ერთხელ მასაც კი შეუყვარდა 1
ელენე გულისცემით ელის საყვარელი ბიჭის ნახვას . ცდილობს მაქსიმალურად შეიკავოს თავი მოზღვავებული ემოციებისგან , მაგრამ სიყვარული ხომ ისაა ,რაც გავიწყებს ყოველგვარ ეტიკეტს და გხდის ჩვეულებრივ , ჩამოყალიბებულ გიჟს . მართლაც გიჟს დაემგვანა ელენე ,როდესაც მანქანიდან გადმოსული ბექა დაინახა ხელში ულამაზესი თაიგულითა და უდიდესი საჩუქრის ყუთით და რა იყო ეს ? ელენეს ამის გამოცნობა არ გაჭირვებია. კიბეებზე სირბილით ჩასული ელენე ბექას კისერზე ჩამოეკიდა და აკანკალებული ხმით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეძლო : ბექა მიყვარხარ . ბექას გული გამალებით აუძგერდა , საყვარელ გოგონას შუბლზე აკოცა , არ დააყოვნა და ათასი ტრადიციის დასრულებამდე ,რომელიც თავის მხრივ , მოიცავდა ქართულ სუფრას , სადღეგრძელოებსა და სხვას ,ელენეს სადარბაზოში სთხოვა ხელი ,თუმცა ეს ყოველივე იმდენად ორიგინალური და რომანტიკული გამოვიდა არავისგან წამოსულა რამე უკმაყოფილება . ელენეს თვალებიდან ცრემლები წასკდა, მუხლებზე დახრილი ბექას წინ დაიჩოქა , აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა : მუდამ ერთად ჩემო ყველავ ! ... - 2012 წლის ცივი ზამთარი, კერძოდ, იანვარი იყო , როდესაც ბექა პირველად შევნიშნე მაღაზიაში . მე შოკოლადს ვყიდულობდი , რიგში დაახლოებით 15 წუთი მომიწია დგომა , ბოლობოლოს მივედი და კმაყოფილი სახით თანხა გავუწოდე გამყიდველს , თუმცა ბექა ამ დროს ნაგლად მოვიდა , ჩემი შოკოლადები აურაცხელი რაოდენობის ლუდითა და არაყით დაფარა . სიბრაზისგან ხმა ვერ ამოვიღე ,მაგრამ ბოლოს ჩემი შოკოლადის ფულიც რომ გადაიხადა (სხვათაშორის მხოლოდ ის ორი ცალი იყო დარჩენილი ) , ადგა და წავიდა , ვეღარ მოვითმინე გავეკიდე და შუა ქუჩაში დავუწყე ჩხუბი . ათასი სალანძღავი სიტყვა ვუთხარი , დავემუქრე კიდეც , მან კი მისმინა და სიცილით მითხრა კარგი გავიგე ხო არც შენ არ ხარ ცუდი გოგო გამოდგებიო . არვიცი რატომ , მაგრამ სიცილი ამიტყდა , დღემდე ვერ გავიგე რისი იყო ეს სიცილი , სასოწარკვეთილებისა თუ ბექასეული კომპლიმენტით გამოწვეული , მაგრამ მივხვდი , რომ ის მხოლოდ ჩემი იქნებოდა . მე იგი მიყვარდა ,მიყვარს , სულ მეყვარება. მოდი სიყვარულს გაუმარჯოს ! - დიდხნიანი საუბრის მერე ელენემ დაამთავრა სიყვარულის სადღეგრძელო და ბექას გადახედა . ისედაც დაღლილი , ღამენათევი ბექა ( წინა დღეს იგი ქეთამ სახლში დაპატიჟა „მეგობრულ“ ვახშამზე ) ფეხზე წამოდგა და თქვა : ზუსტად ისე იყო ყველაფერი,როგორც ელემ თქვა , სიყვაურლს გაუმაჯროს მეგობრებო ! ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ,რომელიც საბოლოოდ გაგას სულისშემძვრელმა „მრავალჟამიერმა“ შეცვალა . ... -დღეს ხეცურიანებმა რძალს ახალი მანქანა უყიდეს ,რაღაც ძვირიანი უნდა ყოფილიყო - აივანზე გადმომდგარი მეზობელი №1 - რატომ არ უყიდნენ გენაცვალე. ეგენი ცხოვრობენ თუ ცხოვრობენ - ბანს აძლევს მეზობელი №2 - ჩვენ რა გვეშველება , თორე მაგათ აწყობილი აქვთ საათივით საქმე - დიალოგს ამთავრებს მეზობელი № 3 რა ხდება ხეცურიანებში : - ბექა ! ეს რა არის? მთელი ღამე სად იყავი ? ბექა შემომხედე ? ბექა ! - ისტერიკაში ჩავარდნილი ელენე ყველაფერს ლეწავს - გოგო დაწყნარდი ვახ ! გაგასთან ვიყავი , დედა ჰყავს ცუდად - ბექა ცდილობს დაამშვიდოს ცოლი - გუშინწინ? იმისწინ? კიდევ იმისწინ? - ხმას უწევს ელენე ბექამ თავი ვეღარ შეიკავა და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა . ... 2014 წელი . 3 ივნისი . სასამართლოს დღე ხეცურიანების ოჯახში . ფერწასული ელენე , ჩუმად, არაფრისმთქმელი თვალებით მჯდომი ბექა , უკან ჩურჩული ბექას დედისა : სახალხოდ მოგვჭრა თავი ამ ლაწირაკმა და ამ გომბიომ . საუკუნედ გაწელილი 3 საათი ... - რას შვრები ? - ღამის 3 საათზე გაგას ბექას ზარი აღვიძებს - რავი რა უნდა ვქნა , იდეაში მეძინა - ბუზღუნი დაიწყო გაგამ - აჰაჰაჰჰაჰ! კაი ადექი წავედით ზუკასთან ( ბექას ბიძაშვილი) რუსის გოგოები აყარა - ბექა გუშინ დაშორდი ცოლს სულ გაგიჟდი? - გაკვირვებას ვერ მალავს გაგა - ეეე ატრაკებ ეხლა ! აღმაღნიშნიე რა - სიცილი აუტყდა ბექას - კაი გამომიარე ნახევარ საათში მზად ვიქნები - ყურმილი დაკიდა გაგამ და თავი დიდი სინანულით გააქნია ! ეჰ ამ ბიჭის საშველი არ იქნება. ... 4 ივნისი .გამთენიის ხანი . ბექა ნაბახუსევზე , საშინელი თავის ტკივილებით ... 4 ივნისი . გამთენიის ხანი . დიდი ენთუზიითა და სიხარულით გაღვიძებული, იუბილარი გოგონა . .... - დედა! მამა! არ დამტოვოთ გევედრებით ! მე ხომ მხოლოდ თქვენ მყავხართ! უთქვენოდ რა მეშველება ! მაკააა! გიგა! - ბექას ხმა ქვეყანას ძრავდა. - გაიყვანეთ აქედან! ექიმმა ჩუმად ჩასჩურჩულა გაგას - ძმაო , მოდი გარეთ გავიდეთ - გაგამ წაულუღლუღა ბექას - მეღადავები გაგა ? მეღადავები ? დამტოვე მარტო ჩემს მშობლებთან , გთხოვ! - ბექას განწირული ხმა აღმოხდა - გახსოვს როგორ გაგიცანი ? გახსოვს მხოლოდ ჩემი იმედი რომ გქონდა? გახსოვს იმის მერე რამდენი რამ გადავიტანეთ ერთად ? ამასაც გავუძლებთ . გამომყევი ჩვენი ძმობის ხათრით . არ დაგავიწყდეს , რომ მე შენ არ დაგტოვებ - გაგამ მხარზე ხელი დაადო ბექას და უდიდესი , უანგარო სიყვარულით სავსე თვალებით გახედა მას. ბექა უსიტყვოდ ადგა და მართლაც დედამიწაზე მცხოვრებ მისთვის უკანასკნელ საყვარელ ადამიანს უკან გაყვა . ხეცურიანების ოჯახში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა . ყველა იმ საბედისწერო ავარიაზე საუბრობდა ,რომელმაც ბექა ხეცურიანი დააობლა და სულ მარტო დატოვა. ბექა ტიროდა , ბღაოდა , კედლებს აწყდებოდა ,ვერ დაეჯერა რომ სამყარო ასე მალე დაენგრა თავზე . მშობლების გასვენების დღეს , საღამოხანს გაგასთან მივიდა , მის კალთაში თავი ჩარგო , ბავშვივით აზლუქუნდა და თქვა : - გაგა! - ხო ბექა! - იცი ყოველთვის მარტოსული მეგონა თავი.მიუხედავად ,იმისა ,რომ ყველაფერი მისრულდებოდა , თავს უბედურადაც კი ვთვლიდი ,რადგან არ მქონდა რამე ისეთი, რაზეც შემეძლო ოცნება. იცი ეხლა გამიჩნდა ოცნება. გამიჩნდა , მაგრამ ვხვდები ,რომ მაინც უბედური ვარ - რაზე ოცნებობ ბექა? - ნეტავ შემეძლოს მათ ბოლოჯერ ვუთხრა , თუ როგორ მიყვარდა ორივე - იფიქრე ბექა , იფიქრე იმაზე ,რომ ღმერთს თავისთან კარგები მიყავს! 2015 წელი , 3 ივნისი... - ხეცუ ჩამოსულაა! რა მაგარია! როგორ მომენატრე შენ ხომ არ იცი! რას შვრები? როგორ ხარ? რა ხდება შენკენ? როგორ მიდის საქმეები? - ხატიამ უამრავი კითხვა მიაყარა მასთან სოფელში ჩასულ ბექას - ამოისუნთქე გოგო ! რა იყო ? - ბექამ გაიცინა და ხატია მოგუდვამდე ჩაიკრა გულში - დღეს ნათიაც ჩამოვა იცი? - აღტაცებას ვერ მალავს ხატია - ვაა! ანუ ვსვამთ ტრიო ? - ეშმაკურად ჩაუკრა ხატიას ბექამ თვალი - ტრიო? როგორ გეკადრება ? მარტო არ ჩამოდის - ჰოო? აბა ვისთან ერთად ? - გახსოვს რომ გეუბნებოდი თბილისში ცალკე გადავედით მე ნათია და ნათიას ნათესავითქო? - ჰო მერე? - სწორედ ის ჩამოდის ჩვენთან . თან ხვალ დაბადების დღე აქვს და დაუვიწყარი დღე მინდა ვაჩუქოთ ბექას გულში რაღაცამ გაკრა ,თუმცა არაფერი შეიმჩნია და ხატიას მიუგო : ხომ იცით მე აქ ვარ , ეს დღე მას არ დაავიწყდება გპირდები. ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.