შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ! (3)


26-10-2015, 19:07
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 508

ნუკას გზაში ენა არ გაუჩერებია,უკან უჯდა და ერთ ყურში უკვე აღარ მესმოდა,დადიანი იჯდა შიგადაშიგ გამომხედავდა და გამიღიმებდახოლმე.უნდა ვაღიარო,რომ ძალიან სიმპატიურია,მაღალი,მხარბეჭიანი,შავი თვალ-წარბით და თმებით.ეტყობოდა,რომ თავში არ ჰქონდა ვარდნილი მამაიკოს ფულები,ზრდილობიანი და კულტურული ბიჭი იყო,ნუ მე ასე მომეჩვენა.
-თუ არ გეჩქარებათ სადმე დასვხდეთ,რას იტყვით?-გადმოგვხედა ლუკამ
-არა,არსად-სწრაფად უპასუხა ნუკამ
-რავი-მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე
მანქანა კაფე სტრადას წინ გააჩერა,დიდხანს ვისაუბრეთ,მართლაც რომ სასიამოვნო ბიჭი აღმოჩნდა,ნუკასთან კიდევ უფრო მეტად ვერ გაიხსნა ეტყობა,სულ თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა.
7 საათი იყო სახლი რომ წამოვედით,ნუკა დასვა და შემდეგ მეც მიმაცილა
-მიხარია ახლოს რო გაგიცანი-ტუჩის კუთხეში გაეღიმა
-მეც მიხარია ლუკა-ღიმილითვე ვუპასუხე და სახლში შევედი
როგორც ყოველთვის დედაჩემმა შეათვალიერა ლუკა ფანჯრიდან
-როგორც იქნა წესიერ ბიჭს შეხვდი
-მხოლოდ დღეს გავიცანი,წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებ
-ძალიან კარგი ოჯახის შვილია
-შენ მარტო ეგ გადარდებს?
-წესიერად მელაპარაკე,მე შენს მომავალზე ვზრუნავ
თავი გავაქნიე და სამზარეულოში შევედი,არ ქონდა მასთან ლაპარაკს აზრი,მაინც თავისას აწვებოდა.ნინოს მივესალმე და მაგიდასთან დავჯექი
-ისადილებ ელენე?
-არა ნინო,ყავა მინდა მხოლოდ-გავუღიმე და წინ ჩამოყრილი თმები გავისწორე
-ახლავე-მანაც ღიმილით მიპასუხა
-რამდენი წლის ხარ?
-19 წლის
-რა? მართლა?-პირი დავაღე ჩემზე პატარა ყოფილა და უკვე რამდენი რამის გაკეთება იცის
-გაგიკვირდა ხომ? მამა ადრე გარდაგვეცვალა მე და ჩემს ძმას,პატარაობიდან გვიწევს მუშაობა დედას რომ დავეხმაროთ
-ვწუხვარ ნინო,არ ვიცოდი-მისმა ამბავმა მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე
-არაუშავს,უკვე მივეჩვიეთ-გამიღიმა და ყავის ფინჯანი დამიდგა წინ
-შენი ძმა რამდენი წლისაა?
-23
-ნინო,თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს მითხარი-გავუღიმე
-დიდი მადლობა ელენე,შენ ისედაც ეხმარები შენი ასეთი თბილი დამოკიდებულებით.
მესიამოვნა მისი სიტყვები და ოთახში ავედი,ვიმეცადინე,შემდეგ გიორგიმ დამირეკა ლუკასთან ვიკრიბებით სახლში და წამოდიო,მეც სხვა საქმე არაფერი მქონდა მოვემზადე და ტაქსი გამოვიძახე.გიორგიმ მისამათი მომწერა,მალევე მივედი,უამრავი ახალგაზრდა ირეოდა,ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნი ცუდ კომბინაციას ქმნიდა. კარებში დადიანი შემომეგება
-უკვე მეორედ ვხვდებით დღეს ერთმანეთს
-ხო-გავეკრიჭე
-გამიხარდა რომ მოხვედი-მანტო გამომართვა და სახლში შემიძღვა
-რასთან დაკავირებით მოაწყვე წყვეულება?
-ისე უბრალოდ,მიზეზი რა საჭიროა-მხრები აიჩეჩა და ლუდის ბოთლი გამომიწოდა
-არა,არ ვსვამ მადლობა,ჩემები სადარიან?
-ნუკა და გიორგი ჰოლში არიან წამოდი
ნუკა კარგად შეზარხოშებულიყო უკვე,კიდევ რამდენიმე ჭიქაც და ფეხზე ვეღარ იდგებოდა
-ჩემი ლამაზიც მოსულა-გადამეხვია გიო
-ეს რას გავს? თვალები სად გქონდა ამას ამდენს რომ ალევინებდი?-გიორგის გავუჯავრდი და ნუკას ჭიქა გამოვართვი
-ვაიმე დედატერეზა მოვიდა-იმხელაზე გადაიკისკისა ყველამ ჩვენ შემოგვხედა
-დედატერეზა კი არა რას გავხარ გოგო-ხელი დავავლე და საპირფარეშოში გავიყვანე,სახეზე წყალი შევასხი და ცოტა გამოკეთდა მგონი,როცა გამოვედით ლუკას გვერდით ვიღაც უცხო ტიპი იდგა,იმდენად მეცნო მაგრამ ვერადავერ გამოვედი ვინ იყო ან სად მყავდა ადრე ნანახი,მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ სადღაც მყავდა ნანახი.დიდხანს ვაკვირდებოდი,გონზე მხოლოდ ლუკას ხმამ მომიყვანა
-ელენე კიდევ დიდხანს უნდა უყურო სანდროს?-სიცილით მითხრა
-უი-დავიბენი და უხერხულობისგან გავწითლდი
-გაიცანი,ეს ჩემი მეგობარია სანდრო ჯაჭვლიანი
-სასიაოვნოა,ძალიან მეცნობი და ვერ ვიხსენებ საიდან
-ალბათ ვიღაცას გაგონებ-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა
-არვიცი,მაგრამ ნამდვილად ადრე სადღაც მყავხარ ნანახი
-ეტყობა ნინო ძალიან მგავს-გაეცინა და ლუკას გადახედა
-რა? მოიცა შენ ნინოს საიდან იცნობ?
-ჩემი დაა
-მართლა? აი თურმე საიდან-მეც გამეცინა
-ვგავართ ერთმანეთს,ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა ქალბატონო ელენე-ბოლო სიტყვები სიცილით თქვა
-არა რა ქალბატონო-უხერხულად ვიგრძენი თავი
-კაი რა იყო ვხუმრობ-ლუკას გადახედა
-ანუ მეგობრები ხართ
-ეს ლუკა ამბობს ასე თორემ აქ ვმუშაობ სახლის დაცვაში
-კაი ბიჭო რა პონტია,მეგობრები ვართ აბა რა ვართ-მხარზე დასცხო ხელი
-ეგ იასნა ძმა-სამივეს გაგვეცინა
გიორგიმ დამიძახა და მათთან მივედი,ნუკა ისევ სვამდა და უარეს დღეში ჩავარდა,ძლივს მოვახერხეთ სახლში მიყვანა,კიდევ კარგი მამამისი და მისი დედინაცვალი საზღვარგარეთ იყვნენ წასულები თორემ ვერ გადაურჩებოდათ.
-აუ ელენე,შენც დარჩი რა
-ნუკა მერამდენედ უნდა გაილეშო ასე ღორივით?!-ნეტავ რა აზრი ჰქონდა მასთან ლაპარაკს,მაინც არაფერი ესმოდა
მაგდას და ლიზას დავურეკე გამოდითთქო,იცოდნენ ნუკას ამბავი და მალევე მოვიდნენ.
-ისევ გაილეშე გოგო?თავზე ეგდა ლიზა
-სუყველა მიყვარხართ-გაჰკიოდა
ამაზე ისე გულიანად გვეცინებოდა სულ გადაგვიარა სიბრაზემ,მთელი ღამე სამზარეულოში ვისხედით და ნუკას კრუსუნს ვუსმენდით.ლედას დავურეკე გავაფრთხილე ნუკასთან ვრჩებითო.
-ელე,დადიანი დაკერე?-სიცილით მკითხა მაგდამ და ლიზას გადახედა
-დავკერე?-გულიანად გამეცინა
-აუ რა მაგარი ბიჭია,იცოდე ხელიდან თუ გაუშვებ დაგჭრი,მუშტი მომიღერა ლიზამ
-ნუ იცით ხოლმე რა ეს გაზვიადება
ჩემმა ტელეფონა დარეკა,უცხო ნომერი იყო
-გისმენ
-რას შვები ელე?
-რომელი ხარ?
-ლუკა ვარ
-უი ლუკა,რავიცი ნუკასთან ვართ გოგონები,შენ რასაკეთებ?
-რავი ლუდს ვსვამთ ბიჭები,როგორაა ნუკა?
-უკეთაა რა უჭირს-გამეცინა
-ხვალ რა გეგმები გაქვს?
-ნუკას პახმელია-გამეცინა
-მაშინ მე გეპატიჟებით ხინკალზე და ლუდზე,უი თუმცა შენ არ გიყვარს ლუდი
-და სამწუხაროდ არც ხინკალს არ ვჭამ
-აუ კაი ღადაობ? ხინკალი იმენა ჩემი სიცოცხლეა-ორივეს გაგვეცინა
-ვიცი,რომ გემრიელია მაგრამ მე არ მიყვარს
-კაი მაშინ რა გიყვარს ის მითხარი და იმაზე გადპატიჟებ
-7D მიყვარს ძალიან-გამეცინა
-აუ ეგ მეც მაგრად მევასება,ბაზარი არაა ხვალ წავიდეთ,რომელზე გამოგიარო
-გააჩნია ნუკა რომელზე მოვა აზრზე
-კაი მაშინ მომწერე
-კარგი-ლუკას გავუთიშე და გოგონებთან დავბრუნდი
ინტერესიანი თვალებით მიყურებდნენ
-ხვალ ყველანი 7D-ში მივდივართ-ტაში შემოვკარი
-ლუკამ შენ დაგვპატიჟა და ჩვენ ჩაგვტენე ხო უეჭველი-გაეცინათ
-რა დებილები ხართ,თვითონ მითხრა გოგონებიც წამოიყვანეო
-დედა ეს რა ბატია,ეგ ისე გითხრა გოგო
-აუ! არ მომწონს ეს ლუკა და რა გავაკეთო?-მოღუშული დავჯექი ლიზას გვერდით
-რას უწუნებ?-პირდარებულებმა შეომხედეს
-არაფერს არ ვუწუნებ,კარგი ბიჭია ყველანაირად,მაგრამ აი რაღაცნაირად არ მოდის გულთან და რა ვქნა?-ტუჩი მოვიკვნიტე
-ისე ეგეც მართალია რა,როგორი სიმპატიურიც არუნდა იყოს ტიპი აი მაინც სხვა თემაა რაღაცამ უნდა მოგხიბლოს
-ყველანაირად კარგი ბიჭია,უბრალოდ საჩემო არაა რა
-გადამრევ მე შენ,ნეტა ვის ეძებ ესეთს ცალი თვალით მაინც დამანახა-სიცილით მითხრა მაგდამ
მთელი ღამე ჭორაობაში გავლიეთ,ნუკა კი გემრიელად ფშვინავდა. ალბათ 6 საათი იყო რომ მიმეძინა,დილით 9ზე დედაჩემის ზარმა გამომაღვიძა




№1 სტუმარი რიტა

კარგია მალე დადე ელენეს დედა არ მევასება და რა ვქნა

 


№2 სტუმარი tikacho

კაი კაი :)) მალე დადეე ..ეე კაი ბიჭია ლუკა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent