შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახე ბაბნიკებისთვის 3


27-10-2015, 21:53
ავტორი ml99
ნანახია 4 810

მარიამი.
ტასოსთან 15 წუთიანი კამათის შემდეგ, კაბის ჩაცმისგან თავი მაინც ვერ გადავირჩინე. მისი მოკლე შავი კაბა, საროჩკა და შავი ადიდასები ჩავიცვი. თმა მაღლა ავიწიე, და შევიკარი. ტასომ უკმაყოფილოდ გამომხედა.
სახელური ჩამოვწიე, გარეთ გასვლას ვაპირებდი.
- აუუუუ.... ტასომ თმიდან სამაგრი მომაძრო. დამიბრუნე...
-არა, წადი ნუ მეკამათები.... წკრიალი გაისმა, მამა რეკავს დაიყვირა ტასომ და სახლის კარი ცხვირ წინ მომიჯახა.
თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. ჩემს დახეულ ჯინსში და 3 ზომით დიდ მაისურში უფრო კომფორტულად ვიყავი ასე ანასტასია ჯაყელი უფრო ვგავდი, ვიდრე უჩინარი მარიამ ჯაყელს.
დემეტრე არსად ჩანდა. ხელი ჩამჭიდეს და სწრაფად შემომატრიალეს.
-რატომ არ პასუხობ ჩემ ზარებს, სად ხარ? ექვსი დღეა გეძებ!
-მე... გაოცებული ხმას ვერ ვიღებდი, წინ ანდრეა ბურდული მედგა და აშკარად ტასო ვეგონე. ნუთუ მან არ იცის, რომ ტყუპები ვართ.
-არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია აქ ხარ და ვეღარ გამექცევი. მაპატიე, გთხოვ მიყვარხარ. ის გოგო ჩემი ყოფილი იყო, თავიდან ვერ მოვიშორე, გამეცინა ტო როცა დამიბრუნდიო მეხვეწებოდა. დაიჯერე რა მიყვარხარ, ჩემთვის არავინ არარსებობს, ყველა , მთავარია შენ იყო ჩემთან. რატომ ხარ ასე ჩუმად? მიყვრხარ ტო ყველაფერზე მეტად, დანარჩენი ყველას დედას.....
-ანდრეა, მე ტას....
საკოცნელად დაიხარა, ხო ვიცი შენც გიყვარვარ, ხელი ძლიერად ვკარი და გამოვიქეცი. ეს რა ხდება ჩემ თავს, ვერ ვიჯერებ. ვიღაცას შევეჯახე. თავი ავწიე და დემეტრეს განრისხებულ თვალებს წავაწყდი.
-დემეტრე ეს..... უხეშად გამკრა მხარი და ანდრეასკენ გაექანა.
-მეორედ ჩემ გოგოს აღარ შეეხო შე ახვარო! დაიღრიალა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი ანდრეას. ანდრეა ძირს დაეცა, გაცნობიერება ვერ მოასწრო რა მოხდა მაშინვე ფეხზე წამოდგა და მუშტი ჰაერში გაუშეშდა როდესაც საუკეთესო ძმაკაცის თვალებს წააწყდა, დემეც გაოგნებული უყურებდა მის ძმას.
სწრაფად მოტრიალდა და მარიამისკენ გაიქცა, მაგრამ გოგონა აღარსად ჩანდა. მთელი ძალით დაარტყა ფეხი ბაიკს. შემდეგ გაასწორა, დაჯდა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.
-----
სახლის კარი გავაღე და შინ ტასოს ყვირილით შევედი. ის არანაკლებ ატირებული დამხვდა.
-მარ მამა ცუდადაა, დედამ დარეკა უკვე ნიუ-ორკშია, ძალიან მეშინია.მთელი ძალით გამოიქცა და ჩამეხუტა. ბილეთები უკვე შევიძინე რეისი ნახევარ საათში გადის, მესაუბრებოდა სლუკუნით და მხარს მისველებდა.
გავითიშე, ვეღარ ვაზროვნებდი, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს.
-ყველაფერი მზად არის წავედით, ხელი ჩამკიდა და სირბილით ჩავსხედით ტაქსში. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როდესაც დაცვამ პირადობა მთხოვა.
-მარიამ მარიამ, გამომაფხიზლა ტასომ, ანახე რა გჭირს.
ჯიბიდან პირადობის მოცმობა ამოვიღე, მაგრამ ძირს რაღაც დამივარდა. დავიხარე და ხელში დემეტრეს ნაჩუქარი ანგელოზი ავიღე. თვალები ამიწულიანდა, მთელი ძალით მინდოდა ყვირილი, რომ ამ ტკივილისაგან გავთავისუფლებულიყავი. ჩემთვის ორ ძვირფას ადამიანს ვკარგავდი.....
თვითმფრინავი აფრინდა, შეშინებული ტასო ხელს ძლიერად მიჭერდა. რამდენიმე წუთში, თვალები გაახილა და შვებით ამოისუნთქა. მე ვერაფერს ვგრძნობდი....
-მარ, მარ.... რა გჭირს? ვეღარ გავუძელი და ცხარე ცრემლით ავტირდი. დის თმებში ჩავმალე თავი. ტირილით, სლუკუნით ვუამბობდი დაიკოს ყველაფერს და სიკვდილს ვნატრობდი, რომ ასეთი ტკივილი აღარ მეგრძნო.
2საათი გაგრძელდა მამას ოპერაცია. მუხლებში თავჩარგული ვტიროდი და სამყაროს მოშორებული. უსასრულობაში ვიკარგებოდი.
-მარიამ ადექი, ყველაფერი კარგადაა, მამა გველოდება. სიხარულით ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას და ბედნიერების ცრემლები სახეს უსველებდა.
--------
მამა 3დღეში გამოწერეს. ყველაფერი კარგად იყო. უკვე სამსახურში დაბრუნდა.
-ეს რა არის მარიამ? რა საშინელი სუნი აქვს! აუ....ტუალეტში გაიქცა ტასო პირზე ხელაფარებული.
-ტას რა გჭირს? ეს ხომ შენი საყვარელი ომლეტია? აგერ აიღე პირსაწმენდი.
-არვიცი მარ საშინელი სუნი აქვს.... გული მერევა...
-ალბათ მოიწამლე, არ უნდა გეჭამა მაგდენი ჰოთდოგი.
-ალბათ მართალი ხარ. აუ მიდი რა ყურძენი და სნიკერსი მიყიდე! რომ გავიღვიძებ შევჭამ კარგი? ძალიან მეძინება...
-გაგიჟდი გოგო საქართველოში გგონია თავი? დაგავიწყდა სად ხარ?
-აუ მარიამ ნუ მეკამათები რა, იმპორტ ექსპორტზე არაფერი გაგიგია, მინდაააა!!!! გაბუტულმა საძინებლის კარი დახურა და მაშინვე ჩაეძინა.
ამ ბოლო დროს ტასოს რა სჭირს ვფიქრობდი და ვესაუბრებოდი მეორე მეს. სულ ძინავს, ძალიან ბევრს ჭამს, მაგრამ იმ საკვებზე გული ერევა რომელიც ადრე ძალიან უყვარდა. სამზარეულო დავალაგე, ტელევიზორს ვუყურებდი როდესაც ტასო გვერდით მომიჯდა თავი მხარზე ჩამოვადე.
-რა გჭირს დაიკო?
-მენატრება ტას წარრმოვთქვი მოწყენილმა.
-მე არ ვიცი მარ რას ვგრძნობ სიძულვილს თუ მაგრამ არამგონია ყველაფერი უწინდებურად იყოს საქართველოში რომ დავბრუნდებით. აღარ გვინდა ამაზე საუბარი, აუ მშია მარ! წამოიძახა და ფეხზე წამოდგა.
-ტასო ვეჭვობ რომ კარგად არ ხარ? ავად ხომ არ ხარ როდის შეგიყვარდა ასე ჭამა? რაღაცას გკითხავ მაგრმ არ გაბრაზდე გთხოვ, ორსულად ხომ არ ხარ?
-ჰაჰაჰა გაგიჟდი გოგო, ტელევიზორში რეკლამას შეხედა და მაშინვე შემომხედა, გადამიცდა....... არა არა არა არ არსებობს, ეს არ მოხდება....
-კარგი ტასო დაწყნარდი, შეიძლება ვცდები კიდეც, ნუ ნერვიულობ დაწყნარდი, ახლავე დავბრუნდები...
მაღაზიაში გავიქეცი და ორსულობის ტესტი შევიძინე.
სააბაზანოში სარკის წინ გაქვავებული იდგა ტასო, მუცელზე ხელი ედო და სახეზე გაფითრებულიყო. მის გვერდით დავდექი და სარკეში ჩავიხედე. ტასომ ხელში სუნამო აიღო და მთელი ძალით ესროლა სარკედ. სარკე გატყდა და მისი ნამსხვრევები იატაკზე დაიყარა. ხელი ვკარი და ორივე ძირს დავვარდით. ნამსხვრევებს შეეძლოთ მისი დაზიანება.
-ააააა დაიყვირა განწირული ხმით ტასომ და თავი მუხლებში ჩარგო. მარჯვენა ხელი გამეჭრა და სისხლმა იწყო დენა. ხელსახოცი ავიღე ხელზე შემოვიხვიე და მის გვერდით დავჯექი.
-არ მინდა მომაშორეთ, არ მჭირდება შვილი მისნაირი ადამიანისაგან, არ მინდა მისი რაიმე ნაწილი იყოს ჩემში.
-ჩუმად ტასო დაწყნარდი, ასე ნუ ამბობ ეს პატარა არსება შენი შვილია, დედა გახდი ხვდები, შენი სულის ნაწილის მოკვლა გინდა გოგო, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ რატომ არ აფასებ ამას? წამოდი. ფეხზე წამოვაყენე და საძინებელში საწოლზე დავაწვინე. ტირილში ჩაეძინა. ბედნიერი ვიღიმებოდი, მალე დეიდა გავხდებოდი, მაგრამ წინ ბევრი განსაცდელი გველოდა. ტასოს კარგად ვიცნობ, ძალიან ამაყია, ტკივილს გულში იკლავს, არავის ანახებს რომ უჭირს, გრძნობს არ აძლევს საშვალებას ჯებირს გაცდნენ, ამით კი ბედნიერებას კარგავს. სიგიჟემდე უყვარს ანდრეა მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში ბედნიერია, რომ დედა გახდა. მისი შვილის მამა კი ბურდულია, მაგრამ მის რაღაც ნაწილს სძულს ანდრეა და უდანაშაულო პატარა. ეს კი ნინის გავლენის წყალობითაა, არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა, რომ ანდრეას ტასო არ მოუტყუებია. მისი თითოეული სიტყვა თუ სიმართლეა მაშინ ნინის ბურდულისადმი სიძულვილის მიზეზი ნათელია. არა არა, არ ვიცი ვერ ვაზროვნებ, ყოველთვის სიტუაციას ორივე მხრიდან უნდა შეხედო. მამამ ასე მასწავლა, მაგრამ ნინი ხომ ასე არ მოგვექცეოდა ის ბავშობიდან ჩვენთან ერთად იზრდება...
მამა.... ნეტავ როგორ მიიღებს ამ ამბავს, იმედია ტასოს არ დაუჭერს მხარს და უდანაშაულო პატარას არ მოკლავს, არა არა ამის უფლებას არავის მივცემ!
-როგორ არიან ჩვენი გოგოები. სახლის კარის გაღებისთანავე მოგვმართა მამამ და ჯერ მე შემდეგ კი გაქვავებულ ტასოს ეამბორა შუბლზე ნაღვლიანად გავუღიმე.
სუფრა გავაწყე და სამივე შემოვუსხედით, ტასო ჩანგალს აწვალებდა არაფერს არ მიირთმევდა. მეც მადა მქონდა დაკარგული.
-მმმმ უგემრიელესია მარიამ გამიღიმა მამამ, აბა რა მოხდა დღეს? რატომ არაფერს ამბობთ?
-მამა სალაპარაკო გვაქვს, გთხოვ ამ ამბავს შვიდად შეხვდი.
ტასოს ხელიდან ჩანგალი გაუვარდა და განრისხებულმა შემომხედა. თვალებით ვანიშნე დაიწყე თქო.
-რა ხდება? იკითხა დავითმა
-მე.... მე...
-გისმენ ტასო მკაცრი იყო მისი ტონი.
-ორსულად ვარ ეს თქვა ტასომ და ატირებულმა სახე ხელებში დამალა.
-რას ჰქვია ორსულად ხარ? განრისხებულმა წარმოთქვა დავითმა და რისხვით გადახედა ანასტასიას!
-მაპატიე! ატირებული გავარდა სამზარეულოდან ტასო, მამამ კი მე შემომხედა.
-ხვალვე მოიშორებს ბავშვს! თქვა და ფეხზე წამოდგა დავითი.
-მამა ნუ იქნები ასეთი უგულო ხვდები მაინც რას ამბობ გინდა უდანაშაულო ბავშვის მკვლელი გახდე? საკუთარი შვილიშვილის მოკვლა გინდა?
-ის ჩემი შვილიშვილი არაა! დაიყვირა დავითმა. ხვალიდან ის აღარც იარსებებს!
-დავით! არ მოგცემ ამის უფლებას!
-მარიამ შენ ეს საერთოდ არ გეხება!
-ის ჩემი დის შვილია, არ მოგცემთ მისი მოკვლის უფლებას! გაიხსენე, გაიხსენე რა იგრძენი როცა გაიგე რომ მამა გახდი! ნუთუ ბედნიერი არ იყავი?
-მარიამ ეს სულ სხვაა...
-არა!!!! მაშინ....... მაშინ მე, რომ მოვმკვდარიყავი ისევე, არ გეტკინებოდა გული როგორც შენი შვილიშვილის სიკვდილს გაიგებ. თუმცა რას ვამბობ ჩემი სიკვდილი ხომ არაფერი იქნებოდა შენთვის, შენ მაინც გახდებოდი მამა.....
-ცდები შენს გარეშე მე არასრულყოფილი ვიქნებოდი, შენ ხომ ჩემი სულის ნაწილი, ჩემი სისხლი და ხორცი ხარ.
-მაშინ რატომ არ გინდა ბაბუაც გახდე? ისევე იზრუნო იმ პატარა ციცქნა არსებაზე როგორც ჩვენზე 17 წლის წინ. არასდროს გესმის! არასდროს გაპატიებ თუ პატარას მოკლავ. ვეღარასოდეს მნახავ! რა ვიცი რომ წლების შემდეგ მეც არ მიბრძანო ჩემი სისხლის და ხორცის ჩემი სულის ნაწილის მოშორება.
-მარიამ მოიცადე....
ატირებული გავარდი სახლიდან და ქუჩას გავუყევი.
------------
დავითი.
დიდხანს ვფიქრობდი მარიამის სიტყვებზე. ის მართალია არ მინდა მკვლელი გავხდე. ყოველთვის აღრფთოვანებული ვიყავი მარის შეხედულებით, მსჯელობით, ინტელექტით ჩემი ჭკვიანი გოგო, როგორ გაზრდილა. ტასოსთან ყველაფერი სხვანაირად იყო, მხიარული, ამაყი, თავისუფლების მოყვარული, მეამბოხე მაგრამ ის ჩემი ულამაზესი და პოზიტივი გოგოა. არ შემიძლია არცერთ მათგანს დავუპირისპირდე ან რამე ავუკრძალო. ვერ დავკარგსვდი მათ. ძალიან მომინდა ორივე გულში ჩამეკრა. რამდენიმე წუთი ვაკაკუნებდი ტასოს ოთახის კარზე, ბოლოს მთელი ძალით მივაწექი და კარი გავაღე ოთახში არავინ დამხვდა. აბაზანის კარი გავაღე ტასოსკენ გავიქეცი ხელისან მინის ნამსხვრევი წავართვი, ვისროლე და განადგურებული შვილი გულში ჩავიკარი.
-არ მინდა მამა მისი რაიმე ნაწილი დარჩეს ჩემში, არაკაცი სიყვარულს მეფიცებოდა მერე კი მიღალატა. ვიცოდი ვიცოდი ვინც იყო მაგრამ მაინც შემიყვარდა, მიყვარს და მეყვარება მაგრამ ამ გრძნობას არ მივცემ უფლებას არ მივცემ უფლებას....
-ჩუმად, ჩუ საყვარელო! მე არ მოგცემ უფლებას ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. რატომ ვერ ხვდები შვილო ის მისი კი არა შენი შვილია, შენი სისხლი და ხორცი. რას ჩადიხარ შენ შვილის მოკვლა გინდა? ნუთუ არ გინდა მისი პირველი ტირილი, პირველი ნაბიჯები, ღიმილი, პირველად ნათქვამი დედა, მისი პირველი ნაბიჯები სკოლისაკენ, მისი მონათხრობი პირველ სიყვარულზე გაიგონო, შეიგრძნო და იხილო. ის შენი შვილია! ჩვენ შენთან ვართ, ნურასდროს დაიჯერებ რომ მარტო ხარ!
მწარედ ატირდა ტასო და ვგრძნობდი რომ ეს სინანულის ცრემლები იყო. ხელში ავიყვანე, საწოლში დავაწვინე... მალევე ჩაეძინა. ღამის პირველი საათია, მარიამი კი არ ჩანს, გარეთ გავედი და გარემო მოვათვალიერე. მომიახლოვდა და ჩასისხლიანებული, ნაწყენი თვალები მომაპყრო.
-ხვალ ექიმთან მივდივართ!
-მამა შენ კიდევვვ...
-უნდა გავიგოთ ჩვენი პატარა ვაჟკაცი როგორაა!!!! ვუთხარი ღიმილით მან სიხსრულისგან დაიყვირა და კისერზე ჩამომეკიდა.
-მამა როგორ მიყვარხარ, როგორ მეამაყები!!! შენ რომ არა!
-პირიქით ჩემო პრინცესავ შენ რომ არა ცხოვრებაში უდიდეს შეცდომას დავუშვებდი, მადლობა ღმერთ რომ არსებობთ შენ და ანასტასია!
------
დილით გავიღვიძე თუ არა ტასოს ოთახისკენ წავედი. ოთახში არავინ დამხვდა, აბაზანის კარი ოდნავ შევაღე და შევიჭყიტე. ტასო სარკის წინ იდგა, მუცელზე ხელს ისვამდა და ბედნიერი იღიმოდა. ბოლოს დასევდიანდა
-მაპატიე პატარავ, ასეთი ცუდი რომ ვარ! აპატიე დედიკოს და გპირდები არასდროს მოვიქცევი ასე ყოველთვის შენთან ვიქნები გპირდები!
ბედნიერების ცრემლები მისველებდა ღაწვებს.... უბედნიერესი ვიყსვი.....
-ტას კარი შევაღე და ოთახში შევედი.
-მარ გამიღიმა ბედნიერმა ჩემსკენ წამოვიდა მაგრამ შეჩერდა. ნაღვლიანი თვალებით შემომხედა.
-მაპატიე კარგი?
-მოიცადე მოვიფიქრო მმმმ ჰმ რათქმაუნდა გაპატიებ სულელო, როგორ მიხარია ასეთ ბედნიერს რომ გხედავ.
-ეს შენი და მამას წყალობითასა არ ვიცი თქვენ რომ არ მყავდეთ, მიყვარხარ ძალიან.
-მეც მიყვარხართ ოთახში დავითი შემოვიდა და ორივეს ჩაგვეხუტა. სწრაფად მოემზადეთ ექიმთან ვიზიტზე ვაგვიანებთ.
----------
3თვის შემდეგ 01:33
-----------
-მარ!!!
-ხო ტას ძილბურანში მყოფმა ვუპასუხე.
-ბანანი,მარწყვი და შოკოლადი მომიტანე რა.
-კარგი ტას. თვალდახუჭული, წამოვდექი მაცივრის კარი გავაღე ბანანი და შოკოლადი გამოვიღე. აუ მარწყვი.... ახლა რა ვქნა.
-ტას მარტო ბანანი და შოკოლადი გვაქვს.
-აუ აღარ მინდა, მარწყვი მინდაა
გაბრაზებული შევხედე მან კი გაბუსულმა მომმართა.
-რა გავაკეთო, ეს მე კი არა პატარას უნდა დეიდა..
-კარგი კარგი მივდივარ...
კიბეზე ჩავდიოდი როდესაც მამამ ღიმილით გამომხედა.
-ამჯერად რა მოუნდა.
-მარწყვი
-მარწყვი?! დარჩი დაისვენე მე წავალ. ასე გრძელდებოდა კიდევ ორი თვე. შემდეგ ჩვენ გიჟ გოგოს მუცელი დიდი დიდი გაეზარდა და კაბებში ვეღარ ეტეოდა წუწუნებდა და ახალახალ კაბებს ყიდულობდა. 3 თვის შემდეგ კი პატარას ოთახის გაკეთება დავიწყეთ. ბებია ჯერჯერობით საქართველოში იყო, სამსახურის დატოვებას ვერ შეძლებდა. ჩვენ კი არ ვაიძულებდით რაც შეიძლება მალე დაეტოვა და ჩვენთან ჩამოსულიყო ვიცოდით ამ თანამდებობისათვის და პროფესიისთვის რამდენი იშრომა. ტასო უბედნიერესი იყო, არ იცოდა რა შეეძინა.
-აუ მარ ნახე რა საყვარელი წინდებია. ვაიმე რა მაგარი კეტებია.... აუ ესენი ვიყიდოთ რააა......
-კარგი ყველაფრს ვყიდულობთ. გავიქეცი ტას უნიში მაგვიანდება კარგად პატარავ. გავუღიმე დაიკოს ტაქსის კარი გავუღე, მძღოლი გავაფრთხილე რომ დახმარებოდა და სასწავლებლისკენ წავედი.
-------
-აუ მატყუარას (სოსკა) ყიდვა დამავიწყდა, თუ შეიძლება აქ გამიჩერეთ.
მანქანიდან გადავედი და მაღაზიაში შევედი. გარეთ გამოვდიოდი. მუცელი ძალიან მეტკინა, ცოტა დავიყვირე. ჩემთან ვიღაც უცნობი მოვიდა
-ხომ არ დაგეხმაროთ მომმართა ინგლისურად მე თავი დავუქნიე, მიხვდა რომ მშობიარობა მეწყებოდა და ტაქსიაკენ წამიყვანა, ნაცნობი მძღოლი დამეხმარა დაჯდომაში და სწრაფად მოვწყდით ადგილს. საკაცეზე ვიწექი და უცნობს ვუყვიროდი მარიამისთვის დაერეკა.
ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როცა შენ პატარას ხელში იყვან. ის ისეთი სათუთი და დაუცველია მისი ტირილის გაგონება ერთ სიცოცხლედ ღირს.
ბუშტებით ყვავილებით და დათუნიით შემოვიდა მარიამი და ბედნიერებიაგან ხტუნვა დაიწყო.
-ვაიმე პატარავ როგორც იქნა! ტას რა საყვარელია ვაიმე მიცინის, აუ ტასს ჩავყლაპავ ამას.
-იმიტომ გიცინის რომ მე ვგონივარ გოგო!
-აუ შენ რა გველი ხარ! აბა როგორ ხარ დედიკო?
-კარგად შენ ? სად ხარ ამდენხანს?
-აუ რავიცი აბა, ვინ დამირეკა შენი მობილურიდან
-ამ სახელიც არ ვიცი, ძალიან მადლობელი ვარ მისი ალიან დამეხმარა.
-ამ ია ტიპი ხომ არ არის დერეფანში რომ იცდის
-უი არ წასულა, რა ყურადღებიანია წასი მადლობა გადაუხადე.
.......
-გამარჯობა
-გამარჯობა, თქვენ ალბათ მარიამი არა
-დიახ, თქვენ
-მაიკლი
-ძალიან დიდი მადლობა მაიკლ, ჩემ დას ძალიან დაეხმარეთ რით შემიძლია მადლიერება გამოვხატო.
-ნუ შეწუხდებით, პატარა ხომ კარგადაა
-დიახ, ხომ არ გინდათ ნახოთ?
-დიდი სიამოვნებით.
-ვაუ რა ლამაი ბავშვია, წარმოთქვა ღიმილით.
-ტასო ეს მაიკლია
-დიდი მადლობა მაიკლ, თქვენ რომ არ ყოფილიყავით ძალიან გამიჭირდებოდა, დიდი მადლობა.
-არაფერია, რა ჰქვია პატარა ვაჟკაცს?
-გაბრიელი
-ალბათ მამას მწვანე თვალები აქვს არა? იკითხა გაბრიელთან თამაშში გართულმა.
ჩვენ არაფერი გვითქვამს.
-მაპატიეთ გთხოვთ არ ვიცოდი რომ....
-არაუშავს ნაღვლიანად გავუღიმე. ტასომ კი თავი ბალიშში ჩამალა. ასე შევიძინეთ საუკეთესო მეგობარი, პატარა გაბრიელი კი მოევლინა ქვეყანას ამ ლამაზ დღეს.
--------
10თვის უკან, ბოლო დღე საქართველოში.
-------
ტყუპების წასვლის მეორე დღიდან ყველაფერი აირია. 1 კვირა ეძებდა დემეტრე მარიამს, გოგონას თითქმის არავინ იცნობდა. მისი პოვნის იმედი გადაწურული ჰქონდა, ჯარიდან პასუხი მოუვიდა, 5 თვით დაგვიანებით, კონტრაქტით ავღანეთში წავიდა. უკვე არაფერი აინტერესებდა, რატომ ღირდა იმ გოგოს ძებნა რომელმაც საუკეთესო მეგობართან უღალატა. მაშინვე ჯარში წავიდა, თამარი ეხვეწებოდა დარჩენილიყო მაგრამ უშედეგოდ.
ანდრეაც არანაკლებ ცუდად იყო ტასოს ძებნაში აღამებდა და ათენებდა მაგრამ ვერსად პოულობდა, შინ გვიან ბრუნდებოდა,ბოლოს ნინისთანაც გადაწყვიტა მისვლა.
-სად არის კარი არ ჰქონდა ბოლომდე გაღებული ნინის რომ მაშინვე კითხა ბურდულმა, ძალიან მთვრალი იყო და ფეხზე დგომა უჭირდა.
-ვინ?
-ანასტასია ჯაყელი დაუყვირა განრისხებულმა
-შემოდი ხომ ხედავ ფეხზე დგომა გიჭირს, მდივანზე დასვა და კოცნა დაუწყო.
-რაში გჭირდება ჯაყრლი როცა მე ვარ შენ გვერდით! თავიდან ბურდულიც აჰყვა, მაგრამ სიმთვრალის მიუხედავად ხელი კრა მოიშორა.
-მომშორდი ძუკნა, შენ ტასოს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ!
-რა ? ანდრეა ბურდულო ამას ინანებ, არ შეგარჩენ ამ სიტყვებს! დაუყვირა ნინიმ.
ბურდულმა კი შეაგინა და სახლის კარი გაიჯახა.
შინ გვიან დაბრუნდა. მისაღებში გიორგი (მამა) დახვდა
-შეხედე შენ თავს რას დაემსგავსე, რად იქეცი მაწანწალა ლოთად.
-აუ გიორგი ხვალ ვილაპარაკოთ რა ! ახლა მაგრად მეძინება.
-ამას აღარ დავუშვებ, ჩემი შვილი ასე არ უნდა იქცეოდეს. ხვალ მოემზადები თავს მოიწესრიგებ და ლიტვაში წახვალ საკმარისია რაც უსაქმურობ. ჩემ კომპანიაში იმუშავებ და საკუთარ თავს თავად ირჩენ. კმარა რაც ოჯახის ბიუჯეტს ფლანგავ.
-ხო კარგი, კარგი, ახლა დავიძინებ!
იმ საღამოსვე გამოაქვეყნა ნინიმ ვიდეოები და სურათები. ,,ანასტასია ჯაყელის მარიონეტი" ასე უწოდა ბურდულს ნინიმ. ყველაფერი იყო მოთხრობილი, ყველაფერი გეგმისა და შედეგის ჩათვლით (მარიამის სახელი არ ჩანდა) ყველა სოციალური ქსელი ბურდულზე ღადაობდა. დილით გამოფხიზლებულ ბურდულს უკვე ნახევარი თბილისი დასცინოდა. ყველაფერი გაიგო ბურდულმა იმ წამიდან შეძულდა ანასტასია ჯაყელი და ყველა ქალი დედამიწაზე. იმ წამს დატოვა საქართველო განა იმიტომ რომ რამის ეშინოდა იმიტომ რომ დრო იყო აქაურობას მოშორებულიყო. სძულდა ყოველი ადგილი რადგან ყველა ცალკ-ცალკე და ყველა ერთად მისი ერთადერთი სიყვარულის თავს ახსენებდა რომელიც დედამიწაზე ყველაზე მეტად სძულდა.
-------
3 წლის შემდეგ ნიუ-ორკი აშშ.
-----
-ტას წავედი ოფისში მაგვიანდება. გასძახა მარიამმა ტყუპიდცალს. ვაიმე ჩემი ვაჟკაცი, მოდი აქ. დაუკოცნა პატარა ლოყები გაბრიელს და სახლიდან სწრაფად გავიდა.
-როგორ ხარ მარიამ? შეძლებისდაგვარად ჰკითხა მაიკლმა მის თანაშემწეს ქართულად.
-კარგად ბატონო მაიკლ თქვენ? უპასუხა მხიარულად ჯაყელმა უფროსს და გაუღიმა.
-კარგად, როგორაა ჩემი ვაჟკაცი ნათლული?
-კარგადაა, ცელქობს და დედიკოს აბრაზებს.
-დღეს გამოვივლი და ვინახულებ მომენატრა. ახლა კი სერიოზული საქმე მაქვს შენთან. ხომ იცი ჩვენ კომპანიას მსოფლიოს 20 ქვეყანაში პატარ პატარა ფილიალი აქვს. ბევრი ვიფიქრე, საქართველოშიც გადავწყვიტე გავხსნა ფილიალი, იქ სანდო პირი მჭირდება, შენ კი ამ თანამდებობისთვის იდიალური ხარ და ბევრად კარგად იცნობ შენს სამშობლოს ვიდრე ნებისმიერი, საუკეთესო ხელქვეითი. 1 თვეში მიემგზავრები!
-მაიკლ ახლა ნამდვილად არ შედის ჩემს გეგმებში საქართველოში დაბრუნება.
-კარგი მარიამ არ გაძალებ მაგრამ დამპირდი, რომ იფიქრებ ამაზე.
-კარგი.
-----------
-მაიკლლლლ დაიყვირა გაბრიელმა და ნათლიას ჩაეხუტა.
-როგო ხარ მეგობარო?
-კარგად შენ?
-მაგრად.
ვაუ ბეტმენის მანქანა, მაგარი ხარ მაიკლ! დაიყვირა ბედნიერმა გაბრიელმა და სიხარულით ხტუნვა დაიწყო.
-დედიკო ნახე მაიკლმა რა მაჩუქა!
-ვაუ რა მაგარია მიმართა ბედნიერმა მარიამმა დისშვილს, უდიდესი სითბო ეღვრებოდა გულში როდესაც გაბრირლი დედათი მიმართავდა. პატარას რათქმაუნდა არ უჭირდა დედის ცნობა, მაგრამ უყვარდა როდესაც მარიამს დედით მიმართავდა. მე ორი დედიკო მყავს ამაყად ამბობდა გაბრიელი... ტასო ყოველთვის მკაცრი იყო არ უნდოდა პატარა თამამი, მომთხოვნი გაზრდილიყო. მაგრამ დეიდა მაინც ყოველთვის ანებივრებდა.
-პალკში წავიდეთ ლა...!!!!! დაიყვირა გაბრიელმა და ტაში შემოკრა.
-კარგი, ტასო მოემზადე გელოდებით.
ტასო, მარიამი, მაიკლი, გაზონზე ჩამოსხდნენ პატარა გაბრიელი კი ბავშვებისკენ გაიქცა.
-ტასო ალბათ მარიამმა უკვე გიამბო ჩემ შემითავაზებაზე.
-რაზე საუბრობ?
-მაიკლ გთხოვ, ხომ იცი მათ დატოვებას ვერ შევძლებ, არ მინდა ტასო უმიზეზოდ ავაღელვო. საქართველოში დაბრუნება ნამდვილად არ სურს, არ უნდა სადმე ანდრეას შეხვდეს. უჩურჩულა მარიამმა მაიკლს.
-არაფერი უმნიშვნელო ფაქტზე, ნაყინი არავის არ გინდათ? ეცადა თემა შეეცვალა.
-მაიკლ! მარიამ! ტასომ ჯერ მაიკლს შემდეგ მარიამს სტყორცნა მკაცრი მზერა. არ აპირებთ მიამბოთ რას მიმალავთ?
-არაფერს ტასო.
-მარიამ!
-ტასო ფილიალს ვხსნი თბილისში და მინდა მას სათავეში მარიამი ჩაუდგეს, არავის ვენდობი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული პროექტია, მასზე სანდო ადამიანი კი არავინ მყავს. დაამთავრა სიტყვა და ტასოს შეხედა.
-არ ვიცი....
-დედა, დედა... ატირებულმა გაბრიელმა მიირბინა ანასტასიასთან.
-რა მოხდა გაბო რა გჭირს დე?
-იმ.... ბიწებმა... დამცინეს... მამა..... ალ გკავსო.... სად არის მამა დედიკო? მალე მოვიდეს უთხალი ლა! ტასო გაქვავდა არ იცოდა შვილისთვის რა ეპასუხა.
-გაბრიელ მოდი ჩემთან პატარავ, ჩუ ნუ ტირი! ნამდვილი კაცები არასდროს ტირიან, შენი მამიკო ძალიან შორსაა მაგრამ გპირდები მას ოდესმე მაინც ნახავ! ახლა გაიქეცი და ნამდვილი მამაკაცივით მოიქეცი არ იტირო!
-კალგი მალიამ! დამშვიდებულმა უპასუხა გაბრიელმა დეიდას და გაიქცა.
-დროა დაბრუნდეთ! ბავშვს მამა სჭირდება ტასო! მიმართა მაიკლმა
-მას მამა არ ჰყავს, ის მარტო ჩემი შვილია, ჩემი! გაიგეთ! ატირებულმა თქვა ტასომ.
-კარგი ტას დაწყნარდი გთხოვ. ჩავეხუტე დაიკოს, რამდენიმე წამში თავი აწია და მომმართა.
-მარ მაიკლი მართალია დროა დავბრუნდეთ, დედაც ძალიან დაიტანჯა, პატარა ძალიან ენატრება. დროა გაბრიელმა ბებია გაიცნოს და არა კომპიუტერის ეკრან ჩაეხუტოს როდესაც მას დაინახავს.
-მაშინ გადაწყვეტილია 1 თვეში მიფრინავთ.



ვიცი ცოტაა მაგრამ ახალს მალე ავტვირთავ. წინ საინტერესო,მოულოდნელი ამბები გელით. იმედია გავამართლებ თქვენ იმედს... ლოვე



№1 სტუმარი Lana32

თავიდანვე მივხვდი ნინი ესეთი რომ იქნებოდა :/ ანდრეას და დემეტრეს ურთიერთობა მაინტერესებს. ძალიან კარგად წერ <3

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

აუუუ კაი რა სად გააჩერე რა დაელოდება ხვალამდეეე აუ 12 ის მერე ვერ დადეებ? ძაან მაინტერესეებს♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3 სტუმარი tako

კაი დაან მაგრა ცერ ესე არც ერტი ისტორია არ მომცონებია კოველ დგე დადე რა

 


№4  offline წევრი sayvareloooo

ძალიან მაინთერესებს მალე დადე ახალი უმაგრესი ისტორიაა...lovem

ძალიან მაინთერესებს მალე დადე ახალი უმაგრესი ისტორიაა...love.

 


№5 სტუმარი alisaa

gtxov ra mal-male dadeee da didxans ar gvalodinoo:*dzalian kargi iyo!:*

 


№6 სტუმარი maria

aii dzaan kargiaaa :*

 


№7  offline წევრი ფისო

კაქია <3

 


№8  offline წევრი sayvareloooo

მალე დადე რაააააა:(

 


№9 სტუმარი Salome

Auu mal-male dadee raa gtxoov :* kargiia, dzaalian momwoons !! <3 <3

 


№10 სტუმარი tako

რა ცესია დაიცკებტ და შუა გზაში აცერებტ აგარ მახსოვს რა ცავიკიტხე

 


№11  offline წევრი sayvareloooo

თუ აღარ აპირებ ახლის დადებას თქვი მაინც რაააააააა

 


№12 სტუმარი alisaa

auu admin ramdeni xania gelodebit:( gtxov dadeee raaa:(

 


№13 სტუმარი Marishkaa

Ratodebt ese gvian(()

 


№14  offline წევრი ml99

დღეს დავდებ :D

 


№15 სტუმარი nia

შენ და არეული ხარ დროში აშკარად ჩამოყალიბება გაკლია, და სხვათაოშორის 3 წლის ბავშვს ამერიკაში არ დაცინიან მამა არ გყავსო ... პარკში თან... თუ დახვეწავ კარგი იქნება, მგონია რომ უკეთესი შეგიძლია დაცერო გაქვს მოტივაცია და აბა შენ იცი წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent