city that loves you 3
20 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა, ძალიან მიყვარს, რაც უფრო ასაკი მემატება ნელნელა მცირდება ჩემი სიყვარული ამ დღისდამი, მაგრამ არის რაღაც გულს რომ უხარია, საჩუქრები, სულ რომ ყველაზე უაზრო რაღაც მაჩუქონ მაინც მიყვარს,ყურადღების გამოხატვა. მოკლედ ისე მოხდა რომ ამ დაბადების დღის გადახდას ვერ მოვაბი თავი, არ მქონდა მუღამი, გუგა არ იყო თბილიში არადა უკვე რამოდენიმე თვე იყო არ მინახავს, მანამდე სულ ერთად ვხვდებოდით ჩემს დაბადების დღეს ეხლა კი მეუცხოვებოდა მის გარეშე.პარასკევი დღე დაემთხვა რაც მიხაროდა, 6 საათი იყო ლექციები რომ დამიმთავრდა,გამოსვლისას ჩემმა უნივერსიტეტელმა ზუკამ ვარდების თაიგული მომართვა, არ ველოდებოდი, არც ვიცნობდი წესიერად, მაგრამ გოგოებისგან ვიცი რომ კარგი ტიპია,გამიხარდა.ელენემ აიჩემა გამოგივლი რაღაცეები ვიყიდოთ და შენთან ავიდეთო, მაღაზიაში გავიარეთ და შემდეგ სახლში ავედით. კარები გავაღე, მისაღებში შევედით და უცებ მესმის სურპრიზი, იმ წუთას მართლა ცოტა მაკლდა გულის გასკდომისგან, სიხარულისგან შიშისგან ცრემლები მომდიოდა, ბევრი ბუშტები ეყარა ძირს, სუფრა ქონდათ გაშლილი. ყველანი ერთად ვიყავით, ცოტა რო მოსაღამოვდა, ფეირვერკების გაშვება გადავწყვიტეთ, ყველანი ქვემოთ ჩავედით, ეზოში ვიდექით ყველანი ის ის იყო ფერივერკები უნდა გაგვეშვა, სასწაული შავი დაბურული გელენვაგენი რო შემოვიდა,ფეირვერკი ვისღა ახსოვდა, ყველა ვინც მე მიცნობს იცის რა მჭირს მანქანებზე, განსაკუთრებით გელენვაგენზე, პირდაპირ ჩვენ მოგვიყენა, შუქები პირდაპირ თვალებში მანათებდა და ვერ ვხედავდი ვერაფერს, შუქები ჩაქვრა და მძღოლიც გადმოვიდა მანქანიდან,მხედველობა რომ დავიბრუნე, უბრალოდ შევხედე,ვა გუგა, გადავხედე ბიჭებს, გუგა? ჩემი ძმა გუგა? ლონდონში რომელიც არის ის გუგა? ისე შევკივლე რომ მთელი უბანი ფეხზე დადგა,გუგასკენ გავიქეცი და შევახტი,დაახლოებით 5 წუთი ესე ვიყავით, შემდეგ ადამიანს დავემსგავსე, აზრზე რომ მოვედი გუგამ პატარა ყუთი გამომიწოდა, ხელის კანკალით გავხსენი...გავიყინე, სიხარულით რა თქმა უნდა, შოკში ვიყავი, გელენვაგენის გასაღბი! მეგონა რო მესიზმრებოდა, ახლაც მგონია მესიზმრება, იმდენად ბევრს ვოცნებობდი ამ მანქანაზე რომ არც მჯეროდა რო მიყიდიდნენ. აზრზე რომ მოვედი მანქანაში ვიჯექი. ყოველთვის ვიცოდი რომ ყველაზე მაგარი მშობლები მყავდა მაგრამ იმ დღეს კიდევ დავრწმუნდი რომ საუკეთესოები იყვნენ.სასწაული დღე იყო! რამოდენიმე დღეში ისევ ყველაფერი ძველებურს დაუბრუნდა, გუგა ლონდონში დაბრუნდა, მე უნივერსიტეტი-სახლი, ერთადერთი გამონაკლისი ის იყო რომ მანქანით დავდიოდი ყველგან გამოცდები მქონდა და არაფრისთვის არ მეცალა. გამოცდების პერიოდში ზუკა მთხოვდა შევხვდეთო, აი ის ზუკა ყვავილები რომ მომართვა, უარის თქმა მიტყდებოდა, გამოცდებს რომ მოვრჩი კაფეში წავედით, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ სერიოზული ბიჭი იყო, რაც მომწონდა. ვილაპარაკეთ თავის თავზე მიყვებოდა მე ჩემზე ვუყვებოდი, გავუგეთ ერთამენთს ბოლოს უკვე უხერხულობაც გაქრა. ყავა დავლიეთ და სახლში დამტოვა, არ მეგონა ესე თუ ვისიამოვნებდი. საღამო იყო ნიკუშამ რომ დამირეკა, ცოტა ხანში მოვალ და ჩამოო. ჟაკეტი მოვიცვი და ჩავედი, დეკემბერი იყო ვიყინებოდი, რომ მოვიდა მაშინვე კარები გამოვაღე და ჩავჯექი... -აააა გავიყინეე, რა ხდება, ხო მშვიდობაა? რატო არ ამოხვედი ? -კი კი, ისე მოვედი, რას შვრებოდი დღეს? -აუ არაფერს ბოლო გამოცდა მქონდა დღეს და გადავიწვი, შენ ? -არაფერს, დაგინახე დღეს ვიღაც ბიჭთან ერთად იყავი. გაჩერდა აშკარად მე მელოდებოდა როომ რამე მეთქვა. -და? (მე) -და დამაინტერესა ვინ არის არ მინახავს აქამდე შენთან ერთად. -ყავაზე დამპატიჟა გამოცდების დამთავრება ავღნიშნეთ, იცი რომელი ბიჭია? დაბადების დღეზე ვარდები რო მაჩუქა აი ეგ. -ანუ ევასები ? -არ ვიცი ესე არ უთქვამს. -ყვავილები თუ გაჩუქა რა თქმა მაგას უნდა ვითომ არ გამიგონია -ზუკაზე სალაპარაკოდ მოხვედი აქ თუ რა ხდება? -არა ისე მოვედი რამდენი ხანია არ გამოსულხარ. -დამეწყო უკვე არდადაგები და ვქნათ რამე. -ხო, რა გვარია ეგ ზუკა? -იცოდე კიდე ერთი სიტყვა ზუკაზე და ავალ -წამო რა სადმე წავიდეთ და დავურეკოთ ტყის საძმოს. -აუ არა მეზარება, თან გამოვიცვალე და ჩაცმა ისევ მეზარება. -ეე მიდი რა. -ხვალ წავიდეთ სადმე უეჭ. -კაი მიდი არ გაცივდე. -გკოცნი,და ჭკვიანად. მე და ნიკუშა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან მაგრამ ის რომ ესე დამიწყო გარჩევა სად ვიყავი არ მესიამოვნა, არ ქონდა უფლება ჩემი ურთიერთობების ესე გაკონტროლება. ზუკა თითქმის ყოველდღე მირეკავდა და ხან სად დავდიდიოდით ხან სად, ძალიან დავახლოვდით, არ ყოფილა ესე ნათქვამი შეყვარებულები ვიყოთ და რაღაცეები, უბრალოდ ისე მოხდა რომ ორივე ვხვდებოდით რა ხდებოდა და როგორ. მისი მეგობრებიც ძალიან თბილები იყვნენ და მინდოდა ჩემებიც გამეცნო მაგრამ მეშინოდა ბიჭების რეაქციის, რას იტყოდა გუგა, აქამდე არ მყოლია არასდროს შეყვარებული და არც ვიცი როგორ უნდა მოვქცეულიყავი,ელენემ და თიკამ ყველაფერი იცოდნენ და მირჩიეს ბიჭებსაც უთხარი თუ სერიოზულია გუგაც გაიგებს ადრე თუ გვიან და ჯობია შენ უთხრაო,ალბათ პირველად მიხაროდა რომ გუგა ლონდონში იყო. მოკლედ ერთ საღამოს ყველანი საბასთან და თიკასთან ვიკრიბებოდით, მეც მივხვდი რომ ამაზე კარგი შანსი არ მომეცემოდა და ზუკა ავიყვანე გასაცნობად,სადარბაზოში ასვლისას მეგონა გული გამისკდებოდა მთლიანად ვკანკალებდი, დედას ვფიცავარ მეოგნა რო გული გამისკდებოდა, კარებზე რომ ზარი დავრეკე გავიფიქრე ჯერ გვიანი არ არის გაქცევისთვისთქო მაგრამ თიკამ კარები გამოაღო, ზუკას ხელი მაგრად მოვკიდე და შევედით, ის მომენტი არ დამავიწყდება ცხოვრებაში რომ შევედით და ყველას ყურადღება ჩვენკენ რომ მოემართა, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე, კიდევ კარგი ზუკა არ დაიბნა ჩემსავით, ერთმანეთი გავაცანი და სიჩუმემ დაისადგურა,და ალბათ გული გამისკდებოდა რომ არა თიკა. -აბა? ვინ რას დალევთ? ბიჭებმა ვისკი მოითხოვეს და ზუკასაც შესთავაზეს. -მოგეხმარები. (მე) ერთი სული მქონდა მოვშორებოდი აქაურობას. სამზარეულოში შევვარდით, მე თიკა და ელენე. მაგიდასთან დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. -მოვკვდები! -კარგი რა დაწყნარდი არ იცნობ ამათ? გაუშინაურდებიან. -მიშკას სახე დაინახე პროსტა?!!ან საბასი. თიკამ საბას დაუძახა და სამზარეულოს კარები დაკეტა, საბა ისე მიყურებდა გეგონებათ კაცი მოვკალი -რანაირად იქცევით რა არი? (თიკა) -რანაირად ვიქცევით თიკა? -აუ ბიჭი მოვიყვანე გაგაცანით, მადლობა თქვით რომ მე გაგაცანით და პატივი გეცით! შემეძლო არ მეთქვა და თქვენ როგორ იქცევით არც გაგიღიმით. ყოველდღე მომყავს შეყვარებულები თუ რა გინდათ საბა! -გავუღიმებთ შენ არ ინერვიულო ბიჭების საქმეებში გოგოები ნუ ერევით. -აუუ დაიწყო რა ! (თიკა) -იცოდე ეხა რო მოვალ და რო დავინახო რო თქვენ ისევ ისე ზიხართ და რამეზე არ ლაპარაკობთ მოვკიდებ ხელს წავალთ და მერე მოგიწევს ჩემი შემორიგება გაიგე? -კაი ცოტა დაოკდნენ და პატივი სცეს და დაელაპრაკნენ მყავდნენ ესენიც მეფეები. გვიან წამოვედით მათგან. -როგორ მოგეწონა ბიჭები ? ოღონდ სიმართლე მითხარი რა! -ავები არიან მაგრამ მეც ეგრე ვიქნებოდით მაგათ ადგილზე. გამეღიმა, გამიხარდა რომ არ ეწყინა ან რამე ამდაგვარი, სახლთან მიმიყვანა დავემშვიდობე და სახლში ავედი... 31 დეკემბერს 12 ზე მთელი ოჯახი ერთად შევხვდით ახალ წელს ლონდონში, შემდეგ კი მე და გუგა გუგას მეგობრის სახლში party-ზე წავედით.წმაოსვლის წინა დღს გუგასაც ვუთხარი ზუკაზე,მგონი გადავრჩი... დალაგებულად შეხვდა ყველაფერს, ყველაფერი მოვუყევი ვინაა რას წარმოადგენს და ა.შ. ბიჭები გაფრთხილებული მყავდა რომ არ ეთქვათ. პირველ იანვარს მოგვიწია წამოსვლა, მამაჩემი სასწრაფოდ იყიო წასასვლელითავის საქმეებზე . უნვერსიტეტამდე კიდევ 1 კვირა იყო დარჩენილი ამიტომ გადავწყვიტეთ ბედობა დღეს ერთად შევხვედრილიყავით, გუდაურის სასტუმრო დავჯავშნეთ და ყველანი წავედით, ბიჭებმა ზუკასაც უთხარიო და ზუკაც წამოვიდა ნიკუშასაც ის გოგო ახლდა მარი თუ ვიღაც ეგეთი.ბედობა დღეს ყველანი ლამაზად გამოვეწყვეთ და სასტუმროს რესტორანში გადავწყვიტეთ გართობა, ზუკამ ყელსაბამი მაჩუქა რასაც მართლა არ ველოდებოდი და რისი გამორთმევაც არ მინდოდა... ბიჭები უკვე უძმაკაცებოდნენ ზუკას რაც ძალიან მიხაროდა, ერთი კვირის განმავლობაში საკეთესო დრო გავატარე,ყოველდილით სასრილაოდ წასვლა და საღამომდე იქ ყოფნა, ხიჟინაში ცხელი ჩაის დალევა და ლაპარაკი, საღამოს კარტის თამაში ან მისაღებში ბუზართან ჯდომა და ლაპარაკი, ეს არის ჩემთვის ყველაზე მაგარი დასვენება... მე და ზუკას ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდებოდა და ემსგავსებდოა სერიზულ ურთიერთობას, არ ვიცი რა გრძნობა მქონდა მისდამი, მაგრამ მასთან ერთად კარგად ვგრძნობდი თავს. ყველაფერი კარგად იყო იმდენად კარგადაც რომ მეშინოდა რამე ცუდი არ მომხდარიყო, უნივერსიტეტში ვცდილობდით სულ ერთად არ გვევლო, გოგოები ისეთი თვალებით მიყურებდნენ ხოლმე მეშინოდა რამე არ ექნათ ჩემთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.