ლეა და კახა (თავი 1)
-კახა დამპირდი რომ იმ გოგოს დაიცავ. -მამა გთხოვ ნუ ლაპარაკობ არ შეიძლება შენთვის. -დამპირდი კახა დამპირდი რომ დაიცავ.. -გპირდები -ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე თქვა და თვალები დახუჭა. -მამა...მამა შემომხედე...?ექიმო მამა არ ახელს თვალებს დამეხმარეთ. -გაბრძანდით გარეთ დამელოდეთ. კოლიდორში დააბიჯებდა კახა და ექიმს ელოდა დედამისის და მისი დის ცრემლებს ვერ უძლებდა.ექიმი გამოვიდა. -ექიმო როგორაა მამაჩემი? -ბატონი გუგა.......ვწუხვარ უნდა გამაგრდეთ.ამ სიტყვებზე ახალგაზრდა მუხლებზე დაეცა და ატირდა,აღრიალდა დაჭრილი ლომივით ღრიალებდა. ………………………………………… დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა -ალო ბატონო კახა ოფისში უნდა მობრძანდეთ სასწრაფოდ. -კარგი სოფო მოვალ მაგრამ რა ხდება.სოფოსგან პასუხი რახან ვერ მიიღო წამოდგა და ჩაიცვა კახამ მამა დაკარგა მისი საყრდენი და მამოძრავებელი ძალა.საუკეთესო მეგობარი დაკარგა მამასთან ერთად ის მისთვის ყველაფერი იყო......… -სოფო შემოდი კაბინეტში და მითხარი რატომ მომიყვანე ასე დილაადრიან აქ. -ბატონო კახა რაც ბატონი გუგა დავკარგეთ ჩვენი კომპანონები ფიქრობენ რომ თქვენ მართვას ვერ შეძლებთ და ამიტომ ჩვენთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებენ ერთი კვირა გაქვთ მათ დასარწმუნებლად თორემ გავკოტრდებით.სოფო გავიდა კახა სავარძელში მიესვენა და ფიქრი დაიწყო ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა რაც მამა დაკარგა საქმის მართვაც არ იცოდა კარგად რადგან გერმანიაში ფოტოგრაფიამ გაიტაცა და სწავლას თავი დაანება მამის იმედი ქონდა ეგონა რომ ყოველთვის გვერდით ეყოლებოდა.. -სოფო ყავა შემომიტანე და შემოდი. -აი ბატონო კახა ინებეთ. -სოფო შენ უკვე დიდი ხანია აქ მუშაობ და იცი რომ მე არ ვიცი საქმის მართვა შეგიძლია რამე მირჩიო? -ბატონო კახა ჩვენი ერთადერთი იმედი ის გოგონაა ვის სწავლასაც მამათქვენი აფინანსებდა როგორც მე ვიცი გუშინ დაბრუნდა ესპანეთიდან. -კარგი სოფო დაუკავშირდი იმ გოგონას და ხვალ ოფისში დაიბარე.კახა ისეთი ამაყი იყო უჭირდა ეღიარებინა რომ ქალის იმედად დარჩა რომ ქალი მასზე ძლიერი აღმოჩნდა.იჯდა და გამოსავალს ეძებდა. …………………………… -გამარჯობა სოფ როგორა ხარ?გუგა ბიძია კაბინეტშია?მიაყარა საბუთებში თავჩარგულ სოფოს ახლად მოსულმა ლეამ. -ლეაააა....კარგად შენ როგორა ხარ. -რავი ვარ რა ალბათ გუგა ბიძია მელოდება ხომ როგორ მომენატრა ვნახავ რა. - ლეა ბატონი გუგა......გარდაიცვალა.ერთიანად გაშეშდა ლეა და გაიყინა სხეულის ყველა უჯრედი ტკიოდა ეგონა რომ მიწა გასკდებოდა და ჩაიტანდა.ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა მან დღეს მეორედ დაკარგა მამა ისევ გამოეცალა საყრდენი სოფომ ფრთხილად დასვა სავარძელზე და უთხრა ბატონ კახას უნდა შენი ნახვა. -მაგას რა ქვის გული აქვს როგორ შეუძლია ახლა საქმეზე იფიქროს მან ხომ მამა დაკარგა.უთხრა სოფოს და ოთახში შევარდა. -თქვენ დაკაკუნება არ გასწავლეს გაბრაზდა კახა და გოგონას შეუბღვირა მაგრამ როცა მის ცრემლებს გადააწყდა სავარძლიდან წამოხტა,გოგონას მიუახლოვდა და მზრუნველი ხმით უთხრა: -რა დაგემართათ შემიძლია რამით დაგეხმაროთ? -კი გუგა ბიძიასთან წამიყვან? უთხრა და კახას მოეხვია.მ1ას ამ შეხებამ მამისთვის მიცემული პირობა გაახსენა და ყველა ტკივილი გაუახლა.გოგონა ფრთხილად მოიშორა და თვალებში ჩახედა. -წავიდეთ მამასთან. მთელი გზა კახა თვალს არ აშორებდა ლეას და ფიქრობდა თუ როგორ ატკინა გული იმით რომ არ მიცა უფლება გუგას გამომშვიდობებოდა სასაფლაოსთან გააჩერა მანქანა და ლეა გადმოიყვანა მანქნიდან როგორც კი მის სასაფლაოს მიუახლოვდნენ ლეა დაემხო მიწას და აღრიალდა,ამის შემხედვარე კახამაც ვერ გაუძლო და ატირდა ლეას გვერდით ჩაიმუხლა.როცა ლეა ტირილს მორჩა ცრემლები შეიმშრალა და კახას მიუბრუნდა. -რატომ არ გამაგებინეთ?რატომ არ მომეცით იმის საშუალება რომ გამოვმშვიდობებოდი ის ხომ ჩემი მეორე მამა იყო მამობა გამიწია როცა ყველაზე მეტად მჭირდემოდა.რატომ? რატომ ამიხსენი ლეამ გონება კახას ძლიერ მკლავებში დაკარგა. თვალები ფრთხილად გავახილე დიდ საძინებელში ვიყავი წამოდგომა ვცადე მაგრამ ვიღაცას თავი ჩემს ხელზე ედო.დავხედე და ნელი დეიდა დავინახე მის დანახვაზე ისევ გუგა ბიძია გამახსენდა და ავქვითინდი.ნელი დეიდა ფრთხილად წამოდგა და ჩამეხუტა. -ლეა მე გავალ საჭმელს ამოგიტან. -არ მშია ნელი დეიდა.ნიაკო სად არის როგორაა? -არა უნდა ჭამო.ნიაკო კარგადაა ვუძლებთ მალე დაბრუნდება უნივერსიტეტიდან და ნახავ.ნელის ოთახიდან გასვლის შემდეგ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. -შეიძლება შემოვიდე? -კი მაგრამ არ მესმის საკუთარ სახში ნებართვას რატომ ითხოვ.ცივად უპასუხა ლეამ.მაგრამ მის გვერდით ჩამომჯდარი კახას თვალები რომ დაინახა გული შეეკუმშა.ნეტა რამდენხანს ტიროდა ალბათ საერთოდ არ უძინია.ლეამ არ იცოდა რომ კახამ მთელი ღამე მის გვერდით გაატარა. -კარგი ახსნა გჭირდება ხომ?ხოდა მომისმინე. -გისმენ. -ყველაფერი იმ დღეს დაიწყო როცა გუგამ ლევანი ბიძიას მანქანა დაარტყა. -ეს უბედური შემთხვევა იყო მე ვაპატიე ყველაფერი გუგა ბიძიას მამა მას არ მოუკლავს ჩემთვის. -შენ აპატიე მაგრამ ის ვერ პატიობდა თავისთავს ეს დანაშაული ტანჯავდა და ახრჩობდა ნარვიულობდა რომ მამა წაგართვა და არ დაისაჯა ფიქრობდა რომ ვერ გივლიდათ საკადრისად შენ და დედაშენს.….მერე ამას ჩემი სწავლის მიტოვება დაემატა მამა ჩემს ყველა ახირებას უსიტყვოდ იღებდა არ შეუშლია ხელი რომ ფოტოგრაფი გავმხდარიყავი მაგრამ განიცდიდა იმას რომ ბიზნესს ვერ მივხედავდი...სიკვდილის წინ კი პირობა ჩამომართვა რომ დაგიცავდი და გაგიფრთხილდენოდი ძმობას გაგიწევდი,შენთან დარეკვა აგვიკრძალა არ უნდოდა გამოსამშვიდობებელი საღამო ჩაგმწარებოდა.აი რატომ არ გითხარით. -ეს მაინც არ გამართლებს ახლა ის მითხარი ჩემი ნახვა რატომ გინდოდა? -უკვე გითხარი რომ ბიზნესის მართვა არ ვიცი შენი დახმარება მჭირდება პარტნიორებმა ერთი კვირა მომცეს იმისთვის რომ დავამტკიცო ღირსი ვარ ამ კომპანიას ვმართავდე და მამაჩემის სახელი არ შევარცხვინო,მე კი ამას ვერ შევძლებ მარტო და არც ისეთი ვინმე მყავს რომ ვენდო.მამა შენ გენდობოდა და ამიტომ მინდოდა შენი ნახვა და შენთან საუბარი. -კარგი გუგა ბიძიას სახელს არ შევარცხვენთ მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.თქვენს კომპანიას ერთად გადავარჩენთ. -ალბათ გინდოდა გეთქვა ჩვენს კომპანიასო რადგან აქციების 10% შენ გეკუთვნის.კიდევ რაღაც მინდა გთხოვო... - არა არ მინდა მე ეს ფული ვერ მივიღებ.რა უნდა მთხოვო?ინტერესით აღსავსე მზერა მიაპყრო კახას. -ჩვენ ბიზნესის გამო ხშირად მოგვიწევს ქვეყნიდან გასვლა,თან ნიაკო ლონდონში მიდის და ამიტომ დედაჩემი და დედაშენი მარტო რომ არ დარჩნენ ჩვენთან გადმოდით საცხოვრებლად ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით მე ორი დედა და ორი და მეყოლება,მამასთვის მიცემულ პირობასაც ადვილად შევასრულებ. …………………………………… ახალი მოთხრობა დავიწყე იმედი მაქვს მოგეწონებათ...ველოდები შეფასებებს იმისთვის რომ გავაგრძელო❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.