შეჩვევა თუ სიყვარული?! 1
-დედა, მამა, გთხოვთ რა მოხდება, ბარემ დავამთავრებ ჩემს სკოლაში და მერე გადავიდეთ თბილისში,ერთი თვე დარჩა , სულ რაღაც ერთი თვე.. არ მინდა სკოლის შეცვლა (თიკა) გოგონა ფეხებმოკეცილი იჯდა სავარძელში და სლუკუნებდა -თიკა, შვილო, ჩვენც გაგვიგე ეხლა რომ თბილისში არ გადავიდეთ, სამსახურს დავკარგავთ რაც შემოგვთავაზეს და მერე რაღა ვქნათ? (კახა) გოგონას მამა მიუახლოვდა და თავზე ხელი დაადო -კარგი შენ კიდე რა მოგივიდა თიკა ყველაფერზე პანიკებს რატომ ყრი? ხვალვე გადავდივართ და მორჩა! (ნატო) ამჯერად დედა გამოვიდა სიტყვით, შემდეგ ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა -ხო იცი დედაშენი აფრენს ჩემო გოგო, არ მიაქციო ყურადღება მის გამოხტომებს, რაც შეეხება წასვლას, ნუ აიჩემე და ნუ გაჯიუტდი, აქ მარტო არცერთი არ დაგტოვებთ ამიტომ მიდი ეხლა მამას პრინცესავ მოემზადე(კახა) შვილს შუბლზე აკოცა და მეუღლეს გაყვა -ნატო მეორედ ესე არ ელაპარაკო! (კახა) -სულ შენი გათამამებულია ეგ გოგო, ეხლა მეჯიუტება კიდეც, თავი ჩემზე დიდი გონია (ნატო) არ ცხრებოდა და აქეთ-იქით დადიოდა -შენ რა იგივენაირად არ მოიქცეოდი? თვითონაც ხვდები რომ ბავშვი მართალია(კახა) -აჰაა იქნებ ისიც მითხრა რომ არ გადავიდეთ და უარი ვთქვათ შემოთავაზებაზე, კახა სულ ნუ გადამრევ შენ !! (ნატო) -ნამდვილი გიჯი, კიდევ კარგი თიკა მე მგავს... (კახა) ჩაილაპარაკა და წავიდა *** -ხო გოგო ხვალ მივდივართ... (თიკა) -ვაიმეე თიკუუუს არ გადაიფიქრებენ? (სოფი) -არა გოგო ვთხოვე მაგრამ სერიოზული სამუშაოაო და რავიცი რა (თიკა) -გოგო ბანკეტზე მაინც ხო ჩამოხვალ?(სოფი) -კი აბა რას ვიზამ სოოფ, კაი წავედი ეხლა უნდა გავთიშო ჩავალაგო ბარგი (თიკა) -კაი სიხარულო და არ მოიწყინო,გაკოცეეე (სოფი) ტელელფონი გათიშა და მომზადებას შეუდგა... *** დილით ადრიანად დაადგა ნატო თავზე -ადექი თიკაა (ნატო) -ეხლავე(თიკა) თავი ძლივს წამოწია და საწოლიდან წამოიზლაზნა -ანუ კიდევ არ გადაგიფიქრებიათ? (თიკა) -ისევ იწყებ ჩემი ნერვების მოშლას? (ნატო) ყურადღება აღარ მიუქცევია ნატოსთვის აბაზანაში შევიდა და კარი გადაკეტა მალე უკვე მანქანაში იჯდა და თბილისის მიმართულებით მიდიოდა. -მოვედით, გადმობრძანდი ქალბატონო (ნატო) -აგრესიულობა არ არის საჭირო დედა (თიკა) უხეშად უთხრა და სახლისკენ დაიძრა ნივთები ამოალაგა, მიაწესრიგა იქაურობა და საწოლზე გაწვა სახლს არაფერს უწუნებდა, ორსართულიანი კერძო სახლი, თავისი პატარა ეზოთი სადაც ლამაზი ყვავილები იყო განლაგებული -კიდევ კარგი ჩემს ოთახს აივანი აქვს (თიკა) ფრაზა უაზროდ ჩაილაპარაკა და ძილ ბურანში გადაეშვა, გვიან გამოეღვიძა 12 საათისკენ, სამზარეულოს ესტუმრა და შემდეგ ოთახს მიაშურა, აივნის კარი გააღო რომ ნიავი შესულიყო ოთახში, ტანსახმელი გაიხადა, საცვლებით ცოტა იბოდიალა ოთახში,შუქი ჩააქრო და დაწვა, ძილმა მალე თავისი ქნა და სიზმრებისკენ გზა უჩვენა. *** -აუ შენ რა გამიხურე ტო, ვერ ხედავ რომ შუქი ეხლა ჩააქრო, თან აივნის კარი ღიიაქვს და იქნებ კუდიანია (ძალით სერიოზულობით ჩაილაპარაკა,მაღალმა ათლეტურმა ბიჭმა და ძმაკაცს გახედა) - სანაძლეო სანაძლეოა და წაგებულს შესრულება უნდა ძმაო (ძმაკაცმა ჩაიცინა და ძმაკაცს ხელი დაკრა მხარზე) -ამის დედაც რაც იქნება იქნება თორე შენი ყბიდან რა ამოვა, საიდან გაფიქრდება ესეთი ბავშვური რაღაცეები თან... (ეს თქვა და აივნისკენ მიაშურა,როგორც იქნა აცოცდა მეორე სართულზე და აივანზეც შეხტა, სანაძლეოში წაგებული სურვილის თანახმად, იგი უნდა ასულიყო აივანზე 12საათზე და უნდა დაექნია ხელი ყურებამდე გაღიმებულს,ძმაკაცისთვის რომელიც იქვე შორი-ახლოს დაელოდებოდა და თვალ ყურს ადევნებდა ამ ყოველივეს. ასეც მოიქცა უბედნიერესი სახე მიიღო და ძმაკაცს ხელი დაუქნია, უცებ ძმაკაცმა აივანთან მოირბინა და ჩურჩულით შესძახა -ჩემი მეორე სურვილია შეხვიდე ოთახში და ვინც არუნდა იყოს სურათი გადაუღო -ფუ შენიიი (ამ უკანასკნელმა გააცოფა მაგრამ რასიზამდა,წაგებული-წაგებულია... ოთახისკენ შეტრიალდა, ტელეფონი ჯიბიდან ამოიცურა და ჩუმი ნაბიჯებით შევიდა ოთახში, გულს კი ისეთი ბაგაბუგი გაუდიოდა თითქოს საგულედან ამოსვლას ლამობდა, საწოლთან ძლივს მიაღწია, აშკარად ვიღაცას ეძინა მაგრამ სიბნელეში არაფერი ჩანდა, მხოლოდ ნაზი სუნთქვის ხმა ესმოდა, არ დააყოვნა უცებ ტელეფონი იმარჯვა ვარაუდით დაუმიზნა მძინარეს ტელეფონის კამერა და წამით ოთახიც განათდა (ეს იყო კამერის ეგრეთწოდებული ‘’სპიჩკა’’) ადგილზე გაშეშდა რადგან სხეული ოდნავ თითქოს შეიშმუშნა, შემდეგ დაწყნარდა და ისევ ფეხაკრებით გაბრუნდა აივანზე, აივნიდან კი ისევ დაბლა დაეშვა და წამში ეზოდან გაქრნენ. -მანახე აბა, კუდიანს ხოარ გადაუღე სურათი ტო? (სიცილით გაამხნევა ძმაკაცი) -გიგა მოკეტე რა რომ გაღვიძებოდა დამერხევოდა მაგრად (თავში წამოარტყა გიგას და ტელეფონი მიაწოდა)- აჰა და ნახე შენ თვითონ გიგამ ტელეფონი გამოართვა და ბოლოს გადაღებული სურათი გახსნა -ფუ შენი, რალამაზია, ეს ვინაა ტო? (გიგა) გაოცება ეტყობოდა ბიჭს სახეზე -მანახე.. (ტელეფონი გამოართვა და გაშეშდა) -ის ისე სუნთქავდა, მაშინვე მივხვდი რომ საოცრება იწვებოდა იქ, მაგრამ ამას არ მოველოდი, ანგელოზია ძმაო..(თვალს არ აშორებდა სურათს ისე ელაპარაკებოდა გიგას) -სანდრო, ძმაო მემგონი შეგიყვარდა (გიგა) გიგამ ძმაკაცს მხარზე ხელი დაარტყა და თვალი ჩაუკრა -წავედი მე (სანდრო) -სად წახვედი ტო? დაიცა რა (გიგა) გიგამ სიტყვები თითქმის დააწია მიმავალ სანდროს მაგრამ აღარ მობრუნებულა, გადაწყვიტა ისევ ასულიყო აივანზე, თვითონაც კი არ იცოდა რატომ მაგრამ უბრალოდ მას ეს უნდოდა. ვინაიდანდა რადგანაც სურვილი დიდი იყო ამის, რამოდენიმე წუთში უკვე აივანზე იდგა. აივნის კარს დაეყრდნო და იმ წუთასვე ინანა. კარი გაჭრიალდა რამაც თიკას გაღვიძება გამოიწვია *** საწოლიდან თავი აწია და სახეზე ხელი ნაზად ჩამოისვა -მგონია ქარია.. ოხ რა დროს ეს იყო რაა...(თიკა) საწოლიდან წამოიზლაზნა და კართან მივიდა სადაც მეორე მხრიდან სანდრო იყო ამოფარებული, კარს სკამი დაუდგა რომ მისი ფიქრით კარს აღარ ეხმაურა და საწოლისკენ შეტრიალდა და ნაზად მიარხევდა ტანს, სანდრომ ამ დროს გამოიხედა და უყურებდა მის სხეულს რომელსაც მთვარის შუქი უნათებდა, ეს სწორედ იმას გავდა, მზე საღამოს ზღვაში რომ ჩადის და მთელ ზღვას მისი ბზინვარე სხივებით რომ გადაჭედავს, ხოლო მისი სხეული მშვიდი ზღვასავით მიირხეოდა ... სანდრო ფიქრებიდან გამოერკვია და როცა უკან დახევა სცადა კარს მხარი დაკრა, რამაც სკამის ხმაური გამოიწვია და ასევე თიკას შეშინება -ვინ არის მანდ?(თიკა) -...(სანდროს პასუხი არ გაუცია, რადგან არ იცოდა რა ეთქვა) -ნუ მაშინებთ, ძალიან გთხოვთ (თიკა) გოგონას სადაცაა უნდა ეტირა რომ უცებ სანდრო გამოდგა კარებში, თიკა კი შეშინებული შეხტა -გამარჯობა(სანდრო) -კიმაგრამ აქ რას აკეთებთ ამ შუაღამეს?(თიკა) -აჰა გასაგებია, მაშინ დღე ამოვალ ხოლმე(სანდრო) თითქოს გაეხუმრა მაგრამ მაშინვე ინანა -მგონი სულ არ მეცინება! ან ამიხსნით აქ რას აკეთებთ ან კიდევ ჩემებს აუხსნით!!(თიკა) -ბაზარი არაა თუ გინდა მთელს ქალაქს ავუხსნი, სანაძლეოში სურვილები წავაგე ძმაკაცთან, ერთ ერთი სურვილი სწორედ ეს იყო თორემ შენნაირ უჟმურთან რა მინდა ტო... ისე კარგი საცვლებია (სანდრო) თვალი ჩაუკრა და აივნიდან ჩასრიალდა , თიკა წამოწითლდა და წამოხურდა -იდიოტი ეს როგორ მითხრა(თიკა) აივანზე გავარდა და დაბლა ჩასძახა -უტაქტო, უზრდელო!!! (თიკა) -მშიშარა, უჯმუროო (სანდრო) ენა გამოუყო, გაუცინა და წავიდა თიკა ოთახში შებრუნდა და დაწვა, თან უაზროდ ეღიმებოდა თავისთვის -თავხედი სიმპათიური! (თიკა) ჩუმად ჩაილაპარაკა, გაღიმა და თვაალები მინაბა *** -სადიყავი სანდრექს? გეძებდი ტო ყველგან (გიგა) -.... (სანდროს პასუხია არ დაუბრუნებია ძმაკაცისთვის, უბრალოდ მომღიმარი ჩამოჯდა და უაზროდ დაუშტერა ერთ წერტილს თვალი -რაიყო ეე სა სახეგაქ (გიგა) -ის გავიცანი (სანდრო) -ვინ ის ხოარ მოიწიე (გიგა) ჩაიხითხითა და ძმაკაცს მიაშტერდა -ნუ გაცნობასაც ვერ დავარქმევ ამას (სანდრო) -დაიცა დაიცა არ მითხრა რომ ისევ იქ ახვედი (გიგა) გიგამ ხელები ერთმანეთზე გაუსვა, შემდეგ ერთმანეთს შემოკრა და ფეხი ააბაკუნა -ჯერეგერთი კიარ ავედი ავცოცდი,მერე კიდე გაეღვიძა და ნუ ისეთ პონტში გავიჩითეთ რა.. კაროჩე შემეშვი ვაანალიზებ ყველაფერს ჯერკიდევ და შენი პრიკოლანდიის მოსმენით თავი არამაქ ძმაო(სანდრო) ადგა და გარეთ გავიდა *** -ადექი ქალბატონო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხარ (ნატო) -ხო ეხლავე (თიკა) საწოლიდან წამოიზლაზნა და სააბაზანოში შევიდა, 15 წუთის შემდეგ გამოვიდა და მომზადება დაიწყო -მარტო წავალ(თიკა) განუცხადა ნატოს რომელსაც შეამჩნია რომ ემზადებოდა გასაყოლად ახალ სკოლაში -კიმაგრამ პირველად მიდიხარ და.. (ნატო) -პირველ კლასში არ ვარ. ეს თქვა ჩანთას ხელი მოკიდა და დაბლა ჩვიდა -მამას სიხარულო არაფერს შეჭამ?(კახა) -არა მამა ხოიცი დილით არ მიყვარს, წავედი არ დამაგვიანდეს(თიკა) -აბა შენიცი თიკუნა, მამას უყვარხარ (კახა) -მეც მიყვარხარ მაა (თიკა) მამას ჩაეხუტა და სახლიდან გავიდა. სკოლა არცისე შორს იყო ამიტომ ფეხით გადაწყვიტა გაესეირნა, უცებ ნაცნობს მოკრა თვალი მაგრამ აღარ ახსოვდა საიდან ეცნობოდა, ეს ნაცნობი კი მისკენ მიაბიჯებდა -დილამშვიდობისა -უკაცრავად მეცნობით მაგრამ საიდან ვერ ვიხსენებ(თიკა) -წუხანდელი შენი გამის ზმანება ვიყავი (სანდრო) თიკა უცებ წამოწითლდა და დაიბნა -ამდენს როგორ მიბედავ?? (თიკა) მარტო ამის თქმა მოახერხა და ნაბიჯებს უმატა -რამდენს? (სანდსრო) ირონიულად შეუბრუნა კითხვა -თვალში აღარ მომხვდე(თიკა) შეუღრინა და სკოლაში შეიჭრა -ამაღამ შევხვდებით ლამაზო (სანდრო) წასულ გოგონას მიაძახა რომელმაც გაიგო მაგრამ არ შეიმჩნია. ზარის დარეკვის შემდეგ კი დირექტორმა გოგონა საკლასო ოთახში შეიყვანა -გამარჯობა ბავშვებო, ახალი თანაკლესელი გყავთ, იმედია ისე მიიღებთ და დამეგობრდებით როგორ თქვენ ხარ, აბა თქვენ იცით, მასწავლებელი მალე შემოვა, არ იხმაუროთ. -თიკა შვილო აი იქ დაჯექი (ხელი დაიშვირა მეტად ნაცნობი სხეულის გვერდით) -დიახ(თიკა) ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ეგონა სანამ იქ მივიდოდა წაიქცეოდა, ძლივს გაიარა მანძილი და დაჯდა. გვერდიდან კი მწველ მზერას გრძნობდა რომელიც სულ უფრო და უფრო აბნევდა. გამარჯობაა ჩემო კარგებო,,, მოვედი ახალი ისტორიით, იმედია კარგია, ველი თქვენს შეფასებას, თუ მოგეწონებათ თავებსაც გავზრდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.