცა საკუთარი სხეულით ვივაჭრე.
ვგრძნობდი,რომ ამდენი ხნის მანძილზე სულ ტყუილად ვიცხოვრე,თვალსა და ხელ შუა გაქრა ის ერთადერთი რამ,რისიც მჯეროდა და მწამდა.
რწმენა დავკარგე.
ახლა დავდივარ,დავდივარ და ისევ ის ორი დღე მიდგას თვალწინ,ის ორი დღე და ერთი ღამე,რომელმაც გამაბედნიერა და მერე საბოლოოდ დამღუპა.
***
დავდივარ და ვრწმუნდები,რომ არაფერი დამრჩა.ვრძნობ,რომ საშველი არ არსებობს და გული უფრო მიკვდება.მახსენდება ის დღე,როცა ქარწაღებული დავასრულე,მახსენდება და უფრო ვითრგუნები.
იქნებ მე ვარ ქარწაღებული? განა მეც ასე არ მომექცა განგება? განა მეც იგივე არ დავიმსახურე? -ამ კითხვებში გადის დღე და ღამე.ისევ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და არავის ველაპარაკები,ვცდილობ ყველას მოვშორდე.
არც გოგოებთან საუბარი მინდა და არც იმ დაკუნთულ მამაკაცებთან,რომლებსაც ზოგჯერ ვხვდები.არც ლამაზი სხეული მიზიდავს და არც ცისფერი თვალები...არავინ და არაფერი აინტერესებს..
ვგრძნობ,რომ გული უფროდაუფრო მეღვენთება შეუცნობელი ნაღველით..
***
„ანგელოზი წავიდა..მარიამ,მარტო დარჩი..“-ყურში შემზარავი ხმა ჩამესმის და შეშინებულს მეღვიძება,სანიდან თავს ვყოფ და ფანჯრიდან ვიხედები..ისევ წვიმდა და ისევ ისეთივე ხმა აქვს მის შხეფებს,როგორც მაშინ..
სარკის წინ ვდგები და საკუთარ ლანდს თვალს ძლივს ვუსწორებ.
„მე-ქარწაღებული...მე უბედური..რა ვარ აწ სოფლად დარჩენილი,უსაგნოდ, მარტო..“-ვოხრავ და ძირს ვეშვები.ისვე სიცივეს ვგრძნობ,მაგრამ ეს სიცივე სხვანაირია,ის უბრალო სიცივეა,მასში ყველაფერი ჩანს-ის გამჭვირვალე..
გამჭვირვალეა,როგორც ჩემი ხედვა და,როგორც ჩემი ცხოვრება...გამჭვირვალობა ჩემთვის არაა,ის ანგელოზს აფრთხობს..
„შენ-ქარწაღებული..“-ბოლოჯერ მესმის ანგელოზის ხმა.ვხვდები,რომ ეს გამომშვიდობებაა-ის აღარასდროს დაბრუნდება...
ისევ წვიმს,წვიმს და ისევ მეცემა წვიმის შხეფები..მივიწევ წინ ბედის ანაბარა და სასწაულის მოლოდინში პერანგის სველლ ბოლოებს მაღლა ვიკეცავ...
____
ველი შეფასებებს.მიყვარხართ.



№1 სტუმარი likkk

ემოციებში ვარ.ძალიან მომეწონა და გული დამწყდა ამ გოგოზე./ sad

 


№2  offline წევრი lamazi gogona

აუუუ საწყალი no love

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

კიდევ ვერ ვაცნობიერებ რა წავკითხე ................. რატომღაც ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

buubbuuu)))
კიდევ ვერ ვაცნობიერებ რა წავკითხე ................. რატომღაც ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ

მიხარია თუ ასეა love
likkk
ემოციებში ვარ.ძალიან მომეწონა და გული დამწყდა ამ გოგოზე./ sad

lamazi gogona
აუუუ საწყალი no love

მადლობთ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent