შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება. თავი 4


5-11-2015, 13:23
ავტორი Lonely Giirl
ნანახია 3 056

ოთახში შუქი ძლივს ანათებდა, ბჟუტავდა.
შიშისგან სულ ვკანკალებდი.
სად ჯანდაბაში ვიყავი..
საწოლზე თეთრი, მაგრამ უკვე გაშავებული მატრასი იდო, რომელიც რამოდენიმე წუთისწინ შევამჩნიე რომ ყარდა. ყველა კედლის კუნჭული მოვათვალიერე მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. არცერთი ნივთი არ იდო ოთახში. ისევ კართან მივედი. ვეჯაჯგურე, მაგრამ შედეგი არ ქონდა... მერე ბრახუნზე გადავედიი..
-გააღეთ!!-ვყვიროდი უშედეგოდ. ბოლოს დავიღალე და კედელს ზურგით მივეყრდენი. თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე.
ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე.
ალბათ რამოდენიმე საათი ვიჯექი ასე. ბოლოს როგორც იქნა კარები გაიღო.
ოთახში ნიღბიანი კაცი შემოვიდა. შეშინებულმა უკან დავიხიე, ის კი ჩემსკენ წამოვიდა. ხელები ჩემსკენ გამოწია. ვცადე შეწინააღმდეგება და გაწევა, მაგრამ თმაში მწვდა.
ტკივილისგან ავწკმუტუნდი და მექანიკურად დავემორჩილე. ოთახიდან ასე წამათრია და შავ კორიდორში გამიყვანა. რამოდენიმეჯერ გადავუხვიეთ და ბოლოს ისეთივე კართან მივედით, როგორიც იმ ოთახს ქონდა სადაც მე ვიყავი. ოთახის კარები გასაღებით გააღო და შიგნით შემაგდო. იმწამსვე იატაკზე დავენარცხე. აცრემლებულმა ჩემს თავთან ფეხები დავინახე. ზემოთ ავიხედე და გოგონები დავინახე.
-ეხლა ყველამ მომისმინეთ!!-დაიღრიალა კაცმა.გოგონებმა უკან დაიხიეს. მე წამოვდექი და კაცისგენ შევტრიალდი.-თქვენ იმყოფებით რეალით შოუში: "გადარჩენა"-კაცმა ისტერიკული სიცილი მორთო.-ვხუმრობ. თუმცა რაღაც მხრივ არა. აი იმ კამერას ხომ ხედავთ? -ხელი მარცხნივ გაიშვირა. -მაქედან მთელი ქვეყანა გიყურებთ. მიესალმეთ. თქვენი ნაცნობებიც იქნებიან მათ შორის. მათ გაუღიმეთ..-თითქოს ჭკუას გვარიგებდა ცინიკური ხმით.-თქვენ ჩემს თამაშს თამაშობთ. თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია. იცით რამდენი ხანი გარჩევდით? ზოგი ფიზიკურობით ავარჩიე, ზოგი სიშტერით, ზოგი სიძლიერით, ზოგი სინაზით, ზოგი ოჯახით და ასე შემდეგ... აქ 10 გოგო ხართ. ერთმანეთს არცერთი თქვენგანი არ იცნობთ. გაიცანით იქნებ წაგადგეთ, ან პირიქით.თამაშის წესები კი ასეთია.
თითო თამაშზე 1 გოგონა მოკვდება-თქვა კაცმა და გოგონების რეაქციას დაელოდა. თვალი უკან გავაპარე და მათ შევხედე. ყველას შეშინებული სახე ჰქონდა. ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და თვალსაც ვერ უსწორებდნენ კაცს.-საჭმელსა და წყალს რაც შეეხება უნდა დაიმსახუროთ. ბოლოს ვინც გადარჩება ის თავისუფლებას მოიპოვებს. ეს ბედნიერი კი მხოლოდ ერთი გოგონა იქნება რომელიც თქვენს შორისაა. სულ ესაა და მინდა ბოლოს დაიმახსოვროთ.. ნურავის იმედი გექნებათ. დარღვევების შემთხვევაში და ასევე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაისჯებით. - თქვა კაცმა და კარები გაიხურა. ოთახში გოგონები და გაოგნებული მე დავრჩი.
ან რა დახმარება უნდა მეთხოვა, ან ვისგან?? გოგონებისკენ შევტრიალდი და მათი დათვალიერება დავიწყე.
შეშინებულებს ყურები ჩამოეყარათ. სახეზე დაუბანლობისგან შავი ლაქები ჰქონდათ. ტანსაცმელი ნორმალური მაგრამ ისიც გაჭუჭყიანებული, ეს კი იმაზე მეტყველებდა რომ ისინი აქ დიდი ხანია რაც იყვნენ.
მარტო რომ არ ვიყავი თითქოს პანიკა ნაწილობრივ ჩაწყნარდა, მაგრამ ბოლომდე განა როგორ ჩაწყნარდებოდა??
-რა ხდება აქ?? აქ როგორ მოხვდით?? - ვიკითხე ანერვიულებულმა. პასუხი კი არავინ გამცა. გოგონები დაიშალნენ და ზოგი რომელ კუთხეში მოიკუნტა ზოგი რომელში..
ოთახში სიბინძურე იყოო.. აქა-იქ რამოდენიმე სკამი, 3 საწოლი და 1 მაგიდა იდგა. სხვა არაფერი, გარდა იმისა რომ იმაზე დიდი ოთახი იყო ვიდრე ის ოთახი, სადაც რამოდენიმე წუთის წინ ვიყავი..
-ვინმემ რამე მითხარით.. აქ საიდან მოხვდით??-გავიმეორე ისევ და ეხლა ერთი გოგონას ყურადღება მივიქციე მხოლოდ.
-საიდანაც შენ, ჩვენც იქედან ძვირფასო. -თქვა ქერამ.
-აქედან როგორ უნდა გავიდეთ??-ვთქვი და იმ საიდუმლო გასასვლელის ძიება დავიწყე რომელიც არ არსებობდა.
-უკვე ვეძებეთ კარგო. აქ არაფერია. აქედან ვერ გახვალ.-თქვა ისევ ქერამ, ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
-რაღაც უნდა იყოს-ვთქვი ნერვიულად და არ დავნებდიი..
-შენი ნებაა, ეძებე... -თქვა და ხმა აღარ გაუცია. მისთვის იჯდა საწოლის კიდეში და კედელს მიშტერებოდა.
ბოლოს ვერაფრის პოვნის შემდეგ, რადგან ქერას გარდა ხმა არავინ გამცა, ისევ მასთან მივედი. გვერდით ჩამოვუჯექი და ვეკითხები.
-რა გქვია?
-ლინდა. -ისევ არ განძრეულა...
-მე ნია მქვია. -ვთქვი და რადგან ინტერესი ვერ შევატყვე, პირდაპირ საქმეზე გადავედი.
-აქ რა ხდება ლინდა?
-არ ვიცი. რაღაც უნდა ვითამაშოთ.
-რა თამაშია?
-არ ვიცი. მეათე გოგონას ველოდებოდით და დავიწყებდით. როგორც ჩანს შენ ძალიან ადრე გამოჩნდი და მალე ვიღაც მოკვდება..
-რომ არ ვითამაშოთ?-ვთქვი ჩუმად.
-დაისჯები. ან საჭმელს არ მოგცემენ, ან წყალს. -თქვა და გაჩუმდა. მეც კითხვები აღარ მქონდა და წამოდგომა დავაპირე.
-ნია! შენ როგორ აგირჩიეს?-მკითხა მოულოდნელად.
- არ ვიცი. არჩევა როგორ ხდება??
-მაგალითად, მე იმის გამო ამირჩიეს რომ არავინ მყავს. მარტო ვცხოვრობ. მშობლები არ მყავს და ჩემებიდან არავინაა ისეთი, ვინც ალბათ პასუხს მოთხოვს მათ თუ რამე მომივა...-თქვა მოწყენილმა. მეც დავფიქრდი.
ჩემზეც იგივეს თქმა შეიძლებოდა ალბათ. ძმა და რძალი თავს არ მოიკლავდა ჩემზე. არც მამაჩემი გამოჩნდებოდა გადაკარგული საიდანღაც. დედაჩემი?? უკვე იმდენი ხანია არ გვილაპარაკია, ალბათ ჩემი არსებობაც აღარ ახსოვს. მეეჭვება მიცნოს კიდეც ამ კამერაში.
"კამერა"- გავიფიქრე უცებ.
"გიორგის მაინც ეცოდინება სად ვარ."-გავიფიქრე და კამერას ავხედე რომელიც ჩემს თავზე იყო.
-იმედია მართლა ჩართულია. ვინმეს მაინც ეცოდინება ჩვენს შესახებ. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს. -ვთქვი მე. ლინდას გაეცინა.
-აქ ვერავინ დაგეხმარება ძვირფასო. ვერც გარედან და ვერც შიგნიდან. ყველა საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძოლებს. როგორც ვიცი თამაში ხვალიდან დაიწყება. კამერასაც ხვალ ჩართავენ. აქამდე გამორთული იყო.
-რამდენი ხანია აქ ხარ?-ვკითხე მე. ლინდამ თითებზე რაღაცის ანგარიში დაიწყო. ბოლოს გამოთვალა და ამომხედა.
-36 დღეა. წყეული 36 დღეა რაც აქ ვარ. ვინ დაგეხმარება, როცა არავინ არ გიცნობს?-თქვა ჩუმად. ხმაში სიცილი ერეოდა, პატარა თხელი ტუჩები უკრთოდა.. მისი თეთრი სახე ჭუჭყისგან გაშავებული იყო. ანდა ეს ვის ანაღვლებდა ეხლა?? ისე იქცეოდა გეგონებოდა ჭკუიდან შეიშალაო. ანდა რაიცი რა დღეები გაატარა ამ ადგილას. 36 დღე.. წარმოდგენაც კი არ მქონდა რას გრძნობდა იგი იმ წუთას.
თანაგრძნობას ვაპირებდი, როცა კარებზე ბრახუნი გაისმა. მექანიკურად ყველა გოგომ უკან დაიხია. ყველა დიდი მანძილით მოშორდა კარებს.
-რა ხდება?-ვთქვი მე და კარებისკენ წასვლა დავაპირე.
-2 ბრახუნი ნიშნავს რომ საჭმელი მოიტანეს.-თქვა ლინდამ ისე რომ თავიც არ მოუბრუნებია.
კარები გაიღო მე კი მის წინ ვიდექი. ოთახში ნიღბიან ბიჭს გორგოლაჭებზე დადებული თეფშები, და რაღაც სოუზი მოჰქონდა. ჩემს დანახვაზე გაჩერდა. ჯიბიდან რაღაც ამოიღო და თქვა:
-უკან დაიხიე თორემ ეხლა მიიღებ!! არ იცი სად უნდა იდგე??-მექანიკურად უკან დავიხიე. შეშინებული ვუყურებდი ნიღბიანს. ის კი ბრაზიანად ელოდებოდა როდის გავიწეოდი. გოგონებისკენ მივიწიე. ნიღბიანმა მაგიდა ნელა შემოაგორა. ყველა გოგოს აკვირდებოდა, ყველაზე მეტად კი მე.
-დღეს ეს თქვენი ბოლო საკვებია. სუპი გაგიკეთეთ. ხვალ თამაშია და დაგეხმარებათ მოღონიერდეთ. ეს ეხლა გჭირდებათ.-თქვა და მაგიდიდან მაგიდაზე თეფშები დაალაგა. -მოდით! -თქვა მან. გოგონებმა მისვლა დაიწყეს, მაგრამ ცალ-ცალკე. ჯერ ერთი მიდიოდა, მერე მეორე. ნიღბიანი კი ყველა გოგოს, რომელიც თითო თეფს იღებდა სუპს უსხამდა, მერე პურს აძლევდა და ეუბნებოდა რომ თეფში არ დაეზიანებინა. ბოლოს ჩემი ჯერიც მოვიდა. მივედი.
-შენ ახალი ხარ არა?-მკითხა მოულოდნელად.
პასუხი არ გამიცია რადგან მისი შემეშინდა.
-კარგი გოგო აურჩევიხარ. გამორჩეული ყველას შორის. ლამაზი ხარ. იმედია დიდხანს გაძლებ -ისევ არ გამიცია ხმა.-ჰო და იცოდე კიდევ. როდესაც 1 ბრახუნია ე.ი. თამაში იწყება. როდესაც 2 ბრახუნია, ეს საჭმელს ნიშნავს, რაც იმას ნიშნავს რომ კარებს რაც შეიძლება დიდი მანძილით უნდა მოშორდე. და თუ არ მოშორდები ელექტრო შოკს მიიღებ.-თქვა და ხელში რაღაც დამანახა რაც ალბათ ელექტრო შოკის მანქანა უნდა ყოფილიყო.-3 დაბრახუნება წყალის მოტანას ნიშნავს. 4 დასვრილი თეფშების გატანას. ეს ორი უკანასკნელიც ნიშნავს რომ კარებს უნდა მოშორდე. 5 დაბრახუნება კი თქვენს ოთახებში გასვლას. რაზეც ასევე უკან დაიხევი და სათითაოდ გაგიყვანთ ოთახებში. გასაგებია?-თქვა ნიღბიანმა და მომაჩერდა. სუპი ჩემთვის დასხმული არ ჰქონდა.
-გასაგებია.-ვთქვი მე და მხოლოდ ეხლაღა დაასხა სუპი. პური მომაწოდა და მეც უკან დავბრუნდი.
სუპი რათქმაუნდა უგემური და წყალწყალა იყო. სხვა გზა არ იყო. გავიგე დღეში 1 ხელ აჭმევდნენ და მეც მშიერმა მაინც დავხვრიპე. ზოგმა გოგომ შევამჩნიე პური როგორ დამალა და მეც გადავწყვიტე პური არ მეჭამა.
3 ბრახუნი გაისმა. ეს წყალს ნიშნავდა. ყველამ უკან დავიხიეთ. ოთახში ისევ ნიღბიანი შემოვიდა. ამჯერად სხვა იყო რადგან წინა ნიღბიანზე მაღალი იყო.
გოგონები სათითაოდ მივიდნენ წყალზე ჭიქით წყალი დალიეს და ჭიქა ისევ ფოდნოსზე დადეს, სადაც მხოლოდ გრაფინით წყალი და 1 ჭიქა იდო.
მეც მივედი. ბიჭმა წყალი დამისხა და ჭიქა მომაწოდა.
-დაუჯერებელი გოგონა ხარ. -თქვა ნაწყენმა ბიჭმა. გაკვირვებულმა ავხედე და ჭიქა ხელში გამიშეშდა.
-სახლიდან რატომ გამოდი? სულელი გოგონა ხარ. -გავშრი. ეს ხომ გვირილების ბიჭი იყო?? იქნებ ვცდებოდი? მაგრამ რა იცოდა სახლიდან გასვლის შესახებ?
-თქვენ საიდან იცით?-ვიკითხე დაბნეულმა.
-წყალი დალიე!-თქვა მკაცრად და გოგონებს გადახედა. მგონი არ უნდოდა შეემჩნია რომ ვიცნობდი.-შენ იცი მე ვინც ვარ. გოგონებთან რამე წამოგცდება და ინანებ!!-მითხრა ჩუმად ისე რომ გოგონებს არ შეემჩნიათ. უკან ფრთხილად მივიხედე და შევამჩნიე ყველა გოგო ჩვენ გვაკვირდებოდა.
-ამას რატომ აკეთებთ?-ვთქვი ჩუმად, როცა ბიჭისკენ გავიხედე.
-მაგას სხვა დროს გეტყვი, როცა ისევ შევხვდებით. ოღონდ ეხლა არა და აქ არა. მთავარია არავინ გაიგოს, რომ გელაპარაკე. -შედარებით რბილად მითხრა ბიჭმა.
-დიდხანს იზოზინებ??!!!!!-დაიღრიალა უცებ. მე შეშინებულმა წყალი ჩქარა დავლიე და ჭიქა ფოდნოსზე დავდე. უკან გამოვბრუნდი და ლინდას გვერდით საწოლზე ჩამოვჯექი. მერე მივხვდი რომ ეს ყვირილი გაითამაშა გოგონების გამო.
გვირილების ბიჭი გარეთ გავიდა.
-რაზე ელაპარაკებოდი?-მკითხა ლინდამ.
-არაფერზე. ვთხოვე რომ აქედან გავეშვით.-მოვატყუე ლინდა.
ლინდამ გადაიხარხარა. მე გაკვირვებულმა შევხედე.
-მერე რაო? მოწესრიგდი და გაგიყვანო? -ხარხარით თქვა ლინდამ. მე თავი ჩავღუნე.-აქ არავინ დაგეხმარება!-ეხლა სერიოზულად თქვა ლინდამ და ზურგი შემაქცია.
სხვა გოგონებიც საწოლზე იჯდნენ. 3 საწოლი ერთმანეთზე შეტყუპებული იყო და ყველანი მასზე ვიყავით მოკალათებული.
ცოტა ადგილი ჩემთვისაც გამოინახა და საწოლზე მოვიკუნტე. ჩემს გვერდით ლინდა იწვა მაგრამ ზურგით. მეც ზურგი შევაქციე და სიცარიელისკენ შემოვბრუნდი.
ძალიან მეშინოდა ხვალინდელი დღის. აქედან გაღწევა მინდოდა.
კამერას ავხედე.
"იქნებ გიორგი როცა დამინახავს მომძებნოს და დამეხმაროს. ან იქნებ და მოგვატყუეს სულაც არ გვიყურებს მთელი ქვეყანა.. მაშინ? მაშინ რა იქნება? გიორგი აღარ მომძებნის? ან სად უნდა მომძებნოს?"- ვფიქრობდი მე და კედლების თვალიერება დავიწყე რომ როგორმე მივმხვდარიყავი სად ან რა შენობაში ვიყავით. რათქმაუნდა ვერაფრით მივხვდი.
გიორგის სიტყვები გამახსენდა: "სულ შენთან ვიქნები." მასთან ყოფნა ეხლა ყველაზე მეტად მინდოდა. ვიცი აქ რომ ყოფილიყო დამამშვიდებდა და აქედანაც გამიყვანდა. მის გვერდით არაფრის მეშინოდა, არასდროს..
გიორგიზე ფიქრში ჩამეძინა. შიში ძილშიც ჩამყვა და რაღაც საშინელი სიზმარიც ვნახე.
ლინდამ გამომაღვიძა.
-1 ბრახუნი იყო. თამაში იწყება. კამერაც ჩაირთო. გაიღვიძე.-უცებ წამოვვარდი და კამერას ავხედე. მის წინ კარგად დავდექი რომ თუ გიორგი უყურებდა, სადაც გავიდოდა ეს ვიდეო, მიცნობდა რომ მე ვიყავი.
-რას აკეთებ? ეს ტანსაცმელი ჩაიცვი. - გამომაფხიზლა ლინდამ. მისკენ გავიხედე. მან ცელოფანი მესროლა. ცელოფანზე ჩემი სახელი ეწერა დიდი ასოებით. "ნია"
შიგ ჩავიხედე შავი სპორტიულები იდო. სხვებს გავხედე მათაც ისეთივე სპორტიულები ეცვათ. ზოგი კი იცმევდა. სადღაც კუნჭულში მივეფარე (ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში მგონი კამერისთვის მიფარებული ვიყავი.) და ჩაცმა დავიწყე. კიდევ დააბრახუნეს კარზე ერთხელ და ყველა გოგომ უკან დაიხია. ოთახში ნიღბიანი შემოვიდა.
-რადგან ყველა აქ ხართ და კამერაც ჩართულია, თქვენ და მაყურებელსაც წესებს აგიხსნით. თქვენ დაგირიგდებათ ფანრები, რომლის მეშვეობითაც ლაბირინთში საკვებსა და წყალს იპოვნით. ვინც პირველი იპოვნის, საკვები და წყალიც მისია. ამავდროულად ლაბირინთში იქნება ერთი ჩვენგანი რომელიც მოკლავს, იმ ერთს რომელიც მას შეხვდება. გისურვებთ გადარჩენას-თქვა ნიღბიანმა და ერთი გოგოს გაიყვანა სცადა. მან შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ნიღბიანმა სახეში დაარტყა. ძირს დაცემული გოგონა კი წამოაყენა და ისე გაიყვანა გარეთ. მეტი გოგონა ამ ინციდენტის მერე აღარც შეწინააღმდეგებია.
ლინდას გაყვანის ჯერიც მოვიდა. მე გამომხედა და წარმატებები მისურვა.
ბოლოს ჩემი ჯერიც დადგა, რადგან ბოლომ ჩავიცვი. კაცმა ხელი ჩამავლო და კორიდორში წამათრია.
-რატომ აკეთებთ ამას?-ვკითხე მე მაგრამ პასუხი არ მიმიღია. კაცი სწრაფი ნაბიჯებით მიმათრევდა კორიდორში, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. როცა კარების წინ დავდექით მან ხელში ფანარი მომაწოდა და ოთახში შემაგდო. იმწამსვე კარებისკენ მოვბრუნდი რომლის გაღებაც ისევ ვცადე.
-ძალიან გთხოვთ გააღეთ! რა დაგიშავეთ ან მე ან ამ გოგოებმა? გაგვიშვით გთხოვთ-ვაბრახუნებდი კარებზე. მის გაღებასაც ვცდილობდი მაგრამ ის უკვე ჩაკეტილი იყო. უკან მოვბრუნდი და დათვალიერება დავიწყე.
ეს ოთახი არ იყო. ვიწრო კორიდორი იყო რომელშიც გავლა აქედანვე მზარავდა. გოგონების ხმა საიდანღაც მესმოდა.
-ვინმე არის აქ?-ყვიროდა ვიღაც. ვიღაცამ პასუხიც გასცა.
-კი, სად ხარ?? ვერ გპოულობ. ხმა საიდან ისმის?
მე კი გაშეშებული ვიდექი. შემდეგ ერთი კორიდორი გავიარე და ერთმანეთს შევადარე. კორიდორში უამრავი კამერები იყო.
-მოემზადეთ. 10 წამში შუქი ჩაქვრება. გისურვებთ გადარჩენას. -არსაიდან გაისმა კაცის ცინიკური ხმა.
შეშინებულმა კარებისკენ დავბრუნდი. ამასობაში შუქიც ჩაქვრა და ფანარი სასწრაფოდ ავანთე. მესმოდა გოგონების სირბილი და მათი ქვნეშა. მე კი ერთ ადგილზე ვიდექი და არ ვინძრეოდი.
განათებული კორიდორი საშინლად მეჩვენებოდა.
ან კი რა საჭირო იყო შუქის ჩაქრობა და ფანრების განათება? ლაბირინთში ისე სირბილი განა არ შეიძლებოდა??
"იქნებ ის ნიღბიანი ფანრის შუქის მეშვეობით ხვდება ვინ სად არის?"-გავიფიქრე უცებ. შეშინებულმე კარებს ავეტუზე და შუქი ჩავაქვრე. ჩავიკეცე და გავისუსე.
გოგონებმა ყვირილი დაიწყეს. ფეხს აუჩქარეს. ეხლა უფრო კარგად მესმოდა მათი ძლიერი ქოშინი.
რაში უნდა გდომებოდა საკვები და წყალი, როცა სიცოცხლეს რისკავდი? ამაზე წამსვლელი არ ვიყავი. მერჩივნა მეშიმშილა. მერჩივნა შიშისგან გული გამოსკდომოდა, ვიდრე არ მცოდნოდა როგორ მოვკვდებოდი, თანაც რის გამო? საკვების გამო?
კარგა ხნით ისმოდა გოგონების კივილი. მე კი ყურებზე ხელი ავიფარე და ვეცადე მათი ხმები ჩამეხშო. არაფერი გამოვიდა. ყვირილი ისევ არ წყდებოდა.
-ძალიან გთხოვთ. არაა.. გთხოვთ. -ვიღაცის მუდარა ისმოდა. ბოლოს მისი ხმა აღარ გამიგონია. უცებ სინათლე აინთო.
ხელები გამოვწიე და ვცადე ვინმეს ხმის გაგონება. ფეხის ხმა მიწყდა. ალბათ სინათლეზე ყველა გაჩერდა.
-თამაში დამთავრებულია. საკვები და წყალი ვერავინ იპოვა. ერთი გოგონა კი გამოეთიშა თამაშს. ადგილებზე დარჩით. ყველას სათითაოდ გამოგიყვანთ. -კაცის ხრინწიანი ხმა მოწყდა მიკროფონს და სიჩუმემ დაისადგურა.
ადგილზე დავრჩი და დიდხანს ველოდე კაცს ვინც აქედან გამიყვანდა.
ვლოცულობდი ეს გვირილების ბიჭი ყოფილიყო, რადგან დანარჩენების უკვე ძალიან მეშინოდა, მისი კი არა.
ჩემი კარებიც გაიღო. სწორედ ის კარები, რომლითაც შემოვედი.
კარებში სამი ნიღბიანი გამოჩნდა. შიშისგან ორმაგად ავკანკალდი და უკან დავიხიე.
-მაშ ასე. ჩვენი ბოლო გასაყვანი გოგონა ის არის ვინც თამაში არ ითამაშა!-თქვა კაცმა, რომელიც სავარაუდოდ მიკროფონთანაც უნდა ყოფილიყო ცოტა ხნის წინ. ის პირველი იდგა ნიღბიანებს შორის. 2ნიღბიანი კი უკან ედგა. ალბათ ის იყო ყველაფრის უფროსი.
მომიახლოვდა და წინ დამიდგა.
-რითი დავსაჯოთ?-კოლეგებს აზრი კითხა.
-პირველ ჯერზე ჯობია ვცემოთ. -თქვა ერთ-ერთმა.
-კარგი აზრია. -თქვა ხრინწიანმა და სახეში დამარტყა. იატაკზე მექანიკურად დავენარცხე და მხოლოდ მერეღა ამტკივდა სახე. კაცმა შემომაბრუნა და ისევ დამარტყა. ისევ და ისევ.
დათვლით არდამითვლია, მაგრამ ბევრჯერ დამარტყა. იმდენჯერ რომ ვეღარც ვგრძნობდი მის დარტყმულს. მხოლოდ სახეზე ცხელ სისხლს ვგრძნობდი რომელიც ჩემი ცხვირიდან წამოვიდა. არც ტუჩი მექნებოდა ნაკლებად.
კაცი მიხვდა რომ დარტყმას ვეღარ ვგრძნობდი და 3 ჯერ ჩამარტყა დაცემულს წიხლი მუცელში.
ეს კი ყველაზე კარგად ვიგრძენი. ტანში ტკივილმა დამიარა მაგრამ ყვირილის თავიც არ მქონდა. ტკივილი ჩემში ჩავკალი. თუ ჩაკვლა ქვია... ისეთი მწარე ტკივილი მქონდა ბოლო დიდხანს არ გატანებულა. ტკივილისგან გავითიშე.
სახე მეწვის. ვგრძნობ რომ ვიღაც სპირტს მისვამს და ნატკენ სახეს უფრო მტკენს. თვალები გავახილე და პირველი ოთახის ჭერი დავინახე. მერე ვიღაცამ გახეთქილი წარბიდან წამოსული სისხლი ბამბით მომწმინდა და ტკივილისგან შევინძერი. მუცელიც ამტკივდა და მეტად აღარ გავნძრეულვარ. ბამბიან ხელს თვალი გავაყოლე და გვირილების ბიჭი დავინახე. შემეშინდა, მაგრამ განძრევის თავი არ მქონდა და მხოლოდ სახეზე დამეტყო.
ბიჭი წყნარად და ვითომ ვერც შეამჩნია რომ გავიღვიძე ბამბით მიწმინდავდა სახეს. ნიღაბი აღარ ეკეთა.
მის სახეს გარკვევით ვერ ვხედავდი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ მშვიდი იყო. ძალიან მშვიდი.
-დაუჯერებელი გოგო ხარ.-თქვა მშვიდად. ლაპარაკის თავი არ მქონდა, ყველაფერი მტკიოდა. ხმა არ გამიცია.
-არავის უთხრა რომ მე გაგიწმინდე სახე, თან უნიღბოდ. არავის უთხრა რომ გეხმარები. გაიგე?-ბიჭს ნათქვამზე შეძლებისდაგვარად თავი დავუქნიე. მან თავისი საქმე განაგრძო.-3 ტოსტი მოგიტანე. მეტი ვერაფერი მოვახერხე. საჭმელს აკონტროლებენ, ეს კი ეგონებათ რომ ჩემთვის მინდოდა. როცა მოგინდება მაშინ ჭამე. აქ აღარავინ შემოვა ჩემს მეტი. წყალიც გაქვს და არავის უთხრა რომ მოგეცი ეს ყველაფერი.-დაამატა მან. მე ცრემლებმა მძლია და ავტირდი.
-რატომ აკეთებთ ამას?-ვთქვი ჩუმად. ბიჭმა ამოიხვნეშა. გაწმენდილ ლოყაზე ხელი ნაზად ამისვა და გამიღიმა.
-შენ არაფერი მოგივა. ვეცდები. ეს ყველაფერი კი თანხებთანაა დაკავშირებული. გადაღებული ვიდეო ერთ-ერთ საიტზე დაიდება. საიდანაც უამრავი ფული შემოვა. მეტის თქმა არ შემიძლია. -ლოყიდან ხელი აიღო და წარბზე რაღაც დამაკრა.
ფოდნოსზე რაღაც წამალი ედო. გამომიწოდა.
-დალიე. მუცლის ტკივილებს შეგიმსიბუქებს. მოვლითი ტკივილები გექნება.
-რა ვიცი რომ არ მატყუებ?-ვთქვი მე და მის სახეს დავაკვირდი. სახე არ შეცვლია.
-რაში მჭირდება? აქაც არ შემოვიდოდი. არ დაგეხმარებოდი.
-მაშინ რატომ მეხმარები ყველაფერი იმის შემდეგ რაც გამიკეთე?
-მე შენთვის არაფერი გამიკეთებია. არცერთი გოგოსთვის. მე შენ გაკვირდებოდი უბრალოდ. შენზე ყველაფერი გავიგე.
-შენ ამ ყველაფრის მონაწილე ხარ!-გავაწყვეტინე მე. ბიჭმა ამოიხვნეშა.
-თეორიულად.
-პრაქტიკულადაც!-გავმწარდი მე, რადგან ტკივილებმა შემომიტია. ავწრიალდი. სახეც მტკიოდა და მუცელიც.
ბიჭისკენ გადავიხარე და წამალი გამოვართვი. მან ჭიქით წყალი აიღო და როცა წამალი პირში ჩავიდე, წყალი თავისი ხელით დამალევინა.
-დაისვენე. ეგ წამალი დაგაძინებს კიდეც. გამოძინება ეხლა გჭირდება. თამაში ყოველ 5 დღეშია იქამდე უნდა მოძლიერდე.-თქვა ბიჭმა და ჭიქა მაგიდაზე დადო. სისხლიანი ბამბები მობოჭა და ერთ დიდ ცელოფანში ჩაყარა.
მატრასზე დადებული თბილი ადიელა გაშალა და გადამაფარა.
-ყველას ასე ექცევი? ყველა გოგოს აქვს ეს ყველაფერი?-ვკითხე მე. ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
-მხოლოდ შენ გაქვს და ეს არავისთან თქვა. არც გოგონებთან, არც ნიღბიანებთან.
-მხოლოდ მე რატომ მექცევი ასე?
-არ ვიცი.-თქვა და ლოყაზე ხელი ამისვა. ისევ გამიღიმა. ადიელა კისერთან შემისწორა და ცელოფანი აიღო. კარისკენ გასვლა რომ დააპირა ისევ შევაჩერე.
-რა გქვია? -ვიკითხე მე. ის შემობრუნდა და გამიღიმა.
-ლადო. ეხლა დაისვენე.-თქვა მან და გარეთ გავიდა. კარები გასაღებით ჩაკეტა და ყველაფერი მიწყნარდა.
წამალმა მალევე იმოქმედა და ჩამეძინა...



№1  offline წევრი Crystal

Kargia gaagrdzele da codoa nia :(( <3

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vauu dzaan magaria is gogo shemecoda dzaan romelic moklees yochaag male dade axali tavii♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4 სტუმარი nino k.d.

აუუფ მალე დადე. სიმართლე გითხრა თავიდან არ მომწონდა და არ ვკითხულობდი და ბოლო ორმა თავმა ძალიან დამაინტერესა.

 


№5 სტუმარი Marii

Rogorrr momewonaaa ver warmoidgeeen...dzaaan kargiaaa da shenc sauketeso xar admin :*

Dges dade ra shemdegiic velodebiiii

 


№6 სტუმარი Mari

Gelodebiit male dadee ra shemdegii taviiii.... Sainteresoa dzalian da velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent