ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 19 )
უკვე თითქმის ერთი საათია სათამაშოების მაღაზიაში წინ და უკან დავბორიალებთ და ვეძებთ,აი რა ეს ჯერ ვერ შევათანხმეთ ერთმანეთთან. _ დაჩის სპაიდერმენი ვუყიდოთ,ძალიან მოსწონდა_ სათამოშოს კოლოფს ხელში ინტერესით ატრიალებდა. _ მართალი ხარ საყვარელო,მოსწონდა,ახლა კი სულ მინიონებზე უყურებს მულტფილმებს,ეს უფრო გაუხარდება_ ცხვირწინ ცალთვალა ფუმფულა მინიონი ავუფრიალე. _ საოცარია პირდაპირ მგონი შენ უფრო მეტი იცი ბავშვებზე ვიდრე მე _ აბა როგორ მე ხომ დედა ვარ?_ გავუღიმე და ხელჩაჭიდებული სალაროსაკენ წავიყვანე. როგორც იქნა ,მოვრიგდით_ დაჩის ცალთვალა მინიონი და სოფო თოჯინა ელზა,პლიუს ბევრი ტკბილეული. უკვე 6 საათი სრულდებოდა ავტობანზე ,რომ გავედით.ტელეფონში ნელის ნომერი მოვძებნე. _ ნელი დეიდა მოვდივართ უკვე საათნახევარში მანდ ვართ,არ დაიძინონ რა_ ლამის ყელი მოვიღერე _ არა არ დავაძინებ გენაცვალე,დღეს გინატრეს ორივე და როგორ გაუხარდებათ ნეტა იცოდე _ ხოდა მოვქრივართ_ კმაყოფილმა ვუპასუხე და გავთიშე. _ იცი ხვალ,რომ სტუმრად მივდივართ?_ ცალი ხელით საჭეს ატრიალებდა ცალს კი ჩემს თითებს აწვალებდა _ ჰოო სად? _ ლაშას შეყვარებული ჰყავს,ოჯახში დაპატიჟა,მარტო მისვლა ეუხერხულება,ჩემიანებსაც ხომ არ წავიყვან კი არ ვნიშნავო,ჰოდა მთხოვა ,რომ ჩვენ გავყვეთ _ მშვენიერია,ძალიან კარგი_ კარგია ახალი ნაცნობები,გავიფიქრე და უჩას ხელს,რომელიც ჩემს თითებს არ ეშვებოდა დავწვდი და ტუჩებთან მივიტანე,ხმაურით ვაკოცე ხელისგულზე. _ მიყვარხარ_ ვთქვი და მისი გაშლილი ხელი ლოყაზე მივიდევი. _ ჩემი სუნთქვა ხარ,როგორ ვარსებობდი უშენოდ?_ თვალებით მომელაერსა. _ არა,მე როგორ ვარსებობდი უშენოდ ტკბილო _ ოჰო ახალი სიტყვებიც გისწავლია. _ ნუ დამცინი _ მოიწი გაკოცო_ ზედატანზე მსუბუქად მომქაჩა და მისკენ მიმიზიდა,შეწინააღმდეგება არც კი მიფიქრია. ………….. კიბეებს ჩუმი ნაბიჯებით ავუყევით,როგორც ნელიმ გვითხრა ჩემი ბარტყები და მისი შვილიშვილი ნატალი ტელევიზორს უცქეროდნენ,ასე,რომ ჩვენი შესვლა ოთახში არც კი გაუგიათ. _ სიურპრიზი_ ხმამაღლა დაიყვირა უჩამ და ჩახუტების მოლოდინით ხელები განზე ფართოდ გაშალა. _ მამიკო მოსულა,მამა,მამა_ ერთად აჟრიამულდნენ ჩემი გოჭუნიები და მამას ყელზე ჩამოეკიდნენ.უჩა მონდომებით უკოცნიდა ორთავეს მონატრებულ დაბრაწულ ლოყებს,ისეთი ამაღელვებელი და თბილი იყო ეს სცენა,რომ ემოციები ვეღარ მოვთოკე და ჩემდაუნებურად ცრემლები წამსკდა. _ დედიკო_ მეც დამინახეს,ჩემსკენ გამოქანდნენ და კიდევ კარგი ჩავიმუხლე თორე ეგრევე იატაკზე მოვადენდი ზღართანს. _ როგორ მოენატრეთ დედას ნეტა იცოდეთ_ ვბუტბუტებდი და ლოყებსა და ყელს ვუკოცნიდი ორთავეს,მათი სუნიც კი მომნატრებია ,გემრიელი და ტკბილი. ცოტა რომ ჩავწყნარდით საჩუქრების დროც მოვიდა.სამივეს შეხვდა თავთავისი წილი.უბედნიერესები იყვნენ.ვივახშმეთ,ცოტაც ვისაუბრეთ და დაძინების დრო,რომ მოვიდა სოფომ გამოგვიცხადა: _ მე მამასთან მინდა დაძინება _ მე კი დედასთან_ დაჩიმაც წამოაყენა მისი მოთხოვნები ასე და ამგვარად ნახევარ საათში ოთხივე ერთ საწოლში ვიწექით,მე და უჩა კიდეებში,ბავშვები შუაში.ისინი განაბული უსმენდნენ თუ როგორ უყვებოდა მათ მამიკო სამი გოჭის ზღაპარს,მე კი ბედნიერიებისაგან თან ვიღიმოდი და თან ვტიროდი.არ გამოპარვია ჩემი ემოციები მეტრეველს მხედველობიდან.მისი ლამაზი თვალებით მომეალერსა და ტუჩების ნელი მოძრაობით იხმოდ მითხრა _ მიყვარხარ დავიფიცები,ის ღამე ყველაზე,თბილი,ტკბილი და ზღაპრული იყო.პატარებს ჩვენზე მოხუტებულებს,ჩვენ კი მათ ზემოთ თითებგადაჭდობილებს მშვიდი ძილით გვეძინა და საერთოდ არ გვაღელვებდა ამ ქვეყნად არაფერი და არავინ. ….. ისე ტკბილად მეძინა ,რომ თვალების გახელა მენანებოდა.ძილბურანში ვიგრძები თუ როგორ მეხებოდნენ მუცელზე პატარა თითები,,ისე საყვარლად მიცაცუნებდა თითებს რომ შემღიტონებოდა,მე უფრო მისმა მცდელობამ გამაცინა ვიდრე შეგრძნებამ,თვალები გავახილე თუ არა თავთან ორი ანგელოზი მისხდა და თვალებს საყვარლად აჟიჟუნებდნენ. _ დილამშიდობის_ მთქნარებით მივესალმე პატარებს,მაგრამ ვინ მაცალა სიტყვის დამთავრება ორივე ზედ დამახტა და არც მამამისმა დამაკლო. _ სამი ერთის წინააღმდეგ არა?_ დავიყვირე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ნურას უკაცრავად,რა ძლიერები ყოფილან ეს პატარა მეტრეველები,არც მამა იკლებდა ჩემს წვალებას. _ მიდით ბავშვებო დედა გამოვაფხიზლოთ_ შემართებას არ უკარგავდა პატარებს. იმდენი ვიცინეთ და ვიხტუნავეთ ლამის საწოლი ვალად დაგვედო. დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ.პარკში ბავშვებთან ერთად მე და უჩაც გავერთეთ,გავიხსენეთ ბავშვობა და მათთან ერთად არც სასრიალო,არც აიწონა და არც საქანელა დაგვიკლია.ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ ცოტათი მაშინებდა კიდეც ეს ბედნიერება.ასე ლაღი და მხიარული მეც კი არ მახსოვდა ჩემი თავი.გახარებული შევციცინებდი ჩემს პატარებს თუ როგორ ერთობოდნენ მოედანზე,მე კი უჩას მხარზე მიყრდნობილი თვალს არ ვაცილებდი მათ. _ მადლობა ამ ყველაფრისათვის_ ვთქვი და ყელზე ნაზად ვაკოცე,გადმომხედა,გამიღიმა და შუბლზე შუბლი მომადო. _ შენ კი იმისათვის,რომ ასეთი კარგი ცოლი და დედა ხარ. 2 საათი ხდებოდა სურამიდან რომ წამოვედით ყველა.ნელი მისი ქალიშვილის მანქანით წამოვიდა შვილიშვილთან ერთად ,ჩვენ ოთხი კი ერთად.4 საათისთვის უკვე ჩვენს სახლში ვიყავით.დიახ ჩვენს,ჩემს სახლში.ბარგი ამოვალაგეთ,ბავშვები ვაბანავე და სამზარეულოში მოვიყარეთ ყველამ ერთად თავი საჭმელად. _ დღეს მე მოგემსახურებით_ ხმამაღლა ვთქვი და ნელი სულ ძალად დავსვი სკამზე დაჩის და სოფოს მთელი ეს პროცესი ენა არ გაუჩერებიათ,აღფრთოვანებულები ყვებოდნენ თავიანთი დასვენების ამბებს,ჩვენ კი ინტერესით ვუსმენდით,რომ არა ზარი უჩას მობილურზე. _ გისმენ ლაშა _ აბა რას ვშვებით დღეს? _ ეგ შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს_ ღიმილით უპასუხა _::ჰოოო,ერთი სიტყვით 8 საათზე მზად იყავით ,ჩემი მანქანით წავიდეთ. _ კარგი მასე იყოს.აბა შენ იცი არ ინერვიულო,გამოეწყვე _ ეეე ნუ მაშაყირებ ,გამოვეწყო რა სიძე ვარ? _ ნუ მინიმუმ სასიძო ხომ მაინც? _ კაი,კაი დაგიჯერებ. _ აბა დროებით_ ტელეფონი გათიშა და მე გადმომხედა_ რვისთვის უნდა ვიყოთ მზად _ კარგი _ საყვარელო,ამასწინ,რომ იასამნისფერი კაბა გიყიდე ის ჩაიცვი გთხოვ_ თვალებით მემუდარებოდა _ სიამოვნებით_ გავუღიმე და ხელზე ჩემი ხელი მოვუჭირე. როგორც იტყვიან გერმანული დროით მზად ვიყავით,საათი კი რვას უჩვენებდა. _ ულამაზესი ხარ_ ხელი ჩამჭიდა მაღლა ასწია და დამატრიალა ,თან ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თავისუფალი ხელი წვერზე ჩამოისვა _ ვცნობ ამ გამომეტყველებას_ სიცილი ამიტყდა, _ იქნებ დავრჩეთ ჰა? რას იტყვი_ ეშმაკურად ჩამიკრა თვალი,წელზე ხელი შემომხვია და მკერდზე ამიკრა _ უჩა_ გაბუტული ხმით ვუსაყვედურე,თუმცა გულწრფელი,რომ ვიყო საკუთარ თავთან მეც იგივე გავიფიქრე გულში მისი შემხედვარე.ისეთი დახვეწილი და სიმპატიური იყო ამ შავ შარვალსა და თეთრ პერანგში,რომლის ბოლო ორი ღილი გახსნილი ჰქონდა,სამკლაურები კი იდაყვამდე აკეცილი ,მისი შემხედვარე გული სიყვარულით და სიამაყით მევსებოდა._ ჰო კარგი ,მაშინ მალე წამოვიდეთ_ რა საყვარელი იყო ამ წუთას. ლაშაც მალე მოვიდა.ძალიან ნერვიულობდა,ხუმრობა საქმე ხომ არ იყო პირველად უნდა ენახა ძვირფასი ადამიანის დედას ,მამას და ძმას. ძალინ თბილი ოჯახი აღმოჩნდა,კულტურული,თავაზიანი,ყურადღებიანი.კარგი სუფრა დაგვახვედრეს.სასიძოც მოეწონათ.თიკოც ლამაზი.თავმდაბალი და განათლებული გოგონა იყო.ძალიან კმაყოფილი წამოვედით მათგან,განსაკუთრებით კი ლაშა,სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იყო. სახლში,რომ მივედით 12 სრულდებოდა.ნელის და ბავშვებს რათქმაუნდა ეძინათ უკვე. _ კარგი დღე იყო,თიკოს ოჯახი ძალიან მომეწონა,ყოჩაღ ლაშას_ კიბეებს მივუყვებოდით ერთმანეთზე ხელგადახვეულები ლასლასით,საშინლად დაღლილები. _ ჰო მეც ძალიან მომეწონა _ დღეს მეყო ამდენი კარგი ემოციები_ ვთქვი და ჩვენი საძინებლის კარი შევაღე _ არადა ,რაღაც საჩუქარი მქონდა შენთვის_ კარი მიხურა _ ჰოო?_ ცნობისმოყვარედ ვჭყიტე თვალები და მისკენ შევბრუნდი ,თან ფეხსაცმელებზე თასმას ვიხსნიდი _ ეს შენ_ მითხრა და პატარა კონვერტი გამომიწოდა _ ეს რა არის? _ მხრებში გავსწორდი და კონვერტს გაოცებულმა დავხედე _ გახსენი_ საეჭვოდ იღიმოდა. თავი გადავხიე შიგნით მოთავსებული ფურცელი ამოვაცურე,გადავშალე,სადღაც სამი აბზაცი მქონდა წაკითხული,რომ მოულოდნელობისაგან დაბნეულმა ისევ მას ავხედე,ხმას ვერ ვიღებდი,უბრალოდ გაოგნებული თვალებით ვეკითხებოდი რა იყო ეს. _ ჰო,ჰო,ბოლოდმე წაიკითხე_ ჩემმა რეაქციამ გაამხიარულა ისევ ქაღალდს დავხედე აცრემლებული და ხელები ისე ამიკანკალდა,რომ ძირს დამივარდა ,მაგრამ მისი აღების თავი აღარ მქონდა,ისევ უჩას გავხედე,მასაც ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში.ახლოს მივედი და მთელი ძალით და მონდომებით შემოვაჭდე ჩემი ხელები _ მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ_ ვეღარ ვჩერდებოდი,მთელი სხეული მიკანკალებდა სიხარულისა და მღელვარებისაგან _ შემოგევლე,უბედნიერესი ვარ ასე თუ გაგახარე_ თავადაც შემომხვია მისი ხელები,როგორ მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს ასე. _ გამახარე,კი არა შენ ყველა ჩემი ოცნება აასრულე_ სახე მის ყელში ჩავმალე,თან ვტიროდი და თან ცრემლებით დანამული ტუჩებით ვკოცნიდი.მან მე სიცოცხლე მაჩუქა,ოჯახი,შვილები,სიყვარული,თბილი სახლი,ახლა კი ჯამრთელობას მჩუქნიდა,მე მალე აღარ ვიქნები ის ძველი მაია,რომელიც სიარულისას ცალ ფეხს დარცხცენილი,რომ მიაჩოჩებდა. _ჩემო ცხოვრებავ,ჩემო ტკბილო,ხვალვე წავიდეთ კარგი? ხვალვე გავიაროთ კონსულტაცია_ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თანხმობის მოლოდინში თვალებში ჩამაცქერდა _ აუცილებლად,აუცილებლად_ ვბუტბუტებდი და თან მის ბაგეს ვერ ვწყდებოდი. P.s. მეტ დიდ თავებს ვერ ვახერხებ და არ მიწყონოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.