შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საინტერესო მოგზაურობა


4-11-2015, 22:17
ავტორი lizax
ნანახია 2 355

დილით ადრე გავიღვიძე,იმიტომ რომ უნივერსიტეტი საკმაოდ ადრე მეწყებოდა. ავდექი და შევამჩნიე რომ, გარშემო ყველაფერი არეული იყო. “რომ მოვალ აუცილებლად უნდა დავალაგო”-გავიფიქრე ჩემთვის. ძლივს ვიპოვე საჭირო ტანსაცმელი, რომელსაც ჩავიცვავდი,ცოტა მაკიაჟიც დავამატე და სარკეში ჩავიხედე. იქიდან დაბნეული გოგო მიყურებდა. საკმაოდ ლამაზი ყავისფერი თვალებით, კულულა თმებით და სახეზე ძალიან ლამაზი მაკიაჟით. ჩემ თავს გავუღიმე, მაკიაჟის კეთება ნამდვილად ლამაზი ვიცი. ტანზე სადა თეთრი საროჩკა და ჯინსის შარვალი მეცვა. ისე ჩემი ტანი ძალიან არ მომწონდა. ზედმეტი წონა მაქვს და ხუთი კილოს დაკლება ნამდვილად მომიწევს. ეჰ, ცოტა გამხდარი და ლამაზი რო ვიყო კარგი იქნებოდა-გავიფიქრე და ამოვიხვნეშე. ამ დროს დედაჩემმა დამიძახა და მეც სწრაფად ჩავედი სამზარეულოში საჭმელად. დედა უკვე იქ იყო და კვერცხს წვავდა.
-დე მზადაა საჭმელი?-ვკითხე მას. ის უკვე სამსახურისთვის გამოპრანჭული იდგა გაზქურასთან. უცებ ფიქრებმა გამიტაცეს. ყოველთვის მინდოდა დედაჩემისნაირი წარმატებული გაზეთის რედაქტორი, ლამაზი, კარგი ცოლი, უმაგრესი დედა გავხმდარიყავი.
-ჯერ მზადდება.- გამომაფხიზლა მისმა ხმამ- ყავა უკვე აგიდუღე და კვერცხიც ხუთ წუთში იქნება. ისე შენთან სალაპარაკო მაქვს.- თქვა და მკაცრად შემომხედა.- ფსიქოლოგთან უნდა წახვიდე. თან სასწრაფოდ. შენ თვითონაც ხვდები, რომ რაღაც ხდება შენ თავს. მამაშენმა არ იცის მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ საშინლად სწავლობ. სხვა კიდე არაფერს აკეთებ. შეყვარებული არ გყავს,სპორტითაც არ ხარ დაკავებული. უნივერსიტეტის მერე სახლში ზიხარ და არაფრით ხარ დაკავებული. უმეტეს დროს კომპიუტერის წინ ატარებ. ეს არაა ნორმალური. 18 წლის გოგო ასე არ უნდა ცხოვრობდე.
-დედა გასაგებია, მესმის შენი და იცი, რომ ყველაფერს გიყვები, მაგრამ არ მჭირდება ფსიქოლოგი. ის ვერ დამეხმარება.
-რა სისულელეს ამბობ. შენ თვითონ გინდოდა ფსიქოლოგობა ზუსტად იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს დახმარებოდი.- ამ წუთში მივხვდი, რომ ეს კამათი წავაგე და წასვლა აუცილებლად მომიწევდა. თან დედაჩემმა ყველაფერი იცის ჩემს შესახებ და ამას ვერ გადავაფიქრებინებ. ხვდება რომ ჩემ თავს რაღაც უცნაური ხდება.- თან უკვე ჩაწერილი ხარ ერთ-ერთ უმაგრეს ფსიქოლოგთან. მარიმ მირჩია. ისიც დადიოდა ქმარს, რომ დაშორდა. ასე, რომ წადი გთხოვ და თუ გიყვარვარ მარტო ერთხელ ჩემი გულისთვის ცადე.
-კარგი დედა. წავალ, ოღონდ თუ აღარ მომინდა არ დამაძალო რა.
-კარგი გპირდები.-გამარჯვებული ხმით მითხრა დედაჩემმა და გამიღიმა.
-და კიდევ ერთი. გთხოვ მამას არ უთხრა, რომ ფსიქოლოგთან დავდივარ. ხომ იცი ბევრ კითხვას დამისვავს, მე კი ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.
-კარგი რაღაცას მოვიფიქრებ. ახლა კი სწრაფად ჭამე, თორემ დაგაგვიანდება.
მალე შევჭამე და უცებ წავედი უნივერსიტეტში. ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს სკოლა ხომ არაა. ჩემ ჯგუფში ყველაფერი ნორმალურად იყო. აღფრთოვენებული არ ვარ, მაგრამ უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ არ ვწუწუნებ. მოკლედ, როგორც იქნა ჩამთავრდა ლექციები. დედამ ფსიქოლოგის მისამართი მომწერა და მითხრა, რომ ექვს საათზე მასთან უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ როგორც კი გამოვედი ეგრევე მასთან წავედი, თორემ დამაგვიანდებოდა. გზაში ვფიქრობდი იქნებ ჩემ თავში თვითონ უნდა გარკვეულიყო და ვიღაც ქალისთვის ან კაცისთვის არ უნდა მიმეცა უფლება ჩემ ტვინში ჩამძვრალიყო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად მჭირდება ვიღაცის დახმარება. მჭირდება ვიღაცამ მაჩვენოს გზა თუ როგორ ვიცხოვრო და რა გავაკეთო რომ ეს გრძნობა არ დამეუფლოს რაც ეხლა მაქვს. მარტოობის და შიშის გრძნობა, იმის გრძნობა თითქოს არ ვცხოვრობ. თითქოს ყველა წინ მიდის მე კი ერთ ადგილას გავჩერდი და არ ვიძვრი. ეს კი აუცილებლად უნდა გამოვასწორო. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც უკვე იმ სადარბაზოსთან მივედი, სადაც ფსიქოლოგი მუშაობდა. შევაღე კარი, შესასვლელში მჯდარ გოგონას ვუთხარი ვინ ვიყავი, მანაც მითხრა შებრძანდითო და კაბინეტისკენ მიმითითა. ერთ წუთში უკვე კაბინეტთან ვიდექი და სახელურზე მეკიდა ხელი, მაგრამ შესვლა ვერ გავბედე. ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევაღე. იქ ორმოციდან ორმოცდახუთ წლამდე მამაკაცი დავინახე, რომელიც დივანზე იჯდა. “ო ღმერთო ოღონდ კაცი არა. რატომ არ შეიძლება ქალი ყოფილიყო, მას ხომ უფრო ბევრად ადვილად დაველაპარაკებოდი. არაა?! მაინცდამაინც კაცი უნდა დამხვედროდა?”
-მოდი დაჯექი.- გავიგონე უცებ.
-გამარჯობა.-დაბნეული ხმით ვუთხარი და მამაკაცის წინ მდგარ სკამზე დავჯექი.- მეგონა დივანი დამხვდებოდა, რომელზეც უნდა დავწოლილიყავი. კინოებში სულ ასეა ხოლმე.
-სამწუხაროდ ქართველ ფსიქოლოგებს ბევრად ნაკლები ხელფასი გვაქვს საზღვარგარეთელ ფსიქოლოგებთან შედარებით, ამიტომ დივანის ყოდვის უფლებას ვერ ვაძლევთ თავს. სკამით უნდა დაკმაყოფილდე.- სიცილით უთხრა ფსიქოლოგმა.
-კი ბატონო, არაა პრობლემა.- გაუღიმა მარიმაც.
-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.მარი, მე დათო მქვია. ძალიან მინდა რომ დაგეხმარო ყველაფერში, მაგრამ მანამდე ყველაფერი უნდა მომიყვე შენზე.
-რა?
-არ ვიცი, რაც პირველი მოგივა თავში.
-მეც არ ვიცი ეხლა არაფერი მახსენდება.
-კარგი ზოგადი მონაცემები მითხარი. წონა, ასაკი, პროფესია, ჰობი, რისი კეთება გიყვარს.
-18 წლის, ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, წონა სამწუხაროდ 60 კილო.
-გახდომა, ნამდვილად გჭირდება.- მეგობრულად მითხრა ფსიქოლოგმაც.
-ნამდვილად.-გავიცინე მეც- ჰოპბი არ მაქვს. არ ვიცი უნივერსიტეტის მერე ძირითადად სახლში მივდივარ, ან მეგობრებს ვხვდები.
-კარგი. რა გიყვარს უცებ ჩამომითვალე დაუფიქრებლად,
-სიმღერა, მშობლები, წერა, მეგობრები, ნათეს……
-საკმარისია. პირველი სიმღერა თქვი, ესე იგი ძალიან მნიშვენლოვანია ის შენთვის. მღერი?
-კი ცოტას. ბავშვობაში დავდიოდი სტუდიაში,შემდეგ ხმა დამეკარგა ახლა მაღალ ნოტებს ვეღარ ვიღებ და ხმა უცნაური გამიხდა. ახლა ჩემ ხმაში არაფერი ზედმეტად გასაკვირი არაა, ამიტომ დავანებე თავი.
-აი შენი ყველაზე დიდი შეცდომა. მისმინე მარი, შენი ხმა განსაკუთრებული მარტო იმიტომაა, რომ თუნდაც სხვა მომღერლებს შეუძლიათ მაღალი ნოტების აღება შენ კიდევ არა. ცხოვრების აზრი არაა სხვებივით მაღალი ნოტები აიღო, ცხოვრების აზრი ისაა, რომ შენი ბუბნებრივი, შენი ნატურალური, უცნაური ხმით შეებრძოლო ყველას და დაამტკიცო, რომ შეიძლება ძალიან მაღალი ნოტების აღება საჭირო არაა და ასეთი ხმაც ძალიან ლამაზია. შენ ალბათ მოხვედი იმისთვის, რომ მე გითხრა რა უნდა უქნა შენ ცხოვრებას, მაგრამ სინამდვილეში ამას ვერ გეტყვი,იმიტომ რომ ესაა მთელი ძალიან ლამაზი, უცნაური და საშიში მოგზაურობა, რომელსაც ყველა ადამიანი სხვადასხვა ადგილზე მიყავს. შენ ყველაფერი წინ გაქვს, მაგრამ მე უნდა გასწავლო წამით ტკბობა და იმის გაკეთება რაც გიყვარს ამ მომენტში და ცხოვრების ამ პერიოდში, თორემ დროს უბრალოდ ტყუილად დაკარგავ.ახლა კი მაინტერესებს რამე ინსტრუმენტზე დაკვრა შეგიძლია?
-არა.
-მომღერალი კარგი მომღერალი ვერ იქნება, თუ ერთ ინსტრუმენტზე მაინც არ უკრავს. ერთი წუთი მაცადე მოვალ ეხლავე.- ეს თქვა ადგა და გავიდა. ხუთ წუთში შემოვიდა და ისევ ჩემ წინ დაჯდა.
-მოკლედ შენი დავალება ეს იქნება: ორშაბათიდან იწყებ ფირტეპიანოზე სიარულს. ძალიან კარგი მასწავლებელი გყავს სხვათა შორის. და რაც მთავარია დედაშენთან გაზეთში კორესპონდენტად იმუშავებ და ისე გადაიხდი ფორტეპიანოს ფულს. იყო ფინანსურად დამოუკიდებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ოღონდ ხელფასი გამომუშავებაზეა და იცოდე თუ არ იმუშავებ ვერაფერს მიიღებ. ყველაფერი გასაგებია? უარი არ მიიღება.
-გასაგებია, მაგრამ დედაჩემთან ეს შეათანხმეთ უკვე?
-კი უკვე შეთანხმებულია. ეს თავიდანვე ერთად დავგეგმეთ. პლიუს ამას აუცილებლად მიხედე სწავლას ჯიპიეი სამზე ნაკლები არ უნდა გქონდეს. ამასაც შევამოწმებ. და დღიურს დაწერ ყოველდღე. მინდა რომ ყველაფერი დაწერო რასაც გრძნობ. ეს ემოციებისგან გათავისფლებისგან დაგეხმარება შენგან ყველაზე წარმატებული თვრამეტი წლის ახალგაზრდა გოგო უნდა დავაყენოთ. ახლა კი ჩვენი დღევანდელი სეანსი დამთავრებულია. შეგიძლია წახვიდე.
-კარგი, დიდი მადლობა. ნახვამდის.
-ნახვამდის. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა – ჩემთვისაც მეთქი ვუთხარი , გარეთ გამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. “მე მგონი ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. თან ძალიან კარგი ადამიანი გამოდგა. ვნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრისგან”- გავიფიქრე და სახლისკენ მიმავალი მარშუტკა გავაჩერე.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

კარგია,მაგრამ შეცდომები გამოასწორე.საზღვარგარეთელი კი არა,ამ შემთხვევაში უცხოელი უნდა დაგეწერა.

 


№2 სტუმარი rima

dzalian kargia rogor momewona <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent