შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოჯინა (2)


29-10-2015, 00:10
ავტორი smiley
ნანახია 2 730

-დილამშვიდობის
-დილამშვიდობის ნიკა, რომელი საათია?
-დილის ცხრა საათი პატარა
-პატარა?!
-კარგი, ერთსაც ვცდი, დილის ცხრა საათია ნუკი. როგორ გეძინა?
-თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ სულ რაღაც 3-4 საათი მეძინა,გადასარევად.
-კიდევ გაგაღვიძე?
-კი.
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-დღეს შაბათია...არანაირი გეგმა არ მაქვს, როგორც წესი, ამ დღეს მე...
-რა?
-ლაშას ვნხულობდი...
-არგვინდა არაკაცებზე ლაპარაკი, გამოგივლი დღეს და სადმე წავიდეთ
-საშინლად წვიმს
-მერე რა. მამაჩემს მანქანას ვეთხოვები
-იყოს, არ გინდა გთხოვ,არ შეწუხდე
-ნუკი, მეტყვი ნამდვილ მიზეზს რატომაც არ გინდა ჩემი ნახვა?
-ლაშას ეგონება რომ მაშინ მართლა..
-გაინტერესებს? მითხარი ლაშას აზრი გაინტერესებს?
-არ ვიცი
-მიდი ადექი,ჩაიცვი და გამოგივლი,ან თუ გინდა ნუ ჩაიცმევ.. ოპ ოპ არ გამლანძღო ვიხუმრე.
-ნიკა მე..
-მამაჩემს გავუვლი სამსახურში და გამოვალ,მიდი.
ტელეფონი გამითიშა, ძლივს ავდექი,თავი საშინლად მტკიოდა.ჩავიცვი და მისაღებში გავედი. ვარდისფერი ქურთუკი,შავი ბერეტი, შავი კაბა და შავი ბათინკები მეცვა
-რა ლამაზად ხარ დე, ლაშა უნდა ნახო?
-დედა,მე რა გთხოვე?
-არ შერიგდით?
-აღარასოდეს! გესმის?!
-აბა საით გაგიწევია დილის 10 საათზე ხომ ვერ მეტყვი?
-ხურცილავა გამომივლის
-ვინ? მამაშენის თანამშრომელი?
-ხო,დედა,50 წლის კაცს ველოდები... მაგის ბიჭი, გახსოვს ?მამას დაბადების დღეზე იყვნენ ჩვენთან...
-მახსოვს,ის მაღალი,სიმპატიური ბიჭი... მაგრამ მამამისი იძახდა შარშია სულო,არ სწავლობსო, სახლში ისე მოდის ვერც ვიგებო...
-მერე რა...
-როგორ თუ მერე რა, არ მინდა ქუჩის ბიჭებთან, „ბირჟავიკებთან“ გააბა საქმე
-ხო, სულ დამავიწყდა, შენ ხომ გიჟდები ლაშაზე
-ლაშა კარგად აღზრდილი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, თვითონაც განათლებული,ზრდილობიანი..
-ჩასაყლაპია პირდაპირ!
-რა მოხდა არ მეტყვი?
-ეგ ზრდილობიანი, ჩასაყლაპი ბიჭი უბრალოდ ნაძირალაა და მეტი არაფერი
-ნუკი,როგორ საუბრობ, იქნებ გაუგებრობაა რამე? თქვენ უკვე 2 წელია ერთად ხართ, ხშირად გიჩხუბიათ საყვარელო,მაგრამ მალევე აგვარებდით პრობლემებს..
-დედა, ლაშაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. უბრალოდ მივხვდით რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა და დავშორდით
-მეტი არაფერი?
-არა!.
ტელეფონმა დამირეკა
-ხო ნიკა
-5 წუთში გარეთ იყავი.წითელი თუ თეთრი?
-წითელი, მაგრამ რა?
-ვარდი. - მითხრა და გამითიშა.
-დე წავედი მე,მოვიდა
-საჭმელი?
-ნუ დაიწყე თავიდან, არ მიყვარს დილით ჭამა, ხომ იცი...
-შენი და სულ ჭამდა ხოლმე დილით
-ნეტავი მალე ჩამოვიდეს ლიკუნა ამერიკიდან, შენც დაისვენებ და მეც! აღარ შემიძლია, შენი და ასე, შენი და ისე... მე ვარ ნუკი და არა ლიკა, ნუკის არ უყვარს დილით ჭამა.. ვსიო წავედი!
-ჭკვიანად დე.
კიბეებზე ჩავირბინე, სადარბაზოს წინ ნიკა იდგა, მანქანას მიყუდებოდა და ხელში დიდი თეთრი ვარდების თაიგული ეკავა.სასაცილოდ იყურებოდა
-აი ეს შენ თოჯინა
-დალტონიკიც თუ იყავი არ ვიცოდი... რა საჭირო იყო ვერ ვხვდები...
-დალტონიკი-ც????ანუ კიდევ რა ვარ?
-შეშლილი, ჩხუბისთავი... როგორც ხალხი ამბობს
-წესი ნომერი პირველი, არასოდეს დაიჯერო ის,რასაც ხალხი ამბობს.
-აჰამ,და წესი ნომერი ორი?
-წესი ნომერი მეორე, დაჯექი მანქანაში სანამ სულ დასველდები!
მანქანაში ჩავსხედით
-ნიკა, მადლობა, მართლა არ იყო საჭირო, დიდად არ ვგიჟდები ყვავილებზე...
-ამის მერე გავითვალისწინებ.
-სად მივდივართ?
-სურპრიზია
-არ მიყვარს სურპირზები
-შეგიძლია ორი სიტყვით მითხრა რა გიყვარს?
-არ ვიცი.
-ზუსტად ორი სიტყვაა,მადლობა დიდი. - გაიცინა და მანქანა დაძრა. თბილისიდან გავედით
-მიტაცებ?
-შესაძლოა...
გზაში უამრავ მხიარულ ამბავს მიყვებოდა, შესანისნავ ხასიათზე ვიყავი, უკეთესს ვერც ვინატრებდი. ტელეფონმა დაურეკა
-ბატონო... როგორ არ გიცანი...მარიამი ხარ,ხო? უი ანა, კარგად შენ როგორ ხარ?.. არა იცი ახლა საქმეზე ვარ გასული ქალაქიდან.. სხვა დროს აუცილებლად გნახავ.. კი როგორ არ მახსოვს სადაც ცხოვრობ.. მმმმ..მმმ.. ხო აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა,ვეღარ გავიხსენე უბრალოდ, კარგი საყვარელო დროებით...
-ერთ-ერთი უბედური გოგო სიიდან „ნიკას თოჯინები“
-არა პატარა, წესი ნომერი სამი,გყავდეს ერთი თოჯინა თუ კაცი ხარ! ეს ერთ-ერთი გოგონაა სიიდან „ერთდღიანი კუკლიები“
-სად ვართ?
-ბაბუას ძველი სახლია, ბავშვბაში ხშირად ჩამოვდიოდით
-და ახლა ძირითადად გოგოები მოგყავს აქ ხომ?
-როგორ გამოიცანი?
-შენი ბაბნიკობის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი
-აქ ჯერ არავინ მომიყვანია, გიხაროდეს, პირველი ხარ. გთხოვთ გადმობრძანდეთ მანქანიდან.
მანქანიდან გადმოვედით, ნიკამ მანქანიდან ბევრი პროდუქტი გადმოაწყო და შიგნით შევიტანეთ. ბუხარი აანთო.
-თან ვჭამოთ, თან ვილაპარაკოთ...
-რაზე?
-მომიყევი ლაშაზე... სად გაიცანი ..
-სკოლაში, პატარები ვიყავით, მეათე კლასში, ერთად დავდიოდით მათემატიკაზე... ჭკვიანია, მეხმარებოდა, მერე ჩვენთან მოდიოდა ხშირად, ჩვენი ოჯახებიც დაახლოვდნენ, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა..
-უხუხუ..- ჩაახველა ნიკამ
-რა მოხდა?
-შეგიყვარდათ კი არა, შეეჩვიეთ ერთმანეთს..
-მაგას მგონი რომ სიყვარულს ეძახიან ნორმალური ადამიანები
-მე არ ვარ ნორმალური
-მე ვარ... 2 წელი ვიყავით ერთად, თავს მის გვერდით ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობდი, ხშირად ვჩხუბობდით, თუმცა ძალიან მალე ვაგვარებდით პრობლემებს. ლაშა და მე.. იცი მე და მას ძალიან ბევრი საერთო გვაქვს
-მაინც?
-ბუტია ვარ,ისიც...სურპრიზებს ვერც ის იტანს,სხვათაშორის... - ნიკა მიყურებდა და ლაპარაკის გაგრძელება აღარ დამაცადა უკან გადავარდა სიცილით
-ვგიჟდები ბუტია ბიჭებზე
-გეყოფა..მწყინს-ვუთხარი და მის სიცილზე გამეცინა.
-რა? ლაშას რომ დავცინი პატარა? უბრალოდ ის ბიჭია,გესმის?კაცი.. კაცი უნდა იყოს.. როგორ გითხრა.. იტოკში კაცი კაცური უნდა იყოს და არა ბუტია და რაც შეეხება სურპრიზებს, რა გაჩუქა დაბადების დღეზე?
-დათვი
- ე ტოო, ნამდვილი?
-ხო ნამდვილი - გამეცინა - დიდი საყვარელი ფუმფულა სათამაშო
-დედა რა საყვარელია... და ვსო?
-კიდევ არის რამე საჭირო?
-დიდ ფუმფულა საყვარელ სათამაშოს ნებისმიერი გაჩუქებს.. რაღაც ისეთი.. გიჟური.. კაი დაიკიდე.
-შენ?
-რა მე? - სახე შეეცვალა ნიკას
-შენ გყვარებია?
-ჰაჰაჰა - ცინიკურად გაიცინა ხურცილავამ - რომელი ერთი ამბავი მოგიყვე?
-რომელიც მართლა გყვარებია... - გაბრაზებული მივაშტერდი
-კაცის მკვლელი თვალები მომაშორეთ თუ შეიძლება.. სიყვარული.. როგორ გითხრა, ეს არის დიდი სისულელე,ალბათ
-არ გყვარებია და მაგიტომ ამბობ
-შენ რომ გიყვარდა, რა მერე?გულისტკენის მეტი... დაგრჩა რამე?
- მოგონებები - ვუთხარი და თვალებში გაბრაზებული მივაშტერდი.
-იმდენი მოგონებები მაქვს მთელი ცხოვრება გეყოფა ცოტა რომ გათხოვო - მითხრა და გაბრაზებულს მაინც გამეღიმა... ტელეფონი რეკავდა,ლაშაა.ეკრანს დავაშტერდი
-უპასუხე. - მითხრა ნიკამ უცნაური ხმით
-ლაშააა
-ეგრეც ვიფიქრე.. უპასუხე
-ბატონო
-ნუკი, სად ხარ?
-რა გინდა?
-შენი ნახვა
-რატომ? გულის ტკენა მაკლია?
-ბოდიში ნუკი, გთხოვ, არ ვიცი ვეჟომ და გუგამ მაგრად მიქარეს რა ხდება არ ვიცი გესმის?
-მესმის
-გამოგიარო?
-აღარასდროს
-რას ნიშნავს აღარასდროს
-აღარადროს ნიშნავს რომ აღარასდროს... - ბოლო სიტყვა ძლივს ვთქვი და ცრემლი წამომივიდა, ნიკა სახე ალეწილი მიყურებდა და თითებს იმტვრევდა.ტელეფონი გამოვრთე.
-გინდა რომ აღარ დაგირეკოს? -მკითხა და გვერდით მომიჯდა
-შეეშვი...
-ნუკი...პატარავ,მიპასუხე,გინდა რომ აღარ დაგირეკოს?
-ნიკა, ჩემს პირადულს მე მივხედავ, თუ შეიძლება
-არ შეიძლება.
-ბატონო??? - გაოცებულმა შევხედე
-ლაშასნაირ ბიჭებს კარგად ვიცნობ, არ შეგეშვება სანამ ვინმე ნორმალური არ დაელაპარაკება, დაველაპარაკები და საერთოდ დაიკარგება შენი ცხოვრებიდან
-ჩემს საქმეს მე მივხედავ გთხოვ.. სახლში წამიყვანე.
ნიკას მთელი გზა ხმა არ ამოუღია, არც მე ვიყავი ლაპარაკის ხასიათზე, სადარბაზოსთან დააყენა მანქანა.
-კარგად - ვუთხარი და გადმოვედი.არც დამემშვიდობა. გიჟივით მოაბრუნა მანქანა,ისე რომ მთელმა კორპუსმა გაიგო. სახლში საშინელ ხასიათზე დავბრუნდი.
-რა ლამაზი თაიგულია დე, ხურცილავას ბიჭმა გაჩუქა?
-ნიკა ქვია, და კი, მან მაჩუქა
-ახლა რაღა მოხდა?
-არაფერი დე,დასვენება და მარტო ყოფნა მინდა.
ოთახში შევედი. რა უნდა ნიკას ჩემგან?რატომ მქცევა ასე თბილად..იქნებ... არა,არ ვუყვარვარ.. მან იცის რომ მე ლაშა... მიყვარს?! მიყვარს თუ მეზიზღება? რა უნდა დავარქვა გრძნობას.. როდესაც გინდა მისი ხმა გაიგო, გინდა დაგირეკოს, მაგრამ როდესაც ეს ხდება.. მისი ხმა გეზიზღება, გინდა რომ აღარასოდეს გაიგო მისი სახელიც კი. საერთოდ რა ხდება ჩემს თავს, მე ხომ ყველაზე წყნარი ცხოვრება მქონდა,არ მინდა რომ ყველაზე წყნარი ცხოვრება დიდ ქაოსში გადაიზარდოს. დამეძინა.
დილით,(უფრო სწორად,შუადღით) 1 საათი იყო რომ გავიღვიძე,ტელეფონზე არანაირი შეტყობინება.რა მოსაწყენია ცხოვრება. სამზარეულოში ზლაზვნით გავედი,ძალიან მშიოდა.
-მამას გოგო,როგორ ხარ?
-ვა მა,სახლში ხარ?ჰოი საოცრებავ..
-დილამშვიდობის დე,როგორ გეძინა?
-უკეთესად არც შეიძლება... ჩაი მინდა რა დე...
-ახლავე
-ლაშას მამამ დამირეკა. -დაიწყო მამამ
-რა ხდება? - ჩემი გულის ცემა მესმოდა
-ლაშა სახლიდან წავიდა
-რას ქვია ლაშა სახლიდან წავიდა?
-დამირეკა და მითხრა ნუკიმ ხომ არ იცის სადააო, გუშინ ღამე სახლში არ მისულა ლაშა
-მე და ლაშა ერთად აღარ ვართ მამა
-დაურეკე,იქნებ შენს ზარს მაინც უპასუხოს.
ოთახში შევედი, ტელეფონი ავიღე და შეშინებულმა ლაშას დავურეკე.
-გისმეენთ.. -ტელეფონზე გოგონამ მიპასუხე საშინლად გამაღიზიანებელი ხმით,ხმა ვერ ამოვიღე - ალიოოოო...გიისმეენთ...
-ვინააა? რატომ პასუხობ ჩემს მობილურს - მოისმა ლაშას ხმა.ტელეფონი გავთიშე.
აზრზე ვერ მოვედი, 2 წუთი არ იყო გასული ტელეფონმა დარეკა,ლაშაა..
-გისმენ
-მისმინე.. ეს.. ხომ გესმის.. მე უბრალოდ.. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და დამშვიდება მჭირდებოდა..
-ყველაზე მეტად ჩეურაცხყოფილი და გაბრაზებული მე ვარ ლაშა, მეც უნდა წავსულიყავი და ვინმესთან დავწოლილიყავი?
-შენ ხო არ გარეკე?
-კიდევ მე გავრეკე? მისმინე, მე მიყვარდი, მართლა მიყვარდი მაგრამ ბრავო! შენ შეძელი და თავი შემაზიზღე, ერთად ვეღარ ვიქნებით, ვეღარასდროს...
-ეგრე გინდა?
-კი,მინდა!
-კარგი ნუკი, კარგად...
ლაშა ყოველთვის მეუბნებოდა რომ ჩვენს სიყვარულს წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგებოდა.. ოხ ეს სიტყვები, არაფრის მაქნისი სიტყვები, ამ წამიდან მივხვდი რომ საკუთარი თავისაც კი აღარ უნდა სჯეროდეს ადამიანს, მხოლოდ საქციელით შეიძლება ყველაფრის დამტკიცება. მთელი დღე ისე გავიდა ნიკას არც დაურეკავს, თითქოს რაღაც მაკლდა, ტელეფონს მზერას არ ვაცილებდი, ვფიქრობდი რომ დარეკავდა...მაგრამ...
მომდევნო დილა ჩვეულებრივად დაიწყო, უნივერსიტეტში დავაგვიანე,ეს წყეული საცობები! დღეს წესით ნიკაც უნდა მოვიდეს,მაგრამ ის არ დაანგრევს „მაგარი ბიჭის“ სტერეოტიპს და 2 საათი ლექციაზე არ იჯდება,რა თქმა უნდა. მთელი დღე არ გამოჩნდა,უკვე ვნერვიულობდი, მინდოდა დამერეკა,მაგრამ არა! მას ხომ დღეში 10 ჩემნაირი გოგო მაინც ურეკავს და თავს აბეზრებს. რა საჭიროა ეს ყველაფერი,თუნდაც დარეკოს..ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა...უნივერსიტეტში თვალი სანდროს მოვკარი და ავედევნე. სანდრო ის ბიჭია ლაშას და ნიკას სასტავს ვისი დის გამც აქვთ დაპირისპირება.
-სანდრო...
-ვა,ნუკი- თქვა და უხერხული მზერა ვიგრძენი
-როგორ ხარ? -შევეცადე არაფერი შემტყობოდა
-ნიჩევო.. შენ?იცი გავიგე შენი და ლაშას ამბავი და..
-იქნებ ამიხსნა რა ხდება?
-რაზე ამბობ?
-კარგად იცი რაზეც.. ვეჟო და გუგა ამ ამბავში ტყუილად არ ჩაერეოდნენ და იცი, რატომღაც ეჭვი შენზე მაქვს.. შენ ხომ ვერ იტან ნიკას..
-ვინაა ნიკა
-ნუ გამოიშტერებ თავს,ეგ შენ ისედაც არ გაკლია, ხურცილავაზე ვამბობ
-და რაში მაწყობდა შენი და ლაშას დაშორება?
-ჩემი და ლაშას დაშორება არა, ვინმე გჭირდებოდა ვისაც გაამწარებდი და ხურცილავას წინააღმდეგ განაწყობდი, ვიცი რომ სწორედ ხურცილავა იჯდა საჭესთან როცა შენი და მოიტაცეს. შენ კი, ვწუხვარ,მაგრამ საკმარისი გამბედაობა არ გაქვს ხურცილავას ბიჭებთან დასაპირისპირებლად..
-ნუკი ნუკი.. ერთი წამით.. იცი მაინც რას ბოდავ?
-ბოდიში რომ 2 წუთი უაზრობების ლაპარაკში დაგაკარგვინე,მაგრამ სხვა ვერსიები უბრალოდ არ მაქვს.კარგად სანდრო და იცოდე რომ სხვისი ცხოვრების გაუბედურება შენს ცხოვრებას სულაც არ გახდის ბედნიერს.
პასუხს აღარ დაველოდე და გამოვბრუნდი, საღამო იყო, მშვიდი, ისეთი როგორიც სემოდგომის ლამაზ დღეს შეეფერება. მივუყვებოდი ქუჩას და ათას სისულელეზე ფიქრის ნაცვლად ხალხზე ვფიქრობდი, ხალხზე რომელიც ქუჩაში ირეოდა, და რა საინტერესოა ცხოვრება... ყველა სადღაც მიიჩქარის, ყველას აქვს სადარდებელი, ბედნიერი არავინაა,საერთოდ არავინ... ჩემს გვერდით მანქანა გაჩერდა
-ეი, თოჯინა, საით გაგიწევია?
-ნიკა, შემაშინე
-ვიღაც გარყვნილი მანიაკი გეგონე, რომელიც მანქანით დადის და ქუჩაში უგზოუკვლოდ დაკარგულ გულგატეხილ გოგოებს მანქანით იტაცებს,ხო?
-ხო, რაღაც ეგეთი - დღეს პირველად გავიღიმე
ხოდა არც შემცდარხარ,დაჯექი
მანქანაში ჩავჯექი. და მაინც, რატომ ვენდობოდი ამ ბიჭს ასე ძალიან.
-საით?
-სადაც თოჯინა იტყვის...
-სახლში..
-შემახსენე ბოლოს რომელი წესი გითხარი?
-თუ არ ვცდები, წესი ნომერი სამი...
-მაშინ, წესი ნომერი ოთხი,არ დაუჯერო თოჯინას. ახლა ჩვენ მივდივართ ერთ ძალიან კარგ ადგილას.
-მეგონა აღარ მნახავდი
-რატომ?
-ბოლოს ისე წახვედი რომ...
-ხო,არ მიყვარს დამშვიდობება
-მაგაზე არ ვამბობ რომ არ დამემშვიდობე.. არა მაგაზეც ვამბობ,მაგრამ...
-ოქროს წესი - დაიკიდე.მე საშინელი ხასიათი მაქვს..
-არ გეტყობა, შენ.. შენ..ძალიან მხიარული ხარ
ნიკას სასიამოვნო ღიმილმა გადაკრა სახეზე. არაფერი უთქვამს.
-ჩვენ რა ბოულინგის სათამაშოდ მოვედით?
-კი,ვიცი რომ გიჟდები ბოულინგზე...
-აფერისტო! მე არც კი ვიცი..
-ისწავლი.
მთელი საღამო ნიკა ცდილობდა ჩემთვის ბოულინგის თამაში ესწავლებინა,მაგრამ უნიჭო გამოვდექი
-არაუშავს,კიდევ მოვიდეთ
-ნიკა
-რაო პატარავ
-მადლობა
-რისთვის? - გაოცებულმა შემომხედა
-ამ დღისთვის.
-არაფრის.
-რაღაც მაინტერესებს
-კი,ლაშა ვნახე
-სწორად მიხვდი რაც უნდა მეკითხა.მერე?
-მერე... გახსოვს რომ გითხარი არაკაცია-მეთქი?
-მახსოვს
-უარესია,უბრალოდ გოგო ხარ და ვერ ვიტყვი, თან მითუმეტეს შენნაირ გოგოსთან, მისმინე, ნუ მიყურებ ასეთი სახით, უბრალოდ ის არაა შენი ღირსი,გესმის?
-შენი აზრით, რა მოხდა? გუგამ და ვეჟომ რატომ მოიგონეს ეს ყველაფერი?
-ჩემი აზრით,სანდრო..
-შენც ეგრე ფიქრობ? - გამიხარდა რომ ნიკაც ჩემნაირად ფიქრობდა და მოუსვენრად შევხედე
-სანდროს დაზე და ჩემს ძმაზე იცი ხო სავარაუდოდ?
-კი,რომ მოიტაცეთ..
-მოვიტაცეთ? გოგო მანქანაში ჩაგიხტეს და წამიყვანეთო ყვიროდეს,მაგას მოტაცება ჰქვია? ისე კი, ჰქვია მოტაცება, გოგოს მხრიდან მოტაცება..
-რააა??? -გაოცებულმა შევხედე
-ხო, და მაგ გოგოს გამო ჩემი ძმა ახლაც ციხეშია, 1 წელი და გამოვა და მერე..
-რა მერე?
ნიკას სახე შეეცვალა,ცივი მზერით მიყურებდა
-ნიკა, რააა მერე?
-ეს უკვე ჩემი ძმის პირადულია, დაივიწყე. სანდროს ერიდე,კარგი?
-მე დღეს..
-რა დღეს?
-სანდროს ველაპარაკე.ვუთხარი რომ ვიცი ამ ყველაფრის უკან ის დგას
-ყოჩაღ,რა ჭკვიანური საქციელია. მეორედ ეგრე აღარ მოიქცე,კარგი?
-კარგი.
-მპირდები?
-გპირდები.
-აი ახლა კი წავიდეთ სახლში.



№1  offline წევრი Natalo

კარგიაა!!ძალიან კარგი!!ხურცილავა მაგარი ტიპია!გააგრძელეე და არ დააგვიანო! ;დ❤❤

 


№2  offline წევრი marisa

ხო, სხვებთან შედარებით და ამ სამ კაცში ხურცილავა მართლა გამორჩეულია! ნუ, უფრო ბევრია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მაინცდამაინც. ლექსიკა შეეცადე, რომ უფრო დახვეწო. დანარჩენი, იდეები კარგი გაქვს.

უბრალოდ, რამდენიმე პრეტენზია მაქვს. 1) არ ვიცი, "კაცური კაცი" რას ნიშნავს. 2) როცა ადამიანთან სექსი არ გაქვს, ვერ მოთხოვ წლები გაძლოს ასე.
ბოულინგი ძალიან მიყვარს :))) love

 


№3 სტუმარი nino k.d.

კარგია მალე დადე.

 


№4  offline წევრი smiley

Natalo
კარგიაა!!ძალიან კარგი!!ხურცილავა მაგარი ტიპია!გააგრძელეე და არ დააგვიანო! ;დ❤❤

ყველანაირად ვეცდები ამ შუალედური გამოცდების ჟამს წერასაც დავუთმო საჭირო დრო :დ <3 მადლობა რომ მოგწონს ^_^

marisa
ხო, სხვებთან შედარებით და ამ სამ კაცში ხურცილავა მართლა გამორჩეულია! ნუ, უფრო ბევრია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მაინცდამაინც. ლექსიკა შეეცადე, რომ უფრო დახვეწო. დანარჩენი, იდეები კარგი გაქვს.

უბრალოდ, რამდენიმე პრეტენზია მაქვს. 1) არ ვიცი, "კაცური კაცი" რას ნიშნავს. 2) როცა ადამიანთან სექსი არ გაქვს, ვერ მოთხოვ წლები გაძლოს ასე.
ბოულინგი ძალიან მიყვარს :))) love

მადლობა შენიშვნებისათვის,გავითვალისწინებ <3

 


№5  offline წევრი ფისო

ვგიჟდები ^_^

 


№6  offline წევრი smiley

ფისო
ვგიჟდები ^_^

love

 


№7  offline წევრი ფისო

მაღირსებ მესამე თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent