შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება. თავი 3


2-11-2015, 12:44
ავტორი Lonely Giirl
ნანახია 3 319

მოკლედ სახინკლიდან გამოვედი, რომ გიორგისთვის დამერეკა. ნომერი ავკრიბე და ზარიც გადიოდა.
-ჰო ნია. -მიპასუხა გიორგიმ.
-რაღაც მინდა გითხრა..
-მოხდა რამე?-მკითხა ნერვიული ხმით.
-ნუ დღეს იქმებ რესტორანში წასვლა გადავდოთ. იცი? ლანა ჩამოვიდა და მე, ლანა და ნიკა ერთად ვართ სახინკლეში. ძალიან მთვრალები არიან.
-ამას ეხლა რატომ მეუბნებიი??? ან თქვენ 3 რომ წახვედით მე რატომ არ შემეხმიანეთ??
-გთხოვ არ გაბრაზდე უცებ წავედით და დრო ისე მალე გავიდა.
-ჰო როგორ არა. სად ხართ მითხარი და მოვალ.-თქვა ნაწყენი ხმით გიორგიმ.
-ნიკას მივცემ ტელეფონს ის უკეთ აგიხსნის.
სახინკლის კუპეში შევბრუნდი და ნიკას ტელეფონი მივაწოდე. მაან აუხსნა სადაც ვიყავით და შემდეგ ყურმილი გათიშა.
-ნია რატომ არ სვამ??-მკითხა სიცილით ლანამ.
-რავი რაღაც არმინდა.
-არგინდა კარგ ხასიათზე დადგე??-თვალი ჩამიკრა ნიკამ.
-ისედაც კარგ ხასიათზე ვარ და შენ ქალბატონო ასე სახლში ვერ გაგიშვებ. ჩემთან დარჩები დღეს. -მკაცრად ვუთხარი ლანას. ლანას ჩემი ნათქვამი სულ არ წყენია, სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. მხოლოდ ნიკამ მოიღუშა.
-წვეულებაზე ბიჭები არ დაიშვებიან??
-თუ ჭკვიანად მოიქცევით შეიძლება. -ენა გამოვუყავი ნიკას.
მალე გიორგი მოვიდა და ნიკას გაუწყრა. ყოველ 2 წუთში უმეორებდა თუ რას გავდა იგი. გიორგის და ლანას შეხვედრა არც ისე კარგი გამოვიდა რადგან ლანას ფაქტიურად ეძინა. გიორგიმ ლანა და ნიკა მანქანაში უკან ჩასვა, სახინკლის ფული გადაიხადა. მე გიორგის გვერდით, წინა სავარძელზე დავჯექი. ნიკა მანქანაში ჩაჯდა, ღვედი სერიოზულად გადაიკრა და გამომხედა.
-ღვედი შეიკარი!-მითხრა მკაცრად მაგრამ თითქოს სიყვარულიც იგრძნობოდა. მე ღვედი შევიკარი და მანქანაც დაიძრა.
-ლანა ჩემთან რჩება. ნიკას ამოყვანა თუ არ გაგირთულდება თქვენც დარჩით. 1 ოთახიანში ვარ მაგრამ როგორმე დაგატევთ.-ვთქვი მე.
-ეგ როდის მოიფიქრე?
-რავიცი.. ცოტა ხნის წინ.
-მე გინდა რომ დავრჩე?-მკითხა გიორგიმ ისეთი ხმით აშკარად ეტყობოდა ნაწყენი ოყო.
-მინდა... და რესტორანში ხვალ წავიდეთ.-ვთქვი პაუზით. გიორგიმ გაიღიმა, თავზე ხელი გადამისვა და გზის ყურება განაგრძო.
მოკლედ მესამეზე ვცხოვრობდი. არც ისე ღამე იყო. თითქმის გათიშული ნიკა მე ავიყვანე, ლანა კი გიორგიმ ხელში აიტატა და ისე აიყვანა მესამეზე.
-წვეულება იწყება!!-მესმის ნიკას ბუტბუტი რომლის მკლავიც კისერზე მაქვს და მივათრევ.
-ცოტა დამეხმარე ნიკა მძიმე ხარ!!-ძლივს ვლუღლუღებ მე.
-ვაა ნიაა?? შენ ხარ?- ნიკამ ამომხედა და როგორც მოახერხა თავზე მაკოცა.
-ვერ ხარ!! ცოტა შეიმჩატე თავი და ფეხები გადაადგიი!!-ლამის ვყვირი მე.
-რატო ჯანიანი გოგოხარ! მიდი ბოლომდე!-იცინის ნიკა.
-მძულხარ!!-შევუბღვირე და როგორც იქნა კარებში შევედით. სასტუმრო ოთახში შევიყვანე და მდივანზე დავაგდე. გიორგის ლანაც იქვე მოუკალათებია. თვითონ მანქანის დასაყენებლად ჩავიდა.
-წყალს მომიტან?-მუდარით მთხოვა ნიკამ. სამზარეულოში გავედი და ჭიქა წყლით გავავსე. მერე ნიკას მივუტანე და გავუწოდე. ნიკამ წყალი დალია და ცოტა გამოფხიზლფდა.
-ვაა, ესეც შენ ამოიტანე?-ლანაზე ჩაიფხუკუნა-შენ აღარ ხუმრობ. ჯანღონით ხარ სავსე.
-მაცადე ეხლა საწოლებს გაგიწყობთ.-ვთქვი და თეთრეულების გაშლა დავიწყე. სახლში 1 ტახტი, და 2 დივანი მქონდა. ფართი დიდი არ იყო მაგრამ როგორღაც დავატიე. საძინებელი და სასტუმრო ოთახი ერთიანი იყო. მე კი გადავტიხრე და 1 მდივანი ჩემს ტახტთან მივდგი.
ტახტზე თეთრეული გამოვცვალე, გვერდითა მდივანი კი გავშალე და ისიც გავაწყვე.
-ვის სად აწვენ?-მომესმა უკნიდან გიორგის ხმა.
-ორივეს უკან. ლანას ტახტზე და ნიკას დივანზე.
-ჩვენ?
-ჩვენ წინა დივანზე დავწვეთ. გავშლი ლეიბსაც დავაგებ და რბილად ვიქნებით.
-თუ გინდა ლანასთან დაწექი. -თქვა მორიდებით გიორგიმ.
-არა არ მინდა. არაყითაა აყროლებული. -ცხვირი ავიბზუე მე.
გიორგიმ ლანა ტახტზე დააწვინა. მერე ნიკაც მოაფორთხიალა ძალით და დივანზე დააწვინა.
მე წინა დივანი სწრაფად გავაწყვე. გიორგის ვუთხარი მოკალათებულიყო. მეკი ლანას და ნიკას ფეხსაცმელები გავხადე, ჩემი პიჟამო სამზარეულოში ჩავიცვი რადგან ყველგან ხალხი იყო და როგორც იქნა სასტუმრო ოთახში გავედი. გიორგი ტახტზე იჯდა, არ დაწოლილა. ჩემს დანახვაზე გაეცინა.
-დათუნიებიანო გოგონავ! რა საყვარელი ხარ.
-ხო არაა?? სპილოების პიჟამოც მაქვს, იქნებ ის გირჩევნია? -თავში წავკარი მე და კედლის მხარეს შევგორდი. გიორგიმ თვალი გამომაყოლა მაგრამ არ შევიმჩნიე.
გიორგიმ თეთრი პერანგი გაიხადა.
-ვწუხვარ, ბიჭის პიჟამო არ მაქვს- ჩავიცინე მე და ზურგზე მოვეხვიე. გიორგი სწრაფად შემოტრიალდა ჩემსკენ, წელზე ხელები დამავლო, თითქოს ჰაერში ამწია მერე ისევ დამაგდო და თვალი თვალში გამიყარა.
-გაკოცო მინდა!-თქვა გიორგიმ.
-მერე რას უცდი?-ჩავიცინე მე. სახეზე ნაზად ავუსვი ხელი. მისმა წვერმა თითები დამიჩხვლიტა. გიორგიმ უეცრად მაკოცა.. ტანში დენმა დამარტყა.. ეს არ იყო რათქმაუნდა ჩვენი პირველი კოცნა მაგრამ ყოველთვის ისეთივე გრძნობა მეუფლება მისი კოცნის დროს როგორც პირველ დღეს.
-სინათლე ჩააქვრე. -ვთხოვე როცა ამოსუნთქვის საშუალება მომცა.
გიორგი ადგა. სინათლე ჩააქრო და გვერდით მომიწვა. მე მიკენ გადავბრუნდი. ის ჩემსკენ. ჩემს კულულებზე თამაში დაიწყო.(ნუთუ აქამდე ჩემი თავის აღწერა დამავიწყდა?? მე შავგრემანი გოგო ვარ. თავს არ ვიქებ და ლამაზი. პატარა ცხვირი, დიდი ტუჩები, მრგვალი სახე და რააც გიორგის ყველაზე ძალიან მოსწონს შავი თვალები. სიმაღლით საშუალო და სუსტი.)
-ძალიან მიყვარხარ!-თქვა გიორგიმ.
-მეც.-ვთქვი და ისევ ვაკოცე.-ჩამეხუტე. -ვთხოვე გიორგის და როცა მკლავები მომხვია ავტირდი..
-რა გატირებს??-გაოცდა გიორგი.
-ყველაფრის მეშინია. ჩემი მომავლის მეშინია. უშენობის...-ვთქვი მე და ის ვეღარ დავამატე რომ ვაი თუ შენთან ყოფნით ცხოვრება გავინადგუროთქო. 50% ით ყველაფერზე დავთანხმდებოდი, 50% კი მეუბნებოდა: "მასთან ბედნიერი ვერ იქნებიი! ყველაფერს აგიკრძალავს ბოლოს, შენზე გაბატონდება და მხოლოდ ოჯახის გოგო იქნები! შენ კი სახლში სული ამოგხდება! ამას ვერ იტან!"
-ჩემთან არაფრის შეგეშინდეს! ყველაფრისგან დაგიცავ!-თქვა და მაგრად ჩამეხუტა. შუბლზე მაკოცა და ასე ჩახუტებულს მთხოვა-გამიხარდება თუ ეხლა გამოიძინებ. მეც ძალიან დავიღალე სამსახურში. თანაც შენთან ჩახუტებულ ძილს არაფერი ჯობია. სანამ დაიძინებ კიდევ, მინდა რაღაც გითხრა.. მინდა იცოდე რომ სულ შენს გვერდით ვიქნები, ისე მიყვარხარ შენს მეტი არავინ და არაფერი მინდა. მე სერიოზულად ვფიქრობ მალე ყველაფერს თავი მოვუყარო. შენ მსოფლიოში ყველაზე თბილი და საოცარი გოგო ხარ. რომ გიყურებ ხელთავიდან, უფრო და უფრო მიყვარდები. და შენ ის ხარ ვინც მინდა ჩემი ბავშვების დედა იყოს. ეხლა დაიძინე ჩემო პატარა. ტკბილი ძილი. მე შენთან ვარ. -თქვა და შუბლზე მაკოცა.
-ყველაზე კარგი ხარ. საუკეთესო.-ჩემში ერთმა 50%მა გაიღვიძა.-ძალიან მიყვარხარ. - ვაკოცე და ისევ ჩავეხუტე.
დილას სიცივემ გამაღვიძა. გიორგი ჩემს გვერდით აღარ იწვა. ბალიშთან წერილი დამიტოვა: სამსახურში წავედი. 6 ზე გამოგივლი რესტორნისთვის.
ავდექი და ეხლა იმ ოთახში შევედი სადაც ლანა და ნიკა იწვნენ. ლანას არ ეძინა და ჩემ დანახვაზე ფართოდ გაიღიმა. მე ავხტი და მის გვერდით საწოლზე დავხტიი. ხმაურზე ნიკამ დაიზმუკუნა.
-ზმუკიი!! -მიაძახა ლანამ და კისკისი მოვრთეთ.
-ჩაგგუდავ!!-დაემუქრა ნიკა.
-2 ვართ ასე რომ იქეთ ჩაგგუდავთ. -ვთქვი მე.-საერთოდ რომელი საათია სამსახური??
-სამსახურის დედაც... გიორგი მიხედავს. -თქვა და გვერდი იცვალა. ძმებსაც ჩემსავით ბიზნესი ქონდათ. რესტორნის ბიზნესი. ჩვენ სამივემ ბიზნესის ფაკულტეტი დავამთავრეთ.
მართალია ჩვენი ბიზნესებით კარგი ვალი წამოვიკიდეთ მაგრამ მგონი ვიღებთ და მთავარი ესაა..
-უფროსს ვეტყვი გაგაგდოს!!-დავიჭყანე მე.
-სულ რაღაც 1 წლითაა უფროსი და თუ რესტორნის უფროსობაზე ამბობ მაშინ თანაბრად ვართ უფროსები. -ენა გამომიყო ნიკამ. მერე თვალები გაახილა და შემოგვხედა მე და ლანა როგორ ვეხუტებოდოთ ერთმანეთს.
-ნია მეგონა ჩემი ძმა გიყვარდა. შენ რა გოგონებიც გაინტერესებს?? არაა ასეთი რძალი არ მინდაა-თქვა ნიკამ და ახარხარდა მაგრამ წამიერად, თავის ტკივილმა შემოუტია.
-პასუხს არ გაგცემ, თავიც გეყოფა დაჭყანულ სახეზე გეტყობა -ავკისკისდით მე და ლანა.
უცებ კარზე ბრახუნი გაისმა. ვიღაცამ კარები ჩამოიღო.
სწრაფად წამოვდექი ხალათი მოვიხვიე და კარისკენ წავედი. გზაში ნიკას ხმა დამეწია.
-რა კარები ჩამოიღო ვინაა, ხომ არ უნდა სახე ჩამოვუღო??
კარები გავაღე.
გავშრი.
გვირილების ბიჭი.
ერთი კარგად შემათვალიერა პიჟამოებში და სერიოზულობა შეინარჩუნა.
-აქ რა გინდათ?? და საერთოდ რა კუდში დამყვებით? რა იცით სად ვცხოვრობ და რა ჯანდაბისთვის არ მანებებთ თავს??-ვიყვირე მე. ბიჭმა ხელის ჟესტებით გამაჩერა თორემ კიდევ ვუყვირებდი.
-მინდა გითხრათ რომ დღეს უმჯობესი იქნება სახლიდან არ გახვიდეთ. თქვენთვისვე ვამბობ. ძალიან გთხოვთ დამიჯერეთ. ნუ გახვალთ სახლიდან.
-რა? ეს რას ნიშნავს?? რატომ არ უნდა გავიდე?? ამიხსენით!!!
-ძალიან გთხოვთ მეტს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ სახლიდან ნუ გახვალთ. -თქვა ბიჭმა და კიბეებზე ჩასვლა დაიწყო.
უკნიდან ნიკა გამოვიდა. ვერ გაეგო რახდებოდა. ბიჭს დაედევნა მაგრამ ფეხსაცმელები არ ეცვა და სადარბაზოდან უკან ამობრუნდა.
-რა უნდოდა??-მკითხა გაბრაზებულმა ქოშინით.
-მითხრა დღეს სახლიდან ნუ გახვალო.
-რატომ?
-არ ვიცი არ უთქვამს. -ვთქვი შეშინებულმა.
-გავარკვევ ვინც იყო. მანამდე სახლიდან არ გახვიდე. -მითხრა და თავის მოწესრიგება დაიწყო. ლანა გაოგნებული მიყურებდა.
-ეს ბიჭი ყვავილების მაღაზიაში იყო. ყვავილები იყიდა გიორგი გაუბრაზდა და მერე ნაყიდი ყვავილეები ურნაში ჩააგდო. კაფეში იმავე საღამოს რომ ვიკამათეთ ვიტრინის იქეთ იდგა და მიყურებდა, რომ გამოვედი ტირილით, უკან გამომყვა დაგეხმარებიო. უაროთ გავისტუმრე. მეორე დღეს რესტორნის გაფორმებაზე მითვალთვალებდა და უკანასკნელად ამ წუთს ვნახე. -ვთქვი მე და ნიკა გაოცებული მიყურებდა.
-ნია ეს აქამდე რატომ არ თქვიი??!!!! -მიყვირა ნიკამ. მე ავხტი. - გიორგისთან გავარკვევ მანამდე სახლში დარჩით ორივე. კარი არავის გაუღოთ!! -კარებისკენ წავიდა როცა შევაჩერე.
-მასაც ზუსტად ეს უნდოდა სახლში დავრჩენილიყავით. ორმა გოგომ რა ვქნათ? კარი რომ შემოამტვრიოს ვინმემ??
-კარგი. ყვავილების მაღაზიაში წაგიყვანთ გაემზადეთ და იქ ხალხმრავლობაში ვერავინ ვერაფერს გეტყვით. როგორც კი რამეს გავარკვევ დაგიკავშირდებით. მანამდე ფეხი არსად მოიცვალოთ.
მე და ლანა მოვწესრიგდით. ნიკამ ყვავილების მაღაზიაში დაგვტოვა. შეშინებული ყველაფერს ვაკვირდებოდი. ყვავილების მაღაზიაში უამრავი ხალხი ირეოდა. მე და ლანა კი ერთმანეთს არ ვშორდებოდით.
მაიასთვის არმითქვამს რა ხდებოდა. ის ჩვეულებრივ აგრძელებდა მის სამუშაოს.
მე და მაია კაბინეტში ვიყავით კომპიუტერი ჩართული გვქონდა და ფილმს ვუყურებდით როცა მაია შემოვიდა.
-ახალი ყვავილები მოიტანეს.
-კი მაგრამ დღეს ხომ უკვე მოიტანეს ყვავილები?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-არ ვიცი. თქვეს რომ ხვალ ვერ მოვლიან და დღეს კიდევ მოიტანეს.
-რაა? დღევანდელი ხვალ რაღას ივარგებს?? ეხლავე გამოვალ. -ვთქვი. თმა შევისწორე და გარეთ გავედი.
გარეთ თეთრი ფურგონი იდგა ყვავილებით გატენილი. მაია აღარ გამომყოლია შიგნით უამრავი ხალხი ყავდა. საერთოდ ვფიქრობდი კიდებ ერთი გოგოს აყვანას.
-გამარჯობა. მივესალმე ულვაშიან, არც ისე მოხუც, კაცს რომელსაც პირველად ვხედავდი ყვავილების ფურგონზე.-თქვენ ახალი ხართ?
-დიახ. ყვავილები მოვიტანე. -თქვა და ხელი ყვავილებისკენ გაიშვირა რომელიც ფურგონში იყო. უკნიდან დავინახე რულთან კიდევ უნდა მჯდარიყო 1 ადამიანი.
-ხვალ რატომ ვერ მოხვალთ? - ვკითხე მე.
-არ ვიცი ხვალ ჩვენი კომპანია მგონი ვერ იღებს ახალ ყვავილებს. ვერ გეტყვით.
-ასე როგორ შეიძლება? მე ფულს ამაში არ ვიხდი რომ დღეები ჩააგდოთ. -გავბრაზდი მე.
-აბა მე რა გითხრათ გოგონა. რაც დამავალეს ის უნდა გავაკეთო. არ მინდა პირველ დღეს გამათავისუფლონ. შემოვიტანთ ყვავილებს-თხოვნით თქვა მოხუცმა..
-კარგი, მოგეხმარებით. - ამოვიხვნეშე მე და ფურგონისკენ წავედი რომ ქოთანი ამეღო, როცა ცხვირზე რაღაც მძაფრით გაჟღენთილი ნაჭერი ამაფარეს. თითქოს ვიგუდებოდიი. წინააღმდეგობის გაწევა ვცადე მაგრამ თანდათან ძალა უფრო მეცლებოდა, ბნელდებოდა, ყველაფერი დატრიალდა და გავითიშე.
გამომეღვიძა.
საშინელი სუნი ვიგრძენი. საწოლი ყარდა რომელზეც ვიწექი. სწრაფად წამოვვარდი. ქვის კედლებს შორის ვარ. ოთახში არაფერია საწოლის და 2 კარის მეტი. ერთთან მივირბინე გაღება ვცადე. არ გაიღო. მეორესთან მივირბინე და გაიღო სინათლე მექანიკურად აინთო.
რას ვხედავ?
აბაზანას.
-სად ვარ?-თავში პანიკა მაქვს.
პანიკა.
პანიკა.
პანიკა.



№1  offline წევრი Crystal

კარგია,მომწონს და გააგრძელე ^^ <3

 


№2  offline წევრი Firefly

საინტერესოა მალე დადეე
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი heart emoticon

Male gaagrdzele

 


№4  offline წევრი LoNdA DM

momwons velodebi shemdeg tavs

 


№5  offline წევრი tarashi

კარგია გააგრძელე გთხოვ . შუაზე არ მიატოვო და უფრო დიდი თავები დადე გთხოვ

 


№6 სტუმარი

მეგობარო ნუ გავიწყდება დადება რა? მხოლოდ კომენტარები გაინტერესებს? ან ასე პატარა რაა ვახ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent