შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 17


28-10-2015, 00:00
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 636

სიხარულისგან გული მისკდებოდა,უბედნიერესი ვიყავი,მადლობა ღმერთო რომ ასეთი ადამიანი მაჩუქე,ვხვდებოდი,რომ ლაშა ამ ყველაფრის მერე უფრო ამაღლდა ჩემს თვალში.თვალებში ვუყურებდი და ცრემლები მომდიოდა,მაგრამ ეს სიხარულის ცრემლები იყო.ლეჟავა გაოცებული შემომყურებდა და ცრემლიან თვალებს მიკოცნიდა.-მიყვარხარ-ამოვიჩურჩულე და ვიგრძენი,როგორ აუჩქარდა გულისცემა,როგორ დაბურძგლა სხეულზე.მარტო ლაშაზე კი არა,ამ სიტყვამ ჩემს სულზე და სხეულზეც მოახდინა გავლენა,ვიგრძენი როგორ შევიცვალე,როგორ გავთბი,სუნთქვა მეკვროდა მაგრამ მაინც განვაგრძობდი-მიყვარხარ ლაშა,მიყვარხარ,შენ ჩემი ოცნება ხარ,ჩემი სული და გული ხარ.უშენოდ მოვკვდები ლაშა,უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა.
თვალებში მიყურებდა და ვხედავდი,როგორ ეცვლებოდა ემოცია ყოველ ჩემს ნათქვამ სიტყვაზე,ბედნიერება,სიხარული,სევდა და ვნება ერთმანეთს ცვლიდა.მერე მაგრად მომხვია ხელი და მკერდზე მიმიკრა. -ყოველთვის მეყვარები,ყოველთვის პატარავ.არასდროს, გესმის?არასდროს არ გატკენ გულს. მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს ცხოვრებაში,შენ გაგაბედნიერო პატარავ,შენ მოგიფრთხილდე და შენ მიყვარდე.
გულზე მიხუტებულები ვიწექით და ბედნიერება გვემოსა,ლაშა ჩემს თმებს ეფერებოდა მე კი მის გულისცემას ვუსმენდი.მერე დუმილი ლაშას ხმამ დაარღვია:-ემი,ემილი
-გისმენ ჩემო სიყვარულო-თავი არ ამიწევია ისე ვუპასუხე.
-რა მოხდა იმ დღეს ნიკასთან?-ხმაში ბზარი შეპარვოდა ლეჟავას.გულისცემა შემიწყდა,ყელში ბურთი გამეჩხირა.ლაშა მიხვდა და ვიგრძენი, როგორ დაიძაბა.წამოვჯექი,სხეულზე ზეწარი შემოვიხვიე ლაშას ხელებზე ხელი მოვუჭირე და თვალებში შევხედე.ვიგრძენი,ერთი სული ჰქონდა როდის მოისმენდა ჩემს სიტყვებს და მომინდა ცოტა გამეწვალებინა-რა მოხდა?-თვალები ყოვლისმთქმელად გადავატრიალე და ეშმაკურად გავიღიმე-ყველაფერი.სიტყვა არ მქონდა დასრულებული,რომ ვიგრძენი,როგორ შეეცვალა გამომეტყველება,ტუჩები მკაცრად მოკუმა და ხელებზე ისე მომიჭირა ხელი ტკივილისგან დავიკვნესე-მეტკინა ლაშა,რას შვები?
უცებ ხელი შემიშვა და წამოდგა,მივხვდი რომ ეწყინა და გული მოვუკალი.გეყოფა ემილი,მიდი ეხლა და შემოირიგე.-ლაშა,გაბრაზდი?ლაშ
ლაშა ჩემგან ზურგშექცევით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა.-მე შევხვდი იმ დღეს ნიკას,მაგრამ ეს დაგეგმილი არ მქონია-დავიწყე დაძაბულმა-ქუჩაში ვსეირნობდი და ჩემს საყვარელ კაფეში შევედი,ისიც იქ დამხვდა.-ამ სიტყვებზე ჩემკენ მობრუნდა და დაჟინებით მომაჩერდა-ის კაფე ჩვენი საყვარელი კაფე იყო.მაგრამ გეფიცები,იმ დღეს სრულიად შემთხვევით შევხვდი.ვისაუბრეთ მაგრამ მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გამჩენია.ვუყურებდი და მივხვდი,რომ ის უბრალოდ წარსულია,ის ჩემთვის არ არსებობს,სამწუხაროდ ამას შენს გამოჩენამდე ვერ ვხვდებოდი.მას ხმა არ ამოუღია,მხოლოდ მე ვლაპარაკობდი,ისიც კი არ მიკითხავს რატომ მიმატოვა,არადა ეს კითხვა 2წელი მაწვალევდა.იქ კი თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი,რომ უკვე სულერთი იყო.მე შენ მიყვარხარ ლაშა.ზუსტად მას შემდეგ მოვედი,მინდოდა ყველაფერი მეთქვა.მაგრამ მაშინ შენს ხელში შპრიცი დავინახე და.. მეგონა... მეგონა რომ...
-გეგონა რომ ნარკომანი ვიყავი?
-ხო-თვალებში ვერ ვუყურებდი ისე მცხვენოდა.
-მერე სად წახვედი?მთელი კვირა გეძებე,მთელი ქალაქი,მთელი ქვეყანა გადავაბრუნე და ვერ გიპოვე-გაბრაზებას ცოტაღა აკლდა.
-არსად სახლში ვიყავი.
-რაა?როგორ კი მაგრამ სულ ჩაბნელებული იყო ფანჯრები,სულ ვამოწმებდი.მანქანაც არ იდგა სადგომზე,მერე კატოს უბანში ვნახე მეგონა კათოსთან იყავი,მაგრამ კატომ მითხრა წავიდაო.გესმის რა გაკეთე?როგორ იყავი სახლში ისერომ არ გენთო სინათლე?-გაბრაზებისგან ყელზე ძარღვები დაებერა.
-ვიწექი მთელი დღე და ვტიროდი,არც ვჭამდი არც მეძინა,ბოლოს სიგარეტსაც ვეწეოდი,მთელი ბინა კვამლში იყო გახვეული,მე კიდევ მეკიდა,შიმშილმა და ტირილმა ისე დამასუსტა გულიც კი ამერია,ერთ წუთს გავიფიქრე,რომ ორსულად ვიყავი.-ჩავამთავრე როგორც იქნა და მერეღა ამოვისუნთქე,ლაშა გაოცებული მისმენდა-ხო,მე ხომ არ ვიცოდი რომ ურთიერთობა არ გვქონია.
-ასე რატომ დაიტანჯე თავი,რატომ გეგონა რომ ნარკომანი ვიყავი?-ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჩემს ხელებს დაუწყო მოფერება.
-არ ვიცი,მერე შენი სურათებიც ვნახე იმ გოგოსთან...
-რა ჩურჩუტი მყავხარ გოგო?-გაეცინა ლაშას და შუბლი შუბლზე მომადო-ჩემი სულელი,პატარა ბავშვი.
-ის გოგო იაა?
-ხო იაა, გთხოვ არ გეწყინოს რაა.
-კარგი მაშინ მეც დავდებ ნიკას სურათს და შენ არ გეწყონოს კაი?-ვუთხარი ტუჩებ გაბუსხულმა.ხმა არ ამოუღია ისე დამაცხრა ტუჩებზე და დიდხანს მკოცნა,ბოლოს როგორც იქნა მომშორდა.
-არა შენ არ დადებ!
-დავდებ!
-არა!
-მაშინ შენ რატომ გიდევს?ჩემზე სულ არ ფიქრობ?-გგავებუტე და ცრემლები წამომივიდა.
-გეყოფა ემილი-მითხრა და ადგა. გული მომეწურა,მეტკინა,რატომ იქცევა ასე?რატომ? იმ გოგომ უღალატა და მაინც მისი სურათი უდევს,მე კი რას ვიფიქრებ არ აინტერესებს.ცრემლები თავისით მომდიოდა,მთელი სხეული მიკანკალებდა.მინდოდა ლაშა მოსულიყო და ჩამხუტებოდა,ეთქვა რომ წაშლიდა იმ სურათს, რომ მე ვუყვარდი,მაგრამ არა, ის ჯიუტად დუმდა და ფანჯარაში იყურებოდა.-ემი კოკას აღარ გაეკარო.თუ მაინც სცადა მოახლოება მაშინვე დამირეკე.ახლა კი დაიძინე-ჩემკენ შემობრუნდა და ფრთხილად მაკოცა შუბლზე.-ძილინებისა პატარავ.-დამემშვიდობა და გარეთ გავიდა. გული ისე მტკიოდა ვეღარ ვუძლებდი,არც მიცდია თავის შეკავება ხმამაღლა ავტირდი.ვტიროდი და ბალიშს ვურტყავდი ხელებს.ასე რატომ იქცევა,რა უნდა თუ ვერ დაივიწყა ის,მე რატომ შემაყვრა თავი,თუ ვუყვარვარ გულს რატომ მტკენს?
რა უნდა კოკასგან,რატომ არ უნდა რომ გავეკარო?უნდა გავარკვიო,აუცილებლად უნდა გავიგო.ხვალვე გავარკვევ,დიახ ხვალვე.მთელი ღამე არ მიძინია,როგორც კი ინათა,ავდექი ჩავიცვი,მოვწესრიგდი და გარეთ გავედი.ფრთხილად მიბდიოდი,რომ ლაშა არ გამეღვიძებინა.კიბეები ჩუმად ჩავიარე და კარიც ჩუმად გავაღე.ეზოდან გამოვედი და გული ძლივს დავიწყნარე.მალე ავტობუსიც მოვიდა,8საათზე უკვე სახლში ვიყავი.მაშინვე სააბაზანოში შევედი მერე კი დავიძინე.კარის ხმამ გამომაღვიძა,ძლივს გამოვერკვიე სად ვიყავი,მერე თხელი ხალათი მოვიცვი და კარისკენ წავედი.ადგილზე გავშეშდი,როცა კარი გავაღე და იქ კოკა დავინახე.
-დილა მშვოდობისა ემილი-ირონიულად მიღიმოდა კოკა,ტანში უსიამოდ გამცრა,შემეშინდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ-არ შემომიშვებ?ყავა დავლიოთ-ისევ იღიმებოდა,არაფრის თქმა არ მაცალა ისე შემოაბიჯა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.არ ვიცოდი რა მექნა,კარი უბრალოდ მივხურე და უკან გავყევი.
-რა ხდება კოკა?-ვცდილობდი მშვიდად მელაპარაკა-აქ რას აკეთებ?
-რა იყო ემი მეზობელს ასე უნდა შეხვდე?თუ ერთი ჭიქა ყავა გენანება ჩემთვის-ისევ აგრძელებდა.
-არა უბრალოდ...კარგი მაშინ ერთი წუთში მოვალ-შემოვბრინდი და გასვლას ვაპირებდი,რომ მოულოდნელად დამაცხრა კოკა.
-არ გამოიცვალო,ასე უფრო აღმაგზნებ,-ხელებში მომიქცია და კოცნა დამიწყო,ღმერთო მიშველე,ვცდილობდი,რომ გავქცეოდი,მინდოდა მომეშორებინა,მაგრამ ვერ ვახერხებდი,ის ძალიან ძლიერი იყო და უფროდაუფროა მაგრად მიჭერდა ხელებს თან ცდილობდა ჩემი ხალათი შემოეგლიჯა.-გამიშვი გთხოვ,არ გინდა თავი დამანებე-უაზროდ ვყვიროდი და თავს ვიცავდი,მან კი ორივე ხელით ჩაბღუჯა ხალათი და შემომახია.
-არა შენ ჩემი იქნები,მხოლოდ ჩემი-ციებიანივით კანკალებდა,მე ისევ წინააღმდწგობას ვუწევდი,ვკიოდი ვტიროდი-ამჯერად ვერ წამართმევს შენს თავს ის ნა'''რი, შენ ჩემი გახდები და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით.-
ხელში ამიტაცა და საწოლზე დამაგდო,ვეცადე გავქცეოდი და წამოვხტი,მაგრამ ხელი ისე ძლიერად შემომიქნია მაშინვე უგონოდ დავეცი.მაგრამ მალევე მოვედი გონს,კოკა ერთ ხელით ქამარს იხსნიდა და მეორე ხელით ცდილობდა ფეხები გაეშლევინებინა ჩემთვის.განძრევა აღარ შემეძლო,უაზროდ ვტიროდი,ვეხვეწებოდი,ვგრძნობდი,რომ ძალა არ შემწევდა თავი დამეცვა,ვგრძნობდი,რომ მალე მოვკვდებოდი,მალე ჩემს სხეულს გაქელავდნენ.მიშველე ლაშა გთხოვ შენს გოგოს უჭირს,დამეხმარე ღმერთო,ოღონდ ახლა გადამარჩინე,გთხოვ. თვალები მებინდებოდა,სუნთქვა მეკვროდა,მერე საიდანღაც ლაშას ხმა შემომესმა,მერე კიდევ ვიღაც იგინებოდა,მოვიდა მოვიდა,ჩემი ბიჭი მოვიდა, გავიფიქრე და გავითიშე.



№1  offline წევრი Crystal

ველოდები შემდეგ თავს, ძალიან მომწონს ^^

 


№2 სტუმარი black

Vaime katastroopa,cunamiiiii,chemiii googoo sawuyaliii male dade axali tavi tooreee vaiiihhh

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Vaime katastroopa,cunamiiiii,chemiii googoo sawuyaliii male dade axali tavi tooreee vaiiihhh

ჩემი შავიიი,მომენატრე გიჟოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent