შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 1


1-11-2015, 00:59
ავტორი dona gedi
ნანახია 4 059

ტყეში ქარის სისწრაფით გარბოდა და სუნით გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა ყველაზე მაცდურს. ქვეცნობიერად იცოდა, რომ შეცდომას უშვებდა, მაგრამ ნადირობის ინსტიქტის ასე მალე და მარტივად ჩახშობა ვერ მოახერხა. წამიერად შვლის სურნელმა გაკვეთა სასუნთქი გზები და მიხვდა, რომ შველზე უფრო ძვირფასის მოკვლას აპირებდა. გაჩერება ვერ შეძლო, მაგრამ როდესაც იმდენად მიუახლოვდა, რომ ფიზიკურად დაენახა, მომენტალურად გაუქრა ნადირობის ჟინიც და მწველი წყურვილიც. ისეთი სწრაფად შედგა, რომ ხის ტოტები შეირხნენ. მიხვდა რომ სასახლიდან ასე შორს პირველად წამოვიდა, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის არ ეცალა.
ნაზი, ფერმკრთალი სხეული მწვანე მდელოზე ესვენა და მისი წითელი კაბა, რომლის ზურგი ღრმად ამოჭრილიყო, უფრო მიმზიდველს ხდიდა თოვლივით თეთრ კანს. მზის სხივებმა მომენტალურად გაიბრწყინეს მის თმაზე და მანაც გაუაზრებლად გადადგა წინ ერთი ნაბიჯი, მაგრამ ისევ გაჩერდა.
სიომ მისი სურნელი მოიტანა და წყურვილიც კვლავ მოედო გულ-მუცელს. სუნთქვა შეიკავა და ქარის სისწრაფით დაარტყა წრე სხეულს. რათქმაუნდა კვლავ შორიდან. ქალს სახე თითქმის არ უჩანდა თმებში. ხელებზე და ფეხებზე აქა-იქ მური ესვა. ანდრია შედგა და ქალის გულისცემას დააკვირდა. გაუკვირდა აქამდე რომ არ მიიქცია ამან ყურადღება. ალბათ იმიტომ, რომ პულსი ძალიან სუსტი იყო, შენელებოდა და არათანაბრად უცემდა. „გამოცდა“?-გაიფიქრა კაცმა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. მაინც ვერ ბედავდა ახლოს მისვლას. ეჭვი შეეპარა საკუთარ ნებისყოფაში, რადგან მიზიდულობა ძალიან ძლიერი იყო. ჩვეულებრივი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს და თვალი წითელი ლაქისკენ გაექცა, რომელიც ქალს ხელზე მიჰყვებოდა ზოლად. სისხლი გამხმარიყო. ანდრიას რომ შეძლებოდა გულის რევის შეგრძნებას იგრძნობდა, მაგრამ არ შეეძლო. ფრთხილად დაიხარა ქალის წინ და ხელი გადაუწია. გულისცემა არ აუჩქარდა, ესეიგი მართლა არ იყო გონზე. დაასკვნა ანდრიამ. „ტუჩიც გახეთქილი ჰქონია, თან როგორი ფერმკრთალია“. გაიფიქრა მან და ახლა გახეთქილ წარბს შეაჩერდა. „ნეტა რა ჯანდაბა დაემართა?“ ქალი ბუმბულივით აიტაცა ხელში და ქარზე სწრაფად გაკვეთა ჰაერი მისმა სირბილმა. სასახლეში შევარდა და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. ფრთხილად დააწვინა განიერ, თეთრ საწოლზე და ელვასავით გამოვარდა იქიდან. კარებს აეყუდა და ამოისუნთქა. მერე გეგმები დააწყო თავში და შხუილით გავარდა სამზარეულოში.
ჯამი წყლით აავსო და ნაჭერი მხარზე მოიგდო. ოთახში შეიპარა და ატრიბუტები საწოლის გვერდით ტუმბოზე მოათავსა. ფრთხილად გაუწმინდა იარები და ნებისყოფა დაკარგული ისევ გარეთ გამოვარდა. ფურცელზე რაღაც დაწერა და ქალს მუცელზე დაადო. მერე ოთახი ჩაკეტა და ტყეში გაიქცა. წყურვილი მალევე ჩაიხშო უცაბედი ნადირობით და ისევ სასახლში დაბრუნდა.
ჯერ მიაყურადა.
სიჩმე ხმაურობდა.
ოთახი გააღო და შეიპარა. ქალს მიაჩერდა.
შეამჩნია რომ ტუჩები გაუწითლდა ქალს და თავისდაუნებურად ესიამოვნა. მიხვდა რომ მალე გამოფხიზლდებოდა, გულისცემამაც იმატა, მაგრამ გსვლა არ უნდოდა. გრძნობდა როგორ მოძრაობდა მის ვენებში სისხლი და რომ არა ამ ქალის უსუსურობა, ვერაფრი აიძულებდა რომ ამ სიამოვნებაზე უარი ეთქვა. უნებურად მოიხარა წელში და ის იყო მის ყელთან უნდა აღმოჩენილიყო, რომ ქალი შეირხა. უცბად მოეგო გონს და ქარიშხალივით გავარდა გარეთ. კარი კი ოდნავ შეღებული დატოვა და ქალის დაზვერვას მოჰყვა.
თვალები რომ გაახილა პირველი შეგრძნება თავის მწვავე ტკივილი იყო. ერთი დიდი დომხალი იყო მის ტვინში. ფიქრებს ვერ იმორჩილებდა. კადრებად უვლიდა მომხდარი და მთელი ძალით ცდილობდა ყველაფრის გამოდევნას თავიდან.
ბოლოს მისი ყურადღება გარემომ მიიქცია და ფრთხილად წამოჯდა.
უშველებელ საწოლში თავი კომფორტულად, მაგრამ მაინც უცხოდ იგრძნო. ხელში რაღაც მოხვდა და დაიხედა. ანდრია ყურადღებით აკვირდებოდა და წერილის დანახვისას უფრო დაიძაბა.
„მალე დავბრუნდები, არსად წახვიდეთ, სახიფათოა.“-ელენს თვალები გაუფართოვდა.
_კი მაგრამ რა ვიცი რომ აქ არაა სახიფათო?-აბუტბუტდა თავისთვის.
ანდრიას მწარედ მოხვდა მისი სიტყვები. თავი ვერ შეიკავა და შეეპასუხა:
_აქაც სახიფათოა, მაგრამ გარეთ უფრო.
მის ხმაზე ქალი შეკრთა და უნებურად გაიფიქრა, რომ ასეთი უცნაური ხმა არსად მოესმინა. იქით გაემართა საიდანაც ხმა მოესმა.
_ვინ ხარ?
ვერავინ ნახა, მაგრამ შეეძლო დაეფიცა, რომ რაღაცამ ისეთი სწრაფად ჩაიქროლა, თვალის მოკვრაც ვერ მოასწრო, მაგრამ იგრძნო როგორ გაიპო ჰაერი იმ ადგილას.
შეეშინდა. იგრძნო რომ ფეხებში ძალას კარგავდა და იქვე ჩაჯდა იატაკზე, თან აქეთ-იქით იყურებოდა შეშინებული და გადაღლილი.
_ვინ ხარ იქნებ მითხრა? -ამოთქვა ელენმა, როცა ცოტაოდენი გამბედაობა მოიკრიბა. ხმა მაინც უკანკალებდა.
_რატომ ვარ აქ?-უკვე ტირილის პირას იყო. ეს ხმაზეც კარგად შეეტყო და ანდრიამაც ვერ შეიკავა თავი.
_ტყეში გიპოვე. უგონოდ. იქ სახიფათოა, ამიტომ აქ მოგიყვანე.-იმედოვნებდა რომ ეს პასუხი ქალს დააწყნარებდა და ტირილს არ ამოუშვებდა.
_და შენ ვინ ხარ? რატომ ვერ გხედავ?-ხმა უფრო მტკიცედ ჟღერდა.
_ჯერ-ჯერობით არაა საჭირო რომ დამინახო.
_სული ხარ?-ამოიკნავლა ელენმა ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ. რასაც ანდრიას ფხუკუნი მოჰყვა და ქალმა თავბედი დაიწყევლა, რომ ასეთი სისულელე წამოროშა.
_არა სული არ ვარ.-სიცილს ძლივს იკავებდა ანდრია._უბრალოდ ისეთ ადგილას ვდგევარ, რომ მხოლოდ მე შევძლო შენი დანახვა.
ელენმა ცნობისმოყვარედ მოავლო თვალი დერეფანს და დაბლა ჩამავალ დიდ კიბეებს. არავინ იყო. რა უნდა ექნა ახლა? არც წასასვლელი ჰქონდა, მაგრამ არც აქ უნდოდა დარჩენა. რა იქნებოდა ვინმე ქალს ეპოვა? მას ხომ სხვანაირად დაელაპარაკებოდა.. ის დედობრივი გრძნობით ანუგეშებდა.
ელენის თვალებს ცრემლები მოწყდა, თუმცა ხმა არ ამოუღია. ეგონა ყველა ის საშინელება სიზმარში ნახა, მაგრამ ასე არ იყო. მერე მიხვდა რომ ის ვიღაც უყურებდა და მაშინვე მოიშორა ცრემლები. ყურადღების გადატანა უნდოდა.
_აქ მხოლოდ შენ ცხოვრობ?
_კი.-ხმა თითქოს დარბილებოდა ანდრიას და საკუთარი თავი დაწყევლა, რომ ქალის ცრემლები ასე ცუდად მოქმედებდნენ მასზე. ყველაზე მეტად კი ის აღიზიანებდა, რომ არ იცოდა ცრემლების მიზეზი.
_რას მიპირებ?-იკითხა ქალმა. ანდრია კი დაიბნა. არც უფიქრია ამაზე. ჯერ არ იცოდა შეიძლებოდა თუ არა ამ ქალის გაშვება. ჯერ ერთი, მისი ნაიარევების მიზეზი უნდა გაეგო და არც ის იცოდა ანდრიასთვის რა საფრთხის შექმნა შეეძლო ქალს.
_ჯერ არ ვიცი. გააჩნია ვინ ხარ და როგორ აღმოჩნდი ტყეში.
_მე, მე არ ვიცი უნდა გითხრა თუ არა ვინ ვარ. ისევ უკან რომ დამაბრუნო? იქნებ შენც მათ გამოგგზავნეს?-როგორც კი ეს თქვა მაშინვე ინანა, მაგრამ გვიან იყო. ამიტომ პასუხს დაელოდა.
_არ ვიცი რას ამბობ, მაგრამ ჩვეულებრივ შემიძლია ძალით გათქმევინო. ამიტომ გირჩევნია შენი ნებით თქვა.-მკაცრი ხმა ცუდად მოხვდა ელენის გულს მაგრამ არ დანებდა.
_ეს უკვე ძალდატანებაა. მე არც კი ვიცი ვინ ხარ.
_აქ მე არ ვარ იმ სიტუაციაში რომ მე მოგიყვე ვინ ვარ. ასე რომ შენი ნებაა.
ელენი ცოტახანს დუმდა, ბოლოს მაინც თქვა:
_მე ელენი ვარ. წასასვლელი არ მაქვს, და საერთოდ არც შეიძლება ჩემი სადმე წსვლა. საფრთხეში ვარ. ჩემი მოკვლა უნდათ და აქ თუ მიპოვეს შეიძლება შენც ზედ მიგაყოლონ.-ელენი ანდრიას ხარხარმა შეაკრთო.
_დამიჯერე მე ვერავინ მიმაყოლებს ზედ, როგორც შენ ამბობ და სანამ აქ ხარ, ვერც შენ შეგეხება ვერავინ.-მისი სიტყვები ისეთი მტკიცე იყო ეჭვს ვერ შეიტანდით, მაგრამ ელენს მაინც ეპარებოდა ეჭვი.
_შენ არ იცი ვინ არიან ისინი და რა შეუძლიათ.
ანდრია შეკრთა. ფიქრობდა როგორ დაესვა სწორი კითხვა.
_ისინი ხომ ადამიანები არიან?
ელენს გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია.
_ადამიანები არიან, თუ შეიძლება ადამიანი უწოდო იმის გამკეთებელს...-ხმა ჩაუწყდა. ანდრია ხვდებოდა რომ ქალს არ უნდოდა იმის მოყოლა რაც გადახდა. ანდრიას კი არ უნდოდა რომ მას კვლავ ეტირა. ამიტომ აღარ ჩააცივდა და შემდგისთვის გადადო ყველაფრის გარკვევა.
_შეგიძლია დარჩე. აქ ვერავინ გიპოვის და თუ ასე მოხდა ხელს მაინც ვერავინ გახლებს. გპირდები.
_სიკეთეს არ დაგივიწყებ.-შეეპასუხა ელენი და გაღიმება სცადა.
_ეგ ოთახი შენი იქნება. თუ გინდა დაათვალიერე სახლი. ბევრი ლაპარაკით თავს ნუ მომაბეზრებ და ტყეში არ გახვიდე. მხოლოდ ეზოში ყოფნის უფლება გაქვს. ტყეში თუ გახვალ უნებართვოდ, აქედან გაგაგდებ!
_არ გავალ.-აკანკალებული ხმით შეეპასუხა ელენი._შეიძლება შენი სახელი გავიგო?
_არა.-უპასუხმა მამაკაცის მკაცრმა ხმამ და ელენს გულში რაღაც ჩასწყდა.
ფეხზე წამოდგა მაგრამ თავბრუ დაეხვა და მუხლები მოეკვეთა. სანამ ძირს დაეცემოდა კვლავ გაიშხუილა რაღაცამ და უცბად ისევ იმ საწოლზე აღმოჩნდა ელენი. ისევ შეეშინდა. „ნუთუ ეს ვიღაც ასე მოძრაობს?“ -გაიფიქრა ელენმა.
ანდრია კი კვლავ თავბედს იწყევლიდა, რომ ვერ დაუშვა ქალის იატაკზე დანარცხება და საწოლში დააბრუნა. „რომ დავენახე?“-გაიფიქრა მან. „დიდი ამბავი, დავენახე, რა მადარდებს.. მაინც ვერსად წამივა".



№1  offline მოდერი sopiko

ვაიმეე დამაინტრიგე :-D თანაც გამართულად წერ, მართალია არის შეცდომები, მაგრამ ნელ-ნელა გამოასწორებ. საინტერესოა. გთხოვ, გააგრძელე...

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე როგორ ველოდი შენს ისტორიას... გამიხარდა ისე რომ გული ლამის საგულედან ამოვარდა... იმედია ეს ისტორია ბედნიერი დასასრულით დამთავრდება... დავინტრიგდი და ისე ჩამითრია ისტორიამ იმედია მალე დადებ ახალ და დიდ თავს თორემ გული გამისკდება ალბათ ლოდინით...

 


№3  offline წევრი LoNdA DM

sainteresoa velodebi shemdeg tavs

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

კი,კარგად წერ, მაგრამ...შენს წინა ისტორიას გადავხედე და ცუდი დასასრულები გყვარებია. აქაც იგივეს აპირებ?

 


№5  offline წევრი dona gedi

უცნობი ქ
ვაიმე როგორ ველოდი შენს ისტორიას... გამიხარდა ისე რომ გული ლამის საგულედან ამოვარდა... იმედია ეს ისტორია ბედნიერი დასასრულით დამთავრდება... დავინტრიგდი და ისე ჩამითრია ისტორიამ იმედია მალე დადებ ახალ და დიდ თავს თორემ გული გამისკდება ალბათ ლოდინით...

შენ ჩემი სტიმული და შემართება ხარ^^ ამ ისტორიაში არ ვაპირებ მთავარი გმირების მოკვლას, ამიტომ ნუ შეგეშინდება)) ვეცდები მალე დავდო ახალი love

grafo
კი,კარგად წერ, მაგრამ...შენს წინა ისტორიას გადავხედე და ცუდი დასასრულები გყვარებია. აქაც იგივეს აპირებ?

არა იგივეს აღარ ვაპირებ))) თუმცა ცუდი დასასრული არ იყო ის :DDD უბრალოდ მოვკალი.. სიკვდილი ხომ მაინც გარდაუვალია :D ცუდი იქნებოდა ერთი რომ მომეკლა, მაგრამ ორივე მოვკალი :D რა ბოროტი ვარ:D
მოკლედ, აქ სასტიკ მკვლელობებს არ ჩავიდენ :D

 


№6 სტუმარი krinkrin

არა იგივეს აღარ ვაპირებ))) თუმცა ცუდი დასასრული არ იყო ის :DDD უბრალოდ მოვკალი.. სიკვდილი ხომ მაინც გარდაუვალია :D ცუდი იქნებოდა ერთი რომ მომეკლა, მაგრამ ორივე მოვკალი :D რა ბოროტი ვარ:D
მოკლედ, აქ სასტიკ მკვლელობებს არ ჩავიდენ :D[/quote]

მოვკვდი სიცილით =)))))))))))))))))))))))))))))))))))))))

 


№7  offline წევრი salo..))

Axla chemi emociebi rom genaxa kitxvis processhi socilit mokvdebodi :D iseti saswauli dasawyisi aqvs rom dgesve davamtavreb kitxvas.. ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent