მამაკაცი სიზმრიდან(თავი 2)
ერთი კვირა გავატარე მასზე ფიქრებში.თავს დავცინოდი,მაგრამ მაინც მხნედ ვიყავი.არც მისი სახელი ვიცოდი და არც გვარი,არაფერი ვიცოდი მასზე და მაინც მინდოდა წავსულიყავი კვარიათში,გავსულიყავი ზუსტად პლაჟის იმ ადგილას,სადაც ადრე და მას დავლოდებოდი.ვიცოდი,რომ ეს სიგიჟე იყო,მაგრამ თავს გიჟად მაინც არ ვთვლიდი.ვაცნობიერებდი,რომ ყოველ ღამე მასზე ფიქრში მეძინებოდა და ყოველ დღე,როცა ვიღიმოდი,მისი სახე მესახებოდა თვალწინ.არ ვიცოდი რა იყო ეს და საერთოდ იყო თუ არა რამე,მაგრამ ჩემი სურვილის სიმძაფრეში დარწმუნებული ვიყავი. მეშინოდა,რომ მასთან დაახლოება არ მინდოდა და ან არ შემეძლო.მეშინოდა,რომ ეს მხოლოდ ილუზიად მჭირდებოდა და მეტი აღარ მიმიზდავდა.მეშინოდა იმის,რომ წვიმა მიყვარდა,როგორც ხელოვნების მოტრფიალეს და მძულდა,როგორც ჩვეულებრივ მოსიარულე ადამიანს.მეგონა,რომ სიყვარულიც წვიმასავიც რამე იყო,მამაკაცი წვიმის წვეთად წარმომედგინა,მაგრამ მისი ნახვა მაინც მინდოდა. „მხოლოდ შორიდან,არ გავიცნობ,არაფერს ვაგრძნობინებ“-ვუმეორებდი საკუთარ თავს და სასიამოვნოდ მეღიმებოდა-„ნუთუ.ეს რამე გრძნობა და,ნუთუ..?“-სიყვაურლი ისე მოდის,რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ. *** ისევ ვფიქრობდი,ვიჯექი ვუყურებდი წვიმას და ვფიქრობდიი იმ უჩვეულოდ სიმპათიურ და ანდამატივით მიმზიდველ არსებაზე.არ ჰქონდა მნიშვნელობა მის თმის ფერს,არც მის თვალების ელვარების დაზუსტებას,რადგან ეს მხოლოდ პროგნოზიერება იქნებოდა და მეტი არაფერი-მე არ მიყვარს წინასწარი განჭვრეტა,წარმოდგენა ბევრად უფრო მიზიდავს და მაღფრთოვანებს. ღამე იყო,მე კი ნათურაც არ მქონდა,მაგრამ მეზარებოდა წვიმაში გარეთ გასვლა.არ მინდოდა უფრო ახლოდან მომესმინა მისი შხეფების ხმა,არ მინდოდა,რომ ისინი შემხებოდნენ,ამიტომ ისევ უნათუროდ ვრჩებოდი. სიბნელის ხომ მაინც არ მეშინოდა. არც სიბნელე მაშინებდა,არც შიში..და არც არაფერი.შიში არ იყო ჩემი მამოძრავებელი ძალა.სახლიდან წამოვედი და არავისთვის მომისმენია,ვაკეთებდი,რაც მინდოდა და სხვისი აზრი ფეხებზე მეკიდა,მაგრამ მაინც არ ვიყავი ძლიერი. მე მოლოდინის გაცრუების შიში მქონდა.იმედგაცრუება ჩემთვის ყველაზე მძიმე რამ იყო.მეშინოდა,რომ როდესმე მოხდებოდა ეს და..მერე,ალბათ,მთლად გავნადგურდებოდი...ჩემი რეაბილიტაცია იქნებ არც მომხდარიყო. ძნელია ფსიქოლოგიურად წაქცეული ადამიანის აყენება და მით უმეტეს ისეთის,როგორიც მე ვიყავი,მაშინ,როცა წვიმდა და გული მიფართხალებდა.ეს რაღაც უცნაური იყო,არ ჰგავდა იმმ წვიმას,რომელიც მე არ მიყვარდა,არ ჰგავდა მერის და არც ნაცნობებს,არ ჰგავდა იმ გოგონებს,რომლებიც მხოლოდ სულელურ საგნებზე ფიქრობნენ და ფიქრების ენა საერთოდ არ ესმოდათ. *** -ემოციურად არამყარი ხარ-დედაჩემი შემოვიდა ღია კარებში და გვერდზე მომიჯდა. -შენ რა რეაბილიტაცია უკვე გაიარე?-გვერდზე გავიხედე და სახე შევჭმუხნე.ნამდვილად არ მესიამოვნა მისი ასე უეცარი გამოჩენა. -ელენ,გეყო...სულ ასეთი ცივი რატომ ხარ? -ცხოვრებამ გამხადა ასეთი-ამოვიხვნეშე და ხელებში ბალიში მოვიქციე-მერი,დავიღალე და ეს შენ არ გესმის,არც გინდა გაიგო. -იცი,რა?-სახე გაუბრწყინდა მერის. -რა?-წარბები მაღლა ავწიე. -უნდა დაისვენო. -ამაზე ვფქირობ ერთი კვირაა,ხვალ წავალ კვარიათში,ცოტა მოვიტყუებ თავს-ფეხზე წამოვდექი და დედაჩემს ძალით გავუღიმე.სულ არ მეტყობოდა,რომ მისი რეაბილიტაცია მიხაროდა. -მარტო წახვალ? -ჰო,რა იყო? შარშანაც ასე არ წავედი. -ჰო,მაგრამ ვინმე.. -მერი,არ არსებობს ვინმე..არსებობს მხოლოდ მე-ვხვდებოდი,რომ ხალხის დანახვაც კი მაღიზიანებდა,რთული ფენომენი ვიყავი,მაგრამ ეს გამოსასწორებელ რამედ არ მიმაჩნდა. -ელენ.. -ზრდასრული ვარ-ისე ვთქვი,როგორც მაშინ,როცა თვრამეტი წელი შემისრულდა და გვერდითა ოთახში გავედი. -კარგად მოწყობილხარ-ისევ თქვა ჩვეულად და სახე ხელებში ჩარგო.მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.არა იმიტომ,რომ არ მიყვარდა,არა იმიტომ,რომ არ მეცოდებოდა...მხოლოდ იმიტომ,რომ მე ასეთი ვიყავი. -ელენი ასეთია-ხმამაღლა ვთქვი და,მგონი,დედაჩემმაც გაიგო,მაგრამ ყურადღება არც კი მოუქცევია. -ჩალაგებაში დაგეხმარო?-ეტყობოდა,რომ მამაჩემის გარდაცვალების მერე შეიცვალა.ისევ შავები ეცვა და უფრო დამთმობი გამხდარიყო. -დარბილებულხარ-გავძახე და საცურაო კოსტუმები გადმოვალაგე. -ოჰ,რამდენი გაქვს. -სტიპენდიას ტყუილად არ ვიღებ-ირონიით ჩავუკარი თვალი და ლოგინზე ჩამოვჯექი. -ისე ლაპარაკობ,თითქოს სულ შენი სტიპენდიით ცხოვრობდე-როგორც იქცა,გაეღიმა მერის,თუმცა ეს სიცილი უფრო იყო.რამდენიმე წუთის მერე სახეაწითლებულმა ამომხედა. -გიხდება სიცილი-ისევ კუპალნიკებს დავხედე და დიდი ჩემოდანი გამოვაძვრინე გარდერობის ქვეშიდან. -ელენ,რამე გეშველებოდეს,ნეტა...-ისევ ჩვეული ხმით წარმოთქვა,მასში ისევ დავიჭირე დამრიგებლობა და წარბი ზემოთ ავწიე,უფრო სწორად ამივიდა,ზოგჯერ ყველაფერი ხომ თავისით ხდება. -მერი,ვწუხვარ, ამ ყველაფრის გამო,ვწუხვარ,რომ მამა აღარაა,მაგრამ ასეთი ვარ..არ მინდა ემოციის გამოხატვა,რადგან არ შემიძლია.. -უბრალოდ იმედგაცრუებული ხარ-ხელი ხელზე მომკიდა,ისეთი გაყინული ჰქონდა,რომ შევკრთი. -მერი,მე უბრლაოდ ასეთი ვარ და..მართლა ვწუხვარ..-ხელი ხელზე მოვუსვი და სახეში შევხედე.შევნიშნე,რომ ლოყა მომიშვრა..ამით ბავშვობა გამახსენდა,ის ხომ სულ ასე იქცეოდა ხოლმე. -კოცნას ველი,პატარა-ეტყობოდა,რომ ხასიათზე მოვიდა,მივედი და ვაკოცე,მივუახლოვდი და ამდენი ხნის მერე ვაკოცებ. -აჰა,ფული და,იმედია,ამის გამო არ მაჩუქე ეს ამბორი-გამიღიმა დედაჩემმა და საწოლიდან წამოდგა-ჩემი ერთადერთი იმედი ხარ,ეს გახსოვდეს! *** -ელენ,როგორ ხარ?-გვიანობამდე სოციალურ ქსელში ვიჯექი და რაღაცებს ვკითხულობდი,როცა უცნაური გოგოს მონაწერი მომივიდა.ორი კვირის წინ დამამატა,მაგრამ არაფერი მსგავსი მანამდე არ უმოქმედია. -მგონი,რაღაც უცნაური სახელი გქვია,არა?-კარგ ხასიათზე ვიყავი,მე ხომ დილას მგაზავრობას ვიწყებდი და თან ჩემი საყვარელი მანქანით. მასთად დიდ ხანს აღარ გამიგრძელებია საუბარი,მივდივარ-მეთქი კვარიათი-მივწერე და მაშინვე გამოვედი.ისე უცნაური სახელი არ ჰქვია-მისი სახელი თამარაა. მასში რაღაც მომეწონა,რაღაც მსგავსება დავიჭირე,მაგრამ მაინც არ მივბრუნებულვარ მსგავს სისულელეებს. „მე ხომ ბედის საძებნელად მივდივარ..“-გავიფიქრე და მეორე მხარეს გადავბრუნდი-„თამარასნაირები მოიცდიან,მე მარტო ვარ..“-შეჩვეული,როცა ხარ რამეს,სხვა რამ არ გინდა.. მგონი,მეც ნარკოტიკზე „ვიჯექი“ და ამ ნარკოტიკს მარტოსულობის სინდრომი ერქვა.ზოგჯერ გინდა,რომ რაღაც მეტი იყო,გინდა გადააბიჯო გარესამყაროს და ვგრძნობდი,რომ ეს იყო ჩემი ხვედრი. ფილოსოფიურზე ვსწავლობდი და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა,დავჯდებოდი ხოლმე და წიგნებში გავცურავდი,ტალღებივით მასკდებოდნენ ჩახლართული სიტყვები და ეს ყვეალაფერი უფრო მწყვეტდა იმ სამყაროს,რომელსაც რეალობა ჰქვია. „რეალობა არაა ისა..“-ძლივს დავიძინე და სიზმარად რაღაც უცნარუობა ვნახე-„ის იყო? არა..აბა რა იყო?“-ნამდვილად ვერ ვიხსენდები სად ვიმოგზაურე ძილში,მაგრამ მაინც არ ვდარდობდი,ჩემი ღამის სიზმართა უმრავლებოდა ხომ იქვე რჩევა,მე ხომ მატარებლის მგზავრი ვარ.. „ისევ დაიძრება ვაგონი.ისევ შეყანყარდები და ისევ გასცილდები აქაურობას,არაფეირა მარადიული..კი მაგრამ ჩემი წლები? ის დანაწევრებულია შუალედებად,რომლებსაც პატარა პერიდები ჰქვია..“-ფიქრებში ცახვეული წამოვდექი და საათს დავხედე.მაინც თავისუფალი ვიყავი,მანქანა ფარდულს მიღმა მელოდებოდა და,მგონი,გაქცევასაც არ ცდილობდა. *** არსებობს ის,რაც გაშნებს და გბოჭავს..ეს ისაა,რასაც ამდენი ხანია ვეძებ,მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე,რადგან კიდევ მაშინებს რაღაც..ხანხადან ვფიქრობ,რომ ის ვითარდება და ნელ-ნელა მტანჯავ,მბრღვნის..ბულბულს მტვრად მაქცევს,მაგრამ არ ვიცი,არ ვიცი... „ესეც აჭარა..მალე მივალ..“-ძარღვებში ადრენალონზე ძლიერი რამ ვიგრძენი,შეიძლება არ იყო ასე,მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვიყავი. „ზუსტად ის დღეა და ის რიცხვი,ზუსტად ის წამია...“-გადმოვედი მანქანიდან და წინა დღეს დაჯავშნულ ბინას შევეკედლე.გარემოს ცვლილება ჩემზე კარგ გავლენას ახდენს,მერის დავურეკე და დავამშვიდე,შემდეგ დავბინავდი და საწოლზე გავიშოტე. „ჩემს მეგობარს ვერ სჯობს,მარა ესეც წავა..“-გავიფიქრე და ფეხზე გავიხადე.ვიგრძენი,რომ მაღალქუსლიანებში ფეხები საშინლად დამღლოდა,მაგრამ არ შევიმჩნიე.მე ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები,რომლებიც საკუთარ სისუსტეებს საკუთარ თავთანაც არ აღაირებენ. *** მზე ჩადიოდა.. ისევ ფერმკრთალი ფერი მედო სახეზე.ვიცოდი,მაგრამ მაინც მეღიმებოდა. „იქნებ ისაა...“-მივიხედე უკან და მაღალი მამაკაცი დავინახე,ის წითელ სხივებს გაენათებინა,მაგრამ ის არ იყო..პირსახოცი შემოვიტმასნე სხეულზე და გამეღიმ-ის დღე გამახსენდა,როცა ტმასნის მნიშვნელობას ქართულ ენათა განმარტებით ლექსიკონში გაფაციცებით ვეძებდი,მაშინ ხომ ბავშვი ვიყავი და თანაც ისეთი მონდომებული,როგორც არავინ. უკნიდან რაღაც ხმები მესმოდა.ეს ყველაფერი მიფანტავდა გონებას და სრულყოფილად ფიქრის საშუალებასაც არ მაძლევდა. -ისევ გამოიდარებ..-უკნიდან მომესმა ხმა და ფეხზე წამოვდექი.ჩემ წინ უცნაური არსება იყო და მიღიმოდა.“არა,ის არაა“-ჩანთას ხელი მოვკიდე და ერთი ნაბიჯი გვერდზე გადავდგი,არ მინდოდა მისთვის შემეხედა. -სასიამოვნო ამინდია.. -უკაცრავად..-„ამინდზე იწყებს საუბარს და მერე რა იქნება..’-შემიწუხდა გული და ერთი სწრაფი ნაბიჯით კიდევ დავშორდი. -რა სურნელია..აშკარად თქვენგან მოდის. -დიახ და ახლა მომეცით საშუალება,რომ წავიდე. -სადმე გეჩქარებათ? ნუთუ,მშობლები გელოდებიან?-ჩემ მოთმინებას ეთამაშებოდა და ისევ იღიმოდა. „ანდამატი ვერაა..“-გავიფიქრე და ისევ გადავწყვიტე არც მისი გარეგნობა გამეხადა ხილული..“იდუმალება,ეს ისაა,რაც ცხოვრებას ხიბლს სძენს..“-ისევ გამიელვა გონებაში და წინ მდგომს ავხედე. -ყოველთვის სარგებლიანი არაა იდუმალება..“-მისი ნათქვამი გულზე ომხვდა.“ნუთუ,ჩემ ფიქრებს კითხულობს...“-სახე შემეცვალა,ეს თავადვე ვიგრძენი. -რა გნებავთ??-თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და წინ უკან გავიხე,მზე უკვე ჩასულიყო. -უბრალოდ გამოგელაპარაკეთ.არ მეგონა,ასე ცივად თუ დამხვდებოდით-„ეს უცნობიც იმავეს ამბობს..“-გავბრაზდი და გადავწყვიტე ხელჩართულ ბრძოლაში ავყოლოდი. -ოჰ,ხასიათზე ვერ ვარ..-სახე შევიცვალე და თმა სიკუკლუცით უკან გადავიწიე. -მთლად იდუმალიც არ უნდა იყო.თორემ ჩადრით ავლიდი ზღვაზე და არა ასეთი ბიკინით. -გარყვნილი ხარ!-ისევ ცივად ვუპასუხე და გვერდზე გავიწიე,მაგრამ მისმა ხელის ძლიერმა შეხებამ შემაჩერა და ერთ ადგილზე გამყინა. _____ მეორე თავი და ველი შეფასებებს,ჩემო ლამაზებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.