შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (4 თავი)


30-10-2015, 11:06
ავტორი murachashvili
ნანახია 3 119

მეოთხე თავი
- თამრო, არ თხოვდები? – მკითხა უცებ მე.
- არა, ჩემი პრინცი არ გამოჩენილა.… - ხუმრობა ვცადე.
- ზოგჯერ პრინცი შეიძლება ახლოს იყოს და ვერ ამჩნევდე, უბრალო მწყემსი გეგონოს, მთავარია გომბეშოში პრინცის შემჩნევა შეძლო.
- დღევანდელ ცხოვრებაში აღარ არიან გომბეშოდ გადაცმული პრინცები, გომბეშო - გომბეშოა, პრინცი კი - პრინცი, სამწუხაროდ აღარც პრინცესები არსებობენ.
- ჩემთვის ისევ არსებობენ, მთავარია გჯეროდეს.. – ჯიუტად მიპასუხა მე.
- რა ვიცი, ღმერთმა ქნას, ეტყობა მე არ შემხვედრია.… შენ ცოლი არ მოგყავს?
- არა,… არავინ მომყვება…- გაეცინა მას. მეც გამეღიმა. – ალბათ შენც პრინცესას ელი.
- რა ვქნა? ვინც მომწონს, მას - არ მოვწონვარ, ვისაც მე მოვწონვარ, მე არ მომწონს.…
- დიდ გაურკვევლობაში ყოფილხარ!. - გამეცინა მე.
- ასე გამოდის. ვინმემ რომ მოგიტაცოს, რას იზავ?! – უცებ დასერიოზულდა. მისი კითხვა მეხამუშა.
- არა მგონია, ვინმეს უნდოდეს ცოლი, რომელსაც არ ეყვარება.
- მას თუ საკუთარ თავზე მეტად ეყვარები?
- თუ ვეყვარები, არც ასეთი ტკივილისთვის გამიმეტებს.
- იქნებ მერე შეგიყვარდეს?
- მერე?! - გამიკვირდა მე - როდის მერე?! როგორ ფიქრობ, შეიძლება იმ კაცის შეყვარება, მასთან ყოფნას ძალით რომ მაიძულებს? მე სხვაგვარად ვფიქრობ, ნებისმიერ კაცს შეუძლია ქალს შეაყვაროს თავი.
- მართლა?!
- რა თქმა უნდა, ქალს ბევრი არ ჭირდება:… ყურადღება, ყვავილები, სუნამო.… თუ სწორად მოიქცევა ნებისმიერ ქალს შეიძლება შეუყვარდეს კაცი, რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ.… ძალადობა სულაც არ ჭირდება და თუ იმდენად უნიათოა, რომ თავი ვერ შეაყვარა, მაშინ არც ასეთ ოჯახს ექნება ფასი.
იგი გაჩუმდა, ცოტახანს დუმდა.
- შეიძლება მართალიც იყო,… არაა გამორიცხული, მაგრამ არის ზოგიერთი ქალი, რომელიც მაგ კრიტერიუმში არ ჯდება.
- ეგ გამონაკლისია, თუმცა როგორ ფიქრობ, თუ ასე ვერ “შეაბი”, ძალით დაგნებდება?!
- არ ვიცი, იქნებ მართალიც იყო.. მე უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებდა, მოტაცებაზე რას ფიქრობდი.
- ყველაფერი მარტივადაა, თუ მომიტაცებს, ესე იგი ის ადამიანი არ მიყვარს, მე კი თუ არ მიყვარს, მასთან ცხოვრებას ვერავინ მაიძულებს. მაინც არ გავჩერდები, თუ ასეთი ტკივილისთვის გამიმეტებს, მაშინ მეც - ბოლომდე გავიმეტებ, როგორც შევძლებ ცხოვრებას გავუმწარებ. ან რად უნდა ცოლი, თუ გვერდში წოლისას ქალმა სხვაზე იფიქრა?
- ზოგი რისკავს.
- ასეთ რისკს ვერ გავამართლებ, ყველაფერს რომ თავი დაანებო, უჩხუბარი ოჯახი არ არსებობს, როგორ ფიქრობ ცოლი ქმარს მაგას არ გაუხსენებს? ხომ ეტყვის, ძალით მომიყვანეო?
- იქნებ არ ჩხუბობენ?! – გაეცინა მას.
- უჩხუბარი ცოლ-ქმარი არ არსებობს. - ისევ ჯუტად ვიმეორებდი მე.
- ალბათ მართალი ხარ, მაშინ ჩემი საშველი არ ყოფილა! – ამოიოხრა მან. მისი ხმის ტონზე ხალისიანად გამეცინა.
- შენ რა გჭირს სამაგისო? გაფიცებ, ვინ გიყვარს ასეთი? გიწუნებს?
ეტყობა ამ კითხვას არ ელოდებოდა, დიდხანს მიყურა, ხმა არ ამოუღია. ამოიოხრა და სულ გაჩუმდა.
- მე მგონი რაღაცა გაწყენინე და ვერ მივხვდი. – ვუთხარი მისი სიჩუმით შეწუხებულმა.
- არა, ვფიქრობდი. დასანანია, მე და შენ კარგი წყვილი ვიქნებოდით.
მის ნათქვამზე გულიანად გამეცინა: - კი ვიქნებოდით. - დავეთანხმე მე - ერთმანეთს 5 წელიწადში ერთხელ ვნახავდით. შენ იქეიფებდი ძმაკაცებში და მე ვიქნებოდი ძროხებსა და ღორებს შორის.
- რატომ, გგონია უინტერესო ცხოვრება გვექნებოდა?! არა მგონია. ერთად კარგად ვიქნებოდით. მე არ მოგაწყენდი.
- არ ვიცი, რატომღაც მაგა საკითხზე არ დავფიქრებულვარ. შენ ხომ არც კი მიცნობ, რა იცი ჩემი ცხოვრების შესახებ, იქნებ ვინმე მიყვარს კიდევაც?
- ვინმე? მართლა?! – შეცბა იგი.
- არა, არ მიყვარს. მაგრამ არც შენ მიყვარხარ.
- თუ სწორად მოვიქცევი?! – ჩემი ნათქვამი შემახსენა.
- მე ეგ ზოგადად გითხარი, ჩემი თავი არ მიგულისხმია. – ვიცინოდი მე – ჩვენგან კარგი მეგობრები გამოვიდოდა, ცოლისა და ქმრისა კი რა გითხრა. მე მაინც მგონია, რომ ჩემისთანა ქალი არ გამოგადგება, აქაურ მძიმე ცხოვრებას, აქ გაზრდილი ვერ უძლებს, მით უმეტეს მე.
- მე რომ წამოვიდე?
გამეღიმა: – წამოსვლა რომ გდომებოდა, აქამდე წამოხვიდოდი. შენ აქ გინდა ცხოვრება.
- თუ მეცოდინება, რომ ჩემთან იქნები, სადაც მთხოვ იქ წამოვალ.
- მე არაფერს არ გთხოვ და არც დაგპირდები. არ მიყვარხარ და ეს იცი. დღეს გამოჩნდი, გავა წლები... შემდეგ მოხვალ ან არ მოხვალ. ჩემგან, ნუ ითხოვ იმას რასაც თვითონაც ვერ შეასრულებ. ვერ უარვყოფ, აღარ ვჩხუბობთ, ეტყობა “გავიზარდე”, მაგრამ ის რომ წყნარად ვლაპარაკობთ, არ ნიშნავს, რომ მიყვარხარ.
- ეს შენ გგონია, რომ წლები არ გნახულობდი. შენი ყოველი ნაბიჯი ვიცი, შენს მეგობარს ვიცნობ.. ბევრჯერ ჩამოვსულვარ თბილისში, მიტრიალია შენთან ახლოს.
- რას აკეთებდი, ეხლა ვიგებ. ჩემთვის ეს წლები დაკარგული იყავი. მოსვლა არ ამიკრძალავს შენთვის, ეგ შენი პრობლემა იყო და არა ჩემი.
- ვერ მოვიდოდი. ვიცოდი, რომ ზუსტად ისე მეტკინებოდა, როგორც ეხლა მტკივა. – ისეთი ხმით თქვა, რომ შემეცოდა.
- რა გითხრა? ჩემი ბრალი არაა, თუ ჩვენთან ყოფნა გინდა, მოდი! ყოველ საღამოს კოცონს ვანთებთ და ვერთობით, ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები. მეტს კი ნუ მომთხოვ.
- გეხვეწები, არ მიმატოვო. გთხოვ!
- შენთან არც ვყოფილვარ და როგორ მიგატოვებ?! – ძალიან შემეცოდა, ამ სიტყვებს რომ ვეუბნებოდი. თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ ეხლა ამ შეცოდების, თუ სინანულის გამოხატვა შეიძლება სანანებელი გამხდომოდა. უნდა ვაღიარო, რომ მსიამოვნებდა მისი სიტყვების მოსმენა, თითქოს ამდენი ხნის უყურადღებობით შელახული თავმოყვარეობა დავიკმაყოფილე. ჩემი თითოეული სიტყვა, ვგრძნობდი როგორ ტკივილს აყენებდა, მინდოდა სხვა რამ მეთქვა, თუნდაც ის, რომ ამდენი წლები ველოდი მის გამოჩენას, ყოველ ზაფხულს იმედი მქონდა, რომ მოვიდოდა, მაგრამ ამაოდ. ის არ ჩანდა, ეხლა კი, ეხლა იქნებ არც იყო გვიანი, მაგრამ არ ვიცი რას ვგრძნობდი. დავიბენი, რატომღაც ვარჩიე ეფიქრა, რომ მის სიყვარულს შანსი არ ქონდა, ეს განზრახ არ ჩამიდენია, მაგრამ არც ჩემი სიტყვების უკან წაღება არ მინდოდა.
ბევრი, რომ არ გავაგრძელო მდინარეზე მალე ჩავედით და გიორგი წავიდა.
იმ საღამოს კი ჩვენთან მოვიდა, ჩემს მეგობრებთან გაშინაურება არ გაუჭირდა, იქაურ ადგილებს ჩვენზე ბევრად უკეთესად იცნობდა, მათაც მეტი რა უნდოდათ, ხან სათევზაოდ დადიოდნენ და ხან saლაშქროდ.

გოგოებს შევატყვე, რომ მოეწონათ, უნდა ვაღიარო, რომ არც გიორგის ეტყობოდა მათ მიმართ გულგრილობა. ცოტა არ იყოს გავბრაზდი, ვერ გეტყვით ეს რა გრძნობა იყო, ეჭვიანობა თუ შებღალული თავმოყვარეობა. თუმცა ვცდილობდი, რომ უგუნებობა შესამჩნევი არ ყოფილიყო, მით უმეტეს გიორგისთვის.
- შენი მეგობარი თიკა, რამდენი წლისაა? – მკითხა მან ერთ საღამოს, როცა კოცონის გარშემო ვიყავით შეკრებილები.
- 24-ის. რატომ მეკითხები?
- ისე, დამაინტერესდა. – სიტყვის ბანზე აგდება სცადა -ცოტას ეჭვიანობ?
გამეღიმა: - არა, თიკაზე არასოდეს ვიეჭვიანებ, ვიცი რა ტიპიცაა.
- ჩემზე?
- ეჭვიანობენ ახლობლებზე, შეიძლება დაქალზეც... - სიტყვის ბანზე აგდება ვცადე.
- მე კი მომეჩვენა, რომ ეჭვიანობდი, და თანაც მაგრად. – იღიმებოდა და იმდენად კმაყოფილი სახე, ქონდა, რომ მივხვდი ამ ყველაფერს ჩემს გასაბრაზებლად აკეთებდა. გავცხარდი, ვერ მოვიფიქრე რა მეპასუხა და ისევ გაჩუმება ვარჩიე. ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, ემოციის აყოლით შეიძლება თავიც გამეყიდა - იცი ზოგჯერ რას ვფიქრობ? ჩემთან მარტო დარჩენის გეშიანია!. - ჯიუტად აგრძელებდა გიორგი.
- მე?! – გამიკვირდა.
- კი, შენ. თითქოს მერიდები, ცდილობ შენს მეგობრებს ვეკონტაქტო. ოღონდ ვერ ვიგებ, რატომ? კი, ბატონო, შენ თუ ასე გირჩევნია, მე არ შეგეწინააღმდეგები.
- არ ვიცი, ასე რატომ ფიქრობ. შენი ნამდვილად არ მეშინია. გეჩვენება. – ვიუარე მე.
ჩაეღიმა: – კარგი, იყოს შენებურად. მაინც ვერ ვხვდები, ყველაფერს რატომ ართულებ?!
არაფერი ვუპასუხე.
ჩვენი ურთიერთობა ჯიუტი ბავშვების თამაშს დაემსგავსა. აღარ ვჩხუბობდით, მაგრამ ვერც დავზავდით. ერთმანეთის უპირატესობების აღიარება გვიჭირდა, ჩვენს ურთიერთობას ერთი თავისებურება ახასიათებდა, მისი მხრიდან მუდმივად უსაზღვრო მოწიწებას ვგრძნობდი. თითქოს მისთვის ქალი კი არა, პატარა თოთო ბავშვი ვიყავი. მისი მზრუნველობის შემყურეს მეღიმებოდა, ეს იმდენად ჩვეულ ამბად მიმაჩნდა, რომ როცა გოგოებმა მკითხეს: - რა არის, ასეთ დიდ ყურადღებას რატომ გაქცევსო? – გამიკვირდა.
- ასე არ უნდა იქცეოდეს?. რა არის ამაში განსაკუთრებული?!

მივეჩვიე მუდმივად მის გვერდით ყოფნას და თუ არ ჩანდა, თვალში რაღაც მაკლდა, გამოჩნდებოდა თუ არა მეც შინაგანად ვმშვიდდებოდი. მაგრამ ამის იქით არ მივდიოდით. სიყვარულზე ხმას აღარ იღებდა. გარეგნულად კარგ მეგობრებს ვგავდით.
- რაღაც მინდა შემოგთავაზოთ, თუ დამეთანხმებით. - გვითხრა ერთხელ მან – არაგვის შესართავთან “მეჯომარდეთა” ჯგუფია. აქვთ ნავები, ცხენები, კვადროციკლები. სტარტს ჩარგლიდან იღებენ, მოუყვებიან არაგვის ხეობას და ჟინვალ გესის შესართავთან სრულდება, თუ თანახმა იქნებით, შეგვიძლია კრუიზი დავგეგმოთ არაგვის ხეობაში.

მისი წინადადება ყველამ აიტაცა. შამფურების მზადება დაიწყეს, ბუნებაში ხომ მწვადიც მოუნდებოდათ. ჩუმად ვიჯექი და სამზადისში არ ვერეოდი, მაინტერესებდა გიორგი რას გეგმავდა, თუმცა მის სტრატეგიას ვერ მივხვდი, რამდენიმე გოგოსთან ერთად თხილის ხის ტოტებისგან შამფურებს ამზადებდა და მხიარულად იცინოდა. გოგონებთან მის ფლირტაობასა და ხუმრობებზე, უნდა ვაღიარო გავბრაზდი კიდეც. ვუმზერდი და სიბრაზე უფრო და უფრო მემატებოდა. მივხვდი, რომ ამ პიკნიკზე წასვლა, სასიმოვნო დროისტარებას არ მპირდებოდა. რამდენიმეჯერ გამომხედა, ჩუმად მაკვირდებოდა და შევნიშნე, რომ ჩემი რეაქციით ძალიან კმაყოფილი იყო.
- ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე რა შუაში ვარ?! მოსწონთ და მოსწონდეთ… სიკეთეში მოიხმაროთ, მე მაინც არ მომწონს. – ვამბობდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ მეგობრები საძაგლად მღალატობდნენ, ხომ იცოდნენ რომ გიორგის მოვწონდი, მას მაინც არ უნდა გაპრანჭვოდნენ. ან გიორგის ქცევას რა ერქვა? კაცმა რომ კითხოს ვუყვარვარ, ამ დროს კი ჩემი თანდასწრებით, სხვებს ეარშიყება?!”- სადილისთვის ხახვს ვჭრიდი და თან ვფიქრობდი, იმდენად შემეცოდა თავი, რომ თვალებიდან ცრემლებიც კი წამომცვივდა.
- რა გატირებს?! – მოულოდნელად მკითხა გიორგიმ, რომელიც უკნიდან ისე დამდგომოდა თავზე, რომ ვერ დავინახე.
- მწარე ხახვია. – დავაბრალე ჩემი ცრემლები ხახვს.
- ააა, ისეთი სახე გქონდა ვიფიქრე ვინმემ გააბრაზა მეთქი. – ეს ისეთი უწყინარი ტონით მითხრა, რომ გავვოცდი, ბოლოსდაბოლოს უტიფრობასაც ხომ უნდა ქონოდა ზღვარი.
არაფერი ვუპასუხე: - „ალბათ ასეც უნდა იყოს!“ - ვფიქრობდი მე. – „მაგრამ რატომ მტკივა ასე?! ნუთუ ნორმალურია, მამაკაცს ქალი უყვარდეს და მის წინ სხვას ეკეკლუცებოდეს“.
ისიც კი გავიფიქრე, რომ ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა. მის კმაყოფილ სახეს ვუმზერდი და ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი. ყველაფერმა იმდენად გამაბრაზა, რომ ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე, საერთოდ არ წავიდოდი ამ უაზრო პიკნიკზე, მით უმეტეს რომ ცურვა არ ვიცოდი. შემდეგ ვიფიქრე, რომ ამით შეიძლება ჩემი გრძნობები გამეყიდა, რითიც ძალიან დიდ სიამოვნებას მივანიჭებდი “ზოგიერთს” და გადავიფიქრე.
ასე იყო თუ ისე, გართობის განწყობა ნამდვილად არ მქონდა. მეჯომარდეთა ჯგუფი ჩარგლიდან ეშვებოდა და ჟინვალ გესამდე ჩადიოდნენ, ულამაზესი იყო ფშავის ხეობა, არაგვზე გაჭიმული ბეწვის ხიდებით, ნაპირებზე ბავშვები ბანაობდნენ და ნავების დანახვაზე გახარებულები ხელს გვიქნევდნენ.
საღამოს წყლის ნაპირზე კოცონი დავანთეთ. თბილი ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგვნათოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ავწევდი ხელს და ვარსკვლავს მოვწყვეტდი. ბიჭები სამწვადეს ამზადენდნენ, გოგოები ხილს რეცხდნენ. მე წყლის ნაპირზე ვსეირნობდი. ძალიან მიყვარდა დაგუბებული ჟინვალის ყურება, მთების სიმწვანე წყალში იკარგებოდა, ლივლივებდა წყალი, ლივლივებდა და ისეთ გრძნობას ტოვებდა, რომ გარშემო მხოლოდ წყალი იყო, წყალი და მე.
Dდღემდე ასე ვარ, შემიძლია უსასრულოდ ვუმზირო წყალს. გამოვერიდე მეგობრებს და ნაპირზე ჩამოვჯექი, სასიამოვნო სიმშვიდემ მომიცვა. ვიჯექი ასე წყნარად. უცებ სიცილის ხმა მომესმა. გვერდით გავიხედე, გიორგი და თიკო მოდიოდნენ, დარწმუნებულნი რომ მათ გარდა არავინ იყო, გოგონა ეხუტებობა, გიორგი სახეზე ეფერებოდა, ერთმანეთს კოცნიდნენ და ეალერსებოდნენ.
შემრცხვა, თითქოს სხვის პირად ცხოვრებაში შევძვერი, იქ სადაც ჩემი ადგილი არ იყო. ისინი მე ვერ მხედავდნენ, ისე იყვნენ ერთმანეთის ალერსით გაბრუებული, რომ ჩემი იქ ყოფნა არც შეუმჩნევიათ, ვერ აგიღწერთ ჩემს რეაქციას. გავვოგნდი. მათი უზნეობით გავღიზიანდი. აქამდე მჯეროდა, რომ გიორგი გოგონებს მხოლოდ იმიტომ ეფლირტავებოდა, რომ მე გავეღიზიანებინე. ეხლა კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მიღალატეს. თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. ჩუმად წამოვდექი და მათ გამოვერიდე.
ძნელია ზუსტად იმ ემოციის გამოხატვა რას ვგრძნობდი, შეურაწყოფილიც ვიყავი, მოტყუებულიც, თითქოს მეგობარმაც მიღალატა, უცებ ჩემში რაღაც “მოკვდა”, ამ მდგომარეობას ერქვა ტკივილიც, წყენაც. ცეცხლთან ჩამოვჯექი და თვალებიდან ცრემლებიც წამომცვივდა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მგონი შეუყვარდა . თავმოყვარეობა შეულახეს.
დასკვნები არ გამომაქვს. ალბათ გიორგიმ იცოდა სადაც იყო

 


№2 სტუმარი სტუმარი მარინა

არ აღიარებს,მაგრამ მგონი მასაც უყვარს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent