მთაწმინდური სიყვარული(სრულად)
პირველ რიგში გეტყვით იმას რომ დღეს 5ოქტომბერია:) ჩემი დაბადების დღე!. უუჰჰ როგორ მიხარია:) მოკლედ ახლა გაგეცნობით როგორც ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე:) მე მარიამ კუჭავა ვარ,დღეს უკვე 19 წლის გავხდი.. სხვათაშორის არვარ ჩვეულებრივი 'გაჩითული' აბლატავებული მდიდარი გოგო:) რომიცოდეთ არც არაფერი არ მაქვს თავში ავარდნილი,როგორც ამას ჩემი ასევთქვად "მტრები" ამბობენ:) ვცხოვრობ მთაწმინდაზე.. მიყვარს ჩემი უბანი.. აქ სიცოცხლე ჩქეფს.. ადამიანებს ერთმანეთი უყვართ 'თითქოს', შეიძლება ეს ასე ჩანს უბრალოდ,მაგრამ მე ეს მაინც ბედნიერს მხდის:) მოკლედ თორმეტს გადასცდა და 100 მესიჯი ერთად მივიღე:) პიკი იყო.. ბედნიერების პიკი.. ვხვდებოდი რომ ამდენ ადამიანს ვახსოვდი და ვუყვარდი.. ნუ ამ მილოცვებში რამდენიმე იყო პირფერობა მაგრამ მაინც,ესხომ ჩემი დაბადების დღის მილოცვა იყო:) არც გამიმახვილებია ყურადღება დიდად:) დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.. -ჰოუ ლამაზო -მარიიიიიაააამმმმმმ,ჩემო სიცოცხლეეეევვვვ გილოცავგილოცავ დაკიდევ 10000000ჯერ გილოცავვ:))) ხოიცი როგორმიყვარხარ და ცეცესაც უყვარხარ:)))) მართალია შენთან არ არის მაგრამ:))) ხოიცი არა? -აუუსანდრიკ ძაააან დიდიმადლობა ჩემოსიცოცხლევ.. მეც სასწაულად მიყვარხარ მაგრამ ცეცე:))--სიმწრით გამეღიმა მის გახსენებაზე--ხოიცი რომ წარსულია..დააღარც ვუყვარვარ:)) -აუუ რასულელი მყავხარ ტოო..--გაეცინა სანდრიკას...--კაი პატარავ წავედიეხლა და საღამოსს აიიმენა მთელი სასტავი შენთან ვართ რა:)) -კაიი გკოცნი.. გავთიშე ტელეფონი და უაზროდ დავიწყე ფიქრი.. ცეცე.. ჩემი ნიკუშა დევდარიანი:)) ჩემი ცეცე.. უნებური მონატრება მომგვარა ჩემი პირველი და ყველაზე მაგარი სიყვარულის გახსენებამ:)) ცეცე.. რამდენი ყველაზე მაგარი დღე მაქვს გატარებული ნიკუშასთან ერთად:) გამახსენდა ჩემი დაბადებისდღე 16 წლის რომ გავხდი:)) მაშინ ცეცე 19ის იყო:)) ჰო იგი ჩემზე 3წლით დიდია:)) დამირეკა თორმეტზე გილოცავ პატარავ და თუარგეზარება გარეთ გამოიხედეო.. აივანზე გავედი და ჩემმა თვალებმა სასწაული ნახეს:)) მაგრამ არ შევიმჩნიე რადგან მაშინ ცეცეზე ძალიან ვიყავი ნაწყენი,მთელს ასფალტზე მილიონი ვარდი იყო მოფენილი.. წარწერით 'გილოცავ პატარავ,მიყვარხარ! ' თითქოს რაღაც სითბო ჩამეღვარა გულში..მაგრამ არ შევიმჩნიე და ბოლო ხმაზე ვიყვირე.. -შენ არხარ ფიროსმანი:)) დაამ ვარდებით ვერაფერს შეცვლი.. ნიკუშა გაშეშდა.. არა უფრო გაუკვირდა ვიდრე ეწყინა.. მაგრამ ფაქტია რაღაც ჩამწყვიტა გულში ჩემმა ნათქვამმა.. ბავშვები გაკვირვებულები გვიყურებდნენ,ნიკუშამ რაღაც დააგდო ძირს და გაიქცა.. გიჟივით მოსწყდა მისი მანქანა ადგილს.. ბიჭებიც უკან გაჰყვნენ.. მე ისტერიული ტირილი ამივარდა და ვცდილობდი იმის გაანალიზებას თუ რა მოხდა ახლა მთაწმინდაზე ჩემი სახლის ეზოში.. ვნანობდი? ძალიან.. მთელი დღეები არმეძინა.. მერე გოგოებმა მითხრეს ცეცეს ხელიუნდა ეთხოვაო.. ცუდად გავხდი.. მიყვარდა.. როგორ არმიყვარდა.. მაგრამ ეს გაბრაზება.. სულ ფარავდა ჩემს სიყვარულს.. ცეცე იმ დღის შემდეგ აღარ მინახავ.. მხოლოდ ყოველ დაბადების დღეზე მის მილიონ ვარდს ველოდები.. ველოდებიდა მალევე ჩნდება ჩემი სახლის ეზოში.. მილიონივე.. ყველა.. იგივე სურნელით.. იგივე სილამაზით.. იგივე ფერით.. ფიქრებს შევყევი და ნოსტალგია მომაწვა.. ნუთუ დღესაც ვიხილავ ცეცეს მილიონ ვარდს.. არამგონია.. ალბათ უკვე მობეზრდა ეს თამაში.. 3წელია არმინახავს.. მომენატრა.. ცხარე ცრემლით ვტირივარ.. მიყვარს! ღმერთო მიყვარს.. რატომ არ ესმის არავის? ვიცი. ძალიან კარგად ვიცი და ვხვდებუ რომ ყველაფერი ჩემი,მარტო ჩემი ბრალია:) ვიცოდი რომ ცეცეს გულს ვატკენდი იმ სიტყვებით..მაგრამ მაინც ვუთხარი.. *** საღამო იყო.. 2000 წლის 25 აგვისტო.. ცეცე რომ გავიცანი.. მაშინ 4 წლის ვიყავი.. და გარეთ ვთამაშობდი.. ზუსტად მახსოვს რა მეცვა:) ზუსტად მახსოვს ნიკუშას რა ეცვა:) სანდრო კაპანაძემ,ლექსო მარგიანმა და ანასტადია ბაბლუანმა გამაცნეს.. მაშინ ისინიც პატარებიიყვნენ.. ტასო ჩემი ტოლი,4წლის,ბიჭები კი 6-ის.. დიდი სიხარულით გავიცანი ბიჭების ახალი მეგობარი:) ისიც მათსავით 6 წლის იყო.. ალბათ მაშინ დაიწერა ჩვენი ბედი სადღაც:) საიდანაც არასოდეს არაფერი არ იშლება:) ყოველთვის მოხდება ის რაც მოსახდენია.. მოკლედ ნიკუშა ბიჭების თანაკლასელი აღმოჩნდა.. უხაროდათ პირველ კლასში იყვნენ.. მე და ტასო კი ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდით.. გამახსენდა წლები.. წლები რომელიც იყო ყველაზე ბავშვური და თბილი.. მაშინ არ ვიცოდით არცერთმა,რაიყი ტკივილი.. განცდა.. გრძნობა,რომელსაც სიყვარული ჰქვია.. ყველას ჩვენი წარმოდგენა გვქონდა ამ სიტყვაზე.. როგორ მინდა ისევ ის დღე იყოს.. მაშინ ხომ უფრო გამიხარდებოდა ცეცეს გაცნობა.. გადიოდა დღეები და ჩვენ ნიკუშას უფრო ვუახლოვდებოდით.. ისიც მთაწმინდაზე ცხოვრობდა.. ისიც ჩვენსავით ყველგან დადიოდა სადაც წავიდიდით:) ისიც იმ სკოლაში სწავლობდა სადაც ჩვენ... ასე მოვედით აქამდე.. ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობდით.. ხუთი წლის წინ ასე უბრალოდ მითხრა მიყვარხარო.. მეც მეთქი და იმის მერე ერთად ვიყავით:) ყველას ეგონა ბავშვევი არიან გადაუვლით სიყვარულიო.. მაგრამ ახლაც იგივე გრძნობით მიყვარს ჩემი ნიკუშა დევდარიანი.. მენატრება.. ის დღე რომ დამიბრუნდეს როდესაც ნიკუშა ბოლომდე გავუშვი ჩემგან,ალბათ ასე აღარ მოვიქცეოდი.. ჩავიდოდი ქვევით მოვეხვევოდი და ვეტყოდი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს:) მაგრამ აღარ დაბრუნდება ის წამი:) აღარც ნიკუშა დევდარიანი:)... *** ჩემმა დაბადების დღემ სრულიად უაზროდ ჩაიარა:) როგორც ყოველთვის.. ქეიფი სიმღერა:) ჩემი სამი სიცოცხლე იყო ჩემთან:) სანდრიკა ლექსო და ტასო..მხოლოდ ეს მახარებდა.. მშობლები ამერიკაში ცხოვრობენ და მარტო ვარ ამხელა სახლში.. ნიკუშა მაინც მყავდეს ღმერთო.. ჩემი მშობლები ვიცი ვერიქნებიან ფიზიკურად ჩემთან.. მაგრამ ნიკუშა მაინც იყოს ჩემთან:) დაბადების დღის საჩუქრის მოლოდინში ვარ ახლაც.. ველოდები ისევ მილიონ ვარდს:) მაგრამ არ ჩანს.. დევდარიანის ვარდები მის სიახლოვეს მაგრძნობინებს და ამიტომ მინდა რომ მალე გაჩნდეს ისინი ჩემი სახლის წინ.. 12ს გადასცდა.. ოფიციალურად აღარ ვიყავი იუბილარი.. მაგრამ მაინც მე 19 წლის ვარ:)) 19წლის გავხდი.. მთელმა დღემ ისე ჩაიარა დევდარიანის არცერთი ვარდი არმინახავს.. დამაკლდა.. ერთადერთი წელია ამ 4წლის განმავლობაში როცა მისგან სამუდამოდ ვიგრძენი სიშორე.. სიცივე.. ბავშვები გავაცილე და ცივ საწოლს მივაშურე.. ისეთი დაღლილი ვიყავი.. მაშინვე ჩამეძინა.. უკვე ღრმა ძილში ვიყავი.. ვიღაცის შეხებამ რომ გამაღვიძა.. თვალებს ვერ ვუჯერებდი ვიღაცაში ცეცე რომ ამოვიცანი:) მიღიმოდა.. ისევ ისე მიღიმოდა.. გესმით? ის ჩემთანაა.. ის დაბრუნდა.. -მომენატრე.. მითხრა ჩურჩულით და ძლიერად ჩამიკრა გულში.. ღმერთო მადლობა.. მადლობა რომ ის ისევ ჩემთანაა.. -მეც.. ვთქვი ჩუმად და მის ხელს შევხედე.. ხელში ერთი წითელი ვარდი ეჭირა:) -"ნუ ელოდები ფიროსმანის მილიონ ვარდებს,თუ გინდა ერთშიც დაინახავ გრძნობების ქარცეცხლს":) მითხრა და ვარდი მომაწოდა.. გეფიცებით.. ჩემს სიყვარულს გეფიცებით.. პიკი იყო.. ბედნიერების პიკი.. იცით რა ვიგრძენი? სიხარული.. მონატრება.. უზომო სიყვარული.. იმედგაცრუება.. დაბრუნება.. და მისი სუნამოს სურნელისგან გაბრუებული თავის ტკივილი.. რომელიც ასე ძალიან მიყვარს... ჩემი სიცოცხლე ისევ ჩემთანაა.. ბოლოს ერთს გეტყვით:) ნუ დანებდებით.. ელოდეთ.. გწამდეთ.. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები.. "უსასრულოდ დაელოდები,თუკი ზუსტად იცი რომ მოვა:)" გიყვარდეთ.. ეს ერთადერთი რამაა ამ სამყაროს გადასარჩენად.. ***************** დადაააააამმ დაგიბრუნდათ თქვენი . ძაააალიანნ მოენატრეთ თქვენს 'ცუდ' გოგოს:'.ბოდიშს აიი ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით რომ ვერ დაგიდეთ სიახლე..:( ძალიან ბევრი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს და შემოსვლა ვერ მოვახერხე რამოდენიმე თვე:'... იმედია ისევ შემორჩით "ჩემები".. ახლებიც თუ წაიკითხავთ ჩემს მოთხრობებს ძალიან გამახარებთ.. მოკლედ გამიგრძელდა სიტყვა.. აბათქვენ იცით ჩემო საყვარლებო.. ამ კვირაში აიცილებლად დავდებ ახალ ისტორიას .უყვარხართთ ბლექსს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.