One and Only (თავი პირველი)
ზაფხულის ისეთი მზიანი ამინდი იყო,რომ ზოგი კონდიციონერთან იყო გაწოლილი,ზოგი კი პლაჟზე,იფიქრებდით ამ დღეს ვინ უნდა იმუშავოსო ან ისწავლოსო ?! თუმცა თათასთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო,და იმ გადაღლილობას რომელიც უკვე რამდენიმე თვიანი გადაბმული სწავლით იყო გამოწვეული,ერთადერთი რაც აქარწ....ბდა ის იყო რომ მალე ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. როგორც იქნა მორჩა ქართულის კითხვას წიგნი გადადო და სამზარეულოში გავიდა რომ რამე ეჭამა.5 წლის შემდეგ საქართველოში პირველად ჩადიოდა,ნერვიულობდა თან გადაღლილი იყო.მას ხომ თითქმის ერთ წელში მოუწია იმის სწავლა რასაც დანარჩენებმა 5 წელი მოანდომეს.12 წლის იყო მშობლებმა გაყრა რომ გადაწყვიტეს,თათა დედამისმა მოსკოვში წაიყვანა და მას შემდეგ იქ სწავლობდა,თუმცა ახლა მამამისმა მოითხოვა რომ თათას საქართველოში ესწავლა,ისიც დათანხმდა და მზადება დაიწყო,იქიდან გამომდინარე რომ მოსკოვში 11 წლიანი სწავლაა,საქართველოში დამატებიტ კიდევ ერთი წელი უნდა ესწავლა,ამიტომ ემზადებოდა,არ უნდოდა თავი შეერცხვინა,საერთოდ ასეთი იყო ყველაფერში ლიდერობა უყვარდა.როგორც ზემოთ ვახსენეთ თათამ 12 წლისას საქართველო დატოვა,და საქართველოსთან ერთად დატოვა მეგობრები,ნათესავები.და ის. ხო სწორედ მიხვდით "მასში" ბიჭი იგულისხმება,თათას პირველი სიყვარული,სასაცილოა ის რომ 12 წლის ბავშვს შეიძლება ვინმე ყვარებოდა თუმცა თათასთვის მაშინ ეს სრულიად სერიოზული ამბავი გახლდათ, ბავშობისას პუტკუნა ბავშვი იყო,პუტკუნა რა ქონიანი,იმ ბავშვების რიგს მიეკუთნებოდა ჭამა რომ უყვრდა,და ეს სიყვარული წონაში აისახებოდა,.ერთხელ ერთ-ერთმა ბავშვმა მას "კუპატი" დაუძახა,ამის შემდეგ კი ყველა მას ამ სახელით მოიხსენიებდა გარდა ერთისა,და ეს ერთი სანდრო გახლდათ.ალბათ ამიტომაც შეიყვარა პატარა თათამ სანდრო . ახლა ამ ყველაფერზე ეღიმება,თუმცა მაინც ტკივა.ახსენდება დაბადების დღე რომელზეც არავინ მოვიდა,ახსენდება დღე როდესაც გაიგო სანდროს შეყვარებული ყავსო,ახსენდება ყველა დამცირება და ტკივილი,ამიტომაც უჭირს ალბათ დაბრუნება,და ყველაფრის გახსენება. **** 18 ივლისი 17:22 მოსკოვი-თბილისი. ის უკვე აქაა,თბილისი როგორ მონატრებია აქაურობა..ხუთი წლის შემდეგ ხარბად ჩაისუნთქა მონატრებული სურნელი,გაეღიმა როცა მაქანასთან მამამისი დაინახა,მოეხვია და ის მონატრება იგრძნო რომელიც ამდენიხანია ახრჩობს. -მაააა როგორ მომენატრე იცი ? -მეც ძალიან ძალიან მომენატრე,და იცოდე აწი არსად გაგიშვებ,უთხრა პაატამ და გაუღიმა შვილს. -არც მე ვაპირებ სადმე წასვლას,სულ რომ ფეხისკვირით გამაგდო,მიუგო თათამ და ძლიერ მოხვია ხელები მამას. უკვე ერთი კვირა გავიდა მისი ჩამოსვლის მერე.საინტერესო არაფერი ხდებოდა,15 სექტემბერს სკოლა იწყებოდა იქამდე კი ჯერ დრო საკმაოდ იყო.დროის გაყვანის მიზნით გადაწყვიტა რამე წაეკითხა,როცა "ჰარი პოტერი" შენიშნა ჩაეღიმა,მერამდენე უნდა წაიკითხოს ?თუმცა რა ქნას უყვარს. ყოველთვის ისეთ ემოციას იწვევს მაში თითქოს პირველად კითხულობს,ჰოდა ამ კითხვაში გართულმა ვერც შეამჩნია როგორ გავიდა 2 საათი,წიგნს მხოლოდ მაშინ მოწყვიტა თვალი როცა ტელეფონი აწრიალდა,რათქმაუნდა ნატა იყო,მისი ბიძაშვილი ისიც მოსკოვში ცხოვრობს,უბრალოდ იმ განსხვავებით რომ ის ორი წელია რაც ჩამოსულია. -თაა რას შვები ? -არაფერს შეენ ? უპასუხა მობეზრებული ხმით -მეც,ჰოდა ამიტომ დღეს რბოლააა და წავიდეთ რა,ჩემ მეგობრესაც გაგაცნობ და გავერთობით. -რათქმაუნდა წავედით,შემოსძახა მხიარულად,გაუხარდა სახლიდან გასვლის მიზეზი რომ მიეცა. საღამოს 12 საათზე უკვე მზად იყო,შავი შარვალი,კედები და საროჩკა ჩაიცვა,დაბლა ნატა და რამდენიმე მისი მეგობრები იყვნენ ყველა გაიცნო მოეწონა კარგი ტიპები ჩანდნენ. რბოლა ჯერ დაწყებული არ იყო,თუმცა ხალხი მაინც საკმაოდ იყო,მოწონდა ეს ყველაფერი თათა ხო გართობის მოსყვარული გახლდათ,იცინოდა და ლუდს წრუპავდა,როცა ერთ-ერთი ახალთახალი პორშე შემოვარდა ხმაურიანად,და ყველას ყურადღება მიიპყრო,მაქანა სასტარტო ხაზსთან გააჩერდა და გადმოვიდა,აი ისეთი იყო ყველა გოგოს ნერწყვს რო აყლაპინებს. ბიჭმა სიგარეტს მოუკიდა და იმ მხარეს დაიძრა სადაც თათა და მისი ახალშეძენილი მეგობრები იყვნენ, -ცოტაც და ვიფიქრებდით აღარ მოხვიდოდი,გაიცინა ქერა ბიჭმა. და ლუდის ბოთლი გაუწოდა. ახლადმოსულმა ბიჭმა სიგარეტს ბოლოჯერ დაარტყა ნაპასი და ძირს დაგდებულ ღერს ფეხი დააბიჯა.-მოვიდნენ უკვე? იკითხა დაინტერესებულმა და ლუდის ბოთლი გამოართვა. -კი მოვიდნნ,და იწყება წუთი წუთზე მზად ხარ ხო ? -ღადაობ ? ერთი სული მაქვს როდის ვნახავ გიორგის დამწუხრებულ სახეს წაგების შემდეგ,გაეცინა როცა ეს ყველაფერი წარმოიდგინა -კარგი კარგი წავედი. ტყავის შორტში და ტოპში გამოწყობილმა გოგონამ სასტარტო ალამი ააფრიალა.ბიჭმა მაქანა დაძრა და მაშინვე იგრძნო ადრენალინის გამოყოფა.უყვარდა ის გრძნობა რაც მანქანის მართვისას ეუფლებოდა,გამარჯვებაზე მოახდინა ორიენტირება,სიჩქარეს მოუმატა საჭეს ძლიერ უჭერდა ხელს,ცოტაც და გამარჯვებას იზეიმებდა,როცა გვერდით წითელმა პორშემ ჩაუქროლა,გაბრაზდა თუმცა დაელოდა როდის მოაბრუნებდა მისი მოწინააღმდეგე მანქანას და თვითონ მოსახვევში გაორმაგებული სიჩქარით შევიდოდა.ასეც მოხდა და აი მან გადაკვეთა ფინიშის ხაზი,და ის გამარჯვება მოიპოვა რომელსაც რამდენიმე წელია არავის უთმობს.მაქანიდან გადმოსვლა არ აცადეს,ყველა გარს მოეხვია და გამარჯვებას ულოცავდა. მანქანიდან სრულიად მშვიდად გადმოვიდა,გეგონება მას არ მოეგო,და არ ჩაეჯიბა საკმაოდ სოლიდური თანხმა ჯიბეში. -გიჟი ხარ შენ ძმაო,უთხრა დიტომ და ხელები მაღლა აწია ნიშნად "ღმერთო ამას გადმოხედეო" გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა,სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა,რაც გიორგის დამარცხებული სახის გამომეტყველებით იყო გამოწვეული. -აბა ავღნიშნავთ დღეს ხო ? ტაში შემოკრა ნატამ -აბა რა ტოო -ხო ისე ,სანდრო გაიცანი ეს ჩემი ბიძაშვილი თათაა,უთხრა ნატამ და თათაზე მიუთითა ვაჟბატონმა როგორც იქნა შეხედა თათას რომელიც მისი გარეგნობით აღტაცებული თვალს არ აშორებდა,გოგონას ცალყბად გაუღიმა და ხელი გაუწოდა -სანდრო ახვლედიანი,სასიამოვნა,უთხრა მოვალეობის მოხდის მიზნით და ისე რომ პასუხსაც არ დალოდებია მანქანაში ჩახტა, -აბა წავედით დღეს მე ვიხდი.თქვა სიცილით და მაქნა ისეთი სიჩქარით წავიდა თითქოს იქ საერთოდ არ ყოფილიყო.თათა კი გაშეშებული იდგა და იმ ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა რაც რამდენიმე წამის წინ გაიგო,სანდრო ახვლედიანი იმეორებდა გონებაში,ეს ხომ ის სანდრო იყო,მისი სანდრო. ასე უცებ მომინდა დამედო რამე,თუ მოგეწონათ გავაგრძელებ,თუ არადა ეგეც მითხარით და აღარ დავდებ :დ ველოდები კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.