შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნება მერე?(სრულად)


3-11-2015, 17:12
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 006

წვიმს..
ეტყობა არც აპირებს გადაღებას...
ზოგჯერ როგორ მოქმედებს ის ჩემზე..ადრე მიყვარდა,მაგრამ ახლა უბრალოდ ყველაფერი შეიცვალა...
როგორ მაღიზიანებს მისი შხეფები..
არ მინდა,ვთქვა,მაგრამ მაინც ვამბობ..
არ მინდა ვიფიქრო,მაგრამ მაინც ვფიქრობდი..
არ ვიცი,რა არის ამის მიზეზი,მაგრამ ვგრძნობ,რომ დავცარიელდი..ჩემი ცოცხალი ნაწილი,მგონი,მოკვდა,დიდი ხნის წინ მოკვდა..
„შენ,შენ,შენ..“-ჩამესმის ხმები და ვკრთები.
ერთი ჩქამით კი მანერვიულებს.ნეტა ეს რისი ბრალია?
გარეთ წვიმს?
ეკატერინე,დამშვიდდი-ვეუბნები საკუთარ თავს და სახეს ხელებში ვმალავ.
მეშინია,მაგრამ არ ვიცი რის..მეშინია,მაგრამ არ ვიცი რამდენად ახლოსაა საფრთხე..მეტიც არ ვიცი,საერთოდ თუ არსებობს იგი..
ჩემ წინ სრულმეტრაჟიანი ფილმია...არა,განა ნამდვილია,ის უბრალოდ წარსულის კვალია..ის ის წარსულია,რომელიც მომდევს და მაშინებს..
აი,რისი მეშინია..ისევ ვკრთი..ამის გახსენებას ხომ მუდამ გავურბივარ..
შეყვარებულის ნახვა...ღიმილით დაბრუნება და..და ხალხი,რომელიც უჩვეულოდ ჩივის,კივის,წივის...
როგორ მინდა ეს ყველაფერი წავშალო..მინდა,მაგრამ თან არ მინდა..თითქოს სინდისი მქეჯნის..
იმ დღეს დედა,მამა და ჩემი პატარა და,ქრისტინე გაზით გაიგუდნენ..
იმ დღეს ყევლაფერს დაესვა წერტილი..და იქნებ არა,იქნებ არ იყო ასე და იქნებ არ დასმის?
მე ხომ დღესაც ვსუნთქავ..
ისინი მიწაში არიან,უკვე გაძვალტყავდნენ,ალბათ..მე კი..
იმ დღის მერე ზუსტად სამი წელი გავიდა..ისევ ვზივარ და ვკრთი,იმ დღის მერე ყველაფერი მუქი ნაცრისფერი გახდა..
ისევ ღრუბლები,ისევ შეკრეს შუბლი....
მახსენდება იმ დღის მერე როგორ მივაგდე მაქსიმე..მახსენდება,რომ გული გავუტეხე..
საკუთარ თავში არ მინდოდა არაფრის ძებნა და ის დავადანაშაულე..
მახსენდება ნანუკას სიტყვები,შენი ბრალი არააო...
მაგრამ მე რომ გადავრჩი...განა ეს არაა ჩემი ბრალი?
ზოგი ამას ბედისწერას მიაწერს,მაგრამ მე მისი არ მჯერა..
არა! უკვე,მგონი.არ მჯერა..არ ვიცი...
ისევ ვღიზიანდები,ისევ წვიმს...
უნდა დავწვე და უბრალოდ თვალი მოვხუჭო..
ხვალ სამსახურში ბოლო დღე მაქვს,მერე შვებულებაა...
აგვისტო დაიწყება და ისევ მარტოობა..
თითოეული დღე ახალი ტანჯვის საწყისია..
როდემდე უნდა იყოს ასე?- მუდამ ვეკითხები საკუთარ თავს და მუდამ არ მაქვს პასუხი...
ხვალ ისევ დამირეკავს ნანუკა,ძლიერი ხარო...
ისევ ვიტყუები,რომ კარგად ვარ..
ცხოვრებამ ყველაფერი ცბიერი მატყუარა გამხადა,მგონი...
***
-გამარჯობა,დღეს კარგად გამოიყურები-მესმის უფროსის ხმა..
-არაფრის-ძალით ვიღიმი..ისევ ვართმევ რაღაც დოკუმენტებს..
ისევ პიერ-მენეჯერი ვარ..ისევ ვიღიმი და ისევ სოლიდურად მაცვია..
-დღეს ბოლო დღეა,ბეჯითო თამამშრომელო..-მესმის უკნიდან და ოთახს ვპოვებ..
ისევ უხალისობა,ისევ თავის ტკივილამდე სიგიჟე..ისევ რიცხვები..ისევ უჩვეულო მოლოდინი..
აი,შვებულებაც დაიწყო..
გარეთ ისევ წვიმს..განა ივლისის ბოლო არაა? ზოგჯერ ამინდიც არაპროგნოზირებადია..
-კარგად ხართ?-მესმის უკნიდან ხმა,არ ვიხედები..ვინ უნდა იყოს?
ნუთუ ასე მეტყობა?
ისევ სახის წაშლა...ისევ ნაცრისფერი ღიმილი...
ეს დედაჩემის საყვარელი მაღაზია იყო..ისევ მიმძიმს და გვერდს ვუვლი..
არ მინდა გონების გადაღლა,ისევ მეშინია და სახლის კარებს ვაღებ..ტელეფონი ციმციმებს..ვიცოდი.ის ნანუკაა..
-თავი მისკდება..-ვეუბნები და საწოლზე თავით ვეშვები..
-ეკუნა..-მოფერებით მომმართავს..
-ნანუკა,არ ვიცი,სულ ასე ვარ..ამდენი სტრესი..
-ისევ თავიდან იწყებ...
-მეძინება..-თავზე ბალიშს ვიმხობ..
სიზმარს ვხედავ,უჩვეულოა და საშიშიც,მგონი...
ვხედავ,რომ ვიღაც მახრჩობს,უსხეულო და უჩინარი არსებაა...მგონი,აგურისფერია,ყორნისფერიც,ცისფერი სხივები უკრთის თვალებიდან..ხელში რაღაც უჭირავს..მაგრამ ვერ ვარჩევ რა,ვიწევი ლოგინდან და ვიღვიძებ..
მეშინია..ეს უკვე მერამდენჯერ უნდა განმეორდეს..
***
-ეს რა არის?-ჩემი წინ ნანუკაა,მიღიმის..სახეზე ეტყობა,რომ ზომაზე მეტადაა შეზარხოშებული..
-ბილეთები..
-რისი?-ვეკითხები და უკან ვიხედები..
-პარიზში მივდივართ,ეს შენი ოცნების ქალაქია..
-ნანუკა,არა,არა და არა..
-რატომ?
-არ შემიძლია..
-რატომ?
უბრალოდ ვიღიმი..
-რატომ? გინდა,გინდა,ვიცი..
-არ მინდა..
-გინდა,ერთ ბრძენს უთქვამს..
-ცხოვრება გრძელდებაო-ვასრულებ და ცრემლები მომდის..
-ნუთუ,წარსულით უნდა იცხოვრო?
-არ გინდა-დივანზე ვეშვები და სახეს ვმალავ..
-ეს შენი ცხოვრებაა-თავიდან იწყება ლექციები..
იმისდა მიუხედავად,რომ ნანუკას სიტყვები მშლის,ვთანხმდები..
იქნებ ეს ისაა,რაც მჭირდება...
იქნებ რამე ხდებოდეს ბედისა და ბედისწერის ჩარევის გარეშე...
***
ეიფელის კოშკი უჩვეულოაა..მგონი,ადგილიც შეეფერება...
-რატომ არ უყვარდათ გუსტავ ეიფელი?-ვეკითხები ნანუკას..მისი თვალები ციმციმებს და მხოლოდ მიღიმის..
-ალბათ,იმიტომ,რომ ხალხი ბრმაა..-საკუთარ კითხვას ვპასუხობ და ცას ვუყურებ..ის ისეთივეა,როგორც თბილისში,მაგრამ უფრო სუფთა მეჩვენება..ნეტავ,რატომ?
მახსენდება,რომ გუსტავმა ეიფელის წვერში პატარა ბინა მოიწყო და იქ ცხოვრობდა..აი,ამაზე კი მართლაც მეღიმება.
რა მოხდა კაცი ამხელა არქიტექტორი იყო და ერთი ოთახი,გინდა რამდენიმე...
ხალხი მართლაც უცნაურია..
ნანუკას ვითანხმებ,რომ მისი პატარა ბინა ვნახოთ..
ავდივართ თუ არა,თვალები ლამისაა გადმომიხტენენ..
ირგვლივ ყველაფერი უცნაურია,უცნაურია და ძველი..რამდენიმე სურათი განსაკუთრეულად იქცევს ჩემ ყურადღებას.
პირველად ვარ საზრვრებს გარეთ..თავს უჩვეულოდ რაღაც ვგრძნობ...
ზოგჯერ მგონია,რომ ახლა დავიბადე..ნანუკა მამხნევებს..
იქნებ გადავიდეს ტკივილიაო..
სულ წარსულშიც ვერ დარჩები კაცი..ცხოვრება გრძელდება..
***
ჩვენი მოგზაურობა გრძელდება..
ამერიკა მართლაც საოცარია..საოცრებათა ქვეყანა უწოდა მას ნანუკამ.
უცნაურია,აქ ხალხი როგორი ბედნიერია.ყველა იღიმის.ამერიკული ღიმილი მაბრმავებს..
იქნებ მეც ვცადო,მეც ხომ ჩაწიკწიკებული კბილები მაქვს...
***
ზაფხული იწურება..ჩვენ ისევ ვბრუნდებით..
ეჰ,ეს რა ძნელია..თითქოს გეღვიძება და რეალობას უბრუნდები..
რეალობა ტკბილი როდისაა?
აეროპორტს ვცდებით და მშობლიური ცა იელვებს..რას ვგრძნობ?
მგონი.არც არაფერს..
ნუთუ არ მენატრება რამე?
განა რა დაგრჩა აქ? მხოლოდ ტკივილი-ვფიქრობ..ისევ უსიამოვნო შეგრძნებები.ნანუკა მკვრის..
-აღარ მცივა-ვუყურებ..
ჩემოდანი მოგორავს,მე კი წინ მივიწევ.
***
-ეს უცნაური იყო...-ჩემ გვერდით ის ექიმი ზის..ის ისევ მაქსიმეა..
-ჰო,საოცარი ქვეყნებია..-ეტყობა,უხარია ჩემი ხმის გაგონება.
-მინდა,რომ მაპატიო..
სახე უბრწყინავს...ნეტა რას ფიქრობს..
-მართლა?
-კი-თავს ვუქნევ.
-მიპატიებია..-ისე გულუბრყვილოდ ამბობს,რომ მინდა ვიტირო..მაგრამ არ შემიძია,თავს ვიკავებ.
-მადლობ-ფეხზე ვდგები,მაგრამ მისი ხელის შეხება მაჩერებს.
-მხოლოდ ეს იყო?
-აბა?-წარბებს ზემოთ ვწევ..
ვხედავ,რომ დაბნეულია,მაგრამ მეც მეშინია..
-მინდა,რომ კვლავ ერთად ვიყოთ.
-მე აღარ მიყვარხარ-გაურკვევლად ვპასუხობ..
-იქნებ სცადო.
-მას მერე სამი წელი გავიდა..
-დრო რას ვნებს რო..
-განა არავინ გყავს?-ნაბიჯს ვუჩქარებ..არ მინდა უკან მივიხედო..
***
არ ვიცი რას ვგრძნობდი და რას ვგრძნობ..ისევ სამუშაოზე გადავერთვე...
მგონი.ეკატერინე სულ სხვად გადაიქცა..ნაკლებად ვდარდობ..ზოგჯერ კარგადაც ვერთობი ხოლმე..ნანუკა შესანიშნავი მეგობარი..მის გარდა არავინ მყავს..
***
გუშინ გავიგე,რომ მაქსიმეს ცოლი მოჰყავს..ვაღიარებ,გამეცინა..არ დავიჯერე,მაგრამ მერე ნანუკამ მითხრა და..
ვგონი,რაღაც დამაწვა..ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს რაღაცამ ჩემი გული ჩაიტანა..თითქოს ყველაფერი ჩაიტანა და მერე...მერე აღარ ვიცი..ისევ მეშინია...
***
ერთი კვირაა,რაც სულ ვტირი..
რატომ? განა მე არ ვუთხარი უარი...
იქნებ ამას ჩემ გამო აკეთებ? ეტკინა და უნდა დამივიწყოს..იქნებ მეც მიყვარს...არ ვიცი,რა არის ეს გრძნობა და საერთოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი..მაგრამ მინდა,რომ ცოლი არ შეირთოს..
„ამას შევძლებ..“-უცნაური ფიქრები მიქრის თავში..
რა იქნება მერე?
***
არ ვიცი მომავალი რას მიმზადებს,მაგრამ დღეს რაღაც უნდა მოვიმოქმედო..
მომავალს თავად შევქმნი..ვიცი,რომ რაღაც ძალა თავადაც მაქვს..იქნებ არ ვარ უსუსური..
ვიცვამ და მისი სახლისკენ მივდივარ..ვგრძნობ ფეხები უკან მრჩება,მაგრამ მაინც მივდივარ..ვიცი,რომ ეს შიშია...ვიცი,რომ ეს ერთ დროს უკვე დავსძლიე...
რა იქნება მერე?
ის იღიმის...სოლიდურად აცვია..რა ფერებშია,არ ვიცი,არ ვაკვირდები,მაგრამ შორიდანვე მიზიდავს...მგონი.ასეთი რამ ჯერ არ მიგრძვნია..სული მეხუთება და ვერაფერს ვგრძნობ...
-მაქსიმე..-მხოლოდ მისი სახელი მესმის..თავად ვეძახი და მერე გული მიმდის..
არ მახსოვს რა მოხდა მერე,მაგრამ ერთი ვიცი...
ქორწილი არ შემდგარა..ამაზე მისთვის არაფერი მიკითხავს...
***
ერთი კვირა ვიხუთებოდი და ვიხრჩობოდი მისი სიახლოვით..ვგრძნობდი,რომ იმავეს გრძნობდა...
ერთ დილას მის ოთახში გამეღვიძა..საოცარი შეგრძნება იყო..
ვგრძნობდი მის გაყინულ სხეულს..მეგონა პირველ თოვლში ვგუნდაობდი..დიახ,ამას ვგრძნობდი იმ ღამით..
წამითაც არ მიფიქრია,რომ მასთან არ მინდოდა..
***
ვუყურებ...მიყურებს..თვალებიდან ცეცხლი მოდის..კანი რაღაც ფერი აქვს..ვერ ვცნობ ან ჩემი დაბრმავებული თვალები ვერ აღიქვამს..
მიღიმის და ვუღიმი...
-გიყვარვარ?-ფილოსოფიურად მეკითხება.
საწოლიდან ვიწევი და ისევ ვიღიმი,მაგრამ ახლა განსხვავებულად..მგონი,უფრო ვნებიანად და შთამბეჭდავადაც კი..
-გიყვარვარ?-ისევ იმეორებს..
-მიყვარხარ..-ვპასუხობს და მკერდზე ვეკვრი..
ახლა აღარაა ცივი..
უკვე დათბა მის ძარღვებში..
ალბათ,აპრილის ბრალია..
უკვე აღარ მეჯავრება დაწოლა,რადგან აღარ მცივა..
ჩემ კანს მისი კანი ეხახუნება..
ის უკვე თბილია...ახლა დავიძინებ და ხვალ სამსახურში წავალ..
რა იქნება მერე?
არ ვიცი,მაგრამ ვიცი,რომ დილას მაქსიმეს ვახარებ,ორსულად ვარ-მეთქი.
რა იქნება მერე?
არ ვიცი,მაგრამ რაღაც ნაწილიც ვგრძნობ,რომ ჩემ სხეულში ბიჭია..



№1 სტუმარი Salo

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნამდვილად კარგი ისტორიაა. სასიამოვნო შეგრძნება დამეტოვა.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Salo
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნამდვილად კარგი ისტორიაა. სასიამოვნო შეგრძნება დამეტოვა.

მადლობ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent