მე მწამს! (3)
სახლის კარი შევაღე. -რა ქენი ბებო?-იქვე დამხვდა ბებია.გამეცინა. -დავიღალე ბე. ხვალ მოგიყვები. -კარგი იყო? -ძალიან-ბებიასთვის არ შემიხედავს, კიბეზე ავდიოდი, მაგრამ მივხვდი, გაიღიმა. რიკი არ ამოვიდა. ალბათ უკვე ეძინა. ჩემს ოთახში ავედი თუარა გამოვიცვალე და მოწყვეტით დავეცი საწოლზე. ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი. ის იყო. -ტკბილი ძილი ბარბ. ხვალ ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. ახლა აღარ დაგაძალებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდი თუ მოგინდება. საღამოს 7ზე პარკში.-არაფერი მიმიწერია დავიძინე. დილით ვისაუზმე. ჩემს ძმას და ბებიას ყველაფერი მოვუყევი. აღფრთოვანებულები მიყურებდნენ. -არა ხომ ვამბობდი? უნაკლოა შვილო ეგ ბიჭი უნაკლო-ამბობდა ბებია. -უნაკლო არ ვიცი,მარამ შენ ბედნიერი ხარ და ეს ძაან მაგარია-თვალი ჩამიკრა რიკმა. -რიკ,ეს შენ ხარ?-ხელი ვკარი. -სულელლო. გაკოცებ რა? -მოდი. დიდხანს ვეხუტებოდით მე და რიკი ერთმანეთს. ბებიამ დამიძახა: -ბებო, 4საათია უკვე. შენი ამბავი, რომ ვიცი უნდა დააგვიანო. დაიწყე მომზადება. -მე არ მითქვამს მივდივართქო. -რათ უნდა მაგას თქმა? წახვალ ბებო, წახვალ. ჯოში კარგი ბიჭია. -ჰო ალბათ-ვთქვი ჩუმად. ზემოთ ავირბინე წყალი, რომ გადამევლო. ბებია მართალი აღმოჩნდა. წყლის გადავლებას 1საათი მოვანდომე. მერე ჩემი კრემების წასმას ნახევარი საათი. ჩაცმას და ბოლო შტრიხებს ერთად 1-2 საათი. მოკლედ ჩემმა ჩაცმულობამ, რომ დამაკმაყოფილა მხოლოდ ამის მერე შევხედე საათს. უკვე ვაგვიანებდი. ჯინსის შორტი მეცვა და თეთრი მაისური. რა თქმაუნდა კედებიც. უკვე კიბეზე ჩამოვრბოდი, ბებიას,რომ დავუძახე: -ბე,ჩემი ყურსასმენი სადაა? -რაები შვილო?-გულწრფელად მითხრა ბებიამ. გამეცინა. ჯობდა რიკისთვის მეკითხა. და ბებიას არაფერითქო მივაძახე. რიკმა ყურსასმენები მომირბენინა, რომ შემომხედა თვალები გაუფართოვდა; -ვოვ! -რა?-აშკარა იყო ჩემს ტანსაცმელზე არ იყო აქცენტი გაკეთებული. ასე სხვა დროსაც მცმია. -ლამაზი ტანი გაქვს და თან...თვალები გიბრწყინავს. -ჰო, როგორ არა? მომეცი ყურსასმენი. -კარგი ჰო. ჭკვიანად-დამარიგა ჩემმა სულელმა. გამეცინა. უკვე პარკს მივუახლოვდი და ვამჯობინე მიმეწერა: -ჯოშ, პარკთან ვარ. იქნებ მოხვიდე? -მოვდივარ! შესასვლელში შევხვდით ერთმანეთს. -გამიხარდა, რომ მოხვედი-გადამკოცნა. -ჰო,რავიცი მაინც არაფერს ვაკეთებდი. თანაც აქ შენს გარდა არავის ვიცნობ. ცუდი არ იქნება ხალხი გავიცნო. -მაშინ წავედით. ჩემი მეგობრები მოგეწონება. უხმოდ გავყევი. მალევე შევამჩნიე პარკის ერთ ადგილას თავმოყრილი ახალგაზრდები. მივედით თუარა ჯოშმა ყველა გამაცნო. -ეს რიკია,ეს სტივენი,ბობი,სარა,ჯინა...-კიდევ ბევრი სახელი თქვა თუმცა ისინი ვერ დავიმახსოვრე. აშკარა იყო ჯოში ყველაზე კარგად ერიკთან იყო. გოგოებს რაც შეეხება ყველა ნორმალურად იქცეპდა. მხოლოდ სარა იქცევდა ჩემს ყურადღებას. ყველა საუბარში იყო ჩართული და ის კი დიდხანს მომჩერებოდა, უაზროდ. ძალიან,რომ მოსაღამოვდა ბავშვები ცოტა არიყოს შევთხელდით. მეჯოშმა მითხრა გაგაცილებო და არ ვჩქარობდი. ბოლოს სწორედ ის ბავშვები დავრჩით ვისი სახელებიც დამამახსოვრდა. 4ბიჭი და 3გოგო. ბევრი ვიცინეთ და ვითამაშეთ. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ბევრი გართობის მერე ირგვლივ მიმოვიხედე და ჯოში ვერსად დავინახე. თითქოს ერიკმა იგრძნო რაზეც ვფიქრობდი და თქვა: -ნეტავ, ჯოში და სარა სად არიან? -სარა? ისიც გაქრა?-ვფიქრობდი ჩემთვის და გულში რაღაც შიში ვიგრძენი. -მოვძებნი-წავილუღლუღე ჩუმად. -არ გინდა-აშკარა იყო ერიკი ჩემს შეჩერებას ცდილობდა ან მე მეჩვენებოდა. -უკვე გვინია. თან ბარემ გამაცილებს-ვუთხარი ერიკს და ჯოშის საძებნელად წავედი. უცებ სიბნელეში ვიღაცამ გაიფხაკუნა. აშკარად იცინოდა. ნუთუ სარა იყო? ახლოს მივედი და... არა... ჯოში სარას კოცნიდა... იქედან კისრისმტვრევით გამოვიქეცი. ვტიროდი, მაგრამ ვის გამო? მე ხომ თავიდანვე შევამჩნიე ჯოშს ეს თვისება და მაინც რატომ ვტირი ახლა? ოხ,სულელლი ხარ ბარბი, ნამდვილი სულელი. ვეჩხუბებოდი ჩემს თავს. ტაქსი გავაჩერე და წავედი. სახლში ასეთ მდგომარეობაში ვერ წავიდოდი და უცებ გონება გამინათდა. -გთხოვთ, კოლეჯის გვერდით, რომ პარკია იქ მიმიყვანეთ. -კარგი-მშვიდად მიპასუხა მძღოლმა. რა მშვიდად იყო. მე კი ვტიროდი. ღმერთო ვის გამო ვტიროდი. -აი, აქ გამიჩერეთ-ვუთხარი სლუკუნით მძღოლს. -კარგი-ტაქსი უჩუმრად გაჩერდა. კოლეჯთან ბიჭები იყვნენ შეკრებილი. ვინანე რატომ ჩამოვედითქო მათი დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, თუმცა პარკისკენ, რომ გავუხვიე არც ერთი გამომყვა . გამიხარდა. ცოტა დამშვიდებული ვიყავ და ვფიქრობდი. ნუ აღარ ვტიროდი. -ბაბი, რატომ ნერვიულობ მასზე? შენ ის არ მოგწონს. იცოდი, რომ უაზრო გატაცება იყო და მორჩა-ცრემლები ვეღარ შევიკავე და ისევ ავტირდი. ტელეფონის ზარმა მომიყვანა გონს: -ფუ გათიშვა დამავიწყდა.-წავიბუზღუნე. დედა რეკავდა. ვეცადე მშვიდად მეპასუხა. -პატარავ,რას შვები? რამდენი ხანია ჩახვედი და არ დაგირეკავს-მისაყვედურა დედამ. -ბოდიში, დე რაღაც ვეღარ მოვიცალე. მომწონს ჩვენებთან. შენწარმოდგინე რიკიც კი კარგად იქცევა. -კარგია. შენ ერთობი დე? -კი დე. ახლა უნდა წავიდე ბავშვებს ვნახავ კარგი? -კარგი საყვრელო. ჩემგან აკოცე რიკს.-ტელეფონი გავუთიშე და საერთოდაც გამოვრთე. -დარეკავდა. თუ უნდოდა აქამდეც დარეკვდა!-ვფიქრობდი. ან რატომ უნდა დაერეკა? მოკლედ ტელეფონი საბოლოოდ მაინც გავთიშე. ვგრძნობდი,რომ ვიღაც მიახლოვდებოდა. უკან ჩუმად გავიხედე. არ ვიცი რატომ,მაგრამ სრულებით არ შემშინებია. მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი იმათგანი იყო პარკის წინ,, რომ იყვნენ. უცნობი ჩუმად მომიჯდა გვერდით. -უკაცრავდ,მგონი მყუდროება დაგირღვიეთ.-მითხრა მან. -არაფერია. მე უკვე წასვლას ვაპირებდი.-ვუთხარი და წამოვდექი. -არა ნუ წახვალთ-ხელი მომკიდა უცნობმა. ავტომატურად უკან გავხტი. -უკაცრავად-იმ წამს გამმიშვა ხელი. დარჩით მე წავალ უბრალოდ აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე. ფიქრისთვის იდეალური ადგილია. -ხო,მაგრამ მე მართლა წასვლას ვაპირებდი. -კარგით-აღარ შემეწინააღმდეგა. იქვე დავდექი და ტელეფონი ჩავრთე ტაქსისთვის, რომ დამერეკა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ალბათ ქვას წამოვდე ფეხი და... -ააა,მიშველეთ...-წყალში მოვადინე ტყაპანი. ზუსტად არ ვიცი, ალბათ 1-2 წუთი ვიყავი წყალქვეშ. მერე ვიგრძენი, როგორ მომკიდა ვიღაცამ ფეხში ხელი და წყლიდან ამომათრია. მესმოდა როოგორ წუხდა ჩემი გადამრჩენელი და მინდოდა მეთქვა,რომ კარგად ვიყავი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ნელ-ნელა ჩემი მხსნელის ხმა მიწყდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.