შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამაკაცი სიზმრიდან(დასასრული)


2-11-2015, 23:35
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 726

-გაიწიე-თავდაჯერებულად ვუთხარი და სირბილით გავშორდი იმ ადგილს.საკუთარ თავს გულუბრყვილოსა და სულელს ვუწოდებდი.რატომ? რადგან ასე იდიოტურად მოვიქეცი.საკუთარ თავზე გაბრაზებული ლოგინზე მივესვენე და ვცდილობდი გამეხსენებინა ის სცენა.ამომიტრიალდა მოგონებები.გამახსენდა,ბოლოს რაღაცები მომაძახა,მაგრამ ამის თავი აღარ მქონდა.
თვალები დავხუჭე,მაგრამ ძილი არ მეკარებოდა,ამიტომ ავდეი,ჟაკეტი მოვიცვი და კიბეებს ჩავუყევი,გარეთ სასიამოვნოდ გრილოა,ნიავი თმებს მირხევდა,რაც ჩემზე შესანიშნავად მოქმედებდა.იქნებ ეს იყო ანტიდეპრესანტი?
ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო,ბილიკს გავუყევი და ქუჩა გადავჭერი,მეორე მხარეს ბულვარი იყო,მას მივყევი და თვალები დავხუჭე.გარშემო არავინ იყო.ეტყობოდა,რომ ჩემ განწყობაზე ზრუნავდა გარემო.
მაგრამ ეს უბრალოდ მე მეგონა..ხშირა ყველაფერი ისე ხდება,როგორც არ წარმოგვიდგენია.
-არ მეგონა ვინმს თუ შევხვდებოდი...-ეს წინადადება და გულის ამოტრიალება ერთი იყო,შევხედე თუ არა,რეტი დამესხა...ჩემ წინ ჩემი ოცნება იდგა,მამაკაცი სიზმრიდან.
-ნუთუ სიზმრები ხდება?-წარბები ავსწიე,მაგრამ სულ სხვას ვგრძნობდი,მთელი სხეულით ვგრძნობდი ბედნიერებასა და რაღაც საოცრებათა ნარევს,ჩემ წინ მდგარი მიღიმოდა და არ იცოდა სად წასულიყო.
-უკაცრავად?
-არაფერი,დაივიწყე-გავუღიმე და ძლივს შევიკავე თავი,რომ არ დავცემულიყავი.
„უთხარი..“-ვუმეორებდი საკუთარ თავს,მაგრამ ვიცოდი,რომ ეს სისულელე იყო.გავაანალიზე რა აფექტის მდგომარეობა,გავჩუმდი.
-უცნაური ხარ-ჩემ გვერდით მოდიოდა და ხელებს ჯიბეებში უხერხულად ამოძრავებდა.იმ მომენტში თვალები ყველგან მქონდა და ეს საოცარი იყო.
***
-ელენ..-იმ დღეს ერთად ვუყურებდით მზის ჩასვლას,ერთი კვირის გაცნობილი მყავდა ალექსი,მაგრამ მასთან თავს ისე ვგრძნობდი,როგორც საკუთარ ნაჭუჭში.მიკვირდა,რომ ამდენ ხანს მის გარეშე ყოფნა შემეძლო.
-ჰო,ალექს..-მის თვალებშ ნაპერწკლებს ვხედავდი და მეტი არც მინდოდა.
-მიყვარხარ,ელენ...-გახურებული ბაგეებით წარმოთქვა და ხელი თმებზე შემახო.იმ მომენტში ვერ ავხსნი რა დამემართა.არ მიფიქრია,რომ მამაკაცები ასე იშვიათად იქცევიან.იქნებ სულაც არ ვიცნობდი მათ.
-მეც,მეც..-ამ ხნის განმვალობაში მხოლოდ მასთან გავიხსენი,წინა დღეს ვუთხარი სიზმრისა და ფიქრების შესახებ,მან კი სიყვარული მომდევნო დღეს ამიხსნა,ამაზე არც კი დავფიქრებულვარ.სიყვარულის სინდრომით დაავადებული გოგო ვიყავი,სხვა არაფერი მინდოდა.
ხელები შემოვხვდიე კისერზე და მის ცხვირთან ცხვირი გავაჩერე..მერე მაკოცა და ეს ჩემი პირველი კოცნა იყო,რაღაც საოცარი და რაღაც არაამქვეყნიური.ყოველ შემთხვევაში,მაშინ ასე მეგონა.
***
„არ მჯერა..მე ბედნიერი ვარ..“-ვგრძნობდი,რომ ყველაფერი უეცრად დამატყდა თავს და სულ სხვა სამყაროს ვეხიზნებოდი.ეს სამყარო ალექსის გარშემო ბრუნავდა,სწორედ იმ ალექსის,რომელსაც ვენდე ისე,როგორც არასდროს არავის.მასთან მთელი ცხოვრება გავშრიფე ისე,როგორც არავისთან,მასში ვიპოვე საყვარელი მამაკაცი და თან საუკეთესო მეგობარი.
თავი სიზმარში მეგონა,მაგრამ სიზმარი მალევე სრულდება.ამაზე არც კი მიფიქრია.ალბათ,სიყვარული თვალებზე ლამაზ სათვალეს მიკეთებდა,იქნებ ეს ვარდისფერიც კი იყო...
***
ამბობენ მამაკაცი,როცა საბოლოოდ დაგისაკუთრებს,გაგდებსო.ამის არ მჯეროდა მაშინ,როცა მის გვერდით ვიყავი.მისი ერთი ჩასუნთქვაც კი მიზიდავდა.
და ერთ დღესაც მის ოთახში გამეღვიძა.მახსოვს პატარა და მყუდრო იყო,ამის გარდა ყველაფერი დამავიწყდა იმ დღიდან.
იმ დღეს თითქოს ყველაფერი ამოტრიალდა ჩემ გარშემო.
„მშვიდობით“-წავიკითხე ჩემ გვერდით არსებულ პალიშზე დადებულ ფურცელზე და გული ჩამწყდა..
არც ფიქრი შემეძლო და არც ტირილი..ცრემლებიც კი მეყინებოდნენ სახეზე...
„დავიღუპე..“-სასწრაფოდ ჩავიცვი და ბინა დავტოვე.
მახსოვს გიჟს ვგავდი.ვგრძნობდი,რომ რაც მქონდა ყველაფერი დავკარგე.
„ახლა სულითაც და სხეულითაც სხვას ვეკუთვნი..ნუთუ შევძლებ ამ ყველაფრის დავიწყებას..“
***
თბილისში ჩამოვედი.
ყველაფერს ვნანობდი.საკუთარი თავი მძულდა ისე,როგორც არასდროს,მაგრამ იმ მომენტში კი არაფერს ვნანობდი..
გამახსენდა როგორ მსიამოვნებდა მისი ცივი სხეულის შეხება,მერე გრძელი თითები წარმომიდგა თვალწინ და ამათრთოლა..
მისი თვალები..
არაფერზე მინდოდა ფიქრი.
„ნუთუ ამის დავიწყებას შევძლებ?“-ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
წასასვლელი არსად მქონდა,თავშესაფრად არ მეგობარი მყავდა და არც არავინ.
მხოლოდ მერიღა დამრჩენოდა და მასთან ამაზე ვერ ვისაუბრებდი.ის არ იყო თავშესაფარი.დარწმუნებული ვიყავი,რომ ის არ იყო..
***
თვეები გადიოდა და ცხელ ზაფხულს სიგრილე ცვლიდა..
შემოდგომა მოვიდა და ბოლომდე შემოაღწია..
ფოთლები ცვიოდა და გარემოს ნაირფერადად ცვლიდა..ჩემი გული კი მაინც კვდებოდა,ის მხოლოდ მწუხარებასა და სევდას მოეცვა.მასში მხოლოდ შავი ფერები იყო,მხოლოდ მუქი,მძაფრი და ამაზრზენი ფერები..
***
-როგორ ხარ,მერი?-უნივერსიტეტში,შესვენების დროს თამარი მომიჯდა გვერდით.
-არამიშავს,შენ?-აშკარად მოვიტყუე.
-რავი,მეც-ასე დაიწყო ჩვენი დიალოგი და მეორე დღეს უკვე ვგრძნობდი,რომ თამარა ჩემთვის ახლობელი ადამიანი იყო,თუმცა აფექტის მდგომარეობასა და შთაბეჭდიელბებში მყოფს არ მინდოდა ნაბიჯის გადადმა.
***
„იქნებ ის არის ჩემი ნაწილი,ჩემი არარსებული და...“-ვფიქრობდი,როცა მას ვუყურებდი და სამყარო სიზმრად წარმომედგინა.
***
დიახ,მას შემდეგ თამარა ჩემია.
მე ის ვიპოვე,ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
***
-ელენ,დღეს შენი დღეა!-დაბადების დღე მომილოდა და მხურვალედ გადამეხვია.
-მადლობა,თამარ-ღიმილითვე ვუპასუხე.
-შენთვის სიუპრზი მაქვს.
იმ დღეს თვალებახვეულმა წავიყვანა თავის სახლში,ოღონდ ქალაქგარეთ.
გარშემო მარტოსული იყო.მყუდრო და მარტოსული.
ბუხართან ვისხედით და ათას რამეზე ვფიქრობდით,ვსაუბრობდით,ვიცონოდით..ვსვამდით საშინლად ჯადოსნურ სასმელს და ბედნიერები ვიყავით..
***
თამარა კარგად გავიცანი..ისე დავუახლოვდი,რომ მისი ერთი შეხრითაც ვხვდებოდი რა უნდოდა.
დაბადების დღის შემდეგ სულ მასზე ვფიქრობდი.
ვგრძნობდი,რომ ჩემში რაღაც გარდატეხა ხდებოდა.ვგრძნობდი,რომ აღარ მინდოდა მარტოსულობა,ვგრძნობდი,რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო თამარასთან ერთად...
იმ დღეს მივხვდი,რომ ეს ყველაფერი გამოცდა იყო..
ამდენი განსაცდელი ბეწვის ხიდი იყო..
„მე ეს გავიარე..“-ვფიქრობდი და ვააანალიზებდი,რომ მე არ ვიყავი მე.
მე თამარა შემიყვარდა..
„ანუ ოცნების მამაკაცი არა და ოცნების გოგონა კი...“-გავიფიქრე და მივხვდი რატომ არ გამომდიოდა აქამდე გოგონებთან ურთიერთობა..
„ბიჭისა და გოგონას მეგობრობა დაბრაკულია ყოველთვის და ყველგან..“-მიხაროდა,რომ საკუთარი თავი ვიპოვე..მე საკუთარი თავი სულ სხვა ამპლუაში.
***
მას შემდეგ წლები გავიდა და არაფერს ვნანობ.არ ვნანობ,რომ კვარიათშ წავედი და არ ვნნობ,რომ თვალი ამეხილა..
დღეს ისევ ჩემი დაბადების დღეა და ისევ ერთად ვხვდებით მე და თამარა.მხოლოდ ჩვენ და ჩვენი არომატია მარტო.
ალკოჰოლს მძაფრად ვყნოსავ და ჭიქაში ვასხამ.
-მას ალექსი ერქვა..-ვიღიმი და გოგოს თვალს ვუშტერებ.
-ის შენი ოცნების მამაკაცი იყო..
-მეგონა..ახლა კი ის ოცნების გოგონა შეცვალა..-ვიღიმი,ამ ისტორიას ხომ უკვე მეათასეჯერ ვუყვები თამარას.
-ასე სჯობს!-მიღიმის და ჭიქას მართმევს.
***
მჯერა,რომ ჩვენს ცხოვრებას ბედიც განაგებს..
მარტო ბედი არა „ც“-ც,მაგრამ მაინც განაგებს.
მჯერა,რომ ახლა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ბედნიერები ვართ.
მჯერა,რომ ცხოვრება ხანმოკლეა და უნდა მაქსიმალურად შეიგრძნო ის..
უნდა აჰყვე მის რიტმს..
მჯერა,რომ ეს ყველაფერი რეალურია და ყველაფერზე რეალური..
მჯერა,რომ მეტამორფოზი შესაძლებელია..
და ვიცი,რომ ჩემი ოცნების გოგონა ამას მალე წაიკითხავს..

დასასრული.
____
არ მეგონა ასე თუ დავასრულებდი,მაგრამ რატომღაც ასე დამეწერა..



№1  offline წევრი kettaketta))

კარგიი დასასრულია ძალიან love არც მე ველოდებოდი ასეე თუ დაასრულებდი love იმიტომაც მიყვარს შენი ისტორიები <33 მოულოდნელობებითაა აღსასვე love love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

kettaketta))
კარგიი დასასრულია ძალიან love არც მე ველოდებოდი ასეე თუ დაასრულებდი love იმიტომაც მიყვარს შენი ისტორიები <33 მოულოდნელობებითაა აღსასვე love love

მადლობა დიდი love

 


№3 სტუმარი likuu

არ ველოდი ასეთ დასასრულს მომეწონა მაგარი იყო ძააან საინტერესო love crying

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent