შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 1


31-10-2015, 20:20
ავტორი sopiko
ნანახია 2 573

ჩემი ისტორიის მოყოლა ძალიან გამიჭირდება. იმ საშინელი დღეების გახსენება, ვიცი უცრემლოდ არ ჩაივლის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უბედურ ვარსკვლავზე დავიბადე. დედას სიმსივნე დაუდგინეს, მაგრამ როცა გაიგო რომ ორსულად იყო დამალა და მხოლოდ მაშინ გამოაშკარავა ეს ამბავი, ბავშვის მოშორება რომ აღარ შეიძლებოდა. მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. მამა ეგოისტურად იყო გაბრაზებული მასზე, რადგან დედამ ყველა და ყველაფერი დაივიწყა ჩემ გარდა. შემიძულა... ცდილობდა ჩემთვის ყოველთვის თავი აერიდებინა. გულში ბოღმა ჩაიდო და მისი ამონთხევის შანსს ხელიდან არ უშვებდა. განვიცდიდი უდედობას, მაგრამ მამის ცივი მოპყრობა უფრო მტკენდა გულს. ერთადერთი მამიდა იყო ჩემი გულშემატკივარი. არ უნდოდა გამეგო, რომ დედაჩემის გარდაცვალების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მე ვიყავი, მაგრამ ერთ ღამით მამა მთვრალი მოვიდა სახლში. ჯერ ბრდღვინავდა და კედლებს აწყდებოდა, მერე კი პირში მომახალა, რომ მე მკვლელი ვიყავი. მამიდა მის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ძმამ მასზე ხელი ასწია. ნაია მამიდას მხოლოდ ჩვენ ვყავდით. მარტოხელა ქალი იყო, ოჯახი არ შეუქმნია. ჩემზე დარდმა ნაადრევად დააბერა. სოფლის სახლი, რომელიც ბებიამ მას დაუტოვა გაყიდა და მეგობრების დახმარებით საბერძნეთში გაემგზავრა. მხოლოდ წინა ღამით გამიმხილა ეს საიდუმლო. მუხლებზე დაჩოქილი ვევედრებოდი რომ არ წასულიყო. მე მხოლოდ მისი იმედით ვცოცხლობდი, ის კი თმაზე მეფერებოდა და ცდილობდა დავემშვიდებინე.
-არაფრის შეგეშინდეს, ჯულია! მე ყოველთვის ვიზრუნებ შენზე! აი, ხომ ხედავ! კახას კინაღამ ხელში შემოვაკვდი. ის ჩემი ძმაა და მიუხედავად ყველაფრისა ძალიან მებრალება... შენ კი ყველაზე ცოდო ხარ ჩემო პატარა... გამოსწორდება! აუცილებლად გამოსწორდება...-შუბლზე მეამბორა და წავიდა... იმის მერე აღარ დაბრუნებულა... მისი ნახვის სურვილი მკლავდა, მაგრამ მხოლოდ ნაიას ამხანაგის წყალობით ვიგებდი თუ როგორ იყო. ამავდროულად ის ღვთისნიერი ქალი მაძლევდა მამიდას გამოგზავნილ ფულს და ტანსაცმელს. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. მამას ფულს ვაძლევდი და ვატყუებდი ვითომ ვმუშაობდი. დარწმუნებული ვიყავი არ გადაამოწმებდა, ამიტომ ამაზე არ ვდარდობდი. დაბადების დღის საჩუქარმა ძალიან გამახარა. მამიდამ მობილური გამომიგზავნა, ინტერნეტის საშუალებით კი ათასი ფუნქციით სარგებლობა შემეძლო. მართალია თვეში ხუთი ლარის გადახდა მიწევდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მამა ხარჯავდა.
ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობდი, რომ მოცეკვავე გამოვსულიყავი. ტელეფონში დაბალ ხმაზე ვრთავდი მუსიკებს და ვიდეოებს, სადაც სხვადასხვა ილეთების სწავლა შემეძლო და ორი წლის შემდეგ უკვე შესანიშნავად ვცეკვავდი ლათინო-ამერიკულ ცეკვებს: ჯაივს, ჩა-ჩა-ჩას და სხვას... ეს საქმიანობა ოდნავ მაინც მართობდა.
თვრამეტი წლის ვიყავი, მამამ შუაღამისას თავისი ძმაკაცები რომ მომაყენა კარზე. საღამურებზე ხალათი შემოვიცვი და მთელი ღამე მათ ვემსახურებოდი. ერთ-ერთმა მამაკაცმა ჯიბიდან შპრიცი და რამდენიმე პაკეტი რომ ამოიღო, მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა. ოთახში შევიკეტე და პირზე ხელაფარებული ავქვითინდი. ეს ჩემი დიდი ტკივილი იყო... ერთი და იგივეს ვხედავდი და ხმას ვერ ვიღებდი. საკუთარ მამას ციხეში ხომ ვერ გავუშვებდი, არადა სხვადასხვა გზით შემეძლო მათი დასმენა.
გავიდა დრო... სამმა წელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა... მე მე გავხდი! ვმუშაობ დამლაგებლად, მეტად პრესტიჟულ კომპანიაში. ვარ ჩემთვის და არავის ვაწუხებ. ჩემი ანაზღაურებითაც კამყოფილი ვარ, რასაც ვერ ვიტყვი მამაჩემზე. თუ გაცდენილი საათების გამო ხელფასიდან რამდენიმე ლარს ჩამომიქვითავენ ხოლმე, დიდი დავი-დარაბის ატანა მიწევს. რაც ძალიან მიკვირს ისაა, რომ მამას არასდროს მოუყენებია ჩემთვის ფიზიკური შეურაწმყოფა. ვიცი არც ისე დიდი შეღავათია, მაგრამ ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ უამრავი ადამიანი არის ჩემზე უარეს მდგომარეობაში და მე არ უნდა ვიწუწუნო.
მერცხლების ჭიკჭიკი მაღვიძებს და მეც თავს უმალ ვწევ ბალიშიდან.
-მოგესალმები ჩემი ცხოვრების კიდევ ერთო უღიმღამო და ტკივილიანო დღევ!-ღრმად ვხვნეში და ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელს ვისვამ.
ფეხზე ვდგები და ჩემ გამოცარიელებულ კარადას შევყურებ. თავიდან მიკვირდა სად ქრებოდა საიმედოდ შენახული ტანისამოსი, მერე კი მივხვდი... მამაჩემი უკანასკნელ კაპიკებში ყიდიდა მათ და ფულს ასე აქუჩებდა წამლისთვის. გარდერობიდან ჯინსის შარვალს და ნარინჯისფერ მაისურს ვიღებ და ტანზე ვირგებ. გაპრანჭვისთვის ნამდვილად არ მცხელა. თმას კუდად ვიკრავ და გარეთ გავდივარ. ღმერთს ვთხოვ, რომ მამას ჯერ კიდევ ეძინოს. კართან მისულს თავი გადარჩენილი მგონია, მაგრამ კახას ღრიალი ადგილზე მაშეშებს.
-სად მიეთრევი ლაწირაკო?
თავს ძვლივს ვიკავებ, რომ რამე უხეშად არ ვუთხრა. მეშინია, მაგრამ მთავარი მიზეზი ეს არაა. მაინც მაქვს შემორჩენილი ცოტაოდენი პატივისცემა მის მიმართ და ამიტომაც ვცდი ჩემ მოთმინებას, თუმცა არა მგონია კიდევ დიდხანს გავძლო.
-სამსახურში მაგვიანდება...-მისკენ ვტრიალდები და თავს დაბლა ვხრი.
-ცოტა ადრე რომ ადგე, აღარ დაგაგვიანდება! ახლა კი წადი. ერთადერთი პოლის მოწმენდა შეგიძლია და ამაშიც ვერ გამომიყენებიხარ წესიერად.
შეურაწმყოფას უხმოდ ვიტან და კიბეებს მთელი ძალით ვურტყამ ფეხებს, თითქოს მისი ბრალი იყოს რამე. ცრემლებს ცერა თითით ვიწმენდ და გაჩერებაზე ვდგები. ავტობუსი მალე მოდის და ცარიელ ადგილს უშედეგოდ ვეძებ. კონტროლიური სიბრალულით მიყურებს და სურვილი მიჩნდება, რომ ხმამაღლა ვიკივლო. გაჩერებაზე მექანიკურად ჩამოვდივარ და სულაც არ მღლის კომპანიისკენ მიმავალი აღმართი. ფიქრებში გართული ვერც კი ვხვდები, რომ უკვე დაცვასთან ვდგავარ. ჩანთიდან ბარათს ვიღებ და ხელს მაღლა ვწევ, რომ დაინახოს. ისიც უყოყმანოდ მიშვებს შენობაში. ჩემ ზედამხედველს, თიკოს ვესალმები და გასახდელში შევდივარ. წინსაფარს და სამუხლეებს ვიკეთებ და ჩემი მოვალეობის შესრულებას ვიწყებ. იატაკის ტილოს სპეციალურ ხსნარში ვასველებ და წელში მოხრილი ვმუშაობ. მოულოდნელად მამაკაცის გაბრაზებული ხმა მესმის. შემცბარი ვაფაციცებ თვალებს.
-ეს შენ არ გეხება, ჯულია! საქმეს მიხედე!-მკაცრად მაფრთხილებს თიკო, თუმცა ისიც ინტერესით უსმენს მოსაუბრეებს.
ყურადღება მებნევა, სამუხლე დაბლა მეწევა და ფეხი წყლით მისველდება. საპირფარეშოსკენ მივეშურები და სარკეში ჩემ დაწითლებულ თვალებს ვაკვირდები. მგვერდითა ოთახიდან ისევ ის ხმა მესმის და ვრწმუნდები რომ საპირისპირო სქესის მთელი მოდგმა მძულს. ვგრძნობ რომ ჰაერი მელევა და წყლის ნიჟარას ხელებით ვეყრდნობი. კარზე კაკუნია. თავს სწრაფად ვიწესრიგებ. თიკო მიბღვერის და მიტოვებული სამუშაოსკენ მიბიძგებს. ტელეფონზე შეტყობინება მომდის და ნერვებმოშლილი მოუხერხებლად ვიღებ ტელეფონს ჯიბიდან. ის დაბლა ვარდება და ნაწილებად იქცევა. აცრემლებული დაშლილ მობილურს ხელში ვიღებ და მის აწყობას ვცდილობ.
-ასე არა! მომეცი...-ვიღაც ხელიდან მართმევს საყვარელ ნივთს და ერთი ხელის მოძრაობით ''მიმთელებს''. მადლობის თქმასაც ვერ ვასწრებ, რომ აჩქარებული სუნთქვით გარბის კომპანიიდან და მეც განცვიფრებული ვბღუჯავ ხელში ტელეფონს.
-სამსახურიდან გააგდეს?
-მგონი ძალიან გააბრაზა უფროსი...
-ნამდვილად! მაგრამ ღირსი იყო...
თანამშრომლები ერთმანეთში ჭორაობენ, თუმცა მათ კითხვებზე პასუხი არც მე მაქვს. ნეტავ რა უნდა დაეშავებინა ასეთი, რომ დირექტორს მთელი პერსონალის თვალწინ დაეწყო ჩხუბი. მე ხომ მას თავმოყვარე და ამაყ პიროვნებად ვთვლიდი. მხრებს ვიჩეჩ და ჭუჭყიან ნაჭერს ვედროში ვაგდებ.
''სადაც შენი ადგილი არ არის, იქ ცხვირი არ უნდა ჩაყო ჯულია!''-შინაგანი ხმა სწორ გზაზე მიმითითებს და მეც მორჩილად ვუჯერებ მას.

.........................................................
ჩემო ძვირფასებო...
ყოველთვის მინდოდა მსგავსი პრობლემები განმეხილა ჩემ ისტორიაში და სწორედ ახლა მომეცა ამის საშუალება. ამასთან ერთად რომ გაგახალისოთ, ერთი იდეა მაქვს, რომელსაც მეორე თავში განვახორციელებ. იმედი მაქვს არ დაიზარებთ და თქვენ აზრს დააფიქსირებთ...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი Firefly

მალეე დადე შემდეგი თავიი
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
მალეე დადე შემდეგი თავიი

ჩემი მარიამი ისევ ჩემთანაა ♥

 


№3  offline წევრი LoNdA DM

sainteresoa velodebi shemdeg tavs

 


№4  offline მოდერი sopiko

LoNdA DM
sainteresoa velodebi shemdeg tavs

გმადლობ!

 


№5 სტუმარი darina

Ubralod miyvars sheni istoriebi

 


№6  offline მოდერი sopiko

darina
Ubralod miyvars sheni istoriebi

უბრალოდ მიყვარხარ! ♥

 


№7 სტუმარი Diana

Auu dzalian kaiaa,

 


№8 სტუმარი maria

qaia ! <3

 


№9  offline მოდერი sopiko

Diana
Auu dzalian kaiaa,

maria
qaia ! <3

დიდი მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent