შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მწამს (5)


4-11-2015, 22:17
ავტორი keke11
ნანახია 1 971

ძალიან დაღლილი ვიყავი. ფიქრისთვისაც კი ვერ მოვიცალე.ჩამეძინა. მძულდა საავადმყოფოები. ძილითაც კი ვერ დავიძინე წეესივრად.
ალბათ ღამის 2-3საათი იქნებოდა ჩემი პალატის ფანჯარაზე,რომ დააკაკუნა ვიღაცამ. არ შემშინებია. ვიცოდი ასეთ სიგიჟეს მარტო ჯოში გააკეთებდა. ფანჯარა ფრთხილად გავაღე, მეორე მხრიდან ნაცნობი თვალები მიყურებდა.
-წავიდეთ?
-ჩუ!-პირზე ხელი ავაფარე და თვალები ირგვლილ გავაცეცე. გაგიჟდი?სად უნდა წავიდეთ?
-ეგ მე ვიცი. ვერავინ გაიგებს. დილით დაგააბრუნებ.
-ტანსაცმელი?-ვიკითხე დაბნეულმა.
-მოიცა შემოგხედო? ეს პიჟამო გხატავს. წავედით-ხელში ამიყვანა და ფანჯარაში გადამსვა. მინდოდა მეკივლა. არა იმიტომ,რომ მეუხეშა,არამედ აღფრთოვანებისგან. თუმცა თავი შევიკავე. ქვემოთ მანქანა გველოდებოდა. მას ერიკი მართავდა:
-ერიკ,როგორ ხარ?-ვიკითხე დიდი სიხარულით.
-კარგად ლამაზო, შენ?-თვალი ჩამიკრა ერიკმა.
-ძალიან კარგად!
-მშვენიერია. წავედით?-გახედა ჯოშს.
-წავედით-თქვა ჯოშმა და ჩამიხუტა.
ვიცოდი აზრი არ ქონდა მეკითხა სად მივდიოდით. მანქანაში მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა და ჩვენი სუნთქვა.
-მოვედით-მაკოცა ჯოშმა.
-სად ვართ?
-გადადი,
-კარგი.
მანქანიდან მხოლოდ მე და ჯოში გადმოვედით.
-ის... -მინდოდა მეთქვა ერიკი რატომ არ მოდისთქო. თუმცა ჯოშმა გამაჩუმა.
-ის დღეს მხოლოდ მძღოლია.
გამეცინა. მანქანიდან,რომ გადმოვედით 10წუთი ფეხით ვიარეთ. მერე... მერე ჩემს წინ დიდ ველზე მდგარი უზარმაზარი სსახლი გამოჩნდა. ულამაზესი იყო იქაურობა. კართან,რომ მივედით ჯოშმა გასაღები მომცა.
-გააღე.
-ჯოშ შენ... ყოველთვის გამოგდის ჩემი გაკვირვება.
-ეს კარგია.
ამასობაში კარი გავაღე და სახლში შევედით. თავი რომელიღაც ფილმში მეგონა. სახლი უზარმაზარი და ძალიან ლამაზი იყო.
-ბაბი, იცი ეს სახლი დედ-მამამ მაჩუქა დამითხრეს სახლის გასაღები იმისთვის მიმეცა ვინც ოდესღაც ამ სახლის დიასახლისი გახდებოდა.
-მე...ანუ მე... შენი დედ-მამა...-უამრავი კითხვა დამებადა.
-მოდი დავსხდეთ. ცოტა გონს მოდი და მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი.
ჯოში სამზარეულოში გავიდა და იქედან მიყვირა:
-ჩემი გოგო, წყალს მოგიტან გინდა?
-აჰა.
-აი!დამშვიდდი?
-ჰომ-წყალი მოვსვი. მგონი ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ იმდენად არ ველოდი-კისერზე ჩამოვეკიდე და ვაკოცე.
-რამე კითხვა გაქვს?
-ძალიან ბევრი.
-გისმენ.
ვიცოდი ეს უნდა გამომეყენებინა თორემ მეორედ ასეთი შანსი არ მომეცემოდა.
-ჯოშ,სად არინ შენი მშობლები?
-ბაბი, ისინი... ისინი ავარიაში მოყვნენ ორი წლის წინ და დავკარგე-ჯოშს სახე შეეცვალა.
-მაპატიე-ჩავეხუტე. არაფერი უთქვამს. აღარც მე მინდოდა რამე მეკითხა, მაგრამ თითონ მითხრა:
-ბარბი, როცა დრო მოვა შენ იქნები ამ სახლის დიასახლისი-ყელში მაკოცა. გამაჟრიალა.
-წავიდეთ რა?!
-რატომ მოიწყინე?ბოდიში ჩემი ბრალია.
-კარგი რა ჯოშ. წავიდეთ დავიღალე.
-ცოტახანი და წავიდეთ-ადგა. მშვიდი მუსიკა ჩართო და მერე კი ისევ ტახტზე დაჯდა. თავი მის ფეხებზე დავდე. თმებზე მეფერებოდა. ეს თითქოს სრული ჰარმონია იუო. მშვიდი მუსიკა, მე და ჯოში და ჩვენი სახლი... ჩამეძინა.
***
ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი. ტვალის გახელა არ მინდოდა. წარმოვიდგინე ისევ,როგორ ვანერვიულებდი ჩემებს პაალატაში,რომ არ დავხვდებოდი დილით. ერთი მხრივ მიხაროდა ვიცოდი ჯოში ჩემთან იყო.
თვალი გავახილე. ჩემი პატარა. გულში სითბო ჩამეღვარა ისევ პალატაში ვიწექი. გვერდით წერილი იდო: -ბაბ, ისე ტკბილად გეძინა აღარ გაგაღვიძე. უზომოდ მინდოდა მთელი ღამე ჩემთან ყოფილიყავი,მაგრამ დაგპირდი დაგაბრუნებთქო. ჩემი გოგო ხარ. ექიმები ამბობენ დღეს გავუშვებთო. კარგია გარეთ უფრო ხშირად გნახავ. იქნებ მოვახერხო და სანამ გაგწერენ კიდევ გნახო. გკოცნი ბევრს და მიყვარხარ!
ვიგრძენი ცრემლმა როგორ ჩამოწვეთა ლოყაზე. რა მემართებოდა? ვუყვარდიიი...
კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით.
-სალამი ბაბი-პალატაში ცხვირი შემოყო მაიკლმა.
-გამარჯობა. როგორ ხარ?
-კარგად. იცი, კარგი ამბავი მაქვს დღეს გაგწერენ. შენებს ველაპარაკე და თუ არც შენ იქნები წინააღმდეგი მე გაგაცილებ.
-არა პირიქით. გმადლობ.
-ახლა გავალ მოწესრიგდი და წავიდეთ. ეს შენი ტანსაცმელია. რიკმა გამომატანა.-ჩანთა მომაწოდა და უხმოდ დატოვა ოთახი.
***
ჩემი პიჟამოო და ძველი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავყარე. იქედან კი ახალი ჯინსი ამოვიღე და უბრალო ზედა. ჩავიცვი თუ არა ფანჯარაში რაღაც გახმაურდა. რათქმაუნდა ჯოში. ეჭვი შემეპარა ხომ არ მიყურებდათქო, მაგრამ ხმამაღლა არ ვიიკითხე. ფანჯარა გამოვაღე.
-ჩემო პაწუკა-მაკოცა ყელში.
-სულელო. მძიმე არ ვიყავი?
-სულაც არა. ისე ტკბილად გეძინა. მოდი ახლაც ასე ჩაგიყვან დაბლა.
-ისა... ჯოშ... მას მივყავარ...უარი ვერ ვუთხარი.
-ვის მას?-ცოტა ეწყინა ჯოშს.
-მაიკლს. ჩემს გადამრჩენელს.-ცხვირზევაკოცე.
-აა,ხო კარგი. მაშინ ჭკვიანად და მაშიინვე სახლში. არანაირი ყავა და ჩაი გაიგე?
-გავიგე. ეჭვიანობ?-დავცინე.
-სარკე გაქვს? ასეთი ლამაზი ხარ და თან ჩემი. როოგორ არ ვიეჭვიანო?
-დებილო. წადი რა. მელოდება,რომ გამოვიცვალო და გავიდე.
-მიდი ჰო. მეც ადამიანურად დაგხვდებით დაბლა და გავიცნობ.
-კარგი.
მომეჩვენა უნდოდა ეთქვა დიდი ხანია აქ ვარო, მაგრამ გაიცინა და ფანჯრიდან გადახტა. მე გამეღიმა და ვიამაყე იმით,რომ ჩემი იყო. მერე კარი გავაღე და:
-მე მზად ვარ მაიკლ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent