მეასეჯერ, მე-ასე-ჯერ არასოდეს მყვარებია! (1)
შეუძლებელია დაივიწყო პირველი სიყვარული. გრძნობა, რომელმაც 360 გრადუსით შემცვალა და სულ სხვა რაკურსით დამანახა სამყარო. ყველაფერი მოხდა სკოლაში. მანამდე კი… 1989 წლის 5 იანვარი. თბილისი, იაშვილის კლინიკა. დავიბადე მე. ჰო მართლა, ვინ ვარ. ანდრია ჯაყელი, 25 წლის. ვცხოვრობ თბილისში, მყავს ერთი და, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული სულ იმაზე ფიქრობს, როგორ გამამწაროს, მაგრამ მაინც სიცოცხლეს მირჩევნია. გავიზარდე საკმაოდ დახვეწილ და შეიძლება ითქვას არისტოკრატულ ოჯახში. ალბათ სხვანაირად არც მოხდებოდა, ჩემი მშობლების პროფესიიდან გამომდინარე. დედაჩემი ჯავახიშვილში კითხულობდა ლექციებს, მამაჩემს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. მე და ჩემს დას არასდროს არაფერი გვაკლდა, საკმარისი იყო, გეთქვა “მინდა” და ალბათ წამებში თუ არა, წუთებში წინ გაგიჩნდებოდა. მე ვიყავი უბანში პირველი, ვისაც ჰქონდა ჯერ ტელევიზორი, შემდეგ დენდი. ცოტახნის შემდეგ ფლეისთეიშენი და ტეკენის სიდი. ალბათ ამიტომაც იჯდა მთელი უბნის ბავშვთა რაზმი ჩემს ოთახში დილიდან საღამომდე. მოკლედ ეს ჩემი უდარდელი ბავშვობა იყო. მერე სკოლა დავამთავრე. დაისვენა ჩემმა უბედურმა დირექტორმა ჩემი გამოშვებით. გამომიშვა და ამოისუნთქა. აღარავინ ჩამოუღებდა კაბინეტის კარებს. არავინ დაიჭერდა ჩუმად ვირთხებს და ბუფეტშიც არავინ გაუშვებდა. ალბათ არც კრისა რუსულის მასწავლებელს დაუსხამდა ვინმე სკამზე წებოს, მერე კაბა რომ ახეოდა ან სკამით გასულიყო კლასიდან. სავარაუდოდ არც თავის დაბადების დღეზე ამოზიდავდა ვინმე კონიაკს, ღვინოს და საჭმელებს გამოცდაზე და დამკვირვებელს აუდიტორიიდან არ გააგდებდა, ბავშვებმა უნდა დავლიოთ და აბა, აითესე აქედანო. კიდევ ბევრი ინციდენტის ჩამოთვლა შეიძლება. რამდენჯერ დავმართე ჩემებს ინფარქტი, ვინ მოთვლის. ალბათ საკუთარი თავის დამკვიდრებას ვცდილობდი, არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა რომ ამ უდარდელმა ცხოვრებამ და სერიოზულ საზოგადოებაში მოქცევის წესებმა დედიკოს ბიჭად მაქციეს. ვცდილობდი ნებისმიერ ფასად. არც ვინმეს დაზიანებას ვერიდებოდი. სკოლაში პირველი ვიყავი და ყველა მე მეკუთვნოდა. საკმარისი იყო, გოგოსთვის ხელი დამედო და ის ჩემი ხდებოდა. მერე მას ვეღარავინ ეხებოდა. მაგრამ მბეზრდებოდნენ ასეთები. ვიღაც სხვა მჭირდებოდა, ვისაც არ აინტერესებდა ჩემი ფული და აინტერესებდა ის, რაც ხდებოდა ჩემში. რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი და საერთოდ, რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. მაგრამ რათ გინდა, მე9 კლასში სამმა გოგომ ერთმანეთი თმით ითრიეს, არა მე ვუყვარვარ ანდრიას, არა მეო. არადა არც ერთს არ ვიცნობდი. რა უნდოდათ, დღემდე ვერ გამიგია. მერე ვაკომ მომიტანა ამბავი, თიკუნა რომ არის მე9 კლასელი, ეგ გიჟდება შენზე, გავიგეო. მე მომწონდა თიკუნა, მაგრამ არ ვიცნობდი. ანუ მისი შინაგანი სამყარო კი არა, გარეგნობა მომწონდა. სამ დღიანი ფლირტი და “ბუმ”! ჩემი გახდა. ისიც მალევე მომბეზრდა. სერიოზულ ურთიერთობას არავისთან ვაბამდი. ყველამ იცოდა, რომ თუნდაც ოდნავ მაინც ვინმე თუ მომეწონებოდა, ყველას ვეფლირტავებოდი და მერე უბრალოდ ვტოვებდი. ყველა გოგომ იცოდა ეს, მაგრამ მაინც მოდიოდნენ. მერე ბაბნიკად მომნათლეს. მეც რა მინდოდა, მე9 კლასელს ასე მეგონა, სამყარო ჩემი იყო. მაგრამ დღითიდღე უფრო მეტად მბეზრდებოდა ეს ფარსი და თამაშები. სხვა მჭირდებოდა. ვხვდებოდი, რომ სიყვარული მაკლდა მაგრამ აბა ამას როგორ გამოვამჟღავნებდი:) მოკლედ არავინ ჩანდა. და მეც მე10 კლასში, მთელი ჩემი საძმაკაცოს გასაკვირად, გავწყვიტე ურთიერთობა ყველა გოგოსთან და მეგონა, ეს მიშველიდა. აბა კი, უარესად სასურველი გავხდი. ახლა აქეთ მიწევდა ხოლმე სიყვარულის ახსნის მოსმენები. ასე გადიოდა დღეები, საათები, წუთები. ყველაფერი ნელა მიდიოდა წინ, უფროდაუფრო ერთფეროვნდებოდა ჩემი ისედაც მოსაწყენი ცხოვრება. სანამ არ შევხვდი ანოს. ანო. ოოო, აი ვინ მოახერხა შევეცვალე, ჩემთვის დილა შეეყვარებინა, წვიმაში სეირნობა. თოვლში ბოდიალი და სევდიანი სიმღერების მოსმენა. აი ვინ შემიყვარდა მთელი არსებით, ვის გამო გადავაბიჯე საკუთარ პრინციპებს. ვისთვის ვიყავი მზად, საკუთარი ხელით ამომეჭრა გული და დამედო. ვისთვის ვიყავი მზად სასიკვდილოდ, სასიცოცხლოდ. ვისით ვსუნთქავდი და ვისთვის ვსუნთქავდი. *********** P.S მეგობრებო, გთხოვთ, შენიშვნების სახით დამიწეროთ კომენტარები, თქვენი აზრი და ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ, მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.