შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე


1-11-2015, 15:07
ავტორი Dikunadiko
ნანახია 5 994

დილით როგორც ყოველთვის ადრე გამოეღვიძა მიუხედავად იმისა რომ მთელი ღამის უძინარს 3 საათი ეძინა, თხელი ატლასის ხალათი შემოიცვა და ლიზის ოთახის კარი შეაღო, ბავშვს პატარა ფეხები საბანზე გადმოედო და მშვიდად სუნთქავდა,რაც შეეძლო ნელა გადააფარა საბანი შუბლზე მიაკრო ფრთხილად ტუჩები და ნელა გამოიხურა საბავშვოს კარი.
უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული დაქანცული ღამის შემდეგ ქილა რედ ბული "აფრთიანებსო" და ყოველ დილა ნახევარ ქილას სვავდა ხოლმე, იმის მერე რაც მის პირველ სიყვარულს ძალა დაეკარგა და მონდომებით და სიყვარულით შექმნილი ოჯახი ერთი ხელის მოსმით დაანგრია, უკვე 4 წელია , იძინებს და იღვიძებს იმაზე ფიქრში თუ რა გამოხტომაა იყო 6 წლისწინანდელი მისი ჩადენილი..
ყველაფერი წამებში მოხდა, ხო, შესთავაზა, დასთანხმმდა, ბარგი ჩაალაგა და ვინმესდაუკითხავად გაჰქუსლა სიყვარულისკენ, ორ თვეში, არც მეტი არც ნაკლები აღმოაჩინა რომ ოთო არ იყო ის ვისთანაც შეძლებდა მთელი ცხოვრების გატარებას. რამოდენიმე თვე ყოყმანობდა, რაც არ უნდა იიყოს პაწუკა არსება ბუდობდა უკვე მასში, და თუნდაც არ ყოფილიყო ეს მისი დიდი სიყვარულის ნაყოფი მაინც არდაბადებულს აღმერთებდა. 7 თვის ორსული გასცილდა ქმარს და ცალკე დაიწყო ცხოვრება.
თავიდან ცოტა კი გაუჭირდა მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვია და დალაგდა ყველაფერი
ყველა ჯანდაბაში გაუშვა ვინც წარსულთან აკავშირებდა, ყველა გარდა საყვარელი დედისა რომელმაც ცხოვრება შესწირა მას. მას ვერ დატოვებდა იქ, ძალა არ ეყოფოდა, ქალბატონმა ინგამ, ქმრის სიკვდილის შემდეგ ხაზი გადაუსვა თავის ცხოვრებას და 13 წლის გოგო ქალად ისე აქცია არავის უკითხავს "ინგა შენ?" არასდროს ახსოვდა რომ ქალი იყო, სჭირდებოდა ბედნიერება, მაგრამ შვილის თვალში ყოველთვის ქალის იდეალს წარმოადგენდა, ერთგულ და მოსიყვარულე დედას და ცოლს, და სესილიც სწორედ ამისკენ ისწრაფვოდა, მაგრამ სწრაფვა ცოთა სწრაფადაც კი მოუვიდა..
შვილი დაიბადა თუ არა ფაქტიურად ერთ კვირაში სამუშაოც გამონახა, მართალია დიდი არაფერი გადასარევი, მაგრამ კარგი ხელფასისთვის რას არ იზამს კაცი .
ერთი სიტყვით ყოჩაღი გოგო იყო ჩვენი სესილი ახალაია.
მაგრამ ბოლო რამოდენიმე თვეს გაუჭირდა, ინგას გულის შეტევები ჰქონდა ხშირი, ბავშვი მისახედი და ვეღარ ასწრებდა მუშაობას ნორმალურად.
-ამის მერე 800ის ნაცვლად 400 გექნება.
-კი მაგრამ ბატონო ნუგზარ..
-არავითარი კი მაგრა, ხშირად აღარ მოდიხარ , აღარ მუშაობ კარგად, შვილო მე ფულებს ჰაერზე კი არ ვყრი.
თვალებაცრემლიანებულმა გამოიხურა კარები და საპირფარეშოსკენ გაიქცა ის ის იყო კარი უნდა მიეხურა, სალომემ რომ მოასწრო შესვლა და ახლა მან გადაკეტა კარი
-რა გჭირს სესი?ცალი ხელით ცრემლები შესწმინდა ატირებულ მეგობარს, მეორე ხელით კი გულთან მიიხუტა.
დიახ, ეს სწორედ ის ერთადერთი იყო ვისაც ჩვენ ,მთელი ცხოვრება ვეძებთ, რომელიც მუდამ გვერდში გვიდგას, ყიველთვის მხარს გვიჭერს, არააქვს მნიშვნელობა მართლები ვართ თუ არა, ის იყო ეს ადამიანი რომელმაც ელენეს მეგობრობის მცნება ახლიდან დააჯერა, ერთმანეთი ბარში გაიცნეს, ორივენი ერთდღეს იყვნენ ვაკანსიაზე მისულები და როგორც გაუმართლათ ნუგზარმა ორივე მიიღო, მას მერე სულ ერთად არიან , დღე და ღამეც, რადგან ერთად იქირავეს ბინა და ერთად ცხოვრობენ. ლიზისთვის სალომე ღვიძლი დეიდასავითაა.
-რა ვქნა ახლა? დედაჩემს დავპირდი გადაგგზავნი თქო, ოპერაციის თარიღიც დანიშნულია უკვე, სალო რავქნა მითხარი? გულამოსკვნით ტიროდა და საყვარელ მეგობარს მხარს უნამავდა.
-რამეს მოვიფიქრებთ სესი ნუ ტირი გთხოვ, აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს.
იმდენად დამაიმედებლად ჟღერდა გოგონას სიტყვები სესილიმ უცაბედად ჩამოიშორა ცრემლები და დანარჩენი დღეც ასე ერთად გალიეს.
-მმ, არ წამოხვალ კლუბში? ცოტას განიტვირთები.
-არა სალ, არ მინდა ფულის ზედმეტად დახარჯვა, თან დედიკოც ცუდათაა და ლიზის ვერ დაიტოვებს წადი გაერთე, საყვარელ მეგობარს კაბა შეუსწორა და სლიპინა თმებს წაეთამაშა
-დარწმუნებული ხარ? ფულს არც მე ვხარჯავ, იმდღეს რომ გავიცანი ლევანი იმან დამპატიჟა. საყვარლად ჩაეღიმა, ეცადა მეგობრისთვის გამოეპარებინა სიხარული თუმცა იმდენად უბრწყინავდნენ თვალები ვერ დამალა
-ძალიან მომწონს სესი .. პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები და გულზე მიეხუტა დაქალს.
-კარგა ხანია ასე არ ყოფილხარ, ალბათ მართლა განსაკუთრებულია ასეთი შთაბეჭდილება რომ მოახდინა შენზე.
-მმ, იცი რა ტკბილია. თვალები ალმაცერად დაატრიალა. - მაგარი ძმაკაციი ყავს, მერე გაგაცნობ. თვალი ჩაუკრა, ცოტა წაიჭორავეს და ცოტახანში ტელეფონზე მოსულმა აწკრიალებულმა ზარმა ქვევით უხმო
-წარმატებები მისურვე. ქვევით მელოდება. ფეხების ბაკუნით ჩაირბინა კიბეები და შავ მერსედესზე მიყუდებული მამაკაცი გადაკოცნა.
ცოტახანს ფანჯრიდან ადევნა თვალი სესილიმ დაქალს, მერე ფარდა ბოლომდე გადასწია და შვილის ოთახისკენ გაეშურა. როგორც ყოველთვის საბან გადახდილს ეძინა.ჩაეღიმა დედიკოს და ფრთხილად გაუსწორა საბანი და მის გვერდით დაწვა, ცალი ხელით შვილის პაწაწუნა თითები მოიქცია ხელის გულში მეორე კი თმებზე გადაუსვა და ცოტახანში ფიქრებიდან სიზმრების სამყაროში გაიკვლია გზა..

კლუბში მუსიკები იმდენად ხმამაღლა იყო ძალაუნებურად კიდურები მოძრაობას იწყებდნენ, სალომემაც თავი ვერ შეიკავა და დარბაზის შუაგულში ტანი მსუბუქად აათამაშა, ორიოდე წუთის წინ გასული ლევანი უკვე დაბრუნებულიყო, გოგონას უკან ედგა და თვალს ადევნებდა მის თითოეულ მოძრაობას, იმდენად ჰქონდა გრძნობები გამწვავებული ვერ ხვდებოდა თვითონაც რაუნდოდა, ათასი გოგო ჰყავდა გამოვლილი და გასინჯული, ამან კიდევ პირველივე ნახვაზე ჭკუა დააკრგვინა, ვერც თვითონ ხვდებოდა რატომ. ხშირად უსვავდა საკუთარ თავს ამ კკითხვას და მერე თვითონვე პასუხობდა " ისეთი მიამიტი და ბავშვური ჩანს , მაგრამ ამავედროს ვნებიანი და ქალურია. " იმდენად უნდოდა დაუფლებოდა ქალის მიმზიდველ სხეულს თავს ვეღარ აკონტროლებდა. წელზე აეკრო მოცეკვავე ქალს და ცხვირი მის კისერს გაუხახუნა, უცებ დააყარა სალომეს ხორკლებმა, დიახ, ამ ჩახუთულობაში, ამ ხმაურში, ამ ყველაფერში არ დაუტოვებია შეუჩნევლად მამაკაცის ქმედებები, მშვიდად ასრიალებდა ორივე ხელს ქალის მუცელზე და თვითონაც ტანს აყოლებდა ცეკვას.
-წავიდეთ? ერთდროულად ხრიწიანი მაგრამ მიზმიდველი და ვნებიანი ხმა ჩაესმა ყურში სალომეს და ადგილზე დადნა. მსუბუქად დაუქნია თავი და ხელჩაკიდებული გაჰყვა მამაკაცს.
ნახევარ საათში მანქანა დიდ შენობას მიადგა, ლევანიმ ავტოსადგომზე ჩააყენა მანქანა და ლიფტს მეათე სართულზე "უბრძანა". იქაც ძლივს იკავებდა თავს არ მოფერებოდა სალომეს, გოგონაც ერთიანად ახურებული იდგა, მუხლებში სისუსტეს გრძნობა მაგრამ არ ნებდებოდა.
ცოტახანში მამაკაცმა გასაღები გადაატრიალა კარში, სალომეს წელზე ხელი მიადო და უბიძგა შესულიყო.
ბინა ნამდვილად რომ კეთილმოწყობილი იყო, ეტყობოდა მდიდრული ხელი და რათქმაუნდა გემოვნებაც, ძირითადად ნაცრისფერი თეთრი და შავი ფერები ფიგურირებდა.. სალომემ კლატჩი კომოდზე დადო და ორიოდე ნაბიჯი წინ გადადგა როდესაც წელზე წვა იგრძნო, ლევანი მთელი სხეულით აკრობოდა გოგონას ისე რომ განძრევის საშუალებას არ აძლევდა, გული ისე უფანცქალებდა სალომეს გეგონება გადმოხტომას ლამმობსო, სწრაფად შეაბრუნა მამაკაცმა ქალი მისკენ და მომთხოვნად დაეწაფა მის ათრთოლებულ ტუჩებს, სალომემ ინსტიქტურად ხელი კისერზე შემოაჭდო და კოცნაში აყვა. ტაშის ხმამ ორივე გამოფხიზლა. სალომემ დამორცხვილმა ჩაქინდრა თავი, იმდნეად ჰქონდა ლოყები აფარკლული პომიდორს დამგვანებოდა, ოთახის ბოლოდან ჩუმი სიცილის ხმა გაისმა
-აქ რაგინდა ბიჭო. ჩაშლილი გეგმებისთვის შეუტია ძმაკაცს ლევანიმ
-შენ რაგინდა. სიცლი არ დააკლო. ახლაღა შეათვალიერა სალომემ მამაკაცი, მაღალი, ტანადი, "ლაშქარმრავალი" რათქმაუნდა ლაშქარს მის გვერდით ორი მოშიშვლებული გოგო წარმოადგენდა, ბიუსტჰალტერებით და ტრუსებით აყუდებოდნენ კედელს და ტუჩებს იკვნეტდნენ მამაკაცების დანახვისას
-მე წავალ ჯობია. რაც შეეძლო ჩუმათ თქვა გოგონამ და გასვლა დააპირა მაგრამ ლევანიმ მაჯაში ჩაავლო ხელი და მისკენ მიაბრუნა
-ერთად წავალთ. თბილად გაუღიმა და გასვლა დააპირა მაგრამ უცებ შემობრუნდა და ძმაკაცს მიუბრუნდა
-მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო და გამიშვით ჩემი ბო*ები გარბიანო. წარბის აწევით უთხრა ძმაკაცს და ბინის კარი გაიხურა. იმ ღამეს მათშორის არაფერი მომხდარა, უფროსწორად ვერაფერი, არადა უკვე მზად იყო სალომე თავისი წმინდა სხეული, ქალწულობა რომელსაც 22 წელი გულომდგინედ ინახავდა ორი დღის გაცნობილი მამაკაცისთვის შეეწირა.
სადარბაზოსთან მისულები კიდევ დიდხანს ლაპარაკობდნენ მანქანაში
-შეიძლება რაღაც გკითხო? მორიდებით ჰკითხა გოგონამ
-მკითხე.
-იმ შენს ძმააკაცს რატო ელაპარაკე ეგრე უხეშად..
-გრძელი ისტორიაა.
-მოკლედ მომიყევი . ისე გაუღიმა მოაჯადოვა ღიმილით ლევანი და მანაც უარი ვერ უთხრა
-2 წლის წინ ამ დროს ქორწილი უნდა გადაეხადა, ქორწილის წინა ღამეს საცოლეს სხვა კაცთან წაასწრო, ის მაგრად ცემა, მე რო არ მივსულიყავი მარისაც გაიგდებდა წიხლქვეშ. ჩვენში რო დარჩეს ღირსიც იქნებოდა. ქორწილი ჩაიშალა რათქმაუნდა, 1 თვეში მარი იმ არაკაცს გაჰყვა, არადა უყვარდა დემეტრეს , მაგრად უყვარდა და მაგრადაც ეტკინა გული. იმის მერე ეგრეა, ხან საიდან მოჰყავს გოგოები ხან საიდან , ხო ხედავ ერთით აღარც კმაყოფილდება, ეხლა ორი მოუნდა, და იმდენ ფულს უხდის, კიდევ კარგი მუშაობს და კარგი შემოსავალი აქვს თორემ გაბომჟდებოდა. ყოველდღე იმას ვარიგებ შეეშვი აღარ გინდა თქო მაგრამ მაინც არ ესმის. დილით მითხრა ბევრი საქმე მაქვს ოფისში ალბათ იქ დავრჩებიო, ერთად ვცხოვრობთ, მაგიტო მიგიყვანე არავინ მეგულებოდა სახლში ,მაგრამ ისევ შევცდი.. თხრობა დაასრულა უკმაყოფილოდ ჩაქინდრა თავი, ეტყობოდა მართლა შესტკიოდა გული ძმაკაცისათვის.აღარფერი უკითხავს დემეტრეზე სალომეს, ცოტახანს კიდევ ისაუბრეს და გოგონა ბინის კარამდე მიაცილა. იმ ღამეს ლევანი სახლში არ მისულა, მანქანა პარკინგზე გააჩერა და შიგვე ჩაეძინა.
*
დიდხანს უყრიდა თავს სათქმელს, ისე უნდოდა ეთქვა შეურაცხყოფა არ მიეყენებინა დაქალისათვის, თან არც უნდოდა და თან , ფიქრობდა ასეთი შანსი ბევრჯერ არ იქნებაო, იმასაც ფიქრობდა "მე როგორ მოვიქცეოდი, სესილის სიტუაციაში რომ ვყოფილიყავი"-ო მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა, ლიზი ბაღში მიიყვანეს და კაფეში ჩამოსხდნენ.
-სესი, რაღაც უნდა გითხრა. თითებს ისე იწვალებდა სესილის შეეშინდა არ გადატყდესო
-მითხარი რამე ხოარ მოხდა? ანერვილებულ დაქალს რომ შეხდა თვითონაც აფორიაქდა
-არა, მე კარგად ვარ,, მომისმინე. გგუშინ რომ გეუბნევოდი ლევანიზე?
-ხოო..
-გუშინ ბინაში ავედით..
-კარგი არ მინდა დეტალები.. გადაიკისკისა სესილიმ, იმდენად ლამაზი იყო როდესაც იღიმოდა, იმდენად რომ მთელი მსოფლიო ლამაზი გეგონებოდათ, მუქი შავი თმებით თუნდაც იმხელა სითბოს ასხივებდა ყველას ერთდროულად გაათბობდა, თუმცა ცხოვრებისგან მოყენებული დარტყმებისგამო ხშირად ვერ ახერხებდა ღიმილს.
-არა მომისმინე ბოლომდე.იქ ლევანის ძმაკაცი დაგვხვდა, რომ გითხარი გაგაცნობო. ლევანი რაღაცეები მომიყვა იმაზე. 2 წლის წინ საცოლეს უღალატია და რაღაც ძაან გულნატკენიაო, ხოდა ეხლა თითქმის ყოოველდღე გოგოებს ფულს უხდის რო გაერთოსო... ბოლო სიტყვები შეყოვნებით თქვა, სესილი მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს, სალომესდა გასაკვირად არცერთი ნაკვთი არ შეურხევია ისევ ისე უსმენდა მშვიდად და წყნარად, თუმცა შიგნით ისევ რომელიღაც იმედის ძაფი წყდებოდა, თითქოს ყველაფერი ერთიანად ენგრეოდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა..
-ვიცი რომ მიხვდი რის თქმასაც ვცდილობ, კარგი ხომიცი ზოგჯერ რა სისულელეებს ვლაპარაკობ მაპატიე გთხოვ.. გვერდით მიუცუცქდა დაქალს და თავი მხარზე ჩამოადო
-სხვა გზა მაინც არ მაქვს, დილით ნუგზარმა დამირეკა და მითხრა რომ აღარ მივსულიყავი ბარში, დარჩენილ გადასახადს ანგარიშზე გადმომიგზავნის.ისევე უემოციოდ ჩაარაკრაკა და თბილი თვალები მიაპყრო დაქალს
-სესილი, მე სულელმა რაღაც მოვროშე და შენ კიდე ოდნავ ჭკვიანი ხო ხარ, სხვანაირად ვიშოვით ფულს ნუ ნერვიულობ
-იქით კვირას დედას იტალიაში ვგზავნი, დეიდა იქ დახვდება, ოპერაცია ორ კვირაშია დანიშნული, თუ ერთ კვირაში თანხას არ შევიტან ბოლომდე ყველაფერი რაც აქამდე გაავაკეთე დედას ჯანმრთელობისთვის წყალში ჩამეყრება. ლიზის ბაღის ფულიც შესატანია. საერთოდ არ იცოდა თავის პრობლემებე ხშირად ლაპარაკი, მაგრამ ახლა ემოციებისგან ბოლომდე რომ დაიცალა და ტვინი გაისუფთავა ისევ შეუბრუნდა დაქალს
-დაელაპარაკე ლევანის და შეხვედრა დამითქვი იმ ბიჭთან..
-დარწმუნებული ხარ? ნაღვლიანი მზერა მიაპყრო დაქალს, და როდესაც მის ასევე ნაღვლიან თვალებს გადააწყდა ცრემლები უნებურად გადმოუშვა და უფრო ახლოს მიეხუტა მეგობარს..
საღამოს სესილი შვილთან ერთად ინგას ესტუმრა, ამაღამ მასთან დარჩენა გადაწყვიტა, ბავშვს მალევე ჩაეძინა, საბანი გადააფარა და ოთახი უხმოდ დატოვა, დივანზე მჯდომი დედისკენ აიღო გეზი, გვერძე ჩამოჯდა და დასუსტებული ხელი მის თლილ თითებში მოიქცია, თავი მხარზე ჩამოადო და მშვიდად განაგრძეს საუბარი. ღამის 2 საათამდე ლაპარაკობდნენ, სესილიმ ყველაფერი მოუყვა, დიახ, ყველაფერი გარდა დემტრესი და იმისი თუ საიდან აპირებდა ფულის შოვნას.. მაგრამ იმდენად სტკიოდა ის ფაქტი რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა, ერთიანად ამსხვრევდა მისყველა მომავლის იმედს..




გამარჯობათ , ესეიგი შუაღამით ისევ მომაწვა "მუზა" , ვიფიქრე რამოდენიმე თავს დავწერ და მერე დავდებ თქო მაგრამ ვერ მოვითმინე, აბა დასაწყისი როგორიაა? გპირდებით გაგრძელება ბევრად საინტერესო იქნება .. ძალიან მიყვარხართ <3 ველი შეფასებებს და კომენტარებს <3



№1 სტუმარი ბუსა

პირველი ვარრ :დდ წავიკითხავ და დაგიკომენტარეებ ^^

 


№2 სტუმარი Nana

Sasawauli iyo veli shemdegs<3

 


№3 სტუმარი ბუსა

ჰმმ...პირველი თავისთვის არაუშავდა შემდეგ თავებს დაველოდები და აუცილებლად შეგიფასებ )) :*)

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარია მე მომეწონა იმედია არ დააგვიანებ და თავებს გაზრდიი♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline წევრი Dikunadiko

რომ იცოდეთ როგორ გამახარეთ თქვენი კომენტარებით, ყველას ცალ-ცალკე და ერთად გიხდით მალობას <3 შევეცდები გავამართლო მოლოდინი და თავებსაც დროულად დავდებ ხოლმე <3

 


№6 სტუმარი tatuka

Dzalian kargi istoriaa

Rodis dadeb gagrdzelebas?dzaanac nu gvalodineeb raa

 


№7  offline წევრი LoNdA DM

kargi istoriaa, male dade shemdegi tavi, ar gvalodino

 


№8  offline წევრი Dikunadiko

ბავშვებო ყოველ 24 საათში ერთხელ მაქვს დადების უფლება ამსაღამოს დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent