დაუნდობელი (2)
რინგისაგან ზურგშექცვით იდგა და ყველანაირად ცდილობდა ტკივილნარევი ღრიალისათვის ყურადღება არ მიექცია.ზიზღს გრძნობდა ყველა იმ ადამიანის მიმართ,ვინც ამ ბიჭების სიცოცხლეზე ფსონს დებს.ამ ხალხის წამოძახილები,რომლებიც ხშირ შემთხვევაში უწმაწურია,მხოლოდ იმის გამო არის გაჟღერებული,რომ ერთ-ერთმა მებრძოლმა მათი იმედები ვერ გაამართლა,მაგრამ არავის აწუხებს ის ფაქტი,რომ დამარცხებული ბიჭი,რომელიც ოც წელზე მეტის ვერ იქნება,შესაძლოა ახლა სიკვდილს ებრძოდეს. გახედვა მხოლოდ ნაცნობი სახელების გაგებისას მოახერხა,ისიც გაუცნობიერებლად.რინგზე ალექსანდრე და გაბრიელი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და გამხეცებული მზერით უყურებდნენ ერთმანეთს.არ იცის რატომ მაგრამ ახლადგაცნობილის გამო ძალიან ღელავს,იქნებ იმიტომ რომ მასზე გაბრაზებულია,იმ მიზეზით,რომ ქუჩის ქალად შერაცხა,და არარსებული რომანი გაუბა ლექსოსთან.აღელვებული შეჰყურებდა მამაკაცის დაჭიმულ კისერს და მომუჭულ ხელებს.რატომღაც მოუნდა რომ მის გვერდში დამდგარიყო და დაემშვიდებინა.უნდოდა რომ ისიც სხვებივით მხეცად არ წარმოედგინა.მაგრამ უკვე გვიან იყო.შეძახილი გაისმა და ორივე მათგანი გახელებული ეძგერა ერთმანეთს.პირველი დარტყმა გაბომ იგემა და ამაზე მსუბუქი წამოძახილი ვერ შეიკავა კესომ.მეორე და მესამე მუშტიც მამაკაცის სახეს მოხვდა,მაგრამ ბოლოს მოახერხა და ალექსანდრე ძირს დააგდო,თავად ზემოდან მოექცა და სახეში ისეთი ძალით დაარტყა მუშტი,ლექსოს მაგივრად მე მეტკინა.ბრძოლა კიდევ რამოდენიმე წუთს გაგრძელდა და კესოც გაუაზრებლად მიუახლოვდა არენას.თან შეშინებული თვალს არ აშორებდა გაბრიელის სისხლით მოსვრილ სახეს.იმ წუთს მისი ჭრილობები თავადაც სტკიოდა,მისი გამარჯვება უხაროდა,ნაწილობრივ სძულდა იმის გამო,რომ ასეთი ცხოველური რამ გააკეთა,მაგრამ მეორე მხრივ დარწმუნებული იყო,რომ ალექსანდრე ასეთ მოპყრობას იმსახურებდა და არ ამტყუნებდა მას.გაუაზრებლად წამოიყვირა და რამოდენიმეჯერ ტაშისკვრით შეხტა.მერე სწრაფად მოთოკა მოზღვავებული ემოციები და მამაკაცს ფარულად შეხედა.სწორედ მაშინ,როდესაც გაბოც მას უყურებდა და რამდენად ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვონოთ,დიახ მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა,და ამ დროს ორივე თუ არა კესო მაინც მიხვდა რომ ამ მამაკაცის მიმართ გულგრილი უკვე არ იყო,მაგრამ ეს მხოლოდ გულის ერთ მალულ,ბნელ წერთილში.გაბრიელმა გოგონას ჯერ ალექსანდრეზე მიანიშნა,მერე კი თითქოს მზერით უთხრა შენ გეძღვნებაო.შემდეგ ისევ ცალყბად ჩაიცინა და არენიდან ჩამოვიდა... მთელი საღამო აღარ მოუკრავს მისთვის თვალი,ასე უფრო წყნარად აკეთებდა საქმეს.ეს დღე შედარებით მალე დასრულდა.ისე გაუხარდა საათს რომ შეხედა და დილის ოთხი საათი ამოიკითხა,რომ კინაღამ ცეკვა დაიწყო.ახლა მხოლოდ მებრძოლთა გასახდელს დაალაგებს და სახლში წავა. გასახდელში შესულს ალექსანდრე ისევ იქ დახვდა.მუხლებში თავჩარგული იჯდა,და სავარაუდოთ ფიქრებით ძალიან შორს იყო.ფრთხილად შევიდა და ოდნავ ჩაახველა,რათა მისი ყურადღება მიექცია.სწრაფად ამოჰხედა ქვემოდან და ინეტერესიანი მზერა მიაგება.მერე ირონიულად ჩაეღიმა. -რამ შეგაწუხა! -მე გასახდელი უნდა დავალაგო,ბატონო ალექსანდრე....თავი დახარა და ისე მიმართა მამაკაცს.რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ გოგონას ისევ ამოჰხედა და დარწმუნებით მიმართა. -პირველივე ნახვისას მოგეწონა არა?!...არ უარყო მიუხედავად იმისა,რომ ძირს ვეგდე დავინახე მისი გამარჯვება,როგორ გაგიხარდა.მიუხედავად იმისა,რომ ბოლო ორი კვირაა ჩემს ყველა გამარჯვებას შენ გიძღვნი,შენ ოდნავადაც კი არ მაქცევ ყურადღებას.მე მართლა მომწონხარ,ყოველგვარი ტყუილის გარეშე.შენ სხვა გოგონებს არ ჰგავხარ,მათთსავით გარს არ მეხვევი,არ ხარ აღტაცებული იმით,რომ ეს ჩემი ერთადერთი დამარცხება იყო,იმ ბრძოლებს შორის რაც კი ჩამიტარები...ბოლოს ხმის ტონს საგრძნობლად აუწია...მითხარი რა დაინახე მასში ისეთი,რაც მე არ მაქვს,რითი მჯობს,მე გულით მიყვარხარ კესო,ძალიან მიყვარხარ,ის ...ის ვინ არის,არავინ...უკვე ღრიალებდა და კესოც შეშინებული კარებს მიჰყრდნობოდა.ახლა ნამდვილად წავა სამსახურიდან და სულ არ ადარდებს თუ გინდა შიმშილით მომკვდარა,ხიდის ქვეშ.თან ვერ ვერაფერს ვერ ეუბნება.არადა კესოს აზრით,გაბრიელი ერთი ჩხუბისთავი,თავმოყვარე ბიჭია,რომელმაც არც დამარცხება იცის რა არის და არც პატივისცემა.მაგრამ ასე მხოლოდ კესოს გონება ფიქრობს. სწრაფად გამოეცალა ლექსოს და მენეჯერთან შევიდა.ცოტა ხანში უკვე თავისუფალი ადამიანი იყო,ხვალ საღამომდე შეძლებდა ძილს და აღარც ამ ცხოველების ყურება მოუწევდა.აღარც ნათიას მკვლელ მზერას შეეჩეხებოდა.აღარც ლექსო შეაწყედა თავს და აღარც გაბრიელი მოუშლიდა ნერვებს.მოკლედ იმდენი „აღარც“-ი დაუგროვდა,რომ დაფიქრდა აქამდე რატომ არ წამოვიდა სამსახურიდან.სანამ სახლში მივიდა ფიქრიც მოახერხა.ფიქრობდა ალექსანდრეს სიტყვებზე და თავი უკანასკნელი ქუჩის ქალი მიაჩნდა.რატომღაც ტირილი მოუნდა.გული სტკიოდა,იმიტომ სტკიოდა,რომ სხვას ატკინა თავისი საქციელით,,სიმართლე რომ ითქვას არ სჟერა ალექსანდრეს სიტყვების“გულით მიყვარხარ“,მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ არა?!...ეს მაგალითი თავის დასამშვიდებლად მოიყვანა,თორემ ისე ორივე ჩვენგანმა ვიცით,რომ ადამიანს სწორედ გონებით უყვარდება,ვიცით რომ სიტყვები,გული მტკივა,გულით მიყვარხარ,გულით მიხარია,უბრალო აბსურდია.გულს ადამიანის სხეულში მხოლოდ ტუმბოს როლი აკისრია და ადამიანის გრძნობებთან არანაირი კავშირი არ აქვს.ჩვენ ახალგაზრდები კი მას ათასი სულელური კუთხით ვიყენებთ.სიყვარულს სწორედ გულის ფონზე ვუხსნით ერთმანეთს.თუ გული გვტკივა მასში ისარს ვუყრით და არც ცხელი ცრემლები გვავიწყდება.მიუხედავად იმისა,რომ ყველამ ვიცით,რომ ეს სიმართლეა,ჩვენ საკუთარ თავს ილუზიას ვუქმნით ამ ორგანოს შესახებ.გონება კი სწორედ ის არის,რაც ადმიანს აიძულებს შეუყვარდეს,შესძულდეს და ასე შემდეგ.ორივე ჩვენგანს ხშირად გაგვიგონია ფრაზა,გონება ცდება,გულია მართალი.აფსურდია.სწორედ ამიტომ არ სჯერა ალექსანდრეს სიტყვების.აბაზანაში მყოფი ლექსოს სიტყვების უარსაყოფად ბიოლოგიურ ცნობებს იყენებდა,ამით უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა,ისე კარგად გამოსდის.აბაზანიდან ამოვიდა და საძინებელში შევიდა.პატარა ბინა აქვს სულ ორი ოთახისაგან შედგება.საძინებელში შესულმა სიცივე იგრძნო აივნის კარი ღია დარჩენია.თბილი ხალათი კარგად შემოიჭდო სხეულზე და აივანზე გავიდა.უბრალოდ ამ ღამით ცაზე ბევრი ვარსკვლავი იყო.ბავშვობიდან უყვარს ვარსკვლავიანი ცის ყურება და მათთვის ფიქრების განდობა.მაგრამ ეს ღამე გამონაკლისი შემთხვევაა.ჩა ისეთი ლამაზია,პირდაპირ დამუნჯდა.თავისი ჭკუით ცაზე „დიდი დათვის“თანავარსკვლავედი მოხაზა,და საკუთარ სისულელეზე ჩაეღიმა.მობილურზე მოსულმა წერილმა კოსმოსიდან უკან,დედამიწაზე დააბრუნა.უცხო ნომერი იყო,წერილში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა „გაცივდები“.ჯერ გაოცდა,მერე შეშინდა,ბოლოს თვალების ცეცება დაიწყო და მისი ბინის წინ სიბნელეში სილუეტს მოკრა თვალი.ხელები ჯიბეში ჩაეწყო და მაღლა იყურებოდა.კვლავ შეეჩეხნენ ერთმანეთის მწველ მზერას,მაგრამ ამჯერად აღარც ერთს გამოუჩენი იმის ინიციატივა რომ გვერდით გაეხედათ.კესანე აღარ უყურებდა ვარსკვლავებს,მაგრამ მაინც დამუნჯებული იყო,თვალი გაეშეშებინა სიბნელეში მდგარი სხეულისათვის,ომელიც თითქოს აჯადოვებდა.არავინ და არაფერი სხვა.ირგვლივ სიბნელე,ლამპიონებიც კი არ ანათებს არემარეს,მხოლოდ მთვარე,რომელიც არასოდეს ყოფილა თბილისში ასეთი დიდი და ნათელი,მოციმციმე ვარსკვლავები,რომლებსაც ახალი საჭორაო თემა გამოსჩენიათ,და ორი ადამიანი,რომლებიც მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთს ვერ ხედავენ და ერთმანეთისაგან შორს არიან,უბრალოდ გრძნობენ ერთურთს.რამდენიმე საათის წინ დაუოკებელი,ველური ადამიანი,ახლა სრულიად უძრავად იდგა და სხეულის არც ერთ კუნთს არ ატოკებდა,გონება გასთიშვოდა ორივეს,ახლა მხოლოდ გული მუშაობდა,მხოლოდ ის აგრძელებდა ორივე მათგანის სხეულში ფეთქვას,ტუმბავდა სისხლს,და არ ადარდებდა ირგვლივ არავისი და არაფრის აზრი.გული იშვიათად გვმტყუნობს,აი რითი სჯობს იგი გონებას... დილით საკუთარ საწოლში გამოეღვიძა,იმავე ხალათში.ჯერ გაიფიქრა იქნებ დამესიზმრაო,მაგრამ მერე საწოლთან დადებული ფურცლის ნაგლეჯი დაინახა.სწრაფად გადაშალა ოთხად გაკეცილი ქაღალდი და ღიმილით ამოიკითხა გაკრული ხელით ნაწერი წინადადება-„აივანზე ძილი სახიფათოა,ლამაზო,მე ყოველთვის ვერ დაგეხმარები“.დილა კარგი განწყობით დაიწყო,სწრაფად წამოდგა საწოლიდან,თან სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.ჯერ მოწესრიგდა,შემდეგ კი ცხელი კაკაო დაწერა და გაზეთი გადაშალა.ახალი სამსახური უნდა იპოვოს,თორემ სახლიდან გააგდებენ.რამოდენიმე განცხადება შემოხაზა,მაგრამ ახლა ვერ დარეკავს მობილურზე ბალანსი გამოელია.ახლა ეზარება ქვემოთ ჩასვლა საღამოს ჩავა,მობილურზეც ჩარიცხავს და საჭმელსაც იყიდის,წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილით მოკვდება.დღეს კარგ ხასიათზეა,აღარ ახსოვს არც ალექსანდრე და არც ის საზიზღარი ადგილი.ახლა მუსიკებს ჩართავს და თავისთვის მშვიდად იცეკვებს.კარგა ხანია აღარ უცეკვია,ადრე გრაფიკი ზედმეტად გადატვირთული ჰქონდა.დილით ადრე ამდგარი სამსახურში მიდიოდა,რათა საღამომდე კლუბის მოწერიგება მოესწრო.სახლში დილით ბრუნდებოდა და მხოლოდ სამი,ოთხი საათით ახერხებდა ძილს და მერე ისევ სამსახურში მიდიოდა.სკოლა რომ დაამთავრა მაშინ გაიაზრა,რომ უნივერსიტეტში ვერ გააგრძელებდა სწავლას,შესაძლოა გრანტიც აეღო,ამაში ეტაპი მხოლოდ თავად ეპარებოდა,სხვა ყველა უფასოზე მოცვედრას უწინასწარმეტყველებდა,მაგრამ მაინც შეიკავა თავი.ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი იქნებოდა,და კიდევ ერთ დაბიჯს გადადგავდა აუხდენელი ოცნებისაკენ,რომელსაც ექიმობა ჰქვია.აბეზარი აზრები მოიშორა და ცეკვას შეუდგა.თითქმის მთლიანად დაავიწყდა,თუ რამდენად სასიამოვნოა ცეკვის პროცესი.სიმღერის ჰანგებში მთლიანად ჩაიძირა და მხოლოდ ცეკვაზე ფიქრობდა.ახლა ცაში აფრენილ ჩიტს გავდა,ტყვეობის შემდეგ ფრთების გაშლა რომ მოახერხა და ზემოთ ცისაკენ გაფრინდა...იმაზე ადრე მოაღამდა ვიდრე ელოდა.ამიტომ სწრაფად გამოეწყო და მაღაზიაში ჩავიდა.ისე შივა,ერთ კამეჩს შეჭამდა.მაგრამ ახლა სალათით მოუწევს დაკმაყოფილება.კაკაოც იყიდა და მობილურზეც ჩარიცხა.სახლისაკენ მიდიოდა სადარბაზოსთან ახლოს გაბრიელს რომ მოჰკრა თვალი.ჩაეღიმა მისი დანახვისას,ამიტომ მამაკაცს რომ არ დაენახა დაბლა დახარა თავი.ვერ ხვდება რას უშვება ეს კაცი,თვრამეტი წლის მანძილზე პირველად არის ასეთ სიტვაციაში.ყოველთვის იცინოდა იმ გოგონებზე ბიჭის დანახვაზე სახეს ღიმილი რომ უპობთ.ახლა თავად არის ასეთ სიტვაციაში.სადარბაზოს რომ მიუახლოვდა მამაკაცი ღიმილით გადაუდგა წინ,ამან ცოტა დააბნია.ჯერ კიდევ ეშინია მისი,ვერ ივიწყებს მის დაბერილ კისერს და ალმოდებულ თვალებს.მითუმეტეს რომ იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთნება ვინც ყველაზე მეტად სძულს და აშინებს.მაგრამ ის ხომ ერთხელ ნახა ბრძოლისას.სხვა დროს არასოდეს შეხვედრია მას იმ ჯოჯოხეთში.საკუთატ თავს არწმუნებდა იმაში,რომ გაბო სხვანაირი იყო და ამას ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიდა,ნუთუ მოსწონა?...არა სისულელეა,მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი,მაშინაც ისე უზნეოდ მოიქცა.თან პირდაპირ ს**სი შესთავაზა.იქნებ ახლაც იგივე მიზანი ამოძრავებს?...ფიქრებიდან მამაკაცის ცივმა ბაიტონმა გამოიყვანეს,მის კითხვაში იგრძნობოდა მოლოდინი,იმედი და ამავდროულად დიდი ვნება.სწორედ ამ უკანასკნელმა დააფრთხო გოგონა. -ამ საღამოს ჩემთან ერთად წამოხვალ...უფრო მოთხოვნა იყო ეს ვიდრე კითხვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.