დღიური: ახალი დღე, მერე რა
ძვირფასო დღიურო დღეს 30 ოქტომბერია, ორშბათი. ახალი დღე და ძველი პრობლემები. სამი თვე გავიდა მას შემდეგ რაც დავობლდი. ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე. მშბლები მოისწრაფვოდნენ, რომ ტორტი თავის დროზე მოეტანათ დაავარია მოუვიდათ. ახლა ბიძიასთან და მის ცოლთან ვცხოვრობ.პირველად ვწერ დღიურს ამიტომსჯობს გაგეცნო,გვიან კი გამოდის , მაგრამ არაუშავს.მე ეკატერინე გაბაშვილი ვარ.ვწერ ამ სიტყვებს და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის. ძალადობა ყველაზე მეტად აზიანებს ადამიანს, არამერტო ფიზიკურად არამედ მორალურად.ადმიანი კომპლექსდება და ეშინია ყველაფრის. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ბოროტდება. მეც ასე ვარ . დღეს ბიძიამ მცემა, პირველად არა, მხოლოდ იმიტომ რომ ვახშამი დროზე ვერ გავახელე და გვიან მივართვი.მხრები და ზურგი სულ ჩასისხლიანებული მაქვს, ისე მეწვის თითწოს ცეცხლი მეკიდოს.ზურგი ბრძოლის ველს ჰგავს, მაგრამ სიტყვას ვერ ვიღებ, რადგან ბიძას მუშტი ჩემს პირზე ლოდის ბორკილივით დევს და სუნთქვის საშვალებას არ მაძლევს. ფილთებს ჰაერი ეცოტავებათ, გულის ცემა კი ზღვარს გადასცდა ლაბათ, მაგრამ მერა რა? რა ვიზამ, თორე... ძვირფასო დღიურო დღეს 31 ოქტომბერია, სამშაბათი. ახალი დღე და ძველი პრობლემები. შენ გგონია რამე შეიცვალა? მწარედ ცდები. გაკვეთილებს ვაკეთებდი, როდესაც ბიძია შემომივარდა და ფეხქვეშ გამოგდო, თან ლამაზ სიტყვებს ჩემთის არ იშურებდა: ,,გაკვეთილების გაკეთება მოგინდა? შენ გგონია რამეში დაგჭირდება?( ირონიულად იღიმის) შენთვის ერთ გროშაც არ გადავიხდი. სამუდამოდ აქ დარჩები და მე მომემსახურები შე პატარა ლაწირაკო“ მუცელში მირტყამდა ფეხებს და სულ ჩამილურჯა, კიდევ კაი სახეში არ მცემა თორე როგრო დავმალავდი. მართალი გაიფიქრე დღიურო, არავინ იცის ჩემი მდგომარეობის შესახებ. ანდა როგორ უნდა თქვა? ან ვის უნდა უთხრა? მხოლოდ მეზობლებმა იციან ისიც იმიტომ რომ ხმები გადის. ძვირფასო დღიურო დღეს 1 ნოემბერია, ოთხშაბათი. ახალი დღე და ძველი პრობლემები. სკოლაში მაგვიანდება და თავქუდმოგლეჯიმი მივრბივარ. ალბათ იკითხავ რატო? მთელი ღამე ვტიროდი. არ მინდოდა , უბრალოდ ცრემლები თავისით მოდიოდნენ და იკვალავდნენ გზას გარეთ. მხოლოდ გამთენიისას ჩამეძნა. ახალა კი დავუბრუნდეთ ჩემს სირბილს. წავიქეცი. მუხლები გადამიტყავდა და ხელები წითლად შემეღება, მთლიანად წითელმა ბლანტმა სითხემ დაფარა ხელის გულები, მაგრამ რაც არუნდა გსაკვირი იყოს არაფერი მიგვძვნია.არც მიტირია, შეიძლება ცრემლი გამიშრა .უკვე ვეღარაფერს ვგრძნობ შეიზლება შევეჩვიე, შეიძლება იმუნიტეტი გამომიმუშავდა ტკივილ მიმართ, მაგრამ ფაქტი ერთია ვერ ვგრზნობ სიმწარეს. სკოლის ექმითან მივედი, ხელები შემიხვია,მაგრამ მანამდე სპირტით დამიმუშვა, მაგრამ მაინც არაფერი. ერთი ვაების სიტყვა არ დამცდენია.სკოლიდან სახლში მივედი და კვლავ ერთი და იგივე. უაზრო მიზეზებზე ცემა. მაგრამ დღეს ძალიან მოუვიდა ძვირფასო დღიურო დღეს 2 ნოემბერია, ხუთშაბათი. ახალი დღე და ძველი პრობლემები. ალბათ იკითხავ დღიურო სად ვარ? პასუხი მოკლეა. საავადმყოფოში. რამდენინე ნეკნი ჩამტვრეული მაქვს, მიზეზი კარგად იცი. ბიძიამ თქვა რომ კიბეებზე დავგორდი. უკვე ყველანაირი იმედი დავკარგე, დავკარგე მომავლის, თბილი ოჯახის, ნათელი მომალის ქონის იმედი.ამას იმიტომ ვწერ რომ იქნებ ვინმემ წაიკითხოს და დამეხმაროს. რა სისულელეა. მშველელი არ არსებობს, თუ არსებობს -ჩემთვის არა. მტკივა სხეული? გული? სული? არა ჩემი არსებობა მტკივა, მტკივა ჩემი ყოველი ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა. მტკვივა რომ გავჩნდი, რატო არ მოვკვდი ჩემს მშობლებთან ერთდ?მაგრამ აღარ მტკივა ბიძიას ცემა, სიტყვები, რომლებიც აქამდედ გულზე ლახვარით მეცემოდნენ. ძვირფასო დღიურო დღეს 3 ნოემბერია, პარასკევი.ახალი დღე და არანაირი პრობლემა. გულის ცემა შენელებულია, სუნთქვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ერთ-ერთმა ნეკმა ფილტვი გახვრიტა.ჩემთვის ცხოვრება მწარე გამოდგა, ესეც კიდე რბილად ნათქვამია. რამდენი ცრემლი უნახავს ღამეს დიდ მთარეს. კალამი დავარდა, რამდენი რამის დაწერა უნდოდა ეკატერინეს, რამდენი გეგმა ჰქონდა,რამდენის მიღწევას გეგმავდა, გაისმა გამაყრუებელი ხმა აპარატის და კალმის დაცემის. ერთი კიდე გულმა ამოიფეთქა და დადუმდა სამუდამოდ. მკითხველო ეკატერინემ ვერ მოასწრო ამიტომ მე გეტყვი მის ერთადერთ თხოვნას, გთხოვ ასე აღარავინ დაინტაჯოს. მაინც გული სავსე ჰქონდა ეკატერინეს სითბოთი,მაინც უყვარდა ყველა და ყველაფერი. ბოლო ცრემლი ჩამოუგორდა ეკატერინეს, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლი იყო,რადგან უხაროდა. ის ხომ მშობლებთან მიდიოდა. ახალი დღე და არაინაირი ტკივილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.