შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ სიყვარული - სრულად


31-10-2015, 16:54
ავტორი D-roni
ნანახია 11 771

ყველაზე მეტად ეზარება დილას ადგომა , დაბღვერილმა მოამზადა მეორე დილისთვის საჭირო ნივთები და ცუდ ხასიათზე მყოფმა ჩაალაგა წიგნები კლასიკურ ჩანთაში.
მამის სიკვდილის გამო სკოლაში პირველი სემესრტი საერთოდ არ დადიოდა , საპატიო არები კი ეწერებოდა მაგრამ პროგრამას საკმაოდ ჩამორჩენილი იყო.
ახალი წლების არდადეგების შემდეგ , პირველად მიდიოდა.
თითქოს ამინდსაც უხაროდა მისი ცხოვრებისკენ მობრუნება და ღიმილი.
თბილისში საკმაოდ ცხელოდა , მიუხედავად იმისა , რომ თებერვალი იყო.
უკვე ხალხი ჟაკეტებს იხდიდა და ქუჩაში მოკლემკლავიანი მაიკებით დაიარებოდა.
ზოგიც კი ფიქრობდა , რომ დღეს ძალიან ცხელა და ხვალ უფრო გრილად ჩავიცმევო , მაგრამ დილას ამოვარდნილი სიო მაინც ერთფეროვნებისკენ მიერეკობოდა.
მიუხედავად გრილი ამინდისა მაინც თავის აზრზე იყო თინანო .
თქვა და ასეც მოიქცევა , გრილი სამოსით წავა დილას სკოლაში !
^^^
რომ იცის , რომ ადრე უნდა გაიღვიძოს , რაც არ უნდა ესიკვდილებოდეს მაინც ვერ დაიძინებს .
ასეთი ჩვევა აქვს , ამით მამას გავდა.
ძალიან მშრომელი მამა ყავდა და ეს დანატოვარზეც დაეტყო ოჯახს.
ოჯახში მხოლოდ ორი და და დედა დარჩნენ.
შხაპი მიიღო , შავი მოტკეცილი ელასტიკები ჩაიცვა , დაბალ ყელიანი უგები , ზემოდან თეთრი არც ძალიან წვრილ ბრეტელიანი ტანზე მომდგარი მაიკა და ზემოდან ტყავი შემოიცვა.
სწორი , შავი თმა რა თქმა უნდა გაიშალა და წელამდეც დაეფინა.
მსუბუქი მაკიაჟი გადაისვა , ხელი დაავლო წიგნებს და ოთახიდან გავიდა.
მობილურს ნაუშნიკებს ორი საათი ეძებდა , ბოლოს როგორც იქნა იპოვნა და კმაყოფილი , ლაღი ღიმილით ჩაეხუტა ჯერ დედას და შემდეგ დას გაუღიმა.
- ლილე გამიყვან სკოლაში ? - უფროს დას გადახედა და წამწამები აუფახუნა.
ლილეს გაეცინა და გასაღებს ხელი დაავლო .
- ეგრე მოდიხარ ? - წარბი ჰაერში აზიდა .
- ხო გეუბნები ამას რაც შეყვარებული ყავს ყველაფერი კიდია - ხელი აიქნია ნინომ და შვილებს გაუცინა .
რა თქმა უნდა არც ამჯერად გაუმახვილებიათ ყურადღება დედას ჟარგონზე , ნინო საკმაოდ ახალგაზრდა დედაა , 37 წლისაა და უკვე შვილებსაც მოესწრო .
ასე , რომ როგორც დაქალი ისეა გოგონებთან.
- მიდი გადაცუნცულდი - ლოყაზე აკოცა ლილემ და სკოლისკენ უხმო.
- იმდენი ხანია , აღარ ვყოფილვარ უკვე ვღელავ - გაიცინა ნერვიულად -შენ სადმე მიდიხარ ვაჟბატონთან ერთად ?
- კი და რატომ არ მოდიხარ შენ ? იცი რამდენს მეხვეწება თორნიკე გამაცანიო ? - წარბები შეკრა უფროსმა მაჭავარიანმა.
- დღეს არა , ემოციურად ცოტა დაძაბული დღე მექნება და აი მერე მართლა , თან ხომ გამიცნო არა ? - მხრები აიჩეჩა თინანომ.
- თინანო ეგ გაგიცნო , მამას პანაშიდზე - თვალები დააკვესა ლილემ.
- ოო რა მნიშვნელობა აქვს ეგ გაცნობაში არ ითვლება ? - წარბები შეკრა მაჭავარიანმა.
- გადადი თორემ მომეშლება ნერვები და ვიცი უნდა გაგძიძგნო - თავი საქარე მინისკენ მიატრიალა და მზერა გზას გაუსწორა.
- აი გპირდები , მამას სულს გეფიცები ხვალ გავიცნობ - ცრემლიანი მზერით გადაეხვია დას ,ლილემაც ვეღა გაუძლო და მაგრად ჩაიხუტა უმროსი და.
- კარგი მიდი გადადი - შუბლზე აკოცა და სკოლისკენ მიმავალ დას სიამაყით სავსე მზერა გააყოლა , ჩაიცინა , როცა დაინახა , როგორ გააყოლეს თვალი გოგონებმა და ბიჭებმა , მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა.

- კაი? - ყველა კლასში იჯდა , ორი ახალი მოსწავლეც მოხვდა თვალში.
ერთი გოგო იყო მეორე ბიჭი , ბიჭი საკმაოდ სიმპატიური , გოგო საკმაოზე მეტად ლამაზიც , მაგრამ ისეთი ბოღმიანი მზერა ჰქონდა , ზღურბლზე გაიყინა თინანო . კლასში "კაი?" -ს ძახილით დახვდა მისი ერთადერთი დაქალი ნაკა .
- ვაა თინანო მოხვედი ? - ბავშვები დაესივნენ , ყველა მორიგეობით ეხვეოდა და კოცნიდა მონატრებულ კლასელს.
- დავბრუნდი და ვეღარც მომშორებთ - ღიმილით გააკანტურა თავი და მონატრებულ ორი დღის უნახავ დაქალს მძლავრდა მიეხუტა გვერდულად .
- ჩვენ ორი ახალი კლასელი გვყავს - ლიკუნა გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა - აი ის გიო და კოკო.
"კოკო" ჩაიცინა გულში და გოგონას ბოღმისგან აწითლებულ სახეს ირონიული ღიმილით შეხვდა.
"გიო"-ს თვალებით გაბურღვა არ შეიმჩნია და კულტურულად მიესალმა ახალ კლასელებს .
- სასიამოვნოა თინანო - თავი დაუკრა და ღიმილით დაჯდა ნაკასთან - რა ხდება აბა ახალი ? რატომ მიყურებს ის გოგო ესე ?
- მაგ გოგოზე ყველაფერი გაარკვია ლიკუნამ , თურმე ადრე ევრობულ სკოლაში სწავლობდნენ გიო და ეგ კოკო , ეს კოკო თურმე მთელ სკოლას მოსწონდა , აი ხო ხვდები როგორი გოგოა ? თავში აქვს ავარდნილი და როგორ დადის იცი ? ვინმემ თუ არ გააყოლა თვალი შეიძლება მოვიდეს და გკითხოს რატომ არ მიყურებო - გადაიკისკისა ნაკამ და ლაპარაკი განაგრძო ჩუმად - ხო და ეხლა რო დაინახა მაგაზე ლამაზი და რომ შენიშნა გიო როგორ გიყურებდა ... ნუ მოკლედ დასკვნა შენ გამოიტანე რა - გაიცინა მან.
გიოს შეხედა , თითქოს მოეწონა , მაგრამ მაშნვე უკუაგდო ფიქრები.
არაფრის თავი არ აქვს ახლა , მითუმეტეს ამ თავქარიანის.
დასვენებაზე ირონიული მზერა სტყორცნა , როგორც ყოველთვის ბოღმიან მზერას და კოკოს ასევე უტეხად გაუსწორა თვალები.
ნასიამოვნებმა ჩაიცინა როდესაც გიო მივიდა და გვერდით დაუჯდა.
- 4 თვეა ამ სკოლაში ვარ და აქამდე , რატომ არ მინახიხარ ? - " დაჯექი კაცო რათ უნდა კითხვა მაგას " დაბღვერილმა გაიფიქრა და ჩეულებრივი სახით შეხედა გამაოგნებლად სიმპატიურ ბიჭს , რაღაც არ მოსწონს ამ ბიჭში , თან ძალიან მოსწონს , მაგრამ ზუსტად იცის რაღაც ისეთს მალავს რაც უკუაგდებს მის ფიქრებს.
- მამა გარდამეცალა და ... - ნაღვლიანი ღიმილით გაუღიმა .
- ძალიან ლამაზი ხარ - ხმა აშკარად რწფელი ჰქონდა.
- მადლობა - თავი გააქნია და გაიღიმა.
^^^
სკოლაში პირველი ერთი კვირა იარა , იარა და ესეც ერთფეროვნებაში გადაეზარდა.
თორნიკეს გაცნობაც ვერ მოახერხა , რადგან მამაკაცი სამსახურიდან ქუთაისში გააგზავნეს საქმეებზე და ლილეც 24 საათი მობილურზე იყო ჩამოკიდებული.
პირველი ერთი კვირა არ მოუწყენია , ერთ გვერძე ნაკა ეჯდა ,მეორეზე კი გიო და გაკვეთილზე სწავლის პარალელურად სულ კისკისებდა.
თან მოსწონდა ეს ბიჭი თან არა.
მაგრამ ნევრებს უშლიდა ის ფაქტი , რომ 24 საათი ხან ერთ გოგოსთან ერთად დადიოდა ხან მეორესთან.
პიკი ის იყო , გოგონების ტუალეტში , ნაკასთან ერთად რომ შევიდა და გიო დაინახა , როგორ კოცნიდა კოკოს .
გოგონა ისეთი ნასიამოვნები ჩანდა კრუსუნს ვერ იკავებდა , გიო კი გახელებული ეფერებოდა ყველგან.
ბრაზი მოერია სახეზე , მაგრამ მადლობა ღმერთს კარგად შეძლო ემოციების დამალვა.
არც სიცილ შემხმარი მზერით დაუნახავს რომელიმეს და არც შეწუხებული.
რწფელი ღიმილით ჩაახველა და ნაკას ანიშნა დროზე დაიბანე ხელები და მალე გავიდეთო.
- ისე ცოდნისთვის , აქ პატარა ბავშვებიც შემოდიან - ღიმილით დაარიგა და გამწარებული ნელი ნაბიჯებით გამოვიდა ნაკასთან ერთად .
მიზნად დაისახა იმ კმაყოფილი სახის კოკოსთვის ჩამოფხაჭვნა და ასევე გიოს სახის განგრევა.
ნერვებს ის უშლიდა ყველაზე მეტად , რომ არც გიოს მზერაში ჩანდა სინანულის მარცვლები.
პირიქით თითქოს ისიც ცდილობდა თინანოს ნერვების მოშლას რაც კარგად გამოსდიოდა , მაგრამ ამას თვითონ ვერ ხედავდა , ეს ახარებდა მხოლოდ მას.
- კარგი რა დამშვიდდი - ნაკამ ჩაიხუტა და თმაზე ფერება დაუწყო.
- დაინახე როგორ შემომხედეს ? დაინახე ნაკა ? მე არ ვიყო თინანო მაჭავარიანი თუ ის კმაყოფილი მზერა ორივეს არ შევახმო სახეზე ! დაიმახსოვრე შენ დაიმახსოვრე გთხოვ !
იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი.
ყველაფერში კი გიოს სხვადასხვა გოგონებთან ერთად ხილვა და ყველას ბაგეების დაკოცვნა მოიაზრება.
როგორც ყოველთვის რწფელ ღიმილს ინარჩნებდა , ნევრები მხოლოდ იმაზე ეშლებოდა , რომ ამ ყველაფერთან ერთად ბიჭი თვითონ თინანოს ეფლირტავებოდა , მეორე წამს კი მიდიოდა ხან ვისთან ხან ვისთან და ამ ყველაფერს რატომღაც თინანოს დასანახად აკეთებდა.
თინანო მის წინაშე , ხან თავს იბრმავებდა ხან იყრუვებდა , ხანაც პირიქით და ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა .
ეს კი გიოს ახელებდა და უფრო დიდი მონდომებით ცდილობდა ყველაფრის უფრო მტკივნეულად გაგრძელებას.
მაგრამ თინანო ასეთი სუსტი არ იყო , ეს კი გიომ აშკარად არ იცოდა ან იცოდა და გოგონას მსგავსად თავს ისულელებდა , იმ განსხვავებით , რომ აშკარად ბიჭი მართლა სულელი იყო.



^^^
სამი თვე გრძლედებოდა ეს ყველაფერი და დასასრულს პირი არ უჩანდა .
უკვე მაისის დასაწყისი იყო.
თორნიკე თბილისში რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო , ლილე გვერდიდან არ სცილდებოდა.
იმ ღამეს სიძე ბატონი უნდა გაეცნოა ამიტომ , ლილეს მეგობრულ შეკრებაზე მიყვებოდა , რომელიც თითქმის ყოველ საღამოს ტარდებოდა.
უფროს დაზე მხოლოდ 4 წლით უმცროსი იყო , მაგრამ ეს არც ვიზუალურად და არც აზროვნებით ეტყობოდა.
მოწყენილი იჯდა ოთახში და ნაკას ელაპარაკებოდა.
ყველაფრერი , რომ გაარჩიეს მხოლოდ მაშინ დაიშალნენ.
- ჯერ კიდევ არ მიცნობ გიორგი რთველაძე , გაგანადგურებ და მაგ კმაყოფილ ღიმილს სახეზე შეგახმობ ! - ხმამაღლა ამოიდუდღუნა და თვალებ დაწვრილებულმა შეხედა თვალებ გაფართოებულ დედას და დას.
- რაო რაო ? - კაი მოჭორავე დაქალივით ჩამოუჯდა ნინო ლოგინზე.
- ო არაფერი დედა -სიცილით აიქნია ხელი მაგრამ ლილემ , რომ უბრიალა თვალები მაშინ დანებდა.
ყველაფერი მოყვა და გადაღლილი მიესვენა ფუმფულა ბალიშს.
- ეე ეგ ჩათლაშკა - ნინომ ემოციურად გაშალა ხელები და თვითონვე გაეცინა თავის საქციელზე.
- სალამან ბიჩ - ლილემაც გაიცინა და დას შეხედა - იცი რა ?
- რა ? - თვალები დააწვრილა თინანომ.
- მაგაზე კაი რაღაცას გეტყოდი მაგრამ ... უნდა აეჭვიანო ! - ხელები ერთმანეთს ტაშის "პონტში" შემოჰკრა და კმაყოფილი ღიმილით მომზირალ დედას მხარზე კაი ძმაკაცივით მიარტყა ხელი.
- სულ მე მგავხართ რაა , მამათქვენი გაწამებული მყავდა - გაიღიმა ნაღვლიანი მზერით და ცრემლები მოიწმინდა.
- კარგი რა დე - თავი მიადეს გოგონებდა და შემდეგ კალთაში ჩაუდეს , როგორც ბავშვობაში იცოდნენ.
- კარგი ახლა , ვინმე კარგი ვარიანტი გვყავს , რომ აეჭვიანოს ამან ის ჩათლაშკა ?
- აუ თორნიკეს სიმპატიური და დაცემა ძმაკაცები ტყუილად არიან იქ ? მივალთ დღეს და ავრჩევთ ხო თინანო ? - დას გადახედა.
- კარგი რა უაზრობაა ჩემით მოვაგვარებ .
- და რას იზამ მაგ უაზრო შენ თავთან მუქარით ?
- კარგი ხო ... - ამოიბუზღუნა და გაიცინა.
^^^
საღამოს გარდერობში შეძვრა და დასკვნა ბოლო ხმაზე გამოიტანა.
- არაფერი არ მაქვს ! - დაიყვირა და დედა შვილი ოთახში დააჯინა წამსვე.
- რა არაფერი არ გაქვს გოგო ორი კვირის წინ არ იყიდე ტონა ტანსაცმელი ? რაში გადაყარე აბა ის 1000 ლარი თუ არაფერი გიყიდია - აბუზღუნდა ნინო.
- აუ აი აბა რა ჩავიცვა ?
- მმმ გამოიწი - ლილემ გამოიტანა თავის და დადო საწოლზე.
- აი ეს - კმაყოფილმა მიაწოდა მოკლე ფრიალა შავი იუბკა და შავი შიფონის გამჭირვალე ზედა - ამაზე შენი შავი მაღალ ძირიანი ესპადრელები და ეგაა რა , ზემოდან შავი ნახევრად სპორტული , ნახევრად კლასიკური პიჯაკი მოიცვი და ვსიო.
- მართალი ხარ კაი გადით ეხლა მოვემზადო .
ყველაფერი ჩაიცვა , მსუბუქი მაკიაჟი გადაისვა , თმა როგორც ყოველთვის გაიშალა ჩანთან და მობილურს ხელი დაავლო და მისაღებში გავიდა.
- წავედით ? - ლილემ კარი გააღო და დედას აკოცა - მალე მოვალთ .
თინანომაც ჩაკოცნა დედა და დის მანქანაში ჩასკუპდა ქვემოთ ჩასული.
^^^
- მოდით - თორნიკემ სახლში შეიპატიჟა და შეყვარებული ისე ჩაიხუტა კინაღამ ძვლები ჩაულეწა - მაგრად გამიხარდი ტოო - თორნიკემ თინანომდემაც მიახწია და მაგრად ჩაიხუტა გოგონა.
მისაღებში , რომ შევიდნენ მხოლოდ სამი ბიჭი დახვდათ .
ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ.
ლილეს დანახვაზე ყველა წამოდგა და ჩაეხუტა .
- გაიცანით ბიჭებო ეს ჩემი დაა თინანო ... თინ გაიცანი ეს კოკაა - მაღალისკენ გაიშვირა ხელი ლილიემ , მამაკაცმა გაუღიმა და ადგილზე დაბურნდა - აი ეს არის ლაშა - მამაკაცი გაეკრიჭა და თავის ქნევით ჩამოჯდა ძმაკაცის გვერდით აი ეს კი სასტავის ბრილიანტი - პაუზა გააკეთა და გაიცინა უფროსმა მაჭავარიანმა - და სხვათაშორის შენთვის ცნობისთვის - დას შეხედა ლილემ - სვანი დათა კვანტალიანი - ხელი ყველაზე სიმპატიურისკენ გაიშვირა ლილემ .
ორი წამით თვალი გაუშტერა სერიოზული სახით შემომყურე სვან ვაჟკაცს , შემდეგ ძლივსძლივობით გონზე მოსულმა თავი ღიმილით დაუკრა და თორნიკეს გვერდით დაჯდა.
თავიდან ცოტა შებოჭილი იყო , მაგრამ ბიჭებმა იმდენი აცინეს უკვე კაი გაშინაურებულივით ლაქალაქებდა.
დათა , სერიოზული სახით იჯდა და მხოლოდ დრო და დრო ერეოდა ძმაკაცების საუბარში ან თუ ლილე კითხავდა რამეს.
- თინანო შენ არ გყავს შეყვარებული ? - თორნიკე მიუბრუნდა და გაუცინა.
გოგონამ სიცილით გააქნია თავი და ინსტიქტურად გახედა კვანტალიანს , რომლის მზერასაც ისე უცებ შეეჯახა ბოლო დონის ხიხოსავით გამოატრიალა თავი .
- შეყვარებული არ ყავს მაგრამ შარში კია - ენა მაინც ვერ გააჩერა ლილემ.
- რატომ ? - გაიკვრივა სიძემ.
- ლილე !- თვალები დაუბრიალა დას.
- ეე კაი მოაყოლე რა - თორნიკემ და ბიჭებმა ხელი აიქნის და ლილეს მიაჩერდნენ.
თინანომ მხრები ჩამოყარა და ანიშნა მაინც არ მოგეშვებიან და მოყევი თუ გინდაო.
- ეე საღოლ შენ გაძლებას რაა - ხელი აიქნია კოკამ .
- მე რო გოგო ვყოფილიყავი დავლეწავდი ძვლებში იმ გოგოსაც და იმ ბიჭსაც - გაეცინა ლაშას.
- რო აეჭვიანო ? - თორნიკემ დააბრეხვა იდეა.
- მეც მაგას ვეუბნები მაგრამ ვის ჯერა , მოვაგვარებ მე თვითონო - ამოიბუზღუნა ლილემ.
- მაგას შენ თვითონ ვერ მოაგვარებ დამიჯერე - თვალი ჩაუკრა სვანმა.
პირვლად დაელაპარაკა და დებილივით გაბადულმა გაუღიმა.
- აბა არ მინდა ეს სულელური ეჭვიანობები და მასგავსი რაღაცეები - აბუზღუნდა საყვარლად.
- აბა მაშინ უყურე როგორ ცდილობს შენს დამცირებას - მკაცრი ხმით დაუტია ლილემ.
- ეგ მე ვერ დამამცირებს , თან ვერც ხვდება , რომ ვბრაზდები , არც მომოწნს ხალხო უბრალოდ ნევრბეი მეშლება , ასე რომ ცდილობს ჩემთან დაახლოვებას და მეორე წამს ეგეთ რაღაცეებს აკეთეებს.
- კაროჩე რა კოკას ცოლი ყავს - კოკას ცოლი ნანიკო , ლილეს დაქალია და თინანო კარგად იცნობს - ამას ვიღაც მოსწონს - ხელი ლაშასკენ გაიშვირა - და მაგაში , რომ დაგეხმაროს იმასთან ჩაფლავდება , შენ სულ შენხელა და შენზე ორი წლით დიდი მეგობრები გეყოლება და პაწანა ბიჭები არ გვაწყობს - დაფიქრდა და თვალებ გაბრწყინებულმა გადახედა ძმაკაცს .
- ე მე რას მიყურებ შე*ემა ვერაა ეს - აგრესიული ხმით დაუღრინა თორნიკეს კვანტალიანმა.
- დათა უნდა დაკერო რო დაგეხმაროს - გაიკრიჭა თორნიკე.
- დაკერვა არ უნდა დავემხარები ისედაც - დაიბღვირა და თბილი მზერით გადახედა "ბავშვს".


- აუ არ მინდა ჩემს გამო რაიმე პრობლემა , რომ შეგექმნათ ...
- პრობლემა შენ უნდა შემიქმნა თუ იმ გოგოებზე დახამებულმა ლაწირაკმა ? - ირონიულად აწკიპა წარბები დათამ.
- ხო კარგი , ოღონდ ისე არ შევტოპოთ , რომ მთელ სკოლას მართლა შეყვარებულები ვეგონოთ - გააფრთხილა ყველა.
- აბა ერთს თუ ეგონები დანარჩენები მაგაზე ჭკვიანები არიან თუ ჭორაობა არ უყვართ ? - დამცინავაც საუბრობდა კვანტალიანი.
- ოო - ხელი აიქნია და ნაკას ზარს უპასუხა.
ადრე დაიშალნენ , ყველას ღიმილით დაემშვიდობა და პირობა მისცა , რომ აუცილებლად ხშირად ნახავდა ბიჭებს.
მეორე დღეს სკოლა ჰქონდა და სახლში მალე წავიდნენ.


^^^
ღია , ტანზე მომდგარი კოჭებს ოდნავ აცდენილი ჯინსი ჩაიცვა , მარცხენა ფეხის მუცხლზე ოდნავ დაძნეძნილი , და გახეული .
ბებიები , რომ "დაგლეჯილს" ეძახიან და უცხოები "სახლში ტანსაცმელი არ გაქვს ?"
ზემოდან შავი მომდგარი მაიკა გადაიცვა და თმა კოსად შეიკრა.
ტყავი მოიცვა ზემოდან და შემოსასვლელში დადებულ "ბიჭისებრ" კედებს დაწვდა .
როგორც კი ჩაიცვა გრძელ სარკეში ჩაიხედა , ჩანთან და მობილურს ხელი დაავლო , შემდეგ ლილეს გადახედა , რომელმაც ანიშნა გადიო და დაბნეული შედგა კარში.
- სად გავიდე არ გამიყვან სკოლაში ?
- კი და თუ არ გახვედი რანაირად გამოვიდე კარში ? - გაუცინა დაბნეულ დას.
- ხო - დაბნეულმა გადააქნია თავი და ისევ კვანტალიანზე ფიქრებს მოჰყვა.
მანქანაში , რომ ჩაჯდნენ რამდენჯერმე კიდევ გამოამჟღავნა დაბნეულობა უმცროსმა მაჭავარიანმა.
- თინანო დარწმუნებული ხარ , რომ კარგად ხარ ? - დაეჭვებულმა გადახედა გვერდით მჯდომ დას ლილემ.
- კი ...
- იმედია მოზომავ და ძალიან ღრმად არ შეტოპავ , ფრთხილად იყავი , გიოს მოშორებით უფრო დიდი დაღი არ დაისვა ცხოვრებაზე და სხვა თვალით არ შეხედო დათას , შენზე დიდია და ხომ გესმის ... არ მინდა გული გეტკინოს.
- ლილე ! - დაუღრინა დას - დამშვიდდი ეგ არასდროს მოხდება !
- თინანო , არ მინდა იფიქრო , რომ რამეს გიკრძალავ , ვის შეიყვარებ შენი ნებაა , მაგრამ ხომ ხვდები რატომაც გეუბნები ამ ყველაფერს ?
- დამშვიდდი ვიცი და მაგაზე არ იფიქრო - დაამშიდა , გაუღიმა , აკოცა და სკოლაში შევიდა.
ამჯერად შორიდან მიესალმა რთველაძე .
არც კი მისულა და გადაუკოცნია.
გიოს ძაგებაში იყო ნაკა , რომ მიუჯდა გვერდით.
რთველაძე რა თქმა უნდა კოკოს დაუსკუპდა და თვალებით გაბურღვა დაიწყო.
დრო და დრო ორივე თინანოსკენ აპარებდნენ კმაყოფილ მზერას .
- რა ხდებაო რას მეუბნებოდი გუშინ ? რა ეჭვიანობაო რაო ? - ვერც ნაკა ენებდა.
- რა და მოკლედ , დღეს თორნიკეს ძმაკაცი მოვა და უნდა დამეხმაროს რა.
- ვაიმე აჰჰაჰაჰა , გამაფრთხილე და გიოს სახე უნდა გადავიღო - მობილური ეშმაკური ღიმილით აათამაშა ხელში გოგონამ.
***
დღე ისე გავიდა და გაკვეთილები ისე მიილია , არც რთველაძეს მიუქცევია ყურადღება თინანოსთვის და არც კოკოს.
რა თქმა უნდა კოკოს ბოღმიანი მზერა მაინც ეპარებოდა , გიოს კი ვნებიანი , მაგრამ ამასაც კარგად ხვდებოდა თინანო და ღირსეულად არიდებდა მათ სახეებთან შეჩეხვას თავს.
მობილურზე უცხო ნომერი შემოუვიდა.
- გისმენთ ...
- თინანო , როგორ ხარ ? დათა ვარ ...
- კარგად დათ შენ ? - გაინაზა და როგორც კი მიხვდა , რომ კლასთან გიო შედგა და ყურები დაცქვიტა ისე გაბედნიერდა კინაღამ ფრენა დაიწყო.
- კარგად , მანდაა ის ?
- კი - გაეცინა .
- კარგი სკოლასთან ვდგავარ და გელოდები .
- მართლა ? აქ ? სკოლის წინ ? - მსახიობურ ნიჭს 10 ბალიანი სისტემიდან აფასებდა და უმაღლეს ქულას უწერდა თავის თავს.
- ხო მიდი გამო , მეც - ს თქმა არ დაგავიწყდეს - ირონიული ჩაცინება მოყვა მის სიტყვებს.
- კარგი მეც - გადაიკისკისა და გაბადრულმა გათიშა მობილური.
- თინანო , წამო თუ გინდა გაგიყვან მძღოლმა უნდა მომაკითხოს - რატომღაც პირველი შემოთავაზება იყო , გასული 3 თვის განმავლობაში.
- არა იყოს , მომაკითხეს - უცებ უთხრა და რწფელი ღიმილით გაეცალა , წინ წავიდა და მიხვდა , რომ უკან მიყვებოდა ბიჭი.
- ვინ? - აგრეისიული ტონი აე შეიმჩნია და ოდნავ მაღალს ახედა.
- ვერ გავიგე ? - უკვე სკოლიდან იყვნენ გასულები.
- ვინ მოგაკითხათქო ანუ - ტონი შეარბილა .
მისი კითხვა აღარ გახსნებია რადგან ნაკა ჩამოეკიდა მხარზე და ლოყაზე აკოცა.
გიოს კი კოკო და როგორც კი შენობიდან გავიდნენ კოცნა ხვევნა ატეხეს.
გიოსაც გაახსენდა მორიგი ეჭვიანობის სცენა , რომ არ ჰოქნდა ჩატარებული და იქვე ჩაუტარა.
გაბრაზება არ შეიმჩნია და წინ გაურა "წყვილს"
ნაკამ მობილური ამოაძვირინა და დაქალს თვალი ჩაუკრა.
კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე , როცა მანქანაზე აყუდებული დათა დაინახა , მისკენ წავიდა და მამაკაცის გამოწვდილ ხელებს ყურადღება არ მიაქცია ისე ჩაეხუტა მთელი ძალით.
მთელი სკოლის წყვილი თვალი მათკენ იყო მიმართული.
ნუ რა თქმა უნდა სიმპატიური ბიჭი , უძალიანმაგრესი მანაქანით არც კოკოს გამორჩენია თვალთახედვიდან,
როგორც კი არასასურველი ორი ადამიანი მიხვდა ვინ იყვნენ , მაშინვე მაგრად შემოხვია ხელები მასზე ჩაფსკვილ სილამაზეს და თმაზე აკოცა .
- ნახე ის თხა როგორ გჭამს თვალებით , არ მესმის როგორ უნდა იყო ასეთი უთავმოყვარეო - თავი გააქნია გაბრაზებულმა და დათას სახეზე მასაც გაეღიმა , რომ იგრძნო როგორ უყურებდა სვანი და როგორ უღომოდა ინსტიქტურად გაკრეჭილი უყურებდა ისიც და საერთოდ არ გრძობდა დისკომფორტს .
მანაქანის კარი გამოუღო და ჩასვა , შემდეგ მოუარა და საჭესთან თავისი ადგილი დაიკავა.
- მგონი გამოვიდა რაღაც ხო ? - გაეცინა დათას.
- რაღაც ? ჯერ რომ გელპარაკებოდი კინაღამ კლასის კარი მოტეხა - გადაიკისკისა თინანომ.
- თინი არ გშია ? - წამშივე მოეღრუბლა სახე - რა ... რა იყო ? - მანქანა იქვე გადააყენა და გოგონას მიუბრუნდა.
- ასე , ასე მხოლოდ მამა მომმართავდა , რაც ის გარდაცივალა ასე არავის დაუძახებია და თურმე მომნატრებია- ცრემლები ჩაუდგა თალებში .
- ჩშ ... - ჩაიხუტა და თავზე აკოცა - ჰა არ გშია ?
- მგელივით - ტუჩები გააწკლაპუნა და გაიცინა.
- ხო და წამო ვჭამოთ რა მეც მაგრად მშია - მანქანა დაქოქა და გზატკეცილზე გაიყვანა.
^^^
მთელი 2 საათი ლიტერატურულ კაფეში იჯდნენ და ყავას სვამდნენ , ნამცხვარს ჭამდნენ და ინფორმაციებს ცვლიდნენ.
მიუხედავად იმისა , რომ დათა მასზე 7 წლით დიდია , მაინც არ გაჭრვებიათ საერთო ენის გამონახვა.
იქიდან გამოსულები მანქანაში ჩასხდნენ და სახლისკენ წავიდნენ.
- რა კარგია ტარება , რომ იცი - ამოისრუტუნა და გაიღიმა.
- შენ არ იცი ?
- არა მამას უნდა ესსწავლებინა მაგრამ ... ვეღარ მოასწრო - გაუღიმა და გზას გაუსწორა თვალი.
- გინდა მე გასწავლო ?
- რა ? - გაიოცა და მთელი ტანით მამაკაცისკენ მიტრიალდა - ღადაობ ? მართლა მასწავლი ?
- კი , თან მექანიკაა , პირველად ამას გასწავლი მერე ავტომატიკაზე დაგსვავ და პრავას , მექანიკისას აგაღებინებ , ავტომატიკისას ავტომატურად მოგცემენ .
- ეე მინდა .
- კაი მაშინ ხვალიდან დავიწყოთ.
^^^
სისტემატიური სახე მიეცა მათ შეხვედრებსა და განმარტოებას.
სკოლაში მომხდარზე სიცილს და დღის ამბების გაცვლას.
მანქანის ტარებაში ვარჯიშს და სიყვარულზე საუბარს.
ვითომ გიოს ეჭვიანობის გამო შევხედრები .
სისტემატიური სახე მიეცა და ასეთ დროს გაყვანაში გავიდა 1 წელი .
გამოცდები მიადგა კარს.
მეთერთემეტე კლასის ატესტატი კი აიღო მაგრამ შემდეგი წელი მთლიანად სწავლას გადააკვდა.
ვერც დათასთვის იცლიდა წესიერად და ვერც ოჯახის წევრებს ნახულობდა დღის განმავლობაში წესიერად.
ბიჭები და თორნიკე სულ ბუზღუნებდნენ რა არის , საერთოდ ვეღარ გვნახულობო , მაგრამ ეგ მეორეხარისხოვანი იყო მისთვის.
მხოლოდ იმაზე დარდობდა , რომ კვანტალიანს ვერ ნახულობდა.
ერთი თვის უნახავი ყავდა , ხმოლოდ ღამე თუ მიწერდა ორი წუთით , შემდეგ მკვდარივით ეძინებოდა გათიშულს.
მეორე დღეს პრავის გამოცდის გამო 2 მასწავლებელი გააცდინა , ერთს კი დრო გადაუტანა.
- დათ რას შვები ? - თბილი ხმით მოიკითხა მონატრებული.
- ვაა ვაა ჩემი , ვის გავახსენდი , შენ რას შვები ჩემო დათვის ბელო - რა თქმა უნდა ესიამვნა აბა არ ესიამოვნა ?
- მინდოდა მეთხოვა პრავის გამოცდაზე წამომყევითქო ...
- ე აბა რას ვიზავ ტოო , რომელზე მოგაკითხო ?
- ასე 3 ისკენ .
- კარგი მიდი მოემზადე გკოცნი .
- მეც დათ .



^^^
- როგორ მომენატრე პატარა - მძლავრად ჩაიხუტა და თმაზე აკოცა.
- მეც ძალიან მომენატრე -სრტუნით ჩაყო მის კისერში თავი და ღრმად შეისუნთქა საყვარელი სურნელი.
ნასიამოვნებმა მინაბა თვალები.
ტკივილამდე და ცრემლებამდე ენატრებოდა.
როგორ ცდილობდა საკუთარ თავთან გამკლავებას მაგრამ როგორ გინდა უარყო , რომ შენს გულში ყველაზე დიდი ადგილი მას არ უჭირავს ?
როგორ გინდა ვერ მიხვდე და თავი გაისრულელო ?
ეს ხომ სისულელეა ?!
- ვგიჟდები შენზე ! ჩემი პატარა ბავშვი ხარ ! პატარა , რომელსაც ისიც კი დაავიწყდა , რომ დღეს დაბადების დღე აქვს - თმაზე აკოცა და გაშტერებულს , რომელიც გაოცებული უყურებდა თვალებში ცვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა .
- და რა გინდა მითხრა , რომ ... უკვე 18 წლის ვარ ? - გაოცებული ალუღლუღდა და - ვაიმე რა რიცხვია დღეს ? - შეჰყვირა უცებ .
კვანტალიანს სიცილი აუტყდა , ისეთი ლამაზი სიცილი ჰქონდა წამით ისევ დაავიწყდა რა დღე იყო დღეს.
- 19 მაისი , გილოცავ პატარა - ესღა უთხრა და ტუჩებზე ძალიან ნელა აკოცა , მოწყვეტით მაგრამ მაინც აკოცა.
ნელა მხოლოდ ისე , რომ ორივეს შეეგრძნო.
შეეგრძნო , მხოლოდ შეეგრძნო და მეტი არაფერი ...
თბილი მზერით გადაატარა ტუჩები მთელ სახეზე , ნაზ კანზე და უფრო ჩაიხუტა აცახცახებული სხეული .
- შენ ხარ ჩემი საზრუნავიც და სიყვარულიც ! - ჩურჩულებდა და უფრო ამწყდევდა თავის ძლიეერ მკლავებში - არასდროს გაგიშვებ გესმის ?
- არასდროს ?
- სულ სულ არასდროოს !
უფრო მეიხუტა და თავი მკერდზე დაადო .
^^^
- პრავა მაქვს - პრავის ქნევით გაიქცა "შეყვარებულისკენ" და ზედ სხეულზე შეახტა.
- იმდენი მოსალოცი მაქვს დღეს , რომ უბრალოდ არ შეიძლება ამდენი შენი ტუჩებისთვის - ესღა უთხრა და მომცინარს ბაგეებზე დააცხრა . - ისეთი გემრიელი ხარ , მინდა ყოველი წამი და წუთი ასე მოგილოცო .
- ჰმ ... მაგის მოლოცვას შეიძლება?
- ჩვენთვის ყველაფერი შეიძლება - თვალი ჩაუკრა და მანქანაში შესვა - იმედია მანქანას , რომ იყიდი არ დამიკიდებ - სიცილით გააქნია თავი .
- დათა !
- თინანო !
სახე დამანჭა თინანომ.
- რა იყო ? მშვიდობაა ? - ეშაკური სიცილით გადააქნია თავი კვანტალიანმა.
- კი ! - ხელები გადაიჯვარედინა და გაიბუტა.
- მომიწევს ჩემი თინი შევირიგო - სწრაფად დააცხრა მის ბაგეებს და გატრუნულის მტევანი თავისაში მოიმწყვდია. - ძალიან მიყვარხარ!
- ახლა მე მკითხე !
- გკითხე - გამოაჯავრა და გაიცინა.
- ძალიან ძალიან მიყვარხარ - ლოყაზე აკოცა და თბილი ღიმილით მომზირალ მამაკაცს ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.

^^^
იმდენი მისალოცი დაუგროვდა კვანტალიანს , მართლა არ შეიძებოდა მაჭავარიანის ტუჩებისთვის ამდენი !
ატესტატი , პრავა , დაბადების დღე და ჩაბარება და რაღა თქმა უნდა ... ქორწილის 3 წლის თავი .
შვილების დაბადებისდღეები და რაღა თქმა უნდა მრავალ წლიანი იუბილე !
__________

მართლია , ორ საათში დაწერილი , მოკლე პატარა და ცოტა განუზოგადებელი ისტორიაა , რომელიც მაინც და მაინც სიცხიანზე დავწერე ... მაინც ჩემთვის მაინც ბევრს ნიშნავს.
ძალიან დიდი მადლობა , რომ ასე გვერდში მიდგახართ , ასეთი თბილი სიტყვებით მამკობთ და , რომ ასეთ თბილ შეტყობინებებს მიგზავნით .
ძალიან კარგები ხართ !!!
მიყვარხართ და იმედია თქვენს აზრს , აქაც გამიზიარებთ .
შემდეგ ისტორიას უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვეღარ დავდებ ამიტომ , არ ჩათვალოთ , რომ საერთოდ დავიკარგე ...
დაგიბრუნდებით მალე მიყვარხართ !!!



№1 სტუმარი მაკაკო

თბილი ისტორია იყო მაგრამ იგივე შინაარსის და დიდი უფრო კარგი იქნებოდა

 


№2  offline წევრი Elenikoo

ვააიმე აიი რა კაიი იყოო)))))მომეწონა ძალიან.ესეთიი თბილიი ისტორიიები მიყვაარს მეე)))გამოოჯანმრთეელდი<3333333

 


№3  offline წევრი eni

აუუფ როგო მიყვარს ესეთი ტკბილი
ისტორია შენ არიცი დათა და თინი ორივე ძალიან ტკბილი წყვიალია და ეს ისტორიაც ძალიან ტკბილეულობაა და თბილობა შენ კიდევ ყოჩაგ კარგიი ხაარ <3 გამოჯამრთელებას გისურვებ და დაგვიბრუნდი მალე <3 <3 <3

 


№4 სტუმარი lana

vaime didi madloba shenn da gamojamtelebas gisurvebb shenn mee magalitadd dzaliann momewona dzaliann sayvarelii iyoo auuf neta mecc damemartos ase mecc svanii varr da svan bijze arr vityodii uars ejvianobamm ager bedii gauchita

 


№5  offline წევრი magdamargia

მომეწონა ^_^ თან ჩემი დაბადების თარიღიც ^_^ 19 მაისი

 


№6 სტუმარი shorena glonti

ცოტა კი იყო აუღწერელი რაღაცეები მაგრაამ მაინც თბილიი და სასიამოვნო წასაკითხია შენი ისტორიებიიი ♥ შენს ახალ ისტორიას რო ვხედაავ დადებილს პატარა ბავშვს რომ კანფეტს მისცემენ და გაუხარდება ისე ვარ მეც ისე მიხაrია ^_^ ... ვამაყობ რომ ასეთი კარგი ახალი თაობა მწერლები ყავს საქართველოს :* ♥ (by ბოკო ღლონტი)

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძალიან ძალიან ძალიან და კიდე ძალიან მაგარი იყოოო <3 სასწაული ხარ ავტორ <3

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს პირველი ისტორია იყო, რაც შენი წავიკითხე და ძალიან გავთბი სიმართლე გითხრა. დასასრულამდე თვალი ვერ მოვწყვიტე იმდენად ჩამითრია... მაინტერესებდა როგორ დასრულდებოდა და არ მინდოდა, რომ თინანოსთვის ეტკინა დათას გული. მეცინებოდა დედა-შვილის საუბარზე, ვთბებოდი დატასა და თინანოს შეხვედრებზე და ლაპარაკზე love მართლა თბილი ისტორია იყო და ძალიან მომეწონაა <3 აუცილებლად დაველოდები შემდეგს მაშინ.

პ.ს.რამდენიმე ადგილას გქონდა მრავლობით ფორმაში გამოყენებული "იჯდნენ"... უნდა იყოს "ისხდნენ." და კიდევ იყო წინადადებაში ერთი და იგივე სიტყვების ხმარება. რამდენიმეგან... არ შეიძლება და ცუდად მომხვდა თუმცა ისტორიის შინაარსზე ხმას არ ვიღებ. ძალიან მომწონს და ყოჩაღი ხარ <3
გამოჯანმრთელებას გისურვებ love love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი tatiko.1995

Ra tbili da gulshi chamwvdomi iyo ragacnairad gavtbi

 


№10 სტუმარი მთვარო სვანი

ვაიმეე რა საყვარლობა იყო.გავთბი კი არა დავდნი მგონი.მართლა რაღაცნაირი იყო.სითბოთი და სიყვარულით სავსე.მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent