შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (5 თავი)


31-10-2015, 13:07
ავტორი murachashvili
ნანახია 3 135

მეხუთე თავი
- რა გჭირს? - მკითხა ჩემმა დეიდაშვილმა.
- არაფერი, კვამლმა შემაწუხა და თვალები დამწვა.
- კვამმლმა? კვამლი რომ არ არის?! – გაოცდა ის.
- რავიცი, კი დამწვა. - იხტიბარი არ გავიტეხე. მივხვდი, რომ ჩემმა პასუხმა არ დააკმაყოფილა, მაგრამ აღარაფერი უკითხავს. გიორგი და თიკო მალევე გამოჩნდნენ.
- აი, თურმე ვინ ყოფილან “კვამლი”. - გაეცინა კახას და თავით მათზე მანიშნა.
- გაჩერდი, Gგთხოვ.. - შევეხვეწე მე - მერე მოგიყვები ყველაფერს, ეხლა ამის ადგილი არ არის.
- გაწყენინა რამე? – წამოიფოფრა უცებ - გვერდების დანგრევა ხომ არ უნდა?
მის ნათქვამზე გამეღიმა. – არ არის საჭირო! ეგ არაფერ შუაშია. მე ვარ “შტერი”. დავიჯერე რაღაცეები და დამავიწყდა, რომ სიტყვებს კი არა ფაქტებს უნდა უყურო.
მათი კეკლუცისა და ბედნიერი სახეების ყურება იმდენად მაღიზიანებდა, რომ ავდექი და კარავში შევედი. მთელი საღამო აღარც გამოვსულვარ, გვიან ღამით მესმოდა როგორ დაიშალნენ ახალგაზრდები, ყველა თავ-თავის კარავში შევიდა, ბევრი ვიწრიალე ლოგინში, მაგრამ ვერაფრით დავიძინე, ბოლოს წამოვდექი და გარეთ გავედი. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუმზერდი, ჩაფერფლილი ნაღვერდალი გავაღვივე და ცეცხლი ავანთე. იქვე ჩამოვჯექი და ვუმზერდი წითლად მოლივლივე ცეცხლის ალს.
- ცეცხლი დავინახე და მივხვდი, შენ იქნებოდი. – თავზე დამადგა გიორგი. არ მესიამოვნა მისი მოსვლა. მაგრამ აღარაფერი მითქვამს. - ნაწყენი ხარ?
- არა. ვერ დავიძინე და გარეთ გამოვედი. მიყვარს ღამით ვარსკვლავების ყურება.
- მეც რომ შენთან ერთად დავჯდე შეიძლება?
- როგორც გინდა. - მხრები ავიჩეჩე მე. კარგახანს ვიჯექით ჩუმად, ხმას არცერთი არ ვიღებდით. თითქოს სიჩუმის დარღვევის გვეშინოდა,
- აქ სადღაც სიმინდის ტაროები უნდა მქონდეს, შევწვათ არ გინდა? –მკითხა უცებ მე.
- რატომაც არა. – გამეღიმა მე.
მან მართლაც მოჩხრიკა იქვე დაწყობილ პარკები და ერთ-ერთი მათგანიდან რამდენიმე ტარო ამოაძრო, მალე გავასუფთავეთ და ნაღვერდალზე დავაწყვეთ, ეხლაც მახსოვს შემწვარი სიმინდის სუნი, ისეთი არომატი დატრიალდა ჰაერში, რომ არ გშიებოდა ძალით მოგინდებოდა ჭამა. ოღონდ არ გველაპარაკა და ორივენი საგულდაგულოდ ვატრიალებდით სიმინდს ცეცხლში.
- მარილსაც ეხლავე ვიპოვი. – წამოვდექი მე – ოღონდ ჩემს სიმინდს მიმიხედე არ დამეწვას.
- კარგი მიგიხედავ. – კმაყოფილმა გამიღიმა მან. დიდხანს ძებნა არ დამჭირდა, მალე ვიპოვე. ისეთი გაფაციცებით ვამზადებდით სიმინდს, გეგონებოდა პატარა ბავშვები ვიყავით, მშვენივრად გავხალისდით.
- აუფ, აუფ ცხელია... ხელები დამწვა. – იძახდა გიორგი.
- აიღე თეფში - გავუწოდე მე.
- რას ამბობ, ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდის თეფშით ჭამა არ შეიძლება, იცინოდა ის.
- რატომ სიმინდს ეწყინება?
- არა ეგზოტიკას დაუკარგავს. – თვალი ჩამიკრა მან. გამეღიმა.
- იყოს შენებურად, დაიწვი მაშინ ხელები და მიირთვი ეგზოტიკურად. – ცინიზმი გავურიე ხმაში.
- ბევრი ვიფიქრე ჩვენზე. - მითხრა მან მოულოდნელად – რაღაცა ვერ აეწყო ჩვენს შორის, სულ ვჩხუბობთ, აღარ შეგაწუხებ ჩემი სიყვარულით, დავზავდეთ, თუ გინდა უბრალოდ ვიმეგობროთ... ოღონდ ერთი კი იცოდე, რომ ჩემზე მეტად არც არავის ეყვარები.
- მეთამაშები?! – გავცხარდი მე.
- მე?!
- ხო, შენ?! თუ გგონია დებილი ვარ და ვერაფერს ვხედავ? გართობა გინდა? გაერთე! დროის ტარება გინდა? გაატარე! ოღონდაც მე მომეშვი! – თუ კი რამე ბოღმა მქონდა დაგროვილი ერთბაშად ამოვხეთქე და მივხვდი, რომ გულზე მომეშვა. - რა ნამუსით მეუბნები, რომ ყველაზე მეტად შენ გეყვარები?! უცნაური სიყვარული იცი. ან ვინ გავალებს გიყვარდე, მეგობრობით ისედაც ხომ ვმეგობრობთ, შენთვის სიყვარული არ მითხოვია, შენვე მეჩიჩინები გაუთავებლად და საპირისპიროს კი აკეთებ მუდმივად.
- ვერ ვხვდები რატომ ბრაზობ?! – ჩემი გაცხარება ეუცხოვა მას.
- არ ვბრაზდები! - ხმაში აშკარად გაღიზიანება შემერია - შენ ჩემთან კი არა, აი იქ შუა კარავში უნდა იყო!. _ თავით თიკოს კარვისკენ ვაჩვენა –მას უფრო გაუხარდება შენი ნახვა. – ფეხზე წამოვდექი და ჩემი კარვისკენ დავაპირე წასვლა.
- ისე ცხარობ თითქოს რამე მმართებს შენი. – ხელით გამაჩერა მან. ამან საბოლოოდ გამომიყვანა მდგომარეობიდა.
- ჩემი მართლაც არაფერი გმართებს, სხვათაშორის არც მე ვარ ვალდებული შენი ტუტუცური სიტყვები ვისმინო. იმედია ისიამოვნეთ ბუნებაში ალერსით. ნუ ჩაიშხამებ სასიამოვნო საღამოს. უბრალოდ ვეღარ ვიგებ, მე რატომღა მელაპარაკები სიყვარულზე, რა აზრი აქვს? - ისეთი ღვარძლით წარმოვთქვი ეს სიტყვები, რომ საკუთარი ხმა მეუცხოვა.
- ეჭვიანობისგან გიჟდები, ხო?! – ცინიკურად მკითხა მან.
- არა, არ ვგიჟდები, უბრალოდ სურვილი არ მაქვს, ისე ვიქცეოდე, თითქოს ვერაფერს ვხედავ და არც ის მინდა იფიქრო, რომ ვერაფერს ვამჩნევ. ღმერთმა ერთმანეთი სიკეთეში მოგახმაროთ, მე კი თავი დამანებეთ.
- არ გამოგივა რასაც ფიქრობ!- რატომღაც მის ნათქვამში მუქარამ გაიჟღერა.
- მე არაფერს ვფიქრობ! უბრალოდ არ მინდა ჩემი დაქალის “საყვარელი” სიყვარულზე მესაუბრებოდეს, როცა საერთოდ არ იცის სიყვარული რა არის.
- ზედმეტად ართულებ ყველაფერს!
- კი არ ვართულებ, თავის სახელს ვარქმევ, ორი კურდღლის მდგომარეობაში არ მინდა ყოფნა, და არც ვიქნები, შენც ძალიან გთხოვ ჩამოყალიბდი რა გინდა და ისე იმოქმედე.
- მიყვარხარ და ვერ დამიშლი ამ სიყვარულს!.
- უცნაური სიყვარული გაქვს!... - ირონიულად გამეცინა – დილით ერთ დაქალთან ბალახებში იგორავებ და მეორეს ტაროებს შეუწვავ!.. არაჩვეულებრივია, კაცი ვარო უნდა თქვა, ოღონდ ჩემთან ეგ არ გამოგივა, გინდა ასე იყო? იყავი!. ნამდვილად არ მინდა ვინმესთვის სათადარიგო ვარიანტად მოვიაზრებოდე. ჩემს შეყვარებულად არ გთვლი, სხვათაშორის აღარც თაყვანისმცემლად, თუმცა არ უარვყოფ ნამდვილად მჯეროდა, რომ თუ არ გიყვარდი, მოგწონდი მაინც. მაგრამ შენ არც მოწონება იცი რა არის და არც სიყვარული. გიკრძალავ ჩემთან სიყვარულზე საუბარს, სხვათაშორის სხვებთანაც ნუ ამბობ, თითქოს გიყვარვარ!. არ მომწონს და არც მინდა, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს დაქალთან ერთობა, მე სიყვარულს მეფიცებოდეს. ჩემთვის შენ მოკვდი, როგორც კაცი არც არსებობდი და დღეიდან არც იარსებებ!. რაც შეეხება მეგობრობას, მეგობრობას არ დაგამადლი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მაქსიმალურად ვეცდები დისტანცია დავიცვა შეთან, რაც შეიძლება შორს ვიყო!!!. - ამით მასთან საუბარი დავასრულე. მეორე დღეს ისე ვიქცეოდი თითქოს არც არაფერი მომხდარა, მათ ვერ ვამჩნევდი, სრულ იგნორს ვუცხადებდი. ვერც ვხედავდი და არც მესმოდა მათი საუბარი. გიორგიმ რამდენიმეჯერ სცადა დაკონტაქტება, მაგრამ მე არ დაველაპარაკე. ვითომ ვერც ვხედავდი. გავიბუტე, ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, გიორგიზე, თიკოზე და საერთოდ ყველაზე. ვეღარ გავიგე რა მინდოდა. დავიბენი. უკან იმ დღესვე დავბრუნდით, გიორგი დაემშვიდობა ბიჭებს და მალევე წავიდა. იმ საღამოს აღარც მოვიდა, უმისობა არც შემიმჩნევია, ჩავთვალე რომ ასეც უნდა ყოფილიყო და საერთოდაც თუ არ მოვიდოდა უფრო მერჩია, უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. სამაგიეროდ მოუსვენრობას თიკოს ვამჩნევდი, სულ გზისკენ ეჭირა თვალი, მეღიმებოდა როცა მის მოწყენილ მზერას ვხედავდი. “საცოდავს” ალბათ შეუყვარდა კიდეც.
- ღირსია! - ვფიქრობდი მე - როცა დაქალის თაყვანისმცემელთან იჭერ საქმეს უარესის ღირსიც ხარ!.. – ამ ამბავზე ისე დავიბოღმე, რაღაცნაირად გავბოროტდი, მე თვითონ მიკვირდა ჩემგან ასეთი ქცევა, ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ მეტკინებოდა გული.
თითქმის ერთი კვირა გავიდა და გიორგი არ ჩანდა, თბილი ღამე იყო, აბაზანა მივიღე და ხალათითა და თავზე ტილო შემოხვეული აივანზე ავედი, სადაც საქანელა გვქონდა დადგმული. იმდენად ლამაზი ხედი იშლებოდა, რომ იქვე წამოვწექი, არაგვის ხეობა ხელის გულივით მოჩანდა ჩვენი აივნიდან, მიყვარდა ღამით წყლის ყურება, ცაზე ვარსკვლავები უხვად იყო მიმოფანტული, ციალებდნენ და მათი ლივლივი წყალზეც მოქმედებდა. სახლში ყველას ეძინა, ისეთი ჩუმი ღამე იყო, ტყიდან ალაგ-ალაგ დამფრთხალი ნადირის ხმას თუ გაიგებდი მხოლოდ. ვიჯექი, ვუმზერდი არაგვს და ვფიქრობდი. ისეთი ნაღველი მომაწვა, რომ ცრემლებიც წამომივიდა. შემეცოდა ჩემი თავი, ნელ-ნელა ფიქრებმა ისე შემიყოლია, რომ ნერვები ვეღარ დავიოკე და ამდენი ხნის დაგროვილი ბოღმა ერთბაშად გადმოვაფრქვიე. ვტიროდი, ისეთი გულამომჯდარი ვტიროდი, რომ ვერაფრით ვჩერდებოდი. ეხლა მეღიმება ამ დღის გახსენებაზე, ახალგაზრდა როცა ხარ ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვავ, ყოველი ტკივილი სერიოზულ იარას ტოვებს, მეც მარტო ვიყავი და მთლიანად ვიცლებოდი ემოციებისგან.
- რატომ ტირი, მოხდა რამე?! – მომესმა გიორგის შეშფოთებული ხმა. შევკრთი მოულოდნელობისაგან, ყველაზე ნაკლებად მისი ნახვა მინდოდა ეხლა, თითქოს საკუთარ უსუსურობაზე წამასწრეს. მას ავხედე, თვალები ისეთი ამღვრეული ქონდა, მივხვდი რომ ნასვამი იყო. – მოხდა რამე?! - კვლავ შეშფოთებული მეკითხებოდა.
- არაფერი...- სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები – აქ როგორ მოხვდი?! ნასვამი ხარ?! – დავაყარე კითხვები, რომ როგორმე ყურადღება სხვა თემაზე გადამეტანა.
- ჰო, ცოტა დავლიეთ ბიჭებმა.
- ცოტა?- ეჭვი შემეპარა, რადგან ასეთი ნასვამი არასოდეს მენახა, როგორც წესი ბიჭებთან ქეიფი დიდად არ ეტყობოდა ხოლმე.
თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო.
- ძალიან მომენატრე და შენი ნახვა მინდოდა. ამიტომ ცოტა დავლიე, გამბედაობისთვის... – გაიცინა მან.
- მე კი დაძინებას ვაპირებდი. – წამოვდექი და სახლში შესვლა დავაპირე.
- ძალიან გთხოვ, ნუ შეხვალ. იყავი ცოტა ხანს. დედას გეფიცები არ შეგაწუხებ, უბრალოდ შენთან ერთად ვიქნები! - ეს სიტყვები ისეთი მუდარით მითხრა, რომ გამეღიმა.
ისევ საქანელაზე ჩამოვჯექი, გიორგიც გვერდზე მომიჯდა.
- მაგარი ღამეა, არა?- მკითხა მე.
- კი, მაგარი. მიყვარს ღამით ვარსვლავების ყურება.
- მეც. ბევრჯერ მიმზერია ღამით ცისთვის, მიმზერია და მიოცნებია...
- გინდა ყავა აგიდუღო? მოგიხდება ნასვამს. – იგი მე მაკვირდებოდა, თითქოს ეხამუშა ჩემი მოულოდნელი მზრუნველობა.
- კი, მინდა.
სამზარეულოდან ყავის მადურაღა, ყავა და საშაქრე გამოვიტანე, იქვე აივანზე პატარა გაზის ბალონი გვედგა და იქ ვადუღებდი.
- მეგონა ნაწყენი იყავი, რომ აღარ გამოჩნდი. – დუმილი დავარღვიე მე.
- მე კი მეგონა, შენ იქნებოდი ნაწყენი და აღარ მოვედი.
გამეღიმა – ნაწყენი?! არა, რაც არის, არის. ბევრი ვიფიქრე ჩვენზე, თითქმის სულ ვჩხუბობთ, მოდი დროებით დავზავდეთ. – შევთავაზე და ყავის ფინჯანი მივაწოდე.
- კარგი, მაშინ ამ ცხელი ყავით, ჩვენს დაზავებას გაუმარჯოს! – გაიცინა მან.
- გაუმარჯოს! - გამეღიმა მეც.
იმ საღამოს არ გვიჩხუბია. კარგახანს ვსაუბრობდით, სხვადასხვა თემებზე, თითქმის ყველაფერზე სიყვარულის გარდა, ამ საკითხს ორივენი ვერიდებოდით. არ გვინდოდა ისეთ თემას შევხებოდით, რომ ჩვენი იდილია დაგვერღვია, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ის ღამე ჩვენს შორის ზავის დასაწყისად იქცა, ამ დღიდან მოყოლებული აღარ გვიჩხუბია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ აღარც სიყვარული გვიხსენებია რომელიმეს. თანდათან გულითად მეგობრებს უფრო ვემსგავსებოდით, ვიდრე შეყვარებულებს.
ასეთი ურთიერთობა უფრო მისაღები გახდა, რადგან ჩვენს შორის დაძაბულობა გაქრა. ერთად ვაფასებდით გოგოებს, ბიჭებს, თითქოს ძმაკაცები ვიყავით. ერთმანეთის საკმაოდ ბევრი დადებითი თვისებები აღმოვაჩინეთ, ისეთი რომელსაც მანამდე, ჩხუბში გართულები ბევრ რამეს ვერ ვამჩნევდით, თურმე არც ისეთი კაპასა ვყოფილვარ, როგორც ვჩანდი. ჩვენი დროებითი ზავით ყველამ დაისვენა, როგორც იქნა დასრულდა მუდმივი კინკლაობა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ამ ამბით უკმაყოფილო ადამიანი მაინც გვყავდა, ეს თიკო იყო.
მისი გაღიზიანება დღითი Dდღე მატულობდა, თუ გიორგის ჩემთან მოსულს დაინახავდა, ცდილობდა თვითონაც ახლოს ყოფილიყო, ან მაშინვე მოირბენდა და ერთვებოდა საუბარში. მის ეჭვიანობაზე მეღიმებოდა, ვცდილობდი ძალიან არ გამომეწვია, არ გამეღიზიანებინა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მისი სიბრაზე მართობდა და მახალისებდა. გულის სიღრმეში მეცოდებოდა კიდეც.

პეტრე-პავლობის დღესასწაული ახლოვდებოდა, ფშავში დიდი პატივისცემით ეპყრობიან ამ დღესასწაულს, სოფელში საგანგებო სამზადისი იწყებოდა, იყვნენ ცხენების მოძიებასა და საკლავის მზადებაში, ზემოთ მთებში ძველი ეკლესია იყო, მთელი სოფელი ირაზმებოდა და მიდიოდა “ხატში” დღესასწაულის აღსანიშნავად, ეწყობოდა დოღი და იყო დიდი ხალისი და გართობა. მე არ ვიყავი ნამყოფი “ხატში”, გიორგი შემოგვიჩნდა, წამოდითო და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავეთანხმეთ. 11 ივლისს სისხამ-დილით უკვე მზად ვიყავით, ადრე გვინდოდა წასვლა, რომ გზაში სიცხეს არ შევეწუხებინეთ, ღამისთევას გვინდოდა დავსწრებოდით. ვინაიდან კარგი ცხენოსანი არ ვიყავი, კლდეებში მარტოს ცხენის მართვა არ მანდეს, წინ გიორგი მიმიძღვოდა, მთელი გზა ვიცინოდით, გავიხსენეთ პირველად როგორ დამსვა ცხენზე. მართალია ვცდილობდი, ჩემი შიში არ გამომემჟღავნებია, მაგრამ მისთვის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რა თქმა უნდა ეს მაშინ არ მითხრა, სამაგიეროდ ეხლა გულიანად ვიცინოდით ამის გახსენებაზე,
- ნეტა მაშინ შენი გადიდებული თვალები გენახა, თან გულადი გოგოს როლში რომ იყავი შესული. –იცინოდა ის.
- რა ვქნა, შიშისა და სისუსტის გამოხატვა არ მიყვარს.
- ვიცი, მაგას დიდი ხანია მივხვდი. თუმცა ზოგჯერ ჩემთან მაინც თუ იტყვი, რომ გეშინია არც მაგით დაშავდება რამე, არ გაგამჟღავნებ.
- კარგი, მაშინ მხოლოდ შენ გეტყვი ხოლმე.

სალოცავი ფრიალო კლდეზე იყო გამოკიდებული, ხალხი წვრილ ნაკადად მიუყვებოდა ბილიკებს და ოღრო - ჩოღრო გზას ნელ-ნელა მიიკვლევდნენ. მლოცველები მოედინებოდა ხევსურეთიდან და ფშავიდან. ძირითადად ცხენებით ან ჯორებით, ნაწილი ურმებითაც კი.
- აი იქ უნდა ავიდეთ. – ხელით მანიშნა მთის წვერზე ოდნავ წერტილივით პატარა ეკლესიაზე.
- შორს ყოფილა!.... - გამიკვირდა მე. თითქმის მთელი დღე გზაში ვიყავით. ისე დავიღალე სიარულის თავი აღარ მქონდა, ტკივილისაგან კუნთები მეწვოდა. – „რა მინდოდა, რა მომარბენინებდა, ვფიქრობდი მე, დავრჩენილიყავი სახლში ჩემთვის“.
- აი, ნახავ როცა მივალთ, მოგეწონება! _ თითქოს ჩემი ფიქრრები გაიგოო, ისე მიპასუხა გიორგიმ. უნებლიედ შემრცხვა ჩემი სულმოკლეობის გამო.
- დარწმუნებული ვარ მაგარი იქნება.
- კი, მოგეწონება, ძალიან დაიღალე? – მკითხა მან და ისეთი სახით გამომხედა, რომ გამეღიმა.
- არც ისე.
- თვალებზე გეტყობა, რომ დაიღალე. მე კი ისეთი ბედნიერი და აჟიტირებული ვარ, რომ დაღლასაც ვერ ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამიშვა ამ Mმთებს ფეხითაც მოვივლიდი.
- ასე ძალიან გიყვარს ეს მხარე?! – გამიკვირდა მე.
- მიყვარს. მაგრამ სიყვარულის გამო არ ვარ ასე, უფროს წორედ მხარის სიყვარულის გამო. შენთან ყოფნა მიხარია....
მხიარულად გამეცინა: – აღარ გააგრძელო, კარგა ხანია არ გვიჩხუბია და მაინდამაინც დღეს ნუ ვიკამათებთ.
- არა. - შეკრთა ის – შემთხვევით წამომცდა.
- უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად დაღლისა მეც კმაყოფილი ვარ. ბავშვობიდან მესმოდა, რომ აქ სალოცავი იყო, მე კი ნამყოფიც არ ვირ.

როგორც იქნა შებინდებისას სალოცავამდეც ავედით. ხალხს ალაგ-ალაგ კოცონი დაენთო, ადრე მისულები უკვე დაბანაკებულიყვნენ, საუკუნეების წინ ამ ადგილზე ალბათ დიდი კომპლექსი იქნებოდა, ეხლა კი მხოლოდ ერთი პატარა ეკლესია დარჩენილიყო.
- ჯერ-ჯერობით ყველა ასე ცალ-ცალკე დგავს კარავს, საღამოს, როცა ღამისთევა იწყება, სუფრასაც ერთს, მთლიანს შლიან, და ყველა ერთმანეთს ეცნობა. - გადმომილაპარაკა გიორგიმ.

სანამ ბიჭები კარავს დგამდნენ, ჩვენ სუფრას ვამზადებდით. გიორგიმ თავისი მეგობრებიც ნახა, ხევსური ძმადნაფიცები არიანო, ბევრი მისი ბრძოლის მეგობარიც აღმოჩნდა. ყველა გვეფერებოდა და გვკოცნიდა, თითქოს კარგა ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. საქართველო იმაზე პატარაა ვიდრე ჩვენ გვგონია, კარგად თუ დაუკვირდები, სრულიად უცხო ადამინი შეიძლება ძალიან ახლობელი გამოდგეს, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სულ რამოდენიმე საათში თითქმის ყველა ყველას ვიცნობდით, ყველას ყველა უყვარდა და ძმობას ეფიცებოდნენ.
კოცონზე დიდი ქვაბით ხინკალი იხარშებოდა, არაყიც (ჭაჭაც) ბევრი ქონდათ მომარაგებული, სადღაც ლუდსაც ხარშავდნენ. დიდი გრძელი სუფრა უკვე მომზადებული ქონდათ, სადღაც დოლისა და ფანდურის ხმაც ისმოდა, თავი თითქმის 18-19 საუკუნეში მეგონა. ასეთი რამ მხოლოდ ძველ ისტორიულ ფილმებში მენახა, აღარ მახსოვდა დაღლა, კი არ დავდიოდი დავფრინავდი. ყველა მღეროდა და ერთობოდა. თანდათან სასმელმა თავისი ქნა. ალკოჰოლმა უფრო აამჩატა და აამსუბუქა სიტუაცია. ვინ ვის ეხვეოდა ვეღარ გაიგებდი. საერთოდ არ მიყვარდა ნასვამ ხალხში ყოფნა, ჩვენი სამეგობრო მთლიან სუფრას გამოეყო და ცალკე დავჯექით. გოგოები ვხუმრობდით და ვიცინოდით. გიორგი მართალია ჩვენ არ გამოგვყვა, მაგრამ ვხედავდი სუფრიდან ცალი თვალით როგორ გამოგვხედავდა ხოლმე, გაგვიღიმებდა და ბიჭებთან საუბარს აგრძელებდა. მალე სუფრა ნახევრად აალაგეს და საცეკვაო ადგილი გამოყვეს, დოლისა და ფანდურის ხმაზე რამდენიმე კარგი მოცეკვავეც გამოჩნდა, ხანჯლურს, მთიულურს ისე კოხტად ცეკვავდნენ რომ მოვიხიბლე. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ჩემთან მოვიდა.
- წამოდი, ვიცეკვოთ!...
- არა, მე არ ვცეკვავ. – ვიუარე მე.
- წამოდი!- ჯიუტად მეუბნებოდა ის.
- მე არ ვცეკვავ. – უარზე ვიყავი, მაგრამ მოცეკვავე თავს არ მანებებდა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ გიორგი ჩვენთან გაჩნდა.
- არ გესმის?! დაანებე თავი.
კაცის ჩარევა მოცეკვავეს არ მოეწონა.
– შენ ვინ გეკითხებაო - აპილპილდა ის. თითქოს ამას ელოდებოდნენო, უცებ ჩვენმა ბიჭებმა გიორგისთან მოიყარეს თავი, მოცეკვავესაც გამოუჩნდნენ მეგობრები და ატყდა ჩხუბი.
- გაჩერდით, გეხვეწებით, გაჩერდით! – ვიძახდით გოგოები, იყო ერთი კივილ-წივილი, მაგრამ მოჩხუბრებს არაფერი ესმოდათ. დანახვა ვერც მოვასწარით, რომ საიდანღაც ხანჯალმა იელვა. მისი ლაპლაპა პირი ერთხელ კი დავინახე და ქალის კივილიც მომესმა:
- დაიჭრა, ვიღაც დაჭრეს.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

და რა თქმა უნდა ეს დაჭრილი გიორგი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent