შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 2


1-11-2015, 11:36
ავტორი sopiko
ნანახია 2 603

დღე დამღლელი აღმოჩნდა და მეც მისავათებული ფეხით მივდივარ სახლში. რატომ? იმიტომ რომ ფული არ მაქვს. კიდევ კარგი ჩემი ქუჩა ახლოსაა და მალე მივალ, თუმცა ვერ გეტყვით ეს მიხარია თუ არა. ვიცი დღეს კიდევ ერთი კონცერტის ატანა მომიწევს და წინასწარ გული ცუდად მიხდება. კარს უჩუმრად ვაღებ და ჩემი ოთახისკენ მივემართები. ისიც კი არ მახსენდება რომ მთელი დღეა მშიერი ვარ და მუცელი უკვე მიბუყბუყებს. ყველანაირი გრძნობა უკანა პლანზე დგას, მთავარია თავიდან ავირიდო ის ბინძური ფრაზები, რაც სავარაუდოდ მელოდება. საძინებელში შევდივარ და ცრემლების შეკავებას აღარ ვცდილობ. ტელეფონს მოწყენილი დავყურებ, ვბედავ და ბლოკს ვხსნი. ღმერთს მადლობას ვუხდი, როცა ვხედავ რომ არაფერი არ მოსვლია და მამიდას სახსოვარი ისევ ჩემ გვერდითაა. ვაღიარებ მხოლოდ ამიტომ არ ვდარდობდი მასზე, ის ერთადერთი თავის დაღწევის სშუალებაა ამ ჯოჯოხეთიდან, თუნდაც ორი წუთით, ერთი საათით... ესეც შვებაა ჩემთვის...
თმის სარჭს ვიძრობ და საწოლს ზურგით ვეყუდები. მახსენდება მომხდარი და შეტყობინებას ვხსნი. ისევ და ისევ სხვადასხვა ბანკი მწერს, რომ სესხი ავიღო. ვალებიღა მაკლია მამაჩემის გადამკიდეს. ჩემთვის ეს უცხო არაა, რადგან სანამ მამიდა წავიდოდა ხშირად შემხვედრია კარში მოუხერხებლად გარჭობილი განცხადება.
''მთავრობა ცდილობს შეგვაცდინოს...''-ხშირად გამიგონია მამიდასგან. მეც ამ აზრზე ვიდექი და ყურადღებას არ ვაქცევდი მსგავს შემოთავაზებებს.
შემდეგზე გადავდივარ და ამჯერადაც თითის გადასმას ვაპირებ სენსორზე, თვალს რამდენიმე სიტყვა რომ მჭრის.
''შემოდით და იღადავეთ! ვებ-გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა ინფორმაციებს კომუნიკაციებთან დაკავშირებით, ანეგდოტებს და წაიკითხოთ სხვისი მიმოწერა ღია ჩატში. დახურულ ჩატში კი თქვენი საიდუმლოებრივი საუბრის შესახებ ვერავინ გაიგებს. დაივიწყეთ მარტოობა, სევდა და ნოსტალგია. გადადით ლინკზე და შემოგვიერთდით!''
საიტზე დაინტერესებული შევდივარ და სიახლეებს ვათვალიერებ. არც ერთი არ აღმოჩნდა საჩემო. დიდ, წითელ გრაფას ვაკლიკებ, რომელსაც ''რეგისტრაცია'' აწერია და სახელის უჯრას რომ ვხედავ სგონებელში ვვარდები. ჯერ უკან ვბრუნდები და ვნახულობ სხვებს რა სახელები აქვთ აღებული ნიკებად. ''კატუნი'' ''ნატი'' ''პაკო'' ''შეკო'' და კიდევ უამრავი დამახინჯებული სახელი. ალექსანდრე ხომ საერთოდ სხვა ენაზე გადაეთარგმნათ, ძვლივს ვარკვევ რაც არის მისი ძირეული ფუძე. ''ლექსანდრო''! ოდესმე გაგიგონიათ მსგავსი რამ? მე ნამდვილად არა! ''გელი'' ''გამიღიმე'' ''მოდი ჩემთან'' და ათასი უაზრო და არაფრისმთქმელი სიტყვები. ჯობს თავად მოვიფიქრო თუ რა დავირქვა. მეც არ ვიცი, რატომ ვანიჭებ ამ ყველაფერს ასეთ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მაინც არ მინდა რომ პირდაპირ ჩემი სახელი გამოვამზეურო. ასე ხომ ნებისმიერ შემხვედრს შეიძლება გავეცნო. მართალია სიტყვა ''იღადავე'' არ მომეწონა, რადგან ეს იმას ნიშნავს რომ ამ ურთიერთობებს სერიოზულად არავინ აღიქვამს. მე კი უკვე რაღაცას ველი ახალი აღმოჩენისგან. უკანასკნელად გადავავლე მონაცემებს გამომცდელი მზერა და ვებ-გვერდის შემადგენელი ნაწილი მეც გავხდი. ''მელანქოლიკი''_სწორედ ეს სახელწოდება შევუსაბამე ჩემ პიროვნებას და კმაყოფილმა გავიხადე ჩუსტები. კარებზე კაკუნი მესმის და ჩემდაუნებურად დაფრთხალი ვეკვრი კედელს.
მამა მთელი სხეულით შემოდის ოთახში და ვხედავ როგორ დაბინდვია თვალები.
''ისევ გაიკეთა...''-კვნესა ყელსი მეჩხირება და ზურგსუკან დამალულ ხელებს ერთმანეთს გამეტებით ვუჭერ.
-არ უნდა მიესალმო შენ საყვარელ მამიკოს? დღეს შენთვისაც მაქვს საჩუქარი.-ირონიული რიმილით მეუბნება. ჩემკენ მოდის და მკლავზე მეჭიდება. ვიცი შეწინაამღდეგებას აზრი არ აქვს, ამიტომ უკან უემოციოდ მივყვები და მისაღებში, სავარძელში მჯდარ მამაკაცს გაოგნებული ვუყურებ. არ ვიცი რა უნდა მას ჩემგან და ეს უფრო მძაბავს. ფეხები მეჭიმება და ძელივით გაუნძრევლად ვდაგავარ ადგილზე.
-აი, ეს არის ჩემი ძვირფასი ქალიშვილი ლაზარე! სახეზე შეხედავ თუ არა, მიხვდები რამხელა სილამაზე დევს მასში. დედამისს...-მოულოდნელად ხმა უწყდება და ძარღვები ეჭიმება კახას. ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობს და პირს სალაპარაკოდ გაუბედავად ვაღებ.
-ვინ არის ეს კაცი მამა?-ვკითხულობ და უხერხულად ვიშმუშნები.
-აუცილებელია იცოდე?-კბილებში ცრის მამა და მეც ვნანობ, საერთოდ ხმა რომ ამოვიღე.-თუმცა რატომაც არა... ის შენ შეგიფარებს. თავისთან წაგიყვანს, ოღონდ განსაზღვრული ვადით! სამაგიეროდ საკმაოდ თანხას გადაგიხდის. ჰმ, გადამიხდის!-საზიზღრად იცინის და ხელს მიშვებს. როგორც ვხედავ მე არავინ არაფერს მეკითხება... თოკს გამომაბამენ და წამიყვანენ. თურმე საყვარლად ვუნდივარ, თანაც სულ ცოტა ხნით... ამაში მამა ცუდს ვერაფერს ხედავს. ანდაც მე ხომ მისი შვილი არ ვარ. რატომ უნდა ღელავდეს ჩემზე? სიმწრით მეღიმება და უერაქციოდ ვუქნევ თავს და მამაკაციც გახარებული მუწავს ტუჩებს.
-ესეც ასე! მგონი საქმე მოგვარებულია!-რამ გააბედნიერა მამაჩემი ასე ვერ ვხვდები, მაგრამ მე ყველა ძვალი მტკივა. სულში მწვავე ჟრუანტელი მივლის და თითქოს შიგნიდან ვიწვი. გაოცებული ვრჩები როცა კახას ჩემოდანი გამოაქვს, ელვა-შესაკრავი ოდნავ შეხსნილია და მე ჩემ ნარინჯისფერ შარფს ვხედავ. ჩანთის ჩალაგებაც მოუსწრია. ალბათ არ უნდოდა ზედმეტად დავღლილიყავი.
-ამასაც ავიტან მამიკო! ამასაც ავიტან!-ვემშვიდობები და ის იმედის ნაპერწკალიც ქრება. სიბნელეში ეზოში ჩავდივართ და ავტომობილში ვჯდებით. მდიდარი ყოფილა... ნეტავ, რამდენად შემაფასა? არ ვიცი რატომ მებადება ასეთი უცნაური შეკითხვა, მაგრამ პასუხსაც მალე ვპოულობ. გაგიჟების პირას ვარ და მგონი აქაურობას ნამტვრევებად რომ არ ვაქცევ და ხმამაღლა არ ვაგინებ მთელ ქვეყნიერებას, ესეც კარგია.
-წავიდეთ?-საჭესთან მჯდარი მხარს მხარზე მადებს.
ჩემ დასაცინად იქცევა ასე... უხმოდ ვეთანხმები და ცხვირს ვჭმუხნავ. იასამნის სუნს ვგრძნობ... ეს სურნელი მხოლოდ ჩემ საყვარელ მამიდას ასდიოდა, რომელზეც აი, უკვე რამდენი ხანია არეფრი მსმენია. ფეხებს ოდნავ მაღლა ვწევ და ხელებს მულბზე ვიხვევ. ქურთუკის უბეში ტელეფონს ვისინჯავ. ის ყოველთვის გამახსენებს, რომ ერთხელ ასე თუ ისე თავისუფალი არსება ვიყავი და არა მონა! ჩემგან შორს არსებობდა ქალი, რომელიც მფრველობას მიწევდა და წრფელი გულით ვუყვარდი. მამაკაცი ძრავას ქოქავს და გამეტებით აწვება პედალს. თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვიწყებ სუნთქვას.

მისი სახლი ისეთი ლამაზია, თვალისმომჭრელი, მოვლილი. მიკვირს, ასეთი ბინძური სულის ადამიანი აქ როგორ უნდა ცხოვრობდეს, კეთილი ხალხი კი ფარდულებში იყინებოდეს. შესასვლელში ვჩერდები, თუმცა ის არ მაჯინდება. აუჩქარებლად იხდის პალტოს, ჯიბიდან მანქანის გასაღებს იღებს და ტრილიაჟზე აგდებს.
-შემოდი!-მეპატიჟება შიგნით და მეც ისევ უთქმელად მივყვები უკან.
-დაჯექი!-ცდილობს რაც შეიძლება მწარედ შემახსენოს ის ფაქტი, რომ მბრძნებელია, მე კი მისი სურვილების და მოთხოვნილებების შემსრულებელი. თავბრუ მეხვევა და სხვა გზა არ მრჩება. სკამზე ვჯდები და რაღაც საშინელებას ველოდები.
-ნუ გეშინია... მე ის არ ვარ, ვინც გგონივარ!
ნდობით ვიმსჭვალები. იქნებ მართლაც რაღაცას ნიშნავს ნაცნობი სურნელი... იმედი მიჩნდება და ტუჩები მითრთოლდება.
-შენ მამიდას იცნობ ხომ?-სახელოზე ვექაჩები და საერთოდ ვერ ვაცნობიერებ შექმნილ სიტუაციას.
-ვიცნობ!-უკან იხევს, რათა ჩემი სიახლოვე თავიდან აირიდოს. სირცხვილისგან ლოყები და შუბლი მიწითლდება და მაგიდას იდაყვს ვადებ.
-გთხოვ ყველაფერი მომიყევი... მე უკვე იმდენი ხანია ველოდები რამე ახალს...-მუდარა იგრძნობა ჩემ ხმაში და საკუთარი თავი მეცოდება.
-დაწყნარდი და ჩამოჯექი!
სულაც აღარ მეშინია მისი. მორთულ დარბაზს ვაკვირდები და ჩარჩოს ვხედავ, რომელშიც სურათია ჩასმული. მოხუცი ქალი და ჩემ წინ მდგარი ვაჟი არიან გამოსახულნი. არაფერს ვკითხულობ. ნაია მამიდა ჩემთვის მთავარია... ცნობისმოყვარეობას წინ ვარ დაავაყენებ!
-ქალბატონი ნაია დედაჩემის მომვლელი იყო...
-როგორ თუ იყო?-ვაწყვეტინებ მოუთმენლად და წელში ვიხრები.
-დედაჩემი გარდაიცვალა...-სევდა უდგება თვალებში მამაკაცს.-მე ლაზარე ჩარკვიანი ვარ!
თითქოს მივხვდებოდი ვინ იყო, ისე დაამატა. მამიდას ნამდვილად არასდროს უხსენებია მისი სახელი და გვარი.
-სასიამოვნოა! ... მაგრამ ვერ გამიგია ეს რა შუაშია...
-მართლაც რომ არაფერ შუაშია...-ცოტა არ იყოს დაბნეულობას ვამჩნევ.-ალბათ ნაიას ჩემზე არაფერი უთქვამს.
-ხო... არ უთქვამს...-ვუდასტურებ მე.-მეტყვი თუ არა რა მოხდა?
-მამიდაშენმა შენ დასაცველად გამომგზავნა. ისიც მალე ჩამოვა საქართველოში, მანამდე კი აქ იცხოვრებ.-ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ჩვეულებრივ მსგავსი რამ ცხოვრებაში ბევრჯერ ხდებოდეს.
-და მაინც და მაინც შენ რატომ?-დაეჭვებული ვეკითხები, ამას ნამდვილად არ ველოდი...
-მასთან ვალში ვარ! ჩემი სურვილიცაა ის, რომ სამართალი აღდგეს და შენსავით უდანაშაულო არსებები არ გაუბედურდნენ.-დავინახე როგორ დაუფიქრებლად გაგყიდა მამაშენმა?
დავინახე როგორ არა... მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. რაც არ უნდა იყოს მამაჩემია... ტკივილმა დააბრმავა და არ მაქვს უფლება ზურგი ვაქციო. უარის თქმაც მიჭირს. რადგან მამიდამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ესე იგი აუცილებელია! სახეზე ხელს ვისმევ, თითქოს ასე არასასიამოვნო ემოციების მოშორება შემეძლოს...

.........................................................
შუადღე მშვიდობისა!
თქვენმა კომენტარებმა ძალიან დამიხარა და იმედი მაქვს არც ახლა დაიშურეფთ გულწრფელ შეფასებებს. მეც გადავწყვიტე გამეხარებინეთ და რაც შეიძლება დიდი თავი დავდე. შემდეგი უფრო დამაინტრიგებელი და საინტერესო იქნება...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი Firefly

როგორი საინტერესოა მოუთმემლად ველი შემსეგ თავს.შენ კი ძალიან კარგი ხარ კარგი ისტორიებით რომ გვანებივერბ♥♥
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
როგორი საინტერესოა მოუთმემლად ველი შემსეგ თავს.შენ კი ძალიან კარგი ხარ კარგი ისტორიებით რომ გვანებივერბ♥♥

დიდი მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent