შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 8 თავი.


2-11-2015, 00:00
ავტორი MLM
ნანახია 7 285

- ვაა მოდი, ასე ადრე რატო მოხვედი? სადმეა წასაყვანი? (აკო)
- მე მინდა წავიყვანო და იმედი მაქ წინააღმდეგი არავინ იქნებით
- სად?
- 3 დღით წავიყვან გუდაურში,
- მაზეგ ქიმია უნდა დაიწყოს
- ვიცი და მაგიტო მინდა წავიყვანი, პირდაპირ ჩამოვიყვან
- ოთახშია, ვნახავ თუ ადგა, შედი სამზარეულოში, ქეთი გემრიელობებს აკეთებს,
- კაი
- როგორ ხარ ქეთი?
- უი შვილო შენ ხარ? მოდი დაჯექი, კარგ დროს მოხვედი (კითხვა აშკარად გამიტარა)
- ქეთი, მარიამი იქამდე იქნება ჩვენს გვერდით, სანამ არ მოგვბეზრდება, ამიტომ გაიღიმეთ და ირწმუნე, რომ მარი ყველაფერს დაძლევს ჩვენთან ერთად
- მადლობა შვილო მაგ სიტყვებისთვის, (გამიღიმა და ისევთავის საქმეს მიუბრუნდა, მარიამიც წამებში შემოვიდა ოთახში, უკან კი აკო მოყვებოდა გაღიმებული)
- მოხვედი?
- არ უნდა მოვსულიყავი? (გავუღიმე და გადავეხვიე)
- რა გეშველება რააა
- მოკლედ. ეხლა წადი თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე, იმდენი რო 3 დღე გეყოს და წამებში მზად იყავი (ქეთიმ და მარიამმა გაოცებულებმა შემომხედეს, აკო კი კედელზე მიყრდნობილი იღიმოდა და ჩემს უკან მდგომ ქეთის რაღაცას ანიშნებდა)
- რაა? სად მივდივარ?
- მიდიხარ არა მივდივართ და დანარჩენი სურპრიზია. მაზეგ პირდაპირ ქიმიაზე მივალთ.
აღარაფერი უთქვია ლოყაზე მაკოცა და ოთახში გავარდა გახარებული. 2 წლის ბავშვს რომ ეტყვი, წამო ეზოში წაგიყვანოვო და რეაქცია აქ, ის რეაქცია ქონდა ზუსტად მარიამს, გამეღიმა და ქეთის მოვუბრუნდი, ცოტა შემეწინააღმდეგა, არ უნდოდა შვილი წამით მაინც ყოლოდა შორს, მაგრამ აკო დამეხმარა იმის მიხვედრებაში, რომ მარიამისთვის ასე სჯობდა. ერთი დიდი ჩემოდანი გაევსო და გამეცინა, ამდენი რა ჩადოთქო, ხელი მოვკიდე ჩემოდანს და მარიამს დაველოდე რომელიც ოჯახს ემშვიდებოდა, მალე გნახავთო, მერე ხელი გადავხვიე და დაბლა ჩავედით. მანქანაში რომ ჩავჯექით მარიამი მომიბრუნდა და მითხრა
- არა, თუ ხვდები მაინც რა დონემდე გენდობი ჰაა?
- ვხვდები ჩემო სიცოცხლის ნაპერწკალო და სწორედ ამიტომ გიფასდება
(ვაკოცე, მერე ჩვენი სიმღერა ჩავრთე და წააავედით, გზაში ხმა არ ამოუღია, იმაზე თუ სად მივდიოდით, არადა აშკარად ვეღარ ითმენდა ისე აინტერესებდა)
- გუდაურში
- რაა?
- გუდაურში მივდივართ
- რაა? მართლააა? ვაიმე რა მაგარიააა.არასოდეს ვყოფილვარ. ნუ მაშინ ძაან პატარა ვიყავი და ეგ არც ითვლება. ვაიმეე რა მაგარიააა, ჩემი ცხოვრება ხარ შენ (ემოციები მოეძალა და ისე ატიტინდა, სიცილი ამიტყდა მის ბავშურობაზე)

მანქანა ერთ სასტუმროსთან გავაჩერე რომელიც სოსომ დაჯავშნა, შევედი და მისაღებში ვუთხარი
- გამარჯობათ, 2 ოთახი გვაქვს დაჯავშნილი 2 ღამით, (გვარი ვუთხარი და გაკვირვებულ თან ულამაზეს და მშვიდ თვალებს შევხედე, ხელჩაკიდებულებმა ავიარეთ კიბე და გვერდიგვერდ ოთახები გაგვიღეს)
- რომელიც მოგეწონება შენი ის იყოს
- და შენ რომელი მოგეწონება?
- შენ უნდა აირჩიო პატარა ქალბატონო და არა მე
- არა, მე მინდა რომ შენ აირჩიო
- კაი რაა (რომ მივხვდი ასე დგომა დიდხანს მოგვიწევდა, თუ არ გადავწყვეტდით რამეს, ოთახებში შევიხედე და სიცილი ამიტყდა)
- რა გაცინებს?
- ორივე ერთნაირია
- მართლაა? (ორივეს გულიანად გაგვეცინა. რამდენი ხანია ეს სიცილი არ დამინახია? როგორ მომნატრებია, მისი გულიდან წამოსული სიცილი)
- ჰა დიდხანს ვიდგეთ ასე?
- კაი მაშინ მე აქეთ შევალ (ვუთხარი და თავზე ვაკოცე)
- კაი ეგრე იყოს (მითხრა და მეორე ოთახის კარი გამოხურა, რამაც გამაკვირვა)
- შედი და მერე გავაგრძელოთ რაა? სირცხვილიაა (მითხრა და ხელით მიბიძგა ოთახისკენ)
მანიშნა იმ ოთახზე რომელზეც ვუთხარი შევალთქო, მეც შევედი, კარი მიხურა და მომიბრუნდა, ორივე ხელი გულთან დამადო თავი აწია და თვალებში შემომხედა, მეც წელზე მოვხვიე ხელები და მის კამკამა თვალეს შევხედე გაღიმებულმა და იმის მოლოდინში გავისუსე, თუ რას შვრებოდა
- შენ იცი, როგორ მჯერა შენი, გენდობი და მიყვარხარ. ამიტომ საჭირო არაა ორმაგად ხარჯის გაღება, როგორმე მოვთავსდებით ორივე ერთ ოთახში
გაოცება განმიცდია, მაგრამ ასეთი არასოდეს, ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ გააჩნდა, არცკი მიფიქრია ამაზე, მაგრამ ხარჯები რომ ახსენა, ვიფიქრე ჩემ ჯიბეს უფრთხილდება და იმიტო ამბობსთქო
- მინდა რომ თავი კომფორტულად იგრძნო, მინდა რომ ეს დღეები ისე დაგამახსოვრო, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყვე ამ დღის შესახებ, ამიტომ არაა საჭირო თავი დაიძაბო და ჩემ ჯიბეზე იფიქრო. ეგ ყველაზე დიდი სისულელე იქნება
- ჯიბე რა შუაშია ბატო? შენ გგონია ამ შანსს ხელიდან გავუშვებ და ბალიშს ჩავეხუტები, მაშინ როცა შანსი მაქვს აი ამ გულის ცემა მოვისმინო და ასე ტკბილად დავიძინო? (თავი გულზე დამადო და ისე გააგრძელა ლაპარაკი.)
- შენ ვერასოდეს ჩაწვდები იმას, როგორ უზომოდ და უსაზღვროდ მიყვარხარ და გაფასებ
- ისევე როგორც შენ ვერ ჩაწვდები მაგ ყველაფერს, ჩემო სიამაყევ
მითხრა და თვითონ წამოიწია ტუჩებისკენ. აბა წამით დაფიქრდით, რამხელა სიხარულსა და სიყვარულს ვიგრძნობდი მისდამი, ის იმდენად განსხვავებული იყო ყველასგან რომ, მეცკი მაოცებდა ყოველ დღე, ამოუცნობი იყო, ვცდილობდი ყოველდღე გამეცნო, მაგრამ რომ მეგონა გავიცანითქო, აღმოჩნდებოდა რომ კიდე რაღაც ახალს ვიჭერდი მასში, ეს კი სიყვარულს უფრო მეტად მიძლიერებდა. დაბლა ჩავედი და ერთი ოთახი დავიტოვეთ, მერე ზევით ავედი და უკვე ჩაცმული დამხვდა მოუთმენელი ქალბატონი
- მე მზად ვარ, შენ რამდენ ხანში გაემზადები?
- მეც მზად ვარ წამო (გამეცინა მის სულსწაფობაზე და ხელი გადავხვიე)
- აუ ზური საბაგიროზეც ავიდეთ რაა
- აუცილებლად ცხოვრება, მაგრამ ეხლა ვისრიალოთ არ გინდა?
- მე რომ არ ვიცი?
- იოლია, ისე მოგეწონება მე აღარც გაგახსენდები (გავიცინე და მხარში ისეთი მუჯლუგუნი ვიგრძენი შევხტი, ამაზე უარესად გამეცინა და უფრო ჩავიხუტე, ჩემი არსებობის ერთადერთი მიზეზი)
გაქირავებაში მივედით, ვიქირავეთ რაც საჭირო იყო ყველაფერი და სასრიალოდ წამოვედით. იმდენჯელ დაეცა სანამ მეც არ დამაგდო. მერე შევთავაზე მე არ გამომდის სწავლება და თუ გინდა დავიქირავებ ვინმესთქო, რაზეც ჩხუბი დამიწყო
- შენ არ იყავი რომანტიკოსობაზე რო დებდი თავს კუს ტბაზე?
- რა შუაშია ეგ? მინდა რომ სიამოვნება მიიღო ამ ყველაფრისგან
- ღმერთო მიშველე, მერე სიამოვნებას რომლით უფრო მივიღებ? ვიღაც უცხო მასწავლიდეს თხილამურებზე დგომას და ბოლოს ვისწავლო, თუ შენ მასწავლიდე, ბევრი ვიცინო თითოეულ მცდელობაზე და ვერ ვისწავლო?
- შენ იმაზე ბევრად დიდი რომანტიკოსი ყოფილხარ, სიცოცხლე ვიდრე წარმოვიდგენდი (გამეცინა მის ქმედებაზე და მე უფრო მესიამოვნა მისი ეს საქციელი, ვიდრე მას მგონი)
ძალიან ბევრი ვისრიალეთ და ვიცინეთ,სულ ცოტათი გამოსდიოდა, ყოველ წაქცევაზე შიში მქონდა რამე არ იტკინოსთქო, მაგრამ ისე გულიანად იცინოდა, რა ტკივილზე იყო ლაპარაკი? მერე მე დავეცი მწარედ, როცა თავდაჯერებულმა ვანახე ისევ, როგორ უნდა ესრიალა და იმდენი იცინა რამის მოსაბრუნებელი გამიხდა. ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიხაროდა მისი ეს სიცილი, ის იმდენად შიგნიდან მოდიოდა, ღრმა სუფთა და წრფელი იყო მისი სიცილი. მერე ძალით დავეცი კიდე ისე გაიცინებსთქო, მაგრამ დამცინა ეგ აფერისტობააო, ანუ მიმიხვდა. შუადღისით პატარა კაფეში ვჭამეთ და ისევ სრიალი გავაგრძელეთ, უკვე ღამდებოდა, გაყინვა რომ ვიგრძენით და სასტუმროში წავედით. სასტუმროში ერთმა მოახლემ გამიყვანა და მითხრა
- ცოტა დაგაგვიანდათ მოსვლა, მართალია ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც ტელეფონზე შეგვითანხმდით მაგრამ, რადგან ერთ ოთახში შეხვედით, ახსნა აღარაა საჭირო რომელ ოთახშია ეს ყოველივე, და კიდევ საჭმელი გაცივდა, ამიტომ ოთახში არ დაგხვდებათ. 5 წუთში ამოგიტანთ
- კარგით არ არის პრობლემა (ამას კი ვუთხარი, არაა პრობლემათქო მაგრამ ვერ მივხვდი რაზე ლაპარაკობდა, ოთახთან გაყინულები მივედით და კიდე ვიცინოდით, კარი შევაღე და გაოცება ვერცერთმა ვერ დავმალეთ)
- ეს როდის მოასწარი? (ვერ მივხვდი რა მეპასუხა, თუმცა იმას მივხვდი რომ, სოსოს ოინები იყო)
- მოგეწონა?
- არა, აღფრთოვანელული ვარ
გაინტერესებთ რა ხდებოდა ოთახში? ბუხარი გიზგიზებდა. ბუხრის წინ ძალიან დაბალი მაგიდა ლამაზად იყო გაშლილი 1 ცალი წითელი ვარდი იდო მაგიდაზე, ძირს პუფები ელაგა. სოსოც კაი რომანტიკოსი ყოფილა, გავიფიქრე ჩემთვის და გამცინა როცა მივხვდი, რამდენს იფიქრებდა ესენი რომ მოეფიქრებინა
- რატომ იცინიხარ?
- რო არ გითხრა ეგოისტი გამოვალ
- რა ხდება?
- ეს ყველაფერი ჩემთვისაც სიურპრიზია
- ეგ როგორ? ოთახი შეგვეშალა?
- არაა. ეს ყოველივე, აშკარად სოსოს ფანტაზიის ნაყოფია, მან დაჯავშნა აქაურობა, უბრალოდ ვუთხარი 2 ოთახი დაჯავშნეთქო და აშკარად ძალიან აქვს მონდომებული (გავიცინე)
- და რატო გაგიკვირდა?
- იმიტო რო, არასოდეს არაფერი გაუკეთებია რომანტიკული (ისევ გავიცინე რაზეც მარიამიც ამყვა, რომ დავწყნარდით მაგიდას მივუჯექით. საჭმელიც ამოიტანეს და ლამაზი საღამო გვისურვეს)
- თბილისში რომ ჩავალთ, პერსონალურ მადლობას გადავუხდი შენ ძმაკაცს ამ ყველაფრისთვის
- ეგრე ქენი (გავიღიმე და ჭიქა ავიღე რომელშიც შამპანიური ესხა) ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს ჩემო ერთადერთო, ჩემო ახდენილო ოცნება. იმდენად ძლიერ მიყვარხარ არ მგონია ოდესმე ასე ყვარბოდათ დედამიწის ზურგზე. ოღონდ შენ არ სვავ იცოდე...
- იმ დღეს ისე რომ არ გაგეწუწე და შენ არ გამეცანი, ალბათ ეხლა ისეთი ცარიელი და განადგურებული გულით ვივლიდი რომ... ნუ მოკლედ, შენმა სიყვარულმა იმდენად მომიშუშა ყველა იარა და შიში გამიქრო რომ, აღარცკი მახსოვს ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ტკივილი თუ ყოფილა. არც ის მახსოვს რომ ამ წუთებსიც კი, ვებრძვი რაღაც საშინელებას, უზომოდ მიყვარს დედაც და აკოც, მაგრამ ერთადერთი ვის გამოც ამ ყველაფერს დავამარცხებ...
- არ გვინდა მაგ თემაზე გთხოვ
- როდემდე ჩემო ძვირფასო? რეალობა ესაა, მაგრამ დამამთავრებინე გთხოვ. მხოლოდ შენ მაძლევ სტიმულს რომ ვიბრძოლო და შენთვის ვიცოცხლო, ვიცი რომ არასოდეს მოგბეზრდებით შენ დედას და აკოს
- რაა?
- ხო, გავიგე დედას რომ უთხარი. ამიტომ სანამ არ მოგბეზრდებით, იქმდე იფეთქებს ჩემი გული შენთვის, დედასთვის და აკოსთვის
- სიგიჟემდე მიყვარხარ მარი
- მე გაგიჟებამდე მიყვარხარ
- ეგ ერთიდაიგივეა ბოთე (სიცილით ჩამოვარტყი თითი ცხვირზე)
- ვიცი ბოთე, (ახლა მან გაიმეორე იგივე)
მერე ვჭამეთ გემრიელად, მერე ერთმანეთზე მიხუტებულები ვუყურებდით ბუხარში როგორ გიზგიზებდა ცეცხლი და დროდადრო ერთმანეთს ვესიყვარულებოდით. რომ დავწექით, ცოტათი დამორხცვილმა მაგრამ მაინც გათამამებულმა ჯერ მაკოცა, მერე თავი გულზე დამადო და ძილინებისა მისურვა, ეს იყო ღამე რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დილით რომ გავიღვიძე ისევ იგივე ფორმაში ვიყავით. გულში იმდენად დიდი სითბო ჩამეღვარა, მინდოდა ყოველ დილით ასე გამეღვიძა, უფრო მოვხვიე ხელები, მაგრამ ფრთხილად რომ არ გამეღვიძებინა, მისი გამაბრუებელი კანის სუნი შევისუნთქე და დავტკბი, 10 წუთამდე კიდევ ეძინა, მე კი დღის გეგმას ვადგენდი რა უნდა გაგვეკეთებინა. საბაგიროზე წასვლა ხვალისთვის შემოვინახე დღეს სხვა გეგმები მქონდა. მოულოდნელად შეიშმუშნა არასასიამოვნოდ. თვალები რომ გაახილა და მე დამინახა მზერა დაუთბა. იცით რა მშვენიერი დასანახი იყო აწითლებული ლოყით, აჩეჩილი თმით და ნამძინარევი თვალებით?
- დილამშვიდობისა მშვენიერო, როგორ გამოიძინე?
- ბოლოს ასე მაშინ მეძინა 2 თვის რომ ვიყავი და დედას ხელებში ჩამეძინებოდა ხოლმე
- ნეტა რა გახსოვს?
- რომ არ მახსოვს სწორედ მაგიტო ვამბობ, არასოდეს ასე ტკბილად არ მძინებია, ერთი პრობლემაა სულ დაბუჟებული ვარ
- ხოო, ეტყობა გუშინ ძალიან დავიღალეთ, როგორც დავწექით, ისე გავიღვიძეთ და მაგის ბრალია
- ხო ალბათ. შენ როგორ გეძინაა?
- მმმმმმ, სიტყვებით რომ ვერ აღვწერ რა ვქნა?
- აზვიდებ რაა (გადაიკისკისა და წამოიწია)
- დღეს რა გეგმები გვაქვს?
- ოოო. ეგ იქამდე საიდუმლოა სანამ არ ვისაუზმებთ
- მაშინ რაღას დაველოდოთ? მოვწესრიდგები და ჩავიდეთ
- ისევ აქ რომ ამოვიტამოთ და მშვიდად მარტო ჩვენ ორმა ვისაუზმოთ მაგაზე რას იტყვი?
- შესანიშნავი იდეაა, მაგრამ მაშინ დაუჩქარე რააა მშიააა (მომაძახა და წამოხტა, უცბად შებარბაცდა და საწოლს დაეყრდნო, როგორ წამოვხტი და მასთან როგორ გავჩნდი ვერ ვიხსენებ, შემეშინდა)
- ცუდად ხარ?
- არა ცხოვრება თავბრუ დამეხვა, უცებ წამოვხტი (სახეზე თბილი ხელი ჩამომისვა და დამშვიდება სცადა, მაგრამ როცა მისი ცხვირიდან წამოსული სისხლი დავინახე, უარესად შემეშინდა)
- მარიამ სისხლი მოგდის, დაწექი (მარიამმა ხელი ცხვირზე მოისვა და წამოწვა, მე პირსახოცი მოვუტანე)
- ექიმი ეყოლებათ, დავუძახებ (ვუთხარი მაგრამ ხელი დამიჭირა, ეტყობა შეშლილი სახე მქონდა, მან გამიღიმა და მითხრა)
- არაა საჭირო ცხოვრება, ნუ ნერვიულობ, არაფერია, მალე შეწყდება, ხშირად მემართება ასე, უბრალოდ შენ ნახე პირველად (ცოტა მოვეშვი, საწოლზე ჩამოვუჯექი და სახეზე ვეფერებოდი)
- გინდა, თბილისში დავბრუნდეთ?
- საგანგაშო არაფერია ცხოვრება, მართლა ვამბობ, ხშირად მემართება ასე, ნუ გაქ ეგეთი სახე რაა და წყალი მომაწოდე (ჩქარა დავუსხი და მივაწოდე)
- შენ დალიე. ფერი არ გადევს სახეზე, მე არ მინდა
- არც მე მინდა
- არაა საჭირო ყოველთვის მანახო რა ძლიერად გიჭირავს თავი ცხოვრება, შენს ემოციებს თუ დამანახებ უფრო მშვიდად ვიქნები, არ ვიფიქრებ რომ გულში იტრიალებ ფიქრებს, ეხლა კი დალიე
უკმაყოფილო სახე მივიღე და დავლიე, მართლა დამამშვიდა წყალმა, თითქოს უდაბნოში ვიყავი და წყალი დავლიე ისე ვიყავი. გადავწყვიტე დღესვე დავბრუნებულიყავით თბილისში. ცოტახანში რომ მოფერიანდებოდა საბაგიროზე წავიყვანდი და მერე თბილისში დავბრუნდებოდით, იქ უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ექიმების სიახლოვეს. ცოტახნით მეც მივუწექი და ასე ვიყავით ერთმანეთზე ჩახუტებულები მარიამმა რომ დაიწყო ლაპარაკი
- უზომოდ დიდი მადლობა რომ, ყოველდღე მაბედნიერებ
- მადლობა რა შუაშია?
- ვიცი რომ შენც ძალიან გიჭირს ამ ყველაფრის ატანა, ისიც ვიცი რომ შენ ჩემზე მეტად გეშინია
- არა მარიამ ა...
- არ გინდა გთხოვ, რაც არუნდა მოხდეს მომავალში, მინდა იცოდე რომ ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით რაც გამაჩნია, თუ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, მინდა რომ ცხოვრება გააგრძელო, მინდა რომ ბედნიერი იყო, თუ მე აღარ ვიქნები მაშინ სხვასთან, მე ამ წამშიც მზად ვარ და აღარ მეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ შენ გაგიცანი და ჩემი გული და სხეული შენი სიყვარულით არის გაჟღენთილი
- დაამთავრე?
- თუ დამპირდები რომ ეცდები ბედნიერი იყო კი
- გპირდები, რომ უზომოდ ბედნიერი ვიქნები, სიცოცხლის ყოველი წამით დავტკბები, და ბოლო ამოსუნთქვამდე ერთად ვიქნებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელის გული გაჩერდება პირველი, მთავარი ისაა რომ, პირველის გაჩერებას წამებში მეორეს გაჩერებაც მოყვება, იმიტომ რომ ჩემი შენდამი სიყვარული აღარ მომცემს არსებობის საშუალებას. ეხლა აღარ გვინდა ამდენი უაზრო ლაპარაკი ამ თემაზე და დაიმახსოვრე რომ, თვით სიკვდილსაც კი არ მივცემ შენთან განშორების უფლებას. არ დაგთმობ გესმის? არასოდეს არ დაგთმობ
ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან როცა მისმენდა, გულში მაგრად მივიხუტე და გავუმეორე
- არასოდეს არ დაგთმობ.
ასე ვიყავით კიდევ რამდენიმე წუთი, მერე რომ მთხოვა მშია ავდგეთო, ძალიან ნალა ადექითქო და დამიჯერა, მეშინოდა კიდევ არ წამოსვლოდა სისხლი. მერე საუზმე მოვითხოვეთ, გემრიელად ვისაუზმეთ და წავედით საბაგიროსკენ, პატარა ბავშვიით უხაროდა ასვლა. ვტკბებოდით ერთად ყოფნით და სანახაობით, მერე ცოტა ვისრიალეთ, სურათები გადავიღეთ და ვუთხარი
- მარ თბილისში უნდა წავიდეთ
- რაა? რატო?
- ასე სჯობს ცხოვრება, დღესვე დავბრუნდეთ
- ოოო არა რაა გთხოოოვ, დღესაც დავრჩეთ რააა (ხვეწნა დამიწყო, მე არ ვიცოდი რა მექნა, მინდოდა სურვილი შემესრულებინა მაგრამ თან მეშინოდა, მაგრამ ბოლოს უარი ვერ ვუთხარი)
- პატარა ბავშვი ხარ რაა, ერთი პირობით
- რა პირობით?
- ოთახში ავალთ და მშვიდად ვიქნებით
- კაი რაა ჯერ 5 საათია
- მერე რაა? ჩემთან ერთად წამოწოლა არ გინდა?
- როგორ არა, მაგრამ... კაი ხო რა მნიშვნელობა აქ სად ვიქნები, მთავარია შენ გვერდით ვიქნები და დღესაც ტკბილად დავიძინებ (შუბლზე ვაკოცე და ოთახისკენ წავედით)
ბუხარი ავანთე, ჩაი ვთხოვე ამოეტანათ და მარიამს გვერდით მივუწექი, მკლავებში მოვიქციე და ვაკოცე
- ზუსტად ასე წარმომიდგენია ჩვენი სიბერე
- ზურა....
- ჩუუ, თუ აპირებ ჩამიშხამო ეს წამი მაგას ჯობია მაკოცო
როცა მივხვდი რომ ,ისეთი რამ ვთქვი რაზეც ვითომ ისევ რეალობაში დამაბრუნებდა, ეგრევე გავაჩუმე, სამაგიეროდ ისეთი კოცნა დავიმსახურე, სულშიცკი ჟრუანტელს რომ დაგაყრის ადამიანს, ცხელი ჩაი დავლიეთ, მარიამმა ისევ დალია თავისი წამლები და ჩამეხუტა. თვალი რომ გავახილე მივხვდი ჩამძინებია, ბუხრის შუქზე ვუყურებდი მარიამს და ვცდილობდი მისი ყველა ნაკუთი შემესწავლა და მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. მერე გადაბრუნდა, მეც უკნიდან მოვეხვიე, მისი თბილი და ტკბილი სურნელი შევისუნთქე ისევ, თავი კისერში ჩავუდე და დავიძინე. ძალიან ტკბილად მეძინა, ვერკი გავიგე როდის გათენდა, უფრო სწორად მარიამი როდის ადგა, მაგრამ რომ მაღვიძებდა ეგ ვიცი
- ზურა, გაიღვიძე რაა
- რა მოხდა? რა გჭირს? (ფეთიანივით წამოვხტი და მარიამს მივვარდი, უნდა დამეწვინა მაგრამ სულ დასვრილი იყო მარიამის საწოლი სისხლისგან)
- წეღან გამეღვიძა, სისხლი იმდენი მომდიოდა მახრჩობდა, ნახე სულ დავსვარე აქაურობა
- არაუშავს ჩემო ანგელოზო, მოდი აქეთ წამოწექი
- ზურა... სისხლი არ მიჩერდება 10 ზუთზე მეტია ვცდილობ მაგრამ ვერ ვაჩერებ
- აქამდე რატო არ გამაღვიძე?
შემეშინდა და თან როგორ, რაც აზრად მომივიდა მის ექიმთან დარეკვა იყო, ტელეფონს მივწვდი და საათს რო შევხედე 7 ხდებოდა, მაინც დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი, მან რაღაც რჩევები მომცა როგორ შეგვეჩერებინა სისხლი და სასწრაფოდ წამოდით თბილისსშიო მითხრა. ჩემ თავზე გავბრაზდი წინა დღეს რომ არ წავედი, მაგრამ რაღა აზრი ქონდა? მერე მარიამს გავუკეთე რაც მითხრა ექიმმა და წასასვლელად მოვემზადეთ. სასტუმროს მეპატრონეს სიტუაცია ავუხსენი და ბოდიში მოვიხადე საწოლზე, მანქანაში ჩავსვი სიდენია გადავუწიე და დავაწვინე, მეც ჩქარა მივვარდი საჭეს და თბილისისკენ წამოვედით, როგორ მეშინოდა, ასე მეგონა რომ რამე მოუვიდოდა, თბილისამდე მშვიდად ეძინა, მეც ფრთხილად დავდიოდი რომ არ გამეღვიძებინა, პირდაპირ საავადმყოფოში მივიყვანე და გაღვიძება ვცადე
- მარიამ? გაიღვიძე ცხოვრება,
- რა ხდება? (სუსტი ხმით მიპასუხა)
- მოვედით ცხოვრება, საავადმყოფოში უნდა შეგიყვანო
ხელში ავიყვანე და შევედით, საკაცეზე დააწვინეს და პალატისკენ წაიყვანეს, ძალიან სუსტად მომეჩვენა, ამან უარესად დამძაბა, ექიმი ვნახე, მან კი ცოტა დამამშვიდა, ბუნებრივია ეს ყველაფერიო, მაგრამ ქიმია ახლავე უნდა დავიწყოთო, დღეს ისედაც უნდა დაგვეწყო, მაგრამ არა ასე საჩქაროდ, პალატაში შევედი სანამ დაუდგავდნენ წვეთოვანს და საბრალო თვალები მომაპყრო
- ასე არ შემიძლია ზურა
- რას გულისხმობ ?
- რას არა ვის ვგულისხმობ, ჩემზე ცუდად გამოიყურები, ასე არ შემიძლია (არადა მეგომა თავი ძლიერად მეჭირა)
- არა, მე კარგად ვარ, უბრალოდ ასეთს რომ გიყურებ გული მიკვ......
- წადი...
- რაა?
- გთხოვ წადი და აღარ დაბრუნდე
- მარიამ ამას როგორ ამბობ?
- მომისმინე, მე მაშინ უფრო ცუდად ვარ შენ როცა მხედავ ასეთს, წადი გთხოვ
- არა მარიამ, ეგ გამორიცხულია, მიყვარხარ გესმის? საკუთარ თავზე და საკუთარ სიცოცზლეზე მეტად მიყვარხარ
- ვიცი, ვიცი და ზუსტად მაგიტომ გთხოვ რომ წახვიდე. ისე უფრო მექნება სტიმული ვიბრძოლო, დამიჯერე გთხოვ
- გაჩუმდი მარი, ეგ აღარასოდეს გაიმეორო (გაქვავებული ვიდექი და ნაბიჯსაც ვერ ვდგავდი, ასე მეგონა სასუნთქ გზებს მიკეტავდნენ)
- პირობას მოგცემ რომ ცოლად გამოგყვები, ოღონდ ახლა უნდა წახვიდე (უცბად სახე დამილაგდა, ნერვები თავის ადგილს დაუბრუნდნენ ამ სიტყვების მოსმენისას, ვიფიქრე დავთანხმდები და ხვალ მოვალთქო)
- დარწმუნებული ხარ რომ მაგას გააკეთებ ახლა თუ წავალ? მპირდები?
- კი ჩემო ერთადესთო, სიტყვას გაძლევ რომ ცოლად გამოგყვები, ოღონდ 1 წელში დაბრუნდი, თუ ცოცხალი ვიქნები, მაგ დღესვე გამოგყვები ცოლად, მაგრამ ახლა მარტო მინდა ვებრძოლო ამ ყველაფერს
- რეებს ბოდიალობ მარიამ? სულ გადაირიე? სიტყვაში მატყუებ თუ რას შვრები? (სისხლმა ტვინში ამასხა ამ სიტყვების მოსმენისას)
- წადი ზურა. დავიღალე, წადი (ცრემლები წამოსცვივდა და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, არ მინდოდა ზედმეტად მენერვიულებინა,მაგრამ ის ნამდვილად ვიცოდი, რომ მაგდენი ხნით არსად წავიდოდი)
- ჩემო გოგო, (საწოლს მივუახლოვდი და ჩამოვჯექი) მხოლოდ შენ ერთს გაგანდე ჩემი ოცნებები, მხოლოდ შენთვის ფეთქავს ჩემი გული, შეიძლება ეს 1 წელი შენ გაძლო უჩემოდ, მაგრამ მე ვერ გავძლებ, შენ ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილი ხარ, არამარტო სხეულის, არამედ სულისაც, იცი რად დამიჯდა შენგამ მაგ სიტყვების მოსმენა? ეგ რომ იცოდე მაგ ტკივილისთვის ვეღარასოდეს გამიმეტებდი, ვეღარცკი ვსუნთქავდი გესმის? ამიტომ აღარასოდეს გაივლო გონებაში რომ წამით მაინც დაგტოვებ და სადმე წავალ, იმის გამო კიარა რომ შეიძლება შენ დაგენახო, არამედ იმიტომ რომ ეგოისტი გავხდი, აღარცერთი წამი არ მინდა უშენოდ, იმიტომ რომ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია. ნუ ტირი გთხოვ. შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ (ტიროდა როცა ველაპარაკებოდი, ცრემლებს ვუმშრალებდი როცა წამოიწია ჩამეხუტა და სლუკინით მითხრა)
- მიყვარხარ, სამუდამოდ შენ მიყვარხარ.

ქიმიას საშინელი უკუჩვენება მოყვა, ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ ვხედავდი რომ ძალიან უჭირდა ეს ყველაფერი, როგორ მინდოდა როგორმე ეს ტკივილი ამეცილებინა მისთვის, მაგრამ ძალები არ შემწევდა. 2 დღე საავადმყოფოში თვალმოუხუჭავად გავატარე, სოსომ დამირეკა და მითხრა რომ გასაგზავნი საბუთები მზად იყო, უბრალოდ მშობლის და ექიმის ხელმოწერა იყო საჭირო. ქეთის ველაპარაკე და ტირილით რამის მოკვდა, ეს რომ გამოვიდეს ნამდვილად გადავრჩებითო. მარიამს გერმანიაზე არაფერს ვეუბნეოდით სანამ თანხმობა არ მოვიდოდა. 1 კვირა უნდა ვყოფილიყავით საავადმყოფოში. ქიმიის გაკეთებიდან 3 დღე იყო გასული, მე ექიმს ველაპარაკებოდი საბუთის გაგზავნაზე, რომ წამოვედი თავისთავად პალატისკენ წავედი, კალიდორში მარიამის ხმა მესმოდა, როგორ ყვიროდა რაღაცეებს, სირბილით შევვარდი პალატაში და მარიამი ვიღაც ბიჭს უყვიროდა ,,გაეთრიე აქედან, როგორ გაბედე აქ მოსვლა“
- მარიამ რა ხდება? (ამის თქმა იყო და ეს ბიჭი ჩემსკენ შემბრუნდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა)
- ზურა უთხარი რომ მოშორდეს აქედან (ახსნა საჭირო აღარ იყო აღარაფრის, მთავარი მარიამის სურვილი იყო, უცნობისკენ მივბრუნდი და მკაცრი ტონით ვუთხარი)
- ვერ გაიგე რა თქვა?
- ეხლა წავალ, მაგრამ მოგვიწევს ლაპარაკი მარიამ
- ბიჭო დაახვიე აქედან. როცა მარიამს არ უნდა შენი დანახვა, რა ლაპარაკზე ბაზრობ? (თან ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვიყვანე, კარი მოვიხურე და ვუთხარი)
- სუ .... ვინ ხარ. აქ მოსული აღარ გნახო თორე დაუფიქრებლად მოგკლავ გაიგე?
- შენ ვინ რას გეკითხება საერთოდ? იცი ვაფშე ვინ ვარ?
- მეთქი. დაახვიე ეხლა აქედან, თორე ქვევით გავარკვევთ დანარჩენს.
აღარაფერი უთქვამს, მიბრუნდა და წავიდა. მე პალატაში შევედი და ვინანე რას ვუხსნიდი ადენს იმ ვიღაც .... როცა მარიამი უკვე ისტერიკამდეა მისული ისე ტირის
- ვსო ჩემო ანგელოზო, მორჩა, აღარასოდეს დაინახავ მის სახეს
- ისევ შემეხო, ისევ გაბედა და მომიახლოვდა, მეზიზღება ჩემი თავი (გონებაში ბომბი ამიფეთქდა, რას ნიშნავს ეს სიტყვები)
- რამე დაგიშავა მარიამ?
- მისი დანახვა დაშავებაზე მეტია ჩემთვის. შენც წადი გთხოვ, არ ვარ ღირსი აქ იყო და საერთოდ გიყვარდე, წადი (ხელს მკრავდა და ყვიროდა, ეხლა კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ, ის ბიჭი ყოფილი იყო და მინდოდა დავწეოდი და ცემაში მომეკლა, ასეთ დღეში რომ შააგდო მარიამი. მუშტებს მირტყავდა, მე კი გულში ვიხუტებდი და ვთხოვდი დამშვიდებულიყო. მერე უბრალოდ ვიხუტებდი მაგრად და ხმას აღარ ვცემდი, რომ დამშვიდებულიყო. ვერც ვტოვებდი ვინმესთვის რომ დამეძახა, მიკვირდა მისი ხმა როგორ არავის ესმოდა უცბად ვიგრძენი როგორ გაჩუმდა ვიფიქრე დაწყნარდათქო და თავზე ვაკოცე, მაგრამ ძალიან დამძიმდა, რომ შევხედე სახე სულ სისხლიანი ქონდა და თვალები დაეხუჭა, ისეთი ცივი სახე ქონდა, საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა)
- მარიამ, მარიამ თვალი გაახილე, მარიააამ.... ვინმეს დაუძახეთ, მალე მარიამი ცუდადაა, მალეეე.
კარებში გავვარდი და ღრიალი დავიწყე, მერე მარიამს მივვარდი და ვყვიროდი უაზროდ
- მარი თვალები გაახილე, მარიიიი
ექიმი შემოვარდა, მარიამი რომ დაინახა გარეთ გამომაგდო. შიგნით იმდენი ვიღაც შევიდა ვეღარ ვითვლიდი. ქეთი აქ არ იყო, აკო შეშინებული ყვიროდა რა ხდება გაგვაგებინეთო, მე კი ორივე ხელი კეფაზე მქონდა მაგრად მოჭერილი, თითქოს ასე წონასწორობას ვინარჩუნებდი, ზედა სულ სისხლიანი მქონდა, თვალები წყლით მქონდა სავსე, ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი და ცუდზე არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. ისევ ბურთი მწვავდა ყელს და სუნთქვაში მიშლიდა ხელს. როგორ მინდოდა ამ წამს მარტო ყოფნა... მერე მუშტი ისეთი ძალით მივარტყი კედელს 2 ჯერ, რომ სისხლი წამომივიდა, მაგრამ არც მიგვრძნია. მარტო ვბუტბიტებდი და აქეთ იქით დავდიოდი
- ჩემო ცხოვრება, გაუძელი გთხოვ, გაუძელი, შენ ხო ჩემი ძლიერი გოგო ხარ? არ გაქ უფლება რამე ცუდისთვის გამწირო, (ამ გაურკვევლობამ რომელიც წამები გრძელდებოდა მე საათებად მომაჩვენეს თავი, წარმოვიდგინე ის ყველაფერი, რაც სოსოსთან ლაპარაკამდე პირველად გამოვუტყდი თავს, გაშეშებული და გათიშული მარიამი რომ წარმომიდგა თვალწინ, ხმამაღლა დავიღრიალე) გავგიჟდებიიიიიიი (მუხლებზე დავვარდი, მუშტებს ძირს ვურტყავდი და ვტიროდი ხმამაღლა, აღარ მაინტერესებდა გარშემო ვინ მიყურებდა, ჩემს გოგოს ვკარგავდი რომელიც წამების უკან მე მეხუტებოდა, ქალივით ვღრიალებდი ხმამაღლა და ღმერთს ვთხოვდი არ წაერთმია, ის განძი რაც აღმომაჩენინა, ის ხომ ჩემი გულის ფეთქვააა. აკო მოვიდა ისიც ტიროდა, მაგრამ ჩემზე ძლიერად ეჭირა თავი და მამხნევებდა. ექიმი როგორცკი გამოჩნდა, წამებში ფეხზე წამოვხტით ორივე და მივვარდით)

_________________
თუ შეცდომები მაქვს ბოდიშით, დღეს ცოტა მძიმე თავი გამოვიდა მაგრამ ისტორია მოითხოვდა ასე, იმედი მაქვს მოგეწონათ...



№1  offline წევრი milangirl

ცოტა კი არა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ძალიან კარგი. ძალიან მომწონს ეს ისტორია და იმედია მარიამი გადარჩება

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

უმძიმესი თავი იყო მაგრამ ისე შეწყვიტე რა მომასვენებს ეხლა . მალე დადე რააა გთხოოოოვ და არ მოკლა მარიამი გევედრები თორე გავაფრენ უკვე იმდენად მიყვარს ეს წყვილი თან ხო დაწერე არაა რთული ფორმა ლეიკემიისო

 


№3 სტუმარი lana

vai deda es ra iyoo gavgijdii adamianii vaime a la is biji damajerina da chemii xelitt movklavdii im nagavs ras minerviula gogo siulll imis bralia exla roo esea uff ra chemii sacodavk zuravii vaii ukve tvalebii mewvis natirebii aii shemohevle me shenn isett dadebitt emociebs vigebb amm istoridann vgijdebii shenze miyvarxar uzomodd

 


№4 სტუმარი მკითხველი

ვაიმეეე ეს რაიყო? სასწაულად გადმოსცემ თითოეულ ემოციას, არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ მე მახსოვს გვითხარი მოვლენებს არ გაგიმტყუნებთო და მჯერა მარიამი გამოვა ამ სიტუაციიდან, სულ იმ ვიღაცის ბრალია. ზურა ალბათ ცემაში მოკლავს და ღირსიც იქნება. მართლა ძალიან მაგარი გოგო ხარ :*:*

 


№5  offline წევრი malikuna

უუფს :@@ ცუდად გავხდიიი... მართლა ოღონდ... :3.. ძალიან გულში ჩამწვდომი და ემოციური ისტორიაა,თითქოს მეც ის ვარ და გვერდიდან ვუყურებ ამ ამბავს... ძალიან ნიჭიერი ხარ და უდიდესი იმედი მაქვს იმის, რომ ყველაფერს გადაიტანენ და ბოლოს ჰეფი ენდი იქნება.. :( :( :* ♥♥♥

 


№6 სტუმარი sofiii

Rogor mecnoba es istoria...
Chems usayvasles megobars 6 tve gverdidan ar mocilebia sayvareli adamiani...
samwuxard am sashinelma senma wagvartva misi tavi....

 


№7 სტუმარი nino k.d.

ძალიან კარგი ისტორიაა და იმედი მაქვს კარგი დასასრული ექნება.

male dade ra shemdegiii :( dzalian emociuri tavi iyo:(shen kidev gasaocari xar!:?

 


№8  offline წევრი dadeshqeliani

აუ ცუდად ვარ,ძალიან ცუდად ვარ,შენ რა მაგარი გოგო ხარ,გეხვეწები ეს ისტორია კარგად დაამთავრე რა,გთხოვ რა.

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

Tu unda mokla mariami axlave mitxari kitxvis gagrdzeleba agar shemidzlia((((( kargira arsheidzleba ase..

 


№10  offline წევრი MLM

ჩემო ძვირფასო მკითხველებო, უბრალოდ დაელოდეთ შემდეგ თავს. ისტორიის წერა დავასრულე და მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა. მიყვარხართ ყველა :* :*

sofiii
Rogor mecnoba es istoria...
Chems usayvasles megobars 6 tve gverdidan ar mocilebia sayvareli adamiani...
samwuxard am sashinelma senma wagvartva misi tavi....

ძალიან ცუდია მასე რომ მოხდა. ვიზიარებ, ეს ისტორია რეალური სიტუაციიდან მაქვს აღებული და სწორედ ამიტომ გამოდის ასეთი კარგი

 


№11 სტუმარი alisaa

rodis dadeb axla tavs?dzaan emociuri tavi iyo:( imediaa kargi dasasrulii eqneba:(gelodebi:*

 


№12  offline წევრი MLM

დღეს 12 ის მერე დავდებ ახალ თავს. love

 


№13  offline წევრი heart emoticon

აუუ უკომენტაროდ ბოლო ხმაზე ვტირი ეს თავები

 


№14 სტუმარი მკითხველი

წუხანდელის მერე ველოდები ახალ თავს და რატო არ იდება? თუ მე ვერ ვხსნი? მაჩვენებს რო გაქ დადებული 9 თავი

 


№15  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime vudad gavxdebi exla es tu mokvda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent