შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 7 თავი.


1-11-2015, 00:00
ავტორი MLM
ნანახია 7 870

ეს არ იყო ის მარიამი ვისაც ვიცნობდი. რომ შემოვიდა, თვალები რამის გადმომცვივდა, იმდენად არარეალური იყო. მერე ხელით გამაჩერა და არცკი გადამკოცნა. ტელეფონზე რომ მელაპარაკა მივხვდი რომ, რაღაცას აპირებდა და ეს რაღაც დაშორება იყო, თან უმიზეზოდ. ამიტომ სურათი და ფლეშკა წავიღე, იქნებ ბოლომდე არ გავეწირე. კაფიდან გამოვვარდი და ბოღმამ რამის დამახრჩო. რულს ხელებს ვურტყავდი, გაზის პედალს ფეხს ვაწვებოდი და ვგრძნობდი თვალებში რაღაც მაწვებოდა, ისე რომ ვეღარ ვხედავდი. მეწვის, მტკივა, მღრღნის, მანადგურებს რაღაც, მერე გავჩერდი, ყელში მოგროვილი მწარე ბურთის გადაგორება და თავის ხელში აყვანა ვცადე. აზრები განვიხილე რა დაემართა, მაგრამ ვერ გავიგე. მერე მივხვდი რომ აკოს ეცოდინებოდა ყველაფერი. სწრაფად დავურეკე, მაგრამ არც ეს მპასუხობს, 15 წუთიანი რეკვის მერე ხმა გამაგონა. ქალივით სულ ცოტა მეკლდა საჯაროდ ავტირებულიყავი. ვეხვეწებოდი აკოს დამხმარებოდა

**********************************
აკოს ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული და მესმოდა ეს ყველფერი, ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ვეღარ მოვითმინე, ტელეფონი გამოვართვი და ვკითხე
- სად ხარ?
- მარი?
- ხო უნდა გნახო სად ხარ?
- ისევ კაფესთან ვარ. მანქანაში ვზივარ
- მოვდივარ

****************************

- მისი ხმის გაგონებაზე მეორედ დავიბადე, მაგრამ ისეთი ხმა ქონდა უარესად შემეშინდა. გზას გავყურებდი, როდის მოვიდოდა აკოს მანქანა. ძლივს გამოჩნდა და აკო გადმოვიდა, დავინახე თავჩახრილი მარიამი წინ იჯდა
- გამომყევი, ცოტა მშვიდ ადგილზე გავიდეთ
- კარგი
გავყევი, 10 წუთი ვიარეთ, გარშემო არაფერი არ იყო, ვერ მივხვდი აქ რა გვინდოდა. მანქანიდან გადავედი და მარტო მარიამი გადმოვიდა. თავს ზევით არ წევდა ისე მოდიოდა. ვერ ვხვდებოდი რა ჭირდა ამ გოგოს, ისე მომიახლოვდა, თავი არ აუწევია და ჩუმად თქვა.
- დარწმუნებული ხარ, რომ გინდა სიმართლე იცოდე? (მივხვდი რომ საქმე იმაზე ცუდად იყო ვიდრე მეგონა, იმაზე ბევრად ცუდად რაც 1 საათის უკან მოხდა, ახლოს მივედი, თავი ავაწევინე და მის სახეს რომ შევხედე გავქვავდი, თვალები ისე ქონდა ჩასისხლიანებული და დასიებული უბრალოდ გავქვავდი, ჯერ ვუყურე, თავი დავიწყნარე და გადავწყვიტე, რაც არ უნდა ეთქვა ბოლომდე მომესმინა. მერე მშვიდად ვკითხე)
- რა მოხდა? ყველაფერი დეტალებში მითხარი მარიამ (თვალებში მიყურებდა)
- დარწმუნებული ხარ? (თვალები ისევ აემღვრა და მივხვდი თქმა როგორ უჭირდა. რა არ ვიფიქრე, ისიცკი ვიფიქრე ვინმემ ძალა ხოარ იხმარა მასზეთქო, ამის გააზრებისას ისევ ვიგრძენი სისხლი როგორ მომაწვა თავში)
- ყველაფერზე მეტად. რა ხდება მარ (ისევ მისი სახე მეჭირა ხელებში და მეხის გავარდნას გავდა მისი ის სიტყვები რასაც ვერასოდეს ვიფიქრებდი)
- ვკვდები (ამის თქმა იყო და ცრემლები გადმოსცვივდა, პირველი რაც ვიფიქრე, ის იყო რომ უნდა ჩავხუტებოდი, მაგრამ გაქვავებული ვიდექი, მეგონა მიწა გამომაცალეს, მდუღარე წყალი გადამასხეს, მუცელში რაღაც საშინლად ამეწვა და როგორც იქნა ჩავეხუტე. როგორ მინდოდა მარტო ვყოფილიყავი, რომ დამელეწა ყველაფერი რაც გარშემო იყო, მაგრამ მარიამის თვალში ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები, მაგრამ ფაქტი ის იყო რაც მესმოდა. აღარ გავამეორებინე აღარაფერი, უბრალოდ მაგრად ვეხუტებოდი და თავზე ვკოცნიდი. ყელი მეწვოდა თითქოს ვიხრჩობოდი, მინდოდა რამე ბგერა მაინც მეღრიალა ბოლო ხმაზე, რომ დავცლილიყავი. მისი თხელი და სუსტი თითები, რომ ვიგრძენი ზურგზე, მოვეშვი, მინდოდა გულში ჩამესვა და აქედან გამექრო, რომ ეს ყველაფერი მის გარშემო არ ყოფილიყო, ძალები მოვიკრიბე და როგორც იქნა ხმა ამოვიღე)
- გამორიცხულია მარ, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, მარტო სიტყვებით არა, შენ ჩემი გულის ფეთქვა ხარ, ჩემი სისხლი და ჰაერი ხარ, შენ თუ რამე მოგივა ე.ი. მეც მომივა, ამას მარტო სიტყვებით არ ვამბობ, ცხოვრება ასე არ გაგვწირავს, ორივე ვიცოცხლებთ მარ, აი ნახავ ჩემო ცხოვრება. ამას როგორ მიმალავდი ჩემო სულელო? რამ გაფიქრებინ,ა რომ იმ გამოხტომებით შენზე აზრს შევიცვლიდი? შენ ხომ ჩემი ოცნება ხარ, ჩემი განძი
- არ გინდა გთხოვ
- არა მარი ეს შენ არ გინდა... ტყულად მაგაზე ფიქრიც კი არ ღირს, ყველაფერი მოგვარდება, გესმის? ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ დამშვიდდი გთხოვ, დამშვიდდი და ეს სიტყვები აღარასოდეს გაიმეორო. მე შენთან ვარ და არა მარტო მე აკოს გახედე აბა როგორ შემოგციცინებს.
აკოსკენ გავიხედეთ ორივემ და მარიამს გაეღიმა მის საწყალ დგომაზე, მისი ღიმილი რომ დავინახე გულში ისევ სითბო ჩამეღვარა, თავზე ვაკოცე და აკოსკენ წავედით
- მარ 1-ს აკლია 20
- მერე რაა? (ზურა)
- 1ზე საავადმყოფოში უნდა ვიყო, ძვლის ტვინის ანალიზი უნდა ამიღონ.
ეს თქვა თუარა მივხვდი რაშიც იყო საქმე, ანუ ლეიკემია, ჩემთვის გავიფიქრე და გამახსენდა ის მწარე ტკივილი, რასაც დეიდაჩემი გამიცდიდა ხოლმე ამ ანალიზის აღებისას. ნარკოზიც არ კეთდებოდა, იმიტომ რომ ძვალი არ ყუჩდება. მკერდის ძვალი უნდა გაეხვრიტათ და სითხე ამოეღოთ, რაც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. მარტოს დეიდას არასდროს ვუშვებდით ამ ანალიზზე. მის გახსენებაზე ისიც გამახსენდა, რომ ვერ უშველეს. ამან საშინლად გამხადა, მაგრამ ხელს არ ჩავიქნევდი და არ დაველოდებოდი, ჩემს გოგოს როდის გამომაცლიდა სიკვდილი ხელიდან, არ დავუთმობდი მის თავს არასოდეს, მარიამი ჩემი ცოლი, ჩემი საკუთრება უნდა გამხდარიყო, რომელიც იქამდე იცოცხლებდა, სანამ მეარ დავხუჭავდი თვალს. ეს ყველაფერი არ შევიმჩნიე და ისე ვთქვი
- მერე რაღას ვუცდით? წავედით (მარიამზე ხელია არ გამიშვია, მინდოდა ჩემი მანქანით წამეყვანა)
- ექიმმა მარტო არ გამოუშვათო, ქეთი მყავს სახლიდან წამოსაყვანი
- ხოდა შენ ქეთისთან წადი, ჩვენ პირდაპირ წავალთ და იქ მოხვალთ თქვენც რაა
- კაი დავიძარით მაშინ
მარიამმა რაღაცეები გადმოიტანა მანქანიდან და მე ისევ ხელი გადავხვიე, წავედით მანქანისკენ და როცა მანქანაში ჩაალაგა ნივთენი მოვატრიალე. აკო უკვე აღარ ჩანდა მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვუთხარი
- რაც არ უნდა მიხდეს, იცოდე რომ უშენოდ არარაობა ვარ და ვალდებული ხარ ჩემთვის იცოცხლო, არასოდეს დანებდე, ისევე როგორც მე არ დავნებდები არასოდეს გესმის?
მან მხოლოდ თავი დამიქნია, მის სახეს ვეფერებოდი ისე ველაპარაკებოდი, თავი რომ დამიქნია ახლოს მივიწიე, მინდოდა მეკოცნა, მაგრამ მას უნმიშვნელოდ რომ გაეწია თავი, არ ვიზავდი, მან კი პირიქირ უფრო ზევით აწია თავი, რაც მწვანე შუქს მინთებდა, ნელა დავიხარე და ძალიან ფრთხილად შევეხე მის ტუჩებს, სულ ამერია აზრები თავში, ვკოცნიდი ფრთხილად და ვგრძნობდი, რომ მარიამი მართლა იყო ის ვის გამოც ვიცოცხლებდი, ის ჩემი სხეულისა და სულის ნაწული გახდა, მერე თავი ოდნავ გაწია და თავზე ვაკოცე.
- უზომოდ მიყვარხარ მარ
- მეც მიყვარხარ (აი ის სიტყვებიც რომლებსაც ასე ველოდებოდი, ჩავეხუტე და კიდევ ვაკოცე თავზე, მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფორკენ წავედით )
- - ცოტა დაგვაგვიანდა. ამიტომ პირდაპირ ანალიზზე წაიყვანეს, რათქმაინდა მეც შევყევი, მისი ხელი მეჭირა და ვეუბნეოდი
- მიყვარხარ და მარტო ამაზე იფიქრე, შენი თითოეული შეხრილი წარბი, ჩემთვის უდიდესი ტკივილია გესმის? (ამას იმიტომ ვეუბნეოდი რომ, თავი ხელში აეყვანა და გაეძლო იმ ტკივილისთვის რაც წინ ელოდა, თვითონ კი აზრზეც არ იყო რა ელოდებოდა, მერე ექიმმა უთხრა გეტკინება და ამისთვის მზად უნდა იყოვი, მერე ხელები და ფეხები დაუბეს, მერე ტანიც, რა საჭიროა ეს ყველაფერი გავუძლებო ამბობდა, ექიმმა კი უთხრა რომ განძრვა არ შეიძლებოდა ამ დროს. მე უკვე მქონდა ნანახი ეს პროცედურა და დამშვიდება ვცადე )
- როგორც არ უნდა გეტკინოს, გაუძელი გთხოვ რააა, მე აქ ვარ და იგივე ტკივილს ვიგრძნობ, რასაც შენ. ეს კი იმას მიშნავს რომ მარტო არ ხარ მარ
- ნუ აზვიადებ ბოთე (მითხრა და გამიღიმა, ექიმმა გააფრთხილა ყველანაირად ეცადე არ გაინძრეო და აუხსნა რა უნდა გაეკეთებინათ)
- მისმა კივილმა ოთახი მოიცვა, როცა ძვალს ხვრიტავდნენ, ხელს უზომოდ მიჭერდა და თვალებს მაგრად ხუჭავდა. ვიცოდი რას გრძნობდა და მე ვერაფრით ვუმსუბუქებდი ამ ტკივილს. როგორც იქნა მორჩა მისი წამება. ამ ანალიზით გაიგებდნენ რამდენად ცუდად იყო საქმე. პალატაში დააწვინეს ცოტახნით და მარტოები რომ დავრჩით მკითხა
- იცოდი ხო ასე რომ მეტკინებოდა?
- სამწუხაროდ კიი
- საიდან?
- დეიდას უკეთებდნენ, 6 თვეში ერთხელ ამ ანალიზს და ყოველთვის მივყვებიდი
- ეხლა მივხვდი რატო უთხრედ დედას, მარტო არ გამოუშვათო
- ხოო, საშინელი ტკივილი იყო ხო?
- რაც მთავარია უკან მოვიტოვე და ეხლა უკეთ ვარ, თან შენ მყავხარ გვერდით
- როგორ მეამაყები ასეთი ძლიერი რომ მყავხარ იციი? (დავიხარე კოცნა მინდოდა, მაგრამ კარი შემოაღეს აკომ და დედამისმა)
- როგორ ხარ დედიკო?
- უკეთ დე, გაიცანი ეს ზურაა
- სასიამოვმოა შვილო, მე ქეთი მქვია
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, ცოტახნით გავალ კაი? მარა აქვე ვიქნები (მინდოდა თავზე მაინც მეკოცა მაგრამ უბრალოდ ხელი გადავუსცი დედამისის მომერიდა)
- დიდი ხნით არ დამტოვო რაა
- ნწუ (გავუღიმე და გამოვედი, ლაპარაკი ენდომებოდათ, აღარ მინდოდა გამეხსენებინა, ის მწარე წუთები ანალიზის აღებისას და გარეთ დავჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და 1000 რამეზე დავიწყე ფიქრი. ცოტახანში აკო გამოვიდა და გვერდით მომიჯდა)
- შეხედავ დიდი გოგოა, ჩამოყალიბებული და ჭკვიანია, მარა დილით რეები იჩალიჩა, ძლივს გადავარწმუნე
- რატო არ უნდოდა სიმართლე ეთქვა?
- თავისი ჭკუით შენზე ზრუნავდა
- ჩემი სულელი, (აკომ მხარზე ხელი დამადო და მითხრა)
- ისე ხომ იცი, რომ არ ხარ ვალდებული? მე უბრალოდ იმის მომხრე ვიყავი რომ, უნდა გცოდნოდა
- შენ რომ ისე გიყვარდეს, როგორც მე მიყვარს, მიხვდებოდი რომ ვალდებულობა არაფერ შუაშია, არ მინდა შენთან იმაზე ლაპარაკი მარი ჩემთვის რას ნიშნავს, მაგრამ მის გარეშე წამითაც არ შემიძლია, ვიცი როგორც უნდა დავამარცხოთ ეს დაავადება
- მოგიყვა რაც სჭირს?
- არა და არც მოვაყოლებ. მივხვდი და ზედმეტად ამ თემაზე შეხება არ მგონია სწორე საქცეილი იყოს
- დამარცხებით დავამარცხებთ, მაგრამ შენ რამე კონკრეტულს გულისხმობ?
- დეიდაჩემს ქონდა ლეიკემია, წლები ვიბრძოდით მაგრამ უშედეგოდ. უკვე ძალიან ცუდად იყო რომ გავიგეთ, გერმანიაში რაღაც წამალს ცდიდნენ ადამიანებზე, რომლებსაც ლეიკემია ქონდათ. ეს პროგრამა საქართველოშიც დაინერგა. ჯგუფში 10 კაცი ხვდება, ისინი ვისი გადარჩენაც შეიძლება და მთლიანად ფინანსდება მკურნალობაც
- დეიდაშენი ჩასვეს?
- არა. უკვე მძიმე იყო 1 თვეში დაიღუპა. მაგრამ მარიამზე იგივეს არ დავუშვებ. პირადად რომ დამჭირდეს გერმანიის დოქტორების ნახვა, წავალ და ჩავასვევინებ. ოღონდ ჯერ მარისთან არ ვამბობ, არ მინდა რამეში იმედი გავუცრუო. ამ ანალიზის პასუხის გაგების მერე შემიძლია მოქმედება მანამდე არა
- იმედი მომეცა
- ხოდა არც არასოდეს გაუშვა ხელიდან ეგ იმედი და ბოლო წამამდე მაგრად ჩაეჭიდე
- მადლობა ძმაო, მადლობა
საუბარი ქეთიმ შეგვაწყვეტინა რომელიც მე მომმართავდა
- უკვე იმდენჯელ გიკითხა, აშკარად უნდა შეხვიდე
- ახლავე (გამეღიმა და ფეხზე წამოვდექი აკოც წამოდგა და გულიანად გადამეხვია. ქეთის მზერა დავიჭირე, თბილი გამოხედვით და თან გაკვირვებით გვიყურებდა,)
- მჯერა რო მარი კარგად გახდება (აკო)
- მე კიდე მწამს, ამიტომ თქვენც ირწმუნეთ...
ხელი მხარზე 3 ჯერ დავარარტყით ერთმანეთს და მარისკენ წავედი
- სად ხარ აქამდე?
- ბოდიშით ქალბატონო დაგვიანებისთვის (გავუღიმე და ჩქარა დავეწაფე მის ტუჩებს, სანამ კიდე ვინმე შემოვათქო)
- ჩემი ბედნიერება ხარ ზურა.
- არა ეს შენ ხარ მსოფლიოს ბედნიერება და მხოლოდ ჩემი საკუთრება
- იცი რო დღეს აქ მტოვებენ?
- მერე რა? ბუნებრივია, სუსტად ხარ
- ხო მაგრამ არ მინდა
- რატომ? ჩემთან ერთად ღამით მარტო დარჩენის გეშინია? (წარბები ავათამაშე და ვანიშნე მეც აქ ვრჩებითქო, თან ვეცადე გამემხიარულებინა)
- უნდა მეშინოდეს? (არც იმან დამაკლო მაიმუნობა)
- მაგას ამ საღამოს გავიგებთ, აუუუ გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?
- ოღონდ ეგ არ გაგეხსენებინა ჩემთვის (სიცილი ატეხა მარიამმა)
- რა სწევა გამოხედვა გქონდა იციი? მეშინოდა რო გიყურებდი
- მერე რამ გადაგაწყვეტინა რომ გადამეკიდე?
- შენ თვალებში, შენი სული დავინახე, და ვეღარ გაგიშვი. ეგოისტურად მოვიქეცი და სამუდამოდ ჩაგბეჭდე ჩემ გულში, ისე რომ არ დაგეკითხე. იცი სოსოს რა ვუთხარი ტანსაცმელი სანაგვეში რომ მოისროლე მაგის მეორე დღეს?
- რაა? ეს ქაჯი ვინააო?
- ნუ ეგ მანამდე იყო, მაგრამ მერე ვუთხარი რომ, ჩემი ცოლი გახდებოდი და სხვა არაფერი მაინტერესებდა
- ჰაჰაჰაა. რა ცოლი ვერ გიტანდი
- მაგრამ ეხლა, ჩემს გარდა ვერავის ამჩნევ და უჩემოდ ვერცკი სუნთქავ. რა არაა?
- კი მიზანს თითქმის მიაღწიე, მთავარია გადავრჩე...
- დაისჯები იცოდე... მე მიზანს აუცილებლად მივაღწევ და ჩემი ცოლი გახდები კიდეც
- იმედია
- ნუ მიწვევ, თორე ეხლავე ჩემი ცოლი გახდები ქალბატონო.,, მოიცა მართლა რა უნდა გკითხო, რომ გაგიცანი მაგ დღეს ექიმთან იყავი?
- კი პირველი ვიზიტი იყო, მას შემდეგ 1 თვე მაწვალეს და ძლივს დაადგინეს დიაგნოზი
- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ცხოვრება, მთავარია არ მოიწყინო ხო? რას შეჭამ?...
მის თვალებს რომ ვხედავდი, გული მიკვდებოდა, უსიცოცხლო და ახალისო გამოხედვა ქონდა, მინდოდა ისევ ებრწყინა ძველებურად, მაგრამ მაგის დროც მოვიდოდა.
1 კვირა გავიდა, დღეს პასუხი უნდა გაგვეგო ძალიან მეშინოდა პასუხის, მართლა მწამდა რომ სუფთა იქნებოდა ძვლის ტვინი, იმიტომ რომ თუ სუფთა იქნება, უფრო მეტი შანსი იქნებოდა მის გადასარჩენად. სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი ნორმალურად იყო. ერთი სიტყვით მარიამის მეგობრებმაც გაიგეს ეს ამბავი და სულ მასთან იყვნენ, მე კიდე ნერვებზე ვიშლებოდი ახლოს ვეღარ ვეკარებოდი. მარტო გვიან ღამით მქონდა შანსი მიახლოვების, ისიც ცოტა ხნით. ჩემი ბიჭები რამოდენიმეჯელ დამელაპარაკნენ რამე ხოარ ხდებაო? ძალიან ხარ შეცვლილიო, აღარცკი გვიკავშირდებიო. მაგრამ არ მინდოდა რატომღაც მათთვის მეთქვა რამე, უბრალოდ გულში ვიტრიალებდი ყველაფერს... მოკლედ ანალიზებზე უნდა წავსულიყავით.
- ჩემო სიცოცხლე მზად ხარ?
- კი წავიდეთ
- არაჩვეულებრივად გამოიყურები. (წელზე ხელი მოვკიდე საფეთქელთან ვაკოცე და კარისკენ წავედით ყველა, პასუხებზე მივდიოდით აკო და ქეთიც მოდიოდნენ)
რომ მივედით მარი გაჩერდა და სანამ შევიდოდით მიჩურჩულა
- ზური, გთხოვ ხელი არ გამიშვა რა, ძალიან მეშინია პასუხის
- ნუ გეშინია ჩემო ანგელოზო, ხელს არასოდეს გაგიშვებ და მითუმეტეს ახლა. პასუხებშიც საგანგაშო არაფერი იქნება აი ნახავ. (ჩავიხუტე და მოწყვეტით ვაკოცე)
კაბინატში შევედით და ექიმი გაღიმებული დაგვხვდა
- მოსალოცადაა საქმე. ძვლის ტვინი იმდენად კამკამაა ვერც წარმოიდგენთ, ანუ ახალი დაწყებულია ლეიკემია რასაც აუცილებლად ეშველება. ეხლა პირველ რიგში ქიმია უნდა დავიწყოთ
ყველამ ამოვისუნთქეთ ექიმს რომ ვუსმენდით, მაგრამ მარიამმა ბოლოს ისეთი სახე მიიღო და ისე დაიძაბა მივხვდი რაღაც ვერ იყო
- რა მოხდა მარ?
- ქიმია გამორიცხეთ, მხოლოდ ეგ რომ იყის ჩემი გადამრჩენელი, მას მაინც არ გავიკარებ!
- რაა? რას ამბობ? რატომ?
- იმიტომ რომ თუ სიკვდილია, ისედაც მოვკვდები და არ ვაპირებ მელოტი და მახინჯი მოვკვდე
- მარიამ ჩემო ცხოვრება აბა რა სისულელეს ამბობ? შენ ყოველთვის ულამაზესი იქნები, ეგ დროის საკითხოა, ისევ ამოგივა თმა. ხომ ასეა ექიმო?
- რათქმაუნდა შვილო, შეიძლება არც დაგჭირდეს ბევრი
- არა მაინც გამორიცხულია, სხვა გამოსავალს ვნახავთ
- მარიამ ნუ გამაგიჟებ ეხლა ცხოვრება, რაზე კამათობ?
- არა მეთქი და მორჩა
ოთახიდან ატირებული გავარდა, მეც უკან გავყევი და ვთხოვე სხვებს არ წამოგვყოლოდნენ
- მარ, ჩემო ფერია, შენ ყოველთვის განუმეორებლად ლამაზი იქნები, იცი რატომ? ჰა იციი?
- კაი რაა ზურა? როგორ ვიქნები ლამაზი, თუ თმა გამცვივდება?
- ჩემო ცხოვრება, შენ იმდენად ლამაზი სული გაქვს, შეუძლებელია ოდესმე შეუხედავი გახდე. თუ თმის ცვენა დაგეწყება, უბრალოდ მოკლეზე შეიჭერი, იცი როგორ მოგიხდება?
- გთხოვ ზურა რა მასე ნუ იქცევი (აღარ ვიცი როგორ დავარწმუნო მარიამი რომ, უნდა დამთანხმდეს, თავში ერთი იდეა მომივიდა, რაც მთავარია მე მის ღრმა სიყვარულში უკვე ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ვიცოდი მარიამი არ დამთანხმდებოდა იმაზე, რა აზრიც მქონდა, ამიტომ მისი კუთხეში მიყენება ვცადე, რომც დამთანხმებოდა მერე უკვე მე ვიცოდი რას ვიზავდი)
- მაშინ თუ ქიმიას არ გაიკეთებ, ეხლავე წამოხვალ იუსტიციის სახლში და ცოლად გამომყვები
- ...
- ხო რაიყო? ნუ მიყურებ ეგრე. ან ეხლავე გამომყვები ცოლად ან ქიმიაზე დათანხმდები
- შენ სულ გადაირიე?
- ჯერ არა, მაგრამ ისე იქცევი ალბათ მალე გადამრევ მარ, ამიტომ ან ცოლად გამომყვები ან ქიმიაზე დათანხმდები
მარიამს ცრემლები წამოსცვივდა, ჩამეხუტა და გულმოკლულმა მითხრა
- რახან შენთვის ეგეთი მნიშვნელოვანია ქიმიის გაკეთება, მაშინ გავიკეთებ
- ანუ ცოლად არ გამომყვები?
- გეყოს გთხოვ, ვიცი რომ ცდილობ გამახალისო მაგრამ, გულს უარესად მიკლავ
- და გგონია გასამხიარულებლად გითხარი, ცოლად გამომყევითქო? არა მარ დღეს შეიძლება არა, მაგრამ შენ აუცილებლად გახდები ჩემი ცოლი. როგორც უკვე გითხარი ეგ დიდი ხნის უკან გადაწყდა

ცოტა დამშვიდდა, ამ თემაზე აღარ გავუგრძელე საუბარი, ექიმთან შევედით და ქიმიის კურსის დასაწყისზე ვლაპარაკობდით, გული მიკვდებოდა მის უსიცოცხლო თვალებს რომ ვუყურებდი, იმასაც კი ვნატრობდი, ნეტა მე მაინც ვიყო მის ადგილასთქო, 4 დღეში დაგვიბარეს საავადმყოფოში, რამოდენიმე დღე უნდა დაწოლილიყო, რადგან ქიმიის გაკეთებას უკუჩვენებები ქონდა და უნდა გაეკონტროლებინათ. სახლში გავიყვანე მარიამი, გზაში მისი ხელი მეჭირა და წამითაც არ გამიშვია, მეუბნეოდა ხელს გიშლი ასეო, მაგრამ მე ნელა დავდიოდი რომ, სიჩქარე მალ მალე არ მქონოდა შესაცვლელი და მისი ხელი არ გამეშვა, დროდადრო ვკოცნიდი ხელზე და მის ამღვრეულ თვალებს ვხედავდი, ეს მარიამი, იმ ამაყი მარიამისგან ბევრად განსხვავდებოდა, მას თვალები უციმციმებდა, ამ მარიამის თვალებში კი დიდი ნისლი იყო, დიდი ტკივილი და მეტი არაფერი, სახლში დავტოვე და წამოვედი. მარიამისგან რომ წამოვედი, ჩვენი სიმღერა ჩავრთე, გავიხსენე ყველა წუთი ერთად გატარებული, დიდი დრო არ იყო მას შემდეგ რაც გავიცანი და ჩემი გულის მბრძანებელი გახდა, მაგრამ იმდენად დიდი სიყვარული მომცა, მეგონა წლები გვაკავშირებდა ერთმანეთთან. სიმღერას ვეღარ ვუსმენდი, ყელში მწარე ბურთი მქონდა გაჩხერილი, თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი, გული მიჩერდებოდა, არა იბერებოდა და მეგონა გასკდებოდა, მთელ სხეულში წვას და ტკივილს ვგრძნობდი, არ ვუტყდებოდი საკუთარ თავსაც კი, მაგრამ ალბათ მე მარიამზე მეტად მეშინოდა. მეშინოდა რომ ერთ დღესაც დავკარგავდი, მის გაციებულ სხეულს შევეხებოდი, ან მის სასახლეს ავწევდი, მერე მთელი ცხოვრება ნახევარი გულით, ნახევარი სხეულით და ნახევარი სულით ვივლიდი, როგორ უნდა მესუნთქა იმ სამყაროში სადაც ჩემი მარი არ ისუნთქებდა არ ვიცოდი, ის კი ეგოისტურად დახუჭავდა თვალებს და ვეღარაფერს იგრძნობდა, ვეღარ დამინახავდა, რა უბედური ვიქნებოდი მის სუნს რომ ვერ შევისუნთქავდი, ამაზე კუს ტბა გამახსენდა, ვეღარ მოვითმინე და რულს მაგრა დავარტყი მუშტი რამოდენიმეჯელ მერე ხმამაღლა ვიღრიალე
- არაა. არ გაქ უფლება ღმერთო. ამას არ გამიკეთებ არაა
გავყვიროდი და საჭეს მუშტებს ვურტყავდი. მერე ქალივით ხმამაღლა დავიწყე მოთქმა, რულს ორივე ხელი მოვხვიე თავი ჩავრგე და ასე ვტიროდი. მტკიოდა და მეწვოდა ყველაფერი, ამ ხნის მანძილზე პირველად გავუსწორე თვალი რეალობას, რომელიც უზომოდ მწარე იყო. მაგრამ თითქოს მომეშვა, ყელში ბურთი აღარ მქონდა, გულიც აღარ ცდილობდა გასკდომას. მერე ღრმად ჩავისუნთქე და ცრემლები მოვიწმინდე, ამდენი ამ ფაქტზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ რეალობისთვის თვალი მაინც უნდა გამესწორებინა, მერე გადავწყვიტე ხმა ამომეღო და ვინმესთან მელაპარაკა ამ ტკივილზე, ტელეფონი ავიღე და სოსოს დავურეკე,
- ხო ზური
- სად ხარ?
- რა ხმა გაქ? რა მოხდა? სად ხარ?
- შენი თქვენი ნახვა მინდა სად ხარ
- ჩემთან ამო მალე, ბიჭებს დავურეკო?
- არა, შენთანაც არ მინდა, ჩემთან ამოდი
- მოვდივარ
მითხრა და გამითიშა. სახლში ავედი, თან არაყი ავიტანე, უზომოდ მინდოდა დალევა და იქამდე დათრობა, რომ გავთიშულიყავი და არაფერი არ მეგრძნო, ძილს მაინც მოვახერხებდი ისე, რომ ჩემი ოცნების გოგო არ დამსიზმრებოდა, ისე როგორც წამების უკან განიხილა ჩემმა გონებამ. კარზე ბრახუნი იყო, მივხვდი სოსო მოვიდა, გავუღე და ჩემი სახე რო დაინახეა, მეცა რა მოხდაო, მე ჯერ შემოვუშვი დავსვი და ახსნა დავიწყე
- ვიცი ჩემ შეცვლაზე ბევრი გვილაპარაკია და ბოლოს მაინც ვერ აგიხსნიათ ვერცერთს რამ შემცვალა ასე ძალიან, მაგრამ რომ არ ვთქვა ვგრძნობ რომ ვკვდები, ვნადგურდ........
- რა ხდება ბიჭო ხოა მშვიდობა?
- არა სოსო არაა მშვიდობა, (ისევ ის შეგრძნება დამეუფლა, ყელში მწარე ბურთი, რომელიც ლაპარაკში მიშლიდა ხელს და გულის დაშინელი ტკივილი)
- რა ხდება თქვი მალე
- რა და შეიძლება სარძლო აღარ გყავდეთ, ჩემი გოგო შეიძლება მომიკვდეს, რომელიც ძლივს ვიპოვე (ლეოს სიტყვები გავახსენე, რომელიც მაშინ მითხრა ბოულინგზე რომ ვიყავით, სადაა სარძლოვო და მე ვუპასუხე, სარძლო არა სასიძოთქო.)
- რას ბოდიალობ ბიჭო (ფეხზე წამოენთო სოსო, ვეღარ მოვითმინე და გავტყდი მასთანაც, ცრემლები თავისით მომდიოდა. არადა როგორ არ მინდოდა, ჩემი ასეთი სუსტი მხარე ვინმეს დაენახა)
- ხო სოსო, გოგო რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა, შეიძლება მომიკვდეს და ვერაფერს ვაკეთებ, ლეიკემია ჰქონია. რო შევხვდი გახსოვს? გითხარი კიდეც საავადმყოფოში მივიყვანეთქო? ხოდა მაგ დროიდან მოყოლებული დიაგნოზს სვავდნენ და დასვეს კიდეც. რომ დამტოვოს, რომ მომიკვდეს ვერ გადავიტან (ამას ლაპარაკი აღარ ერქვა, ამას მოთქმით ლაპარაკი ეწოდებოდა)
- გამორიცხულია ზურა, შანსი არაა, ღმერთი არ გაგვწირავს (მარტო ეს სიტყვები მესმოდა და ვგრძნობდი ძლიერ ხელებს, რომლებიც მაგრად მხვევდნენ და მეხებოდნენ, ალბათ ეს მჭირდებოდა ზუსტად, თითქოს თითოეულ შეხებზე, ძალებს ვიღებდი მისგან, მერე უნდა დავლიო მეთქი და არაყი გავხსენი, რომ მნახა როგორ მოვიყუდე და მიხვდა რა მქონდა განზრახული მითხრა)
- ეხლა ყველაზე მეტად, მარიამს შენ ჭირდები ზურა, თუ შენ გნახავს გატეხილს, ისიც გატყდება, არ გინდა მაგდენის დალევა, დეიდაშენის ჩასმა რომ გინდოდათ რაღაც პროგრამაში გახსოვს?
- მაგაზე უკვე ვიფიქრე და დღევანდელ პასუხს ველოდებოდი. ხვალვე გადავგზავნი გერმანიაში.
- ხოდა ყველაფერს გადავიტანთ, აი ნახავ თქვენ ქორწილში რა მაგრა ვიგულავებთ
- ეგ არაა დამამშვიდებელი სიტყვები. ის მაინც გახდება ჩემი ცოლი სოსო, შენ კიდე ვერ ხვდები როგორ მიყვარს, რომც ყველა იმედი გადამეწუროს, ხელს მაინც მოვაწერინებ და ჩემი ცოლი დაერქმევა,
მხარზე ხელი დამახო და მივხვდი მისი მზერით, როგორ იამაყა ჩემი გადაწყვეტილებით, ცოტა დავმშვიდდი მასთან ლაპარაკით, არაყიც აღარ დამილევია, მარიამს ეძინა უკვე და დარეკვას აზრი აღარ ქონდა, რომ წამოვედი წვებოდა, სოსომ მარტო არ დამტოვა და ჩემთან დარჩა, მერე კიდე ვილაპარაკეთ და ერთი იდეა მომივიდა, სოსომ მომიწონა გადაწყვეტილება და გეგმები დავაწყეთ. 3 დღით სოსოს მივაბარე სამსახური და ჩავფიქრდი გეგმებზე. დილით გამეღვიძა და ისე ძლიერ ადამიანად ვიგრძენი თავი, მივხვდი რომ ეს აქამდეც უნდა გამეკეთებიდა და ვინმესთან უნდა მელაპარაკა. სოსომ მითხრა ყველაფერს მე მოვაგვარებ, შენ მარიამთან წადი დრო აღარ დაკარგოვო და მივანდე ყველა დეტალი, რაზეც გუშინ ვილაპარაკეთ მე კი მარიამისკენ წავედი.

_______________
იმედი მაქვს თქვენი მოლოდინი გავამართლე ამ თავით, მიყვარხართ ყველა... მოგეწონააათ???????



№1 სტუმარი Xatia

Vau vau vau martla kargia imedia bolomde gaaagrdzeleb mag gogos gamojanmrtelebas da daubruneb mag bichs :) ui pirvelma wavikitxe? Rakargi shegrdzneba yopila

 


№2  offline წევრი MLM

Xatia
Vau vau vau martla kargia imedia bolomde gaaagrdzeleb mag gogos gamojanmrtelebas da daubruneb mag bichs :) ui pirvelma wavikitxe? Rakargi shegrdzneba yopila

wink ჩემთვის კიდევ შენი დატოვილი კომენტარის წაკითხვაა კარგი შეგრძნება, მიხარია რომ მოგეწონა love winked

 


№3 სტუმარი მკითხველი

ვიცოდი. ვიცოდი. ვიცოდი რო ძაან მაგარ თავს დადებდი. ზუსტად მაგიტო გელოდებოდი და არ ვიძინებდი. იმდენად მაგარ ისტორიას ქმნი რო გადაწყვეტილი მაქვს თავიდან ბოლომდე რომ დადწბ კიდევ წავიკითხო სიამოვნებით. ძალიან ძლიერი გოგო ხარ :*

 


№4 სტუმარი likuna likanaaa

Minda gitxra rom dzalian shemikvardit shen da sheni istoria.sul vkitxulob magram ar vwerdi komentars,axla minda gtxovo erti ram tu shegidzlia chveni txovna gaitvaliswine da mariami ar gawiro..wina tavze da am tavze bevri vitiree.dzalian gtxovt "happy end"it daamtavre raa.amden tanjvis mere sixaruli da sikvaruli unda ikos

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძალიან მაგარი ისტორიაა ყოჩაღ ეს თავი იყო რაღაც საოცრებაა აი ძაან დიდი ემოციებით დატვირთული♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6 სტუმარი ana-ann16

Au dzaaan mikvars es istoria shen sheudarebeli xar martla.bevri vitire,,,,auuu tu gaitvaliswineb mkitxvelebis azrs albat yvela dametanxmeba imaze rom gvinda mariami cocxali ikos da kargad damtavrdes,imedia gaitvaliswineb :))) veliii shemdeg tavs asetive datvirtuli emociebit <3

 


№7 სტუმარი chanchurika^_^

აიი ძაან მაგარი გოგო ხარ...მართლაც შესანიშნავი იატორიაა,მიუხედავად იმისა რო არავარ ემოციური მაინც ამატირეცრემლებმა გამყიდეს...სახლში ვბრუნდები...ამ დროს ცა ფეხად ჩამოდისო რო იტყვიან ეგრე წვიმს...ძლივს მოვიხელთე ტაქსი და ასე წვიმაში ,,ნატასავებმა"ვიფიქრე სიახლეებს გადავხედავო,მგონი სიმპატიური ტაქსისტი გავაგიჟე იმდენჯერ მკითხა რა გატირებთო..აი ისეთი თავი იყო სადაც სიტყვები ზედმეტია,ის ტკივილი თითქოს მეც ვიგრძენი და კიდევ ერთხელ გამიჩნდა სურვილი საქართველოში ჯიდევ არსებობდნენ ეგეთი ბიჭები და არა....მოკლედ გამიგრძელდა რა ^_^რაც შეიძლება სწრაფად დაგვიბრუნდი და დაგვინდე ემოციებისგან ნუ დაგვცვლი...კიდევ ერთი თხოვნა ბარბარიზმი ,,რულს "მოაშორე რა შესანიშნავი ქართული სიტყვა გვაქვს საჭე უბრალოდ ბევრგან შემინიშნავს კითხვის ხიბლს გიკარგავს...წარმატებები :))

 


№8  offline წევრი dadeshqeliani

როგორ ცუდად გავხდი უბრალოდ,გული ამეწვა საშინლად sad საშინლად მიყვარს ზურა და მარიამი,ძალიან ძალიან და იცოდე მარიამი არ მოკლა თორე აღარ ვიცი recourse

 


№9 სტუმარი რიტა

ძალიან ძალიან მომეწონა

მარიამი არ მოკლა რააა. ზურა ძალიან კარგია და ვაფასებ მისნაირებს.

raa dzaan magaari istoriaa ... DA t
rigor amatiree malee gaagrdzeelee dzaan gtxoov :( yvelaze .agari xar ❤❤

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მაგარი გოგო ხარ სასწაული ეს ისტორია კი ყველაზე მაგარია რაც კი ოდესმე წამიკითხია გმირები კი გასაოცარი ყველა მათგანი სამაგალითოა და უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ემოციებს ვერ გამოვხატავ იმდენად მომწონს და უბრალოდ გთხოვ ბედნიერ დასასრულს რადგან ცუდი დასასრულები რეალობაშიც გვყოფნის

 


№11 სტუმარი Etuna

Dzaan magarii istoriaa da dzaan magari gogo xarr:* am mcire droshi ukve dzalian shemayvare tavii..martalia imdeni vitire rom vegaravis venaxvebi iset dgeshi var magram girda namdvilad :D
Imedi maqvs bollos sixarulisgan gvatirebb:*

 


№12 სტუმარი lana

mapatie sixaruloo gushin eavikiyxe magramm komii roo davwere ver davamate arr daidoo uzomod idid madloba aseti kargi ostoristvis vkitxulbdii da tann amatik codvitt vtiroditt. vicii roo mariam s gamoajamtelebb dzaliann mecpdebiann mari da zura imedia arr .moklav maris dzaliann datvirtuloi var emociebiitt es ra tavii iyoo uff miyvarxarr dzaliann

 


№13 სტუმარი მია

მარიამი არ მოკვდება ხოო/ recourse გააგრძელე რა და ცუდი არაფერი დამართო არცერთს რა გთხოოოოვ no

 


№14  offline წევრი MLM

chanchurika^_^
აიი ძაან მაგარი გოგო ხარ...მართლაც შესანიშნავი იატორიაა,მიუხედავად იმისა რო არავარ ემოციური მაინც ამატირეცრემლებმა გამყიდეს...სახლში ვბრუნდები...ამ დროს ცა ფეხად ჩამოდისო რო იტყვიან ეგრე წვიმს...ძლივს მოვიხელთე ტაქსი და ასე წვიმაში ,,ნატასავებმა"ვიფიქრე სიახლეებს გადავხედავო,მგონი სიმპატიური ტაქსისტი გავაგიჟე იმდენჯერ მკითხა რა გატირებთო..აი ისეთი თავი იყო სადაც სიტყვები ზედმეტია,ის ტკივილი თითქოს მეც ვიგრძენი და კიდევ ერთხელ გამიჩნდა სურვილი საქართველოში ჯიდევ არსებობდნენ ეგეთი ბიჭები და არა....მოკლედ გამიგრძელდა რა ^_^რაც შეიძლება სწრაფად დაგვიბრუნდი და დაგვინდე ემოციებისგან ნუ დაგვცვლი...კიდევ ერთი თხოვნა ბარბარიზმი ,,რულს "მოაშორე რა შესანიშნავი ქართული სიტყვა გვაქვს საჭე უბრალოდ ბევრგან შემინიშნავს კითხვის ხიბლს გიკარგავს...წარმატებები :))

ძალიან დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის, შენიშვნა მიღებულია :) აშკარად გამეპარა შეცდომა თან მერამდენედ, love

lana
mapatie sixaruloo gushin eavikiyxe magramm komii roo davwere ver davamate arr daidoo uzomod idid madloba aseti kargi ostoristvis vkitxulbdii da tann amatik codvitt vtiroditt. vicii roo mariam s gamoajamtelebb dzaliann mecpdebiann mari da zura imedia arr .moklav maris dzaliann datvirtuloi var emociebiitt es ra tavii iyoo uff miyvarxarr dzaliann

იმდენად ერთგული მკითხველი მყავხარ მაოცებ love იცი როგორ უნდა მომცე სტიმული. მადლობა ჩემო გოგო ასეთი კარგი რომ ხარ

ისტორიის გაგრძელებას რაც შეეხება, უბრალოდ მენდეთ და დატკბით ისტორიით love fellow

 


№15  offline წევრი heart emoticon

ვაიმეე 2 თავია რო ვკითხულობ ვტირიი :( გეხვეწები რაა არ მოკლაა

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaimeee damburdzglaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent