გაცნობის საიტი -11-(დასასრული)
-დეა,დასამალი რა გვაქვს-კარებთან იდგა ის,მე კი ვტიროდი-მესმის,რომ ტირიხარ,გააღე-კარები ძალაგამოცლმა გავაღე და მის მკლავებში მივესვენე.მესმოდა ბიჭის ქოშინი და უფრო მეტირებოდა. -სანდრო,არ შემომხედო-ტრაგიკულად ვუთხარი,მაგრამ ის რის სანდრო იყო,რომ არ შემოეხედა. -დეა-სახეზე ძალით შემომხედა-ამის დედაც...ამას მიმალავდი,გოგო-თვალებში ბრაზის ნაპერწკლებმა გაუარა ბიჭს-სასწრაფოს უნდა გამოვუძახო,მანამდე ყინული დაიდე-ერთი ხელით ტელეფონზე საუბრობდა და მეორით სახეზე ყინულს მადებდა,მე კი გატრუნული ვიჯექი მის კალთაში და ცრემლებს ვიწმენდდი. -სანდრო,რას მიშველიან რო.. -უნდა გავიგოთ რამე სერიოზული ხომ არ გჭირს. -იმედია,კეხი არაა..-ჩემსას ვიმეორებდი და მის მხარს ვეყრდნობოდი. -დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება..ისე რა მოგივიდა-ცნობისმოყვარედ შემომხედა და ყინული დამიჭირა.კანკალით მოვუყევი,რაც მოხდა და ამასობაში სასწრაფოს მანქანის ხმაც გაისმა.შემამოწმეს და ვერაფერს გავაკეთებთო,ამიტომ საავადმყოფოში გადამიყვანეს გამოკვლევებზე,სანდროც თან გამომყვა.მთელი გზა აჩქარებული რუტმით სუნთქავდა,რაც არ გამომპარვია. -როგორაა?-მივხვდი,რომ გვანცა იყო. -კარგადაა-დედაჩემი მადლიერი იყო.სანდროს იმდენი მადლობა უთხრა,რომ,მგონი,ბიჭი საშინელ უხერხულობას გრძნობდა. -არაფრის-გაიღიმე გვანცამ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მხოლოდ შეშუპებაა და გადაუვლსო.უბრლაოდ ის იყო ცუდი,რომ მთელი დღე ყინულიანი კომპრესები უნდა მდებოდა და შემდეგ სამი ღამე ზურგზე უნდა ვწოლილიყავი.მე კი ძაღლულად მიყვარს ძილი და კიდევ მუცელზეც. -ახლა ვერ მაკოცებ,ცხვირზე ვერავინ შემეხება. -ისევ შემიძლია-კისკისით შემეხო ბაგეებზე სანდრო.აშკარაა,რომ ერთმანეთს ვაგიჟებთ.იმ დღეს ისეთი მზრუნველი იყო,რომ არ ვიცი..ჩემ თვალში ყველაზე მაღლა ის დგას.ვგრძნობ,რომ ეს სიყვარულზე მეტია. -უნდა გავისეირონოთ-დაიჩემა მეორე დღეს,არადა,არსად გასვლის თავი არ მქონდა,იმ დღეს ყველაფერს ვაცდი. -არ შემიძლია-თბალები დავხუჭე და ხელები ავიფარე. -ცხვირუკა-გამაჯავრა და გვერდით მომიჯდა. -სანდრო,შემეშვი.დედაჩემი დაბრუნდება მალე-მისი შეშინება ვსცადე და ფეხზე წამოვდექი. -ჩემთან წავიდეთ,ცოტა გავერთოთ. -ამ ცხვირით? -გაგივლის-თმებზე ხელი მომკიდა და მეორე ხელით თავისკენ მიმიზიდა. -კარგი-გავიღიმე და ოთახიდან გავედი.მაკიაჟით მთლად ვერ დავფარე სილურჯე,მაგრამ რაღა მაინც გამოვიდა-სულ არაფრობა სჯობს-მანტო გადავიცვი და კარებთან ავიტუზე-ხვალ აღარ მეცლება-გავაფრთხილე სანდრო და ღიმილით გავაღე კარი. -ასე არ სჯობს. -არ მჯერა,ძალიან საყვარლები ხართ,მაგრამ ის შენზე რამდენით უფროსია.. -ჰმმ..-ჩავფიქრდი-მერე რა? 25-ს მინუს 17 რამდენია?-თვალები დავძაბე და ანას დავეჯღანე. -ღმერთო,მთელი რვა წელი. -ამას შენთან არ გავარჩევ.იმედია.მეხუმრები-თვალი ჩავუკარი და ჟურნალებში დავიწყე ქექვა-ამას აშკარად ის ქალი კითხულობს დასალაგებლად რომ დადის-სიცილი ამიტყდა. -კარგი,ჰო..მაგრამ გამაცანი? მისი სურათიც კი არ გიჩვენებია,გესმის?-გაანჩხლდა ანა. -ახალ წელს ერთად შევიკრიბოთ სადმე.სადმე რა,პატარა სახლი აქვს ქალაქგარეთ და მეგობრები იქ ხვდებიან,ტბასთანაა და მაგარი პონტიაო.შეიძლება მეც წავიდე,თამუნა თუ დავითანხმე.ხომ იცი როგორ არიან ჩემი მშობლები,გადამკვდარნი არიან ამ ოჯახურ ტრადიციებს. -ოჰო,შენ თუ წამოხვალ,მეც წამოვალ,ჩემები ვერაფერს მეტყვიან.რამდენი წელია მათთან არ ვხვდები. -ოჰო,კარგია-ლამის იყო ხტუნვა დამეყო.ხასიათის უეცარ ცვლილებას თავადა ვერ ვხსნიდი.დიახ,ეს სანდროს ბრალი იყო.ჩემ სიარულს მხოლოდ ერთი სახელი ჰქონდა და ეს იყო სანდრო. -ჩემი გოგო-როგორც იქნა,მოლბა ანა. -მინდა ჩემი სახლი განახო-25-ში დამირეკა სანდრომ. -შენი სახლი? ის პატარა სახლი?-აღფრთოვანება ვერ დავმალე. მისი ვერცხლისფერი მანქანით წავედით.აი,იმ ფერით მე რომ მიყვარს და რატომ მიყვარს? იმიტომ,რომ მისი ფერია.ვაიმე,როგორი აჟიტირებული ვარ არ ვიცი..ამას როგორ ვწერ ვერ ვაცნობიერებ.ამდენი გრძენობა ერთად-ეს ხომ წარმოუდგენელია. მშვენიერი და მყუდრო ადგილი გაიშალა ჩვენ წინ.პატარა და კოხტა სახლი შიგნიდანაც გემრიელი ჩანდა.ბუხარი,ხალიჩა,თბილი დივანი,პატარა მაგიდა და ყველაფერი.რაც რომანტიკას ხდიდა. -ისე მარტო ჩვენ რომ ვყოფილიყავით აჯობებდა-წელზე ვიგრძენი მისი ხელები და მაშინვე თრთოლვამ ამიტანა. -სანდრო.რა მაცდური ხარ. -არ ვარ-შემეკამათა და ხელები ჩემ წელზე აამოძრავა.ნეტავ,იცოდეს როგორ მაბნევს მისი ასეთი ქმედება. -იცი,რა? ჩურჩხელები გავაკეთოთ.31-მდე გაშრება კიდეც,რას იტყვი?-შევთავაზე ბიჭს. -აუ,ვიყიდით-ამაში გამოაჩინა უდარდელი ხასიათი,მაგრამ ამაზე მხოლოდ გამეცინა-ისე,კარგი იდეაა-მაშინვე შეცვალა აზრი.არასდრო სგამიკეთებია,საინტერესო პროცესი იქნება,არა? -კი,აქ გავაკეთოთ შეშაზე,თორე თამუნა გამომაგდებს-ღიმილიანი სახით შევათვალიერე სანდრო და გვერდით მივუსკუპტი-რა საყვარელი ბალიშია-ხელში ბალიში ავიტაცე და გულში ჩავიკარი. -მე უფრო საყვარლეი ვარ-კალთაში თავი ჩამიდო და თითებზე მომეფერა-გენიოსი ხარ! ტყუილად კი არ მიყვარხარ!-ეს სიტყვა მისგან პირველად გავიგე,დავიბენი,მაგრამ მაინც გავინაბე და მის თმებში ხელი შევაცურე.. მეორე დღეს ისეთ ამაღლებულ ხასიათზე გამეღვიძა,რომ ლამის იყო მეფრინა..ფრთები მჭირდება-მეთქი-გავიფიქრე და ფეხზე წამოვდექი.დილის სირბილის შემდეგ,შხაპი მივიღე,გამოვიცვალე და სანდროს დავურეკე. -მზად ხარ? -კი,გამოგივლი-მანქანა გავავსეთ წვენით,თხილით და ნიგვზით. -კიდევ კარგი დარჩეულია. -ნიგოზი დედაჩემის ნახელავია,ხოლოდ თხილი ნინიკოსი. -აუ,რა საყვარელი ბავშვია-მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი და მაინც შესაშნინავი შთაბეჭდილება დაუტოვებია მასზე.ყოჩაღ,ჩემ დას! დიდი ქვაბი საიდანღაც გამოაძრო სანდრომ და კმაყოფილი სახით გამომხედა. -ეზო არ ამიფეთქო-თავი გავქნიე და ძაფზე ვანიშნე ერთად უნდა ვიმუშავოთ-ვეთქი. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ასი ჩურჩხელა გასაშრობად დავკიდეთ და ბუხრის წინ დაღლილები დავსხედით. -იმერელი ვარ,ნაღდი იმერელი-სიცილით ამბობდა და ბუხარში შეშას უკიდებდა. -რა სიუპრიზი იქნება!-ღიმილით ვთქვი და ასანთი მივაწოდე. -რამდენიმე დღეც და მოვდივარ-ანა კისერზე მეკიდებოდა.ეტყობოდა,რომ ჩემი ბედნიერება მასაც ახარებდა. -ჰო,თამუნა თანახმაა.ყველაფერი ზუსტად არ მითქვამს,მაგრა,რაც მთავარია,თანახმაა. -აუ,რა მაგარია. მეორე დღეს ყველაფერი მოვაწყვეთ,ვიყიდეთ,რაც საყიდი იყო,გავაფორმეთ,რაც გასაფორმებელი იყო და ასე შემდეგ.რაც გასაკეთებელი იყო,სახლიდან წამოიღო და ორივენი კმაყოფილები ვიყავით. -შენ რომ არა რა მეშველებოდა. -უნდა წავიდე-ფეხზე წამოვდექი.გამახსენდა.რომ ანას დავპირდი,სამზადისში დაგემხარები-მეთქი. -მე წაგიყვან-ხელი გადამხვია და მანქანის კარი გააღო-სულ გაგიქრა-ხელი ჩამომიშვა ცხვირზე და საკოცნელად გამოიწია. ყველაფერი კარგად მიდის და უცებ ბრახ! აი,რისი მეშინოდა.კარგად ხარ და უცებ შეიცვლება ყევლაფერი.ყველაფერი არა.ასეთი ტრაგიკულიც ნუ ვიქნები,მაგრამ მამაჩემს დაემართა არითმია,ისეთი რომ საავადმყოფოში დასჭირდა გადაყვანა.ეს ამბავი რომ გავიგე,კინაღამ გავგიჟდი.სახლში ახალი მისული ვიყავი,როცა ჩემი და სლუკუნებდა და თმებს აწვალებდა. -დედა წასულია-სევდიანი თვალებით შემომხედა ნინიკომ.ისე შემეცოდა,რომ გულში ჩავიკარი და თავზე ვაკოცე.მეშინოდა,მეშინოდა,ექიმების და საავამდყოფოსი.ამ უკანასკნელის გაგონებაც კი მზარავდა.მომდევნო დღეს ახალი წელი იყო,სანდროსთან უნდა წავსულიყავი და აქ..ორმაგად მწყდებოდა გული.არაფერი მახსოვდა,მხოლოდ ვიჯექი,დავყურებდი ტელეფონის ეკრანს და მოვლენათა განვიტარებას ველოდებოდი. -როგორ ხარ?-სანდრომ დამირეკა.მის ხმაში შიში იგრძნობოდა.იცოდა,რომ უნდა შევხმიანებოდი,მე კი სულ დამავიწყდა. -მამაჩემია ცუდად,საავადმყოფოში გადაიყვანეს,არითმია ჰქონდაო-ჩემმა დამ.სხვა არაფერი ვიცი,დედაჩემი წასულია და დარეკვას ვერ ვბედავ-ძლივს დავასრულე სიტყვა და ნინის თავზე თავი დავადე. -მოვალ-გადაჭრით თქვა და არც მე გადამითქმევინებია.ვიცოდი,რომ,რასაც იტყოდა,ყველაფერს ასრულებდა. ცოტა ხანში სანდრო ჩემ გვერდით იჯდა და ნინის ამშვიდებდა. -შენ დაიღლებოდი,ჩემთან გადმოსვი-მუხლზე დაისვა ნინი და ყორნისფერ თმებზე წაეთამაშა-საოცარი ბავშვია. -ნინი,სანდრო ძიას მოსწონხარ-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,რაზეც სანდრომ თვალები გადაატრიალა და ჩაიღიმა. -სანდრო,მამაჩემი ხომ კარგად იქნება?-ნინიკო იმხელა სტრესში იყო,რომ ლამის იყო გავგიჟებულიყავი. -კი,კი-ვუპასუხე პატარას და ხელი ჩავჭირე-კარგად იქნება. ღამით ვეღარ მივითმინეთ და საავადმყოფოში წავედით,სამივენი კარებთან ავიტუზეთ და შეშინებულები ვადევნებდით თვალს პალატიდან გამოსულთ.ორივე გოგოს სანდრო გვამშვიდებდა,ხან ერთს გვეხვეოდა,ხან მეორეს...მისგან ამხელა თანათგრძნობა ისე მიხაროდა და ძალას მაძლევდა,რომ ვერც კი აღვწერს.როგორც იქნა დედაჩემმა ჩვენთვისაც მოიცალა. -ნინიკო-გადაეხვია ჩემ დას და მერე მეც მაკოცა-გამარჯობა-სანდროსაც მიესალმა,მაგრამ არაფერი უკითხავს.ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. -ახლა გამოკვლევებს ჩაუტარებენ.იმედია.არ ოპერაცია არ დასჭირდება..-გაუგებრად საუბრობდა თამუნა,რომელიც ისეთი შეშინებული იყო,რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა.გადავეხვიე დედაჩემს და ცრემლები შევუმშრალე.გული მტკიოდა ასეთ მდგოარეობაში რომ ვხედავდი. ოთხ საათამდე ასე ვიყავით.ბოლოს გამოვიდა ექიმი და გვითხრა,რომ ყევალფერი სტაბიულურად იყო,მაგრამ რამდნიმე დღიანი დაკვირვება დასჭირდებოდა.მოკლედ,საავამდყოფოში უნდა დაგვეტოვებინა.ამის გაგონებაზე ტამუნას თვალები აენთო და მთელი სხეულით აკანკალდა,ნინი სიხარულისგან ტიროდა,მე კი ემოციიგან გაშტერებული ვუყურებდი ჩემ გვერდით მჯდომთა სახეებს. ნახევარსაათიანი ემოციების შემდეგ,თამუნა ფეხზე წამოდგა და ემოგვხედა ორივე შვილს. -წადით თქვენ,არავის უშვებენ და ხვალ დილას მოდით,ცოდონი ხართ. -უკვე ხუთი ხდება-ტელეფონს დავხედე და თვალები უნებლიეთ მოვხუჭე.საშინლად მეძინებოდა და თავი მისკდებოდა,ისე ცუდად ვიყავი,რომ აღარაფერი მახსოვდა,ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფიზიკურადაც მანადგურებდა. -წადით-ისევ გაიმეორა თამუნა.წასვლა არ მინდოდა,მაგრამ ნინის რომ შევხედე და მერე თამუნას,მივხვდი რა იქნებოდა მათვის უკეთესი.ვიცოდი,რომ ნინი აქ თამუნას ხელს შეუშლიდა.იმასაც ვხვდებოდი,რომ დედაჩემს მარტოე რჩივდა დარჩენა,ჩვენ ორზე რომ ეფიქრა,ალბათ,შეიშლებოდა,ამიტომ დავეთანხმე თამუნას,გადავკოცნე და გასასვლელისკენ წავედი.ნინიკო სანდროს აეყვანა ხელში და ისე მომყვებოდა უკან. -როგორ ხარ?-მანქანა დაძრა,მე ნინიკო უკან მეწვინა და თავზე ვეფერებოდი. -გაძლებაზე-თმები უკან გადავიწიე და გზას გავხედე. -მალე მივალთ-გზაზე რამდენიმე მანქანა გაჩერებულიყო,ხალხის შემაძრწუნებელი ხმები ისმოდა. -რა ხდება?-სანდროს გავხედე და შემდეგ ისევ ფანჯრისკენ გავაპარე თვალი.თვალები გამიფართოვდა და ენაზეც კი მეკბინა.აშკარად რაღაც ხდება-მეთქი-გავიფიქრე და ისევ წინ გავიხედე.სანდრო რაღაცას დაჟინებით უმზერდა. -რაღაც ხდება.მგონი,ავარია მოუვიდათ-გავიხედე და ერთი ქალი დაბლა იწვა,პირს ამოძრავებდა და ვიღაცას გაშეტრებით ადევნებდა თვალს,გვერდზე ბიჭები გარბოდნენ და შუა ხნის ქალი მისდევდა.მგონი,რაღაცას ეძახდა. -ტარება არ იციან და სად მიაქროლებენ ამ მანქანას-უკმაყოფილოდ შეავლო გარემოს სანდრომ თვალი გარემოს და შემდეგ უკან გადმოგვხედა-ხომ კარგად ხართ? -მალე წავიდეთ რა-მუდარით აღსავსე მზერა ვესროლე მას და ჩემ დას დავხედე. *** ღვითის მადლით,მამაჩემის ჯანმრთელობა არ გაუარესდა,არაფერი დაემართა.მეორე დღესვე გვითხრეს,რომ საგანგაშო არაფერი იყო,მაგრამ მაინც მიჭირდა გართობა.ძლივს დამიყოლიეს,რომ მათთან ერთად წავსულიყავი.სანდრო ყველაზე მეტად აქტიურობდა. -კარგი რა,დეა,გთხოვ.ყველაფერი კარგად იქნება-ოპტიმისტური სიტყვების გაგება მხოლოდ მისგან თუ მსიამოვნებს.ის ადამიანია,რომელსაც ჩემი მუდამ ესმის და მუდამ უნდა ესმოდეს,მაშინაც კი,როცა ეს ძალიან უჭირდა. ახალ წლის ღამემ ჩვეულებრივ ჩაიარა.განსაკუთრებული და განსხვავებული ის იყო,რომ სანდრო ჩემ გვერდით იყო ჩვენ პირველ ახალ წელს.12 საათს კოცნით შევხვდით და ეს საოცარი შეგრძნება იყო.არ მიყვარს იმაზე საუბარი თუ როგორ მიზიდავს სანდრო,როგორ მაგიჟებს და როგორი ანდამატია,მაგრამ მაგრამ ის ჩემი ცხოვრებაა...ვაიმე,როგორ ემოციებში ვარ.მიჭირს ამ ყველაფრისთვის თავის მობმა,მაგრამ ისერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელია,რომელიც ბავშვობის შემდეგ შემიყვარდა.არ მესმის მათი,ვინც სხვისი შეყვარებულისკენ აპარებს თვალს,ვინც ღალატობს საყვარელ ადამიანს და ატყუებს,მე მხოლოდ იმ თვალების მესმის,რომლებშიც მე ვჩანვარ და,რომლებშიც სიყვარულის გავარვარებული ცეცხლი გიზგიზებს.მგონია,ეს გრძნობა ნაპერწკლებად შეუგროვებია სანდროს და ამ ორ მრგვალ რაღაცაში მოუთავსებია, ბედნიერე ვარ,რომ ის არსებობს.მიყვარს ცხოვრება,რადგან ის არსებობს და რადგან მას ვუყვარვარ. მეორე დღეს ადრე გამეღვიძა.დივანზე ვეგდე ისე,რომ ასავალ-დასავალი არ მიჩანდა.საათს დავხედე და თორმეტი ხდებოდა,ხალხი შევათვალიერე და ყველას ეძინა.მათი გაღვიძება არ მინდოდა და ფეხზე წამოვდექი,ეზოში ჩავედი და თვალები მოვიფშვნიტე. „მზე დიდი ხანია,რა ამოსულა“-გავიფიქრე და გრძელ სკამზე დავჯექი.გარემო შევათვალიერე და თოვდა.ეს პირველი თოვლი იყო,წლს პირველი და განუმეორებელი თოვლი..ვგრძენობდი როგორ მეხებოდა ფანტელები და ისე მიხაროდა ეს ამბავი,რომ პატარა ბავშვივით მიფართხალებდა გული.მიკვირდა ჩემი ასეთი მდგომარეობა და თან არ მიკვრიდა-მე ხომ შეყვარებული ვარ! უეცრად ხმა მომესმა,ნაცნობი ხმა,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს,მიყვარს და მუდამ მეყვარება...დარწმუნებული ვარ,რომ,სანამ ცოცხალი ვარ,სანდროს გარდა არავინ მეყვარება,უფრო მეტიც,არავისკენ გავიხედავ..არ კი არა,ვერ გავიხედავ.ეს ის იყო,ნამძინარევი თვალებს იფშვნეტდა და მე მიყურებდა. -დეა,გღვიძავს?-გვერდით მომიჯდა და პლედი მიწილადა.ხელები მხარზე შემომაჭდო და ჰოროზონტს გახედა. -თოვს-ავხედე სანდროს და თავი მხარზე დავადე. -თავი სიზმარში მგონია,სიხარულო. -ასე რომ მომმართავ მაცინებ!-თავი ავსწიე და თვალები გავუსწორე.მისი შავი სხივები ისარივით მოდიოდა ჩემკენ..სითბო,სითბო და კიდევ სითბო...აი,რა მოდიოდა მისგან -მიყვარხარ!არ მიყვარს ამ სიტყვით თქმა,მაგრამ მიყვარხარ..უბრალოდ ზოგმა ისეთი გახადა,რომ..-პირზე ხელები მივაფარე და სიცილი ამიტყდა. -რა საყვარელი ხარ! -დეა! -თოვლი უნდა გაჭამო-ფეხზე წამოვხტი და მის მომცინარ სახეს შევხედე.გამახსენდა ის დღე,როცა პირველად ვნახე,როცა პირველად დამატყვევა მისმა მზერამ და ღიმილმა..მართლა გამაგიჟა...ის მართლაც საოცარი..თუ გგონიათ,რომ ვაზვიადებ,მოდით და ნახეთ!..სანდრო ისაა,რაც მთელ მსოფლიოს მირჩევნია.. აქამდე არ ვიცოდი რა იყო სიყვარული,რა იყო მეორე ადამიანზე ზრუნვა..ახლა ეს ყველაფერი ერთად შევიცანი..ახლა,როცა ამას ვწერ შთაბეჭდილებისა და აფექტების ქვეშ ვარ..ძალიან ვღელავ,რადგან ჩვენი ისტორია უნდა დავასრულო...რადგან მეშინია,რომ მომენატრება ის ისტორია,სადაც სანდროზე წერია...მაგრამ ეგ არაფერი სანდრო..სანდრო ხომ მყავს.. იცით,რა? ცხოვრება ამისთვის ღირს.მხოლოდ იმისთვისაც კი ღირს,რომ შეხვდები მას..რომ შევხდები და ეზიარები ბედნიერებას,დაიპყრობ მის უმაღლეს წერტილს. არ ვიცი რა ვთქვა მეტი,არ ვიცი საერთო არაფერი ვიცი..არაფერი,რადგან მისი თვალები მაბრმავებს. ბოდიში,მაგრამ ახლა უნდა დავუსვა ჩემ ისტორიას წერტილი,უნივერსიტეტში ხვალ წასასვლელი ვარ და ათასი რამ მაქვს სასწავლი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ მიყვარხართ..უბრალოდ ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული..ჩვენ სიყვარულს არ ექნება და ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ,მაგრამ...ხომ იცით ყველა საბაბს მიზეზი სჭირდებაო და ესაა ჩემი მიზეზი. ბოლო ერთ საიდუმლოს გაგიხმელთ-ხვალ საღამოს სანდროს უნა დავხვდე აეროპორტში,რამდენიმე თვის უნახავი უნდა ვნახო და გამარჯვებები ერთდროულად მივულოცო,ასე რომ,ასმაგად ვღელავ..წარმატებები მისურვეთ. __ ესეც დასასრული.იმედია,მოგეწონებათ. მიყვარხართ,ჩემო ტკბილებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.