წარმოსახვითი მეგობარი
"არშეხედო, თორე წაგიყვანს!" -არა,არაა. უცნაური რეგრძნება იყო, არც ვიცი სიტყვებით როგორ გადმოგცეთ... ალბათ თავიდან დავიბადე?კარგი. -მათთვის უცხოა სულიერი სიმშვიდე. ისინი გამუდმებით შიშსა და დავიდარაბაში იმყოფებიან. მათი შიში ისეთი რამეებითაა გამოწვეული, რაც სხვა მოკვდავებს საერთოდ არც კი აინტერესებთ, რადგან არიციან. თავზარდაცემულები არიან იმაზე ფიქრით, რომ ვაითუ ციურ სხეულებში რაიმე ცვლილება მოხდება,ან ხომ შეიძლება ერთშვენიერ დღეს მზემ შთანთქას მუნოდი. რაკი მზე დღე-დღეზე იფარება ქერქით, ერთხელაც მოსალოდნელია იმდენად დაიფაროს, რომ მეტი სითბო და სინათლე აღარ მოგვცეს; ანდა მზე, რომელიც განუწყვეტლივ აბნეს სითბოსა და სინათლეს, ისე რომ არსაიდან არ ღებულობს შევსებას, ბოლოს და ბოლოს დაიწვება და მოისპობა, ამას კი უთუოდ მოყვა მათი სამყაროს განადგურება. ამგვარი და სხვა მრავალი მსგავსი საშიშროების წინაშე ბრძოლაში გადის მთელი მათი სიცოცხლე, ისე რომ, მშვიდი ძილი და ჩვენებური ათასნაირი გასართობი მათთვის უცნობია. აბა ასეთი რამეებისთვის ვინ მოიცლის, როცა დილ-დილაობითა მათი პირველი კითხვა ყოველი გამვლელ-გამომვლელისადმი ისაა, როგორ გრძნობს თავს მზე; რანაირად გამოიყურებოდა იგი ჩასვლისას და ამოსვლისას;ანდა არსებობს თუ არა რაიმე იმედი , რომ მუნოდს ასცდეს კომეტის მოსალოდნელი დაჯახება.ამ საკითხზე ისეთივე გატაცებით მსჯელობენ, როგორი გულისყურითაც ბავშვები უსმენენ ხოლმე ალქაჯების შესახებ რაიმე საშინელ ამბავს და მერე შიშით მოცულებს თვალებზე ძილი არ ეკარებათ. მათი ქალები მხიარულ და თავაშვებულ ცხოვრებას ეწევიან, ქმრები ეზიზღებათ და გაგიჟებით უყვართ უცხო მამაკაცები. აქ ასტრონომებს შეუსწავლიათ ოთხმოცდაცამეტი სხვადასხვა კომეტა და მათი პერიოდები ზუსტად დაუდგენიათ. თუ ეს მართალია(ისინი კი დიდს ამბით ამტკიცებენ, რომ ეს უდავო ჭეშმარიტებაა), სასურველი იქნება, რომ მათი გამოკვლევები ხალხში გავრცელდეს და კომეტების თეორია, აყვანილი იქნას ასტრონომიის სხვა დარგების განვითარების სიმაღლეზე. მე არავითარი საფუძველი არ მაქვს იმის სათქმელად,რომ აქ ცუდად მეპყრობოდნენ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მაინც არ მექცეოდა სათანადო ყურადღება, რადგან (როგორც შემდგომში ლაპუტამ ამიხსნა) ადგილობრივ მცხოვრებლებთან შედარებით ძალზედ ჩამორჩენილი გახლდით,ამიტომაც თითქმის არაფრად მაგდებდნენ. მაგრამ,მაინც მუნოდში ყველა იმდენად არის განცალკევებულნი და საკუთარ ფიქრებში ჩაძირუნი, რომ მათზე უარეს თანამოსაუბრეებს ჩემს სიცოცხლეში არ შევხვედრილვარ. მე ვსაუბრობდი მხოლოდ ქალებთან და ვაჭრებთან.სწორედ ამით დავიმსახურე განათლებულების ზიზღი. უნდა შევნიშნო, რომ ერთადერთი ხალხი, რომლებისგანაც მე შემეძლო ამა თუ იმ საკითხზე რაიმე ჭკვიანური პასუხის მიღება, გახლდათ ზემოხსენებული პირები,თუმცა ისინი საზოგადოებრივი კიბის ქვედა საფეხურზე იდგნენ. მათთან მჭირო ურთიერთობაში ენაში საკმაოდ კარგი ცოდნა შევიძინე, მაგრამ საშინლად მომეწყინა იქ ყოფნა,სადაც თითქმის უყურადღებოდ ვიყავი მიტოვებული, თანაც მე ვერაფერს ვხედავდი მუნოდში ისეთს, რასაც შეეძლო ჩემში ინტერესი გამოეწვია და გადავწყვიტე, მაშინვე გავცლოდი იქაურობას, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი დადგებოდა. ეს იყო ფიქრები ლაპუტას გაცნობამდე, ლაპუტა,ანუ ჩემი წარმოსახვითი მეგობარი. მისი გაცნობის შემდეგ მე დამიბრუნდა ჩემი უწინდელი მეხსიერება და მე მას მოვუყევი ყველაფერი, ვუთხარი, რომ ჩვენ ათას სხვადასხვანაირ საჭმელს ვჭამთ და თითოეული მათგანი ერთმანეთის საწინააღმდეგო გავლენას ახდენს ორგანიზმზე; რომ ჩვენ ვჭამთ მაშინ, როცა შიმშილს არ ვგრძნობ და ვსვავთ ყოველგვარი წყურვილის გარეშე. ხშირად მთელ ღამეებს ვატარებთ მაგარი სასმელების სმაში, რაც თენთავს და ახურებს ჩვენს ორგანიზმს და იწვევს კუჭის მუშაობის მოშლას. მე მას ისიც ვუთხარი თუ როგორ ვახერხებთ ადამიანები ადამიანების დახოცვას. ასევე რამდენადაც მოვახერხე ავუღწერე,თუ როგორ დავდივართ ცხენით. დავუხასიათე აღვირი, უნაგირი, დეზი და მათრახი, ეტლის თვლები და სხვადასხვაგვარი მოსართავები.(მოკლედ ისეთი რაღაცეები რაც მისთვის უცხო იყო) ამას ისიც დავსძინე, რომ რკინად წოდებული მაგარი ნივთიერების ფირფიტებს ვაჭედებთ ფლოქვებზე, რათა დავიცვათ ისინი ქვებზე დამტვრევისაგან, რადგანაც ჩვენ ხშირად დავიარებით ქვიან ადგილებზე. ათასობით ისტორიის გახსენებებით და მოყოლით ვიფიქრე, რომ მას თავი შევაწყინე და ბოლოს პირობა მივეცი, რომ რაც დააინტერესდებოდა ყველაფერს მოვუყვებოდი ჩემს სამყაროზე. იმ დღიდან იგი მთელ თავის თავისუფალ დროსა და ენერგიას ჩემს სწავლებას ახმარდა. ყველგან დავყავდი, სადაც თვითონ დადიოდა და აიძულებდა სხვებს თავაზიანად მომპყრობოდნენ. ყოველდღე მეცადინეობის დროს, ლაპუტა მომცემდა რამდენიმე კითხვას ჩემს შესახებ და მეც პასუხს ვაძლევდი, რამდენადაც და როგორც შემეძლო. ამგვარად მას ჩვენ ცხოვრებაზე შეექმნა ზოგადი, მაგრამ არასრული წარმოდგენა. ალბათ მოსაწყენი იქნებოდა მკითხველისათვის დაწვრილებით მომეთხრო, როგორ მივაღწიე წარმატებას ენის შესწავლაში თუმცა შეუძლებელია არ გავაგებინო მას, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ლაპუტასთან შეხვედრის შემდეგ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.